IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

17 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები
კანონისტი
პოსტი Nov 17 2008, 03:24 PM
პოსტი #81


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



loen
ციტატა
ადამიანებს არ მოუფიქრებიათ, მოდით და ქერუბიმების ხატი გავაკეთოთო. ღმერთმა უბრძანა მათ გაეკეთებინათ კიდობანი და ყველაფერი მასში, თანაც დაწვრილებით აუხსნა როგორ.

ანუ ღმერთმა თავისი მცნების საწინააღმდეგოდ მოუწოდა?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 17 2008, 03:25 PM
პოსტი #82


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



loen
ციტატა
იესო ქრისტეს სიტყვებია როცა ეშმაკი ცდიდა, რომ მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანიო. მხოლოდ ნიშნავშ მხოლოდ მას და სხვას არავის და არეფერს.

და იესომ საიდან მოუყვანა ეგ სიტყვები ეშმაკს? biggrin.gif
ძველი აღთქმიდან ხომ, ე.ი. შენი ლოგიკით: ძველ აღთქმაში უკვე მოქმედებდა კანონი: "მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანიო", არადა გამოგდის, რომ ისუ ნავეს ძემ მხოლოდ მას არ სცა თაყვანი, განერთხა რა კიდობნის წინაშე



კანონისტი
ციტატა
ანუ ღმერთმა თავისი მცნების საწინააღმდეგოდ მოუწოდა?

მისი ლოგიკა მარტივია: ღმერთმა თუ გითხრა, ღმერთი არ არსებობს - უნდა დაიჯერო biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 17 2008, 03:29 PM
პოსტი #83


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ნებისმიერი პროტესტანტის ცდომილება არის დასაწყისში: არ აღიარებენ წმინდა კრებათა დოგმატებს მაშინ, როდესაც ენდობიან ამავე კრებების მიერ დამტკიცებულ წმინდა წერილის ტექსტს.

ეს ლოგიკა არ მესმის....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Nov 17 2008, 03:48 PM
პოსტი #84


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(კანონისტი @ Nov 17 2008, 02:29 PM) *

კანუდოსელი
ნებისმიერი პროტესტანტის ცდომილება არის დასაწყისში: არ აღიარებენ წმინდა კრებათა დოგმატებს მაშინ, როდესაც ენდობიან ამავე კრებების მიერ დამტკიცებულ წმინდა წერილის ტექსტს.

ეს ლოგიკა არ მესმის....


ცოტა ისეთი რამეა რა..ეს მთავრობა აცხადებს რომ დემოკრატიულები ვართო, ვეთანხმებითო, ..მაგრამ სინამდვილესი სულ სხვა რამეებს აკეტებენ...

ხოდა რახან იმ ხალხმა დაამტკიცა (დაამტკიცა მაგარია smile.gif ) რომ ეს დოგმატები სწორია, სულაც არ ნიშნავს, რომ მათი ყველა ნაწერი ამ დოგმატებს ეყრდნობა...

ასე რომ a075.gif მიცვდით რა რას ვამბობ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 17 2008, 04:28 PM
პოსტი #85


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



sergi_glaxa
ციტატა
ხოდა რახან იმ ხალხმა დაამტკიცა (დაამტკიცა მაგარია ) რომ ეს დოგმატები სწორია

VII მსოფლიო კრებამ დაამტკიცა, რომ ქრისტიანებმა შეიძლება თაყვანი-სცენ ხატებს, არა როგორც ნივთს, არამედ მათი მეშვეობით - უფალს.

თუ ამ დოგმატს არ იღებ, მაშინ ნუ მომიყვან VI მსოფლიო კრების დამტკიცებული წმინდა წერილიდან ციტატას, რადგან არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ იქაც ასეთივე "მცდარობა" არ იყო.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Nov 19 2008, 11:32 AM
პოსტი #86


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ციტატა
და იესომ საიდან მოუყვანა ეგ სიტყვები ეშმაკს?
ძველი აღთქმიდან ხომ, ე.ი. შენი ლოგიკით: ძველ აღთქმაში უკვე მოქმედებდა კანონი: "მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანიო", არადა გამოგდის, რომ ისუ ნავეს ძემ მხოლოდ მას არ სცა თაყვანი, განერთხა რა კიდობნის წინაშე


ამაზე გაგეცი პასუხი წინა პოსტებში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავცემ პასუხს.
ისინი როგორც სცემდნენ თაყვანს ღმერთს კიდობანში, ასე ვც%

ციტატა
და იესომ საიდან მოუყვანა ეგ სიტყვები ეშმაკს?
ძველი აღთქმიდან ხომ, ე.ი. შენი ლოგიკით: ძველ აღთქმაში უკვე მოქმედებდა კანონი: "მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანიო", არადა გამოგდის, რომ ისუ ნავეს ძემ მხოლოდ მას არ სცა თაყვანი, განერთხა რა კიდობნის წინაშე


ამაზე გაგეცი პასუხი წინა პოსტებში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავცემ პასუხს.
ისინი როგორც სცემდნენ თაყვანს ღმერთს კიდობანში, ასე ვცემთ თაყვანს ჩვენ კაცში,იესოში, ღმერთს.
სად გვხვდება ძველი აღთქმის წიგნებში, გარდა კიდობანისა და შემდეგში ტაძრისა, რომელშიც ეს კიდობანი იყო, თაყვანისცემა სხვა რამეზე ან ვინმეზე.
როგორ გგონია არ ყავდათ მაშინ ადამიანები, რომელთა ხატების გაკეთებაც შეიძლებოდა: აბრაამი, მოსე, იესო ნავეს ძე და ამ შემთხვევაში ნებისმიერი წინასწარმეტყველიც, რომლებშიც სული წმინდა იყო. არის სადმე ნახსენები, რომ მათ გაეკეთებინოთ ამ ადამიანების ხატები?
და თუ ხატები ასე აუცილებელი იყო, რატომ მოციქულებმა ანდა მათ შემდეგ პირველმა ქრისტიანებმა არ გააკეთეს?
იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ , მოციქულებმა რატომ არ გააკეთეს მისი ხატი?

ციტატა
VII მსოფლიო კრებამ დაამტკიცა, რომ ქრისტიანებმა შეიძლება თაყვანი-სცენ ხატებს, არა როგორც ნივთს, არამედ მათი მეშვეობით - უფალს.

თუ ამ დოგმატს არ იღებ, მაშინ ნუ მომიყვან VI მსოფლიო კრების დამტკიცებული წმინდა წერილიდან ციტატას, რადგან არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ იქაც ასეთივე "მცდარობა" არ იყო.


რა უფლებით დაამტკიცეს ეს. წესით რასაც ისინი ამტკიცებდნენ ხომ უნდა ეყრდნობოდეს წმინდა წერილს?
რაში გჭირდება ხატები, როცა უფალი თვითონ მოვიდა ამ ქვეყნად და ეჩვენა ყველას?
მათ კი არ დაამტკიცეს, არამედ რაც დაწერილი იყო ერთად შეკრეს და ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ მათ მიუძღვით წვლილი ბიბლიის ტექსტების უცდომელობაში.
ბიბლია დაიწერა სული წმინდის მიერ.
გარანტია კი არის თვით ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, თავისი სიტყვის დამახინჯებას, ანდა განადგურებას. ღმერთმა გამოიყენა ის ხალხი ამისთვის.
ისინი კი არა , თვით ეშმაკიც ვერ შეეხება ღმერთის სიტყვას, მაგრამ სწავლებას ისე დაგვიმახინჯებს, რომ თუ ჩვენ თვითონ არ შევისწავლით, მოგვატყუებს. ეს კარგად ჩანს, როცა ეშმაკი ცდიდა იესოს და თვითონ მან მოიყვანა ციტატა ბიბლიიდან , მაგრამ იესოს განუმარტავდა არასწორად. იესოს კი რა შეეშლებოდა, გასცა პასუხი ისევე ბიბლიიდან და ეშმაკი ჩამოეხსნა.
ასე რომ ეშმაკი ვერ შეეხება ღმერთის სიტყვას, მაგრამ შეეხება ადამიანის გონებას. საკმარისია მან გაუღვიძოს ერთერთი ამ გრძნობათანი(რაც არ უნდა "მაგარი" ქრისტიანი იყოს ის): სიამაყე, ანგარება და ა.შ. ნელნელა დროთა განმავლობაში თავის სასარგებლოდ წაიყვანს საქმეს.
რატომ დამტკიცდა ხატები VII კრებაზე (787 წელს) და არა უფრო ადრე?
სანამ ისინი გამოსცემდნენ ბიბლიას სრული სახით,როგორ ფიქრობთ , არ არსებობდა წმინდა წერილი?


სიყვარულით,

loen.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 19 2008, 11:38 AM
პოსტი #87


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



loen
ციტატა
ისინი როგორც სცემდნენ თაყვანს ღმერთს კიდობანში, ასე ვცემთ თაყვანს ჩვენ კაცში,იესოში

ეს არის ჩემს კითხვაზე:
ციტატა
და იესომ საიდან მოუყვანა ეგ სიტყვები ეშმაკს?
ძველი აღთქმიდან ხომ, ე.ი. შენი ლოგიკით: ძველ აღთქმაში უკვე მოქმედებდა კანონი: "მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანიო",

პასუხი?
პასუხი შეიძლება არის, თორემ ლოგიკური არაა...
ე.ი. შენი ლოგიკთ გამოდის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძველ აღთქმაში მოცემული იყო მცნება: "მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანიო" - გამონაკლისებიც არსებობდა?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 19 2008, 01:12 PM
პოსტი #88


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



loen
ციტატა
რატომ დამტკიცდა ხატები VII კრებაზე (787 წელს) და არა უფრო ადრე?

ქრისტეს ორბუნებიანობა IV კრებაზე დამტკიცდა და ამიტომ, რა გინდა თქვა, რომ მანამდე არ იყო ორბუნებიანი?

დამტკიცდა მაშინ, როდესაც ეკლესიისთვის საყოველთაოდ მიღებული დოგმატის საწინააღმდეგო აზრი გაჩნდა.

თუ დააკვირდები, მამა ღმერთზე თითქმის არ არსებობს ცალკე აღებული დოგმატები. რატომ აბა? იმიტომ, რომ საეკლესიო კრებები მწვალებლობების საწინააღმდეგოდ მოიწვეოდა და მამა ღმერთზე, როგორც უზენაესზე სწავლება, ჩანს არავის გაუხდია საპოლემიკო.

ამბობ, ღმერთი არ დაუშვებს ეშმაკის სიტყვის გამარჯვებასო. VII კრების მერე, მხოლოდ XV-XVI საუკუნეებში გაჩნდა ხატთა საწინააღმდეგო იდეა, ამ ხნის განმავლობაში კი (თითქმის 9 საუკუნე), ყველა ქრისტიანული მიმდინარეობა თაყვანს-ცემდა ხატებს. როგორ ფიქრობ, რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ამდენი ხნის მანძილზე მისი სარწმუნოების სწორად დამცველი არ დატოვა მთელ დედამიწაზე?

თუ, იქნებ პირიქით, ეს იყო სწორი? a075.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 19 2008, 01:24 PM
პოსტი #89


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



loen
ციტატა
როგორ გგონია არ ყავდათ მაშინ ადამიანები, რომელთა ხატების გაკეთებაც შეიძლებოდა: აბრაამი, მოსე, იესო ნავეს ძე და ამ შემთხვევაში ნებისმიერი წინასწარმეტყველიც, რომლებშიც სული წმინდა იყო.

ალბათ, გაგიგია, რომ ქრისტემდე ყველა ადამიანი ხვდებოდა ჯოჯოხეთში, სიკვდილი არ იყო ძლეული და ღვთის რწმენაში აღსრულებული ადამიანები უფალთან მყოფობაში არ იყვნენ. შესაბამისად, რა აზრი ჰქონდა მათ ხატს? ჯოჯოხეთში მყოფთათვის როგორ უნდა გეთხოვა მეოხება უფლის წინაშე?

ციტატა
და თუ ხატები ასე აუცილებელი იყო, რატომ მოციქულებმა ანდა მათ შემდეგ პირველმა ქრისტიანებმა არ გააკეთეს?
იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ , მოციქულებმა რატომ არ გააკეთეს მისი ხატი?

იტალიაში ყოფილხარ? ჩადი აბა და ნახე პირველ ქრისტიანთა ფრესკები კატაკომბებში. სწორედაც რომ ჰქონდათ ხატები!...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Nov 19 2008, 01:57 PM
პოსტი #90


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



აღარ გინდათ რა....ხომ იცით რომ ხათთაყვანისცემა არსად არ არის ხსენებული საღვთო წერილში და არც წახალისება ამ პრაქტიკისათვის...
მტკიცებულებები თითიდან გამოწოვილია...ასეა ეგ ამბავი smile.gif

აბა ჩამქოლეთ ახლა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 19 2008, 02:38 PM
პოსტი #91


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



შენი არგუმენტები მანადგურებენ biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 19 2008, 02:57 PM
პოსტი #92


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



sergi_glaxa
ციტატა
საღვთო წერილში

ქორწინება რომ საიდუმლოა ისიც ქე წერია, მარა შენ ეს იდუმალებები ვინ მოიგონაო? biggrin.gif



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Nov 19 2008, 03:03 PM
პოსტი #93


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(კანონისტი @ Nov 19 2008, 01:57 PM) *

sergi_glaxa

ქორწინება რომ საიდუმლოა ისიც ქე წერია, მარა შენ ეს იდუმალებები ვინ მოიგონაო? biggrin.gif


და იმიტომ გაქვს გასაიდუმლებული ცოლი და 2 შვილი რომ გყავს? laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 19 2008, 03:09 PM
პოსტი #94


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



sergi_glaxa
საინტერესო მეთოდია, შეცდომის იუმორში გადატანა cool.gif

ხო, მაგიტომ ვმალავ kiss1.gif biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Nov 21 2008, 05:53 PM
პოსტი #95


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



aTasi paraklisi da amdenive daujdomeli yvela xatisadmi! ras gavs es ra aris?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 1 2008, 12:01 AM
პოსტი #96


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
aTasi paraklisi da amdenive daujdomeli yvela xatisadmi! ras gavs es ra aris?

ეს სასჯელი გგონია? biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Dec 1 2008, 02:23 PM
პოსტი #97


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ციტატა
პასუხი?
პასუხი შეიძლება არის, თორემ ლოგიკური არაა...
ე.ი. შენი ლოგიკთ გამოდის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძველ აღთქმაში მოცემული იყო მცნება: "მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანიო" - გამონაკლისებიც არსებობდა


კანუდოსელი,

მხოლოდ ღმერთს რომ უნდა ვცეთ თაყვანი, ძველშიც და ახალ აღთქმის წიგნებში გამონაკლისი არსად არ არის.
იესო ნავეს ძე რომ დაემხო კიდობნის წინ, კიდობანს კი არ სცა თაყვანი, არამედ ეს კიდობანი იყო ღმერთის მიერ მიცემული და ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ ამ კიდობანზე გამოეცხადებოდა და დაელაპარაკებოდა მათ.
იესო ნავეს ძე რომ დაემხო , იმიტომ დაემხო რომ შველას ითხოვდა, ღმერთს ელოდა იმ კიდობაზე და ღმერთმა გასცა პასუხი.(იესო ნავეს ძე 7:10)
და როგორც ღმერთი ჩამოდიოდა იმ კიდობანზე, ისე იესო ქრისტე ჩამოვიდა ამ ქვეყანაზე.


ციტატა
ამბობ, ღმერთი არ დაუშვებს ეშმაკის სიტყვის გამარჯვებასო. VII კრების მერე, მხოლოდ XV-XVI საუკუნეებში გაჩნდა ხატთა საწინააღმდეგო იდეა, ამ ხნის განმავლობაში კი (თითქმის 9 საუკუნე), ყველა ქრისტიანული მიმდინარეობა თაყვანს-ცემდა ხატებს. როგორ ფიქრობ, რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ამდენი ხნის მანძილზე მისი სარწმუნოების სწორად დამცველი არ დატოვა მთელ დედამიწაზე?

თუ, იქნებ პირიქით, ეს იყო სწორი?


კანონისტი,

ჭეშმარირი ქრისტიანები როგორ არ დატოვა ღმერთმა, ბევრიც დატოვა, მაგრამ იმდროინდელმა კათოლიკურმა ეკლესიამ მწვალებლებად შერაცხა ისინი და დევნიდა და ხოცავდა მათ.

ციტატა
ალბათ, გაგიგია, რომ ქრისტემდე ყველა ადამიანი ხვდებოდა ჯოჯოხეთში, სიკვდილი არ იყო ძლეული და ღვთის რწმენაში აღსრულებული ადამიანები უფალთან მყოფობაში არ იყვნენ. შესაბამისად, რა აზრი ჰქონდა მათ ხატს? ჯოჯოხეთში მყოფთათვის როგორ უნდა გეთხოვა მეოხება უფლის წინაშე?


და ეხლა რატომ სთხოვ მეოხებას ხატებს ანდა თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ხატებზეა გამოსახული? იესო ქრისტე რისი გულისთვის ეწამა და მოკვდა? რომ სხვები გავიხადოთ შუამდგომლად მასთან და ამით ვუარყოთ ის რაც მან გააკეთა?
თუ რაკი ხატებს თხოვთ რამეს , ეს ნიშნავს , რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ხატებზეა გამოსახული ესმით თქვენი და იმიტომ რომ ის ადამიანი ახლოს არის ღმერთთან, უფრო კარგად გააგებინებს ღმერთს თქვენს თხოვნას?
იესო ქრისტეს რომ ვთხოვოთ , ვერ გაიგებს , შორს არის და ვერ გაარჩევს რას ვთხოვთ?

ციტატა
aTasi paraklisi da amdenive daujdomeli yvela xatisadmi! ras gavs es ra aris?


აღმსარებელი, შენ საწყენად არ მიიღო, მაგრამ სწორედ ამაზე ვლაპარაკობ, რომ თვით ღმრთი არ გვთხოვს "დაუჯდომელს" და "პარაკლისებს" (არც ვიცი დაუჯდომელი რას ნიშნავს)თავისთვის, და დამახინჯებული სწავლების ბრალია, რომ ხალხს ხატების ეშინია და ამ შიშიდან გამომდინარე ათას რაღაცას აკეთებენ, რომ ხატები არ "განარისხონ".

სიყვარულით,

loen.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი Dec 1 2008, 10:53 PM
პოსტი #98


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



ციტატა
იესო ქრისტეს რომ ვთხოვოთ , ვერ გაიგებს , შორს არის და ვერ გაარჩევს რას ვთხოვთ?



ნუ ხალხი მომრავლდა ეხა დედამიწაზე.. ხოდა ყველაას მოსმენას ვერ უძლებს ამიტომაც დამხმარეებიც ყავს. smile.gif


ციტატა
რომ ხალხს ხატების ეშინია და ამ შიშიდან გამომდინარე ათას რაღაცას აკეთებენ, რომ ხატები არ "განარისხონ".



მე როცა ვლოცულობ ხატებთან მაგათგან არ ველი არაფერს biggrin.gif ვაბშე ეგ საიდან მოიტანე რომ ხატების ეშინიათ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 2 2008, 12:19 AM
პოსტი #99


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ხატებთან მაგათგან არ ველი არაფერს

? ohmy.gif აბა რატომ ლოცულობო რომ გკითხოს რა ეტყვი? smile.gif
კარგით რა ხალხო, აცადეთ პასუხის გაცემა იმას ვისაც შეუძლია, არ შეიძლება ასე...
კანუდოსელს და კანონისტს წერ ეს კაცი და უპასუხონ მათ, ისე კი ლეონ სუსტად წერ ძალიან, პირველი არ ითვალისწინებ იმას რაზედაც უკვე გიპასუხეს და ისევ იგივეს იმეორებ და მეორე ნუ ანზოგადებ ხალხურ წესებს ზოგადად მართლმადიდებლურ სწავლებასთან, დანარჩენზე ადრესატები გიპასუხებენ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი Dec 2 2008, 12:38 AM
პოსტი #100


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



ციტატა
აბა რატომ ლოცულობო რომ გკითხოს რა ეტყვი?


ვინ ხატმა? ანუ შენ რომ ლოცულობ გგონია ნახატი რამეს იზამს? blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

17 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 11:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი