IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი, მართლმადიდებლობა
A.V.M
პოსტი Sep 1 2014, 10:22 PM
პოსტი #21


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ღვთისმშობლის თაყვანისცემა მართლმადიდებლურ ტრადიციაში
29/08/2014
ავტორი: Orthodox Theology
gvtismshobeliავტორი: თემურ ბუაძე
ღვთისმეტყველების დოქტორი

არაერთი წმინდა მამა და ცნობილი საეკლესიო ავტორი ასწავლის, რომ იესოს ლოცვა – „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“, ლაკონურად, ერთი წინადადებით გადმოსცემს სახარებისეული გამოცხადების უმთავრეს ჭეშმარიტებას. ამ ლოცვის მიმართვითი ნაწილი – „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო“, აცხადებს, რომ ადამიანური სახელის და ბუნების მქონე კაცი – იესო – არის „ქრისტე“, ანუ ღვთივცხებული მესია, რომელიც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა პირით აღუთქვა ღმერთმა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას; იგი არის ასევე „ღვთის ძე“, ანუ ღვთაებრივი ბუნების მატარებელი ღმერთკაცობრივი პიროვნება. უფალი იესო ქრისტე ცხებულია თავისი ადამიანური ბუნებით, ღვთაებრივი ბუნებით კი იგი მაცხოვარია, რომელსაც ცოდვილთა შეწყალება ხელეწიფება.

მართლმადიდებლური სულიერი პრაქტიკა მეორე „მოკლე ლოცვასაც“ იცნობს – „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ“, რომელიც საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ქალწულის მიძინების დროიდან მიეცა მოციქულებს. ამ ლოცვის გავრცელებულობაზე კარგად მეტყველებს ერთი ფაქტი, რომელიც წმინდა სერაფიმე საროველს უკავშირდება: წმინდა მამა სულიერ შვილებსა და მასთან მისულ მომლოცველებს ურჩევდა, დღის პირველ ნახევარში იესოს ლოცვას მისცემოდნენ, მეორეში კი – ღვთისმშობლისას. ეს უკანასკნელი, იესოს ლოცვის მსგავსად, ერთი წინადადებით გამოხატავს კაცობრიობის გამოხსნის ღვთაებრივ განგებულებას, ღვთისმშობლის თაყვანისცემის საეკლესიო გადმოცემას (პრაქტიკას) და ადამიანის განღმრთობასთან დაკავშირებულ მართლმადიდებლურ სწავლებას.

ამ ლოცვის მიმართვითი ნაწილის – „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო“ – სრულყოფილი გაგება მხოლოდ ქრისტოლოგიურ კონტექსტშია შესაძლებელი; მისი მეორე, მავედრებელი ნაწილი კი – „გვაცხოვნენ ჩვენ“ – ყოვლადწმინდა ქალწულის ადამიანური ბუნების სრულყოფილ მადლისმიერ განღმრთობას მიანიშნებს, რომელიც მას ყველა ქმნილებაზე, თვით ზეციურ ანგელოზებზეც მაღლა აყენებს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განღმრთობა საწინდარია იმ მდგომარეობისა, რომელსაც ღვთაებრივი განგებულებით გამოხსნილი კაცობრიობა მიაღწევს პარუსიის შემდეგ. ზემოთქმული კარგად მიანიშნებს, რამდენად პირველხარისხოვან როლს ასრულებს ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატიკისა და საკრამენტალური ცხოვრების არსში ჩასაწვდომად.

ღვთისმშობლის მოკლე ლოცვის საღვთისმეტყველო ანალიზი თავად ტერმინ „ღვთისმშობლით“ (Theotokos) დავიწყოთ; მას მოწინააღმდეგეები ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში გამოუჩნდნენ; მათი ლიდერი, ნესტორი, თავისი აზრით, რიტორიკულ კითხვას სვამდა: „როგორ შეეძლო თოთხმეტი წლის ქალწულს ეშვა მარადიული, ბუნებით დროსა და სივრცეში შემოუსაზღვრელი ღმერთი?“. წმინდა კირილე ალექსანდრიელმა მას უპასუხა, რომ ქალწულმა მარიამმა შეუქმნელი ღვთაებრივი ბუნება კი არ შვა, არამედ ყოვლადწმინდა სამების განკაცებული მეორე ჰიპოსტასი (პირი); ღვთის სიტყვა იშვა დროში არა ღვთაებრივი, არამედ ადამიანური ბუნებით, რომელიც ქალწული მარიამისაგან შეიძინა; და რაკი ადამიანური ბუნება სამების მეორე ჰიპოსტასის საკუთარი ბუნება გახდა, ჩვენ დაუბრკოლებლად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ თავად ღმერთი, ანუ მისი პიროვნება, იშვა ქალწულისაგან. ამიტომაცაა, რომ მას ეკლესია „ღვთისმშობლის“ პატივით განადიდებს. ამის საილუსტრაციოდ, ნეტარ ავგუსტინეს ასეთი მაგალითი მოჰყავს: ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ვიღაც ფილოსოფოსი მოკლეს და მიწაში დაფლეს“, თუმცა ადამიანებს არ ძალუძთ სულის (რომლის გონიერი ნაწილით ეს ფილოსოფოსი ფილოსოფოსობდა) არც მოკვლა და არც მისი მიწაში დამარხვა. მიუხედავად ამისა, მაინც გამართლებულია ამ წინადადების გამოყენება, რადგან სასიკვდილოდ დაჭრილი და მიწაში დაფლული სხეული ფილოსოფოსის პიროვნებას ეკუთვნოდა. ჩვენ იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანის შობასთან დაკავშირებითაც; ფეხმძიმე ქალის წიაღში ვითარდება და შემდეგ პირდაპირი გაგებით იშვება ახალშობილის სხეული და არა პიროვნება. თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვამბობთ, რომ დედამ შვა სულიერი არსება, ადამიანი, რადგან, ახალშობილის სხეული მისი პიროვნული საკუთრებაა.

ამავე ლოგიკას ვხედავთ ხატთაყვანისცემის პრაქტიკაშიც: უფლის ხატს არ შეუძლია, გამოხატოს იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება, რადგან იგი მიუწვდომელი და გამოუხატავია; მას არ შეუძლია მისი ადამიანური ბუნების გამოხატვაც, რადგან ქრისტეში ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება განუცალკევებელია (ქალკედონის საეკლესიო დოგმატის მიხედვით); და ბოლოს, ხატს არც იესო ქრისტეს ღმერთკაცობრივი ბუნების გამოსახვა შეუძლია, რადგან ამის მტკიცება მონოფიზიტური ერესის აღიარება გამოვიდოდა. უფლის ხატი გამოხატავს არა რომელიმე ბუნებას, არამედ ადამიანური ბუნების საშუალებით მიანიშნებს იესო ქრისტეს ღვთაებრივ პიროვნებას. აქ კარგად იკვეთება ღვთისმშობლის და ხატთა თაყვანისცემის ღრმა ლოგიკური კავშირი ქრისტოლოგიასთან: ღვთისმშობელი სამების მეორე ჰიპოსტასს შობს ადამიანური ბუნებით, ხატი კი – მას გამოხატავს.

წმინდა კირილე ალექსანდრიელისავე ლოგიკას ეფუძნება ასევე ე.წ. „პერიხორესის“ პრაქტიკაც, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს: რაკი იესო ქრისტეს პიროვნება და სამების მეორე ჰიპოსტასი ერთი და იგივეა, ანუ უფლის ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება ერთ ჰიპოსტასშია გაერთიანებული, ჩვენ შეგვიძლია, ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას მივაწეროთ ადამიანური თვისებები და პირიქით; ამას ემყარება წმინდა წერილის, ერთი შეხედვით, თითქოსდა „გაუმართლებელი“ ფრაზა (ყოველ შემთხვევაში ნესტორიანული თვალსაზრისით): „უფალი დიდებისა ჯვარს ეცვა“ ან „ღმერთმა თავის სისხლზე დააფუძნა ეკლესია“. ყოველივე ზემოთქმულიდან კარგად ჩანს, რომ ტერმინი `ღვთისმშობელი“ ქალკედონის ქრისტოლოგიური დოგმატის არსის და მასზე დაფუძნებული საკრამენტალური ცხოვრების უაღრესად ლაკონური გამოხატულებაა.

ახლა სიტყვა „ყოვლადწმინდას“ შევეხოთ. რაკი ჩვენ ქალწულ მარიამს ყოვლადწმინდას ვუწოდებთ, ამით ვაღიარებთ, რომ იგი თავისუფალია ყოველგვარი პიროვნული ცოდვისაგან, თუმცა ჩვენსავით ცოდვილი ბუნების მატარებელია.[1] ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რითაც მართლმადიდებლური და კათოლიკური სწავლებები ერთმანეთისაგან განსხვავდება. კათოლიკური ეკლესიის მიხედვით, ყველა ადამიანი ადამში იმეორებს მის პირველყოფილ ცოდვას. აქ ეს ცოდვა იურიდიული ასპექტით განიხილება. კათოლიკები ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივად შობილ ადამიანთაგან ვერავინ შეძლებდა ადამისეული პირველყოფილი ცოდვის თავიდან აცილებას. ქალწულ მარიამის პირველყოფილი ცოდვისაგან თავისუფლების დასასაბუთებლად ისინი იძულებული გახდნენ, ღვთისმშობლის ე.წ. „უმანკო ჩასახვის“ დოგმატი შემოეღოთ მეცხრამეტე საუკუნეში. ამ დოგმატის თანახმად, ქალწული მარიამიც უმანკოდ ჩაისახა თავისი დედის წიაღში; მას ეს „პრივილეგია“ წინასწარ ებოძა თავისი ძის მომავალ დამსახურებათა საფუძველზე.

მართლმადიდებლური ტრადიცია, პირველყოფილ ცოდვაში[2] ორ ასპექტს გამოჰყოფს: პირველია მისი „იურიდიული“ ასპექტი – ადამმა პიროვნულად, საკუთარი ნებით გადაწყვიტა ცოდვის ჩადენა და მეორე „ბუნებითი“ – ამ ცოდვას, თუ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ტერმინს გამოვიყენებთ, ადამის ბუნების გახრწნა, ანუ მისი ვნებებისა და სიკვდილისადმი დაქვემდებარება მოჰყვა. ადამის შთამომავლები მემკვიდრეობით ბუნების ცოდვილიანობას, ხრწნილებას იღებენ და არა იურიდიულ ცოდვას. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად შესაძლებელია, ადამიანი დაცემულ ბუნებას ატარებდეს, მაგრამ პიროვნული ცოდვა არ ჰქონდეს. ასეთები არიან, მაგალითად, ახალდაბადებული ჩვილები; ისინი დაცემულ ბუნებას ფლობენ (ამიტომაა აუცილებელი მათი ნათლობა), თუმცა, უძლურების გამო, პიროვნული ცოდვის ჩადენა არ შეუძლიათ. მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ერთადერთი ზრდასრული ადამიანი იყო (მამაკაცისა და დედაკაცისაგან შობილი), რომელსაც პიროვნული ცოდვა არ გააჩნდა. ღვთაებრივი მადლის განსაკუთრებულმა, განგებულებითმა მფარველობამ ისე განამტკიცა და განწმინდა ქალწული მარიამი, რომ მასში არსებულ დაცემულ ბუნებას პიროვნული გამოხატულების საშუალება არ მიეცა. ეს გარემოება ვლადიმირ ლოსკის საშუალებას აძლევს, ზემოხსენებულ ნაშრომში, დიდი სიფრთხილით მიუთითოს საეკლესიო გადმოცემაზე, რომელიც „მიძინებისას“ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეცაში ხორციელ ამაღლებას უკავშირდება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეცაში ხორციელი ამაღლება ერთ-ერთი საფუძველია მისი სერაფიმებსა და ქერუბიმებზე აღმატებულობისა. წმინდა მამათა სწავლებით, ადამიანური ჰიპოსტასი, ანგელოზებისაგან განსხვავებით, შედგენილია, რადგან იგი ორი – სულიერი და ხორციელი – ბუნებისაგან შედგება. რაკი ადამიანური ჰიპოსტასი შედგენილია, მას, ანგელოზებისაგან განსხვავებით, შემოქმედებითი ცხოვრების უნარი აქვს. სულიერი თვალსაზრისით, ეს უკანასკნელი ჩვენში ბუნებრივად არსებული განსხვავებული იმპულსების თავისუფალ მართვას, მათ იერარქიული თვალსაზრისით დაქვემდებარებას მოითხოვს. თუ წმინდა გრიგოლ პალამას ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ადამიანის პიროვნება მოწოდებულია, მართოს თავისი სულიერი და ხორციელი ბუნების ენერგიები. აქ ბერძნული სიტყვა „ენერგია“ მოქმედების მნიშვნელობით არის გამოყენებული. არისტოტელეს მიხედვით, რომელსაც ქრისტიანული ღვთისმეტყველებაც იზიარებს, ყოველ ბუნებას თავისი სპეციფიური მოქმედება, ანუ ენერგია, გააჩნია. ამით განსხვავდება ერთი ბუნება მეორისაგან. ცხადია, რომ თავისი მოქმედება, ანუ ენერგია, გააჩნია ღვთაებრივ ბუნებასაც. რაკი ღვთაებრივი ბუნება შეუქმნელია, შეუქმნელი ანუ მარადიულია მისი ენერგიებიც. ამის გამო წმინდა გრიგოლ პალამა ღვთაებრივ ენერგიებს თავად ღმერთსაც უწოდებს. წმინდა მამის მიხედვით, ადამიანის განღმრთობა, მის მიერ ღვთაებრივი ენერგიების, ძალის, ფლობასაც გულისხმობს. რაკი ამ დროს ადამიანი ღვთაებრივ ენერგიებს, ანუ თავად ღმერთს, ეზიარება მადლისმიერად, იგი მადლისმიერი ღმერთი ხდება. სწორედ ამ მდგომარეობას მიაღწია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. იგი მადლისმიერი, ღვთაებრივი ძალმოსილებითა და ავტორიტეტით ზრუნავს და მფარველობს კაცობრიობის მოდგმას და მთელ სამყაროს. ამიტომაც ვევედრებით მას ჩვენს ცხონებას. უფლის განგებულებით, ყველა ადამიანი ასეთი მდგომარეობის მიღწევისთვისაა მოწოდებული. განა ამას არ ნიშნავს უფლის მამის მარჯვენით ჯდომა? მამის მარჯვენით დაჯდომით იესო ქრისტემ ადამიანურ ბუნებას ღვთაებრივი ძალაუფლების, ღვთაებრივი ენერგიების ფლობის შესაძლებლობა მისცა. ასეთ მდგომარეობას გამოხსნილები დაიმკვიდრებენ პარუსიის შემდეგ, როდესაც გადარჩენილთა სულები ახალი, სულიერი, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესმიერი სხეულით შეიმოსებიან.

ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო მთავარი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თაყვანისცემის საეკლესიო ტრადიცია მართლმადიდებლური დოგმატიკის, საკრამენტალური ცხოვრებისა და ჩვენი ესქატოლოგიური მოლოდინის საუკეთესო გამოხატულებაა.

[1] ამასთან დაკავშირებით, იხილეთ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის – ვლადიმირ ლოსკის სტატია – „Всесвятая“.

[2] ეს ტერმინი პირველად ნეტარ ავგუსტინესთან გვხვდება. მან კარგად არ იცოდა ბერძნული ენა და პირველყოფილი ცოდვილიანობა შეცდომით პირველყოფილ ცოდვად თარგმნა.

http://www.orthodoxtheology.ge/theotokos/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2014, 04:21 PM
პოსტი #22


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მერმე კუალად მიუგო მარიამ ანგელოზსა მას და ჰრქუა:

ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მამაკაცი ქუეყანისაი ცნობად არა მნებავს?

რამეთუ ზეცისასა მას სიძესა თავი თვისი განუკუთნე; ქალწულად მნებავს დადგრომად და პატივი ქალწულებისაი არა მნებავს განცემად".

/წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელის ქადაგებიდან/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2014, 09:49 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უბიწოო, უცდომელო, უხრწნელო, ყოვლადწმინდაო ქალწულო, სძალო უფლისაო..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 3 2015, 08:39 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი - დიდი დიასახლისი ჩვენი ქვეყნისა"

/ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2015, 09:09 PM
პოსტი #25


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიყვარულმა ის ზეციური მამის ასულად აქცია, სისპეტაკემ - სულიწმინდის სასძლოდ, თვინიერებამ - დედად ღვთის ძისა"

/არქმინადრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi Kadagishvili
პოსტი Apr 7 2015, 02:33 PM
პოსტი #26


Giorgi Kadagishvili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 18-October 13
წევრი № 13,384



Believer
ციტატა
რა მიიღო კაცო, რას სწერ?

სიმართლეს წერს, ცოდვით დაცემული ადამის ბუნება მიიღო უფალმა და არა პირველცოდვის არ მქონე ადამის მსგავსი. ანუ ხრწნად და მოკვდავ სხეულში განკაცდა და სხვათაშორის ვნებების მქონე, ცოდვისაკენ მიდრეკილ ხორცში.

ამ იმედით მოახდინა სწორედ მისი გამოცდა სატანამ.

https://www.youtube.com/watch?v=Kv45xgAbhC4

რაც შეეხება ღვთისმშობელს ის უბიწოდ არ ჩასახულა, ჩაისახა ჩვეულებრივი ტრადიციული სექსის შედეგად, ხოლო რომაულ პაპისტური ერესი რომ ახალ ველოსიპედს იგონებს ესეც ცხადია.


--------------------
ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 12 2015, 04:03 PM
პოსტი #27


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირად, დასავლეთში, პოეტები ქალწულ მარიამს ხოტბას ასხამდნენ, როგორც მშვენიერ ქალბატონს, ხოლო რაინდები მას თავიანთი გულის დედოფალს უწოდებდნენ, რაც მართლმადიდებლობისთვის ჟღერს როგორც საშინელი მკრეხელობა და აბუჩად აგდება წმინდანისა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2015, 07:17 PM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთისმშობელი ძალზე ჰგავს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატს, მე ის ბევრჯერ მინახავსო, - ამბობდა მამა პაისი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2016, 05:28 PM
პოსტი #29


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კათოლიკურ ეკლესიაში "ეკლესიის დედად" იხსენიება. ისევე როგორც "მეოხს", "ეკლესიის დედასაც" კათოლიკური ეკლესიისთვის საღვთისმეტყველო მნიშვნელობა აქვს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2017, 09:49 PM
პოსტი #30


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლამდიდებელი ეკლესია დედა ღვთისას მიიჩნევს კაცთაგან (ანუ ადამიანთაგან) ყველაზე აღმატებულად და წმინდად, იგია მეოხი ჩვენთვის თავისი ძის წინაშე. თუმცა იგი ხორციელად, ბუნებრივი წესით იშვა თავისი მშობლებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის ორი ქრისტე, ორი მხსნელი, ვინაიდან თუკი მარიამი უკვე იყო უბიწოდ, მამისაგან შობილი, იგი გამოდის უკვე იყო აღთქმული მესია, მაშ, რიღასთვის გახდა მაცხოვრის განკაცება საჭირო? თუკი სიტყვა უკვე განკაცდა ღვთისმშობლის სახით (უბიწოდ ჩასახვის მეშვეობით)".

/დიაკონი გიორგი ბერაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2017, 09:04 PM
პოსტი #31


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1854 წელს მიიღეს ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის დოგმატი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2018, 05:53 PM
პოსტი #32


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ წმინდა უდაბნოში მამა პაისის [ათონელი] სხვა ზებუნებრივი შემთხვევებიც განუცდია: მას ნება მიეცა, ჩასწვდომოდა, თუ როგორი ღვთისმოშიში და უმწიკვლო კავშირი ჰქონდათ წმინდა იოაკიმესა და ანას, წმინდა ცოლ-ქმარს, რომელთაგანაც ჩაისახა და იშვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

მამა პაისის ღვთისგან ეუწყა, რომ "წმინდა იოაკიმე და ანა სრულყოფილი სულიერი ადამიანები იყვნენ, ერისკაცულ ბრძნობას მოშორებულნი. ასეთი უვნებო წყვილი არასოდეს ყოფილა. თავიდან ცალ-ცალკე ევედრებოდნენ ღმერთს, მათთვის შვილი ეჩუქებინა, მერე კი შეერთდნენ, ვითარცა ქმარი და ცოლი, არა ხორცის სურვილით, არამედ ღვთის მოშიშებით.

რამდენადაც ღვთისმშობლის ჩასახვა სიტკბოების (სიამოვნების) გარეშე მოხდა, ამიტომაც იგი იყო ყოვლადწმინდა. რა თქმა უნდა, არ იყო თავისუფალი პირველყოფილი ცოდვისგან, როგორც ამას პაპისტები ფიქრობენ, ვინაიდან ის ბუნებრივი სახით ჩაისახა, მაგრამ მისი ჩასახვა მოხდა სრულიად უვნებლად, როგორც ღმერთს სურდა, რომ ადამიანები შობილიყვნენ".

ერთხელ, საუბრისას მამა პაისი კვლავ შეეხო ამ საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავდა მის მნიშვნელობას. მიხვდა, თანამოსაუბრეს მისი სიტყვებისა არ სჯეროდა. წამოდგა და მტკიცედ წარმოთქვა, - მე განვიცადე ეს ამბავიო. ამით ნათლად უთხრა, რომ ის, რასაც ამბობდა, მისი საკუთარი კეთილმოკრძალებული ფიქრები კი არ იყო, არამედ საღმრთო გამოცხადება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 26 2019, 07:00 PM
პოსტი #33


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კათოლიკეებს თავიანთ სწავლებაში აქვთ ცდომილება ღვთისმშობლის მუცლადღებასა და შობასთან დაკავშირებით, ისინი თვლიან, რომ წმინდა მარიამიც უბიწოდ ჩაისახა, როგორც მაცხოვარი. წმინდა ქალწული მარიამი ჩაისახა და იშვა ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი. ის იშვა ჩვეულებრივად ადამის ცოდვაში, როგორც ყველა.

არა მარტო მაცხოვრის შობამდე და კაცობრიობის გამოხსნამდე, მაცხოვრის შობის შემდეგაც ყველა ადამიანი ადამის ცოდვაში იშვება, რომლისგან განწმენდაც მხოლოდ ნათლისღებითაა შესაძლებელი. შემდგომში ღვთისმშობელიც და მოციქულებიც ადამისეული ცოდვისგან ჩვეულებრივ ნათლისღებით განიწმინდნენ.

ძველი აღთქმის პერიოდში მცხოვრებ გარდაცვლილ მართალთა განწმენდაც ნათლისღებით მოხდა. როდესაც მაცხოვარმა ნათელიღო იორდანეში, მასში ნათელიღო მთელმა კაცობრიობამ და ყველა მართალმა, ვინც მაცხოვრის შობამდე ცხოვრობდა.

ღვთისმშობელმაც და მოციქულებმაც ნათელიღეს ჩვეულებრივად, ისევე, როგორც შემდგომში ყველა ქრისტიანმა. ეს მოხდა მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდგომ."

"- საინტერესოა, ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა ხანდაზმული მშობლებისგან შობას...

- ცხადია, მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ხანდაზმულობის დროს მათი თანაცხოვრება იყო მხოლოდ და მხოლოდ შვილიერებისთვის და არა ვნებითი. ღვთისმშობელი ვნების გარეშე ჩაისახა. ნებისმიერი ჩასახვა ღვთის სათნოა, მასში ღვთის ხელი ურევია და მისთვის ხელის შეშლა ღვთის მცნებებთან დაპირისპირებაა, მაგრამ ხანდაზმული მშობლებისგან ვნების გარეშე ჩასახვით ყოვლადწმინდა ქალწული ჩასახვისთანავე იქმნა გამორჩეული. ამასთან, ის იშვა ორი მართალი ადამიანისგან, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მოთმინებით იტანდნენ უშვილობას, თანაც ამის გამო ხშირად უხდებოდათ ყვედრების მოსმენა. თუმცა მართალი იოაკიმე და ანა არასოდეს დამცხრალან ღვთის მიმართ ვედრებით. შესთხოვდნენ, მათთვის შვილიერების მადლი მიენიჭებინა. ამგვარი ღვთისმოსაობით განვლეს სიცოცხლე და სწორედ ამის შემდეგ მიეცათ უკვე ასული, რომლისგანაც იშვა კაცობრიობის მხსნელი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2022, 06:55 PM
პოსტი #34


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბევრი წმიდა მამა ამტკიცებს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი აბსოლუტურად უცხო იყო ცოდვისათვის, თუმცა ადამის პირველშობილ ცოდვას ისიც ექვემდებარებოდა, როგორც ყველა სხვა ადამიანი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2022, 04:37 PM
პოსტი #35


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რომის კათოლიკური ეკლესიის მართლმადიდებელი სწავლებიდან ძირითადი გადაცდომებია ქალწული მარიამის უბიწო ჩასახვისა და მისი ხორციელად ამაღლების შესახებ სწავლება ე.წ. მარიოლოგიური დოგმატები".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 16 2022, 11:44 AM
პოსტი #36


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბოლო საუკუნენახევრის განამვლობაში რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლებას ორი ახალი დოგმატი შეემატა: მარიამ ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვა და მისი ხორციელად ზეცად ამაღლება. ამ დოგმატებს მარიამული ეწოდება. ამ კერძო საღვთისმეტყველო შეხედულებების დოგმატიზაციამ კათოლიკური ეკლესია მართლმადიდებლობას კიდევ უფრო დააშორა.
მარიამ ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის საღვთისმეტყველო დასაბუთების პირველი მცდელობები IX საუკუნის დასავლური ღვთისმეტყველ, პასქაზიუს რადბერტის სახელთან არის დაკავშირებული. ამ სწავლების ფესვები იმ კრძალვაშია, რომელიც მოციქულთა დროიდან მარიამ ღვთისმშობლის მიმართ ჰქონდათ.
შემდგომში ღვთისმშობლის თაყვანისცემა სულ უფრო გავრცელდა და მან საბოლოო აღიარება 1854 წელს პოვა, როდესაც პაპმა პიუს IX-მ ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის უბიწო ჩასახვის შესახებ სწავლება რომის კათოლიკური ეკლესიის დოგმად გამოაცხად"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 16 2022, 12:18 PM
პოსტი #37


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უბიწო ჩასახვის დოგმატი მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემას ეწინააღმდეგება, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულის სიკვდილს მოწმობს. ეკლესია ამ მოვლენას მიძინების დღესასწაულით აღნიშნავს. სიკვდილი პირველქმნილი ცოდვის შედეგია, რადგან "ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი". ამიტომ ღვთისმშობლის გარდაცვალება მოწმობს იმაზე, რომ ის პირველქმნილი ცოდვის შედეგს ექვემდებარება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2022, 12:33 PM
პოსტი #38


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი, უფლის აღთქმის მიხედვით - ჩაისახა და დაიბადა ცოლ-ქმრისაგან, მხოლოდ უფალი იესო ქრისტე იშვა უბიწო მარიამისგან უქორწინებლად - სულიწმიდის მიდგომით"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 5 2022, 10:21 PM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1870 წლამდე, ანუ დოგმატის მიღებამდე, რომის ეკლესიას, "უცდომელმა" პაპმა პიუს XI ახალი დგომატი უბოძა. მან კარდინალთა წინაშე, 1858 წელს, საჯაროდ მოაწერა ხელი ქალწული მარიამის პირველქმნილი ცოდვისაგან უმანკოდ ჩასახვის სჯულისსწალებას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2023, 07:42 PM
პოსტი #40


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი, უფლის აღთქმის მიხედვით - ჩაისახა და დაიბადა ცოლ-ქმრისგან, მხოლოდ უფალი იესო ქრისტე იშვა უბიწო მარიამისაგან უქორწინებლად - სულიწმიდის მიდგომით"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 01:24 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი