IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 3 4 5 6 7 >  
Closed TopicStart new topic
> რა არის თავისუფლება?, მეუფე სტეფანე
ჰ ა რ ი რ ა
პოსტი Aug 22 2007, 03:09 PM
პოსტი #81


გ ი ო რ გ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 348
რეგისტრ.: 4-May 07
მდებარ.: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქალაქი რუსთავი
წევრი № 1,834



გლახა
ციტატა
ეს არ იქნება პრობლემა თუკი ადამიანი ფანატი არ არის. საბერძნეთში და სხვაგან მართლმადიდებლებიც 25 ში ზეიმობენ შობას..

ეს დაუშვებელია საქართველოში რადგან
როგორც სარწმუნო წყაროებიდან ვიცი
ბერძნებმა კიდევ სხვა ბევრ რამეში
გადაუხვიეს ჭეშმარიტ გზას და
ესეც სასტიკად აკრძალულია მართლმადიდებლური
კანონიკით


--------------------
. . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 22 2007, 03:09 PM
პოსტი #82


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა( გიორგი @ Aug 22 2007, 03:01 PM) *

შენ ბევრი რაიმე გეშლება არა მარტო ეკლესიურად არამედ იურიდიულადაც. დემოკრატიაზე არც ჩვენ ვამბობთ უარს, მაგრამ "დემოკრატია" თავისი არსით ნიშნავს ხალხის მმართველობას, ხალხის აზრის წყარო კი საზოგადოების უმრავლესობაა, ამიტომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში განსხვავებული კანონები, მიდგომები და დამოკიდებულებებია ამა თუ იმ რელიგიური თუ საზოგადო საკითხის მიმართ, რაც არსებულ საზოგადოებას ეყრდნობა. განსხვავდება იტალიური, ნორვეგიული, ბერძნული და ბრიტანული "დემოკრატიები". ყველას ამ ქვეყნის საზოგადოების უმრეავლესობისთვის დამახასიათებელი ზნეობის, მორალის და სარწმუნოების აპსექტები უდევს საფუძვლად.



ყველა მაგ ქვეყანაში აღიარებულია ადამიანის ძირითადი უფლებები, სწორედ ამიტომ არ მისცა ევროსასამართლომ საბერძნეთს იმის საშუალება, რომ სისხლის სამართლის წესით ედევნა ე.წ. პროზელიტისტები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 22 2007, 03:15 PM
პოსტი #83


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(გლახა @ Aug 22 2007, 02:54 PM) *

ეს არ იქნება პრობლემა თუკი ადამიანი ფანატი არ არის. საბერძნეთში და სხვაგან მართლმადიდებლებიც 25 ში ზეიმობენ შობას..

ეს სიტყვის მასალად გითხრეს, ცხადია კალენდარში არა არის საქმე, უბრალოდ ამით ის ითქვა, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას ისე აქვს საკუთარი კანონმდებლობა დაწერილი, როგორც ამ ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობის აზრს ეთანხმება. ზოგან კენჭისყრის უფლება არა აქვს არა ლუთერანს, ზოგან კათოლიციზმის გარდა სხვა გაკვეთილები არაა სკოლებში და ა.შ.

დემოკრატია არაა აბსოლუტურად უნივერსალური იდეოლოგია და მცნება, ის ეფუძნება საზოგადოებაში გაბატონებულ აზრს და პრინციპებს, რადგან ხალხის მმართველობაა. ამიტომ ქართული "დემოკრატიული კანონმდებლობა" უფრო მართლმადიდებლურია, იტალიური "დემოკრატიული კანონმდებლობა" კათოლიკური, თურქული "დემოკრატიული კანონმდებლობა" ისლამის სასრგებლო ელემენტებს შეიცავს და ა.შ. ეს ფენომენიც გასათვალისწინებელია.

ციტატა(Freethought @ Aug 22 2007, 02:25 PM) *

შენი პოსტიდან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ იეღოვას მოწმეების მიერ თავიანთი რწმენის ქადაგება პროზელიტიზმია, ხოლო როცა იგივეს მართლმადიდებელი ეკლესია აკეთებს, მისიონერობა.

გააჩნია სად?
ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
უკაცრიელ კუნძულზე კი, ბატონო . . . ბუდისტურ ჩინეთში კი ბატონო, მაგრამ მართლმადიდებლურ საქართველოში - არა.

მიზეზი მარტივია, აქ უმეტესობა მეტ-ნაკლებად მართლმადიდებელია, მონათლულია და იზიარებს მართლმადიდებლობის ძირითად პრინციპეპბს. მათ მიმართ ეკლესიური ცხოვრების დაწყების, სარწმუნოებაში გაძლიერების, ეკლესიაში ხშირი სიარულის თუ ღვთის მცნებებით ცხოვრების მოწოდება ვეღარ ჩაითვლება პროზელიტიზმად. ეს არის მართლმადიდებლობაში განსაძლიერებელი ქადაგებები, აქ ისედაც თითქმის ყველა მართლმადიდებელია და ამ ხალხს ეკლესიის ქადაგება სხვადასხვა დოზით ჭირდება, ეს პროზელიტიზმი არაა, ამის შედარება იეღოველების მოქმედებასთან არც კი შეიძლება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 22 2007, 03:16 PM
პოსტი #84


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა(კანონისტი @ Aug 22 2007, 02:39 PM) *

Freethought

ქართული სახელმწიფო აღიარებს დემოკრატიულ წესწყობილებას და თავის სახელმწიფოებრიობას აფუძნებს ლიბერალურ ღირებულებებს, ანუ როცა გატარებულია უმრავლესობის აზრი და დაცულია უმცირესობის. რამდენადაც ქრისტიანული მსოფლმხედველობა არის ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის აზრი, სახელმწიფო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია თავისი საქმიანობა დააფუძნოს ამ ღირებულებებს.
ეკლესია არც არავის თხოვს არაფრის გამოცხადებას და მგონი ჰომოსექსუალიზმი არც არის დანაშაული.... wink.gif მაგრამ ეკლესია აფიქსირებს თავის აზრს, რაც გულზე ხვდება ზოგიერთს

ადრე, ამ ფორუმზე ერთი გეი დარეგისტრირდა, რომელიც დღენიადაგ იმას ლამობდა დაემტკიცებინა, რომ ეს უმძიმესი ცოდვა თურმე ცოდვა არ არის! (??) აი, ამის მცდელობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი
მოდი წარმოვიდგინოთ.....

ჯერ ავიღოთ დემოკრატიული ქვეყნები

ვცხოვრობ მაგალითად დიდ ბრიტანეთში.....

1. მეუბნებიან, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს შენი კალენდარი, შობა არის 25 დეკემბერს, გინდა იზეიმე, გინდა ნუ, მაგრამ კეთილს ინებებ და მობრძანდები 7 იანვარს და იმუშავებ მშვიდობიანად wink.gif

2. არ მომეწონა კანონი რელიგიური თვალსაზრისით და გავაპროტესტე. ბრიტანეთის მთავრობა მეუბნება, რომ იგი არ არის შეუსაბამო ქრისტიანობასთან, ვინაიდან კანონპროექტი მოიწონა ლორდთა პალატამ და ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსებმა. მე რომ უკმაყოფილებას გამოვთქვამ, რატომ ჩემი აღმსარებლობის ეპისკოპოსი არ ჰყავთ პარლამენტში-მეთქი, მპასუხობენ, რომ ეს ინგლისია და თუ ძალიან მინდა საბერძნეთში წავიდე.... (?)

ახლა ვცხოვრობ ნორვეგიაში....

1. ძალიან პოპულარული ვარ ჩემ ქალაქში და გადავწყვიტე, რომ კენჭი ვიყარო მაჟორიტარ დეპუტატად. ნორვეგიის სამეფო საარჩევნო კომისია ურცხვად მეუბნება რეგისტრაციაზე უარს, მიზეზი: ის, რომ მე არ ვარ ნორვეგიის ლუთრენული ეკლესიის მრევლი და ამიტომ პარლამენტის ზედა პალატას ვერ დავიკავებ.... sad.gif (???)

2. მომეწონა მეფის ქალიშვილი და გადავწყვიტეთ დაქორწინება. სამეფო სასახლე მეუბნება უარს - მიზეზი: კონსტიტუციური კანონის თანახმად უცხო სარწმუნოების ადამიანს სასახლეში ვერ შეუშვებენ! ohmy.gif საცოლემ გადაწყვიტა მაინც დაქორწინდეს ჩემზე. შედეგი: მას ჩამოერთვა მეფის ქალიშვილის სტატუსი! (???)

ახლა ვცხოვრობ იტალიაში....

1. მინდა ჩემი მდიდარი მეგობრების დახმარებით გავხსნა მართლმადიდებლური უნივერსიტეტი. განათლების სამინისტრო უარს მეუბნება რეგისტრაციაზე, ვინაიდან ეს რელიგიური უმაღლესი სასწავლებელია. მე მოკრძალებით აღვნიშნავ, რომ ვატიკანს ასეთი აქვს. პასუხი: კათოლიციზმი იტალიის ძირითადი სარწმუნოებაა, თუ არ მომწონს, შემიძლია საბერძნეთში წავიდე....

2. შვილი შევიყვანე სკოლაში, სადაც გადის კათოლიკურ კატეხიზაციას. გავაპორტესტე. სკოლის ხელმძღვანელობამ მირჩია, რომ ბავშვი არ დავასწრო ამ გაკვეთილს. მე ვთხოვე იგივე საგნის მართლმადიდებელი მოძღვრის მიერ სწავლება. პასუხად უარი მივიღე, რადგან იტალიის სახელმწიფო განსხვავებულისარწმუნოების სწავლებას ვერ დააფინანსებს, კერძო გაკვეთილებზე შემიძლია ის ვასწავლო, რაც მინდა....

გადავინაცვლოთ არადემოკრატიულ ქვეყნებში????? laugh.gif


არა რა საჭიროა, აგერ არ არის ჩვენი ქვეყანა? laugh.gif
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელიმეში თუა აკრძალული ე.წ. "პროზელიტიზმი?" ან გეი-პარადს თუ კრძალავს სახელმწიფო გაბატონებული ეკლესიის ქურუმთა ზეწოლით? საეკლესიო დღესასწაულები რატომ გამოაცხადეს სახელმწიფო დღესასწაულებად-მეთქი, ხომ არ ვამბობ? არც იმაზე არ ვდაობ, რომ სკოლებში საღვთო სჯულს ასწავლიან, თუ რა თქმა უნდა ეს სწავლება მარტო იმ ბავშვებისათვის იქნება, რომლებსაც მართლმადიდებელი მშობლები ჰყავთ, ანუ ფაკულტატიური იქნება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 22 2007, 03:19 PM
პოსტი #85


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(Freethought @ Aug 22 2007, 03:16 PM) *

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელიმეში თუა აკრძალული ე.წ. "პროზელიტიზმი?"

რას გადაეკიდე ამ პროზელიტიზმს? ბოლოსდაბოლოს პროზელიტიზმი უარესია თუ ასეთი კანონი, რომ შემოვიღოთ:

ვინც მართლმადიდებელი არაა იმას პარლამენტში კენჭის ყრის უფლება რომ არ მივცეთ.



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 22 2007, 03:22 PM
პოსტი #86


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა( გიორგი @ Aug 22 2007, 03:15 PM) *

ეს სიტყვის მასალად გითხრეს, ცხადია კალენდარში არა არის საქმე, უბრალოდ ამით ის ითქვა, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას ისე აქვს საკუთარი კანონმდებლობა დაწერილი, როგორც ამ ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობის აზრს ეთანხმება. ზოგან კენჭისყრის უფლება არა აქვს არა ლუთერანს, ზოგან კათოლიციზმის გარდა სხვა გაკვეთილები არაა სკოლებში და ა.შ.

დემოკრატია არაა აბსოლუტურად უნივერსალური იდეოლოგია და მცნება, ის ეფუძნება საზოგადოებაში გაბატონებულ აზრს და პრინციპებს, რადგან ხალხის მმართველობაა. ამიტომ ქართული "დემოკრატიული კანონმდებლობა" უფრო მართლმადიდებლურია, იტალიური "დემოკრატიული კანონმდებლობა" კათოლიკური, თურქული "დემოკრატიული კანონმდებლობა" ისლამის სასრგებლო ელემენტებს შეიცავს და ა.შ. ეს ფენომენიც გასათვალისწინებელია.
გააჩნია სად?
ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
უკაცრიელ კუნძულზე კი, ბატონო . . . ბუდისტურ ჩინეთში კი ბატონო, მაგრამ მართლმადიდებლურ საქართველოში - არა.

მიზეზი მარტივია, აქ უმეტესობა მეტ-ნაკლებად მართლმადიდებელია, მონათლულია და იზიარებს მართლმადიდებლობის ძირითად პრინციპეპბს. მათ მიმართ ეკლესიური ცხოვრების დაწყების, სარწმუნოებაში გაძლიერების, ეკლესიაში ხშირი სიარულის თუ ღვთის მცნებებით ცხოვრების მოწოდება ვეღარ ჩაითვლება პროზელიტიზმად. ეს არის მართლმადიდებლობაში განსაძლიერებელი ქადაგებები, აქ ისედაც თითქმის ყველა მართლმადიდებელია და ამ ხალხს ეკლესიის ქადაგება სხვადასხვა დოზით ჭირდება, ეს პროზელიტიზმი არაა, ამის შედარება იეღოველების მოქმედებასთან არც კი შეიძლება.


აჭარაში და ბოლნისში მართლმადიდებლობის ქადაგება პროზელიტიზმი არ არის? აშშ-ის მართლმადიდებელი ეკლესია რატომ ეწევა პროზელიტიზმს პროტესტანტულ ქვეყნაში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 22 2007, 03:25 PM
პოსტი #87


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(Freethought @ Aug 22 2007, 03:16 PM) *

ან გეი-პარადს თუ კრძალავს სახელმწიფო გაბატონებული ეკლესიის ქურუმთა ზეწოლით?

არ კრძალავს, მაგრამ რომც აკრძალოს ეს არა დემოკრატიული არ იქნება.

ბელგიაც და საბერძნეთის, ორივე დემოკრატიული ქვეყნებია, ევროკავშირის, NATO-ს და შენგენის ზონის წევრები, მაგრამ ძალიან განსხვავებული კანონმდებლობები აქვთ.

ჩვენც ქართული დემოკრატია უნდა დავწეროთ, რაც ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის იქნება მისაღები და სასარგებლო და არა ლუქსემბურგისთვის . . .

ციტატა(Freethought @ Aug 22 2007, 03:22 PM) *

აჭარაში და ბოლნისში მართლმადიდებლობის ქადაგება პროზელიტიზმი არ არის?

არა, თუ ქართველებს უქადაგებენ . . . რადგან ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და მითუმეტეს, როდესაც ამ ქართველებს სურვილი აქვთ ამ ქადაგების მოსმენის.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 22 2007, 03:37 PM
პოსტი #88


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
ეს არ იქნება პრობლემა თუკი ადამიანი ფანატი არ არის. საბერძნეთში და სხვაგან მართლმადიდებლებიც 25 ში ზეიმობენ შობას..
რა აუცილებელია ყველამ ჩემი დაბადების დღე აღნიშნოთ

ახლა სწავლებას რაც სეეხება : ნორმალურ ქვეყანასი უნდა იყოს როგორც პროტესტანტული ასევე მართლმადიდებლური და კათოლიკური სკოლები და სვილები იქ მიიყვანონ მშობლებმა სადაც უნდათ

შენ წერ იმაზე, რაც უნდა იყოს.... მე კი იმაზე, რაც არის

შობას რაც შეეხება, მე აღვნიშნავ 7-ში და რატომ არ არის ჩემი უფლება დაცული დიდ ბრიტანეთში? ამას ვწერ

და არამხოლოდ მე.... ბრიტანეთში მცხოვრები მართლმადიდებლების 60% აღნიშნავს შობას 7 იანვარს


Freethought
ამ კითხვას უპასუხე:
ციტატა
რას გადაეკიდე ამ პროზელიტიზმს? ბოლოსდაბოლოს პროზელიტიზმი უარესია თუ ასეთი კანონი, რომ შემოვიღოთ:

ვინც მართლმადიდებელი არაა იმას პარლამენტში კენჭის ყრის უფლება რომ არ მივცეთ


ისე, ჩემ პოსტზე პასუხი, მართალი გითხრა, არ მომეწონა. იმ აკრძალვებზე ბევრად უფრო დიდ აკრძალვებზე დაგიწერე, რომლებიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია, შენი იმ კითხვის პასუხად, რომ მართლმადიდებელი რომ იყო უმცირესობაში, რას იზამდიო. მგონი დავინახეთ, რომ დიდსაც ვერაფერს, ხოლო ზოგ საკითხებში ჩვენში უფრო მეტად არის დაცული რელიგიური უმცირესობები, ვიდრე, მაგალითად დას. ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, საკულტო ტაძრის აგების პროცედურით....

დასაერთოდ, მოდი რა ვქნათ იცი, ჯერ მივაღწიოთ ბრიტანეთის დონეს ეკონომიკით, სოციალური ვითარებით და პოლიტიკური სტაბილურობით და მერე "გავუსწროთ" დემოკრატობანაში.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 22 2007, 03:42 PM
პოსტი #89


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა( გიორგი @ Aug 22 2007, 03:25 PM) *

არ კრძალავს, მაგრამ რომც აკრძალოს ეს არა დემოკრატიული არ იქნება.

ბელგიაც და საბერძნეთის, ორივე დემოკრატიული ქვეყნებია, ევროკავშირის, NATO-ს და შენგენის ზონის წევრები, მაგრამ ძალიან განსხვავებული კანონმდებლობები აქვთ.

ჩვენც ქართული დემოკრატია უნდა დავწეროთ, რაც ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის იქნება მისაღები და სასარგებლო და არა ლუქსემბურგისთვის . . .
არა, თუ ქართველებს უქადაგებენ . . . რადგან ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და მითუმეტეს, როდესაც ამ ქართველებს სურვილი აქვთ ამ ქადაგების მოსმენის.



აზერბაიჯანელებსაც რომ უქადაგებენ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 22 2007, 03:51 PM
პოსტი #90


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს უნივერსალური დემოკრატია. დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას, ხალხი კი სხვადასხვანაირია. მე დემოკრატიის წინააღმრდეგი კი არ ვარ და ფაშიზმი და ფუნდამენტალიზმის მომხრე კი არ ვარ, მაგრამ ჩვენი დემოკრატიული კანონმდებლობა უნდა იყოს ჰოლანდიის, ნორვეგიის, ბრიტანეთის, იტალიის და თუნდაც იმავე საბერძნეთის კანონმდებლობისგან რამდენადმე განსხვავებული. აქ არ გამოგვადგება იგივე პრინციპები, რადგან სულ სხავანაირი საზოგადოება გვაქვს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 22 2007, 03:54 PM
პოსტი #91


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Freethought

ჩემ კითხვებს ვერ ხედავ თუ პრინციპულად არ პასუხობ? თუ პასუხი არ გაქვს??

ციტატა
აზერბაიჯანელებსაც რომ უქადაგებენ?

პროზელიტიზმი რაა იცი? შენ ქადაგებასა და პროზელიტიზმს შორის განსხვავება იცი?

წაიკითხე რა ევროპის საბჭოს რეზოლუციები, ცირკულარები, რა ვიცი.... რამე და მერე ამტკიცე ხოლმე

რასელისტი:
მობრძანდით, იარეთ ჩვენთან და მოგცემთ პურს, ზეთსა და შაქარს <----- პროზელიტიზმი, რელიგიის ქადაგება არარელიგიური ხერხებით, მოსახლეობის მძიმე სოციალური ვიტარების გამოყენებით

მართლმადიდებელი:
მობრძანდით, იარეთ ჩვენთან და მოგცემთ სულიერ საზრდოს, ქრისტესთან ერთობას და საუკუნო ცხოვრებას <------ სარწმუნოების ქადაგება


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 22 2007, 03:57 PM
პოსტი #92


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(Freethought @ Aug 22 2007, 03:42 PM) *

აზერბაიჯანელებსაც რომ უქადაგებენ?

მოდი ახლა ასე ვთქვათ . . . რას ნიშნავს ქადაგება? არა, მგონია მღვდლები იეღოველებივით მუსულმანების ოჯახებში შედიოდნენ და ბიბლიას აჩეჩებდნენ ხელში. ანდა გინდა თუ არა მოინათლეთო ეუბნებოდნენ ვინმეს და ამისთვის მატერიალურ წახალისებასაც კი პირდებოდნენ ზოგიერთი სექტასავით. საერთოდ მართლმადიდებლობას თვითონ მისი არსიდან გამომდინარე არ ახასიათებს პროზელიტიზმი კანონმდებლობას, რომ თავი დავანებოთ.

მაგრამ საქმე სხვა რამეშია, დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობის კანონმდებლობებში პროზელიტიზმეზე უფრო მეტი უფლებები და მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული უმთავრეს სარწმუნოებებს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 22 2007, 04:02 PM
პოსტი #93


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



@კანონისტი


ციტატა
შობას რაც შეეხება, მე აღვნიშნავ 7-ში და რატომ არ არის ჩემი უფლება დაცული დიდ ბრიტანეთში? ამას ვწერ

და არამხოლოდ მე.... ბრიტანეთში მცხოვრები მართლმადიდებლების 60% აღნიშნავს შობას 7 იანვარს






ვინმე გიკრძალავს შობის აღნიშვნას? რატომ დაობ იმაზე, რაც სადაო არ არის? მაგ ლოგიკით საქართველოში უნდა აღინიშნოს ყველა კათოლიკური, სომხური და მუსულმანური დღესასწაული სახელმწიფო დონეზე.







ციტატა
Freethought
ამ კითხვას უპასუხე:
ისე, ჩემ პოსტზე პასუხი, მართალი გითხრა, არ მომეწონა. იმ აკრძალვებზე ბევრად უფრო დიდ აკრძალვებზე დაგიწერე, რომლებიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია,



რომელია დიდი აკრძალვა, არალუთერანს მეფის ქალიშვილზე დაქორწინების უფლება რომ არა აქვს ნორვეგიაში? laugh.gif laugh.gif laugh.gif მოდი ასე ვქნათ: ყველა ის აკრძალვა შემოვიღოთ საქართველოში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში რომ არის ერთად აღებული და თავი მომჭერით, მე თუ საპატრიარქოს მაგის გულისთვის რამე დავაბრალო rolleyes.gif


ციტატა
შენი იმ კითხვის პასუხად, რომ მართლმადიდებელი რომ იყო უმცირესობაში, რას იზამდიო. მგონი დავინახეთ, რომ დიდსაც ვერაფერს,


ეგ კითხვა მე სხვა კონტექსტში დავსვი და ძალიან გთხოვ ერთმანეთში ნუ აურევ. შენს მართლმადიდებლობას ხომ არაფერი აკლდება იმით, რომ გეები ლონდონში ყოველ წელს პარადს მართავენ, თბილისში რომ გამართონ ქრისტიანობის შეურაცხყოფა იქნებაო ამტკიცებ, ე.ი. ლონდონში ყოველდღე შეურაცხყოფილი დადიხარ და არ იცი რა ქნა თუ როგორაა საქმე?


ციტატა
ხოლო ზოგ საკითხებში ჩვენში უფრო მეტად არის დაცული რელიგიური უმცირესობები, ვიდრე, მაგალითად დას. ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, საკულტო ტაძრის აგების პროცედურით....


დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დაცულია საკუთრების უფლება და მართლმადიდებლებს ტაძრებს არ ართმევენ როგორც ჩვენში კათოლიკეებს და სომხებს. არც პროზელიტიზმი არ არის აკრძალული. ის "აკრძალვები" რაც შენ ჩამოთვალე, ჩვენშიც არსებობს (მაგ. საეკლესიო დღესასწაულებთან ან სკოლაში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით) და მაგაზე მე ყურადღება არ გამიმახვილებია


ციტატა
დასაერთოდ, მოდი რა ვქნათ იცი, ჯერ მივაღწიოთ ბრიტანეთის დონეს ეკონომიკით, სოციალური ვითარებით და პოლიტიკური სტაბილურობით და მერე "გავუსწროთ" დემოკრატობანაში.....


მე რომ ბრიტანეთის მთავრობა ვიყო, მართლმადიდებლებს ვეტყოდი: ჯერ თბილისში გეი-პარადი ჩატარების ნება დართონ და მერე დაგრთავთ ჩვენთან ეკლესიების აშენების უფლებასო, აბა ტოლერანტობა ცალმხრივი ხომ არ იქნებაო laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 22 2007, 04:06 PM
პოსტი #94


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანონისტი @ Aug 22 2007, 03:54 PM) *

Freethought
ჩემ კითხვებს ვერ ხედავ თუ პრინციპულად არ პასუხობ? თუ პასუხი არ გაქვს??

საქმე იმაშია, რომ დემოკრატია ხალხის უმეტესობას ჰგონია არის ის, რაც ა.შ.შ.-ია, ამერიკას არა აქვს ერთი სარწმუნოება, ერთი ეროვნება, ერთი ტრადიცია. ეგეთი დემოკრატია ა.შ.შ. მართლა მისაღებია, მაგრამ აქ აბსურდამდე შეიძლება მივიდეს სარწმუნოების თანასწორობა, ერთსქესიანთა ქორწინება, ბავშვის აყვანის უფლება და ა.შ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 22 2007, 04:13 PM
პოსტი #95


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



@კანონისტი


ციტატა
ჩემ კითხვებს ვერ ხედავ თუ პრინციპულად არ პასუხობ? თუ პასუხი არ გაქვს??



გიპასუხე უკვე, ახლა შენ გაეცი ჩემს ყველა კითხვას პასუხი, რომელიც წინა პოსტებში დაგისვი smile.gif


ციტატა
პროზელიტიზმი რაა იცი? შენ ქადაგებასა და პროზელიტიზმს შორის განსხვავება იცი?


არა არ ვიცი, დავსვი კიდეც შესაბამისი კითხვა მისიონერობის ტოპიკში, მაგრამ არავინ არ მიპასუხა


ციტატა
წაიკითხე რა ევროპის საბჭოს რეზოლუციები, ცირკულარები, რა ვიცი.... რამე და მერე ამტკიცე ხოლმე

რასელისტი:
მობრძანდით, იარეთ ჩვენთან და მოგცემთ პურს, ზეთსა და შაქარს <----- პროზელიტიზმი, რელიგიის ქადაგება არარელიგიური ხერხებით, მოსახლეობის მძიმე სოციალური ვიტარების გამოყენებით

მართლმადიდებელი:
მობრძანდით, იარეთ ჩვენთან და მოგცემთ სულიერ საზრდოს, ქრისტესთან ერთობას და საუკუნო ცხოვრებას <------ სარწმუნოების ქადაგება



კი წაკითხული მაქვს, სად წერია პროზელიტიზმის აკრძალვაზე ხომ ვერ მიმითითებდი? rolleyes.gif ისევ კოკინაკისის საქმე ხომ არ გაგვეხსენებინა, მე მგონი მაგაზე ჩემთვის პასუხის გაცემა დაგავიწყდა laugh.gif

http://en.wikipedia.org/wiki/Minos_Kokkinakis


@გიორგი


ციტატა
მოდი ახლა ასე ვთქვათ . . . რას ნიშნავს ქადაგება? არა, მგონია მღვდლები იეღოველებივით მუსულმანების ოჯახებში შედიოდნენ და ბიბლიას აჩეჩებდნენ ხელში. ანდა გინდა თუ არა მოინათლეთო ეუბნებოდნენ ვინმეს და ამისთვის მატერიალურ წახალისებასაც კი პირდებოდნენ ზოგიერთი სექტასავით. საერთოდ მართლმადიდებლობას თვითონ მისი არსიდან გამომდინარე არ ახასიათებს პროზელიტიზმი კანონმდებლობას, რომ თავი დავანებოთ.

მაგრამ საქმე სხვა რამეშია, დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობის კანონმდებლობებში პროზელიტიზმეზე უფრო მეტი უფლებები და მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული უმთავრეს სარწმუნოებებს.


პროზელიტიზმის განსაზღვრებას ხომ ვერ მეტყოდი? ე.წ. სექტებს რაც შეეხება: ჯერ ვინმემ დაამტკიცოს რომ ისინი მატერიალური წახალისებით იბირებენ ხალხს და ეგეთი არგუმენტები მერე მოიყვანე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 22 2007, 04:14 PM
პოსტი #96


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Freethought
ციტატა
ვინმე გიკრძალავს შობის აღნიშვნას? რატომ დაობ იმაზე, რაც სადაო არ არის? მაგ ლოგიკით საქართველოში უნდა აღინიშნოს ყველა კათოლიკური, სომხური და მუსულმანური დღესასწაულისახელმწიფო დონეზე.

მოიცა ერთი წუთით.... მაგას მე არ ვამტკიცებ, მე ვამბობ, რომ უმცირესობის უფლების დაცვა არ ნიშნავს იმას, რომ იგი სრულად ახორციელებს თავის უფლებებს....

სხვათაშორის, საქართველოში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს უფლება აქვს თავის დღესასწაულზე დაისვენოს, განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებისაგან.... wink.gif

ციტატა
მოდი ასე ვქნათ: ყველა ის აკრძალვა შემოვიღოთ საქართველოში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში რომ არის ერთად აღებული და თავი მომჭერით, მე თუ საპატრიარქოს მაგის გულისთვის რამე დავაბრალო

დარწმუნებული ხარ?

მეეჭვება, რომ იცოდე, რა აკრძალვებია იქ..... smile.gif

ციტატა
შენს მართლმადიდებლობას ხომ არაფერი აკლდება იმით, რომ გეები ლონდონში ყოველ წელს პარადს მართავენ, თბილისში რომ გამართონ ქრისტიანობის შეურაცხყოფა იქნებაო ამტკიცებ, ე.ი. ლონდონში ყოველ დღე შეურაცხყოფილი დადიხარ და არ იცი რა ქნა თუ როგორაა საქმე?

მე ინგლისში რომ ვიყო, მოვითხოვდი ჩემი იდეოლოგიის დაცვას, ხოლო საქართველოში ვითხოვ ჩემი იდეოლოგიის ცხოვრებაში გატარებას. ეს განსხვავებაა დემოკრატიის პირობებში უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.....

ისე, თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობ? მანდ ბევრი ახლობელი მყავს.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 22 2007, 04:16 PM
პოსტი #97


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(Freethought @ Aug 22 2007, 04:02 PM) *

მოდი ასე ვქნათ: ყველა ის აკრძალვა შემოვიღოთ საქართველოში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში რომ არის ერთად აღებული და თავი მომჭერით, მე თუ საპატრიარქოს მაგის გულისთვის რამე დავაბრალო rolleyes.gif

რას ამბობ?! საქართველოში, რომ ვინმემ ნორვეგიის მსგავსად მართლმადიდებლების გარდა არავის არ მისცეს კანონმა დეპუტატ კენჭისყრის და პარლამენტის წევრობის უფლება ეს ალბათ დემოკრატიის დასამარებად აღიქმება აქ, ნორვეგიაში კი "რატომღაც" ლუთერანულ ეკლესიას ნაციონალურ ექსტრემიზმში არავინ არ ადანაშაულებს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 22 2007, 04:17 PM
პოსტი #98


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ჰ ა რ ი რ ა @ Aug 22 2007, 03:09 PM) *

ბერძნებმა კიდევ სხვა ბევრ რამეში
გადაუხვიეს ჭეშმარიტ გზას და
ესეც სასტიკად აკრძალულია მართლმადიდებლური
კანონიკით



როგორც იტყვიან პრილიწელი biggrin.gif

პ.ს.
ქრისტე 1000-ჯერაც რომ შობილიყო, შენს გულში ერთხელ მაინც თუ არ იშვა, ფუჭია ყველაფერი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 22 2007, 04:20 PM
პოსტი #99


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(Freethought @ Aug 22 2007, 04:13 PM) *

ე.წ. სექტებს რაც შეეხება: ჯერ ვინმემ დაამტკიცოს რომ ისინი მატერიალური წახალისებით იბირებენ ხალხს და ეგეთი არგუმენტები მერე მოიყვანე

ეს სინუსების თეორემა არაა, რომ ცალსახად დაგიმტკიცოს ვინმემ. ჩემი ნათესავები და მეზობლებიც აღმოჩდნენ ეგეთ მდგომარეობაში, ვიცი ფაქტები და მეტი რა დამტკიცება უნდა.



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 22 2007, 04:22 PM
პოსტი #100


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Aug 22 2007, 04:20 PM) *

ეს სინუსების თეორემა არაა, რომ ცალსახად დაგიმტკიცოს ვინმემ. ჩემი ნათესავები და მეზობლებიც აღმოჩდნენ ეგეთ მდგომარეობაში, ვიცი ფაქტები და მეტი რა დამტკიცება უნდა.



გიორგი მე თავად ვიყავი პროტესტანტი და დამერწმუნე რომ იქ ჭარბობს მართლა ალალად მისული ადამიანი, არა რაღაც ბრინჯის გამო, არამეთ იმიტომ, რომ იქ დაინახა ის, რაც ვერ დავანახეთ ჩვენ...დამერწმუნე, მე იქ ვიყავი და ოდნავ მეტი მინახავს შიგნითა სამზარეულოდან, შენი პოზიცია გინდ ასე თქვი გინდ ისე, მაინც დამკვირვებლის პოზიციაა, რაც ვერასოდეს სრულ სურათს ვერ დაგანახებს,მე კი იქ დამკვირვებელიც ვიყავი, წევრიც და მერე სექტანტიც (მათთვის) და დღეს ისევ დამკვირვებელი biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 3 4 5 6 7 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 04:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი