"ბატონები", "დიდი ბატონები", ბატონები-ეშმაკი თუ წმინდანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ბატონები", "დიდი ბატონები", ბატონები-ეშმაკი თუ წმინდანი |
ანანი-ანანო |
Aug 20 2016, 12:10 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 20-August 16 წევრი № 14,467 |
გამარჯობა, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება! გუშინ რაღაც საეკლესიო საკითხებს ვეცნობოდი ინტერნეტში, მამაო პასუხობდა კითხვებს, სტატიის სათაური-"რისი არ უნდა სწამდეს ქრისტიანს"; მოულოდნელად გადავაწყდი ასეთ რამეს, რომ თურმე "ბატონები" არის ჩვეულებრივი ინფექციური დაავადება რომლის სადავეებიც ეშმაკს უპყრია და ბატონების "მოვლა და ზრუნვა" ეშმაკის თაყვანისცემაა! ჩემს ოჯახში ოდიდგანვე ითვლებოდა რომ ბატონები ნიშნავდა "წმინდანის დაბრძანებას სახლში". მეტსაც გეტყვით, ჩემს დეიდას (ყოველ შემთხვევაში აქამდე გვეგონა) რომ: დიდმა ბატონებმა დაუტოვეს კურნების ძალა(თავში თავისით მოსდიოდა წამლების კომბინაციები, მაგ. შავბალახა, კუნელი, კატაბალახა--->ამ ნაყენმა გაათავისუფლა ისიც, დედაჩემიც და ა.შ. მძიმე ნევროზისგან. აგრეთვე ნეგო და გვირილას ნაყენი-ნაღვლის ბუშტისთვის....). ის ეკლესიურად არ ცხობრობდა წლები. 40 წლის ასაკში რა და როგორ არ ვიცი ზუსტად მაგრამ, საბოლოოდ, მივიდა ბოდბელ დედებთან, რომელთაც თავისი ბატონების ისტორია მოუყვა და მათ მისცეს "თვით-ზიარების უფლება"(ამასთან დაკავშირებითაც მაქვს კითხვა მაგრამ მოგვიანებით დაგისვამთ). მიჩნდება კითხვა, თუკი ბატონები ეშმაკია რეალურად, მაშინ რა ხდება, რატომ მიეცა მას დედებისგან ასეთი განსაკუთრებული უფლება.
|
marine |
Aug 20 2016, 11:13 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,866 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ანანი-ანანო
მოგესალმებით. თუ შეიძლება ჩაგეკითხებით, რას ნიშნავს "თვით-ზიარების უფლება"? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th April 2024 - 04:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი