რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
სარდიონ |
Jul 22 2008, 11:54 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
ძალიან ვენაცვალე ყველა ქართველს ვინც რაღაც მიზეზის გამიო უცხოეთში არ გაიქცა, და უფრო ვენაცვალე იმათ ვინც აითესა რაღაც მიზეზის გამო.
რატომ? იმიტომ რო უნდა დაბრუნდენ. დაკარგული ძროხა მეტს იწველიდაო ნათქვამია. ჩვენთვისაც და თავის თავისთვისაც უეჭველია. გეხუტეBით ყველას. -------------------- KILL YOUR TV !
|
k@the |
Jul 23 2008, 12:40 AM
პოსტი
#62
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ძალიან ვენაცვალე ყველა ქართველს ვინც რაღაც მიზეზის გამიო უცხოეთში არ გაიქცა, და უფრო ვენაცვალე იმათ ვინც აითესა რაღაც მიზეზის გამო. რატომ? იმიტომ რო უნდა დაბრუნდენ. დაკარგული ძროხა მეტს იწველიდაო ნათქვამია. ჩვენთვისაც და თავის თავისთვისაც უეჭველია. გეხუტეBით ყველას. ვიცი რო მოდერი ვარ და წავშლი მერე ამ ოFFს, მარა აი, უნდა დამეწერა: სარდიონ, ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
შოთაძე |
Jul 23 2008, 01:55 AM
პოსტი
#63
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ქვეყნის უაზრო სოციალურმა პოლიტიკამ აიძულა უცხოეთში მყოფი ქართველების უმრავლესობას რომ დაეტოვებინა სამშობლო რადგან არანაირი პერსექტივა არ არსებობდა აქ ყოფნის და ოჯახის რჩენის!
დღესაც კი ახალგაზდობის დიდ ნაწილს წასვლა უნდა უცხოეთში, მათ შორის მეც -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
zeppelin |
Jul 23 2008, 09:17 AM
პოსტი
#64
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
ქვეყნის უაზრო სოციალურმა პოლიტიკამ აიძულა უცხოეთში მყოფი ქართველების უმრავლესობას რომ დაეტოვებინა სამშობლო რადგან არანაირი პერსექტივა არ არსებობდა აქ ყოფნის და ოჯახის რჩენის! დღესაც კი ახალგაზდობის დიდ ნაწილს წასვლა უნდა უცხოეთში, მათ შორის მეც ეეე ჩემო შოთა . მანდ ბევრს ეგონა აქ სამოთხე მაგრამ ბოლოს სხვა რამე ნახეს.ეგონათ აი უცხოეთში დიდი ფულია და ჩახვალ და ყრია. სამუშაოდაც რომ წახვიდე რა სამუშაოებია იცი აქ? ჯერ განათლებაზე იზრუნე შვილო და მერე სადმე წასვლაზე . აი აჩიკო ხომ იცი მეზობელი თავში ხელებს ირტყავს სად მოვდიოდი რა მინდოდა აქო. ამ ზაფხულს ჩამოვა მანდ და კითხე . მარააა ერთია.აქ უნდა ჩამოხვიდე მხოლოდ იმიტომ რომ ისწავლო. არ ისწავლი და ვსიო დაკარგული გაქ ყველაფერი. ისე რაც აქ მყოფ ქართველებში შევნიშნე ბევრი ვეღარ დაბრუნდება უკან. და აღარც. ჯერ ერთი იმიტომ რომ ვინც აქ დიდი ხანია არის უკვე შეეჩვია აქაურობას, უკვე საკმაოდ ასაკშიც არიან. მანდ რომ ჩამოვიდნენ კიდევ ერთხელ ახალი ცხოვრების დაწყებაც ეშინიათ. ეშინიათ იმის რომ როგორ შეეგუებიან კიდე მანდაურობას. ძალიან რთულია რთული. მითუმეტეს კიდე ამერიკა ისეთი ქყევანაა აქ ეგრევე არფერი მოდის აქ დიდი შრომა გჭირდება რომ ოდესმე რამეს მიაღწიო. კი ოჯახებიც ენატრებათ მაგრამ ამ ხალხისთვი ძალიან დიდი ბედნიერებაა როცა ოჯახს ორი კაპიკით ეხმარებიან. მეტი რა სიხარული აქვთ არც არაფერი.განა უმეტესობა ოჯახის გამო არ წავიდა საზღვარგარეთ? თუმცა მანდ მყოფი ამას ძნელად გაიგებს. სარდიონ ციტატა ძალიან ვენაცვალე ყველა ქართველს ვინც რაღაც მიზეზის გამიო უცხოეთში არ გაიქცა, და უფრო ვენაცვალე იმათ ვინც აითესა რაღაც მიზეზის გამო. მაინც რის გამო? |
.:Lela:. |
Jul 23 2008, 01:55 PM
პოსტი
#65
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
zeppelin
გეთანხმები თუმცა სასწავლებლად მაინც წავიდოდი -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
guest |
Jul 23 2008, 02:05 PM
პოსტი
#66
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
შოთაძე
ციტატა ქვეყნის უაზრო სოციალურმა პოლიტიკამ აიძულა უცხოეთში მყოფი ქართველების უმრავლესობას რომ დაეტოვებინა სამშობლო რადგან არანაირი პერსექტივა არ არსებობდა აქ ყოფნის და ოჯახის რჩენის! ახლანდელი მთავრობის პერიოდში ნაკლებად წავიდა ხალხი, მასიურად იყო ზვიადის მერე უშუალოდ და შევარდნაძის დროს. მანამდე ისედაც ვინ გაუშვებდა,გაგანია საბჭოეთის დროს. |
zeppelin |
Jul 24 2008, 08:36 AM
პოსტი
#67
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
|
guest |
Jul 24 2008, 03:34 PM
პოსტი
#68
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა კი. უცხოეთის დიპლომი მანდ მაგრად ჭრის zeppelin "აქ რამ მოგიყვანა, შენ დალოცვილო შენა ".... Willkommen in Club |
k@the |
Jul 24 2008, 04:06 PM
პოსტი
#69
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
staywhite
ეგ ვიფიქრე მეცა -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
შოთაძე |
Jul 24 2008, 09:56 PM
პოსტი
#70
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
staywhite
ციტატა ახლანდელი მთავრობის პერიოდში ნაკლებად წავიდა ხალხი, მასიურად იყო ზვიადის მერე უშუალოდ და შევარდნაძის დროს. მანამდე ისედაც ვინ გაუშვებდა,გაგანია საბჭოეთის დროს. გეთანხმები რომ მაგ პერიოდშიბევრი წავიდა, მაგრამ დღესაც ბევრი მიდის, და დღეს რო ის ფასები ღირდეს წასვლა რაც მაშინ ღირდა ახლაც სამწუხაროდ ბევრი წავიდოდა! ქვეყანაში არც ისეა საქმე როგორც ტელევიზიით აჩვენებენ, მითუმეტეს უცხოეთის ტელევიზიების მიერ გაშუქებული საქართველოს მდგომარეობა! ისევ ხდება ნაცნობობა და პოლიტიკური შეხედულებით ხალხის დასაქმება და მიხედვა და ა.შ ბევრმა შეილება არ დამიჯეროს მაგრამ ჩემი დანანახიდან ეგრეა! zeppelin ციტატა ეეე ჩემო შოთა . მანდ ბევრს ეგონა აქ სამოთხე მაგრამ ბოლოს სხვა რამე ნახეს.ეგონათ აი უცხოეთში დიდი ფულია და ჩახვალ და ყრია. სამუშაოდაც რომ წახვიდე რა სამუშაოებია იცი აქ? ჯერ განათლებაზე იზრუნე შვილო და მერე სადმე წასვლაზე . აი აჩიკო ხომ იცი მეზობელი თავში ხელებს ირტყავს სად მოვდიოდი რა მინდოდა აქო. ამ ზაფხულს ჩამოვა მანდ და კითხე . მარააა ერთია.აქ უნდა ჩამოხვიდე მხოლოდ იმიტომ რომ ისწავლო. არ ისწავლი და ვსიო დაკარგული გაქ ყველაფერი. ისე რაც აქ მყოფ ქართველებში შევნიშნე ბევრი ვეღარ დაბრუნდება უკან. და აღარც. ჯერ ერთი იმიტომ რომ ვინც აქ დიდი ხანია არის უკვე შეეჩვია აქაურობას, უკვე საკმაოდ ასაკშიც არიან. მანდ რომ ჩამოვიდნენ კიდევ ერთხელ ახალი ცხოვრების დაწყებაც ეშინიათ. ეშინიათ იმის რომ როგორ შეეგუებიან კიდე მანდაურობას. ძალიან რთულია რთული. მითუმეტეს კიდე ამერიკა ისეთი ქყევანაა აქ ეგრევე არფერი მოდის აქ დიდი შრომა გჭირდება რომ ოდესმე რამეს მიაღწიო. კი ოჯახებიც ენატრებათ მაგრამ ამ ხალხისთვი ძალიან დიდი ბედნიერებაა როცა ოჯახს ორი კაპიკით ეხმარებიან. მეტი რა სიხარული აქვთ არც არაფერი.განა უმეტესობა ოჯახის გამო არ წავიდა საზღვარგარეთ? თუმცა მანდ მყოფი ამას ძნელად გაიგებს. მე არასდროს არ მითქვამს ის რომ უცხოეთში ადვილად იშოვება ფულიო და ა.შ უცხოეთში რასაც იშრომებ და ისწავლი ის დაგიფასდება მაგრამ აქ იმის ნახევარიც არ ფასდება რასაც შრომობ -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
guest |
Jul 24 2008, 10:32 PM
პოსტი
#71
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
შოთაძე
ციტატა უცხოეთში რასაც იშრომებ და ისწავლი ის დაგიფასდება დარწმუნებული ხარ მაგაში ? |
შოთაძე |
Jul 24 2008, 10:34 PM
პოსტი
#72
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
staywhite
ციტატა დარწმუნებული ხარ მაგაში ? 80% მეტით კი, ქვეყანასაც გააჩნია რა, ნორმალურად განვიტარებულ ქვეყანებში დაფასდება და სხვაგან არ ვიცი -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
guest |
Jul 24 2008, 10:49 PM
პოსტი
#73
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
შოთაძე
ციტატა 80% მეტით კი, ქვეყანასაც გააჩნია რა, ნორმალურად განვიტარებულ ქვეყანებში დაფასდება და სხვაგან არ ვიცი smile.gif ზეგანვითარებულია გერმანია, მაგრამ არაა მასე საქმე. საფრანგეთ-იტალიაში უარესი მდგომარეობააო ამბობენ. ასე რომ, აქ ყოფნა მეშვიდე ცაზე ლივლივი სულაც არ არის. ბევრი ზეკვალიფიცირებული უმუშევარია, იმიტომ რომ რაც ეკუთვნის, იმ დონის სამსახურის შოვნა ძნელია, გამართლებაზეცაა და თვით პიროვნებაზეც. |
zeppelin |
Jul 29 2008, 08:46 AM
პოსტი
#74
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
staywhite 80% მეტით კი, ქვეყანასაც გააჩნია რა, ნორმალურად განვიტარებულ ქვეყანებში დაფასდება და სხვაგან არ ვიცი ეეე შენ მაინც შენსას აწვები რაა . დაფასება არა ისა. აბა დიდი განათლება გქონდეს როგორ დაგიფასდება მანდ ნახავ. აქაც ეგრეა. გააქ განათლება მაგრად ხარ თუ არა და ვერ ხარ მაგრად ეგ ეგრეა . რაც შეეხება უცხოეთის განათლებას ცეცხლის ფასი აქვს . ნუ ერთი გამოსავალია რომ ტუ მთლად კოლუმბიაში გინდა ძალიან ძვირია მეორეც კიდე კი ბანკი გაფინანსებს მაგრამ ჯერ აქ უნდა გქონდეს დამთავრებული და მერე მანდ ჩააბარო. ნუ დიდი წვალება გინდა. ეგრე ადვილათ რომ მსჯელობ მანდედან აბა ჩამოდი და ნახე რა დღეში არიან ხალხი . აგე არჩილა გამორბის უკვე |
chelo |
Jul 29 2008, 12:37 PM
პოსტი
#75
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 |
4 წელი ვიყავი წასული.წავედი იმიტომ,რომ მშობლები იქ მყავდა,ისნი ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ,ჩემი წასვლა კი შესაძლებელი იყო.ყველაზე მაეტად გული იმაზე მტკივა,რომ ჩვენი იქ წასული ქართველები(არა ყველა) კმაყოფილნი არიან თავიანთი ცხოვრებით და ეგუებიან ამ ყველაფერს.ერთი წელია რაც ჩამოვედი და კიდე ვერ მოვიწყინე აქურობა.ყველა მინდა შეგახსენოთ აქ დიდი მადლია და არივინ არ წახვიდეთ თუ ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არ ხართ.საერთოდ როცა ადამიანი ღმერთის გარეშე ცხოვრობს მისი გული სიმშვიდეს ვერასოდეს იპოვის და მან შეიძლება ეს სიმშვიდე არა ეკლესიაში ეძებოს,არამედ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში.არ ვგულისხმობ იმ უმეტეს კატეგორიაზე რომლებიც მართლა მატერიალური სიდუხჭირის გამო არიან წასულები.
-------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
tako@tako |
Sep 11 2008, 12:11 PM
პოსტი
#76
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 4-June 07 წევრი № 2,096 |
მოგიტევებთ, მაგრამ ვერ გაგვიგე, ჯერ ერთი მე სულაც არ მიგულისხმია ის ნაწილი ვინც სასწავლებლადაა, ის სულაც არ არის ემიგრანტი, არამედ სტუდენტი , აქაა გაჭირვების გამო წასულ ხალხზე საუბარი მართალი ხართ მართალი,ის აუცილებლად დაბრუნდება ვინც დროებით წავიდა სასწავლებლად რადგან შანსი აქვს რომ მის სწავლას ბოლო ოდესღაც ექნება აი მეკი გავუშვი შანსი და უკვე საქართველოში სტუმარი მქვია,ვერასოდეს გავიგებდი რა ტკბილია სახლი ,სამშობლო , შენი ენა , ყველაფერი რაზეც შეგიძლია ''შენი ''თქვა საქართველო ჩემია, მაგრამ მე არ მეკუთვნის მე ის დავკარგე , საღაცა გამეპარა. არავინ თქვას კიდე ვიცი ემიგრანტები რას გძნობენო თუ თვითონ არ გამოუცდია,თუ თვითონ არ მონატრებია და ცაზე ვარსკვლავი ვერ დაუნახია გარდა საქართველოს ცისა.მაპატიეთ მე სულ რაღაც 4დღის წინ დავუბრუნდი ემიგრანტობას და ძნელია ისევ შევეგუო ყველაფერს.სამშობლოზე ტკბილი არაფერი ყოფილა. |
vaimedi |
Nov 15 2008, 08:01 PM
პოსტი
#77
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 29-August 08 წევრი № 5,545 |
იცით, ეს ფორუმი რომ აღმოვაჩინე პირველად გაოგნებული ვიყავი: ღმერთო, რამხელა რწმენაა, რამხელა სიყვარული და სასოებაა უფლის . თურმე როგორი გულანთებული და ღმერთის მოიმედე ქართველობა გვყოლიათქო. აი ესენი, ალბათ ,უყოყმანოდ დათმობენ სიცოცხლეს უფლისთვისთქო. ეხლა კი ვკითხულობ ამ პოსტებს და ისევ გაოგნება მიპყრობს. სადღაც დაკარგულა უფლის იმედი. სულ ფული, ფული და კარგი ცხოვრება. გარბიან და ამართლებენ სხვების გაქცევას საქართველოდან, რადგან აქ თურმე კარგა გვარიან-ფულიანად ვერ ცხოვრობენ, რადგან აქ გაჭირვებაა და ამათ კი კომფორტი ურჩევნიათ სამშობლოში გაჭირვებულ ცხოვრებას. არ გეწყინოთ რასაც ეხლა გიწერთ, ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ქართველი კაცის გულში სამშობლოს სიყვარული მინელდა, სადღაც უკან გადაინაცვლა,(ხო,ვთვლი რომ სწორედ სამშობლოს სიყვარულის დეფიციტთან გვაქვს საქმე), რომ დღეს ქართველ კაცს სმა-ჭამა და კომფორტი უფრო ადარდებს, ვიდრე სამშობლოს ბედ-იღბალი.ამან კი განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში იჩინა თავი. რუსეთი თბილისზე მოდისო და----ბენზინის გასამართ სადგურებთან რიგები დადგა----გარბოდნენ, ქვეყნიდან გარბოდნენ ყველა, დიდ-პატარა, და ვის უტოვებდნენ სამშობლოს?... და რო კითხო----სამშობლო უყვართ. რა მოგვდის ხალხო? სად გავრბივართ, ან იმ უცხოეთში რას გავრბივართ,იქ რას ველოდებით ან აქ ვის ანაბარა ვტოვებთ ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანას? ნახევარი ქართველობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და დაბრუნებაზე იქიდან მეოთხედიც არ ფიქრობს. ამართლებთ :შეეჩვიენ იქაობასო, იქ ცხოვრება მოიწყვეს და აქ რაღა დარჩენიათო. ეს არის სამშობლოს სიყვარული ან მოყვასის სიყვარული?-- ”ოღონდ მე ვიყო კარგად და სულ ერთია სადაც ვიქნებიო”. აღარც ქვეყანა ადარდებთ, აღარც მოყვასი. მიდიან და ტოვებენ მშობლებს, და-ძმას, ნათესაობას, მეგობრებს.---”იქედან ეხმარებიანო”--- ხო თავიდან იქედან ეხმარებიან,--- მერე ისენიც მიჰყავთ. იცით რას ფიქრობენ? -- "დავბრუნდებით, ოღონდ როცა კარგი ცხოვრება იქნებაო". ჩვენს წინაპრებს სამშობლოდან მოცილებას და უცხოეთში გადახვეწას სიკვდილი ერჩიათ,მათაც მასე რომ ეფიქრათ , დღეს ქართველობა აღარ იქნებოდა. რა , მაშინ ულხინდა ჩვენს ქვეყანას? არა, ჩემო კარგებო, ამაზე ათასჯერ მეტი გაჭირვება იყო, პურის ლუკმა ენატრებოდათ, მაგრამ წასვლა აზრად არ მოუვიდოდათ. ამიტომაც მოვედით აქამდე. ჩვენ ? ... რა გვემართება?...ჩვენ მარტო ვზივართ და წინაპრებით ვტრაბახოფთ. არ ვცდილობთ მათ მივბაძოთ, ცოტათი მაინც მივემსგავსოთ. გავრბივართ და უპატრონოდ ვტოვებთ ქვეყანას.
" ვაი ჩემო საქართველო, შენ არ გევხარ სხვას" შეიძლება კიდევ ჰქონდეთ გამართლება მათ, ვინც მართლა უკიდურესი გაჭირვების გამო გახდა იძულებული წასულიყო, რათა ოჯახები ერჩინათ. სამწუხაროდ დიდი მასა წასულია იმის გამო, რომ ,როგორც უკვე ბრძანეთ, აქ სათანადოდ არ აფასებენ მათ შრომას, ისეთი შემოსავალი არა აქვთ , რაც მათ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. და უმეტესობა ასეთების საკმაოდ განათლებული ხალხია. იმის მაგივრად, რომ საკუთარ სამშობლოს და ერს მოახმარონ თავიანთი სწავლა-განათლება, უცხო ქვეყანას და უცხო ხალხს ემსახურებიან. ხო, რა უნდა ვთქვათ ამათზე, ვინც კომფორტის და ფუფუნების არქონის გამო დატოვა ქვეყანა. განა როცა დედა ან საყვარელი ადამიანი ავადა გვყავს მივატოვებთ და ვიტყვით:”როცა კარგად გახდება , მაშინ მოვალ, ეხლა მისი ავადმყოფობით დისკომფორტს განვიცდიო?”. არა ხომ? აქაც იგივე ხდება . სამშობლოც ერთია, როგორც დედა. უჭირს ქვეყანას, ავად არის ჩვენ კი მივდივართ და ვტოვებთ, მხოლოდ იმისთვის რომ თავი კრგად ვიგრძნოთ. და ვის უტოვებთ სამშობლოს, თუ თქვენ , ჭკვიანი და განათლებული ხალხი წახვალთ, ვინ მოუაროს ქვეყანას? ეხლა თუ დისკომფორტს ვერ ვიტანთ სამშობლოსთვის, ბოლო ჟამს როგორ გავუძლებთ შიმშილს და გაჭირვებას?ისე მივეჩვევით უზრუნველ ცხოვრებას, რომ, ალბათ დაუფიქრებლად მივიღებთ სატანის ნიშანს. ვიცი რომ ბევრი მამაო კურთხევას არ აძლევს საზღვარგარეთ წასვლაზე, გარდა სასწავლებლად წასვლისა, და მომწონს მათი გადაწყვეტილება.ასე თუ გაგრძელდა , ცოტა ხანში საქართველოში ქართველები აღარ იქნებიან. ჯერ ისედაც რამდენი ვართ, ისედაც არ ვმრავლდებით, და ეხლა ვინც ვართ უცხოეთში წასვლით და იქ დარჩენით, იმათაც გადაჯიშება გვიწერია. ცოტა დავითმინოთ, მადლობა ვუთხრათ ღმერთს იმაზე რაც მოგვცა, დავკმაყოფილდეთ ბოძებულით, უფალს მივენდოთ და უფალიც დაგვინახავს ღვაწლს, მოთმინებას და დაასაჩუქრებს ქართველ ხალხს: ააყვავებს, ააღორძინებს, გააძლიერებს, გაამთლიანებს და განაბრწყინებს ჩვენს საქართველოს. აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი! |
k@the |
Nov 15 2008, 09:17 PM
პოსტი
#78
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
10 კლასი, ქართულის საკონტროლო, თავისუფალი თემა სათაურით:
" ვაი ჩემო საქართველო, შენ არ გევხარ სხვას" -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
KAIROS |
Nov 16 2008, 04:34 AM
პოსტი
#79
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა , რა უნდა ვთქვათ ამათზე, ვინც კომფორტის და ფუფუნების არქონის გამო დატოვა ქვეყანა. განა როცა დედა ან საყვარელი ადამიანი ავადა გვყავს მივატოვებთ და ვიტყვით შეეშვით ამ უაზრო შეტევებს ემიგრაციაზე, აქ ფუფუნებაში არავინ ცხოვრობს ხალხო, რატომ არ გესმით? სადაც მე ვარ, ვიცნობ ქალბატონებს, რომლებიც ფუფუნება კი არა დილიდან საღამომდე კვნესამდე მუშაობენ, მაქ რომ ორ-ორი ოჯახი შეინახონ და გამოკვებონ, სწორედ ის საყვარელი ადამიანები და დაფიქრდით ხომ რას წერთ? უკვე აღმაშფოთებელია! ციტატა 10 კლასი, ქართულის საკონტროლო, თავისუფალი თემა სათაურით: " ვაი ჩემო საქართველო, შენ არ გევხარ სხვას" შევასწორებდი, 8 კლასი, 2 იანი საკონტროლოში, სათაურად "ურაპატრიოტიზმი ფსევდოქრისტიანობის ჩარჩოებში" ვაიიმედს ვაითემა დაუწერია... არავის არა აქვს უფლება ის ილაპარაკოს რაც არ უნახავს, ასე რომ ჩემო კარგო ჩამობრძანდით აქ, ნახეთ რა "ფუფუნებაში" არის 80% ქართული ემიგრაციისა და მერე არჩიე ვის როგორ უყვარს საქართველო! მოკლედ რა-თი; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
იმედა |
Jun 24 2009, 09:18 PM
პოსტი
#80
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 14-June 09 წევრი № 7,124 |
ისე თუ შეგიძლიათ ყველამ, ვინც უცხოეთში ხართ, მაქსიმალურად დაასახელოთ და გაგვარკვიოთ იმაში. თუ რატომ ხართ მანდ, მართლა ძალიან მაინტერესებს.... და თუ ვინმეს გექნებათ სურვილი, გთხოვთ დაწეროთ აქ რატომ?! ისე ერთს ვიტყვი, რომ ამ 2 დგის წინ, სიონის ტაძარში ერთ-ერთი მოძღვარი წირავდა და ქადაგებაში ასე თქვა: (ამ მოძღვრის სახელი არ ვიცი მაგრამ პუტკუნა მოძღვარია თუ ვინმეს გეცნობათ, აუცილებლად მიხვდებით) ეხლა მალე, ამ დღეებში უცხოეთში მივდივარო, და პატრიარქმა სანთლები გადმომცა რათა ეს სანთლები იქ მყოფ ქართველებს მივცე და გადავცე პატრიარქის სიტყვები, რომ ყველანი უკან, შინ დაბრუნდნენ, რადგამ უკვე მეორე ჟამია, მეორედ მოსვლა და პატრიარქი ყველას უკან დაბუნებას გვთხოვსო.............. რაღაც არა მგნია რომ ასეთი რამე ეთქვა პატრიარქს. მე მგონი რაღაც გაუგებრობაა. მაგის მარჩიელობა, თუ როდის დადგება ბოლო ჟამი ჩვენი საქმე არ არის. ჯობია სხვა რამეზე ვიფიქროთ. კაიროსი სწორად განსჯის, რომ ამის არ ჯერა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 02:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი