ავტოკეფალური ეკლესიების ურთიერთობა საზღვარგარეთ, ვინაა მასპინძელი და ვინაა სტუმარი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ავტოკეფალური ეკლესიების ურთიერთობა საზღვარგარეთ, ვინაა მასპინძელი და ვინაა სტუმარი? |
Eliko |
Dec 5 2007, 05:05 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
თუ ვინმემ იცით თუ როგორ რეგულირდება შემდეგი ურთიერთობები საეკლესიო სამართლის მიხედვით:
შესავალი: როგორ თანამშრომლობენ მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიები პროტესტანტულ ქვეყანაში ან კათოლიკურში? ითვლება იქ მასპინძლად ან სტუმრად, თუ ყველას თანაბარი უფლებები აქვს? რას ნიშნავს სტუმარი და რას ნიშნავს მასპინძელი? ძირითადი კითხვა:ის მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია, რომელიც პირველი შევიდა ამ პროტესტანტულ ქვეყანაში, სარგებლობს თუ არა რაიმე პრივილეგიით? კონკრეტული კითხვა: უნდა სთხოვონ თუ არა პროტესტანტულ (ან საერთოდ არაქრისტიანულ) ქვეყანაში შესვლის ნებართვა დანარჩენმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა იმ ავტოკეფალურ ეკლესიას, ვინ პირველი შევიდა მისიონერული თვალსაზრისით ამ ქვეყანაში როდესაც აპირებენ ამ პროტესტანტულ ქვეყანაში თავიანთი სასულიერო პირი მიავლინონ? მაგალითი: დავუშვათ ავსტრალიაში (ან სადმე სხვაგან)პირველი შევიდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია (ან რომელიმე სხვა) და დაარსა თავისი ეპარქია. ამას მოჰყვა ავსტრალიაში საბერძნეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის.... ავტოკეფალური ეკლესიების ჩასვლა და სამრევლოების დაარსება. გავიდა დრო და ავსტრალიაში ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველთა რიცხვი გაიზარდა და მრევლი ითხოვს ქართველ მოძღვარს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აპირებს მიავლინოს იქ მღვდელმსახური. უნდა სთხოვოს თუ არა ნებართვა საქართველოს ეკლესიამ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას იმ მოტივით, რომ პირველად იქ რუსული შევიდა? ან ვინმეს უნდა სთხოვოს საერთოდ? თუ შეძლებთ, რომ კონკრეტული კანონები (წყაროს მითითებით) მოიყვანოთ დასაბუთებისას? |
Eliko |
Dec 5 2007, 05:55 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
შესავალი: როგორ თანამშრომლობენ მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიები პროტესტანტულ ქვეყანაში ან კათოლიკურში? ითვლება იქ მასპინძლად ან სტუმრად, თუ ყველას თანაბარი უფლებები აქვს? რას ნიშნავს სტუმარი და რას ნიშნავს მასპინძელი? ძირითადი კითხვა:ის მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია, რომელიც პირველი შევიდა ამ პროტესტანტულ ქვეყანაში, სარგებლობს თუ არა რაიმე პრივილეგიით? კონკრეტული კითხვა: უნდა სთხოვონ თუ არა პროტესტანტულ (ან საერთოდ არაქრისტიანულ) ქვეყანაში შესვლის ნებართვა დანარჩენმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა იმ ავტოკეფალურ ეკლესიას, ვინ პირველი შევიდა მისიონერული თვალსაზრისით ამ ქვეყანაში როდესაც აპირებენ ამ პროტესტანტულ ქვეყანაში თავიანთი სასულიერო პირი მიავლინონ? მაგალითი: დავუშვათ ავსტრალიაში (ან სადმე სხვაგან)პირველი შევიდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია (ან რომელიმე სხვა) და დაარსა თავისი ეპარქია. ამას მოჰყვა ავსტრალიაში საბერძნეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის.... ავტოკეფალური ეკლესიების ჩასვლა და სამრევლოების დაარსება. ვთქვათ, გავიდა დრო და ავსტრალიაში ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველთა რიცხვი გაიზარდა და მრევლი ითხოვს ქართველ მოძღვარს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აპირებს მიავლინოს იქ მღვდელმსახური. უნდა სთხოვოს თუ არა ნებართვა საქართველოს ეკლესიამ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას იმ მოტივით, რომ პირველად იქ რუსული შევიდა? ან ვინმეს უნდა სთხოვოს საერთოდ? თუ შეძლებთ, რომ კონკრეტული კანონები (წყაროს მითითებით) მოიყვანოთ დასაბუთებისას? თუ შეგიძლიათ მიუთითოთ რომელი კანონები ეხება ამ საკითხს? აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი |
Eliko |
Dec 5 2007, 08:24 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
ვის შევეკითხო, კანონისტს?
|
დეკ. ირაკლი |
Dec 5 2007, 10:45 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
საერთოდ თუ ადგილობრივი მართმადიდებლური ეკლესია არ არსებობს,ის მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ არის! ამიტო მისთან შეთანხმებით ხდება! სხვა შემთხვევაში იქაურ არამართმადიდებლურ ეკლესიესაც აყენებენ ხოლმე საქმის კურსში!
|
Eliko |
Dec 6 2007, 03:12 AM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
საერთოდ თუ ადგილობრივი მართმადიდებლური ეკლესია არ არსებობს,ის მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ არის! ამიტო მისთან შეთანხმებით ხდება! სხვა შემთხვევაში იქაურ არამართმადიდებლურ ეკლესიესაც აყენებენ ხოლმე საქმის კურსში! მადლობთ მამაო პასუხისთვის. ე.ი. ყველა ქვეყანა, რომელშიც არ არსებობს ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია, ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს.ხომ არ იცით რომელი საეკლესიო კანონი აწესრიგებს ამ მოვლენას? რომ დავაზუსტო კითხვა, - როდესაც ქვეყანაში არ არის ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია, აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, თუ ვინ (რომელი მართლმადიდებლური ეკლესია) შევიდა პირველი ამ ქვეყანაში? და რა მნისვნელობა აქვს ამას? უნდა სთხოვონ თუ არა დანარჩენმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა( რომელთაც ასევე სურთ იქ შესვლა) ამ პირველ შესულს ნებართვა? რა ფორმით? |
guest |
Dec 6 2007, 03:16 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ელიკო,
მე ვკითხავ ჩემს მამა მარკოს, სერბეთის ეკლესიის მღვდელია და დიდი ხნის "გამოცდილება" აქვთ საზღვარგარეთ. ალბათ ხვალ კანონისტი გიპასუხებს, იმედია ეცოდინება ზუსტად ის, რაც შენ გაინტერესებს. |
კანონისტი |
Dec 6 2007, 12:47 PM
პოსტი
#7
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Eliko
მამა ირაკლის ვეთანხმები და რაც შეეხება ამ კითხვას: ციტატა .ი. ყველა ქვეყანა, რომელშიც არ არსებობს ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია, ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს.ხომ არ იცით რომელი საეკლესიო კანონი აწესრიგებს ამ მოვლენას? აღნიშნულს აწესრიგებს II მსოფლიო კრების (კონსტანტინოპოლის) მე-2 კანონი: განგებისათჳს ეკლესიათაჲსა ეპისკოპოსნი ნუ ზედა-შეუვლენ მიერ კერძოთა საზღვრისა თჳსისათა ეკლესიათა, ნუცა შეჰრევენ მათ, არამედ კანონთაებრ ალექსანდრიისა უკუე ეპისკოპოსი ეტჳპტისა, ხოლო ეკლესიათა განაგებდინ, ხოლო აღმთსავალისა ეპისკოპოსთა მიერ, მხოლოდ აღმოსავალი ოდენ განეგებოდედ და დაიცვებოდედ კანონთა შინა ნიკიისათა განწესებული პატივი ანტიოქელთა ეკლესიისაჲ და ასიელთა სოფლებისა ეპისკოპოსთაგან მხოლოდ ასიისანი ოდენ მართებულ იქმნებოდედ და პონტიელთაგან მხოლოდ პონტოასანი ოდენ და თრაკთა მიერ თრაკისანი ოდენ განეგებოდედ. ხოლო უწოდებელად ნუმცა განვლენ ეპისკოპოსნი გარეგან სამრემლოჲსა თჳსისა ჴელთ-დასხმისათჳს, ანუ სხჳსა განგებისა საეკლესიოჲსა. ხოლო დაცვულად რაჲ ეგოს პირველდაწერილი ესე განსაგებელთათჳს მოჴსენებული კანონი კეთილად, ცხად არს, ვითარმედ თითოეულსა სამთავროსა კრებაჲ მის სამთავროჲსაჲ გასაგებს ნიკეას განსაზღვრებულისა კანონისაებრ, ხოლო ბარბაროზებრთა წარმართთა შორის მყოფთა ეკლესიათა ღმრთისათა განგებაჲ ჯერ-არს მამათა მიერ დამტკიცებულისაებრ ჩუეულებისა. ეს დამტკიცებული ჩვეულება არის ის, რომ ავტოკეფალური ეკლესიების საზღვრებს გარეთ უმაღლესი კანონიკური იურისდიქცია აქვს მსოფლიო საპატრიარქოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონი თითქმის არსად არ არის დაცული. მაგალითისთვის თუნდაც ჩვენი საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიაც კმარა, რომელიც არამართლმადიდებლურ სამყაროშია, მაგრამ საქართველოს პატრიარქს ემორჩილება ასევე დარღვევაა ისიც, რომ ერთ ქალაქში იყოს 2 მართლმადიდებელი ეპისკოპოსი. არადა, მაგალითად ლონდონში მსოფლიო საპატრიარქოსაც ჰყავს მღვდელმთავარი და მოსკოვის საპატრიარქოსაც. თუმცა, კანონის ფორმალურად დაცვის მიზნით, ტიტულში არცერთს არ აქვს ლონდონის ეპისკოპოსი, არამედ ბერძნები "თიატირიის მიტროპოლიტს" ეძახიან, რუსები კი - "სუროჟის ეპისკოპოსს" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Eliko |
Dec 6 2007, 05:23 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
Eliko ეს დამტკიცებული ჩვეულება არის ის, რომ ავტოკეფალური ეკლესიების საზღვრებს გარეთ უმაღლესი კანონიკური იურისდიქცია აქვს მსოფლიო საპატრიარქოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონი თითქმის არსად არ არის დაცული. მაგალითისთვის თუნდაც ჩვენი საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიაც კმარა, რომელიც არამართლმადიდებლურ სამყაროშია, მაგრამ საქართველოს პატრიარქს ემორჩილება აქ ხელთ არ მაქვს და ხომ არ იცი, რა წერია მე-3 მსოფლიო კრების VIII კანონში? ასევე, ხომ არ მიგიწვდება ხელი სამოციქულო კანონებზე XXXIV და XXXV? წერია მათში რამე ამ საკითხთან დაკავშირებით? მაინტერესებს, არამართლმადიდებლურ ქვეყანაში პირველჩამოსულ მართლმადიდებელ ეკლესიას რა უპირატესობები აქვს ან აქვს თუ არა საერთოდ. |
Eliko |
Dec 7 2007, 11:04 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
საერთოდ თუ ადგილობრივი მართმადიდებლური ეკლესია არ არსებობს,ის მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ არის! ამიტო მისთან შეთანხმებით ხდება! სხვა შემთხვევაში იქაურ არამართმადიდებლურ ეკლესიესაც აყენებენ ხოლმე საქმის კურსში! მამაო, ხომ ვერ განმარტავდით, თუ რას ნიშნავს მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ ყოფნა? კონკრეტულად რა უნდა შეუთანხმონ ავტოკეფალურმა საპატრიარქოებმა მსოფლიო საპატრიარქოს, როდესაც არამართლმადიდებლური ქვეყანაში სურთ შესვლა? ან როდესაც უკვე იქ არიან? |
კანონისტი |
Jan 1 2008, 03:24 PM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Eliko
მამა ირაკლის ნაცვლად თუ შეიძლება მე გიპასუხებთ... ციტატა რას ნიშნავს მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ ყოფნა? რომელიმე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ყოფნა ნიშნავს, რომ ესა თუ ის სამრევლო ასრულებს მის კურთხევას, მოქმედებს მისი იურისდიქციით, ღვთისმსახურებისას იხსენიებს შესაბამის პატრიარქს ციტატა კონკრეტულად რა უნდა შეუთანხმონ ავტოკეფალურმა საპატრიარქოებმა მსოფლიო საპატრიარქოს, როდესაც არამართლმადიდებლური ქვეყანაში სურთ შესვლა? ან როდესაც უკვე იქ არიან? ის, რომ იგეგმება მართლმადიდებლური სამრევლოს გახსნა მოცემულ ტერიტორიაზე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 05:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი