IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რატომ ნელდება მხურვალე რწმენა ადამიანში, მიზეზების ძიება
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 1 2007, 07:10 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



პირველად როდესაც ადამიანი ტაძარში მოდის ,მას არ აქვს დიდ შემეცნება,არც ღვთისმეტყველება იცის ,მაგრამ ეს როდი უშლის მას უფალთან ურთიერთობაში.პირველ ეტაპზე მეტია შიში, ენთუზიაზმ ანუ მხურვალება სარწმუნოებისა! სად, როდის და რატომ ნელდება ის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 1 2007, 07:18 PM
პოსტი #2


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მამა ირაკლი


მართლაც პირველი პერიოდი განუმეორებელია.. , როდის მოდის არ იცი, მაგრამ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ისე აღარ გიყვარს, ისე აღარ გიხარია წირვაზე წასვლა, მერე სიზარმაცეც მოდის, მერე ძალდატანება და აშ.

რატომ მოვიდა? რაღაც სიძნელეები შემხვდა, წლები ვიბრძოლე, მერე მომბეზრდა...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 1 2007, 07:23 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



საერთოდ ღვთის შემეცნების და მასთან თანაზიარების გზა ძალიან რთულია.
ის სხვადასხვა ეტაპებისაგან შედგება. ეს პირველი ნაბიჯები მიუხედავად ცოდნის ვაკუუმისა ალბათ უფრო წრფელი არის ხოლმე ვიდრე შემდგომი ნაბიჯები.

ალბათ მივეჩვიეთ,გაუშინაურდით ასე ვთქვათ

ჩვევა გაუაზრებლად კი რეფლექსად იქცა ალბათ

მოგვეტევა შეიძლება ითქვას "ადვილადაც" და ამიტომ შეიძლება პირველსაწყისი შიში დავკარგეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 1 2007, 07:23 PM
პოსტი #4


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მამა ირაკლი
ციტატა
ალბათ მივეჩვიეთ,გაუშინაურდით ასე ვთქვათ

ჩვევა გაუაზრებლად კი რეფლექსად იქცა ალბათ



ესეც ხდება, სხვისგან გამიგია, მე ცოტა სხვა პრობლემები შემხვდა, ალბათ ვის როგორ...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 1 2007, 07:24 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



რატომ?

სიყვარულიც განელდა ამ დროს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 1 2007, 07:25 PM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მხურვალება სარწმუნოებისა! სად, როდის და რატომ ნელდება ის?



ორი რამ შეიძლება ვივარაუდოთ

ა, ბუნებრივი მოვლენა- ახლადმოსული ერთგვარად მაინც რაღაც ხიბლის მდგომარეობაშია, უფრო მაჭარივითაა, დადუღება აკლია, ეს ყველას ემართება, როცა ახალ სამყაროში შევა, რაც დრო გადის, უფრო ჯდება ყველაფერი, ანუ ერთის მხრივ ეს "მხურვალების" გაქრობა, არაა უარყოფითი მოვლენა, მაგრამ არის მეორეც

ბ. მიჩვევის მომენტი- მე ეს მოძღვართაგანაც ( ეპისკოპოსთაგან და ა.შ.) გამიგონია, ადამიანი ეჩვევა ეკლესიას, ეჩვევა ხმაურს, ეჩვევა ზედმეტ სიარულს, ეჩვევა უყურადღებობას, ლაპარაკს ( ტაძარში თუ საკურთხეველში), ანუ რაღაც გარეგნული ქცევების დონეზე დადის რწმენა, ანუ იცის მეტანია, იცის მიმართვის ტონები, იცნობს მღვდლებს, მესანთლეებს, ხედავს ცუდს, კარგს, ცივს და ნელთბილს და ასე მიწიერდება მისი რწმენა, ემგვანება რა ამ გზას, რომელიც რაც უფრო იტკეპნება უფრო მეტად გაუმტარი ხდება იმ საღვთო მარცვალისა, რასაც მთესვარი თესავს...

მოკლედ , რომ ვთქვა, ეს გზა ქრისტიანობამაც გაიარა, აბა ვინ შეედრება პირველქრისტიანთა ენთუზიაზმს, მათ თავგანწირვას, მათ ცხოველ რწმენას? ანუ ჩვენ რწმენაში მათ უნდა ვემსგავსოთ, და ამავდროულად ის დაგროვილი ცოდნაც უნდა შევითავსოთ, რაც მამებმა დაგვიტოვეს, ადამიანი სიკეთისა და რწმენის გზაზე მუდამ ინსტქიტური ქმედებიდან გაცნობიერებულ ქმედებამდე უნდა ისწრაფოდეს...

მე ასე ვფიქრობ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 1 2007, 07:25 PM
პოსტი #7


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მამა ირაკლი

მე ხშირად მემართება ხოლმე, მინდა ლოცვას მოვუმატო, რაც შემხვდება ყველაფერი წავიკითხო..
მერე ეს მომრავლებული ლოცვები საფუძველი ხდება იმისა, რომ უკვე მეზარება, გადავხედავ ხოლმე რამდენი დამრჩა წასაკითხი..
გონება მეფანტება..
ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, რომ ძირითადზე გავაკეთო აქცენტი და ის წავიკითხო რაც აუცილებელია?

როცა ვამჩნევ ხოლმე, ცუდად ვლოცულობ, "ზედმეტებს" თავს ვანებებ და ერთი საათიან გონებაგანაფტვით კითხვას ვცვლი ხოლმე ვთქვათ ნახევარ საათიანი ლოცვით და ძირითადს ვკითხულობ (დილა-საღმოს, ფსალმუნებს, სნეულთა და ასე...)

მე მგონი რწმენის განელებას იწვევს ის, რომ თავს არ "ვაიძულებთ" ხოლმე...
რომ გვეზარება, ვდგავართ და ვფიქრობთ, როგორ გვეზარება დგომა და არ ვიჭერთ იმ სიტყვებს, რომლებიც წირვა-ლოცვის დროს ისმის.

სულ მახსენდება ხოლმე ის პერიოდი, აჭარაში, (ზაფხულში) ერთ მოცუცქნულ ეკლესიაში დავდიოდით სადაც ყურის დამატკბობელი არც გალობა იყო და არც მედავითნე მაინცდამაინც ამოდმეტყველი, მაგრამ ისე მიმიხაროდა, ასეთი სიხარული იქამდე და იმის მერეც იშვიათად თუღა დამიჭერია ჩემს თავში...
და ორჯერ გაცდენა რომ მომიხდა წირვა-ლოცვის, ძალიან მოწყენილი ვიყავი...

ახლა ასე იშვიათად მემართება, ალბათ იმიტომ რომ ამსოფლიურ ამბებზე ზრუნვას მოვუმატე და სულიერს მოვუკელი...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 1 2007, 07:26 PM
პოსტი #8


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მამა ირაკლი
ციტატა
რატომ?

სიყვარულიც განელდა ამ დროს?




არ ვიცი, უბრალოდ დავიღალე. ყველას ხომ ტავისებუი განსაცდელები აქვს, ვინ როგორ ულებს...

სიყვარული არ კლებულობს..


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 1 2007, 07:26 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ერთერთი მიზეზი ვფიქრობ ასევე ყოფიერებაში ჩაფლვაცაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 1 2007, 07:27 PM
პოსტი #10


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



KAIROS
ციტატა
ბ. მიჩვევის მომენტი- მე ეს მოძღვართაგანაც ( ეპისკოპოსთაგან და ა.შ.) გამიგონია, ადამიანი ეჩვევა ეკლესიას, ეჩვევა ხმაურს, ეჩვევა ზედმეტ სიარულს, ეჩვევა უყურადღებობას, ლაპარაკს ( ტაძარში თუ საკურთხეველში), ანუ რაღაც გარეგნული ქცევების დონეზე დადის რწმენა, ანუ იცის მეტანია, იცის მიმართვის ტონები, იცნობს მღვდლებს, მესანთლეებს, ხედავს ცუდს, კარგს, ცივს და ნელთბილს და ასე მიწიერდება მისი რწმენა, ემგვანება რა ამ გზას, რომელიც რაც უფრო იტკეპნება უფრო მეტად გაუმტარი ხდება იმ საღვთო მარცვალისა, რასაც მთესვარი თესავს...


კი, მენიშნა, აი ლოცვებსაც ხშირად მექანიკურად ვამბობ..

მოვიხედავ და, ჩამიმთავრებია...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 1 2007, 07:28 PM
პოსტი #11


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მამა ირაკლი
ციტატა
ერთერთი მიზეზი ვფიქრობ ასევე ყოფიერებაში ჩაფლვაცაა.




შეიძლება მამაო, მაგრამ ყოფიერება უფალს არ გამორიცხავს, ჩემთვის ესე არაა, მე ხშიერად მჭირდება ღმერთის დახმარება, სულ მის იმედზე ვარ, ვფიქრობ რაც მომცა ტავად მაზიდვინებს ტქო, თმცა გეთანხმებით ღვაწლმა ლოცვამ მაგალითად იკლო, მაგრამ ეს არ არის ყოფიერების ბრალი, ალბათ ისევ ვისთვის როგორ..


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Nov 1 2007, 07:31 PM
პოსტი #12


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 1 2007, 06:10 PM) *

პირველად როდესაც ადამიანი ტაძარში მოდის ,მას არ აქვს დიდ შემეცნება,არც ღვთისმეტყველება იცის ,მაგრამ ეს როდი უშლის მას უფალთან ურთიერთობაში.პირველ ეტაპზე მეტია შიში, ენთუზიაზმ ანუ მხურვალება სარწმუნოებისა! სად, როდის და რატომ ნელდება ის?


ალბათ იმიტომ რომ არ ცხოვრობ მაგ სიყვარულით. ამიტომ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გბეზრდება. რათქმაუნდა ამის შემდეგ ხშირია ამის იმპულსური გამოვლინებები მაგრამ რამოდენიმე საათის ან წუთის შემდეგ ეს ისევ ქრება.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 1 2007, 07:31 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ისე რა საინტერესოა და მცოდნე ადამიანები ხშირ შემთხვევაში უფრო გონისმიერად განსჯიან და არა სულისმიერად(კონკრეტულად არავის ვგულისხმობ)


























0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 1 2007, 07:37 PM
პოსტი #14


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მამა ირაკლი
ციტატა
ისე რა საინტერესოა და მცოდნე ადამიანები ხშირ შემთხვევაში უფრო გონისმიერად განსჯიან და არა სულისმიერად



მამაო, სულიესმიერი განსჯა კარგია, მაგრამ ჩვენ ხშირ შემთხვევებში ბოლოს ემოციებში გადავდივართ, ამიტომ გონებაც საჭიროა...


მაპატიეთ ცუდად დავწერე მეჩქარება.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 1 2007, 07:44 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ჩვენი აზრები სხვაგან არიან ხოლმე ჩვენ კი ამ დროს შეიძლება ტაძარშიც ვიმყოფებოდეთ.

ისე აქ ჯეობარზე,ეკუმენიზმზე,პოლიტიკ
აზეც კი რომ დავცერო უფრო მეტი შემოვა ვიდრე ეხლა და ეს არაფერს არ ნიშნავს?
ამდენი ხალხია საიტზე.

ზოგს ალბათ მარტო კამათი აინტერესებს და არა მსჯელობა და აზრების,გამოცდილების გაზიარება. ალბათ სიმართლეა.ასე ვფიქრობ.

რწმენა,სულიერი საკითხები რაგაც ნაკლებ საინტერესოა თუ ეს ჩემს გამოა უკვე ვეღარ გავიგე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 1 2007, 07:46 PM
პოსტი #16


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მამა ირაკლი
არა მამაო, თქვენს გამო არა, დიდი ხანია უკვე მაგაზე ვლაპარაკობთ...
sad.gif
ნამდვილად მასეა ამ ბოლოს...

ერთი ამბავი იყო, სხვათა შორის მაგ საკითხზეც, ვინ ვის რას აბრალებდა.. და აქტუალური განა ის თემები გახდა, რომლებზეც ასე მოთქვამდნენ ერთნიც და მეორენიც, მხოლოდ ის თემები სადაც ამაზე ხმამაღლა გაჰყვიროდნენ...

აი ასე sad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Nov 1 2007, 07:46 PM
პოსტი #17


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

კი, მენიშნა, აი ლოცვებსაც ხშირად მექანიკურად ვამბობ..
მოვიხედავ და, ჩამიმთავრებია...

ერთ მეუდაბნოე მამას ჰკითხეს, რომელი ღვაწლი იყო ყველაზე მძიმე. მან უპასუხა, რომ სიკვდილამდე ყველაზე მძიმე შრომა არის ლოცვა. გახსოვს რას ამბობს უფალი ლოცვის ძალაზე, როცა ეშმაკეული მოუყვანეს? "ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა". ამას ეშმაკებზე ამბობს. ამიტომაც ცდილობს ბოროტი მუდმივად შეგეწინააღმდეგოს ლოცვაში. აიძულე თავი. მართალია გული უცებ არ აგყვება, გონებაც გაგეფანტება, მაგრამ უფალი შენს მონდომებას იწირავს. მადლსაც მოგცემს, შეგეწევა, როცა შენ მოინდომებ.თანდათან ლოცვაში ყურადღების ჩაკეტვა ჩვევად გექცევა. მერე კი ნელნელა გული იწყებს მორჩილებას და დაიწყებ თუ არა ლოცვას, გულიც მყისვე განეწყობა მასზე.მე ასე ვარ.რაც უფრო მიჭირს,უფრო ვლოცულობ...


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Nov 1 2007, 07:50 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



პრობლემა ჩემი აზრით იმაშია რომ ადამიანი ნელ ნელა იწყებს იმის დაჯერებას რომ რაც გააჩნია მისი დამსახურება და არა ღმერთის - არადა კარგი რამეები ხომ მხოლოდ კარგი წყაროდან მოდიან - ღმერთიდან.
როცა უფალს მოპარავ დიდებას და საკუთარ თავს მიაწერ, გაამპარტავანდები.

მას შემდეგ რაც ნახავ ადამიანი რომ ცოტა გამოსწორდი, ნელ ნელა უკვე იწყებ ამპარტავნებას, თავი უკვე კიტრივით მოგაქვს, და გულიც ამიტომ გიცივდება ცოტ ცოტა. რასაც ბუნებრივა მოსდევს უმადურობა, ყველას ყველაფერი მეტი და მეტი უნდა თვით მადლიც კი, არადა ჩემის აზრით რაც გაქვს ჯერ ის უნდა შეირგო კარგად.

გული რომ არ გაცივდეს სიყვარული უნდა იყოს ალბათ, არადა ესაა რა თქმა უნდა ყველაზე ძნელი მისაღწევი.

ძირითადად გაცივება ცოდვების ბრალია ჩემი აზრით, ქრისტიანული საქციელი უმრავლეს შემთხვევაში არაა ნორმა დღევანდელ საზოგადოებაში, არა სტერეოტიპულად მოქცევა, თავის მასიდან თავის გამოყოფა კი რთულია.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Nov 1 2007, 07:51 PM
პოსტი #19


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მამა ირაკლი

დამლოცეთ მამაო


ციტატა
ზოგს ალბათ მარტო კამათი აინტერესებს და არა მსჯელობა და აზრების,გამოცდილების გაზიარება. ალბათ სიმართლეა.ასე ვფიქრობ.

რწმენა,სულიერი საკითხები რაგაც ნაკლებ საინტერესოა თუ ეს ჩემს გამოა უკვე ვეღარ გავიგე.


მართალს ბრძანებთ!

რაც მეტი სასულიერო პირი იქნება ფორუმზე მით უფრო საინტერესო გახდება ღვთისმეტყველურ თემებზე საუბრებიც, უფრო მეტი პატივისცემა იქნება.

"კურსი" უნდა შეიცვალოს


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 1 2007, 07:56 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



აქ უკვე აღარავინ დარჩა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2024 - 10:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი