თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ხელოვნება _ ყოვლისმომცველი თვალი

პოსტის ავტორი: MOW თარიღი: Sep 30 2011, 10:26 AM

გამარჯობათ.
შეკითხვა მაქვს ხატ "უფლის თვალთან" თუ ყოვლისმომცველ თვალთან დაკავშირებით...არ ვიცი ქართულად რა ქვია სწორად.რუსულად "всевидящее око"

საკმაოდ საინტერესო ხატია,იშვიათი და აქ შეიძლება მისი შოვნა სადმე?


მადლობა
პატივისცემით

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 30 2011, 11:57 AM

MOW

ციტატა
შეკითხვა მაქვს ხატ "უფლის თვალთან" თუ ყოვლისმომცველ თვალთან დაკავშირებით...არ ვიცი ქართულად რა ქვია სწორად.რუსულად "всевидящее око" საკმაოდ საინტერესო ხატია,იშვიათი და აქ შეიძლება მისი შოვნა სადმე?


საქართველოში ეს ხატი არ არის გავრცელებული. შეიძლება ვინმეს ჰქონდეს რუსული ეკლესიების საეკლესიო მაღაზიებში. და ისიც შეიძლება. ჯერ არ შემხვედრია არსად "ყოვლისმხედველი თვალი". ჯავახიშვილის და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე, ნეველის ეკლესიაში იკითხე ან სხვა რუსულ ეკლესიაში სადმე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2011, 12:15 PM

MOW

ეს ხატი მე მაქვს. ჩემი მოძღვრის მეუღლემ მაჩუქა. ალბათ საქართველოში იქნება შეძენილი.

პოსტის ავტორი: MOW თარიღი: Sep 30 2011, 12:31 PM

დიდი მადლობა პასუხებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 13 2014, 01:46 AM

ყოვლისმხედველი თვალი
GALLERYPosted on July 18, 2013
ინტერნეტ საშუალებებითა და სხვა პუბლიკაციებით აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვალის გამოსახულება, რომელიც რაიმე ფიგურაში ზის (ძირითადად სამკუთხედში) არის მასონური, სატანური, ანტქირისტიანული ორგანიზაციების ლოგო.

სამწუხაროდ როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში აქაც საკითხის მეტად ზედაპირულ, ან ხშირად ნულოვან ინფორმაციულობასთან გვაქვს საქმე.

თვალის გამოსახულება ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ სამყაროში იღებს სათავეს, ისრაელსა და მის საზღვრებს გარეთაც. მაგალითად ბერძნულ მითოლოგიაში თვალი სიმბოლო იყო აპოლონისა, როგორც ზეციური დამკვირვებლისა, ასევე მზისაც, რომელიც გახლდათ ზევსის თვალი. ძველ ეგვიპტეში მას მეტად რთული, კომპლექსური მნიშვნელობა ჰქონდა, გორას თვალი ატშეტი ყოვლისმხედველია, მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო პოლარული ვარსკვლავი, თვალი გონისა. ორი თვალი წარბებით – ეს იყო ჩრდილოეთი და სამხრეთი, ცის ორი განყოფილება, მთვარისა და მზის სამკვიდრო, მარჯვენა თვალი ეს არის მზე – რა და ოსირისი, მარცხენა თვალი კი არის მთვარე – ისიდა. ინდუისტებში შივას მესამე თვალი არის სულიერი გონი, ტრანსცენდენტური სიბრძნე. ხოლო თვალი ვარუნისა არის მზე. ირანულ მითოლოგიაში კეთილი მწყემსი იმა ფლობს მზის თვალსა და უკვდავებას. შუმერულ მითებში კი თვალის მეუფე არის ეა, ან ენქი – სადაც ის წარმოადგენს სიბრძნისა და ყოვლისმცოდნეობის სიმბოლოს. ფინიკიურ მითოლოგიაში კი კრონოსს ჰქონდა ორი დახუჭული და ორი ღია თვალი, რაც იყო სიმბოლოს მარადიული ცვალებადობისა და სიფხიზლისა.

როგორც ვხედავთ თვალის თემა, რელიგიური აზროვნების ისტორიისათვის უცხო არ გახლავთ. რაღა თქმა უნდა ქრისტიანობაშიც შეიძინა თვალმა საკუთარი მნიშვნელობა პირველ რიგში იმის გამო, რომ თავად წმინდა წერილი საუბრობს თვალზე. სახარებისეულ თხობაში თვალის თემა შემოჰყავს იესო ქრისტეს: „სხეულის სანთელი თვალია, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.“(მთ.6.22) – როგორც მათე მახარებელთან ვხედავთ აქ თვალზე საუბარია როგორც ანთროპოლოგიურ დეტალზე. ჩვენ ქრისტიანობაში კვლავაც შეგვიძლია შევხვდეთ თვალს, როგორც ქმნილების თვისობრიობის მაჩვენებელს: „ექვსექვს ფრთენი სერაფიმნი მრვალთვალნი ქერუბიმნი“ (ლოცვა სამღვდელო კონდაკიდან)

თუმცაღა ის სახესიმბოლური გამოსახულება თვალისა, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, არ არის ქმნილების თვისობრივი დეტალი, მას გაცილებით მაღალი მნიშვნელობა აქვს, რაც ასერიგად იყო გააზრებული ძველ აღთქმაშიც: „ქვეყანა რომელზედაც გამუდმებით ზრუნავს უფალი, შენი ღმერთი. უფლის, შენი ღმერთის თვალი ტრიალებს მასში წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე“- (მეორ.რჯ.11.12) – უკვე ბიბლიის პირველ ნაწილში, მოსეს ხუთწიგნეულში ვხედავთ თვალს, როგორც საღმრთო ყოვლისმცოდნეობის, მარადიული გონიერების („წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე“) ხატოვან სახესიმბოლოს. რა თქმა უნდა ძველი აღთქმის მოწმობა უფლის ყოვლისმხედველ თვალზედ ამითი არ შემოიფარგლება, ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მთელი კასკადი ციტატებისა წმინდა წერილიდან: „აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის“ (ფს.32.18)
„უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები – მათი ლოცვისაკენ“ (ფს. 33.16)

„მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე კაცისა“. (სიბრძნე ზირაქისა.15.19)

„იმ დღეს, ამბობს უფალი, გავაცოფებ ყველა ცხენს და შევშლი მის მხედარს; მაგრამ იუდაზე მექნება თვალი გახელილი, როცა ხალხების ყველა ცხენს დავაბრმავებ.“ (ზაქარია.12.4)

როგორც წმინდა წერილის მოცემული ციტატები გვანახებს, ძველი აღთქმიდან მოყოლებული თვალი წარმოადგენს საღმრთო თვისებათა გამოხატულების ხატოვან საშუალებას და ის არც ახალი აღთქმის წმინდა წერილისთვის არის უცხო: „რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი – მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ.“ (1პეტრე. 3.12) – ასე ვთქვათ ამ „თვალით“ აკვირდება უფალი კაცობრიობის დუღილს. ეს არის მისი ყოვლისმჭვრეტელობისა და ყოვლისმცოდნეობის ალეგორია.

იმდენად რამდენადაც წმინდა წერილისათვის თვალის ალეგორიზმი მისაღებია (მაგ.როგორც მტრედისა) საეკლესიო ცხოვრების დეტალებში დაიწყო ამ თემამ ნელნელა შეჭრა. ჯერ დასავლეთის საეკლესიო კულტურაში იწყებენ თვალის გამოსახვას ხოლო მართლმადიდებლობაში უკვე მე-18 საუკუნიდან იმკვიდრებს ფეხს, რუსული იოკონოგრაფიის გავლენით, დღეს კი ყოვლისმხედველი თვალის გამოსახულების ნახვა შესაძლებელია უამრავი მართლმადიდებლური ტაძრის ინტერიერისა თუ ექსტერიერის დეტალებში და რაღათქმა უგუნურებაა იმის მტკიცება, რომ აქ ეს ნიშანი მასონთა ან სატანისტ -ანარქისტათა მიერ იქნა დასმული, რადგანაც როგორც ასეთი, ეს სახესიმბოლო თავად წმინდა წერილიდან ღებულობს სათავეს. შესაძლებელია, როგორც უძველეს მითოლოგიაში, დღესაც რომელიმე რელიგიური დაჯგუფება იყენებს თვალს, როგორც საკუთარ ლოგოს, მაგრამ ამ დაჯგუფების გაუკუღმართებული რელიგიურობა არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ თვალი როგორც ქრისტიანული სიმბოლო მთლიანად უგულებელვყოთ და ის ყოველმხრივ ანტიქრისტიანულ ნიშნად ჩავთვალოთ.

არც არარელიგიურ ორგანიზაციათა გერბებზე გამოსახულმა თვალმა უნდა ჩაგვაგდოს საგონებელში, რადგანაც თვალი მეტად მარტივი მოხაზულობისა და ღრმა და მრავალმხირვი ალეგორიზმის მატარებელი ლოგოა, მაგალითად ის გამოსახულია ჰონდურასის გერბზე, გამოსახულია ბრასლავასა და კუშვას გერბებზე (რუსული მხარე და ქალაქი) – ვფიქრობ არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, რომ აქ საქმე არანაირ „სატანიზმ-მასონიზმთან“ არ გვაქვს.

ამრიგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თვალის ფერწერული თუ ბარელიეფური გამოსახულება საერთოდ არ წარმოადგენს საშიშროებას, მორწმუნეთათვის, პირიიქით, ჭეშმარიტად სასარგებლოც კია, რადგანაც ამ გამოსახულების ნახვაზე უნდა გაგვახსენდეს უფლის ყოველისმხედველი თვალი, რომლის წინაშეც ჩვენი ვერცერთი ზრახვა და საქმე ვერ დაიმალება.

გაცილებით საშიშია თვალი ადამიანისა, რადგანაც ხარბი თვალი ყველა სიმდიდრეს ეპოტინება, მრუში თვალი კი ყველა კაბის ქვეშ იცქირება….

სპეციელურად საიტისთვის მოამზადა ბექა ებრალიძემ
http://jtheologians.wordpress.com/2013/07/18/%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98/


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 13 2014, 11:43 AM

A.V.M
ანუ ნებისმიერი თვალი რომელიც არის გამოსახული ამა თუ იმ საგანზე არაა საშიში?
რაცხა ვერ გევიგე :შ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 13 2014, 12:12 PM

G_saxva
რატომ უნდა იყოს საშიში ? თვალის და წამწამების , როდის მერე გვეშIნია ქრისტიანებს ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 13 2014, 01:16 PM

A.V.M
მგონი არასწორი მიდგომაა. ეს ისეთივე ნათრქვამია ფიცარზე დახატულა ადმაიანებს ეთაყვანებითო.
მთავარი ის კი არ არის რა არის გამოსხული მთავარი ისაა რისი სიმბოლო და სახეა .
ეგრე არც რქიანი უკან კუდ მიხატული კაცები უნდა წარმოადგენდეს საშიშროებას biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 13 2014, 02:06 PM

ციტატა
მგონი არასწორი მიდგომაა. ეს ისეთივე ნათრქვამია ფიცარზე დახატულა ადმაიანებს ეთაყვანებითო.

არანაირად .
ყოვლისმხედველი თვალი მხოლოდ უფალს აქვს ,ხოლო საშიში რომელიცაა კი ამბობს ავტორი - ,გაცილებით საშიშია თვალი ადამიანისა, რადგანაც ხარბი თვალი ყველა სიმდიდრეს ეპოტინება, მრუში თვალი კი ყველა კაბის ქვეშ იცქირება….''

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 13 2014, 02:45 PM

A.V.M

ციტატა
არანაირად .
ყოვლისმხედველი თვალი მხოლოდ უფალს აქვს ,ხოლო საშიში რომელიცაა კი ამბობს ავტორი - ,გაცილებით საშიშია თვალი ადამიანისა, რადგანაც ხარბი თვალი ყველა სიმდიდრეს ეპოტინება, მრუში თვალი კი ყველა კაბის ქვეშ იცქირება….''

ანუ გამოდის თვალი რომელიც გამასხული იქნება ავტომატურად გულისხმობს მის უბოროტობაზე, მაშ ზემOთ ჩამოთვლილი ცრუ ღმერთების აღმნიVნელი სიმბოლოები რა გამოდის?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 13 2014, 11:26 PM

იგივე ლოგიკით , ჯვრის სახე–სიმბოლიკა , უძველესი დროიდან გვხვდება , ქრისტიანობამდელ ეპოქაში , სხვადასხვა რელიგიის საკულტო ნიმუშებში ...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 14 2014, 10:57 PM

სამკუთხედს სამებასთან აიგივებენ, ხო?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 15 2014, 12:03 AM

tamuna m
გააჩნია ვინ .

მაგ : აღორძინების ხანის ფერწერაში , ძალიან იყო გავრცელებული , სამკუთხედის კომპოზიცია რომელიც იქმნებოდა ნამუშევრარში . (დაახლოებით ისე , როგრორც ბაროკოსთვის იყო დამახასიათებელი , დიაგონალური) , ვინმემ რომ მითხრას , მაგ: რაფაელი , თავის მადონებში რომ სამუთხედის კომპოზიციას იყენებს , სამებას გულისხმობდაო ... biggrin.gif
ნუ , მესანთლეები გულისხმობენ ალბათ, რავი ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 15 2014, 09:02 AM

ციტატა(A.V.M @ Aug 13 2014, 11:26 PM) *

იგივე ლოგიკით , ჯვრის სახე–სიმბოლიკა , უძველესი დროიდან გვხვდება , ქრისტიანობამდელ ეპოქაში , სხვადასხვა რელიგიის საკულტო ნიმუშებში ...

ზუსტადაც სანამ მაცხოვარი არ აცვეს ჯვარს მანამ ჯვარს ის დატვირთვა არ ჰქონია რაც დღეს. ამიტომ ყველას და ყველაფერს თავისი აზრი აქვს, ასე ხელ აღებით რომ ვთქვათ სადაც თვალია გამოსახული ყველა ყოვლისმომცველია და ქრისტიანულად მისაღებია მგონი არასწორი იქნება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 15 2014, 03:44 PM

G_saxva
არგუმენტი რა გვაქვს რომ ამ ყოვლისმხედველი თვალის , უნდა ,,გვეშინოდეს'' ან ვერიდებოდეთ ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 15 2014, 04:15 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 15 2014, 03:44 PM) *

G_saxva
არგუმენტი რა გვაქვს რომ ამ ყოვლისმხედველი თვალის , უნდა ,,გვეშინოდეს'' ან ვერიდებოდეთ ?

გურამ კარგად მოგეხსენება სვასტიკა ჯვრის სახე სხვაობაა, მაგრამ მისი გულზე დაკიდებით ვერც შენს ქრისტიანობას გაუსვამ ხაზს და არც უფლის წყალობის აღმნიშვნელად არ გამოდგება. ასე და ამგვარად რდესაც თვალზე გვაქ საუბარი რომელიც მრავლად არის გამოყენებული არაერთ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო საგანზე, ავტომატუად არ ნიშნავს ყოველივე ეს, მის უფალთან გაიგივებას.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 15 2014, 10:40 PM

A.V.M
ე, ბიჭო, ფრესკებში გამოსახვაზე ვიძახი.
იქ ხო ეგ დატვირთვა აქვს?
აბა რატომ სამკუთხედში?
რენესანსის ეპოქას მოპარეს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 16 2014, 12:22 AM

G_saxva
უფალთან გაიგივებაზე არ გეუბნები .
მე გეკითხები -

ციტატა
არგუმენტი რა გვაქვს რომ ამ ყოვლისმხედველი თვალის , უნდა ,,გვეშინოდეს'' ან ვერიდებოდეთ ?

tamuna m
რომელი ხატმწერი ან ხელოვნებადმცოდნე მე მნახე , რავიცი ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 18 2014, 10:46 AM

A.V.M
მეც მგონი კარგად გიპასუხე. ახლა კი თავად მასონების ნიშნას დავდებ სადაც თვალია გამოსახული
http://www.radikal.ru

An early Masonic version of the Eye of Providence with clouds and a semi-circular glory
ნაკადული : wikipedia.com

შემიძლია ასეთი ათობით სურათი დავდო სადაც გამოსახულია თვალი ზოგს ღვთის თვალი ეწოდება ზოგს ყოვლისმომცველი და ა.შ. რომელიც ნაკლებად წარმოადგენს ქრსიტიანულ სიმბოლიკას. ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი, აი ეს არის თავის თავად საშიში.

სურათები შეგიძლიათ აქ იხილოთ
https://www.google.ge/search?newwindow=1&biw=1714&bih=886&tbm=isch&sa=1&q=eye+of+mason+symbol&oq=eye+of+mason+symbol&gs_l=img.3...1785.2366.0.2483.0.0.0.0.0.0.0.0..0.0....0...1c.1.51.img..0.0.0.kt-XjTGj2SM

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)