ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი |
ზვარე |
Jul 4 2008, 02:19 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
მოდით ვისაუბროთ მაცხოვრის ფერისცვალების შესახებ.
ზაფხულია, ფორუმელების აქტივობა მაღალია, ფერისცვალების დღესასწაულამდე ბევრი წაიკითხავს და გაეცნობა თემას. ფერისცვალება იესუ ქრისტესი (6 აგვისტო / 19 აგვისტო) ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა. კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა. -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
ზვარე |
Jul 4 2008, 12:56 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
კომენტარები ალბათ ფერისცვალების დღესასწაულისკენ უფრო მოიმატებს, მანამდე კი პატარა მონახაზს დავდებ
სინოპტიკურ სახარებებში მოთხრობილია მაცხოვრის ფერისცვალების შესახებ თაბორის მთაზე. ეს მოვლენა აღწერილია მათეს სახარების მე-17 თავის 1 – 13, მარკოზის სახარების მე-9 თავის 2 – 13 და ლუკას სახარების მე-9 თავის 28 – 36 მუხლებში. მახარებლები მაცხოვრის ფერისცვალებას შემდეგნაირად გადმოგვცემენ: 1. მათეს სახარება _ ,,1. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. 2. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. 3. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს. 4. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩეუნდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა. 5. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ. 6. და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. 7. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ! 8. და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ. 9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. 10. და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? 11. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი. 12. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან. 13. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ.'' 2. მარკოზის სახარება _ ,,2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად. 4. და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს. 5. და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს. 6. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ. 7. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ. 8. და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა. 9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. 10. და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს? 11. და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? 12. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს. 13. არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.'' 3. ლუკას სახარება _ ,,28. და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად. 29. და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე. 30. და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია. 31. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს. 32. ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი. 33. და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, − რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა. 34. და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას. 35. და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ. 36. და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს.'' რათა უფრო იოლად მოგვეყარა თავი აღნიშნული მოვლენის თაობაზე არსებული განმარტებებისათვის, იგი 8 ნაწილად დავყავით. აღნიშნული მოვლენის თაობაზე უამრავი განმარტება არსებობს, ჩემს მიერ შედგენილი თანამიმდევრობით შევეცდები მათი ნაწილი გადმოვცე. 1. მათეს სახარება _ და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. მარკოზის სახარება _ და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი ლუკას სახარება _ და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად. ფერისცვალების დღესასწაულზე საუბარს წმ. ეფრემ ასური შემდეგნაირად იწყებს: `უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა. (მთ. 16.28) და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი (მთ.17; 1-2).~ მოციქულები, რომლებმაც `არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა~, ეფრემ ასურისთვის ის მოციქულები არიან რომლებიც თან ახლდნენ მაცხოვარს თაბორის მთაზე. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში აღნიშნულ მოვლენას შემდეგნაირად განმარტავს: `ისინი მაღალ მთაზე აიყვანა, რათა ეჩვენებინა, რომ ვინც არ ამაღლდება, ის ღირსიც არ არის ამგვარი ხილვისა. ქრისტე ასე იმიტომ იქცევა, რომ მას ჩვეულებად ჰქონდა თავისი დიადი სასწაულები საიდუმლოდ აღესრულებინა, რათა მრავალთათვის ხილული ღმერთი, ვითარცა მოჩვენება, კაცად არ მიეჩნიათ.~ ლუკას სახარების განმარტებისას იგი განავრცობს მთაზე ასვლის მნიშვნელობის განმარტებას : `იესოს სალოცავად ადის მთაზე; რადგან ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ განმარტოებით, ამაღლებულად, მიუჯაჭველად რაიმე ზეციურზე~. მარკოზის სახარების განმარტებისას იგი დასძენს: `ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება მას. მისი ნაამბობი მოიცავს იმ დღესაც, როდესაც უფალმა აუწყა თავისი მოსალოდნელი ფერიცვალების შესახებ და იმასაც, როცა აღიყვანა (მოწაფეები მთაზე), მაშინ როდესაც მარკოზი საუბრობს მხოლოდ შუალედურ დღეებზე. უფალს მიჰყავს და აჰყავს მაღალ მთაზე მხოლოდ სამი რჩეული მოციქული _ პეტრე, როგორც მისი აღმსარებელი და შემყვარებელი, იოანე, როგორც მის მიერ შეყვარებული და იაკობი, როგორც დიდი მქადაგებელი და ღმრთისმეტყველი, რომელიც იმდენად სამძიმო იყო იუდეველთათვის, რომ ჰეროდემ, რომელსაც სურდა მოეგო იუდეველთა გული, მოკლა იგი. ისინი აჰყავს მაღალ მთაზე, რათა სასწაული მით უფრო დიდებული იყოს, ხოლო `მარტონი~ (განმარტოებით) აჰყავს იმიტომ, რომ სურს საიდუმლო განუცხადოს. თავად ფერიცვალების ქვეშ იგულისხმება არა არსებითი ცვლილება ქრისტეს იერსახისა, არამედ მისი გაბრწყინება გამოუთქმელი ნათლით, ამასთან, ბუნებრივი იერსახე მისი იგივე რჩებოდა, რაც ადრე იყო.~ სხვაგან ამბობს (მეუფე ზოსიმეს განმარტებებში ეს სიტყვა ნეტ. თეოფილაქტეს მიეწერება) _ „თუ კი, უფალი მარტო იუდას დატოვებდა ქვევით, დანარჩენებს კი წაიყვანდა, მაშინ ზოგიერთებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ამან შეურაცხყო იუდა, რომ ამიტომაც გასცა მან თავისი უფალი, მაგრამ უფალმა ქვევით დატოვა რვა მოწაფე, რათა სამი განედიდებინა ჩვენებით, ხოლო დანარჩენები გაეხადაა ნეტარნი გაგონილის რწმენით, როგორც თავადვე ამბობს: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ, და ვრწმენე“ (ინ. 20,29). მეუფე ზოსიმეს განმარტებებში საინტერესო მიგნებაა, რომ `უფალმა გაიყოლა სამი გამორჩეული მოციქული, ვინც ადრევე გახადა ღირსი გამხდარიყო მოწმე იაიროსის ასულის აღდგინების უდიდესი სასწაულისა გეთსიმანიის ბაღში;’’ წმ. იოანე დამასკელი ამბობს: „მან წაიყვანა პეტრე, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტეს ღვთაებრიობაზე მისი მოწმობა მტკიცდებოდა მამის მოწმობითაც, და რათა დაერწმუნებინა იგი თავის სიტყვებში, რომ თვით ზეციურმა მამამ გაუხსნა ეს მოწმობა; მან წაიყვანა იაკობი, რადგან სხვა მოციქულებზე უწინ ჰქონდა სურვილი მომკვდარიყო ქრისტესათვის; და ბოლოს, წაიყვანა იოანე, ქალწული და ღვთისმეტყველების წმიდა ორღანი, რათა მას ეჭვრიტა ღვთის ძის მარადიული დიდებისათვის და დაექუხა: „პირველითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი“. ფერისცვალების დღესასწაულის შესახებ ლუკას სახარებაში აღწერილი ამბები შეტანილია ფერისცვალების დღესასწაულზე საკითხავ სადღესასწაულო სახარებაში. საღესასწაულო სახარებების განმარტებებში მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო წერს: `წმიდა ლუკას გადმოცემით, ეს მოხდა დაახლოებით რვა დღის შემდეგ იმ დროიდან, როცა მოციქულმა პეტრემ, ყველა სხვა მოწაფის სახელით ცხოველი ღმერთის ძედ აღიარა უფალი იესო ქრისტე, ხოლო თავად მაცხოვარმა, დამოძღვრავდა რა თავის მოწაფეებს, თავისი მომავალი ვნების შესახებ აუწყა მათ, რომელთა მიერაც იგი თავისი ზეციური მამის დიდებაში უნდა შესულიყო, აგრეთვე უთხრა მათ ისიც, რომ მის მიმდევართათვის აუცილებელი იყო ჯვარის ტვირთვა. ხოლო მახარებლები მათე და მარკოზი ამბობენ, რომ ეს მოხდა პეტრეს აღიარებიდან ექვსი დღის განსვლის შემდეგ (მათე 17,1; მარკოზი 9,2). ნუთუ წმიდა მახარებელი ლუკა აქ ეწინააღმდეგება მათესა და მარკოზს? არა, არ ეწინააღმდეგება, ხოლო თუკი მათ შორის განსხვავებულობაა ამ საკითხში, იგი დიდის ალბათობით აიხსნება იმ ვარაუდით, რომ ლუკა შუალედურ დღეებს თვით მოვლენათა აღსრულების დღეებსაც მიათვლის - პეტრეს აღიარებისას და ფერისცვალებისას და ამიტომ არც თუ განსაზღვრულად ამბობს: „და იყო შემდგომად სიტყვათა ამათ ვითარ რვა დღე ოდენ“-ო; მათე და მარკოზი კი მხოლოდ შუალედურ დღეებს აღრაცხავენ და სავსებით განსაზღვრულად აღნიშნავენ - შემდგომად ექვსისა დღისაო. ამრიგად ექვსი დღის შემდეგ, თუკი თვით მოვლენათა დღეებს არ მივათვლით, და დაახლოებით რვა დღის შემდეგ, თუკი მოვლენათა დღეებსაც აღვრაცხავთ, მაცხოვარმა თავისთან ერთად სამი ყველაზე სრულყოფილი მოწაფე წარიყვანა - პეტრე, იაკობი და იოანე, რომელნიც სხვებზე მეტად იყვნენ შემძლენი მისი დიდება შეემეცნებინათ, და ერთს მაღალ მთაზე ავიდა, გადმოცემით თაბორისაზე. რისთვის? - ამის შესახებ მას არაფერი უთქვამს თავისი რჩეული მოწაფეებისათვის, მაგრამ მათ ინიშნეს, რომ ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან შემთხვევებში, ახლაც, იგი „აღვიდა მთასა ლოცვად“. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და რომის კათოლიკური ეკლესიის წევრებს შორის ამ საკითხშიც - თუ რომელი მთა იყო უფლის ფერისცვალების მთა, აზრთა სხვადასხვაობაა. გვიანდელი დროის კათოლიკე და პროტესტანტი ღვთისმეტყველები მიიჩნევენ, რომ უფლის ფერისცვალების მთა იყო ერმონის მთა. ამ თავიანთ შეხედულებას ისინი შემდეგი მოსაზრებებით ასაბუთებენ: ა) სახარების გადმოცემით უფალი ფილიპეს კესარიის სანახებში იმყოფებოდა იმ დროს, როცა თავისი სამი მოწაფითურთ მაღალ მთაზე აღვიდა სალოცავად, ეს ქალაქი კი პირდაპირ მთის ძირას მდებარეობდა, მაშინ, როდესაც თაბორის მთა საკმაოდ მოცილებულია ამ ადგილიდანო. მაგრამ ჩვენის მხრივ უნდა შევეპასუხოთ მათ, რომ სახარების ისტორიიდან არა ჩანს, რომ უფალი დიდხანს დარჩენილიყოს ფილიპეს კესარიაში. 6 დღის განმავლობაში კესარიიდან მას საკმაოდ დიდი მანძილის გავლა შეეძლო. გარდა ამისა, სახარებიდან ჩანს, რომ ფერისცვალებამდეც იგი გალილეაში ქადაგებდა და ფერისცვალების შემდგომაც მას აღმოსავლეთში კი არ ვხედავთ, არამედ გალილეაში და კაპერნაუმში (მათე 17,24-27), ეს ქალაქი კი არც თუ ისე შორსაა თაბორის მთიდან, დაახლოებით ერთი დღის სავალზე. ბ) კათოლიკეთა და პროტესტანტთა მეორე არგუმენტი ერმონის მთის სასარგებლოდ შემდეგია: უფალი იესო ამ დროს, მტრების მხრიდან დევნის მიზეზით, განმარტოებულ ადგილს ეძიებდა, ხოლო თაბორის მთა იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების ჟამს არ ყოფილა დაუსახლებელი, განმხოლოებისათვის შესაფერისი ადგილი, რადგან მის თხემზე ციხე-სიმაგრე იყო აშენებული, შემოვლებული დიდი გალავნითო. ამაზეც ჩვენ მივუგებთ, რომ მართალია, ეს ციხე-სიმაგრე მეფემ ანტიოქე დიდმა აღაშენა ქრისტეს შობამდე 218 წელს, მაგრამ სრულიად უცნობია, იესო ქრისტეს დროს კვლავაც იდგა იგი, თუ არა. და თუკი იოსებ ფლავიოსის ცნობით, იუდეველთა ომის დროს რომაელთა წინააღმდეგ ეს მთა გამაგრებულ იქნა აჯანყებულ ებრაელთა მიერ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ უფლის ფერისცვალების დროსაც ასე იყო (როგორც ვიცით, ეს ომი ქრისტეს შობიდან 70 წელს იყო, ანუ ორმოცი წლის შემდგომ ფერისცვალებიდან). გარდა ამისა, არანაირად არ მტკიცდება, რომ ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების დროს ფერისცვალების მთა - თაბორის მთა მთლიანად იყო დასახლებული და ნაგებობებით დაფარული ისე, რომ მასზე აღარ რჩებოდა მყუდრო ადგილი განმხოლოებული ლოცვისათვის. გ) მესამე არგუმენტი: და ბოლოს, კათოლიკენიდა პროტესტანტები ამტკიცებენ, რომ ერმონის მთა, თავისი კოლოსალური სიდიდით და განლაგებით, თითქოს, ყველაზე მეტად შეესატყვისება უფლის ფერისცვალების უდიდეს მოვლენას. თავის თხემზე იგი სამ ცალკეულ მწვერვალად განიყოფა, რაც მასზე მყოფი მთავარი მოქმედი პირებისათვის ყველაზე შესაფერად მიაჩნიათ: შუათანაზე, ალბათ, თავად იესო იმყოფებოდა, გვერდითა მწვერვალებზე კი - მოსე და ელიაო. მაგრამ ეს სამი მწვერვალი მხოლოდ პოეტის ან მხატვრის ფანტაზიას შეიძლება მოსახერხებელ ადგილად მოეჩვენოს განმხოლოებული ლოცვისათვის და ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველის გამოცხადებისა და საუბრისათვის უფალი ესო ქრისტესთან მისი იერუსალიმში ასვლისა და ვნების შესახებ. გარდა ამისა, ერმონის მთა ისეთი რთული რელიეფისაა, რომ მასზე ასვლაც კი დიდ სიძნელეს წარმოადგენს, ხოლო მის თხემზე გაბატონებული მკვეთრი და მუდმივი ძლიერი ქარის გამო შეუძლებელია ადამიანისათვის იქ უხიფათოდ დარჩენა. და საერთოდაც, არის რა დაფარული მარადიული თოვლით, ერმონის მთა, ნაკლებ სავარაუდოა მოსახერხებელი ადგილი ყოფილიყო ღამეული ლოცვისათვის. „მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, - შენიშნავს ბ-ნი ოლესნიცკი, - რომ ფერისცვალების ადგილის გადატანაში ერმონის მთაზე მკვლევარნი მხოლოდ ნატურალისტურ საფუძვლებს ეძიებენ ფერისცვალების თვით ფაქტის ასახსნელად: მათ ესაჭიროებათ სინათლის განსაკუთრებული არეკვლის ადგილი მონახონ, სადაც ადამიანის ფიგურა უჩვეულო ბრწყინვალებას შეიძენდა; ერმონის მთაზე კი ასეთ ბრწყინვალებას ისინი მარადიულ თოვლზე არეკლილ მზის სხივებში ხედავენ. მაგრამ განა ჭეშმარიტი საღმრთო ნათელის გამოვლინებისათვის საჭიროა მსგავსი ან რაიმე სხვა სახის გარემოებანი?! განა უფალ იესო ქრისტესათვის სულ ერთი არ იქნებოდა, რომელ მთაზე ავიდოდა საღმრთო ნათელის გაბრწყინებისათვის, - ამ ვეება ერმონისაზე, თუ სხვაზე, ნაკლებ კოლოსალურზე?“ („წმიდა მიწა“, ტ.II, გვ.433). ეკლესიის წმიდა გადმოცემა უძველესი დროიდანვე თაბორის მთას აღიარებს უფლის საკვირველი ფერისცვალების წმიდა ადგილად~. წმიდა იოანე ოქროპირი მათეს სახარების კომენტირებისას წერს: ` ხოლო ლუკა რვასა დღესა იტყÂს, არა თუ წინააღუდგების მათეს, არამედ ფრიადცა ეწამების; რამეთუ იგი მასცა დღესა, რომელსა შინა ეტყოდა სიტყუათა მათ, და მასცა, ოდეს-იგი მთად აღვიდა და ფერი იცვალა, თანააღჰრაცხავს, ხოლო მათე შორის გარდასრულთა მათ ხოლო იტყÂს. და ორივე ესე ერთ არს. იხილეთ უკუე, ვითარ მათე განცხადებულად აღსწერს, ვითარმედ სხუანი იგი უფროისს მისსა პატივცემულ იქმნეს. ამას იოვანეცა მრავალგზის იქმს, დიდთა მათ ქებათა პეტრესა ჭეშმარიტებით წარმოიტყვის, რამეთუ შურისა და ზუაობისაგან უცხო იყო კრებული წმიდათა მათ მოციქულთაი. რაისათვის-მე უკუე სამნი იგი ხოლო წარიყვანნა? ესე ამისთვს, რამეთუ უზეშთაესსა საზომსა იყვნეს იგინი. პეტრე მხურვალისა მისთის სიყუარულისა წარემატა და თავ იქმნა კრებულისა მის მოციქულთაისა; და იოვანე ფრიადისა მის სიწმიდისა და სიმშვდისა და სიკეთისათვის სულისა მისისა უფროის ყოველთა შეყუარებულ იყო. ეგრეთვე იაკობ ფრიადისა სიმხურვალისაგან ჰრქუა, ვითარმედ: ძალ-გÂც სუმად სასუმელი იგი, და არა ხოლო თუ თქუა, არამედ აღასრულაცა სიტყუაი თვსი და პირველ ყოველთა მოციქულთასა მიიღო სასუმელი ქრისტესთვის სიკუდილისაი. რამეთუ ესოდენ ფიცხელ იყო იგი და მძიმე ჰურიათა მიმართ, ვიდრეღა ჰეროდე დიდად ნიჭად მიჰმადლა ჰურიათა მოკლვაი მისი. ესრეთ უმეტესსა საზმოსა იყვნეს სამნი ესე. ამისთვს იგინი მიიყვანნა, რაითა უმეტესად უძლონ ხილვად; რამეთუ ხილვაი იგი საზომისაებრ სათნოებისა იქმნებოდა. ამის უკუე ხილვისათვის იყო სიტყუაი იგი, ვითარმედ: `არიან ვიეთნიმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოი სიკუდილისაი, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაი მომავალი დიდებითა თვისითა~. ესე იგი არს: ვიდრემდე იხილონ სახე განცხადებული, თუ ვითარ მეგულების მეორედ მოსლვად. ხოლო სახელები არა თქუა სამთა მათ, არამედ ესრეთ უცნაურად მიუთხრა, რაითა არარაი კაცობრივი შეემთხვიოს სხუათა მათ, რამეთუ ყოველნი სურვიელ იყვნეს ხილვად დიდებისა მის. ხოლო უწინარეს ესოდენთა დღეთა ამისთვის თქუა ესე, რაითა განმზადებულ იქმნენ გონებანი მათნი ხილვისა მისთვის და სურვიელ, და არა მოულოდებელად შეემთხვიოს და განცვიბრდენ. 2. მათეს სახარება _ და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. მარკოზის სახარება _ და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად. ლუკას სახარება _ და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `როცა საუბარი ფერისცვალებაზეა, ნუ იფიქრებ, რომ უფალმა მაშინ თავისი სხეული უარყო, რადგანაც აქ მის სახესა და სამოსელზეა ლაპარაკი. იგი გაბრწყინდა მაშინ, როცა მისმა ღვთაებრიობამ რამდენიმე სხივი გამოასხივა და გაბრწყინდა იმ ზომით, რა ზომითაც მისი ხილვა შესაძლებელი იქნებოდა. ადრე იმიტომაც უწოდა ფერისცვალებას სასუფეველი ღმრთისა (მ.16,28), რომ ამ დროს გამოავლინა თავისი ძალაუფლების გამოუთქმელობა და გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძეა ზეციერი მამისა. ამასთან, სახის გამოუთქმელი გაბრწყინებით მისი მეორედ მოსვლის დიდებაც გვიჩვენა.~ წმ. ეფრემ ასური ამბობს: „უფალმა, გამოუცხადა მათ თავისი სამეფო თავის დამდაბლებამდე და თავისი ღირსება თავის უღირსებამდე, რათა როცა მას იუდეველები ჯვარზე გააკრავდნენ, მათ სცოდნოდათ, რომ ჯვარს აცვეს არა უძლურების გამო, არამედ ღვთიური დაშვებით. საკუთარი ნებით, ქვეყნის გადასარჩენად“. მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს: „ლოცვის სული, შეერთო ღვთის სულს, გადაიქცა იესოს სულის ნათლად; ამ ნათლის ჭარბი ნათება ვერ დაეტია რა სულში, გადმოიღვარა სხეულზეც და გაიბრწყინვა მის სახეზეც: და განჰბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, - ვერ იტევდა რა აქაც, ღვთაებრიობის სხივებს, გამოდიოდა რა მისი სხეულიდან, ასხივებდა და ასხვაფერებდა თვით მის სამოსელსაც: ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი, „ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ხელეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად“ (მრკ. 9,3). გრიგოლ დიაჩენკო კი გვეუბნება: ,,და იყო ლოცვასა მას მისსა“; - რაზე ლოცულობდა მაცხოვარი თაბორის მთაზე?ამის შესახებ წმიდა მახარებლები არაფერს გადმოგვცემენ. მაგრამ ჩვენ ნაწილობრივ მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ ჩვენი უფლის იმჟამინდელი ლოცვის საგანი. უშუალოდ თავისი ყოვლადდიდებული ფერისცვალების წინ უფალი იესო საუბრობდა ჯვარზე, თავის მომავალ ვნებებზე და იმაზეც, რომ მისი ყველა მიმდევრისათვის გარდაუვალია ჯვარის ტვირთვა. რაოდენი ღრმა გრძნობა უნდა აღეძრა მაცხოვრის სულში ჯვარის ამგვარ სულიერ განჭვრეტას. ადამიანის ბუნება შეძრწუნდება ხოლმე ტანჯვის მოლოდინში. როგორც კი ესმა პეტრეს ჯვარის შესახებ, მან უმალვე შეპასუხება დაუწყო უფალს. როგორ უნდა შეთავსებოდა საღმრთო დიდება ღრმა დამდაბლებას, უმძიმეს ჯვარის მიერ სატანჯველთ? მაგრამ ეს მხოლოდ კაცობრივი გაცბუნებაა. სულ სხვაა საღმრთო განგებულების მიერი გეგმა კაცთა მოდგმის ხსნის შესახებ. იესო ქრისტე ყოველივეს წინასწარ ჭვრეტდა, - იმასაც, რაც ჯვრამდე იქნებოდა, და იმასაც, რაც ჯვრის შემდეგ უნდა ყოფილიყო. ღმერთის რისხვა მძიმედ აწვა თავს მთელს კაცთა მოდგმას. არანაირი საშუალება არ ჰქონდათ ადამიანებს ღმერთის დამწყალობნებისათვის. ადამიანები ამქვეყნად ტანჯვა-ვაებით განვლიდნენ თავიანთ ცხოვრებას და სიკვდილის შემდეგაც სატანჯველად შთაიგდებოდნენ ჯოჯოხეთად. მაგრამ, აი, მაცხოვარი აზრით სჭვრეტს უკვე აღსრულებად გამოსყიდვასაც მთელი კაცთა მოდგმისა. საკვირველნი და აღურაცხელნია მისი ნებაყოფლობითი სიკვდილის ნაყოფები ცოდვილი კაცთა მოდგმის ხსნისათვის. აწ უკვე სიყვარულში განეცხადება ღმერთი ამა ქვეყანას. რისხვის შვილები საღმრთო მადლის ძეებად შეიქნებიან. სიკვდილი კარგავს თავის საწერტელს. ღმერთის ძის მორწმუნენი სიკვდილისაგან საუკუნო ცხოვრებად გადასახლდებიან. აი, ყოველივე ამაზე ფიქრობდა მაცხოვარი ფერისცვალების წინ და სწორედ ეს შეადგენდა მისი აზრებისა და მოწაფეებთან საუბრების საგანს. მაგრამ იგი თაბორის მთაზეც ლოცულობს. რაზე? - ვინ გულისხმა-ჰყოს მის ლოცვის საიდუმლო? არ არსებობს ლოცვისათვის უფრო მნიშვნელოვანი საგანი, ვიდრე ჯვარია. მაცხოვარი ევედრება ზეციურ მამას ცოდვით აღსავსე კაცობრიობის შერიგების შესახებ თავისი ჯვარისმიერი მსხვერპლშეწირვის გულისთვის, მრისხანების შეცვლის, გაუქმებისა და ცათა განხმის შესახებ ადამიანთათვის. და უფლის ამ მგზნებარე ლოცვის დროს ყოვლადდიდებული ფერისცვალებაც აღსრულდა. „და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაი პირისა მისისაი სხვა“, ანუ მისი პირისახის შესახედაობა შეიცვალა. მახარებელი მათე და მარკოზი გადმოგვცემენ, რომ უფალმა იესო ქრისტემ ფერი იცვალა თავის მოწაფეთა წინაშე (მათე 17,2; მარკოზი 9,2). იგი მათ თავისი ზეციური დიდებით გამოეცხადა: მისი პირისახე მზესავით გაბრწყინდა, ხოლო შესამოსელი თოვლივით სპეტაკი და ელვარე შეექნა. წმიდა მახარებელმა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში უფლის პირისახე ფერცვალებული - მზესავით გაბრწყინებული იხილა. „და პირი მისი, გადმოგვცემს იგი თავის ხილვას. - ვითარცა მზე ბრწყინავს ძალითა თვისითა“ (იოანეს გამოცხადება 1,16). მართალნი მორწმუნენი სწორედ ამ ღვთაებრივ ნათელში სჭვრეტენ უფალს მომავალ საუკუნეში - ახალ იერუსალიმში, ცათა სასუფეველში. „და ქალაქსა მას არა უხმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელ მისა არს კრავი იგი“ (გამოცხ. 21,23). მახარებელი ლუკა, რომელიც თავის სახარებას წარმართებისთვის წერდა, არ იყენებს გამოთქმას - „ფერი იცვალა“ („მეტამორფოზა“), ალბათ, იმიტომ, რომ საბაბი არ მიეცა წარმართებისათვის თავიანთი წარმართული სწავლებანი მიესადაგებინათ სახარებისმიერი თხრობისათვის და ეფიქრათ რაღაც გადასახლებებზე, გარდაქმნებსა თუ მეტამორფოზებზე. ამიტომაც ამბობს იგი: „და იყო... ხილვაი პირისა მისისაი სხვა, და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე“. ყოვლადდიდებული ღვთაებრივი ნათელი უფლის მხოლოდ პირისახიდან კი არ ვრცელდებოდა, არამედ მთელი მისი ღმერთკაცობრივი ბუნებიდან და სამოსელთაც განაბრწყინებდა, რომელნიც ისეთნი სპეტაკნი შეიქნენ, რომ, მახარებელ მარკოზის თქმით, ამქვეყნად ვერც ერთი მათეთრებელი - „მმურკნვალი“ - ვერ შესძლებდა მათს ასე გათეთრებას (მარკ 9,13). ძველ დროში ადამიანთა შესამოსელი, უმთავრესად ცხვრის მატყლისაგან ნაქსოვი და თეთრი ფერისა იყო. მათი გაწმენდისა და გარეცხვისადგის, ანუ გათეთრებისათვის, როცა ქსოვილს არა მარტო რეცხავდნენ, არამედ საგანგებო მოთელვით აღადგენდნენ კიდეც, სამი დღე იყო საჭირო, ხოლო ჭრელი სამოსისათვის - ერთი დღე. ამ დროს იყენებდნენ საგანგებო მინერალებს, ნივთიერებებს და საპნებს, რომელთა ცუდი, სპეციფიკური სუნის გამო ეს „მმურკნვალი“, ანუ სამოსლის მათეთრებელნი, განმაახლებელნი, თავიანთ საქმეს ქალაქის გარეთ აკეთებდნენ. იერუსალიმშიც იყო ეგრეთ წოდებული მმკურნვალთა ველი, ქალაქის გალავანს გაღმა, ჩრდილო-დასავლეთის მხარეს (IV მეფეთა 18,17; ესააა 7,3; 36,2). სამოსის გათეთრება-განახლების ხელოვნება განსაკუთრებით მაღალ დონეზე იყო რომაელებში.’’ -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
ზვარე |
Jul 4 2008, 01:26 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
3. მათეს სახარება _ და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს. მარკოზის სახარება _ და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს ლუკას სახარება _ და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს. ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `რაზე ლაპარაკობდნენ? მის განსვლაზე, რომელიც მას იერუსალიმში უწევდა აღსრულებად, ე.ი. ჯვარზე სიკვდილზე გვეუბნება ლუკა (9,31). მოსე და ელია რატომღა გამოჩნდნენ? რათა ეჩვენებინა, რომ მეუფეა სჯულისა და წინასწარმეტყველთა, ცოცხალთა და მკვდართა; ელია ხომ წინასწარმეტყველი იყო, რომლის წინასწარმეტყველება ისევ ცოცხლობდა, მოსე კი _ სჯულისმდებელი, რომელიც მოკვდა. და კიდევ იმიტომ, რომ ეჩვენებინა, იესო ქრისტე არც სჯულის წინააღმდეგი იყო და არც ღვთის მტერი. ამგვარ შემთხვევაში მოსე არ დაელაპარაკებოდა მას ისევე, როგორც არ დაელაპარაკებოდა იმას, ვინც მის წინააღმდეგ იმოქმედებდა; ვერც თავგამოდებული ელია მოითმენდა მის იქ ყოფნას, ის რომ ღვთის მტერი ყოფილიყო. და კიდევ იმიტომ გამოჩნდნენ, რომ გაექარწყლებინათ იმათი ეჭვი, ვინც მას ელიად ან ერთ-ერთ სხვა წინასწამეტყველად თვლიდა. მოწაფეები როგორღა მიხვდნენ, რომ ისინი მოსე და ელია იყვნენ? რაღა თქმა უნდა, არა ხატით, რადგანაც მაშინ ხატების გაკეთება უსჯულო საქმედ ითვლებოდა. მათ ისინი იმ სიტყვების მიხედვით იცნეს, რომელსაც იესოს ეუბნებოდნენ: შესაძლოა, მოსე ეუბნებოდა: შენ ის ხარ, ვისი ვნებაც მე ადრევე წარმოვსახე, როცა კრავი დავკალი და პასექი აღვასრულე; ხოლო ელია: შენ ის ხარ, ვისი აღდგომაც მე წინასწარ წარმოვსახე, რაჟამს ქვრივის ვაჟი აღვადგინე და ა.შ. როცა უფალმა ისინი მოწაფეებს აჩვენა, ამით ასწავლა, რომ მათთვის მიებაძათ, ანუ ყოფილიყვნენ ვითარცა მოსე, მოკრძალებულნი და ყველასათვის მისაწვდომნი და საჭიროების ჟამს თავგამოდებულნი და მოუდრეკელნი, ვითარცა ელია და მათ მსგავსად არ მორიდებოდნენ საფრთხეს.~ იგი მარკოზის სახარების განმარტებისას ასევე დასძენს: `ელია და მოსე ბევრი მიზეზის გამო გვევლინებიან ქრისტესთან მოსაუბრედ, მაგრამ ორი მათგანის ხსენებაც საკმარისია. რამდენადაც მოწაფეებს უხაროდათ, რომ ხალხში ზოგს იგი ელიად მიაჩნდა, _ სხვანი კი _ წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთად აღიარებდნენ, იგი მოუვლენს მათ უდიდეს წინასწარმეტყველებს, რათა მოწაფეებმა, ყოველ შემთხვევაში, ამ გზით მაინც შეიცნონ განსხვავება მონასა და მეუფეს შორის. აი პირველი მიზეზი, მეორე: რამდენადაც მრავალნი თვლიდნენ ქრისტეს ღმრთის წინააღმდგომად, თითქოსდა შაბათის დამხსნელად და სჯულის დამრღვევად, ის უჩვენებს მთაზე ისეთ წინასწარმეტყველებს, რომელთაგან ერთი იყო სჯულისმდებელი, ხოლო მეორე _ მოშურნე; ასეთი წინასწარმეტყველები კი არ დაიწყებდნენ მასთან საუბარს, იგი რომ სჯულის დამრღვევი ყოფილიყო და არ შეესრულებინა ის, რაც იქადაგეს.~ წმ. იოანე კრონშტადტელი ამბობს: `რისთვის გამოცხადდნენ წინასწარმეტყველები, მოსე, რომელის ათას ხუთას წელს ქრისტემდე ცხოვრობდა და ილია _ თითქმის ათას წელს? და რატომ დიდებით? _ გამოცხადდნენ რათა დაუმოწმონ მოციქულებს, რომ იესო ქრისტე არის ძველთაგან წინასწარმეტყველთა პირით აღთქმული, ჭეშმარიტი მესია, მსოფლიოს მხსნელი, ცხოველთა და მიცვალებულთა მეუფე და მოციქულთა ჩასაგონებლად მისი (მაცხოვრის _ ზ. გ.) ტანჯვისა და სიკვდილის აუცილებლობისა სამყაროს გამოსახსნელად. დიდებით გამოცხადდენ იმიტომ, რათა დაარწმუნონ მოციქულები, რომ მათ აქ მიწაზე თავგანწირვისათვის ელოდებათ ასეთივე ან უფრო აღმატებული დიდება, როგორც ქრისტეს მოსწავლეებსა და მეგობრებს.~ წმ. ეფრემ ასურის სიტყვებით მოციქულები ახლა ხედავენ, რომ იესო ქრისტე „არ არის ილია, არამედ ღმერთი ილიასი. არც იერემია, არამედ ის, რომელმაც, განწმინდა იერემია დედის მუცელში, არც ერთი რომელიმე წინასწარმეტყველთაგანი, არამედ წინასწარმეტყველთა უფალი, რომელიც აგზავნიდა მათ ხალხში. იგია შემოქმედი ზეცისა და მიწის, მეუფე ცოცხალთა და მკვდართა, რომელმაც უბრძანა ზეცას და გადმოიყვანა ილია, მისცა მიწას ნიშანი და მკვდრეთით აღადგინა მოსე“... წინასწარმეტყველებს „უფალთან მიჰქონდათ მადლიერება, რომ მისი მოსვლით აღსრულდა მათი და სხვა წინასწარმეტყველთა სიტყვები; ისინი თაყვანსა სცემდნენ მას ცოდვილი ქვეყნის გადარჩენისათვის. იმისათვის, რომ მან თავად საქმით შეასრულა საიდუმლო მათით უწყებული“. ის ასევე საოცრად აღწერს ამ მოვლენას _ `ავიდნენ რა მთაზე, სიხარულით აღივსნენ მოციქულები და წინასწარმეტყველები. იხარებდნენ წინასწარმეტყველები, იხილეს რა მისი ადამიანურობა, რომელიც ადრე არ ეხილათ. იხარებდნენ მოციქულებიც, რადგან აქ განჭვრიტეს მისი ღვთაებრივი დიდებულება, რომელიც ადრე ვერ წარმოედგინათ, და გაიგონეს მამის ხმა, რომელიც ძეზე უმოწმებდა მათ. ამ ხმამ გაუხსნა მათ მისი განკაცების საიდუმლო, რომელიც ჯერაც დაფარული იყო მათგან. Mამის ხმასთან ერთად ამაში მათ მისი სხეულის დიდებულება არწმუნებდათ. აქ სამმაგი მოწმობა იყო მამაღმერთის ხმა, მოსე და ილია. ისინი წარდგნენ უფლის წინაშე, როგორც მსახურები და უცქერდნენ ერთმანეთს, _ წინასწარმეტყველები მოციქულებს და მოციქულები წინასწარმეტყველებს, წმიდა მოსე უცქერდა განათლებულ სიმონ-პეტრეს, სჯულმდებელი, მამის მიერ დადგენილი უცქერდა სჯულმდებელს ძის მიერ დადგენილს; ძველი აღთქმის ქალწული ილია უცქერდა ახალი აღთქმის ქალწულს იოანეს; ის ვინც ზეცას იქნა აღტაცებული ცეცხლოვანი ეტლით, უცქერდა მას ვინც მაცხოვრის ცეცხლოვან მკერდს დაეყრდნობოდა. ამგვარად მთა წარმოადგენდა ეკლესიას, რადგან მასზე იესომ შეაერთა ორი აღთქმა, ეკლესიისაგან მოცემული და დაანახვა მათ, რომ თვითონაა ორივეს მომცემელი.~ მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო კი წერს _ `მახარებელი ლუკა თავიდანვე არ მიუთითებს სახელებს და ამბობს, რომ უფალ იესოსთან ორი კაცი გამოცხადდა და ელაპარაკებოდნენ მას. ამით აღნიშნულია მოციქულთა პირველი შთაბეჭდილება, კერძოდ კი ის, რომ თავიდან მათ ვიღაც ორი კაცი დაინახეს, იესოსთან რომ მისულიყვნენ და ესაუბრებოდნენ მას, ხოლო შემდეგ მოსე და ელია წინასწარმეტყველნი შეიცნეს მათში. „აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს“. გამოთქმა „აჰა ესერა“ მიუთითებს გამოცხადების ანაზდეულობაზე. გამოთქმა - „თანა ზრახვიდეს“ - მოწმობს, რომ მათი საუბარი უკვე დაწყებულიყო და გარკვეულ ხანს გრძელდებოდა, სანამ გამოღვიძებული მოციქულნი ორი კაცის იქ ყოფნას შეამჩნევდნენ. ეტყობა, ლოცვის დამთავრების შემდეგ ისინი შესამოსელში გაეხვივნენ და რულს მიეცნენ, რის გამოც არ დაუნახავთ ორი კაცის გამოჩენა, რომლებიც იყვნენ ძველი აღთქმის დიდი წინასწარმეტყველნი: მოსე და ელია. როგორ შესძლეს მოციქულებმა ამ ორ გამოცხადებულ კაცში სწორედ მოსე და ელია თეზბიტელი შეეცნოთ? ამისთვის სხვადასხვა საშუალებანი შეგვიძლია ვივარაუდოთ. შესაძლოა, მოწაფეებმა მათი სახელები გონების გაცისკროვნების, ანუ საღმრთო გამოცხადების შედეგად ამოიცნეს. იმ საღმრთო ძალამ, რომელმაც მოსე და ელია უხილავი სამყაროდან ფერისცვალების მთაზე გადმოიყვანა, ახლა მოწაფეებს სულიერი თვალიც აღუხილა, და მათ მათი სახელები შეიცნეს. მეორეს მხრივ, შესაძლებელია, რომ მათ ძველი აღთქმის მართალთა ვინაობა იესო ქრისტეს მიერ მათდამი მიმართვის შედეგად შეიცნეს. ყველა შემთხვევაში, აუცილებელი იყო, რომ მოწაფეებს შეეცნოთ ეს ზეციური სტუმრები, რათა მათს სასწაულებრივ გამოცხადებას განეზარდა, თვალსაჩინო გაეხადა უფალ იესოს დიდება და განემტკიცებინა მოწაფეთა რწმენა იმაში, რომ ძველი აღთქმის სჯული და წინასწარმეტყველნი, თავიანთი ყველაზე დიდი ორი წარმომადგენლის - მოსეს და ელია თეზიბელის სახით, მათს უფალს იესო ქრისტეს ემსახურებოდნენ. სწორედ ამისთვის გამოცხადდნენ თაბორის მთაზე უფალთან საკუთრივ მოსე და ელია წინასწარმეტყველი, რადგან მოსე იყო ებრაელი ერის სჯულისმდებელი, ხოლო ელია ძველი აღთქმის საღმრთთ სჯულის ყველაზე დიდი მოშურნე და გულმოდგინე აღმსრულებელი. მოსე და ელია დიდებით გამოჩნდნენ, საღმრთო დიდებაში გამოცხადდნენ უფალ იესოსთან, ანუ იმ ნათლით მოსილი, გაბრწყინებული სახით, როგორითაც ღმერთის მიერ განდიდებული წმიდანები ცათა შინა იმყოფებიან და ზოგჯერ ამქვეყნადაც ევლინებიან ადამიანებს მათთვის საღმრთო ნების საუწყებლად. შესაძლოა, მოსე და ელია იმ ნათელით იყვნენ განათლებულნი, რომელსაც ფერცვალებული უფალი გამოაბრწყინვებდა, მსგავსად იმისა, როგორადაც ძველი აღთქმის წიგნები - სჯული და წინასწარმეტყველნი ირეკლავენ და წინათგამოსახავენ მომავალ დიდებას ქრისტესი, რომელიც ადამიანთა გამოსასყიდად და საცხოვნებლად მოევლინა ამა ქვეყანას. ხოლო რადგანაც ფერისცვალება წინასახედ ემსახურებოდა უფლის მეორედ დიდებით მოსვლას განკითხვის საშინელი დღისათვის, ამდენად მოსე განიდიდა კიდეც თაბორის მთაზე როგორც, თითქოსდა, მომკვდარ მართალთა წარმომადგენელი, ხოლო ელია თეზიბელი, როგორც ცოცხალთა წარმომადგენელი, რომელთა სხეულები უფლის მეორედ მოსვლისას, ქვეყნის დასასრულის ჟამს, მეყსა შინა შეიცვლებიან და მკვდრეთით აღმდგარ შესვენებულებთან ერთად ცხოველთა და მკვდართა მსაჯულს - უფალ იესო ქრისტეს წარუდგებიან განსასჯელად. მოსე და ელია უფალს მისი ამაქვეყნიდან განსვლის შესახებ ესაუბრებოდნენ, რაც მას იერუსალიმში უნდა აღესრულებინა, ანუ მის მომავალ ვნებებზე, ჯვარზე სიკვდილზე და შემდგომ მკვდრეთით აღდგომაზე. როცა მანამდე რამდენიმე დღით (ერთი კვირით) ადრე უფალი იესო თავის მოწაფეებს ელაპარაკებოდა თავისი მოახლოებული ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის შესახებ, მაშინ პეტრემ შეპასუხება დაუწყო მას და უთხრა: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე!“(მათე 16,22). ახლა კი ძველი აღთქმის ორი უმთავრესი წინასწარმეტყველი იესო ქრისტეს მისი ამა ქვეყნიდან განსვლის - ვნებისა და სიკვდილის შესახებ ესაუბრებიან, რაც უფალს იერუსალიმში უნდა აღესრულებინა. „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთვის დაწერა. უკუეთუ მისთა წიგნთა არა გრწამს, ჩემთასიტყვათაი ვითარ-მე გრწმენეს?“ - ეუბნებოდა უფალი იესო თავის მოწინააღმდეგე იუდეველებს (იოანე 5,46-47). წინასწარმეტყველი მოსე იესო ქრისტეს შესახებ წერდა, რომელიც ამქვეყნად მოივლინა, რათა, ერთის მხრივ, სჯული აღესრულებინა, ხოლო მეორეს მხრივ - თავის თავზე მიეღო სჯულისმიერი წყევლა (გალატ. 3,13), რათა ჯვარზე აღემაღლებინა ადამიანთა წყევა-შეჩვენება და ჯვარისმიერი სიკვდილით დაეხია, განექარვებინა ხელით-წერილი ჩვენი ცოდვებისა. ელია თეზიბელმა, ვითარცა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა წარმომადგენელმა, დაამოწმა უფლის ვნებათა მოახლოება, რომელთა შესახებაც წინასწარმეტყველნი იუწყებოდენ. ამგვარად, უფალ იესო ქრისტეს ყოვლადდიდებული ფერისცვალების დროს მოსე და ელია მაცხოვრის მომავალი, ჯვარზე საშინელი სიკვდილის შესახებ ლაპარაკობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თაბორის მთის თხემზე, გარემომცველი ბუნების მდუმარებაში, ყველაზე შესაფერი და ადვილი იყო ლოცვის აღვლენა, მოწაფეებმა მაინც ვერ შეძლეს ბოლომდე გაენაწილებინათ იგი უფალთან ერთად და ძილის მომძლავრებას დაუთმეს, რომელიც, როგორც სამართლიანად შენიშნავენ, სწორედ ლოცვისას მოეძალება ხოლმე ადამიანს და სწორედ მაშინ შეიპყრობს მას, როცა რაიმე მიზეზით ყველაზე მეტად არის საჭირო სიფხიზლე. თუმცა მოწაფეებს მხოლოდ დასაწყისი არ უხილავთ ფერისცვალებისა. მაცხოვრის საუბარისას მასთან გამოცხადებულ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებთან მათ გამოეღვიძათ და დაინახეს და მოისმინეს ყოველივე. „გან-რაი-იღვიძეს, იხილეს დიდებაი მისი, და ორნი კაცნი, მის თანა- მდგომარენი“. გარეგანი მოწმობის გარეშე, მხოლოდ გულით იცნეს მოციქულებმა ეს ზეციური მკვიდრნი მათი განდიდებული იერსახითა და სულიერ თვისებათა აშკარა ანაბეჭდით. მაგრამ ისინი უკვე განსასვლელად ემზადებოდნენ. რა მცირე ხანს ჭვრეტდენ მოწაფეები თავიანთ ღვთაებრივ მოძღვარს, ამ ზეციურ მკვიდრთა თანა მოსაუბრეს! რა საკვირველი, სასწაულებრივი სახილველი იყო ეს! უფალი იესო ქრისტე მთელი თავისი საღმრთო დიდებით იდგა მათ წინაშე, მოსე და ელიაც ასევე საღმრთო დიდებით იყვნენ მოსილნი, რომელიც მისგან ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ასევე დიდად მშვენიერი იყო. ახლა უკვე ცხადი იყო მონების განსხვავება უფლისაგან. წინასწარმეტყველი ელია სწორედ იმისთვის გამოცხადდა აქ, რომ მოძღვარი ელიად არ მიეჩნიათ. მოსეც იმისთვის იყო აქ, რომ იესოს არასდროს არ დაურღვევია მისი სჯული, როგორც ამაში იუდეველნი ადანაშაულებდნენ. მაგრამ მოციქულებს ყოველივე ეს ჯერ კიდევ არა აქვთ შემეცნებული. ეს იმ წინადადებიდან ჩანს, რომელიც მოციქულმა პეტრემ შესთავაზა უფალს, როცა დაინახა, რომ ზეციური მართალნი უფალთან განსაშორებლად განემზადნენ. ~ წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: ` ხოლო რაÁსათÂს წარმოადგინნა მუნ მოსე და ელია? მრავალი არს ამის საქმისა მიზეზი: პირველად ამისთÂს, ვინაÁთგან ერთნი იტყოდეს მისთÂს, ვითარმედ ელია არს, სხუანი იტყოდეს, იერემია არსო, სხუანი იტყოდეს, ერთი ვინმე არსო წინაÁსწარმეტყუელთაგანი. ამისთÂს თავნი იგი წინაÁსწარმეტყუელთანი წარმოადგინნა, რაÁთა იხილონ მოწაფეთა, თუ რავდენი განყოფილებაÁ არს შორის მეუფისა და მონათა, და ცნან, ვითარმედ ჭეშმარიტ იყო სიტყუაÁ იგი პეტრესი, რომელ აღიარა ძედ ღმრთისა ცხოველისად. მეორედ ამისთÂს, რამეთუ იტყოდეს ჰურიანი, ვითარმედ გარდამავალი არს იგი შჯულისაÁ, და მგმობრად სახელ-სდებდეს, და იტყოდეს: `ესე არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს~; და კუალად ეტყოდეს: `კეთილითა საქმისათÂს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათÂს, და შენ რამეთუ კაცი ხარ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ~. ხოლო რაÁთა გულისÃმა-ყონ მოწაფეთა და მათ მიერ ყოველთა, ვითარმედ შურისაგან ზრახვიდეს ამას და ვითარმედ არცა შჯულისა გარდამავალ არს, არცა ცუდად ჰყოფს თავსა თÂსსა სწორ ღმრთისა, არამედ ჭეშმარიტად ძე ღმრთისაÁ არს, ამისთÂს წარმოადგინა შჯულისმდებელი იგი მოსე და მოშურნე იგი მგმობართა ზედა ელია. რამეთუ არცა, თუმცა შჯულისა გარდამავალ იყო და არამცა მეუფე იყო შჯულისაÁ, წარმოუდგამცა მოსე, ვითარცა მონაÁ, არცა, თუმცა ცუდად იტყოდა თავსა თÂსსა ძედ ღმრთისა, წარმოუდგამცა ძრწოლოთ ელია, მოშურნე იგი ღმრთისმსახურებისათÂს. მესამედ ამისთÂს, რაÁთა ცნან ყოველთა, ვითარმედ იგი არს უფალი ცხოველთა და მკუდართაÁ, და ÃელმწიფებაÁ აქუს ცხორებისა და სიკუდილისაÁ, და მეუფე არს ზეცისა და ქუეყანისაÁ და ქუესკნელთაÁ. ამისთÂს პირველვე აღსრულებული იგი, და რომელსა არღა ეხილვა გემოÁ სიკუდილისაÁ, შორის წარმოადგინნა. მეოთხედ ამისთÂს, რაÁთა გამოაჩინოს დიდებაÁ იგი ჯუარისაÁ, და ნუგეშინის-სცეს პეტრეს და მისთანათა, შეშინებულთა ვნებისა მისისათÂს, ვითარცა იტყÂს მახარებელი, ვითარმედ: ეჩუენნეს მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას, და იტყოდეს განსლვასა მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუალÀმს.ესე იგი არს, მოასწავებდეს ვნებასა მისსა და ჯუარცუმასა, რომელსაცა დიდებად უწოდა. მეხუთედ ამისთÂს, ვინაÁთგან თქუა: `რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თÂსი და აღიღენ ჯუარი თÂსი და შემომიდეგინ მე~; წარმოადგინნა ორნი იგი მოღუაწენი ღმრთისმსახურებისანი, რომელთა დადვეს თავი თÂსი სიკუდილად სიტყÂსათვის ღმრთისა, და არა ჰრიდეს წარწყმედად სულთა თÂსთა ამას საწუთროსა, რაÁთა მოიგნენ იგინი საუკუნოდ. რამეთუ მოსე წარმდებებით და ურიდად ჰბრძოდა ფარაოს სიტყÂსათÂს ღმრთისა, და ელია ეგრეთვე აქაბს, დაÃსნად საცთურისა მის კერპთმსახურებისა, და კუალად შეურაცხებაÁ სოფლისაÁ და უპოვარებაÁ ფრიადი მოიგეს ორთავე. რამეთუ არცა რაÁ მოსეს აქუნდა ამის საწუთროÁსა, არცა ელიას, გარეშე ხალენისა მის. ამისთÂს წარმოადგინნა იგინი, რაÁთა აუწყოს მოციქულთა, ვითარმედ თანა-აც ბაძვაÁ სათნოებისა მათისაÁ, და მსგავსად მათსა მოგებად შური საღმრთოÁ, და წინამძღურობაÁ ერისა მორწმუნისაÁ, რაÁთა იყვნენ მშÂდ, ვითარცა მოსე, და მოშურნე, ვითარცა ელია. რამეთუ გამოაჩინნა რაÁ იგინი დიდებით, ამას ყოველსა მოაÃსენებდა მოწაფეთა, და ამისთÂს წარმოადგინნა გამობრწყინვებულნი იგი ძუელსა შინა, რაÁთა აუწყოს, ვითარმედ: უკუეთუ მათ აჩრდილსა მას შინა ესოდენი ახოვნებაÁ აჩუენეს და სათნოებაÁ, ფრიად უმეტესი უÃმს ამათ ჩუენებად, გამობრწყინდა რაÁ მზე სიმართლისაÁ და განგუათავისუფლნა მძლავრებისაგან ეშმაკისა და მოჰფინა ნათელი აზნაურებისაÁ კაცთა ზედა. მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს: `ეს საკვირველი, ზეციური ნათელი ბრწყინავდა, როგორც ელვა და მოიცვა მოციქულთა სული; ღვთიური მშვენიერების ელვარებით იღვრებოდა ეს უცნაური ნათელი ყოველივე ირგვლივ არსებულზე, აღწევდა სულიერ სამყაროში და მიიზიდა ზეციური სამყაროდან - ღვთის დიდებულების უდიდესი მოშურნე ილია, ხოლო ქვევითა სამყაროდან კი - სჯულმდებელი მოსე, რათა აღსრულებულიყო წმინდა წერილი: „მხოლოდ ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვით შედგება საქმე“ (მეორე რჯ. 19,15). მთ. ეპ. ნიკანორის სიტყვებით _ „ქრისტეს ღვთაებრიობის ელვარებამ, გაიბრწყინვა მისი კაცობრიული ღრუბლის გასწვრივ; ღვთაებრივი დიდებულების ნათელი გაცისკროვნდა მისი ადამიანური სიმდაბლის საფარველის წინ; ღმერთკაცი ეჩვენა არა მარტო ზეცის მკვიდრთ დასანახად, არამედ მიწიერი ადამიანების დამძიმებულ თვალებსაც თავის დიდებაში, ეჩვენა იმ დიდებაზე მეტ დიდებულებაში, როგორშიც გამოვლინდა იგი სინასა და ქორიბის მთაზე, სწორედ იმ დიდებაში, თუმცა მოციქულთა უძლურებიდან გამომდინარე მაინც თავშეკავებული დიდებით, რომელიც ღვთის რჩეულთ ზეციურ სამყოფელში გაუნათებს მზისა და მთვარის ნაცვლად მარადის. გამოჩნდა ისეთი დიდებით, რომ მისი სახის ნათელმა დააბნელა პირველი ბრწყინვალე სხივები ამომავალი ქვეყნიურ მზისა, როგორც გალობს წმინდა ეკლესია... მთრთოლვარე სიხარულით ღრუბელში იმყოფებოდა თაბორის მთაზე - სწორედ ის მოსე, რომელმაც იხილა ღმერთი წყვდიადის, ორთქლის, ელვის, ცეცხლის სახით და ევედრებოდა ღმერთს სინას მთაზე: „მასწავლე შენი გზა და მეც შეგიცნობ“, და მაინც მოესმა პასუხად: „ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან, ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს“ (გამ. 33, 17-20); და ის ცეცხლივით ანთებული ილია, რომელსაც ქორიბის მთაზე სურდა დაენახა და მაინც ვერ დაინახა ღმერთი გრიგალის სახით, რომელიც მუსრავდა მთებსა და კლდეებს, მიწისძვრისა და ცეცხლის სახით, და განიცადა მხოლოდ ღვთის სიახლოვის აჩრდილი გრილი ნიავის ხმაში - მშვიდი გრილი ნიავის ქროლაში; ორთქლში იდგნენ ღვთის ნებით, რათა დაეცხროთ დიდი ხნის წყურვილი - თვალხილულად ეხილათ, რა არის ღმერთი, რომელიც წარმოადგენს თავს არა ჩვენებებში, არამედ თავის არსში, რომელიც იპოსტასურად შეუერთდა ადამიანურ ბუნებას და აქედან ავლენდა თავის დიდებას: და აი ისინი, რომელნიც ფერშეცვლილის დიდებით იყვნენ დაფარულნი, წარდგებიან მასთან, როგორც უფლის წინაშე, ვისთანაც წარდგნენ სინასა და ქორიბზე’’. მეუფე ზოსიმე განმარტავს : `უფალს უყვარდა ლოცვების შესრულება მთაზე ღამის სიმყუდროვეში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მაშინაც ღამე იყო, და მთელ ღამეს გასტანა ჩვენი უფლის ლოცვამ ისე, რომ მთელი დღის საზრუნავებით დაქანცულ მოწაფეებს, თავიანთი ლოცვების შესრულების შემდგომ, გათენებისას ჩაეძინათ. სწორედ ახლა, თაბორზე, ფერისცვალების ჟამს, გულის სიღრმიდან, რომელიც მთლიანად ემორჩილებოდა მამა ღმერთს, მან წარმოთქვა დიდებული სიტყვა: „მოვალ, ... ყოფად ღმერთო ჩემო, ნებისა შენისა“ (ებრ. 10,7). და აი, მისი წმიდა სულის უზესთაესი მდგომარეობა გაბრწყინდა აღტაცებით, გულაჩვილებით და წმიდა გადაწყვეტილებით ღვთის საქმის საკეთებლად, მის ღვთაებრივ მზერაში განათდა და მის სიკეთით გამშვენებულ სახეზე, შემდეგ კი - მთელს მის უწმინდეს სხეულზე, გაბრწყინდა მისი სამოსელიც, გაელვარდა მის გარშემო გამოუთქმელი ნათლით მთელი მთის წვერი... და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად.~ იქვე დასძენს _ `ამისათვის მოვლენ თაბორზე - ერთი მომკვდარი, მეორე კი ისეთი, რომელსაც ჯერაც არ განეცადა სიკვდილი; ორივე წინასწარმეტყველი, უფლის მსგავსად რომ მარხულობდა 40 დღე; ორივეს გასვლა ამქვეყნიდან იყო საიდუმლოებით მოცული: ილია ცოცხლად იქნა ზეცაში აყვანილი, მეორე გარდაიცვალა, მაგრამ მისი დაკრძალვის ადგილი გასაიდუმლოვდა ყველასათვის… თაბორზე, როგორც იქნა, შესრულდა აღთქმული სურვილი ამ ორი დიდი წინასწარმეტყველისა - დაენახათ ღმერთი პირისპირ და დალაპარაკებოდნენ მას.~ -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
korti |
Jul 4 2008, 01:28 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 20-May 08 წევრი № 4,867 |
|
ზვარე |
Jul 4 2008, 01:29 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
4. მათეს სახარება _ მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩეუნდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა. მარკოზის სახარება _ და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ. ლუკას სახარება _ და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, − რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `პეტრეს დიდმა სიყვარულმა და სურვილმა, რომ იესოს წამება არ განეცადა, ათქმევინა: `კეთილ არს აქა ყოფად~, ანუ წავალთ და სიკვდილიც აგვშორდება, ხოლო უკეთუ აქ მოვა ვინმე, მოსე და ელია გვეყოლებიან შემწედო. მოსემ ეგვიპტელებზე გაიმარჯვა, ელიამ კი ციდან ცეცხლი ჩამოიტანა. ისინი ხომ მაშინაც ასეთნი იქნებიან, როცა აქ მტრები მოგვაკითხავენო. ყოველივე ეს პეტრეს დიდმა შიშმა ათქმევინა. ლუკა შენიშნავს, რომ მან არ იცოდა, რას ამბობდა. იგი ან უჩვეულო სანახაობამ მოხიბლა, ან თავისი ნათქვამისა მართლაც არ ესმოდა, როცა გამოხატავდა სურვილს, რომ იესო მთაზე დარჩენილიყო და ჩვენთვის წამება თავიდან აერიდებინა. მაგრამ, ამავე დროს, მას ეშინოდა, რომ თვითრჯულად არ ჩაეთვალათ და ამიტომაც ეუბნება იესოს: `თუ გნებავსო~. მარკოზის სახარების კომენტირებისას ამბობს _ `პეტრეს კი ეშინოდა მთიდან ჩამოსვლა (ვინაიდან შიში ჰქონდა უფლის ჯვარცმისა) და ამიტომ თქვა: `კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი~ და ნუ ჩავალთ კვლავ იუდეველთა გარემოცვაში; რადგან შენი მტრები აქ რომც მოვიდნენ, ჩვენ გვყავს მოსე, ეგვიპტელთა დამმარცხებელი, გვყავს ელია ზეციდან ცეცხლის გარდმომვლენელი და ორმოცდაათმეთაურთა მომსვრელი. რაზე საუბრობდნენ მასთან წინასწარმეტყველნი? ისინი საუბრობდნენ მის ჯვარცმასა და სიკვდილზე. ხოლო პეტრე რას ამბობდა, თავადაც არ იცოდა იმიტომ, რომ ყველა ისინი (მოწაფეები) შეშინებულნი იყვნენ ქრისტეს ხელთუქმნელი ნათლითა და დიდებით. მას არ სურდა, რომ იესო ჩამოსულიყო მთიდან, რათა ჯვარცმულიყო ჩვენი გამოხსნისათვის, არამედ სურდა მუდამ მთაზე დარჩენა. მაგრამ მივმართოთ ჩვენი გონება (იდუმალი) ჭვრეტისკენ. ამ ქვეყნის აღსასრულის შემდგომ, რომელიც ექვს დღეში შეიქმნა, აღგვიყვანს ჩვენ იესო, უკეთუ თუკი (ჭეშმარიტი) მოწაფეები ვართ, `მაღალ მთაზე~ ანუ ზეცად და გამოგვეცხადება უბრწყინვალესი სახით. ახლა იგი დამდაბლებული სახით მოგვევლინა, როგორც ჯვარცმული და დურგლის შვილი, ხოლო მაშინ ვიხილავთ მის დიდებას, როგორც მხოლოდშობილისა; ვიხილავთ აგრეთვე სჯულს და წინასწარმეტყველებსაც მასთან მოსაუბრეს, ანუ მასზე მოსესა და წინასწარმეტყველთა მიერ თქმულს, მაშინ გულისხმავყოფთ და ვპოვებთ მათი წინასწარმეტყველების სრულ განხორციელებას. მაშინ გავიგონებთ მამის ხმასაც, რადგან მამა განგვიცხადებს ძეს და გვაუწყებს: `ესე არს ძე ჩემი~. როგორ გვაუწყებს ამას? ღრუბელი, ანუ სული წმიდა დაგვჩრდილავს, ვინაიდან იგია წყარო ცხოვრებისა.~ ლუკას სახარების კომენტირებისას კი დასძენს: „პეტრე ამბობს: კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა, მას ეგონა, რომ უკვე დადგა ქვეყნის დასასრული და იესოს მეუფება. მაგრამ მან არ იცოდა, რას ამბობდა; რამეთუ მაშინ ჯერ არ დამდგარიყო ქვეყნის დასასრული და ჯერ არ მოსულიყო ღმერთის სუფევისა და იმ სიკეთეებით ტკბობის დღე, რომლებსაც წმიდანნი მიაღწევენ. პეტრემ თქვა: „კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი“ - იმიტომაც, რომ ეშინოდა ქრისტეს მომავალი ჯვარცმისა. მას სმენოდა იესო ქრისტესაგან, რომ უნდა მოკვდინებულიყო და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარიყო. ამიტომაც თქვა ასე, თითქოსდა ამგვარად იტყვისო: ნუ ჩავალთ ამ მთიდან, აქ დავრჩეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ჯვარი და ვნება; და თუკი იუდეველნი მოგვიხდებიან აქ, ჩვენ გვყავს შემწედ ელია, რომელმაც ციდან ცეცხლი გარდამოავლინა და მის შესაპყრობად მოსული მეომრები მოწყვიდა; აქვე გვყავს შემწედ მოსე, რომელმაც ესოდენ და ასე ძლიერი ხალხი დაამარცხა. ეს თქვა პეტრემ, რამეთუ „არა იცოდა, რასა იტყოდა“. რამეთუ მას ეგონა, რომ ჯვარი არის რაღაც უაღრესად ძნელი და ცუდი; ხოლო ამიტომ სურდა რა თავიდან აეცილებინა იგი, თქვა კიდეც ასე: ხოლო უფალს სწყუროდა ჯვარცმულიყო, რადგან სხვაგვარად არ იქნებოდა ადამიანთა ხსნა … როგორადაც ძველ აღთქმაში (საკვირველი) ღრუბელი თავის თავში ღმერთს შეიცავდა, და მოსეც მასში შედიოდა და ამგვარად მიიღებდა საღმრთო სჯულს, ასევე ახლაც ღრუბელმა ქრისტე მოიცვა, და ბნელმა კი არა, ნათლით მოსილმა ღრუბელმა, რამეთუ განქარვებულიყო სჯულის ჩრდილი და უცნობლობის წყვდიადი; რამეთუ ჭეშმარიტება მოსულიყო ქვეყნად და უფლის მადლი გაბრწყინებულიყო, და ამიტომ ახლაც არაფერია ბნელი“. წმ. ეფრემ ასურის სიტყვებით _ „სიმონი ჯერ ისევ ადამიანურად უყურებს იესოს და აყენებს მას მოსესა და ილიას გვერდით, მაგრამ უფალმა მაშინვე აჩვენა საქმით, რომ არ საჭიროებდა მის საფარველს, რადგან უფალი მის წინაპრებს უდაბნოში ორმოცი წლის განმავლობაში ღრუბლის საფარველით იფარავდა“. შემდეგ განავრცობს საუბარს უფლის სიტყვებით _ `თუ აქ დავრჩებით ვინღა დაჰხსნას ადამის ხელწერილი? ვინ გადაიხდის მის ვალს? ვინ დაუბრუნებს მას დიდების შესამოსელს? თუ აქ დავრჩებით როგორღა განხორციელდება შენთვის აღთქმული? როგორ დაფუძნდება ეკლესია? როგორ მიიღებ შენ თვითონ ზეციური სასუფევლის კლიტეებს? ვის შეჰკრავ და განხსნი? თუ აქ დავრჩებით, ყველაფერი წინასწარმეტყველთა თქმული გაუქმდება.~ მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო წერს: `რისთვის მიდიან ზეცის მკვიდრნი? აქ, ამ მთაზე ხომ ასე კარგია! ნუ წავლენ სამ კარავში თქვენ კარგად მოთავსდებით (საკუთარი თავისა და სხვა მოციქულების შესახებ პეტრე დაიდუმებს) აქ უხიფათოც იქნება ყოფნა და ღვთაებრივადსასიამოვნოც! რამეთუ, როგორც მახარებელი შენიშნავს, პეტრემ არ იცოდა, რას ამბობდა. მან ჯერ არ იცოდა, რომ ფერცვალებული უფლის გვერდით მუდმივი ყოფნისათვის აუცილებელი იყო მისი მკედრეთით აღდგომის შეცნობა და შემდგომ ნებაყოფლობითი მონაწილეობა მის ტანჯვაში, სატანჯველთა მიღება, „თანა-ხატ-ყოფა“ მისი სიკვდილისადმი (ფილიპ. 3,10). როცა მოციქული პეტრე სამი ტალავრის - კარვის დადგმას სთავაზობდა უფალ იესოს აქ, თაბორის მთაზე, უფალმა ანაზდად შექმნა ხელთუქმნელი კარავი: საკვირველი, ნათლით მოსილი ღრუბელი დაადგრა მათ თავს, ისეთი, რომელიც ცხადად მიუთითებდა მამა-ღმერთის იქ მყოფობაზე. ძველ აღდქმაში საკვირველი ღრუბელი სიმბოლო ანუ ნიში იყო ხოლმე ღვთაების განსაკუთრებული მუნმყოფობისა; კერძოდ, მუქი ღრუბელი მიანიშნებდა ღმერთის რისხვაზე ადამიანთა უკეთურებისათვის (გამოსვლათა 24,18; 19,18); ხოლო ნათელი ღრუბელი მოწყალე ღმერთის მუნმყოფობას მოასწავებდა. ამგვარი ღრუბლით (შეჰინად წოდებულით) „აღივსო ტაძარი იგი უფლისაი. და ვერ დგეს მღვდელნი იგი მსახურებასა მას ღრუბლისა მისგან, რამეთუ დიდებითა უფლისათა აღივსო ტაძარი იგი“ (III მეფეთა 8,10-11; შდრ. იეზეკ. 1,4; 10,4). ეს ნათელი ღრუბელი, ალბათ, თანდათანობით ეშვებოდა და მოიცავდა მათ: „და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას“. ~ წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: ` ვინაÁთგან პირველ ამისა ასმიოდა, ვითარმედ ჯერ-არს აღსლვაÁ იერუსალÀმდ და ვნებაÁ უფლისაÁ მღდელმოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა ერისათა, აქუნდა შიში იგი გულსავე თÂსსა, დაღათაცუ შეჰრისხნა მას უფალმან და მრავლით კერძო უჩუენა სარგებელი დიდებულისა მის განგებისაÁ, არამედ იგი მწუხარევე იყო და შეძრწუნებულ ვნებისათÂს უფლისა. ამისთÂს იხილა რაÁ მთასა მას ზედა ესევითარი დიდებაÁ, ენება, რაÁთამცა ყოვლადვე მუნ იყვნეს და არამცა წარვიდეს იერუსალÀმდ. ხოლო დაღათაცუ ცხადად ვერღარა იკადრებდა თქუმად, თუ: ნუ აღვალთ იერუსალÀმდ, არამედ რეცა სხÂთა მიზეზითა ეტყÂს ამას ესევითარითა გულისსიტყÂთა, რაÁთამცა მარადის მუნ იყვნეს და არღარამცა აქუნდა შიში მღდელმოძღუართაგან, ანუ ფარისეველთა, არცა იჭÂ მოკლვისა მისისაÁ. ამისთÂს თქუა: `კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაÁ~, რამეთუ იხილა მოსე, რომელი ნისლსა შევიდა და ღმრთისა მიმართ ზრახვიდა; და ელია, რომელმან ცეცხლი გარდამოიყვანა ზეცით მთასა მას ზედა და უშჯულონი იგი დაწუა, და ენება, რაÁთამცა მარადის მუნ იყვნეს მათ თანა და არავისგან აქუნდა შიში. იხილეა მÃურვალებაÁ სიყუარულისა მისისაÁ ქრისტეს მიმართ? რამეთუ ნუ ამას გამოეძიებ, თუ რად იტყოდა უÃმარსა სიტყუასა; რამეთუ არღა მოეღო მაღალი იგი გულისÃმისყოფაÁ. არამედ ესე იხილე, თუ რაოდენ ეტყინებოდა მის შორის ცეცხლი ქრისტეს სიყუარულისაÁ; რამეთუ არა თუ თÂსისა სიკუდილისაგან ეშინოდა და ამისთÂს ესრეთ იტყოდა, ნუ იყოფინ! და იხილე, ოდეს თÂსისა თავისათÂს მოვიდა სიტყუაÁ, რაÁ-იგი ჰრქუა უფალსა: `სული ჩემი შენთÂს დავდვა. დაღათაცუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უარ-გყო შენ~. და სიტყუაÁ თÂსი საქმით დაამტკიცა. რამეთუ მო-რაÁ-ვიდეს ერნი იგი მახÂლითა და წათებითა შეპყრობად იესუსა, არცა შეშინდა, არცა ივლტოდა, არამედ ახოვნად განეწყო ბრძოლად ესოდენისა მიმართ ერისა, და მახÂლი იÃადა და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ თÂსისა თავისათÂს აქუნდა შიში, არამედ შეიწუებოდა გული მისი მოძღურისა მისთÂს სახიერისა. ამისთÂს იტყოდა: `გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაÁსა?~ რასა იტყÂ, Ä პეტრე? არა უპირატეს მცირეთა დღეთა განჰყავი იგი მონათაგან და აღიარე და სთქუ: `შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაÁ?~ ვითარ უკუე აწ კუალად მონათა თანა აღჰრაცხავ მას და ეტყÂ: `ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაÁსა?~ ჰხედავთა, ვითარ პირველ ჯუარცუმისა ქრისტესა უძლურ იყვნეს და ვერ მიწთომილ სრულსა გულისÃმისყოფასა? რამეთუ დაღაცათუ გამოუცხადა მას მამამან, გარნა ვერ უძლო მან სრულიად დამარხვად გულსა თÂსსა გამოცხადებაÁ იგი, არამედ შიშისაგან და ზარისა შეძრწუნდა, არა პირველთქუმულისა ხოლო მიზეზისათÂს, არამედ საკÂრველებისაგანცა ხილვისა მის დიდებულისა. ამისთÂს მახარებელნი გამოაჩინებენ, ვითარმედ ზარისა მისგან და საკÂრველებისა შეძრწუნდა გონებაÁ მისი, ვითარცა იტყÂს მარკოზ, ვითარმედ: `არა იცოდა, რაÁმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს~; და ლუკა იტყÂს, ვითარმედ: `პეტრე და მისთანანი დამძიებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაÁ-იღÂძეს, იხილეს დიდებაÁ მისი და ორნი იგი კაცნი მის თანა მდგომარენი. და ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაÁ, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ... რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა~. ხოლო დამძიმებად ძილითა ფრიადსა მას შიშისაგან და ზარისა დასულებასა მათსა მოასწავებს. რამეთუ ვითარცა თუალნი დამძიმდებიან და დაბნელდებიან, უკუეთუ მყოარ ჟამ შეადგინეს ვინ მცხინვარებასა მზისასა, ეგრეთვე, და ფრიად უმეტესად, მაშინ შეემთხÂა მათ, რამეთუ ბრწყინვალებაÁ იგი დაჰფარვიდა ნათელსა მზისასა და დაუმძიმებდა უძლურებასა თუალთა მათთასა. არა თუ ღამით იყო ხილვაÁ იგი, არამედ დღისი, და ელვარებამან მან დაფარა ბრწყინვალებაÁ მზისაÁ; ვითარმცა უკუე იტÂრთეს იგი Ãორციელთა მათ თუალთა?~ -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
korti |
Jul 4 2008, 01:31 PM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 20-May 08 წევრი № 4,867 |
|
ზვარე |
Jul 4 2008, 01:32 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
5.
მათეს სახარება _ და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ. მარკოზის სახარება _ და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ. ლუკას სახარება _ და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას. და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში ამბობს: `შენ, პეტრე, ხელით შექმნილი კარვის დადგმა გსურს, მამაჩემმა კი სხვაგვარი კარავი შემომარტყა ღრუბლისა და გიჩვენათ, რომ ისევე როგორც თვითონ, მისი ძეც ადამიანებს ღრუბლით გამოეცხადებოდა. ღრუბელი აქ ნათელია და არა ბნელი, როგორც ეს ძველად იყო, რადგან ქრისტეს ჩვენი შეშინება კი არა, არამედ განსწავლა უნდოდა. ხმა ღრუბლებიდან იმიტომ ისმის, რომ გვიჩვენოს, იესო ღვთისგანაა მოვლენილი. სიტყვები: `რომელი მე სათნო ვიყავ~, ნათქვამია ნაცვლად სიტყვებისა: `რომელშიც მე განვისვენებ და რომელიც მნებავს~. ხოლო სიტყვებით: `მაგისი ისმინეთ~, გვასწავლის, რომ წინ არ უნდა აღვუდგეთ მას, თუნდაც ჯვარცმა სურდეს.~ ლუკას სახარების კომენტირებისას კი დასძენს: `როგორადაც ძველ აღთქმაში (საკვირველი) ღრუბელი თავის თავში ღმერთს შეიცავდა, და მოსეც მასში შედიოდა და ამგვარად მიიღებდა საღმრთო სჯულს, ასევე ახლაც ღრუბელმა ქრისტე მოიცვა, და ბნელმა კი არა, ნათლით მოსილმა ღრუბელმა, რამეთუ განქარვებულიყო სჯულის ჩრდილი და უცნობლობის წყვდიადი; რამეთუ ჭეშმარიტება მოსულიყო ქვეყნად და უფლის მადლი გაბრწყინებულიყო, და ამიტომ ახლაც არაფერია ბნელი“. წმ. ეფრემ ასური წერს: `ამ ხმით შთააგონა მათ მამაღმერთმა, რომ მოსეს სჯულმდებლობა დასრულდა, და რომ ძეს უნდა უსმინონ. რადგან მოსე, როგორც მონა (უფლისა _ ზ. გ.), ამბობდა იმას, რა სჯულიც მიეცემოდა და ქადაგებდა იმას, რაც მისთვის თქმული იყო, ისევე როგორც ყველა წინასწარმეტყველი, ვიდრე მოვიდოდა იგი, რომელიც აღთქმული იყო, ესე იგი იესო, რომელიც არის ძე და არა დაახლოებული მსახური. უფალი და არა მონა, მბრძანებელი და არა დაქვემდებარებული, სჯულმდებელი და არა სჯულს ქვეშ მყოფი.~ წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: ,,ხოლო სიტყÂსა მის მიმართ პეტრესა არარაÁ მიუგო უფალმან, არცა მოსე, ანუ ელია, არამედ მამამან ზეგარდმო Ãმა სცა ღრუბლით გამო. რაÁსათÂს ღრუბლის გამო? რამეთუ ესრეთ განუწესებიეს მარადის ღმერთსა ხილვაÁ მისი, ვითარცა იტყÂს წინაÁსწარმეტყუელი, ვითარმედ: `ღრუბელი და ნისლი გარემო მისა~, და `მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა~. და ამაღლებისათÂს უფლისა იტყÂს ლუკა მახარებელი წიგნსა მას მოციქულთასა, ვითარმედ: `ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა~. ხოლო რაÁთა გულსავსე იქმნენ, ვითარმედ ღმრთისა მიერ არს ÃმაÁ იგი, ამისთÂს წერილისაებრ ღრუბელი ნათლისაÁ მოჰფინა. მთასა მას ზედა სინასა ეჩუენა რაÁ ღმერთი მოსეს, და უნდა რაÁთა შიში დასდვას უგულისÃმოთა მათ და გულფიცხელთა ჰურიათა, ღრუბელი ბნელისაÁ გამოძჩინა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: `შევიდა მოსე ნისლსა მას და ღრუბელსა, და ვითარცა კუამლი საÃუმილისაÁ აღვიდოდა ნისლი იგი და ღრუბელი, და ქუხილი იყო და ელვაÁ და ÃმაÁ სასტიკებისაÁ~. და კუალად წინაÁსწარმეტყუელი იტყÂÁს რისხვისა მისისათÂს, ვითარმედ: `ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა~. ხოლო აქა ვინაÁთგან არა შეშინებაÁ ენება, არამედ სწავლად მოციქულთა და უწყებად ჭეშმარიტებისა, ამისთÂს ღრუბელი ნათლისაÁ ჰფარვიდა. და ძუელსა მას შინა ნისლი იყო და არმური, ხოლო აქა _ ნათელი თუალთშეუდგამი და ÃმაÁ სიხარულისაÁ. პეტრე იტყოდა, ვითარმედ: `ვქმნეთ სამ ტალავარ~, ხოლო ღმერთმან ღრუბელი ნათლისა, ტალავარი Ãელითუქმნელი მოჰფინა, და ძე იგი საყუარელი წამა: `ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ; მაგისი ისმინეთ.~ ხოლო ÃმაÁ ესე რაÁ ისმა, რაÁთა არა საგონებელ იქმნას, ნუუკუე სხÂსა ვისმე მათგანისა იყო ÃმაÁ იგი, არამედ ცნან მოწაფეთა, ვითარმედ ქრისტესთÂს არს, ამისთÂს მოწევნასა მას Ãმისასა მოსე და ელია უჩინო იქმნეს და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მÃოლოÁ იხილვა, და ÃმაÁ იგი ღაღადებდა: `ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ.~ ვინაÁთგან პირველცა გამოუცხადა პეტრეს უხილავად მამამან ძე იგი საყუარელი და თანაარსი, ხოლო მას ვითარმცა მიჰვიწყებოდა გამოცხადებაÁ იგი, ამისთÂს შეშინებულ იყო ვნებისა მისისათÂს და ჰგონებდა, თუ უნებელი რაÁმე შეემთხუევის. ამისთÂს აწ განცხადებულად, Ãმითა მაღლითა, ღრუბლით გამო ნათლისაÁთ, გამოუცხადა სამთავე, თავთა მათ მოციქულთასა, და წამა მამამან ძე იგი თანადაუსაბამოÁ და თანაარსი: `ესე არს ძე ჩემი საყუარელი~. ისმინე, Ä პეტრე, ÃმაÁ ესე, და ნუღარა შეშინებულ ხარ. რამეთუ ჯერ-იყო შენდა პირველ ამის Ãმისაცა გულსავსეობაÁ ძალისა მისისათÂს, და უწყებაÁ, ვიტარმედ, რომელმან-იგი მრავალნი მკუდარნი აღადგინნა, Ãელეწიფების თÂსისაცა ტაძრისა ÃორცთაÁსა აღდგინებად. ხოლო ვინაÁთგან ჯერეთ უმეცარ ხარ საიდუმლოÁსა მის, ისმინე ÃმაÁ მამისაÁ და უშიშ იყავ. რამეთუ, აჰა, ესერა, გაუწყა, ვითარმედ `ესე არს ძე მისი საყუარელი~. ვინაÁთგან უკუე ღმერთი ძლიერ არს და უძლეველ, ეგრეთვე ძე მისი თანაარსი ძლიერ არს და უძლეველ, და ვერ Ãელ-ეწიფების სიკუდილსა უფლებად მის ზედა, არცა სავნებელ არს მისდა ვნებაÁ იგი ჯუარისაÁ. რამეთუ უკუეთუმცა სავნებელ იყო, არამცა მისცა მამამან ძე იგი საყუარელი და თანასწორი, რომელი მან სათნო-იყო. რაÁ არს ესე: `რომელი მე სათნო-ვიყავ?~ ესე იგი არს, რომელსა ზედა განსუენებულ ვარ, რომელი ყოვლითურთ სწორ არს ჩემ თანა, და ერთ არს ნებაÁ და განზრახვაÁ მისი ჩემ თანა. რამეთუ ჭეშმარიტად ჰგიეს იგი ძედ ყოვლითურთ და ერთ არს მამისა თანა განუყოფელად. `ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ~. უკუეთუ ჯუარცუმაÁ ენებოს, ნუ წინააღუდგენით; უკუეთუ თქუენ გამცნოს სიკუდილისა და ტანჯვისა თავს-დებად სოფელსა შინა, ნუ შეორგულდებით; უკუეთუ ახალი წესი და მცნებაÁ განაგოს ყოველსავე ზედა, მაგისი ისმინეთ. არა არს ნებაÁ მისი ჩემგან განყოფილ, არამედ ერთ არს ჩემ თანა შეუცვალებელად. ამისთÂსცა ყოველი სიტყუაÁ მისი, ვითარცა ჩემი, ისმინეთ.~ მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო: `როცა მოციქული პეტრე სამი ტალავრის - კარვის დადგმას სთავაზობდა უფალ იესოს აქ, თაბორის მთაზე, უფალმა ანაზდად შექმნა ხელთუქმნელი კარავი: საკვირველი, ნათლით მოსილი ღრუბელი დაადგრა მათ თავს, ისეთი, რომელიც ცხადად მიუთითებდა მამა-ღმერთის იქ მყოფობაზე. ძველ აღდქმაში საკვირველი ღრუბელი სიმბოლო ანუ ნიში იყო ხოლმე ღვთაების განსაკუთრებული მუნმყოფობისა; კერძოდ, მუქი ღრუბელი მიანიშნებდა ღმერთის რისხვაზე ადამიანთა უკეთურებისათვის (გამოსვლათა 24,18; 19,18); ხოლო ნათელი ღრუბელი მოწყალე ღმერთის მუნმყოფობას მოასწავებდა. ამგვარი ღრუბლით (შეჰინად წოდებულით) „აღივსო ტაძარი იგი უფლისაი. და ვერ დგეს მღვდელნი იგი მსახურებასა მას ღრუბლისა მისგან, რამეთუ დიდებითა უფლისათა აღივსო ტაძარი იგი“ (III მეფეთა 8,10-11; შდრ. იეზეკ. 1,4; 10,4). ეს ნათელი ღრუბელი, ალბათ, თანდათანობით ეშვებოდა და მოიცავდა მათ: „და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას“. როგორადაც ძველ აღთქმაში ღრუბლიდან ღმერთის ხმა ისმოდა, ასვვე ახლაც აქ, ფერისცვალების მთაზე გაისმა ხმა, რომელიც იტყოდა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი“. ეს ხმა, წარმოთქმული ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველის თანდასწრებით, მოწმობდა იესო ქრისტეს უმაგალითო დიდებაზე. არც მოსე და არც ელია არ წოდებულან ძეებად, არამედ მხოლოდ მსახურებად. ღმერთის ჭეშმარიტი მხოლოდშობილი ძე არის ოდენ იესო ქრისტე, უფალი და მაცხოვარი ჩვენი. ამრიგად, თავად ზეციური მამა-ღმერთი მოწმობდა იესო ქრისტეს შესახებ: ესე არს ძე ჩემი საყვარელიო. უფლის ყოვლადდიდებული ფერიცვალების თვითმხილველი მოწმე მოციქული პეტრე წერს: „რამეთუ მოიღო (უფალმა იესო ქრისტემ) ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაი, ხმაი, რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შვენიერებისა დიდებისა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. და ესე ხმაი ჩვენ გვესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაი ვიყვენით მთასა მას წმიდასა“ (I პეტრე 1,17-18). „ამისი ისმინეთ!“ - იესო ქრისტეს მოვლინებამდე ადამიანთა ზნეობრივი ცხოვრების წინამძღვარნი სჯული და წინასწარმეტყველნი იყვნენ. ახლა თავად ღმერთმა დაამოწმა მოსესა და ელიას - სჯულისა და წინასწარმეტყველთა წარმომადგენლების თანდასწრებით, რომ ამქვეყნად განხორციელებული, განკაცებული ძე ღმრთისა გამოცხადდა, რომლისაც ყველამ, ვისაც კი საუკუნო ცხოვნების მოპოვება სურს, უნდა ისმინოს. „ამისი ისმინეთ“ - იგი განგიცხადებთ თქვენ მოსეს სჯულისა და წინასწარ-მეტყველთა ჭეშმარიტ მნიშვნელობას: იგი გამცნებთ თქვენ ახალ სრულყოფილ მოძღვრებას, რომლის აღსრულებითაც თქვენ საუკუნო ცხოვნებას მოიპოვებთ. მოსე ამბობს: „წინასწარმეტყველი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაი, ვითარცა-ესე მე მისი. იხმინეთ მსგავსად ყოვლისა მის“ (II სჯული 18,15). მისი ისმინეთ განსაკუთრებით ახლა, როცა იგი იერუსალიმში თავისი ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის შესახებ ლაპარაკობს იმიტომ, რომ სწრრედ ამით აღსრულდება კაცთა მოდგმის ხსნა. ~ -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
korti |
Jul 4 2008, 01:33 PM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 20-May 08 წევრი № 4,867 |
|
ზვარე |
Jul 4 2008, 01:34 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
6.
მათეს სახარება (17.-6 -7) _ და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ! ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `ვერ გაუძლეს რა ღრუბლის ნათელსა და იქიდან მომავალ ხმას, მოწაფენი პირქვე დაემხნენ და წამწამები ძილმა დაუმძიმათ. ძილში აქ ხილვისაგან გამოწვეული გულის წასვლა იგულისხმება. დიდხანს გაგრძელებულ შიშს რომ ნანახის ხსოვნა არ წაეშალა, იესომ ისინი გააღვიძა და გაამხნევა.~ წმ. ეფრემ ასური მისთვის ჩვეული პოეტურობით ამბობს _ „როგორც მამის ხმამ დაამხო ისინი, ისე ძის ხმამ ისინი აღადგინა”. ხოლო წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: `იორდანესაცა ზედა ისმა ესევითარი ÃმაÁ ზეცით, და ერი მრავალი იყო და არარაÁ ვის ესევითარი შეემთხÂა. და ამისა შემდგომცა, ოდეს-იგი მოიწია მისა ÃმაÁ ზეცით: `გადიდე და კუალადცა გადიდო~, და ერი იგი იტყოდეს, ვითარმედ: `ქუხილი იყო~, და არარაÁ ესრეთ შეემთხÂა, ვითარ უკუე აწ მოწაფეთა ესმა რაÁ, დავარდეს პირსა ზედა შეშინებულნი? ესე ამისთÂს, რამეთუ მაშინ ÃმაÁ ხოლო ისმა საწამებელად მისისა მის ძეობისა, ხოლო აწ განცხადებულად იხილეს დიდებაÁ მისი მოწაფეთა, არა თუ რაოდენ იყო (რამეთუ ვინმცა უძლო ხილვად დიდად შუენიერებასა მას დიდებისა მისისასა?), არამედ რაოდენ ძალ-ედვა გონებასა მათსა ტÂრთვად, იხილეს ნათელი თუალთშეუდგამი, და ცვალებაÁ ფერისა მისისაÁ ბრწყინვალებად გამოუთქუმელად, და ელვარებაÁ სამოსელთა მისთაÁ. და ყოვლითურთ დიდებით დიდებულ იყო ხილვაÁ იგი და იგინი შეძრწუნებულ იყვნეს და ზარგანÃდილ პირველ სმენისაცა Ãმისა მის, ვიტარცა სხუაÁ მახარებელი იტყÂს, ვითარმედ: `არა იცოდა პეტრე, რაÁმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს~. ხოლო ვიდრეღა იგინი ხილვისა მისგან შეშინებულ იყვნეს, მეყსეულად ღრუბელი იგი ნათლისაÁ აგრილობდა და ÃმაÁ იგი დიდებული მამისაÁ მოიწია. მერმე სრულიად შეძრწუნდეს, დავარდეს პირსა ზედა და თაყუანი-სცეს უფალსა. 7. მათეს სახარება _ და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. მარკოზის სახარება _ და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს? ლუკას სახარება _ და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `მოწაფეებმა მხოლოდ იესო დაინახეს, რათა შენ არ გეფიქრა, რომ ის ხმა მოსესა და ელიას შეეხებოდა და არა იესოს, რადგანაც ძე ღვთისა სწორედ იგია. თავმდაბლობის გამო მოწაფეებს ეუბნება, რომ არავის უთხრან, რაც იხილეს და აგრეთვე იმიტომაც, რომ ვინც ამას მოისმენს, მერე, როცა ჯვარზე გაკრულს იხილავს, არ ცდუნდეს და იგი იმ მატყუარად არ მიიჩნიოს, რომელიც ღვთისთვის შესაფერისს მოჩვენებითად აკეთებდა. შეისწავლე, რომ ღვთის ხილვა ექვსი დღით ამ ქვეყნის შექმნის შემდეგ მოხდა. უკეთუ ქვეყნის კიდეს არ გახვალ და მთაზე არ ააღწევ, ნათელს ვერ იხილავ: ვერც სახეს იესოსას _ მის ღვთაებრიობას ვგულისხმობ და ვერც სამოსს, რომელშიც სხეული იგულისხმება. მთაზე ასული შენ შეძლებ იესოსთან მოსაუბრე მოსე და ელია იხილო, რადგან სჯულიც, წინასწამეტყველებიც და იესოც ერთსა და იმავეს ამბობენ და ერთმანეთს ეთანხმებიან. როცა იპოვნი მას, ვინც საღმრთო წერილის აზრს ნათლად განმარტავს, იცოდე, რომ იგი ცხადად ხედავს იესოს სახეს, რადგანაც აზრთა გამოთქმა სამოსია საღმრთო წერილისა. მაგრამ პეტრეს მსგავსად ნუ იტყვით: `კარგი იქნება, თუ აქ დავრჩებითო~, რადგანაც გვმართებს მუდამ წარვემართებოდეთ და სათნოებისა და განჭვრეტის ერთი ხარისხიდან მუდამ შემდეგზე გადავდიოდეთ.~ მარკოზის სახარების კომენტირებისას კი დასძენს _ ` და გარდამო-რაი-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაითა არავის უთხრან, რაი-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაი მკუდრეთით აღდგეს. და სიტყუაი იგი დაიმარხეს თავისა თვისისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაი არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს? რატომ ამცნებს იესო მოწაფეებს არავის უთხრან ფერიცვალების შესახებ? იმიტომ, რომ ხალხი, გაიგებს რა ქრისტეს ამგვარი დიდების შესახებ, შემდგომში არ დაბრკოლდეს, როდესაც მას ჯვარცმულს იხილავს. მკვდრეთით აღდგომის შემდგომ მოსახერხებელი იქნება განცხადება ამ მეტად დიდებული მოვლენის შესახებ, რომელიც ქრისტეს ჯვარცმამდე მოხდა. ამრიგად, მოციქულებმა `ეს სიტყვა თავისთან დაიმარხეს (საიდუმლოდ ინახავდნენ რა ამ მოვლენას) და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავს მკუდრეთით აღდგეს~, რამეთუ ისინი ჯერ კიდევ ვერ გულისხმაყოფდნენ მის სიტყვებს, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.~ ლუკას სახარების განმარტებაში სიტყვების _ `ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ~, შემდეგ მოსესა და ილიას გაუჩინარებას შემდეგნაირად ხსნის _ `შესაძლოა ეს ასევე აღნიშნავს, რომ სჯული და წინასწარმეტყველები იყო მხოლოდ რაღაც დრომდე, როგორც აქ იხილვებოდა მოსე და ილია, ხოლო შემდეგ როცა მოვიდა ჟამი დარჩა მხოლოდ იესო. ისე როგორც ამჟამად სახარების მეუფებაა~ (სჯულისა და წინასწარმეტყველთა ნაცვლად _ ზ. გ.) წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: `ოდეს შიში და ზარი გარდაემატა ძალსა მათსა, მაშინ სახიერმან მან დაჰÃსნა იგი, `შეახო Ãელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ~. და დიდებაÁ იგი ხილვისაÁ მის დაფარა, და იხილეს იგი მხოლოÁ სახითა მითვე და წესითა, რომელსა ჩუეულ იყვნეს. ხოლო ამისთÂს უბრძანა, რაÁთა ხილვასა მას არავის აუწყებდენ, ვიდრე აღესრულოს საიდუმლოÁ იგი აღდგომისაÁ, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ პირველ ჯუარცუმისა ძნიად შესაწყნარებელ იყვნეს მაღალნი ესე და დიდებულნი სიტყუანი და საქმენი. ხოლო შემდგომად აღდგომისა არღარაÁ იყო დამაყენებელ ქადაგებად, ვითარცა ზემო ვთქუთ ამის ჯერისათÂს. ამისთÂსცა არა თქუა, თუ: მარადის ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, არამედ `ვიდრემდის ძე კაცისაÁ მკუდრეთით აღდგესო~. რამეთუ იგი იყო ჟამი ჯეროვანი ქადაგებისაÁ, ოდეს-იგი სული წმიდაÁ მოიღეს მოციქულთა და მადლი იგი სასწაულთაÁ თანაშემწედ აქუნდა ქადაგებისა მის, და საქმენი იგი დიდებულნი უმაღლეს ნესტÂსა Ãმობდეს ძალსა მას და ძლიერებასა უფლისასა.~ -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
korti |
Jul 4 2008, 01:36 PM
პოსტი
#10
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 20-May 08 წევრი № 4,867 |
|
ზვარე |
Jul 4 2008, 01:37 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
6. მათეს სახარება (17.-6 -7) _ და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ! ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `ვერ გაუძლეს რა ღრუბლის ნათელსა და იქიდან მომავალ ხმას, მოწაფენი პირქვე დაემხნენ და წამწამები ძილმა დაუმძიმათ. ძილში აქ ხილვისაგან გამოწვეული გულის წასვლა იგულისხმება. დიდხანს გაგრძელებულ შიშს რომ ნანახის ხსოვნა არ წაეშალა, იესომ ისინი გააღვიძა და გაამხნევა.~ წმ. ეფრემ ასური მისთვის ჩვეული პოეტურობით ამბობს _ „როგორც მამის ხმამ დაამხო ისინი, ისე ძის ხმამ ისინი აღადგინა”. ხოლო წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: `იორდანესაცა ზედა ისმა ესევითარი ÃმაÁ ზეცით, და ერი მრავალი იყო და არარაÁ ვის ესევითარი შეემთხÂა. და ამისა შემდგომცა, ოდეს-იგი მოიწია მისა ÃმაÁ ზეცით: `გადიდე და კუალადცა გადიდო~, და ერი იგი იტყოდეს, ვითარმედ: `ქუხილი იყო~, და არარაÁ ესრეთ შეემთხÂა, ვითარ უკუე აწ მოწაფეთა ესმა რაÁ, დავარდეს პირსა ზედა შეშინებულნი? ესე ამისთÂს, რამეთუ მაშინ ÃმაÁ ხოლო ისმა საწამებელად მისისა მის ძეობისა, ხოლო აწ განცხადებულად იხილეს დიდებაÁ მისი მოწაფეთა, არა თუ რაოდენ იყო (რამეთუ ვინმცა უძლო ხილვად დიდად შუენიერებასა მას დიდებისა მისისასა?), არამედ რაოდენ ძალ-ედვა გონებასა მათსა ტÂრთვად, იხილეს ნათელი თუალთშეუდგამი, და ცვალებაÁ ფერისა მისისაÁ ბრწყინვალებად გამოუთქუმელად, და ელვარებაÁ სამოსელთა მისთაÁ. და ყოვლითურთ დიდებით დიდებულ იყო ხილვაÁ იგი და იგინი შეძრწუნებულ იყვნეს და ზარგანÃდილ პირველ სმენისაცა Ãმისა მის, ვიტარცა სხუაÁ მახარებელი იტყÂს, ვითარმედ: `არა იცოდა პეტრე, რაÁმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს~. ხოლო ვიდრეღა იგინი ხილვისა მისგან შეშინებულ იყვნეს, მეყსეულად ღრუბელი იგი ნათლისაÁ აგრილობდა და ÃმაÁ იგი დიდებული მამისაÁ მოიწია. მერმე სრულიად შეძრწუნდეს, დავარდეს პირსა ზედა და თაყუანი-სცეს უფალსა. 7. მათეს სახარება _ და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. მარკოზის სახარება _ და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს? ლუკას სახარება _ და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `მოწაფეებმა მხოლოდ იესო დაინახეს, რათა შენ არ გეფიქრა, რომ ის ხმა მოსესა და ელიას შეეხებოდა და არა იესოს, რადგანაც ძე ღვთისა სწორედ იგია. თავმდაბლობის გამო მოწაფეებს ეუბნება, რომ არავის უთხრან, რაც იხილეს და აგრეთვე იმიტომაც, რომ ვინც ამას მოისმენს, მერე, როცა ჯვარზე გაკრულს იხილავს, არ ცდუნდეს და იგი იმ მატყუარად არ მიიჩნიოს, რომელიც ღვთისთვის შესაფერისს მოჩვენებითად აკეთებდა. შეისწავლე, რომ ღვთის ხილვა ექვსი დღით ამ ქვეყნის შექმნის შემდეგ მოხდა. უკეთუ ქვეყნის კიდეს არ გახვალ და მთაზე არ ააღწევ, ნათელს ვერ იხილავ: ვერც სახეს იესოსას _ მის ღვთაებრიობას ვგულისხმობ და ვერც სამოსს, რომელშიც სხეული იგულისხმება. მთაზე ასული შენ შეძლებ იესოსთან მოსაუბრე მოსე და ელია იხილო, რადგან სჯულიც, წინასწამეტყველებიც და იესოც ერთსა და იმავეს ამბობენ და ერთმანეთს ეთანხმებიან. როცა იპოვნი მას, ვინც საღმრთო წერილის აზრს ნათლად განმარტავს, იცოდე, რომ იგი ცხადად ხედავს იესოს სახეს, რადგანაც აზრთა გამოთქმა სამოსია საღმრთო წერილისა. მაგრამ პეტრეს მსგავსად ნუ იტყვით: `კარგი იქნება, თუ აქ დავრჩებითო~, რადგანაც გვმართებს მუდამ წარვემართებოდეთ და სათნოებისა და განჭვრეტის ერთი ხარისხიდან მუდამ შემდეგზე გადავდიოდეთ.~ მარკოზის სახარების კომენტირებისას კი დასძენს _ ` და გარდამო-რაი-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაითა არავის უთხრან, რაი-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაი მკუდრეთით აღდგეს. და სიტყუაი იგი დაიმარხეს თავისა თვისისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაი არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს? რატომ ამცნებს იესო მოწაფეებს არავის უთხრან ფერიცვალების შესახებ? იმიტომ, რომ ხალხი, გაიგებს რა ქრისტეს ამგვარი დიდების შესახებ, შემდგომში არ დაბრკოლდეს, როდესაც მას ჯვარცმულს იხილავს. მკვდრეთით აღდგომის შემდგომ მოსახერხებელი იქნება განცხადება ამ მეტად დიდებული მოვლენის შესახებ, რომელიც ქრისტეს ჯვარცმამდე მოხდა. ამრიგად, მოციქულებმა `ეს სიტყვა თავისთან დაიმარხეს (საიდუმლოდ ინახავდნენ რა ამ მოვლენას) და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავს მკუდრეთით აღდგეს~, რამეთუ ისინი ჯერ კიდევ ვერ გულისხმაყოფდნენ მის სიტყვებს, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.~ ლუკას სახარების განმარტებაში სიტყვების _ `ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ~, შემდეგ მოსესა და ილიას გაუჩინარებას შემდეგნაირად ხსნის _ `შესაძლოა ეს ასევე აღნიშნავს, რომ სჯული და წინასწარმეტყველები იყო მხოლოდ რაღაც დრომდე, როგორც აქ იხილვებოდა მოსე და ილია, ხოლო შემდეგ როცა მოვიდა ჟამი დარჩა მხოლოდ იესო. ისე როგორც ამჟამად სახარების მეუფებაა~ (სჯულისა და წინასწარმეტყველთა ნაცვლად _ ზ. გ.) წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: `ოდეს შიში და ზარი გარდაემატა ძალსა მათსა, მაშინ სახიერმან მან დაჰÃსნა იგი, `შეახო Ãელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ~. და დიდებაÁ იგი ხილვისაÁ მის დაფარა, და იხილეს იგი მხოლოÁ სახითა მითვე და წესითა, რომელსა ჩუეულ იყვნეს. ხოლო ამისთÂს უბრძანა, რაÁთა ხილვასა მას არავის აუწყებდენ, ვიდრე აღესრულოს საიდუმლოÁ იგი აღდგომისაÁ, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ პირველ ჯუარცუმისა ძნიად შესაწყნარებელ იყვნეს მაღალნი ესე და დიდებულნი სიტყუანი და საქმენი. ხოლო შემდგომად აღდგომისა არღარაÁ იყო დამაყენებელ ქადაგებად, ვითარცა ზემო ვთქუთ ამის ჯერისათÂს. ამისთÂსცა არა თქუა, თუ: მარადის ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, არამედ `ვიდრემდის ძე კაცისაÁ მკუდრეთით აღდგესო~. რამეთუ იგი იყო ჟამი ჯეროვანი ქადაგებისაÁ, ოდეს-იგი სული წმიდაÁ მოიღეს მოციქულთა და მადლი იგი სასწაულთაÁ თანაშემწედ აქუნდა ქადაგებისა მის, და საქმენი იგი დიდებულნი უმაღლეს ნესტÂსა Ãმობდეს ძალსა მას და ძლიერებასა უფლისასა.~ -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
ზვარე |
Jul 4 2008, 02:46 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
8. მათეს სახარება _ და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ. მარკოზის სახარება _ და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს. არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.~ ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `მწიგნობარნი ხალხს ატყუებდნენ და იესოზე ეუბნებოდნენ ეს არ არისო ქრისტე, რადგან ეგ რომ ქრისტე იყოს, მაშინ ჯერ ელია უნდა მოსულიყოო. ისინი ერთმანეთისაგან ვერ არჩევდნენ ქრისტეს ორ მოსვლას, რომელთაგან პირველის წინამორბედი იოანე იყო, ხოლო მეორესი ელია. ამას თვითონ ქრისტე განუმარტავს მოწაფეებს. `ელია მოვიდეს პირველად~ _ ამ სიტყვებით იესო ამბობს, რომ იგი ჯერ არ მოსულა, მაგრამ მოვა როგორც წინამორბედი მეორედ მოსვლისა და ყველა ებრაელს, ვინც მას მოუსმენს, ვითარცა მემკვიდრეობით მიღებულ მამულში, სარწმუნოებაში დაამკვიდრებს, რომელსაც ისინი დიდი ხნის წინათ მოაკლდნენ. ხოლო როცა ამბობს: `ელია აწვე მოვიდა~ წინამორბედ იოანეზე მიანიშნებს. მათ იოანეს, რაც სურდათ, ის უყვეს, სახელდობრ იგი ჰეროდეს მოაკვლევინეს, მაშინ როცა შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ მას. ამრიგად, იოანე თვითონ მოკლეს. მოწაფენი დაუფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ უფალმა ელია თვითონვე უწოდა, რადგანაც, როგორც იოანე იყო წინამორბედი პირველად მოსვლისა, ასევე იქნება ელია, მისი მეორედ მოსვლის წინამორბედი.~ ხოლო მარკოზის სახარების განმარტებაში დასძენს _ `იუდეველთა შორის დადიოდა ხმა, რომ ქრისტეს მოსვლის წინ მოვიდოდა ელია. თუმცა, ფარისევლები ისე არ განმარტავდნენ, როგორც საჭირო იყო, ელიას შესახებ დაწერილს, არამედ ბოროტი განზრახვით ამახინჯებდნენ (წერილის აზრს), მალავდნენ რა ჭეშმარიტებას. რამეთუ ქრისტეს მოსვლა ორია: ერთი _ პირველი (რომელიც უკვე იყო), ხოლო მეორე ჯერ კიდევ წინაა. პირველის წინამორბედი იყო იოანე, მეორეს წინამორბედი კი იქნება ელია. მაგრამ ქრისტე ელიას უწოდებს იოანეს, როგორც მახარებელს, მოშურნესა და მეუდაბნოეს. ამრიგად, უფალი უარყოფს ფარისეველთა შეხედულებას, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ქრისტეს პირველი მოსვლის წინამორბედი ელია უნდა ყოფილიყო. როგორ უარყოფს? იგი ამბობს: `ელია მოვიდეს და კვალად ააგოს ყოველნი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათვის, რაითა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს~ ეს ნიშნავს აი რას: როდესაც მოვა ელია თეზბიტელი, იგი დააოკებს ურჩ იუდეველებს, მოაქცევს მათ რწმენაზე და, ამრიგად, ქრისტეს მეორედ მოსვლის წინამორბედი გახდება, მაგრამ თუ თეზბიტელი, რომელმაც უნდა აღადგინოს ყოველივე, პირველი მოსვლის წინამორბედი იყო, მაშინ როგორღაა დაწერილი, რომ ძე კაცისა უნდა იტანჯოს? ამრიგად, ორიდან ერთია: ან ელია არ უნდა იყოს პირველი მოსვლის წინამორბედი, თუკი წერილი ჭეშმარიტებას ღაღადებს, რომ ქრისტე უნდა იტანჯოს, ანდა ფარისეველთა სიტყვებს უნდა დავუჯეროთ, რომ პირველი მოსვლის წინამორბედი თეზბიტელია და მაშინ აღარ იქნება ჭეშმარიტება წერილში, რომელიც ღაღადებს, რომ ქრისტე დაიტანჯება. რამეთუ ელიამ უნდა აღადგინოს ყოველივე, და მაშინ აღარ იქნება არც ერთი ურწმუნო ებრაელი, არამედ ყველა ირწმუნებს ქადაგებას, ვინც კი მას ელიასაგან გაიგონებს. უკუაგდებს რა, ამრიგად, ფარისეველთა დამახინჯებულ შეხედულებას, უფალი ამბობს, რომ `ელია (ანუ იოანე) მოვიდა და უყვეს მას რაოდენი უნდა~, რამდენადაც არ დაუჯერეს მას და მან მიიღო აღსასრული თავის მოკვეთით, გახდა რა გართობის მსხვერპლი (ჰეროდესი).~ -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
ზვარე |
Aug 18 2008, 07:32 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
ფერისცვალება იესუ ქრისტესი ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა. კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა. -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
tamuna m |
Aug 18 2008, 07:55 PM
პოსტი
#14
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
მთავარეპისკოპოსი სერგი
ფერისცვალება http://www.orthodoxy.ge/tserilebi/sergi_feristsvaleba.htm მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი) ფერისცვალება http://www.orthodoxy.ge/tserilebi/zosime/peristsvaleba.htm უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/19-08-2006.htm -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
paraziti |
Aug 19 2008, 03:00 PM
პოსტი
#15
|
mari ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 20-February 08 წევრი № 3,988 |
ყველას ყველას გილოცავთ და ნუ მოგკლებოდეთ უფლის წყალობა და მფარველობა,ჩვენს ქვეყანას შეეწიოს დღევანდელი დღის მადლი,ყველანი ზალინ მიყვარხაააააააააააააართ))))))))))))))))))))))))))))
|
ლალი |
Aug 19 2008, 03:34 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 979 რეგისტრ.: 25-December 06 წევრი № 742 |
აქაც გილოცავთ ყველას!!!!!!!!!!!!!!! მრავალს დაესწარით!!!!!!!!!!!!!
|
zviadauri |
Aug 19 2008, 03:43 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
ეწეოდეს სრულიად საქართველოს ამ ლამაზი დღის მადლი და ყველა ქართველს,ყველა მართმადიდებელს.დაგვოფაროს უფალმა ამ განსაცდელისგან.მრავალს დავესწროთ მშვიდობიანად
|
marine |
Jan 20 2018, 09:14 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
+
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი