IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

50 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ
ეგრი
პოსტი May 6 2007, 12:52 PM
პოსტი #101


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



მნათე
ციტატა
უიმე, რა იყო რეპეტიციები მაინც გაგეარა laugh.gif არ გეხერხება მსახიობობა

ჯერ ერთი გაგევლო, მეორეც რა იცი მეხერხება თუ არა? გინახივარ სცენაზე? რად ჩქარობ დასკვნების გამოტანას? ფორუმული პოსტებით შეიძლება სამსახიობო შესაძლებლობების დადგენა? არც ხმა გესმის ჩემი, ვერც მიმიკას ხედავ!
ციტატა
ბომჟობაც არ გეკადრება

ეგ საიდანღა მოიტანე? საბურთალოზე ვცხოვრობ. ბინის მესაკუთრე მე ვარ.
abo
ციტატა
მიდი ერთი მოსინჯე პასუხი როგორ განსაზღვრავ

რატომღაც ამ ფორუმზე ყველას სურს თავისი პროფესიული ცოდნის გამომჟღავნება. მნათე ძველი ქართულით მესაუბრება, ასტროფიზიკოსი კოსმოლოგიაზე, ექიმი ბიოლოგიაზე. თქვენ რა გინდათ, დავჯდე და ყველა ეს საგანი თქვენს დონეზე ვისწავლო. არ შემიძლია ბატონებო. აღემატება ჩემს შესაძლებლობებს და სურვილებისგანაც დიდად განსხვავდება.
ადამიანს იმიტომ აქვს სხვა ცხოველებზე აღმატებული ინტელექტი, რომ ეგეთი განუვითარდა. ზოგ ცხოველს ინტელექტისთვის საჭირო ორგანო არ აძლევს საშუალებას, ზოგს ნაკლებად განუვითარდა, ზოგს სხვანაირი. ღმერთი რა შუაშია?
ციტატა
გვერდი რატომ აუარე 98 პოსტს თუ არ გინდა უპასუხო? (შეიძლება არცა ხარ აქ).

არ ვიყავი.
solomony
ციტატა
დარვინის თეორიაზე სამყაროს შექმნის და ასეთ საკითხებზე დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი მეცნიერული კუთხით რომ ადამიანი მაიმუნისგან არ შექმნილა

რამდენადაც ვიცი ევოლუციის თეორიის მიხედვით (ყურადღება მიაქციე - თეორიის) ადამიანი მაიმუნისგან არ შექმნილა. საერთო წინაპარი კი შესაძლოა ყავდათ.
ციტატა
სამწუხაროდ დღევანდელ საზოგადოებას ზედაპირულ აზროვნებას აჩვევენ თორემ თუ საკითხებს სიღრმისეულად ჩაუკვირდებით ბევრი რამე ისე აღარ მოგვეჩვენება როგორც თავდაპირველად გვეგონა.

მაინც?


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 6 2007, 02:05 PM
პოსტი #102


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ეგრი
ციტატა
რატომღაც ამ ფორუმზე ყველას სურს თავისი პროფესიული ცოდნის გამომჟღავნება. მნათე ძველი ქართულით მესაუბრება, ასტროფიზიკოსი კოსმოლოგიაზე, ექიმი ბიოლოგიაზე. თქვენ რა გინდათ, დავჯდე და ყველა ეს საგანი თქვენს დონეზე ვისწავლო. არ შემიძლია ბატონებო. აღემატება ჩემს შესაძლებლობებს და სურვილებისგანაც დიდად განსხვავდება.
ადამიანს იმიტომ აქვს სხვა ცხოველებზე აღმატებული ინტელექტი, რომ ეგეთი განუვითარდა. ზოგ ცხოველს ინტელექტისთვის საჭირო ორგანო არ აძლევს საშუალებას, ზოგს ნაკლებად განუვითარდა, ზოგს სხვანაირი. ღმერთი რა შუაშია?

მოკლედ გეტყვი და ვეცდები აღარ შეგაწუხო . ზუსტად ინტელექტია ის რითაც ადამიანი ცხოველებიდან განსხვავდება, რომელიც სხვა არცერთ ცოცხალ არსებას არ გააჩნია. იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა და ინტელექტითაც დააჯილდოვა. აი ეს არის ერთ-ერთი იმ
სასწაულთაგანი რომელსაც ვერ ცემენ პასუხს ურწმუნოები.
რაც შეეხება პლატონს და სოფიზმს გთხოვ მისი "ფედონი" წაიკითხო და ვინ ვერ ერკვევა სოფიზმში თავად დარწმუნდები. იქ ღმერთის შესახებაც ბევრ რამეს შეიტყობ. მერე მაგაზედაც ვისაუბროთ. ისე "ნადიმიც" წაიკითხე ისიც კარგია .
კიდევ ყველას ხომ ვერ გავცემ პასუხსო- ამ 16-20 წლის ბავშვებს რომ დაერიე (არც მასეა ისე , მათაც ვერ უგებ) და შენთვის ხელსაყრელი კითხვებისკენ იხრები , აქეთ მოგვხედე და რთულებსაც ნუ გამომიტოვებ. ისე მე კითხვაზე ამომწურავი პასუხი არ მიმიღია , " ეგეთი განუვითარდა" პასუხი არაა, რატომ განუვითარდა ეგეთი და სხვას სულ არა,? ამაზე გამეცი პასუხი, თუ გინდა დროის და კონსულტაციების შემდეგ იყოს, მაგრამ სადაც დაგინახავ პასუხს იქ მოგთხოვ (მოგთხოვ კაი გაგებით)
რა სხარტი აზრობნება და შემართება გაქ ! გული მწყდება მრუდე გზით რომ მიდიხარ, მაგრამ ეცადე შემართება ჯინიანობაში არ გადაგივიდეს ხო იცი მაგი ძალიან დიდი ნაკლია . არადა მაგის აჩრდილი იჟონება ისე .(ნუ შეიწუხებ თავსო არ მითხრა, ეგაა სოფისტურივით პასუხი და ყველას შეუძლია მასე თავი აარიდოს არასასიამოვნო კითხვებს).
წმ. გიორგის მადლი შემოსულიყოს შენში და არ მოგკლებოდეს.
დიდი სიმპატიით, მუდამ მზად პაექრობისათვის, პატივისცემით აბო!


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 6 2007, 02:51 PM
პოსტი #103


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



abo
[quote]აი ეს არის ერთ-ერთი იმ სასწაულთაგანი რომელსაც ვერ ცემენ პასუხს ურწმუნოები.[/quote]
კარგი ბატონო, რახან მაინცდამაინც ბიოლოგიის მიმართულებით მივდივართ, მოგვახსენეთ ინტელექტის განმარტება (კონკრეტული და გასაგები), მერე ვიმსჯელოთ ეს ღვთის მიერ ბოძებული ნიჭია, თუ ევოლუციის შედეგი. ისე მესამე ვარიანტიც არსებობს (ალბათ მეოთხეც და მეხუთეც), მაგრამ ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით.
[quote]კიდევ ყველას ხომ ვერ გავცემ პასუხსო[/quote]
როგორ გეკადრებათ? პირიქით მაქსიმალურად ვცდილობ არცერთი შეკითხვა, რომელსაც ეტყობა, რომ ადრესატი მე ვარ, უპასუხოდ არ დავტოვო.
[quote]ამ 16-20 წლის ბავშვებს რომ დაერიე[/quote]
16-20 და ბევრად ნაკლები ასაკის ბავშვებს ვინც დაერია იმის გასახსენებლად შეგიძლიათ ბიბლია ხელახლა გადაიკითხოთ და მოგონებები განიახლოთ.
[quote]და შენთვის ხელსაყრელი კითხვებისკენ იხრები [/quote]
ესე იგი აღიარებთ, რომ წმინდა წერილში არსებობს ჩემთვის ხელსაყრელი კითხვები, რომლებზეც პასუხები ან არ გაქვთ, ან მეტად სააეჭვოდ გამოიყურება.
[quote]" ეგეთი განუვითარდა" პასუხი არაა, რატომ განუვითარდა ეგეთი და სხვას სულ არა,? ამაზე გამეცი პასუხი, თუ გინდა დროის და კონსულტაციების შემდეგ იყოს, მაგრამ სადაც დაგინახავ პასუხს იქ მოგთხოვ [/quote]
ვერ მომთხოვთ ბატონო აბო. თხოვნა კიდევ შეიძლება მივიღო, მაგრამ მოთხოვნები იმათ წაუყენეთ ვისთანაც გაგდით.
"ეგეთი განუვითარდა" და ვსიო. შემთხვევითობაა. უფრო ვრცელი და ამომწურავი პასუხი შეგიძლიათ შესაბამისი სახელმძღვანელოებიდან და შესაბამისი სპეციალისტებისგან მიიღოთ.
[quote]რა სხარტი აზრობნება და შემართება გაქ ! [/quote]
მადლობას მოგახსენებთ. მოხარული ვარ, რომ ზოგიერთი თანაფორუმელისგან განსხვავებით ჭადრაკის მოთამაშე სახედარს არ მადარებთ.
[quote]გული მწყდება მრუდე გზით რომ მიდიხარ[/quote]
ეეეჰ. თქვენ რომ იცოდეთ მე როგორ მწყდება გული როდესაც ამდენ გზასაცილებულ ადამიანს ვუყურებ.
[quote]მაგრამ ეცადე შემართება ჯინიანობაში არ გადაგივიდეს ხო იცი მაგი ძალიან დიდი ნაკლია [/quote]
გაგიკვირდებათ, მაგრამ ჯინიანობაც არ მაკლია. ამაში ვერანაირ ნაკლს ვერ ვხედავ. როდესაც ადამიანს საკუთარი აზრის გატანა შეუძლია ეს პირიქით მისასალმებელია.
[quote]ნუ შეიწუხებ თავსო არ მითხრა, ეგაა სოფისტურივით პასუხი და ყველას შეუძლია მასე თავი აარიდოს არასასიამოვნო კითხვებს[/quote]
ეს ჩემს ჯინიანობასთან რა კავშირშია ვერ გავიგე.
[quote]წმ. გიორგის მადლი შემოსულიყოს შენში და არ მოგკლებოდეს.[/quote]
მადლობთ, თქვენც გფარავდეთ ღმერთი, მაგრამ როგორც ჩვენი ბრძენი წინაპრები იტყოდნენ ხელის განძრევა არ დაგავიწყდეთ.
[quote]დიდი სიმპატიით, მუდამ მზად პაექრობისათვის, პატივისცემით აბო![/quote]
ანალოგიურად.

ისე გაქრისტიანებული არაბისა და უღმერთო მეგრელის პაექრობა საინტერესო უნდა გამოდგეს. რას იტყვით?


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 6 2007, 03:45 PM
პოსტი #104


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ეგრი

ციტატა
მოგვახსენეთ ინტელექტის განმარტება

ადამიანის(და მხოლოდ ადამიანის)აზროვნების უნარი;გონება, ჭკუა, გონებრივი განვითარების დონე/უ.ს. განმარტებითი ლექსიკონი გვ 171/
მაგრამ ეს ზერელეა შედარებით . ინტელექტი ადამიანის აზროვნების კონცენტრაციის ის მოცულობაა , რომელსაც იგი მიზანმიმართულად და არაინსტიქტურად იყენებს სხვადასხვა აბსტრაქტული პრობლემების გადასაწყვეტად. ასე ჯობს მე მგონი, მაგრამ ეს ჩემი განსაზღვრებაა და რაში არ დამეთანხმები მითხარი.
ციტატა
მაგრამ ჯინიანობაც არ მაკლია. ამაში ვერანაირ ნაკლს ვერ ვხედავ

სწორედაც ნაკლია , მაგი ვთქვი მიზანდასახულობაში არ აურიოთქო. არ გაკადრებ , მაინც მოგიბოდიშებ მაგრამ მაგნაირებისთვის ცერცვი აქვს ბრძენ ქართველს მოგონებული.

ციტატა
"ეგეთი განუვითარდა" და ვსიო. შემთხვევითობაა. უფრო ვრცელი და ამომწურავი პასუხი შეგიძლიათ შესაბამისი სახელმძღვანელოებიდან და შესაბამისი სპეციალისტებისგან მიიღოთ

მერე მაგი თავის არიდებაა. როგორ ვსიო . დედამიწის ცოცხალ არსებებიდან ( იმ მილიარდობით სახეობიდან მარტო ადამიანს დაემართა მაგ ვსიო? ვერ მივიღებ მაგ პასუხს. რადგან არა თუ ზერელე არამედ უზუსტოცაა და იფრო ამომწურავს ველოდები.მე კი შესაბამისი სახელმძღვანელოებიდან და სპეციალისტებიდან რომ ვიცი იმიტომ ვამბობ.

ციტატა
მაგრამ მოთხოვნები იმათ წაუყენეთ ვისთანაც გაგდით

მე იქ მოთხოვნას ფრჩხილებში შემარბილებელი ტონი გაურიე თუ ნახე, და მკვახეობა შენ პასუხში იგრძნობა , "სადაც კი არ გამდის" ყველგანაც გამდის თუ იმ თემაზე ვსაუბრობ რაც დეტალურად ვიცი. ნუ აღელდები მე მაგის საფუძველი არ მომიცია მეგობარო( ამასაც ძმაოსავით თუ არ იუკადრისებ)


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 6 2007, 04:11 PM
პოსტი #105


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ეგრიგაფიცებ პაექრობის სიბასრეს , დააგდე შენი ფოტკა სურათებში მაგრად მაინტერესებ.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 6 2007, 04:28 PM
პოსტი #106


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



abo
ციტატა
გონება, ჭკუა, გონებრივი განვითარების დონე/უ.ს. განმარტებითი ლექსიკონი გვ 171/
მაგრამ ეს ზერელეა შედარებით

ეს ვარიანტი თუ გაწყობთ: "ქცევის თანდაყოლილი ფორმებისგან განსხვავებული, თანდათანობითი წვრთნის შედეგად ახალი სიტუაციის შესატყვისი ქცევის შემუშავების უნარი."???
ციტატა
სხვადასხვა აბსტრაქტული პრობლემების გადასაწყვეტად.

ამაში ვერ დაგეთანხმებით. ბევრ ადამიანს დღესაც არ გააჩნია აბსტრაქტული აზროვნების უნარი. ანალოგიური მოსაზრება არსებობს ჩვენს წინაპრებზეც, რომლებიც გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. ეს უნარი, ისევე როგორც დანაწევრებული მეტყველება, შედარებით მოგვიანებით განვითარდა.
ციტატა
სწორედაც ნაკლია , მაგი ვთქვი მიზანდასახულობაში არ აურიოთქო.

მიზანდასახულობა და ჯინიანობა, რა მნიშვნელობა აქვს რას დავარქმევთ? ტერმინებზე ვიდაოთ?
ციტატა
მაინც მოგიბოდიშებ მაგრამ მაგნაირებისთვის ცერცვი აქვს ბრძენ ქართველს მოგონებული.

ისე რა ბრძენი წინაპრები გვყავდა არა? მოვიდა სეტყვა დახვდა ქვაო, ეგეც მაგათი ნათქვამია.
ციტატა
დედამიწის ცოცხალ არსებებიდან ( იმ მილიარდობით სახეობიდან მარტო ადამიანს დაემართა მაგ ვსიო?

ეგ კიდევ საკამათოა მარტო ადამიანს დაემართა თუ არა. თუმცა გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. უნიკალური სახეობები, რომელთაც რაღაც ისეთი სჭირთ, რომელიც სხვა არცერთ სახეობას, არ არსებობენ? სჯობს ბიოლოგიას დავეხსნათ, სულიწმინდის განათლების დონე ამ საკითხში ჩემსასაც კი ჩამოუვარდება. თუ ძალიან გაინტერსებთ მაგალითებსაც მოგიყვანთ.
ციტატა
ვერ მივიღებ მაგ პასუხს.

ნება თქვენია.
ციტატა
მე იქ მოთხოვნას ფრჩხილებში შემარბილებელი ტონი გაურიე თუ ნახე, და მკვახეობა შენ პასუხში იგრძნობა

შეკითხვის შესაბამის ტონში პასუხი მიიღეთ. რატომ გიკვირთ? ჩათვალეთ, რომ ჩემი პასუხიც თქვენი ფრჩხილების შესაბამისად იყო შერბილებული.
ციტატა
ყველგანაც გამდის თუ იმ თემაზე ვსაუბრობ რაც დეტალურად ვიცი.

ერთხელ უკვე გითხარით, თქვენს ცოდნას არ ვამოწმებ. მით უმეტეს ბიოლოგიაში, ქიმიასა და მედიცინაში. ვისაუბროთ რელიგიაზე და წმინდა წერილზე. მე გთხოვთ ნაყოფზე საუბარს, თქვენ კი ფესვებზე მესაუბრებით.
ციტატა
ნუ აღელდები მე მაგის საფუძველი არ მომიცია მეგობარო( ამასაც ძმაოსავით თუ არ იუკადრისებ)

ძმაო მიმართვას მე არ ვუკადრისობ. უბრალოდ სისხლით ნათესავად ნუ ჩამთვლით და მომართვის ყველანაირ ფორმას მივიღებ. სასიამოვნოსაც და არც ისეც, ოღონდ გაითვალისწინეთ ჩემი პასუხები მომავალშიც ადეკვატურ ტონში გაიჟღერებს.

ისე ჩვილების ხოცვა რატომ გამოტოვეთ?

ციტატა
ეგრიგაფიცებ პაექრობის სიბასრეს , დააგდე შენი ფოტკა სურათებში მაგრად მაინტერესებ.

საჭიროებას ვერ ვხედავ. თუ ასე გაინტერესებთ დავთქვათ შეხვედრა და 3დე-ში მიხილავთ.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 6 2007, 04:43 PM
პოსტი #107


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ეგრი!
არა მოხერხებულად შეიძლებოდაპოტკა თუნდაც პმ-ში რა მე ის კი არა ვარ სხვისი ფოტო ვაფრიალო, მე სხვა კაცი ვარ. ხოდა შეხვედრა გაჭირდება ქუთაისში ვცხოვრობ და იმიტო , ისე ჩამოვდივარ მაქეთაც მაქ საქმიანი ურთიერთობა, მარა დრო ჩემთვის ძვირფასია, აქ თითქმის ყოველდღე საჭირო ვარ. თუ აქეთ დააპირო შემატყობიე, მეც რათქმაუნდა.ახლა გავედი თუ არა გავაოფე, თან ძაღლები მომიკვდა მშიერი
პატივისცემით აბო!


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი May 6 2007, 05:29 PM
პოსტი #108


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ეგრი

შენ როგორც ამბობ ღმერთი არ არსებობს?
მაშIნ კითხვა მაქვს შენთან, რამ შექმნა სამყარო? ნუთუ ეს ყველაფერი თავისით შეიქმნა? დაუკვირდი თითოეულ მოვლენას, განას საათივით არაა აწყობილი ეს ყველაფერი? პლანეტები როგორ დალაგებულად ბრუნავენ მზის გარშემო, დედამიწა კი გამუდმებით უვლის მზეს გარშემო, გაზაფხულს ცვლის ზაფხული, ზაფხულს შემოდგომა, შემოდგომას ზამთარი,და ეს ყველაფერი მთელი ამხელა სისტემა იმდენად გნივრულადაა აწყობილი რომ ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება მას. ჩვენ გვიკვირს ადამიანის გამოგონების, ტექნიკის განვითარების, მაგრამ გაცილებით რთულად არაა აწყობილი სამყარო? ელემენტარულად ავიღოთ ადამიანის ორგანიზმი, რა არის ის? რამდენი ორგანოსგან შედგება, და როგორ მწყობრად მუშაობს თითოეული მათგანი? შეხედე გაზაფხულზე კვირტების ამოსვლას, ყვავილთა გაშლას, საიდან წარმოიქმნება იგი? ან ახაი სიცოცხლის დაბადებას, როგორ ისახება ჩანასახი, შემდეგ იზრდება და ეცლინება ქვეყანას. ეს ყველაფერი ვინ შექმნა? მე და შენ? ესეც ადამიანის ნახელავი ხომ არაა? რომ დაუფიქრდე, განა უფრო დიდი გონის მიერ არაა შექმნილი? მე მოგიტან ეხლა რაიმე ნივთს, სულაც პატარას, და გეტყვი რომ ის თავისით შეიქმნა, დამიჯერებ? გეტყვი რომ ჩემი კომპიუტერი რომლითაც გწერ თავისით გაჩნდა, თავისით აეწყო ეს სისტემა, დამიჯერებ? მეტყვი რა აბსურდულს ამბობო. მითუმეტეს შენ ისეთ აბსურდულს ამტკიცებ, როცა ამბობ ღმერთი არ არსებობსო. საკმარისია დაუფიქრდე ამ ყველაფერს, კარგად გაანალიზო, ჩაუკვირდე სამყაროს არსებობის, მართვის ძალას, არავის დასაბუთება არ დაგჭირდება, თავად მიხვალ იმ დასკვნამდე რომ ღმერთი არსებობს.
იცი რას გამსგავებ? წყალშI თევზებს, რომლებიც ფიქრობენ წყლის ზემოთ სიცოცხლე არსებობს თუ არა, ერთი ამტკიცებს არისო, მეორე კი ეწინააღმდეგება, გადაწყვეტენ ნაპირზე ნახონ , არსებობს თუ არა სიცოცხლე, ამოხტება ერთერი მათგანი, ნაპირზე ვერავის ვერ დაინახავს და იტყვის, წყლის ზემოთ სიცოცხლე არ არსებობსო. აი ამ თევზს გავხარ შენ, ვერ ხედავ ღმერთს და არ გწამს მისი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 6 2007, 05:55 PM
პოსტი #109


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



miss_kartveli
ციტატა
მაშIნ კითხვა მაქვს შენთან, რამ შექმნა სამყარო? ნუთუ ეს ყველაფერი თავისით შეიქმნა?

რატომაც არა?
ციტატა
და ეს ყველაფერი მთელი ამხელა სისტემა იმდენად გნივრულადაა აწყობილი რომ ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება მას.

წვდება ნელნელა. ვაცალოთ ბატონო, ვაცალოთ.
ციტატა
ჩვენ გვიკვირს ადამიანის გამოგონების, ტექნიკის განვითარების

ყველას სახელით საუბრის ტრადიცია თუ არ აღმოფხარით გაგიჭირდებათ მეგობრებო.
ციტატა
ელემენტარულად ავიღოთ ადამიანის ორგანიზმი, რა არის ის? რამდენი ორგანოსგან შედგება, და როგორ მწყობრად მუშაობს თითოეული მათგანი?

ანუ შენ თვლი, რომ ღმერთი ანატომიაში კარგად ერკვევა. სულიწმინდაც ხომ ღმერთია ისიც კარგად უნდა ერკვეოდეს ბიოლოგიაში. აბა ეხლა ეს წაიკითხე:
"ბოცვერი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმინდურია თქვენთვის;"(ლევ. 11.5)
ციტატა
რომ დაუფიქრდე, განა უფრო დიდი გონის მიერ არაა შექმნილი?

შენ რაც ჩამოთვალე, თითქმის ყველაფერი ახსნეს მეცნიერებმა. არაა არანაირი გონის შექმნილი, და ვერც იქნება. ეგეთი გონი არ არსებობს. რომც არსებობდეს მართლმადიდებლობას მაგ გონთან საერთო არაფერი აქვს.
ციტატა
მე მოგიტან ეხლა რაიმე ნივთს, სულაც პატარას, და გეტყვი რომ ის თავისით შეიქმნა, დამიჯერებ?

თუ ხელოსნის ან მანქანა-მექანიზმის შექმნილია არა. ყინულის ლოლუა მომიტანე და დაგიჯერებ.
ციტატა
გეტყვი რომ ჩემი კომპიუტერი რომლითაც გწერ თავისით გაჩნდა, თავისით აეწყო ეს სისტემა, დამიჯერებ?

არა. სანამ დამამტკიცებელ საბუთებს არ მოიტან.
ციტატა
მითუმეტეს შენ ისეთ აბსურდულს ამტკიცებ, როცა ამბობ ღმერთი არ არსებობსო.

შენ ხომ ამბობ არსებობსო. დამიმტკიცე. მე არარსებობას არ ვამტკიცებ. არარსებობას დამტკიცება არ სჭირდება. დამტკიცება არსებობას სჭირდება.
ციტატა
საკმარისია დაუფიქრდე ამ ყველაფერს, კარგად გაანალიზო, ჩაუკვირდე სამყაროს არსებობის, მართვის ძალას, არავის დასაბუთება არ დაგჭირდება, თავად მიხვალ იმ დასკვნამდე რომ ღმერთი არსებობს.

მართვის ძალა რაა?
ციტატა
იცი რას გამსგავებ? წყალშI თევზებს, რომლებიც ფიქრობენ წყლის ზემოთ სიცოცხლე არსებობს თუ არა, ერთი ამტკიცებს არისო, მეორე კი ეწინააღმდეგება, გადაწყვეტენ ნაპირზე ნახონ , არსებობს თუ არა სიცოცხლე, ამოხტება ერთერი მათგანი, ნაპირზე ვერავის ვერ დაინახავს და იტყვის, წყლის ზემოთ სიცოცხლე არ არსებობსო. აი ამ თევზს გავხარ შენ, ვერ ხედავ ღმერთს და არ გწამს მისი.

იცი რას გამსგავსებ? თევზს, რომელმაც წყალში ნავის ძირი დაინახა და რომ ვერ ახსნა რა არის ღმერთი უწოდა.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი May 6 2007, 06:11 PM
პოსტი #110


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ციტატა(ეგრი @ May 6 2007, 05:55 PM) *

miss_kartveli


შენ რაც ჩამოთვალე, თითქმის ყველაფერი ახსნეს მეცნიერებმა. არაა არანაირი გონის შექმნილი, და ვერც იქნება. ეგეთი გონი არ არსებობს. რომც არსებობდეს მართლმადიდებლობას მაგ გონთან საერთო არაფერი აქვს.



მეცნიერებმა ახსნეს, მაგრამ ამ სისტემის შექმნა ადამიანს არ შეუძლია.
ციტატა

თუ ხელოსნის ან მანქანა-მექანიზმის შექმნილია არა. ყინულის ლოლუა მომიტანე და დაგიჯერებ..

ადამიანის მიერ შექმნილს მოგიტან

ციტატა

არა. სანამ დამამტკიცებელ საბუთებს არ მოიტან..

ნახატი რომ დაგიდო წინ, ნუთუ დამამტკიცებელი საბუთი დაგჭირდება რომ იგი ადამიანის მიერ დაიხატა? დამიწყებ მტკიცებას რომ თავისით დაიხატა?

ციტატა

შენ ხომ ამბობ არსებობსო. დამიმტკიცე. მე არარსებობას არ ვამტკიცებ. არარსებობას დამტკიცება არ სჭირდება. დამტკიცება არსებობას სჭირდება.

შენ უფლის ახსნას ცდილობ, მას კი ვერ ჩაწვდები, უფლის ძალა მიუწვდომელია


ციტატა

იცი რას გამსგავსებ? თევზს, რომელმაც წყალში ნავის ძირი დაინახა და რომ ვერ ახსნა რა არის ღმერთი უწოდა.


ახსნას არც ვაპირებ, დავინახე რომ არსებობს და მჯერა, მორჩა, მთავარია დანახვა, შეგრძნობა, დამამტკიცებელი საბუთი ჩემი გული და გონებაა. მე ვგრძნობს მის არსებობას. შენც ღმერთთან დაახლოვება, მოდომება გაკლია რომ ეს იგრძნო. რწმენა აბსტრქატულია და მას დამამტკიცებელი სავუთი არ სჭირდება.


გამეცი პასუხი, შენის აზრით როგორ შეიქმნა ამხელა სამყარო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 6 2007, 07:03 PM
პოსტი #111


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



miss_kartveli
ციტატა
მეცნიერებმა ახსნეს, მაგრამ ამ სისტემის შექმნა ადამიანს არ შეუძლია.

მე არც ვამბობ რომ შეუძლია. თუმცა ნუ ვიჩქარებთ, გენური ინჟინერია და კლონირება ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს. ხელოვნური ინტელექტის შექმნაზეც მუშაობენ მეცნიერები.
ციტატა
ადამიანის მიერ შექმნილს მოგიტან

რა გინდა ვერ გავიგე. ადამიანის შექმნილ ნივთს მომიტან და მე გითხრა თავისით შეიქმნა მეთქი?
ციტატა
ნახატი რომ დაგიდო წინ, ნუთუ დამამტკიცებელი საბუთი დაგჭირდება რომ იგი ადამიანის მიერ დაიხატა?

თუ ეჭვი შევიტანე კი. ყინვაც ხატავს ფანჯრებზე, ღრუბლებიც საინტერესოდ ლაგდებიან ცაზე, ტოლოზე ლოკოკინების დახატულიც მინახავს. ამ ქმნილებებს არც ადამიანს მივაწერ და არც ღმერთს.
ციტატა
შენ უფლის ახსნას ცდილობ, მას კი ვერ ჩაწვდები, უფლის ძალა მიუწვდომელია

მშვენიერი ატგავორკაა. ანუ არც შენ ჩაწვდენილხარ და რაღასი გჯერა? მისი არსებობის დამტკიცებაც არ ძალგიძს.
ციტატა
დავინახე რომ არსებობს და მჯერა,

სად? როდის? რას ჰგავდა?
ციტატა
გამეცი პასუხი, შენის აზრით როგორ შეიქმნა ამხელა სამყარო?

ვერ გაგცემ. ამის თაობაზე ჩემზე ჭკვიან ხალხს არ აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული აზრი და ჩემგანაც ნუ ელი პასუხს. კიდევ არ დაგავიწყდეს, რომ სამყარო ღმერთის შექმნილიც რომც იყოს, ბიბლიაში ნახსენებ ღმერთთან მას საერთო არაფერი აქვს. 6 დღე მეტად მცირე ვადაა.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი May 6 2007, 07:24 PM
პოსტი #112


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ციტატა(ეგრი @ May 6 2007, 07:03 PM) *

miss_kartveli


ვერ გაგცემ. ამის თაობაზე ჩემზე ჭკვიან ხალხს არ აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული აზრი და ჩემგანაც ნუ ელი პასუხს. კიდევ არ დაგავიწყდეს, რომ სამყარო ღმერთის შექმნილიც რომც იყოს, ბიბლიაში ნახსენებ ღმერთთან მას საერთო არაფერი აქვს. 6 დღე მეტად მცირე ვადაა.


მერე ვინ თქვა რომ ის 6 დღე ჩვენებურ 6 დღეს უდრის? ღვთის მიერ ნაგულისმევი ერთი დღე შეიძLება ასეულ ან ათასწლეულებს უდრის.

ციტატა(ეგრი @ May 6 2007, 07:03 PM) *

miss_kartveli

მე არც ვამბობ რომ შეუძლია. თუმცა ნუ ვიჩქარებთ, გენური ინჟინერია და კლონირება ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს. ხელოვნური ინტელექტის შექმნაზეც მუშაობენ მეცნიერები.


გენური ინჟინერტია სხვა რამეა. ადამიანი ვერ შეძლებს როგორც არ უნდა განვითარდეს ტექნიკა, ამხელა სამყარო შექმნას.

ციტატა(ეგრი @ May 6 2007, 07:03 PM) *

miss_kartveli


რა გინდა ვერ გავიგე. ადამიანის შექმნილ ნივთს მომიტან და მე გითხრა თავისით შეიქმნა მეთქი?

თუ ეჭვი შევიტანე კი. ყინვაც ხატავს ფანჯრებზე, ღრუბლებიც საინტერესოდ ლაგდებიან ცაზე, ტოლოზე ლოკოკინების დახატულიც მინახავს. ამ ქმნილებებს არც ადამიანს მივაწერ და არც ღმერთს.


მე ადამიანის მიერ დახატულს მოგიტან, იცი რასაც ვგულისმხმობ. ჩვეულებრივ შექმნილ ნივთს არ სჭირდება მტკიცება და დამამტკიცებელი საბუითები რომ ის ადამიანმა შექმნა. ხოლო თვალწინ ამხელა მაგალითი გაქვს, ნივთზე გაცილებით უფრო რთული და შენ მაინც ეჭვი შეგაქვს რომ ის ვიღაცის მიერ შეიქმნა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 6 2007, 07:35 PM
პოსტი #113


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



miss_kartveli
ციტატა
მერე ვინ თქვა რომ ის 6 დღე ჩვენებურ 6 დღეს უდრის? ღვთის მიერ ნაგულისმევი ერთი დღე შეიძLება ასეულ ან ათასწლეულებს უდრის.

ჰო ეგრეა. როცა გჭირდება გადატანითი მნიშვნელობით გესმის ბიბლიაში ნაწერი, როცა არა და კოცონზე წვავ ხალხს მისი სხვანაირად გაგებისთვის. რატომ გაატარე მცოხნელი კურდღლის ამბავი? თუ ფიქრობ, რომ კურდღელი მართლა იცოხნება? საიდან იცი რომ 6 დღე 6-ზე მეტია?
ციტატა
გენური ინჟინერტია სხვა რამეა. ადამიანი ვერ შეძლებს როგორც არ უნდა განვითარდეს ტექნიკა, ამხელა სამყარო შექმნას.

მეც ეგრე ვფიქრობ, რომ ვერ შეძლებს, მაგრამ მთავარი მასშტაბები კი არა პრინციპებია.
ციტატა
მე ადამიანის მიერ დახატულს მოგიტან, იცი რასაც ვგულისმხმობ. ჩვეულებრივ შექმნილ ნივთს არ სჭირდება მტკიცება და დამამტკიცებელი საბუითები რომ ის ადამიანმა შექმნა.

მაინც ვერ გავიგე რა გინდა. მესამედ მიმეორებ და ვერ გავიგე. თუ ადამიანის შექმნილ ნივთს მომიტან და ეჭვის შეტანის საფუძველი არ მექნება, რატომ გგონია რომ გეტყვი ადამიანის შექმნილი არ არის მეთქი?
ციტატა
ხოლო თვალწინ ამხელა მაგალითი გაქვს, ნივთზე გაცილებით უფრო რთული და შენ მაინც ეჭვი შეგაქვს რომ ის ვიღაცის მიერ შეიქმნა.

რომელი მაგალითი? საიდან იცი რომ ვიღაცამ შექმნა? რის საფუძველზე ამტკიცებ? გეტყობა დამწყები მორწმუნე ხარ და არ იცი, რომ ღმერთის არსებობა არ მტკიცდება. მით უმეტეს იმ მაგალითებით, რომლებიც შენ მოგყავს. კითხე თანაფორუმელებს რჩევა და თუ ჩემი არ გჯერა იმათ მაინც დაუჯერე.

კიდევ ერთხელ გიმეორებ - ღმერთის არსებობა-არარსებობას არ ვამტკიცებ. ბიბლია წაიკითხე დაკვირვებით და იმდენ შეცდომას აღმოაჩენ (ზოგიერთი გაურკვეველ ადგილს რომ უწოდებს), რომ კითხვები მაინც გაგიჩნდება, ეჭვი თუ არა!


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი May 6 2007, 07:52 PM
პოსტი #114


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ციტატა(ეგრი @ May 6 2007, 07:35 PM) *

miss_kartveli

ჰო ეგრეა. როცა გჭირდება გადატანითი მნიშვნელობით გესმის ბიბლიაში ნაწერი, როცა არა და კოცონზე წვავ ხალხს მისი სხვანაირად გაგებისთვის. რატომ გაატარე მცოხნელი კურდღლის ამბავი? თუ ფიქრობ, რომ კურდღელი მართლა იცოხნება? საიდან იცი რომ 6 დღე 6-ზე მეტია?

მეც ეგრე ვფიქრობ, რომ ვერ შეძლებს, მაგრამ მთავარი მასშტაბები კი არა პრინციპებია.

მაინც ვერ გავიგე რა გინდა. მესამედ მიმეორებ და ვერ გავიგე. თუ ადამიანის შექმნილ ნივთს მომიტან და ეჭვის შეტანის საფუძველი არ მექნება, რატომ გგონია რომ გეტყვი ადამიანის შექმნილი არ არის მეთქი?

რომელი მაგალითი? საიდან იცი რომ ვიღაცამ შექმნა? რის საფუძველზე ამტკიცებ? გეტყობა დამწყები მორწმუნე ხარ და არ იცი, რომ ღმერთის არსებობა არ მტკიცდება. მით უმეტეს იმ მაგალითებით, რომლებიც შენ მოგყავს. კითხე თანაფორუმელებს რჩევა და თუ ჩემი არ გჯერა იმათ მაინც დაუჯერე.

კიდევ ერთხელ გიმეორებ - ღმერთის არსებობა-არარსებობას არ ვამტკიცებ. ბიბლია წაიკითხე დაკვირვებით და იმდენ შეცდომას აღმოაჩენ (ზოგიერთი გაურკვეველ ადგილს რომ უწოდებს), რომ კითხვები მაინც გაგიჩნდება, ეჭვი თუ არა!


ხო, შეიძLება არ ვარ შესაბამისად განათლებული მაგრამ რწმენა მაქვს, მთავარი ესაა. ცნობისთვის 15 წელია რაც ტაძარშI დავდივარ, თუმცა დრო არაფერს ნიშNავს. შენვე ამბობ ღმერთის არსებობა არ მტკიცდებაო, ხოდა ნუ ცდილობ მის დამტკიცებას. შენ უბრალოდ ამბობ აბსურდულს, შეიძლება ეს სამყარო თავისით არის აწყობილი, და ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე მუშაობს თავის და უნებურად. თუ რაიმე ძალამ არ შეუწყო ხელი, განა გინახავს თავისით ამუშავებული სისტემა? შენ უბრალოდ დანახვა არ გინდა და ვარ ხედავ, თორემ სულ რომ საკუთარი თვალით დაინახო, დაჯერება თუ არ გინდა კაცს, ვერ ირწმუნებ.მაგრამ მოვა დრო და ყველა დარწმუნდება მის არსებობაში.


ციტატა(ეგრი @ May 6 2007, 07:35 PM) *

miss_kartveli


მაინც ვერ გავიგე რა გინდა. მესამედ მიმეორებ და ვერ გავიგე. თუ ადამიანის შექმნილ ნივთს მომიტან და ეჭვის შეტანის საფუძველი არ მექნება, რატომ გგონია რომ გეტყვი ადამიანის შექმნილი არ არის მეთქი?


ადამიანის მიერ შექმნილ ნივთზე ეჭვის საბაბი არ გექნება, და ამხელა სამყაროზე, რომელიც ნივთზე გაცილებით რთული სისტემაა, ეჭვის საბაბი გაქვს ხომ? დაუკვირდი რას ამბობ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 6 2007, 08:09 PM
პოსტი #115


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



miss_kartveli
ციტატა
ხო, შეიძLება არ ვარ შესაბამისად განათლებული მაგრამ რწმენა მაქვს, მთავარი ესაა.

ვისთვის როგორ.
ციტატა
შენვე ამბობ ღმერთის არსებობა არ მტკიცდებაო, ხოდა ნუ ცდილობ მის დამტკიცებას.

არ ვცდილობ.
ციტატა
და ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე მუშაობს თავის და უნებურად.

ცდები. კანონზომიერებები არის. მეცნიერები სწორედ მაგას სწავლობენ.
ციტატა
თუ რაიმე ძალამ არ შეუწყო ხელი, განა გინახავს თავისით ამუშავებული სისტემა?

კი. რაიმე ძალაში თუ გარე ძალას გულისხმობ კი.
ციტატა
შენ უბრალოდ დანახვა არ გინდა და ვერ ხედავ,

დამანახე.
ციტატა
მაგრამ მოვა დრო და ყველა დარწმუნდება მის არსებობაში.

ცდები. მილიარდობით არამართლმადიდებელი ისე კვდება, რომ არ სჯერა იმის რისიც შენ გჯერა. მეორედ მოსვლას თუ გულისხმობ, ეგ ყურანის და ავესტას დონის ლეგენდაა.
ციტატა
ადამიანის მიერ შექმნილ ნივთზე ეჭვის საბაბი არ გექნება, და ამხელა სამყაროზე, რომელიც ნივთზე გაცილებით რთული სისტემაა, ეჭვის საბაბი გაქვს ხომ? დაუკვირდი რას ამბობ

არ მაქვს. ეჭვი არ მეპარება, რომ ღმერთის შექმნილი არაა.

კურდღლის ცოხნაზე ისევ თვალს ხუჭავ, თუ ქრისტეს შობამდე იცოხნებოდნენ გრძელყურები?
მოკლედ ჩემს კითხვებს არ პასუხობ და ისევ შენსას აწვები.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი May 6 2007, 08:18 PM
პოსტი #116


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ციტატა(ეგრი @ May 6 2007, 08:09 PM) *

miss_kartveli


ცდები. მილიარდობით არამართლმადიდებელი ისე კვდება, რომ არ სჯერა იმის რისიც შენ გჯერა. მეორედ მოსვლას თუ გულისხმობ, ეგ ყურანის და ავესტას დონის ლეგენდაა.


ყოველი ადამიანი გარდაცვალების შემდეგ დარწმუნდება ღვთის არსებობაში


ციტატა(ეგრი @ May 6 2007, 08:09 PM) *

miss_kartveli


კურდღლის ცოხნაზე ისევ თვალს ხუჭავ, თუ ქრისტეს შობამდე იცოხნებოდნენ გრძელყურები?



ღმერთმა შექმნა ის ცხოველიც, მაგრამ ზოგი მათგანი წმინდა ცხოველად ითვლება, ზოგი კი უწმინდურად. ნოე რომ კიდობანს რომ აგებდა, მაშინაც კარგად ჩანს ეს.


ხომ ხედავ ჩვეულებრივი მრევლი ვერ ვცემთ შენ კითხვებზე პასუხს, იმიტომ რომ ამას სათანადო სასულიერო განათლება სჭირდება. მიდი მამაოსთან და იმას გაესაუბრე, სასულიერო პირთან მიდი, ასე სხვებთან მკითხაობას ჯობია მიხვიდე მოძღვართან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი May 6 2007, 08:18 PM
პოსტი #117


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ეგრი
აბა რისი გჯერა ამ ცხოვრებაში? თუ არაფერი არ არსებობს რაზრი აქ ცხოვრებას ვერ მეტყვი?
ღმერთის წაწყალობით შენზე ურწმუნოებიც შემობრუნებულან
რახან აქ შემოხვდი ესეიგი ნელნელა ღვთის წყალობით გახდები მორწმუნე ადამიანი ცოტა დროუნდა ეგრევე ვერ შეიცნობ ჭეშამარიტებას ქრისტესმიერ ძმაო. smile.gif გილოცავ გიორგობას ღმერთმა გაგახაროს wub.gif


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 6 2007, 08:20 PM
პოსტი #118


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



miss_kartveli
ციტატა
ყოველი ადამიანი გარდაცვალების შემდეგ დარწმუნდება ღვთის არსებობაში

შეიძლება გავიცინო? ეგ საიდანღა იცი?
ციტატა
ღმერთმა შექმნა ის ცხოველიც, მაგრამ ზოგი მათგანი წმინდა ცხოველად ითვლება, ზოგი კი უწმინდურად. ნოე რომ კიდობანს რომ აგებდა, მაშინაც კარგად ჩანს ეს.

მერე რა? ამიტომ კურდღელი იცოხნება?
ციტატა
ხომ ხედავ ჩვეულებრივი მრევლი ვერ ვცემთ შენ კითხვებზე პასუხს, იმიტომ რომ ამას სათანადო სასულიერო განათლება სჭირდება. მიდი მამაოსთან და იმას გაესაუბრე, სასულიერო პირთან მიდი, ასე სხვებთან მკითხაობას ჯობია მიხვიდე მოძღვართან

შენ ჰკითხე და მერე დაპოსტე რა პასუხს გაგცემს.
ისიც ჰკითხე რომელ საათზე აცვეს ჯვარს იესო?
როდის და რა ადგილას ამაღლდა ზეცაში?


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი May 6 2007, 08:24 PM
პოსტი #119


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ციტატა(ეგრი @ May 6 2007, 08:20 PM) *

miss_kartveli

შეიძლება გავიცინო? ეგ საიდანღა იცი?



ხო, რას ვიზამთ ზოგიერთისთVის დასაცინია იმქვეყნიური ცხოვრება


ციტატა



შენ ჰკითხე და მერე დაპოსტე რა პასუხს გაგცემს.

მე რა ვკითხო? მე ღვთის არსებობასთან დაკავშირებით კითხვა არ მაქვს, ეგ შენ უნდა გაესაუბრო რომ რა შეკითხვაც გაგჩნდება, ყველაფერზე გიპასუხოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 6 2007, 08:28 PM
პოსტი #120


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



miss_kartveli
ციტატა
ხო, რას ვიზამთ ზოგიერთისთVის დასაცინია იმქვეყნიური ცხოვრება

არ დავცინი. იმაზე მეცინება, ასე თავგამოდებით რომ ამტკიცებ იმას, რაც არ გინახავს.
ციტატა
მე ღვთის არსებობასთან დაკავშირებით კითხვა არ მაქვს

ღვთის არსებობაზე არ გეუბნები. ბიბლიის გაურკვეველ ადგილებზე კითხე.
ციტატა
შენ უნდა გაესაუბრო რომ რა შეკითხვაც გაგჩნდება, ყველაფერზე გიპასუხოს.

მისაუბრია. ვერ იტანენ ჩემნაირებს და პასუხსაც არ იძლევიან. შენც იმიტომ არ გინდა ჰკითხო, რომ იცი რა რეაქციაც მოჰყვება მისი მხრიდან.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

50 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th September 2024 - 01:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience