IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 21 22 23 24 >  
Reply to this topicStart new topic
> ფორუმელთა პოეზია
marine
პოსტი Jan 21 2013, 12:40 PM
პოსტი #441


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მიტევება

„ა (შერ) - იმრუშა თავის ძმის ცოლთან,
შ (ალუმ) - ცრუ ფიცით იფიცა,
ე (ლედ) - ხელი აღმართა საკუთარ მამაზე,
ა (მარიჰ) - სოდომის ცოდვით შესცოდა,
ი (ოელ) - კერპებს თაყვანის სცემდა.
სწერდა მიწაზე იესოს თითი“


განთიადია, ზეთისხილის მთას
მზის სხივი ხვდება,
ფარისეველნო, მწიგნობარნო,
თქვით, რაჲ ხდება?
დაგიპყრობიათ ქალი ცხადად
მრუშებას ზედა,
ვინ იცის, არის ვინმეს ცოლი,
ან იქნებ დედა.
მოსემ გვამცნობა სჯულსა შინა
დაკრება ქვათა...
თავდადრეკილი დედაკაცი
დგას შორის მათთა.
იესო ქედს ხრის მდუმარებით,
არარას უბნობს
და დასასჯელად არ იმეტებს
ქალს მრუშს და უცნობს,
თითით მიწაზე რაღაცას სწერს
და აი, თქმაჲ:
ვინც უცოდველ არს თქვენთაგანი
ესროლოს ქვაჲ!
ვითარცა ესმათ მხილებულებს
გაბრუნდნენ შორი,
დაშთა იესო, დედაკაცი,
მარტოჲ ორი.
-ხედავ? არავინ განგიკითხა,
არცა მე ოდნავ,
წარვედ მშვიდობით,
ამის მერე ნუღარა სცოდავ!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 29 2013, 01:41 PM
პოსტი #442


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ლექსი კარგია smile.gif ქართული


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 30 2013, 01:22 AM
პოსტი #443


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



marine
გაიხარე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2013, 12:08 PM
პოსტი #444


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი

Uploaded with ImageShack.us

4 და 5 სექტემბერს გაიმართა ქრისტიანული პოეზიის III ფესტივალი. წიგნში შევიდა ჩემი ლექსი "მიტევება," რამაც ძალიან გამახარა smile.gif

(იხ. პოსტი 443)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Sep 7 2013, 08:36 PM
პოსტი #445


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



***
რა კარგი დილა გათენდა,
რა ლამაზი და ნათელი,
უფლის დიდების ტრაპეზზე,
ავანთე წმინდა სანთელი.


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Sep 9 2013, 07:49 PM
პოსტი #446


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ვგრძნობ, თუ როგორ სიმარტოვის ტანჯვა ჩამისახლდა,
მიხაროდა როგორ, მწყემსი როცა მახლდა.
აიხდინა ცრუმან, როგორც რაცა სწადდა,
მივატოვე სახლი, დავიკარგე სადა?!

***
ჯოჯოხეთში ზამთარია, როცა შემოდგომაზე
ჰაერს, გაწვიმებულზე, სურნელება მოსავს;
გააცოცხლებს მოსვლით აფერებულ ყოფას,
საიდუმლო სიო, მდუმარეთა მიწაზე.

ხე, ტოტებით მოხრილი ეფერება დედას;
როცა შემოდგომისას ჯოჯოხეთი კვდება.

***
ვხედავ, ხელზე მიდევს წამი სავსე ფიქრით,
დარდით სუნთქვას ვბედავ სულში უცხო ჭირით:
ზეცით მენათება, ტანჯვით, მე წყვდიადი,
მესმა, დაყუდებას, შემოსვლა დიადის.


იქნებ რაიმე რჩევა მომცეთ, ვარგა რამედ თუ არა? არასოდეს მიცდია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 10 2013, 12:23 AM
პოსტი #447


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



როგორც ყოველთვის...
კარგია...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Sep 10 2013, 03:57 AM
პოსტი #448


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



A.V.M
როგორც ყოველთვის როგორ, კაცო biggrin.gif
ახლა დავიწყე, თუ დაწყება ქვია და, რომ იტყვიან, ჩემს ჭიას ვახარებ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 10 2013, 10:09 AM
პოსტი #449


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აკაკი
ზოგადად შენს შემოქმედებას ვგულისხმობდ კაცო...
(არა მარტო პოეზიას)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2013, 11:33 AM
პოსტი #450


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(აკაკი @ Sep 9 2013, 08:49 PM) *

ვგრძნობ, თუ როგორ სიმარტოვის ტანჯვა ჩამისახლდა,
მიხაროდა როგორ, მწყემსი როცა მახლდა.
აიხდინა ცრუმან, როგორც რაცა სწადდა,
მივატოვე სახლი, დავიკარგე სადა?!

***
ჯოჯოხეთში ზამთარია, როცა შემოდგომაზე
ჰაერს, გაწვიმებულზე, სურნელება მოსავს;
გააცოცხლებს მოსვლით აფერებულ ყოფას,
საიდუმლო სიო, მდუმარეთა მიწაზე.

ხე, ტოტებით მოხრილი ეფერება დედას;
როცა შემოდგომისას ჯოჯოხეთი კვდება.

***
ვხედავ, ხელზე მიდევს წამი სავსე ფიქრით,
დარდით სუნთქვას ვბედავ სულში უცხო ჭირით:
ზეცით მენათება, ტანჯვით, მე წყვდიადი,
მესმა, დაყუდებას, შემოსვლა დიადის.
იქნებ რაიმე რჩევა მომცეთ, ვარგა რამედ თუ არა? არასოდეს მიცდია.


კარგი ბიჭი ხარ, აკაკი და აუცილებლად გააგრძელე ლექსების წერა!!! a025.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანტონ გაგუა
პოსტი Sep 10 2013, 12:45 PM
პოსტი #451


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 10-September 13
მდებარ.: სამტრედია
წევრი № 13,335



შემოდგომა ჩამოცალეს ფოთლებით,
ყვითელ ფერებს მაგუებენ თავიდან.
რქაწითელი გამოვცალე ბოთლებით,
კიდევ ერთი წელიწადი წავიდა.
გაზაფხულის მოლოდინში შემცივდა,
სითბოს ისევ მიმალავენ ფლდები.
რა ვიცოდი უშენობა შემცვლიდა,
დაბრუნდი და თავგანწირვას გპირდები.
სულში ცივი ზამთარია მეუფე,
გარეთ მწიფე შემოდგომა გამოთვრა.
ვკვდები შენი მოლოდინით, მე უკვე,
და წუთების ავიჩემე გამოთვლა.
ანტონ გაგუა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2013, 01:01 PM
პოსტი #452


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ანტონ გაგუა @ Sep 10 2013, 01:45 PM) *

შემოდგომა ჩამოცალეს ფოთლებით,
ყვითელ ფერებს მაგუებენ თავიდან.
რქაწითელი გამოვცალე ბოთლებით,
კიდევ ერთი წელიწადი წავიდა.
გაზაფხულის მოლოდინში შემცივდა,
სითბოს ისევ მიმალავენ ფლდები.
რა ვიცოდი უშენობა შემცვლიდა,
დაბრუნდი და თავგანწირვას გპირდები.
სულში ცივი ზამთარია მეუფე,
გარეთ მწიფე შემოდგომა გამოთვრა.
ვკვდები შენი მოლოდინით, მე უკვე,
და წუთების ავიჩემე გამოთვლა.
ანტონ გაგუა


ანტონ, არაჩვეულებრივი ლექსია!!!!!!!!!!! wub.gif კეთილი იყოს შენი ფორუმელობა rolleyes.gif



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანტონ გაგუა
პოსტი Sep 10 2013, 01:58 PM
პოსტი #453


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 10-September 13
მდებარ.: სამტრედია
წევრი № 13,335



სექტემბერი განწირული კიოდა,
ყვითელ ფოთლებს ჩაანაცვლეს ცხედრები.
უღმერთობა ძველებურად მტკიოდა,
აჩრდილების სითამამეს ვედრები.
სიჩუმეში დამარხულან ბგერები,
ცამ აშალა ადრეული საღამო.
გული წუხდა ტანჯვით ანაძგერები,
სურნელება არ მდიოდა საამო.
ძველი ღვინით გამოთვრება აპრილი,
ახალ ფერებს გადაიცვამს მინდვრები.
ვკვდები ჩუმად,შენში ვნებააყრილი,
მინდოდი და ძველებურად მინდები.
ანტონ გაგუა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2013, 02:00 PM
პოსტი #454


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ანტონ გაგუა @ Sep 10 2013, 02:58 PM) *

ძველი ღვინით გამოთვრება აპრილი,
ახალ ფერებს გადაიცვამს მინდვრები.


ასეთი მშვენიერი სიტყვების თქმა მხოლოდ შენ შეგიძლია wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანტონ გაგუა
პოსტი Sep 10 2013, 02:07 PM
პოსტი #455


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 10-September 13
მდებარ.: სამტრედია
წევრი № 13,335



იასამნის სურნელება ამდის,
შემოდგომა ფოთლებიდან ცვივა.
სექტემბერი მეუფეა ამ დღის,
ცრემლებივით დამეჩვია წვიმა.
გულს გამიშლის სევდიანი ღამე,
სიხარულით გავაცილე მწუხრი.
შენი ფერი,ფერად შევიხამე,
გათენდა და ,თავს ალიონს ვუხრი.
ანტონ გაგუა

იცოცხლეთ მაკა <3

wub.gif იცოცხლე მაკა

მზემ აგართვა ვარდისფერი საკინძე,
როცა მკერდზე ალმასები ელავდა.
გრიგალების აუტანელ ძახილზე,
ზღვა უმწეო შეშლილივით ღელავდა.
ძველი მთვარე პროცესიას მიჰყვება,
ღამე ხვედრად,შეეგუა სიბნელეს.
გლოვის ამბავს ცრემლიანი მიყვება,
გათენების მიმარტივებს სიძნელეს.
საიქიოს გადავხვეწე ფიქრები,
პოეტობას დამწამებენ ვიცი და,
ნუ გგონია მარტოსული ვიქნები,
წამებს ტკბილი წარსულიდან ვიზიდავ.
ანტონ გაგუა

ვარდისფერი შეიმოსა მაისმა,
ძველი მთვარე ჩამოკიდეს ცისპირზე.
გათენდაო გარიჟრაჟზე გაისმა,
აამღერეს ანთებული ცისკრის მზე.
სიცოცხლისგან ამოვკრიფე წამები,
გულში გიკრავ,ახლა ხვედრი ქარია.
თავგანწირვა ტანჯვით განაწამები,
ამღვრეული არაგვივით ჩქარია.
წამწამებზე დამეკიდე ნამივით,
სიხარული მომაგება აისმა.
ზღვაში გაჭრილ აფრიანი ნავივით,
მომავლისკენ გამისტუმრა გაისმა.
ახლა მინდა შენი თმების სურნელი,
იქნებ ვეღარ გავიგონო შენი ხმა,
ვკვდები ჩუმად,ერთგულების მსურველი,
სევდა-დარდი სიხარულმა შენიღბა.
ანტონ გაგუა

ფერადი ფოთლები ფიფქებზე გაცვალეს,
სიცივე სუსხივით სხეულზე ამეკრა.
წვიმაში აშლილმა ქარებმა მაწვალეს,
ვტიროდი იმ ღამეს,სხვა მეტი რა მექნა.
სურნელი შემომრჩა,ნაცნობი და უცხო,
ცვარივით დაგჩემდა ბადაგი ტუჩებზე.
აჩრდილებს საღამომ ჩურჩული დაუწყო,
ყვებოდა დილაზე,ღამეზე თუ ჩემზე.
არც ახლა მასვენებს,შეშლილი გრიგალი,
წამოშლილ პალიტრას ვაგროვებ კონებად.
მარტო ვარ უშენოდ,ბედს შეურიგალი,
ალიონს გიტოვებ,ძღვენად და ქონებად.
ანტონ გაგუა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2013, 02:07 PM
პოსტი #456


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ანტონ გაგუა

ვტკბები ამ ლექსებით smile.gif ანტონ, ფესტივალში გამარჯვებული ლექსიც დადე, რომ ყველამ წაიკითხოს smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანტონ გაგუა
პოსტი Sep 10 2013, 02:17 PM
პოსტი #457


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 10-September 13
მდებარ.: სამტრედია
წევრი № 13,335



ლექსი რომელიც მოხვდა კრებულში,წმინდა ნინო ქართულ პოეზიაში და წმინდა ნინოს ცხოვრება,
ამ ლექსით პოეზიის ფესტივალზე"წმინდა ნინოს ჯვარი"მივიღე მონაწილეობა.
წმინდა ნინო
თმებში გამოწნილი ჯვარით,
ქართლის მომქცეველო ნინო,
კერპებს ფარნავაზთა გვარის,
სისხლად შეაგებე ღვინო.
სიტყვის მომცემელო უფლის,
ზვარაკ შეეწირე როცა,
ახლაც საქართველოს უვლის,
შენი მოტანილი ლოცვა.
ღვთისკენ ივერიის დედავ,
მეოხ მარიამი მიწის.
ლოცვად გევედრები, ვბედავ,
ხატთან დამდებელი ფიცის.
წმინდა მოციქულთა კვალად,
პურის მომცემელო, ვაზის.
ერთი სიცოცხლე მაქვს ვალად,
მხარზე ანგელოზი მაზის.
წმინდად დავიტიე გულში,
ნინოს მოტანილი სიტყვა,
ხორბალს მივაბარებ ხნულში,
ქრისტე სახარებით ითქვა.
ანტონ გაგუა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Sep 10 2013, 09:10 PM
პოსტი #458


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



marine
A.V.M

friends.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 11 2013, 09:34 AM
პოსტი #459


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ანტონ გაგუა
მშვენიერი ლექსებია, ძალიან მომეწონა kiss1.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2013, 12:22 PM
პოსტი #460


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ფეხშველა რად ხარ?
არ გაცივდე, დარდად არ მექცე,
დაჩოქილი ვარ, ემოციას
გულიდან ვიხსნი...

ფეხშველა ნუ ხარ,
ნალურსმები არ გამიზეზდეს...
თმა გავიზარდე, რომ ჭრილობას
მოგწმინდო სისხლი.

ყინავს... ქარია... შეცივნული
ვწუხვარ და ვწუხვარ...
ავად არ გახდე, არ მადარდო,
ფეხშველა ნუ ხარ...

16.12.13


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 21 22 23 24 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი