IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 151 152 153 154 155 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Mar 8 2021, 01:07 PM
პოსტი #3041


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ჩემთან, მაღაზიაში, სამხედრო პირი შემოვიდა, იგი თესალონიკში მიემგზავრებოდა. შემიყვარდა ეს კაცი და ვუთხარი: „ევედრე უფალს, რომ ნაკლები მწუხარებები გქონდეს“. მან მიპასუხა: „მე ვიცი ლოცვა. ომში ვისწავლე, ბრძოლებში ყოფნისას. ვევედრებოდი ღმერთს, ცოცხალი დავეტოვებინე. გარშემო ტყვიები ცვიოდა, ჭურვები ფეთქდებოდა, ცოტა ვინმე თუ გადაურჩა სიკვდილს, მე კი, თუმცა ბევრ ბრძოლაში ვარ ნამყოფი, უფალმა დამიფარა და გადავრჩი“. მან მიჩვენა, როგორ ლოცულობდა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით ჩანდა, რომ მთლიანად ლოცვაში იყო ჩაფლული. ასე ლოცულობდა ეს კაცი იმ ომში, სადაც ადამიანს მხოლოდ ხორციელი სიკვდილი ემუქრება. ჩვენ კი, მონაზვნებს, სულ სხვა ომო გვაქვს, ის ჩვენს შიგნით მიმდინარეობს და დამარცხებამ შეიძლება სულის წარწყმედაც მოგვიტანოს. ამიტომ არა მარტო ხანდახან უნდა მივაშუროთ ხოლმე უფალს, არამედ მუდამ მასთან ერთად ვიყოთ. როგორც ანგელოზები მსახურებენ ღმერთს განუწყვეტლივ, მონაზონიც გონებით მუდამ ღმერთში უნდა იყოს და დღედაღამ საღმრთო სჯულში განისწავლებოდეს“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 9 2021, 12:52 PM
პოსტი #3042


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნის გული არავის და არაფერს არ უნდა მიეჯაჭვოს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 10 2021, 01:09 PM
პოსტი #3043


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„V საუკუნიდან პალესტინაში ჩნდება მდინარე იორდანეს პირას ქართველთა მონასტერი, რომელი იხსენიება იბერთა მონასტრის სახელით. ბეთლემის მახლობლად არსებული წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ქართველთა მონასტერი. გიორგი-პროხორეს ხელმძღვანელობით აგებული ქართველთა დიდი სავანე ჯვრის მონასტერი. ქალთა სავანეები დერტავი, დერთუფა და კაპპათა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 11 2021, 01:31 PM
პოსტი #3044


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მინახავს ადამიანები, რომლებიც მონასტერში მოსვლისას კარგები იყვნენ, მაგრამ მერე გაფუჭდნენ. თუმცა ისეთებიც მინახავს, რომლებიც, რომ მოვიდნენ, ცუდები იყვნენ, მაგრამ მერე ისეთი მდაბალნი და მშვიდნი გახდნენ, რომ გულს უხარია მათი ყურება. ერთი მონაზონი ვიცი, ვინც ახალგაზრდობაში დაბებს შორიდან უვლიდა ხოლმე, საცთურს რომ არ გადასწყდომოდა, ახლახან კი ორი საათის მანძილზე თვალმოუშროებლად ათვალიერებდა სურათებს, სადაცა ამქვეყნიური ამბები იყო აღბეჭდილი და თვითონაც მითხრა, რომ შეუყვარდა ეს სოფელი. ასე შეიძლება შეიცვალოს მონაზვნის სული და სოფლისკენ მიიქცეს. ამ დროს იგი 17 წლისა მოვიდა მონასტერში და აქ 35 წელი გაატარა. აქედან ჩანს, როგორ უნდა გვეშინოდეს, რომ არ ჩაქრეს ჩვენში ის ცეცხლი, რომელმაც სოფლიდან გამოსვლა და უფლის შეყვარება ჩაგვაგონა“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 12 2021, 01:06 PM
პოსტი #3045


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა ადამიანის ყველაზე სრულყოფილი ცხოვრების გზაა“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 13 2021, 10:56 AM
პოსტი #3046


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც მონაზონი მოღვაწეობას არასწორად დაიწყებს, მოგვიანებით ძალიან უჭირს გაიგოს, თუ რა არის მორჩილება, ნების მოკვეთა, კეთილშობილი თავგანწირვა, თავმდაბლობა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 14 2021, 11:10 AM
პოსტი #3047


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ეგვიპტის მონასტრების შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა არქიმანდრიტი პორფირე უსლენსკი (XIX ს.): ვუმზერ წმინდა მაკარის მონასტერს, მის მახლობლად უსიცოცხლო უდაბნოს და ვხვდები, რა არის განდეგილი. ეს არის თავდადებული მებრძოლი ბოროტ სულებსა და ვნებებთან. ნიტრიის უდაბნოში კი არაფერია ქვების, სილის და მკვდარი წყლის გარდა. აქ არის მეუდაბნოის განშორება ერისაგან - საფლავის მსგავსი, მარადიული, მისი მრავალდათმენა ზებუნებრივი... აქ განდეგილობა ამტკიცებს, რომ ადამიანი არის სული, რომელიც განკუთვნილია უსხეულო სულთა დასში მარადიული ცხოვრებისათვის. აქ ცხოვრობდნენ ზეცისა კაცნი და მიწისა ანგელოზნი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2021, 01:00 PM
პოსტი #3048


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა ახალგაზრდობიდანვე სურდა, მაგრამ ვერ შეძლო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 16 2021, 12:57 PM
პოსტი #3049


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუკი იქნებიან ჭეშმარიტი მონაზვნები, თავიანთი ზებუნებრივი ნიჭებით, ისინი მეტ სარგებელს მოუტანენ ადამიანებს და მეტად შეძრავენ მათ გულებს, ვიდრე რიტორთა მოქნილი, მაგრამ ცარიელი სიტყვები!“

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 17 2021, 11:00 AM
პოსტი #3050


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მეტოქიონში ასე მემართებოდა: ძღომამდე ვჭამდი, ორი საათის შემდეგ კი შემეძლო კიდევ ამდენივე მეჭამა. სასწორზე აწონვა დავიწყე და რა ვნახე - სამ დღეში 4 კილოგრამი მოვიმატე. მაშინ მივხვდი, რომ ეს განსაცდელი იყო, რადგან ჩვენ, მონაზვნები, ხორცს უნდა ვახმობდეთ, რათა მასში ლოცვის ხელისშემშლელი ვერავითარი მოძრაობა ვერ გაჩნდეს. მაძღარი ხორცი ხელს უშლის წმინდად ლოცვას და სავსე სტომაქში სული ღვთისა ვერ დაიმკვიდრებს, თუმცა მარხვის ზომაც უნდა ვიცოდეთ, რათა უდროოდ არ მოვუძლურდეთ, რადგან ამ შემთხვევაში მორჩილების შესრულებას ვერ შევძლებთ. ერთ მორჩილს ვიცნობდი, რომელმაც ხორცი მარხვით გამოფიტა, მაგრამ დაუძლურდა და უდროოდ მოკვდა“

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2021, 12:14 PM
პოსტი #3051


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ანტონი დიდი არა მხოლოდ განდეგილური მოღვაწეობის დამაარსებელია, არამედ მონასტრული ცხოვრების ამაღორძინებლადაც მიიჩნევა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2021, 10:55 AM
პოსტი #3052


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[ბერ კოზმა პანტოკრატორელს] მიწის მტვრისა და ოფლისაგან სულ ატალახებული ჰქონდა ტანსაცმელი. იძინებდა ოთახის კუთხეში დალაგებულ დაბებკილ საბანზე, რომელიც ისე იყო სავსე მიწით, თესლი რომ მოგებნიათ, აღმოცენდებოდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 20 2021, 12:41 PM
პოსტი #3053


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მაინც, რისი გაკეთება შეუძლია მონაზონს თავისი ხელით? დიდი-დიდი, დღეში ერთი მანეთი გამოიმუშაოს - და რა არის ეს ღმერთისთვის? ამ დროს ღვთის სათნო ერთი აზრიც კი სასწაულებს სჩადის. ამას წმიდა წერილში ვხედავთ.
მოსე წინასწარმეტყველი მხოლოდ გონებით ლოცულობდა, მაგრამ უფალმა უთხრა: რასა ხოლო ჰღაღადებ? (გამოსლვ. 14:15) და იხსნა ისრაიტელნი დაღუპვისაგან. ანტონი დიდი სოფელს თავისი ლოცვით ეხმარებოდა და არა ხელებით. ღირსი სერგი ლოცვით და მარხვით შეეწია რუს ხალხს თათართა უღლის გადაგდებაში. ილოცა ღირსმა სერაფიმემ და სული წმიდა გადმოვიდა მოტოვილოვზე. აი, ესაა მონაზვნის საქმე.
მაგრამ თუ მონაზონი უდებია და არ მიუღწევია იმისათვის, რომ მისი სული მუდამ ხედავდეს უფალს, დაე გლახაკებს ემსახუროს და ერისკაცებს დაეხმაროს თავის შრომით - ესეც სათნოა ღვთის წინაშე. მაგრამ იცოდე, რომ შორსაა ეს მონაზვნობისგან“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2021, 02:04 PM
პოსტი #3054


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სულიერი წინსვლის მქონე მონაზონი“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 22 2021, 12:35 PM
პოსტი #3055


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერს [იოსებ ვატოპედელი] არ სურდა, რომ მონაზვნები ერში გასულიყვნენ და ამიტომ, ასაკისა და ავადმყოფობის მიუხედავად, საჭირო ნივთებით მომარაგებაზე ზრუნვის მთელი სიმძიმე თვითონ იტვირთა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2021, 12:27 PM
პოსტი #3056


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კარგი იქნება, რომ მონაზონი მორჩილი იყოს და ხშირად ამბობდეს აღსარებას, რათა სულიერმა მოძღვარმა იცოდეს, რა აზრები უყვარს მის სულს. ასეთ მონაზონს მუდამ ექნება ქრისტესმიერი მშვიდობა და მის სულში ღვთაებრივი აზრები იშვებიან; გონებას ეს აზრები განანათლებს, გული კი ღმერთში განისვენებს. ასეთი მონაზონი თუმცა სოფელში ცხოვრობს, ათას საცთურსა და განსაცდელს შორის, მაგრამ არაფრის ეშინია, რადგან მისი გული ღვთის მიერაა განმტკიცებული, შეიყვარა ღმერთი და ერთადერთ რამეს ნატრობს - როგორმე დაიმდაბლოს სული: უყვარს უფალს მდაბალი სული, რომელმაც იცის, რა სურს მისგან უფალს, რამეთუ თვით უფალია მისი მასწავლებელი“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2021, 12:15 PM
პოსტი #3057


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერ სოფრონის ქადაგებებით მოქცეული ადამიანები მონაზვნობაში ეძებდნენ მართლმადიდებლობის ცხოველსმყოფელ წყაროს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2021, 11:17 AM
პოსტი #3058


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„პალესტინაში ბერმონაზვნურ ცხოვრებას IV საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. როგორც ძველი საეკლესიო მწერლები მოწმობენ, IV საუკუნიდან VII საუკუნემდე პალესტინასა და უმთავრესად იუდეაში 130-მდე სამონასტრო კერა არსებობდა და დასახლებული იყო ათი ათასობით ანგელოზთა მიმსგავსებული ადამიანით - მონაზვნებით. პალესტინაში მონაზვნური ცხოვრების დაფუძნება წმინდა ილარიონ დიდსა და წმინდა ხარიტონ აღმსარებელს უკავშირდება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2021, 12:44 PM
პოსტი #3059


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დღემდე არსებობენ მონაზვნები, ღმერთი რომ უყვართ და დღედაღამ მისკენ მიისწრაფვიან - ისინი შეეწევიან სოფელს თავიანთი ლოცვებითა და ნაწერებით“

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2021, 11:45 AM
პოსტი #3060


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„აქონდარიკი - მონასტრის სასტუმრო“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 151 152 153 154 155 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 06:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი