თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ დაუსვით კითხვა მოძღვარს _ სახელი

პოსტის ავტორი: personaji თარიღი: Sep 8 2017, 12:19 PM

მოგესალმებით. 1 თვეში ველოდებით ვაჟს, სახელად შევარჩიეთ იონათანი. როდესაც ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია იქ წავაწყდი ასეთ თემებს. "ღვთის კურთხევის დამრღვევი საულ მეფე და იონათანი" იქნება გვირჩიოთ დავარქვათ თუ არა ეს სახელი და ჩვენთვის გასაგებ ენაზე მცირე ინფორმაციაც მოგვაწოდოთ ამ სახელთან დაკავშირებულ ადამიანზე(ებზე) რაც ბიბლიაშია ნახსენები. მადლობას მოგახსენებთ წინასწარ. ასევე ამ საიტის შექმნის იდეის ავტორსაც, რომ ასეთი სასარგებლო გვერდი არსებობს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2017, 05:44 PM

personaji

იონათანი არ არის წმინდანის სახელი. იონა კი წმინდანის სახელია:

იონა - მტრედი (ებრ.)

მოსკოვისა და რუსეთის მიტროპ. 18.10
პალესტინელი, მღვდელმონაზონი; 5.10
სპარსი, მოწამე; 10.04
წინასწარმეტყველი; 5.10

http://www.orthodoxy.ge/sakhelebi/ka/m_ini.htm

პოსტის ავტორი: personaji თარიღი: Sep 11 2017, 12:28 AM

marine
მადლობა ყურადღებისთვის მაგრამ მე სულ სხვა რაღაც ვიკითხე. წმინდანის სახელი რომაა იონა ვიცი. მე ის მაინტერესებს იონათანი რომ დავარქვა ვინმე ისეთს ხო არ ერქვა რომ არ ღორდეს მეთქი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2017, 09:41 AM

ციტატა(personaji @ Sep 11 2017, 01:28 AM) *

marine
მადლობა ყურადღებისთვის მაგრამ მე სულ სხვა რაღაც ვიკითხე. წმინდანის სახელი რომაა იონა ვიცი. მე ის მაინტერესებს იონათანი რომ დავარქვა ვინმე ისეთს ხო არ ერქვა რომ არ ღორდეს მეთქი.



"- როგორ შევურჩიოთ სახელი ბავშვს? ახდენს თუ არა სახელი გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე?

- სასურველია, ბავშვს სახელი რომელიმე წმინდანის პატივსაცემად დავარქვათ, რომელიც განსაკუთრებულ მფარველობას და მეოხებას გაუწევს მას; უმჯობესია, იმ წმინდანისა, რომლის ხსენების დღესაც დაიბადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებს შვილისთვის სხვა, მათთვის სასურველი სახელის დარქმევა ეკრძალებათ. ბავშვს უნდა მოვუთხროთ მისი მოსახელე წმინდანის ცხოვრების შესახებ, შევუძინოთ მისი ხატი და შევაჩვიოთ მის წინაშე ლოცვას. ცხადია, მშობლებმაც უნდა ილოცონ მის წინაშე, გამოსთხოვონ მეოხება, კურთხევა და შეწევნა თავიანთი შვილისთვის. მშობლების, განსაკუთრებით დედის ლოცვას, უდიდესი ძალა შესწევს.

როდესაც ბავშვი წმინდანის სახელს ატარებს და იცნობს მის ცხოვრებას, ეს მის პირად ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას - მას თვალწინ ღვთისსათნოდ მცხოვრები ადამიანის მაგალითი უდევს და ცდილობს, შეძლებისამებრ მაინც მიბაძოს მას."

/მამა გაბრიელ დარჯანია/



ახლა მოვიძიე ინტერნეტში და იონათანი საულის ძე ყოფილა. შეგიძლიათ წაიკითხოთ ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან:

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/1mepeta/1mepeta-14.htm

პოსტის ავტორი: personaji თარიღი: Sep 11 2017, 06:08 PM

ეს ყველაფერი წავიკითხე მანამდეც და კიდევ დავითისა და იონათანის მეგობრობზე. მაგრამ სხვა ინფორმაცია ვრ მოვიძიე და ვერ მივხვდი იონათანი დადებითად იყო თუ უარყოფითად. მამაოს ვკითხავ პირადად, აჯობებს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2017, 08:41 PM

ციტატა(personaji @ Sep 11 2017, 07:08 PM) *

ეს ყველაფერი წავიკითხე მანამდეც და კიდევ დავითისა და იონათანის მეგობრობზე. მაგრამ სხვა ინფორმაცია ვრ მოვიძიე და ვერ მივხვდი იონათანი დადებითად იყო თუ უარყოფითად. მამაოს ვკითხავ პირადად, აჯობებს


რათქმაუნდა ჯობია რომ მოძღვარს დაეკითხოთ და მისი რჩევა გაითვალისწინოთ, სწორი გადაწყვეტილება მიგიღიათ. სახელი ისეთი უნდა ერქვას ადამიანს, რომ კი არ სძულდეს, არამედ უყვარდეს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 04:55 PM

"ფსიქოანალიტიკური და ტრანსგენერაციული ფსიქოთერაპიის კვლევებით ირკვევა, რომ ზოგიერთი ადამიანი იქცევა ისე, როგორც მის წინაპარს ენდომებოდა, ზოგჯერ იმეორებს იმ წინაპრის ცხოვრების სტილსა და სცენარს, ავადმყოფობასა და პროფესიას, რომელიც არც კი უნახავს.

სახელი დარქმევის დროს ყურადსაღებია, თუ ვის სახელს არქმევენ და ვინ არქმევს, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს დარქმეულ სახელს. სახელი არა მარტო ნომინალურია, არამედ მისი მატარებელი ადამიანის ცხოვრების სტილს, მისი ცხოვრების უნიკალურ გზას მოიცავს კონდენსირებული ფორმით.

მაგალითად, თუ გქვია დიდედის სახელი და მის სახელთან ასოცირდება მეოჯახე, მშრომელი, გამრჯე ქალი, მაშინ შენს არაცნობიერს გადმოეცემა ცხოვრების მოდელი, თუ როგორ უნდა იცხოვრო".

/პროფესორი რეზო კორინთელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)