პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
T I K O |
Mar 1 2008, 01:18 AM
პოსტი
#81
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
tiko282 გიორგი შალამბერიძის ეს ლექსიც მომეწონა მშვენიერია, მეც მომეწონა მერაბ კოსტავა მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი, შემოგკრობია ფუფუნება ოქროს ღილებით, გამდიდრებულხარ, როგორც ერთდროს მომჭირნე კრეზი და ცოხნი დღეებს შემაზრზენი კმაყოფილებით. გამოგიწყვია კარ-მიდამო, ცოლი, შვილები, გამოგიმრუდა უგნურებამ ცხოვრების გეზი, იცი, როგორ და სად მოკვდები დანამდვილებით და არ გადარდებს თუ კი სადმე მოყვასი კვნესის. მამულის ტრფობით არ ყოფილხარ ნაშიმშილები, უკუნ ღამეში არ გაგიკრავს აბედზე კვესი, რჩეულ ვაჟკაცებს პირველობას არ ეცილები და მრუშ სახეზე აგკრობია იერი ქლესის. ფუჭად ჩაივლის ეგ ცხოვრება ნაცოდვილები, აღსავლის კარზე სამარცხვინოდ გაეჩხირები, აწი და აწი მიითვალე დრო უარესი, მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Mar 5 2008, 10:58 AM
პოსტი
#82
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
tiko282
მუხრანის ველზე სათქმელი ლექსი ტიციან ტაბიძე ყური უყრია მუხრანზე ბალახს, დაბრუნებია მერცხალი ბუდეს. გაუწყვეტია ფაცერი კალმახს, შავი არაგვი თეთრ არაგვს უტევს. მთა მიყვება მთას - მთა მთას აწყდება, დგას ლანქერების კორიანტელი. თვალებს ცრემლებად ვეღარ გაწვდება, რომ იყოს თერგი ორი ამდენი. ვარ მოპარული ლამისყანიდან, ვარ ლეკების ტყვე - გურამიშვილი. თუ რამე მიმაქვს ამ ქვეყანიდან - ბედნიერება ეს უსაშველო. რა საჭიროა მელნად გიშრის ტბა და კალმად კიდევ მინა რხეული, თუ ამ მღვრიე მზით გული გაგითბა, თუ ამ ჟრუანტელს იგრძნობს სხეული. უყელეს, ყელი გამოაღადრეს და აუბნიეს ლექსის გზა-კვალი, მაგრამ გათელავს ამ კლდესა და ღრეს ბარათაშვილის მერანის ნალი. ცა ცას ადნება, მყინვარი - მყინვარს, ბედნიერებას თოკავს ალერსი, და დაეწევა ორბების შურდულს მუხრანის ველზე სათქმელი ლექსი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Mar 10 2008, 02:03 PM
პოსტი
#83
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
tiko282 მუხრანის ველზე სათქმელი ლექსი ტიციან ტაბიძე ყური უყრია მუხრანზე ბალახს, დაბრუნებია მერცხალი ბუდეს. გაუწყვეტია ფაცერი კალმახს, შავი არაგვი თეთრ არაგვს უტევს. ძალიან ლამაზია, მარი ტიციანი, საერთოდ არაჩვეულებრივია: ”მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს..” დაბრუნება ლიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს, არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს, სადაც მზე მწველია, ცხელია დარები, მცხეთაში გრიალით მიჰქრიან ზარები, გუგუნებს იტრიის ხეობა უღრანი და ოხრავს წარსულზე ნანგრევი მუხრანი. ყოველგან უჩინრად ტირიან დანაკლისს თამარის ტაძრები და ძვლები ირაკლის. და ყოველ საფლავზე, მზის ყოველ ღეროზე ხაზებად იშლება ეროსი, სიონი მთაწმინდად, გეგუთი გელათად, არაბთა თვალები, ქცეული ელადად, აზია - აღელვებს ოცნებას. საღამოს ლანდები, ვით ბინდი ნიავის, მიდამოს სდებია. გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? - ეს ჩემი სამშობლო მთებია! მე რაღაც იდუმალ მოლოდინს ვუნდები... ირგვლივ ზვირთებია და გემი “დალანდი”, რომლითაც ვბრუნდები. გალაკტიონ ტაბიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Mar 10 2008, 04:22 PM
პოსტი
#84
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? - ეს ჩემი სამშობლო მთებია! საოცარი შედარებაა!!!!!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 11 2008, 11:31 AM
პოსტი
#85
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
წმინდა ნინოს
ვინ გაიძულა, ვინ შეგბედა კაბადოკიელს, კალასტროს წმინდა ანგელოზო, ქართლს რომ ეწვიე? მზე მოგვიტანე, გვეამბორე ევრო-აზიელთ, გაზაფხულზე რომ თან მოჰქონდათ ჩვენთან მზეწვიებს. ფარავნის ტბაზე თოვლს და ხორშაკს არ შეუშინდი, თან გქონდა წიგნიც, წიგნი ღვთისა, თვითონ ღვთიანო! ოდეს მცხეთის კვართს ეამბორე, სულით დამშვიდდი, თავს გვირგვინ გედგა, სასწაულო ადამიანო. ფრიდონ გელაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Mar 11 2008, 04:18 PM
პოსტი
#86
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
წმინდა ნინოს ვინ გაიძულა, ვინ შეგბედა კაბადოკიელს, კალასტროს წმინდა ანგელოზო, ქართლს რომ ეწვიე? მზე მოგვიტანე, გვეამბორე ევრო-აზიელთ, გაზაფხულზე რომ თან მოჰქონდათ ჩვენთან მზეწვიებს. ფრიდონ გელაშვილი მარი, მამაშენის ლექსია არა? ლამაზია ანა კალანდაძე ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა, ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა, შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას, ლამაზს, ცისფერთოლიანსა, წამო ჩემთან! უკაცრავად, ვერ გაგყვები ცოლიანსა! – ესალმება ფხოვის ტყეებს, ტყეებს მწვანე მოლიანსა, დაჯირას და უკადრისას, სატყრობელას ჭორიანსა... არაგვისკენ გზას მიიკვლევს, გზას ძალიან შორიანსა. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Mar 11 2008, 04:26 PM
პოსტი
#87
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ანა კალანდაძე ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა, ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა, შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას, ლამაზს, ცისფერთოლიანსა, წამო ჩემთან! ძალიან მეწყინა ანა კალანდაძის გარდაცვალება ღმერთმა აცხონოს! (დაიწყო ცისკრის...) ანა კალანდაძე დაიწყო ცისკრის ზარების რეკა... კვლავ უმაღლესის ძალთა მხმობელად, ქართულთა ხატთა შესამკობელად ჩქარობენ გელათს ბეშქენ და ბექა. მარი, მამაშენის ლექსია არა? ლამაზია კი, თიკო და დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის თურქეთში თურქეთში ვნახე, მზეს ორთქლავდა ქართული მიწა, რძისებრ ნისლში კი ბანაობდნენ აწვდილნი ცისკენ ოშკი, პარხალი, არტანუჯი, ხანძთა, ოპიზა, ბანა, იშხანი, ხახული და წერეთის ციხე. კლდე ციხე მელო, აქორი და დიდწყაროს თავი, ფქექი, შავშეთი... ვინ დათვალოს მათი თაღები... როგორ გველიან, დიდ მიწისკენ უჭირავთ თვალი, იქ, მრევლმაშვრალებს აღრჩობთ ცრემლი, ჯავრი, დარდები. ფრიდონ გელაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Mar 11 2008, 04:37 PM
პოსტი
#88
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ძალიან მეწყინა ანა კალანდაძის გარდაცვალება ღმერთმა აცხონოს! მეც ძალიან მეწყინა. რამდენი დიდი ადამიანი წავიდა ჩვენგან ამ ბოლო დროს. ღმერთმა აცხონოს ყველა მათგანი. ციტატა კი, თიკო და დიდი მადლობა მაღალი შეფასებისთვის მამა თავისთვის წერდა ლექსებს და მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვეცით წიგნი. არაფრის, მარი უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს. ჩანს მისი ლექსებიდან, რომ სათნო ადამიანი იქნებოდა. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Mar 11 2008, 04:45 PM
პოსტი
#89
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მეც ძალიან მეწყინა. რამდენი დიდი ადამიანი წავიდა ჩვენგან ამ ბოლო დროს. ღმერთმა აცხონოს ყველა მათგანი. არაფრის, მარი უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს. ჩანს მისი ლექსებიდან, რომ სათნო ადამიანი იქნებოდა. ამინ, ღმერთმა ყველა აცხონოს. მამა მართლაც საოცარი ადამიანი იყო და საერთოდ, როგორც ყველას, მეც თუკი რამე კარგი და ღირებული გამაჩნია, უფლისა და ჩემი მშობლების დამსახურებაა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 18 2008, 10:54 AM
პოსტი
#90
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ერეკლეს სიზმარი
/ვაჟა ფშაველა/ ომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა. აღარ სჩანს მტერი - ბრძოლის საგანი, თორემ გმირს ძილსა ომი ერჩივნა. დარაჯად ადგან შვიდნი ხევსურნი, ერეკლეს ცხენიც ბალახსა სძოვდა: მიგდებ-მოგდებით ყოფნას ჩვეული, თივას და ქერსა არავის სთხოვდა. ერეკლეს თავით უზის ხევსური, იმ ბრძოლის გმირი ხიმიკაური, ომის ფიქრებში არის გართული, არც სწყურა წყალი, არც ჰშიან პური. გამაძღარია იმ დღის მტრის ჟლეტით, ასუყული აქვს სული და გული. რამდენი მოჰკლა ლეკი, ოსმალო, გუნებაში სთვლის, ვარაუდს სწევდა: “ოცი... ორმოცი... კიდევაც მეტი, მხოლოდა ხმლითა”, თან ჩიბუხს სწევდა, ხმალს დაჰხაროდა ბაწარეულსა, ვადას ხელს სჭიდებს, თან ამოსწევდა. ერეკლე ჰბორგავს ძილში, ქვითინებს. “რა ესიზმრება? ვაი ჩვენს თავსა!” სწუხან ხევსურნი, თუმცა ვერც ერთი, რომ გააღვიძოს, ვერ ჰბედავს მასა. თვით გაიღვიძა, არ დააყოვნა, ლომმა ლომურად წამოიწია, დარაჯთ ჩურჩულსა, ვიშვიშ-კურკურსა იმავე წუთში ყური მოსწია. “ვინა ხართ მანდა?” წარმოსთქვა გმირმა, რა თვალი გარსა მიავლ-მოავლო. - “ჩვენ ვართ, ერეკლევ, შენი ხევსურნი”, - ხიმიკაური მივიდა ახლო, - “მადლობა ღმერთსა, რომ გაიღვიძე! დავღონდით: ძილში ძალიან სწუხდი... შეჰშურდა, ალბათ, დღეს გამარჯვება ჩვენი და მიტომ ეშმაკი - ქურდი მოგაჩვენებდა სადარდოს რასმე, დავლათიანთა ჰშურობს, ცხადია; გული-გონება ჰსურს მოგვიწამლოს ღვთისგან წყეულმა, მისი ფანდია”. - “ეგ ღმერთმა უწყის, - ამბობს ერეკლე, - მაგრამ სიზმარი კარგი ვერ ვნახე”. ამოიოხრა გულიდან ღრმადა და კაეშანით აღევსო სახე. - “მაინც რა ნახე, ჩვენო ერეკლევ, თავს შემოგევლე, ჭირი მოგპარე! შენს ყმათაც გვინდა გულით ვიცოდეთ, რაც შაგემთხვევა ტკბილი თუ მწარე; შენი სვე-ბედი იგივ ჩვენია, სიზმარი ჩვენაც გაგვიზიარე”. - “რატომ?! იცოდეთ, რა დაშავდება, ღვთის განჩინება ყველამ გაიგოს და მომავალი ჩვენის ქვეყნისა დიდმა, პატარამ ადრე შაიგნოს. გაიგეთ, შვილნო, და ვაი ჩემს თავს, ვაი შენ, ჩემო დიდო ამაგო: როს დაინგრევი, ტურფავ ტაძარო, რა მოვაგვარო, სითღა ავაგო?! მე ის მესიზმრა, რომ საქართველოს თავით ბოლომდე ცეცხლი ეკიდა, თვით ჩემს სრა-სახლსა, სამეფო ტახტსაც... მტერი სთელავდა ხალხსა ფეხითა. ჩემი ლაშქარი აბჯარ-აყრილი იდგა უძრავად და არა სწუხდა, თუმცა ვიძახდი: “აბა, ბიჭებო, უჭირს ქვეყანას!” ხმა ჩემი ჰქუხდა. გაქვავებულან, თითქოს სტკბებიან, რომ საქართველო ცეცხლშია სდუღდა”. - “ღმერთმ ნუ ამყოფნეს! - ამბობს ძაღლიკა, - ნუმც გაუთენოს მშვიდობის დილა... მეც თუ იქ ვიყავ გაურჯელადა, მითხარ, ერეკლევ, თავი მოვიკლა?” - “ჩვენც იქ ვიყვენით ხელ-გაუნძრევლად?” - აღელვდენ მასთან ხევსურნიც სხვანი: - “თუ გაურჯელად იქ ვეყარენით, რადღა გვინდანან წვერ-ულვაშ-თმანი? მოგვისპოს ღმერთმა სამუდამოდა სახევსურეთოს სავალნი გზანი! როგორ შავუდგეთ არაგვის ჭალას, როგორ-ღა ვნახეთ ჩვენ ჩვენი მთანი?! - “თქვენ ვერ შეგნიშნეთ ვერც ერთი იქა”, - ამბობს ერეკლე, ღიმილი მოსდის, მოურჩა გული ნამტირალევი, ფიქრები მწარე, გრძნობები გლოვის. - “რომ ვერ ვასმინე ვერავის სიტყვა, ვიმუქრებოდი, ვსწუხდი, ვყვიროდი. “რამ მომიხიბლა ერი ერთგული?” თავსა ვკითხავდი, დიდად ვკვირობდი. რომ ვერას გავხდი, ბრაზ-მორეულსა გამომეღვიძა... თურმე ვსტიროდი”. - “ეგ არ იქნების, არ შაიძლების! დაწვა ტაძრისა რა სათქმელია? რა დავაშავეთ განა ისეთი, ღმერთმა აიღოს ჩვენზე ხელია, ეგრეც აღმოგვფხრას, გაგვანადგუროს და გაალაღოს ჩვენზე მტერია?! არ შაიძლების, ეგ არ იქნების!” - ურჩნი ხევსურნი ამას ჰყვირიან. - “რაც ჩვენ არ ვიცით, ძვირფასო ყმანო, ის დაწვრილებით ცაში იციან”, - უთხრა ერეკლემ, ორივე ხელი მაღაღადებლად აღაპყრო მაღლა: “მადლობელნი ვართ, ღმერთო ძლიერო, რასაც მოგვივლენ ჭია-მღილთ დაბლა. გებარებოდეს შენ საქართველო, დაუსრულებლად მტრისგან გვემული! მეტი ვერ შევსძელ, ვით ხორციელმა, მტკიცედ დამეცვა ერი და რჯული. შენ უპატრონე ტანჯულს ქვეყანას, არ მოჰკლა მასში გმირული სული, აზრი მიეცი მაღალი, მტკიცე, სიცოცხლე მყუდრო, მოსვენებული!” იქვე ხევსურნიც პირჯვარს იწერდენ, აძლევდენ ბანსა ერეკლეს ლოცვას. გადაეხადათ თავის ჩაჩქნები, უერთდებოდენ თვით მეფის მოთქმას. ამ დროს აღმოჩნდა აღმოსავლეთით შვენება ცისა - დილის ცისკარი, დაბანაკებულს ქართვლისა ჯარსა ესროლა სხივი, როგორც ისარი. ცისკრის ამოსვლა ერეკლეს წესით ჯარის აშლისა ნიშანი არი. გასცა ბრძანება... აძრახდა ბუკი, ლაშქრის აყრასა მოსთქვამს ნაღარა. წამოიშალა ერთს წამს ლაშქარი, აასხეს ცხენებს აღვირ-ავშარა; აჰკიდეს ჯორებს და აქლემებსა, დავლად კოხტამა რაც ჩააბარა, თავი შეაკლა მეფე ერეკლეს და ქართველები მით გაახარა. ან რას გვერჩოდა საბრალო გმირი, ჩვენთან მას ბრძოლა ვინ დააბარა? მოჰყავთ ტყვეები ლეკ-ოსმალისა, ქართველმა ჯარმა ვინც ასაპყარა. დარაზმდა ჯარი, ალმებს ასწიეს, ბაირახტრები დაუდგნენ წინა. უხარის ყველას: კმაყოფილია, გამარჯვებული ბრუნდება შინა. წინ მიუძღვებათ მეფე ერეკლე, დიდებულები არტყიან გარსა; შვებით სულს ითქვამს მთელი ბუნება, ლხენა ეტყობა მთასა და ბარსა. ცოტა გზა გავლეს, ჯარი აყვირდა, ასტყდა სიმღერა, დააგუგუნა. “ვაშა ქართველ ჯარს!” - ამოთქვა დაფმა, მობანედ ზურნამ დაიჭუჭყუნა. ჯარის ამაყსა გულის ძგერასა ბანს ეუბნება აბჯრისა ჟღერა. მიდამოსა სძრავს ცხენთა ჭიხვინი, რახტ-უზანგისა და ტოტთა თქერა. დღეს ამას ვხედავთ. ხვალ რა იქნება? რას გვიანდერძებს ბედისა წერა? მოჰღელავს ჯარი როგორც ზღვის ტალღა. ოდნავ-ღა ბჟუტავს ცაზე ცისკარი. როდის ახდება, არავინ იცით, მეფის ერეკლის ნეტავ სიზმარი?! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Mar 19 2008, 12:46 PM
პოსტი
#91
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
marine
მეც მეფე ერეკლეზე დავდებ ლექსს უცხო ჩვენება თოვლიან მთების თოვლიან მთების შორეულ კალთებს ყოველდღიურად მზის ჩასვლის შემდეგ ნათელი ადგას მარადიული... გოლიათები ჭექენ და ქუხან წარსულის ფერფლით... საქართველოზე მოდის მაჰმად-ხან, ქუდზე კაცს კრეფენ... ლაშქარს მიუძღვის ხმალჩაუგები ერეკლე მეფე... და იმ მთებიდან მძიმედ ეშვება თორღვა მთიული... თოვლიან მთებზე ნათელი დგება მარადიული... ანა კალანდაძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Mar 19 2008, 04:21 PM
პოსტი
#92
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ლაშქარს მიუძღვის ხმალჩაუგები ერეკლე მეფე... და იმ მთებიდან მძიმედ ეშვება თორღვა მთიული... თოვლიან მთებზე ნათელი დგება მარადიული... ასეთი თქმა მხოლოდ ანას შეეძლო მთაწმინდის წერილი მეტეხს /ბათუ დანელია/ როდესაც გადათოვს მადათოვს, თბილისმა სხვა საქმე გადადოს, შეეშვას სათითე-სათათეს _ როგორც კი მადათოვს გადათოვს. მტკვრისაკენ არ მისცე გზა ტატოს, უთხარი, ფიქრები გადადოს... ელოდოს თიბათვეს, მკათათვეს და გულში დაგროვილ წვათათვის დაზოგოს გაძლება ცხრა დათვის... არ მისცე, არ მისცე გზა ტატოს, _ უთხარი, დარდები გადადოს, როდესაც გადათოვს მადათოვს! როდესაც მადათოვს გადათოვს! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Mar 27 2008, 10:02 PM
პოსტი
#93
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
marine
სადაც ჩაღრმავდები, ყველგან ზოდებია, ყველგან ხელთუქმნელი ბაჯაღლო ზოდები. მაგრამ რაღა დროის! - სიბერის კორდებია, სიკვდილის კორდებია, მივალ და გშორდები. მინდოდა ქართველი თორმეტი მილიონი, სულ ათი-თორმეტი მინდოდა მენახა - არაგვის სიარაგვე, რიონის სირიონე და მიწა გაშლილი მსოფლიო ვენახად... სადაც ჩაღრმავდები, ყველგან საშველია, რა ხსნა, რა გზებია, რამდენი საშველი! მაგრამ რაღა დროის! ორი დღე დამრჩენია, ტირილით მივიმღერი, მივდივარ თვალსველი. მურმან ლებანიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
არაგველი |
Apr 18 2008, 09:36 AM
პოსტი
#94
|
ქართველი ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 16-April 08 მდებარ.: საქართველო მარადის... წევრი № 4,574 |
არსებობს ასეთი ლექსი, ,,ანათემა" რამდენადაც მახსოვს მორის ფოცხიშვილის. ხომ ვერ დადებთ აქ? წინასწარ დიდი მადლობა.
-------------------- უფალო შეგვინდე ცოდვანი ჩვენი და დაიფარე საქართველო გასაჭირისგან...
|
marine |
Apr 18 2008, 04:50 PM
პოსტი
#95
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მინდოდა ქართველი თორმეტი მილიონი, სულ ათი-თორმეტი მინდოდა მენახა - არაგვის სიარაგვე, რიონის სირიონე და მიწა გაშლილი მსოფლიო ვენახად... ულამაზესია, თიკო ეს ჩემი დეიდაშვილის დაწერილი ლექსია: * * * ლოდინით დაღლილი ქვები შემოდგომის ფოთლებივით მცვივა, არავის აღარ ვახსენდები, მიტოვებული ბავშვივით მცივა. სიზმრად მაგონდება საკურთხეველთან თქვენი წრფელი გულების ფეთქვა, ნანგრევად ვქცეულვარ, ერთ დროს დიდი სალოცავი ტაძარი მერქვა. მერე რა, თუკი ჩემს კედლებში შეიგრძნობა ორპირი ქარი, თქვენ მიმატოვეთ თორემ ღმერთი სულ ჩემთან არის. მაინც დავტირი მე ჩემს სამწყსოს, ჩემს ფესვზე გაზრდილს, დანგრეულ კედლებს, გაფანტულ ლოდებს წვიმა ღვთისმშობლის ცრემლებად დასდის. ბურჯად ვედექი ერთ დროს ასე ხალხმრავალ სოფელს, შენ ეი, მგზავრო, ნუთუ მართლა ჩემს კარზე მოხველ? თუ არ მოთიბავ, ეს ეკალი ფეხით გათელე, როგორ მოგრევიათ სიზარმაცე ასე ქართველებს. თითქოს გაიგო მგზავრმა ტაძრის უხმო ჩივილი, მუხლზე დაეცა - საქართველო აკურთხეო - სთხოვა ტირილით, უეცრად სხივი ჩამობრწყინდა მაღალი ციდან, კაცმა ახედა, ტაძრის კედელთან მომღიმარი უფალი იდგა. თამარ მარჯანიძე არსებობს ასეთი ლექსი, ,,ანათემა" რამდენადაც მახსოვს მორის ფოცხიშვილის. ხომ ვერ დადებთ აქ? წინასწარ დიდი მადლობა. სამწუხაროდ მე არ ვიცი. შეიძლება თიკომ იცოდეს და აუცილებლად დაგიპოსტავს -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Apr 18 2008, 06:26 PM
პოსტი
#96
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ეს ჩემი დეიდაშვილის დაწერილი ლექსია: * * * [size=2]ლოდინით დაღლილი ქვები შემოდგომის ფოთლებივით მცვივა, არავის აღარ ვახსენდები, მიტოვებული ბავშვივით მცივა. სიზმრად მაგონდება საკურთხეველთან თქვენი წრფელი გულების ფეთქვა, ნანგრევად ვქცეულვარ, ერთ დროს დიდი სალოცავი ტაძარი მერქვა... რამდენი პოეტი ყოფილხართ სანათესაოში არსებობს ასეთი ლექსი, ,,ანათემა" რამდენადაც მახსოვს მორის ფოცხიშვილის. ხომ ვერ დადებთ აქ? წინასწარ დიდი მადლობა. სამწუხაროდ, არც მე ვიცი ეგ ლექსი ნამდვილად იცი, რომ ფოცხიშვილისაა? -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
არაგველი |
Apr 22 2008, 09:46 AM
პოსტი
#97
|
ქართველი ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 16-April 08 მდებარ.: საქართველო მარადის... წევრი № 4,574 |
ნამდვილად არ მახსოვს, რამდენადაც ვიცი, მისია... თუ ვინმეს წანაკითხი აქვს წიგნი ,,9 აპრილი" მანდ წერია...
-------------------- უფალო შეგვინდე ცოდვანი ჩვენი და დაიფარე საქართველო გასაჭირისგან...
|
T I K O |
Apr 30 2008, 01:58 PM
პოსტი
#98
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ნამდვილად არ მახსოვს, რამდენადაც ვიცი, მისია... თუ ვინმეს წანაკითხი აქვს წიგნი ,,9 აპრილი" მანდ წერია... ფოცხიშვილის ყოფილა, მოვძებნე ეგ ლექსი და თემა "9 აპრილის ტრაგედია"-ში დავდე, მგონი, იმ თემას უფრო შეეფერება. შეგიძლია იქ ნახო -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
T I K O |
Jun 9 2008, 02:54 PM
პოსტი
#99
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ესეც ოთარ ჭილაძის ერთი ლამაზი ლექსი სამშობლოს და ამ თემას
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც, გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ, ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო, დაულეველო სამშობლოვ ჩემო! შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ, როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Jun 9 2008, 04:27 PM
პოსტი
#100
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ესეც ოთარ ჭილაძის ერთი ლამაზი ლექსი სამშობლოს და ამ თემას შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც, გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ, ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო, დაულეველო სამშობლოვ ჩემო! შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ, როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი. ულამაზესი ლექსია, თიკო -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი