IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> დიდი სჯულისკანონი, მართლმადიდებლობის "კონსტიტუცია"
ალექსანდრე
პოსტი Sep 6 2006, 06:58 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



სიძვისა და მრუშობის შესახებ

დედაკაცი, რომელიც თავის ქმარს დატოვებს და სხვასთან წავა, მრუშია, როგორც იტყვის საღმრთო და დიდი ბასილი იერემია წინასწარმეტყველის სიტყვათა მოხმობით: ''თუ დედაკაცმა დატოვა თავისი ქმარი და სხვა ქმართან წავიდეს, ნუღარ მიუბრუნდება თავის ქმარს, არამედ, შეგინებით შეიგინოს'' [იერემია 3,1]; ან კიდევ ''ვისაც ყავს მრუში ცოლი, უგუნური არის და უღმრთო'' [იგავთა 18, 23];
თუ გაირკვა, რომ ცოლი უმიზეზოდ გაშორდა ქმარს, მისი ქმარი შენდობის ღირსია, ხოლო ცოლი - განკანონებისა. შენდობა ქმარს ეკლესიისაგან ზიარების შეიწყვეტლად მიეცეს, მაგრამ ''მამაკაცი, რომელმაც მიატოვოს კანონიერად შერთული ცოლი და სხვა მოიყვანოს, მრუშობის კანონით უნდა დაისაჯოს'' [ლუკა 16, 18] როგორც უფალმა განაჩინა. ასეთები, ჩვენი მამების მიერ, ასე დაისჯებიან: ერთ წელიწადს უნდა შესტიროდნენ (ეკლესიის გარეთ მდგომნი), ორი წელი მსმენელებთან უნდა იდგნენ, სამი წელი შევრდომით (მუხლმოყრით) იყვნენ და მეშვიდე წელს დადგნენ მორწმუნეებთან ერთად და ასე გახდნენ ზიარების ღირსნი, თუ ცრემლით მოინანიებენ თავიანთ ბრალს.
VI მსოფლიო კრების 87-ე კანონი

ვინც გაუშვებს კანონიერად შეუღლებულ დედაკაცს და სხვას მოიყვანს, იგი უფლის განჩინებისამებრ დაისჯება მრუშობის სასჯელით (შდრ. მათე 19,9) და განკანონებულ იქნება ჩვენი მამების მიერ შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს, ხოლო მეშვიდე წელს უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად გახდება იგი ღირსი ზიარებისა თუ ცრემლით მოინანიებს.
ბასილი დიდის 77- ე კანონი.

და - ძმათა სისხლის აღმრევს კაცისმკვლელის სასჯელი ედება.
ბასილი დიდის 67-ე კანონი

ვინც გაბედოს დაქორწინება ნათესავზე, რომელთანაც ქორწინება არ შეიძლებავდა საქმით აღასრულოს ცოდვა, მას მემრუშეთა სასჯელი დაედოს და მათებრ იქნეს განკანონებული.
ბასილი დიდის 68-ე კანონი.

ის, ვინც მამის ცოლთან გაიხრწნება, იმავე სასჯელს ექვემდებარება, რაც განწესებულია თავის დასთან შეგინებულისთვის.
ბასილი დიდის 79-ე კანონი

უფლის განჩინება, რომელიც ამბობს, რომ ქორწინება ''სიძვის მიზეზის გარეშე'' არ უნდა დაირღვეს [მათე 5, 32], თანაბრად ეხება მამაკაცებსა და ქალებს. ჩვეულება კი სხვას გვიჩვენებს. დედაკაცის შესახებ არსებობს ბევრი მკაცრი გამონათქვამი: რომ ''ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მათთან ერთად'' [I კორინთელთა 6, 16], - ''თუ დედაკაცმა დატოვოს თავისი ქმარი და სხვა ქმართან წავიდეს, ნუღარ მიუბრუნდება თავის ქმარს, არამედ შეგინებით შეიგინოს'' [იერემია 3, 1]
ჩვეულება ქალებს უბრძანებს, რომ არ გაშორდნენ მრუშ და სიძვის ჩამდენ მამაკაცებს. თუ მეუღლე ცემს მას, უფრო მართებულია მოითმინოს და არ გასცილდეს, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ როგორი დასასრული ექნება ამას, რადგან ნათქვამია: ''რა იცი შენ დედაკაცო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი'' [I კორინთელთა 7, 16]; ამის გამო, მრუშია ქმრის მიმტოვებელი ქალი, რომელიც შეუერთდება სხვის ქმარს, ხოლო მიტოვებული შენდობის ღირსია და მასთან შეერთებული სხვა დედაკაცი არ არის დასჯის ღირსი. თუ მამაკაცი მიატოვებს ცოლს და შეუერთდება სხვას, ის მრუშია იმის გამო, რომ ამით ცოლს აიძულებს იმრუსოს, მასთან შეერთებული დედაკაციც მრუშია იმის გამო, რომ სხვა დედაკაცის ქმარი მიისაკუთრა.
ბასილი დიდის მე-9 კანონი

თუ მორწმუნეს ბრალი დაედოს სიძვაში მრუშობაში, ან სხვა რაიმე აკრძალულ საქმეში და იგი ამხილონ, ნუ იქნება მიღებული სამღვდელო დასში.
მოციქულთა კრების 61-ე კანონი

თუ ვისიმე ცოლი იმრუშებს, ან ვისიმე ქმარი მრუში იქნება, შვიდი წელი უნდა გაატაროს (ეპიტიმიის) ხარისხების მიხედვით, სანამ მიიღებს სრულ ზიარებას.
ანკირიის მე- 20 კანონი

თუ ერისკაცის ცოლი იმრუშებს და ამაში აშკარად იქნება მხილებული, ასეთ კაცს არა აქვს უფლება სამღვდელო პირი გახდეს, ხოლო თუ ქმრის ხელდასხმის მერე იმრუშებს, ქმარი უნდა გაშორდეს მას. თუ მასთან იცხოვრებს (ისევ) არა აქვს უფლება შეასრულოს მისთვის დავალებული მსახურება.
ნეოკესარიის მე-8 კანონი.

ვინც სულთა საცდურად მეძავებს შეკრებს და გამოკვებავს, თუ ეკლესიის მსახური იყოს , განიკვეთოს, თუ ერისკაცი იყოს უზიარებელ იქნეს.
VI მსოფლიო კრების 86-ე კანონი

ვინც თავის მიერ გახრწნილ დედაკაცს მოიყვანს ცოლად, იმ გახრწნისათვის ჯეროვნად განკანონებული უნდა იქნეს, მაგრამ ნება მიეცეს, რომ ის დედაკაცი ჰყავდეს ცოლად.
ბასილი დიდის 25-ე კანონი

სიძვა არ არის ქორწინება და არც ქორწინების დასაწყისი, ამის გამო უკეთესია, თუ შესაძლებელი იქნება, სიძვით შეერთებულთა დაშორება. ხოლო თუ ყველანაირად ესწრაფვიან ერთად ცხოვრებას, მათ უნდა შეასრულონ სიძვის კანონი, ხოლო ერთად ცხოვრების უფლება უნდა მიეცეთ, რათა უარესი არ მოხდეს.
ბასილი დიდის 26-ე კანონი

ძალით გახრწნილს ბრალი არ ედება. იმის გამო, თუ მხევალი იძულებულ იქნა ბატონის მიერ, მას ბრალი არა აქვს.
ბასილი დიდის 49-ე კანონი

ჩვენმა მამებმა არ ბრძანეს იმ დედაკაცების გამოაშკარავება, რომლებიც იმრუშებენ და შემდეგ, ღმრთის შიშით, აღიარებენ ცოდვას , ან სხვა სახით გამომჟღავნდებიან, რათა ეს არ გახდეს სიკვდილის მიზეზი მხილებულთათვის. მამებმა მათ მორწმუნეებთან დგომის ნება დართეს, ოღონდ ზიარების გარეშე, სანამ არ შესრულდება მათი სინანულის ვადა.
ბასილი დიდის 34-ე კანონი

თუ ცოლიანი იქორწინებს უცხო დედაკაცთან, ამ ქალის წართმევის შემდეგ, იგი მრუშად არის წოდებული პირველი ცოლის მიმართ, ხოლო მეორე ცოლის მიმართ იგი უდანაშაულოა.
ბასილი დიდის 37-ე კანონი

მრუშ ქმართან მცხოვრები ქალი მრუშია მთელი დროის განმავლობაში
ბასილი დიდის 39- კანონი.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Sep 6 2006, 10:46 PM
პოსტი #2


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



unsure.gif unsure.gif unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 7 2006, 02:23 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მოტაცების შესახებ

თუ ვინმე მოტაცებით მოიყვანს ცოლს, რომელიც ადრე სხვაზე იყო დანიშნული, მისი შეწყნარება არ შეიძლება მანამ, სანამ არ გაუშვებს მას. პირველ დანიშნულს, უფლება აქვს თუ სურს, მოიყვანოს ან გაუშვას. ხოლო თუ ვინმე თავისუფალს მიიტაცებს, ისიც უნდა გაუშვას და დაუბრუნოს თავის ნათესავებს. თუ მისი ახლობლები ნებას დართავენ, ქალის მშობლები იქნებიან ისინი, ძმები თუ მეურვეები და თუ ინებებენ ქალის მიცემას, მაშინ დამტკიცებულ იყოს ეს თანაცხოვრება. ხოლო თუ არ ინებებენ, ნურც იქნებიან იძულებულნი.
ბასილი დიდის 22-ე კანონი


დედაკაცების მომტაცებელთა შესახებ არა გვაქვს ძველი კანონი, მაგრამ ჩვენი მოსაზრებით დავაწესებთ, რომ სამი წელი დაჰყონ ლოცვის გარეშე, იმათაც და მოტაცების ხელისშემწყობებმაც, ხოლო თუ ვინმე ამგვარ რამეს მოიმოქმედებს ძალადობის გარეშე, ის უდანაშაულოდ უნდა ჩაითვალოს, თუ არც გახრწნას , არც მოპარვას არ ექნება ადგილი ამ საქმეში. ქვრივი კი თავის თავის პატრონია და მისი ნებაა კაცის წაყოლა. ამის გამო ჩვენი საზრუნავი არ არის, თუ რა სახის არის ამ შემთხვევაში მოტაცება.
ბასილი დიდის 30-ე კანონი


თუ ვიმემ დაუნიშნავი ქალწული მოიტაცოს ძალით, უზიარებელ იქნეს. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ, უნდა ჰყავდეს, ვინც მოიწონა, თუნდაც გლახაკი იყოს იგი.
მოციქულთა კრების 67-ე კანონი


დანიშნული ქალი, შემდეგ სხვის მიერ მოტაცებული, უნდა დაუბრუნდეს იმას, რომელზეც ადრე იყო დანიშნული, მომტაცებლისაგან ძალადობის შემთხვევაშიც.
ანკირიის კრების მე-11 კანონი


ვინც მოიტაცებს ქალს მასთან თანაცხოვრების ნიშნით და ვინც მათი თანაშემწყობი ან მრჩეველი იქნება, წმიდა კრება მათ შესახებ ადგენს: რომ თუ სასულიერო პირი იქნება, აეყაროს პატივი, თუ ერისკაცი, შეჩვენებულ იყვეს.
ქალკედონის კრების მე-4, 27-ე კანონები.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 7 2006, 01:07 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ქორწინები შესახებ

ქორწინება დადგენილია ღმრთის მიერ და ქორწინებითი პატიოსანი თანამემკვიდრეობა პატივსაცემია.
მოციქულთა კრების 51-ე; ღანგრის კრების 21-ე კანონები.

ვინც ქალწულობს არა ქალწულობის სიწმინდის გამო, არამედ იმიტომ, რომ საძაგლად თვლის ქორწინებას, შეჩვენებული იყოს.
ღანგრის კრების მე-9 კანონი

თუ ცოლი დატოვებს ქმარს ქორწინებისადმი ზიზღის მიზეზით, შეჩვენებულ იყოს.
ღანგრის კრების მე-14 კანონი

გვირგვინის კურთხევა აუცილებელია ეკლესიაში.
რუის-ურბნისის კრების მე-7 კანონი.

უკანონო ქორწინების გვირგვინი არ იკურთხება
თეოფილე ალექსანდრიელის ეპისტოლე აგათონის მიმართ.

არ შეიძლება ერეტიკოსებთან მზახლობა, ვაჟის ან ქალის მიცემა მათთვის. უფრო დასაშვებია მოყვანა მათგან, თუ ისინი აღთქმას დადებენ, რომ გაქრისტიანდებიან.
ლაოდიკიის კრების 31-ე კანონი

სულიერი ნათესაობა მეტია, ვიდრე ხორციელი. ზოგიერთნი, ნათლავენ რა ჩვილ ყრმებს, მათი მშობელი დედების დაქვრივების შემდეგ, ქორწინდებიან მათზე. ვადგენთ: ვინც ჩაიდენს ამგვარ რამეს, დაირღვეს ასეთი უწესო ქორწინება და მეძავთა კანონით დაისაჯოს.
VI მსოფლიო კრების 53-ე კანონი

საღმრთო წერილი ცხადად გვასწავლის, რომ არ შეხვიდე სასირცხო კავშირში ხორციელ ნათესავთან [ლევიტელთა 18, 6]. უფრო ცხადად განვიხილოთ ისინი და დავადგინოთ, რომ თუ ვინმე ამიერიდან იქორწინებს მამის ძმისწულზე, ან მამა და ვაჟიშვილი იქორწინებენ დედასთან და ასულთან, ან ორი და იქორწინებს ვაჟიშვილთან და მამასთან, ან ორი ძმა შეირთავს დედას და ასულს, ან ორი ძმა ორ დას, განკანონებული იყვნენ 7 წლით უზიარებლობით, რათქმაუნდა უწესო ქორწინების დაუყოვნებლივი დარღვევის შემდეგ
VI მსოფლიო კრების 54-ე კანონი

ვინც ძმის ცოლს შეირთავს, ის არ იქნება შეწყნარებული სინანულად, სანამ არ გაშორდება მას.
ბასილი დიდის 23-ე კანონი

მართლმადიდებელმა მამაკაცმა და დედაკაცმა არ უნდა იქორწინონ მწვალებლებთან. თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ ასეთი ქორწინება უკანონოდ და დაუმტკიცებელად უნდა ჩაითვალოს და დაირღვეს უწესო თანამკვიდრობა, რადგან შეუერთებელის შეერთება არ შეიძლება. არც ცხვრისა და მგლის ერთად ყოფნა და არც ქრისტეს ნაწილის ცოდვილთან შეერთება. ხოლო თუ ვინმემ დაარღვიოს ჩვენი დადგენილება, უზიარებელი იყოს.
VI მსოფლიო კრების 72-ე კანონი

ქალები, რომლებიც მათი მამების თანხმობის გარეშე მიეცემიან ვინმეს, შერაცხილი არიან სიძვის მოქმედად, ხოლო მშობლებთან შერიგების შემდეგ, ამ საქმის გამოსწორება შესაძლებლად არის მიჩნეული, მაგრამ მათ ედებათ სამი წლით უზიარებლობის საჯელი.
ბასილი დიდის 38-ე კანონი.


მეორედ ქორწინების შესახებ

მეორედ ქორწინება არის მკურნალობა სიძვისაგან და არა სიბილწის მიზეზი
მეორედ ქორწინებული უზიარებლობით ისჯება ერთი ან ორი წლით.
ბასილი დიდის მე-4 კანონი


მესამედ ქორწინების შესახებ

მესამედ ქორწინება არის უწმინდურობა, მაგრამ სიძვაზე უკეთესია.
ბასილი დიდის 50-ე კანონი

მას უწოდებენ არა ქორწინებას, არამედ მრავალქორწინებას, უფრო კი სიძვას და სასჯელს იმსახურებს 3 წლით, ზოგჯერ კი ოთხი წლით უზიარებლობას.
უფალმა ხუთნაქმარევ სამარიტელს უთხრა: ''და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი''[იოანე 4, 18]. აქედან გამომდინარე, სამართლიანი არ არის, რომ მათ, რომლებიც მეორედ ქორწინებას გაცდებიან, ქმრობის ან ცოლობის სახელი ეწოდოს ვინმესგან.
ჩვენ მივიღეთ მესამედ ქორწინებულთა ხუთი წლით უზიარებელყოფა, მაგრამ ისინი მთლიანად არ უნდა გავაძევოთ ეკლესიიდან, არამედ ორ-სამ წელიწადს მსმენელობის ღირსი გავხადოთ. ამის შემდეგ, მათ ნება უნდა მივცეთ, რომ დადგნენ ზიარების ღირსთა შორის და როცა აჩვენებენ სინანულის ღირს ნაყოფს, მაშინ მიიღებენ წმიდა ზიარებას.
ბასილი დიდის მე-4 კანონი


მრავალქორწინების შესახებ
მამები დუმან ამ ცოდვის როგორც პირუტყვულ და კაცთა მოდგმისათვის სრულიად უცხოს შესახებ. ჩვენ გვგონია, რომ მრავალქორწინებულობა სიძვაზე უარესია, რის გამოც, სამართლიანია მათი განკანონება ისე, რომ ერთი წელი უნდა შესტიროდნენ, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და მხოლოდ ამგვარად უნდა იქნენ შეწყნარებულნი
ბასილი დიდის მე-80 კანონი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Sep 16 2006, 02:29 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ალექსანდრე
ერთი სიტყვით სანამ დავქორცინდებით კარგათ უნდა დავფიქრდეთ.. smile.gif
მაგრამ არ ისე ადვილი იქნება ეგრეთი ქალის პოვნა რომელიც ზემოთ მოხსენებულ ყველა კანონს მიღებს, ისე თუ ვინმე მაინც გამოჩდა მე დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი rolleyes.gif


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 16 2006, 02:36 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



მწვალებელთა შესახებ

ძველი წმიდა მამების განწესებით, მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა მათ, ვინც სარწმუნოებისაგან მთლიანად ჩამოცილებულია და უცხო ქმნილია.
განხეთქილება არის ისეთი მიზეზი, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისაგან განყოფილები.
კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა) კი არის, როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს ან მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისაგან დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიაკუთვნებს პატივს და მღვდლობას.
ერესი ნიშნავს განყოფას თვით ღმრთის სარწმუნოების საკითხში.
ბასილი დიდის პირველი კანონი.

არ შეიძლება ერეტიკოსთან ერთად ლოცვა და მათ შესაკრებელში შესვლა სალოცავად.
მოციქულთა კრების 45-ე, 46-ე,
ლაოდიკიის კრების 33-ე კანონები.


ერესი იმსახურებს შეჩვენებას.
II მსოფლიო კრების კანონი.

მწვალებლებს არა აქვთ ღმრთისმსახურებაზე და მორწმუნეთა ლოცვაზე დასწრების ნება, ღმრთის სახლში შესვლის ნება. თუ ისინი ისევ მტკიცედ არიან ერესის მიმდევრები.
ლაოდიკიის კრების მე-6 და მე-9 კანონები.

არ შეიძლება მათგან მსხვერპლის მიღება.
მოციქულთა კრების 46-ე კანონი.

არც მათთან დღესასწაულობა.
ლაოდიკიის კრების 37-ე კანონი.

არ შეიძლება სიარული ერეტიკოსთა სასაფლაოზე ან მოწამეთა ადგილებად წოდებულ საწამებლებში, რომლებიც განკუთვნილია სალოცავად და განსაკურნებლად.
ლაოდიკიის კრების მე-9 კანონი.

არ შეიძლება მათი მიღება მოწმეებად ეპისკოპოსისა და კლირიკოსთა წინააღმდეგ.
მოციქულთა კრების 75-ე, II მსოფლიო კრების მე-6 კანონები.

არ შეიძლება მათთან ქორწინებით შეუღლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი დადებენ პირობას, რომ გადავლენ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე.
IV მსოფლიო კრების მე-14, VI მსოფლიო კრების 72-ე, ლაოდიკიის კრების მე-10, 31-ე, 72-ე, კართაგენის კრების 21-ე კანონები.

ერეტიკოსისაგან ხელდასხმული არ ითვლება ნამდვილ ხელდასხმულად.
მოციქულთა კრების 68-ე კანონი.

თუ მწვალებელი სიკვდილის წინ მოინანიებს, იგი მიღებული იქნება, ოღონდ გამოცდის შემდეგ.
ბასილი დიდის მე-5 კანონი.

მწვალებელთა ურჩობის წინააღმდეგ დახმარება უნდა გამოვითხოვოთ (მეფისაგან) საერო ხელისუფლებისაგან.
კართაგენის კრების 93-ე კანონი.



--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 16 2006, 08:14 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



shota
ციტატა
ერთი სიტყვით სანამ დავქორცინდებით კარგათ უნდა დავფიქრდეთ..

სწორედ რომ კარგად დაფიქრება გვმართებს ასეთ დროს, რადგან უფალი მრუშობის მიზეზის გარდა ოჯახის დანგრევის უფლებას არ გვაძლევს. და რადგან ცოლ ქმარი ერთ ხორცი ანუ ერთი მთლიანობა ხდება, და ნათქვამია რაც ღმერთმა შეაერთა კაცი ნუ განაშორებსო.
ციტატა
მაგრამ არ ისე ადვილი იქნება ეგრეთი ქალის პოვნა რომელიც ზემოთ მოხსენებულ ყველა კანონს მიღებს, ისე თუ ვინმე მაინც გამოჩდა მე დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი

ჩვენ ჩვენი ძალებით უფლის კურთხევის გარეშე არაფერი ძალგვიძს და ჩვენ უფალს უნდა ვევედროთ რომ სწორედ ისეთი ადამიანი გვაპოვნინოს რომელიც ჩვენი სულისა და ხორცის ნაწილი იქნება smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 20 2006, 01:53 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ცოდვის შესახებ
არამარტო თავმდაბალი, არამედ, ჭეშმარიტიც არის წმიდა ხმა: ”თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში” (I იოანე 1,8); ვისაც ჰგონია, რომ თავმდაბლობის გამო არ უნდა ვთქვათ, ცოდვა არა გვაქვსო, და არა იმიტომ, რომ ეს ჭეშმარიტებაა, შეჩვენებულ იყოს. ამას მოწმობს მოციქულიც და ამბობს: ”თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, სარწმუნო არის და მართალი, რომ მოგვეტევება ცოდვები და განვიწმიდებით ყოველგვარი უსამართლობისაგან” (I იოანე 1, 9).
კართაგენის კრების 114-ე კანონი.

წმიდათა მიერ ჭეშმარიტად ითქმის სიტყვები: ”მოგვიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი”. ასევე, ვისაც სურს, წმიდანთა მიერ წარმოთქმული სამეუფო ლოცვის სიტყვები: ”მოგვიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი” ისე გაიგოს, რომ წმიდანები თითქოს თავმდაბლობით და არა ჭეშმარიტად ამბობენ ამას, შეჩვენებულ იყოს, რადგან ვინ ჩათვლის მლოცველად იმას, ვინც ადამიანებს კი არა, ღმერთს ატყუებს და ბაგეებით კი ამბობს, რომ სურს, რათა მიეტევოს მას ცოდვა, ხოლო გულით ამბობს, რომ სხვას, თანამდებთ (მოვალეებს) მიეტევოს, თითქოს მას ცოდვა არ ჩაუდენია.
კართაგენის კრების 116-ე კანონი


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 21 2006, 07:04 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



შვილის მომკვლელი დედების შესახებ


დედები, რომლებიც საწამლავს ამზადებენ და თავის ნაყოფს სპობენ, ადრინდელი კანონის მიხედვით სიკვდილამდე არ დაიშვებოდნენ წმიდა საიდუმლოთა ზიარებაზე. ხოლო ჩვენ ვცდილობთ უფრო მეტი კაცთმოყვარება გამოვიჩინოთ და განვსაზღვრავთ, რომ მათ ათი წელი უნდა შეასრულონ ეპიტიმიის დაწესებულ ხარისხთა მიხედვით
ანკირიის კრების 21-ე კანონი

ქალებს, რომლებიც ჩვილებს სასიკვდილო წამალს მისცემენ და რომლებიც თვითონ მიიღებენ მათ მოსაშორებელ საწამლავს, კაცისმკვლელთა კანონით განვაკანონებთ
VI მსოფლიო კრების 91-ე კანონი

წინასწარ განზრახვით მუცელში ჩვილის მომკვლელს, კაცისმკვლელის სასჯელი ედება. ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ, ჩასახულია და არის ბოლომდე გაფორმებული თუ არა მოწყვეტილი ჩვილი. აქ გამოიძიება და დასასჯელი იქნება არა მხოლოდ დამნაშავე დასაბადებლის მოსპობისათვის, არამედ მისი მშობელიც, რომელმაც თავის თავზე აღმართა ხელი, რადგან ამ მიზეზით მრავალი ქალი კვდება. ამას უერთდება გახრწნა ნაყოფისა, როგორც სხვა სახე კაცისკვლისა. ვინც ამის წინასწარი განზრახვით გაკეთებას გაბედავს, მკვლელია, მაგრამ მისი სინანული არ უნდა გაგრძელდეს სიკვდილამდე, არამედ, მისი შეწყნარება შეიძლება ათი წლის შემდეგ. მათი სრულიად განკურნება ბრალისაგან შეუძლია არა დროს, არამედ სინანულის სახეს.
ბასილი დიდის მე-2 კანონი

ხშირად ქალები ჯადოქრობით და გრძნეული ძალებით თავს აყვარებენ მამაკაცებს. ამ მიზნით აძლევენ ისეთ წამალს, რომელიც გონებას უკარგავს მათ და კლავს. ასეთი სიკვდილიც, თუმცა სხვა იყო მათი მონდომების მიზეზი და სხვა აღსრულდა, უჯერო და უწესო ხერხების ხმარებისათვის განზრახ კაცისკვლად ჩაითვლება. ამასთან ერთად ისინიც, ვინც ფეხმძიმეებს მუცლის მოსაწყვეტ წამალს მისცემენ, კაცისმკვლელები არიან.
ასევე, კაცისმკვლელის ბრალი ედება, რათქმაუნდა იმათ, ვინც ამ წამალს მიიღებს და მოიხმარს
ბასილი დიდის მე-8 კანონი

თუ ქალმა მის მიერ გზაში შობილს ყურადღება მოაკლოს და როგორც შეძლოს არ გაუფრთხილდეს და უგულვებელყოს, ან ცოდვის დაფარვა განიზრახოს, ან ყოვლად კაცთმოძულე და მხეცური განზრახვა შეასრულოს, როგორც კაცისმკვლელი, ისე დაისაჯოს. ხოლო თუ ვერ შეძლოს გაფრთხილება ადგილის უდაბურობის ან გაჭირვებით შექმნილი აუტანელი პირობების გამო და დაიღუპოს შობილი, დედას უნდა შეენდოს.
ბასილი დიდის 52-ე კანონი

ჩაცმულობის შესახებ
თუ მამაკაცი სადედაკაცო სამოსელით შეიმოსოს, ან დედაკაცი - სამამაკაცოთი, უზიარებელ იყოს.
VI მსოფლიო კრების 62-ე კანონი

საფლავთა მძარცველთა შესახებ
საფლავთა მძარცველობა განიყოფა შესანდობლად და შეუნდობლად. თუ ვინმე ცხედარს მოერიდოს, დამარხული სხეული ხელუხლებლად დატოვოს ან დამარხოს ისევ, რომ მზემ არ ნახოს ბუნების უშვერება და ამ საფლავის ახლოს ააშენოს რაიმე ნაგებობა, თუმცა საქებარი საქციელი არ არის, მაგრამ ჩვეულებას ეს მიუჩნევია შესანდობლად, თუ რაიმე პატიოსანი და საზოგადოდ სასარგებლო საქმისათვის იქნება გამოყენებული ის ნივთები. ხოლო, გაჩხრეკა, მტვრად და მიწად ქცეული ხორცისა და ძვლების აქეთ-იქით მიმოყრა იმ იმედით, რომ შეიძენენ მასთან ერთად დამარხულ სამკაულებს, უნდა დაისაჯოს იმ კანონის მიხედვით, რომლითაც განაკანონებენ სიძვის ჩამდენს.
გრიგოლ ნოსელის მე-7 კანონი

თავისმკვლელთა შესახებ
შესაწირავის შეწირვა (ჟამის-წირვა) თავისმკვლელებისათვის არ შეიძლება, ხოლო ვინც ცნობადაკარგული იყო და თავი მოიკლა, მისთვის შეიძლება ჟამის-წირვის ჩატარება.
ტიმოთე ალექსანდრიელის კანონი

შვილის მიმტოვებელი დედების შესახებ
თუ ვინმე მიატოვებს შვილებს, არ კვებავს მათ და არ ეხმარება, რაც შეუძლია, რათა აღზარდოს სათანადო ღმრთისმსახურებით, არამედ, განდეგილობის მიზეზით უყურადღებოდ დატოვებს მათ, შეჩვენებულ იქნეს.
ღანგრის კრების მე-15 კანონი

ადამის უკვდავად დაბადების შესახებ
ვინც იტყვის, რომ პირველი კაცი - ადამი, დაიბადა მოკვდავად, ისე, რომ თუნდ ჩაედინა ცოდვა, თუნდ არა, მაინც ეწერა ხორციელი სიკვდილი, ე.ი. ხორციდან გასვლა არა ცოდვის სასჯელად, არამედ ბუნების აუცილებლობის გამო, შეჩვენებულ იყოს.
კართაგენის კრების 109-ე კანონი

ეკლესიის და სასულიერო პირთა შეურაცხყოფის შესახებ
თუ ვინმე ერისკაცი უგულებელყოფს საღმრთო და სამეუფო ბრძანებებს, სასაცილოდ აიგდებს ეკლესიის მოწიწების ღირს წესებს (დაუწერელ დადგენილებებსა და ძველ გადმოცემებს) და სჯულს ( დაწერილ კანონებს) და გაბედავს სასულიერო პირის ცემას და საპყრობილეში ჩაგდებას დანაშაულის გარეშე, ან რაიმე შეთხზული მიზეზის გამო, შეჩვენებულ იქნეს.
სოფიის ტაძარში შეკრებილ წმიდა მამათა მე-3 კანონი

თუ რა ასაკიდან განიკითხება ადამიანი ღმრთის მიერ
ყოველი ადამიანი შემეცნების და მსჯელობის უნარის მიხედვით, განიკითხება ათი წლის ასაკიდან, მეორენი კი, შემდგომი წლებიდან.
ტიმოთე ალექსანდრიელის მე-8 კანონი

მამაკაცის და ქალის ერთად ბანაობის აკრძალვის შესახებ
ქალთან ერთად ბანაობა ეკრძალება ყველა ქრისტიანს, რადგან ეს არის წარმართთა მიერ წამოყენებული პირველი ბრალდება ჩვენზე. ასეთ საქმეში მხილებული ერისკაცი უზიარებელ იქნეს.
ლაოდიკიის კრების 77-ე კანონი

უძლურთა დაცინვის შესახებ
თუ რომელიმე ერისკაცმა დასცინოს კოჭლს, ყრუს, ბრმას, ფეხებდაწყლულებულს, უზიარებლობით დაისაჯოს.
მოციქულთა კრების 57-ე კანონი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 28 2006, 04:17 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ეკლესიების აშენების შესახებ

სალოცავი სახლის შენებას ნუ მიჰყოფს ხელს ის, ვისაც არა აქვს შენების დამთავრების შესაძლებლობა
ნიკეის VII მსოფლიო კრების მე-17 კანონი

ტაძარი უნდა იკურთხოს ეპისკოპოსის ლოცვით და მათში მოწამეთა ნაწილების დასვენებით.
VII მსოფლიო კრების მე-7 კანონი

ღმრთის ტაძარში პირუტყვის შეყვანა არ შეიძლება, უკიდურესი გაჭირვების შემთხვევის გარდა
VII მსოფლიო კრების მე-13 კანონი

არ შეიძლება ტაძრების მიტაცება, მათი ჩვეულებრივ საცხოვრებლად გადაქცევა.
VII მსოფლიო კრების მე-5 კანონი

ის ვინც ღვთის სახლის შეურაცყოფას ასწავლის, შეჩვენებულ უნდა იყოს.
ღანგრის კრების მე-5 კანონი

ვინც ეკლესიაში ლოცვაზე ბოლომდე არ რჩება, უზიარებელ უნდა იყოს.
მოციქულთა კრების მე-9 კანონი

ეკლესიაში ჭამა, ქეიფი, საწოლის გაშლა და ძმური სიყვარულის ტრაპეზის (აღაპის) გადახდა არ შეიძლება
VII მსოფლიო კრების 74-ე კანონი
კართაგენის 42-ე კანონი


ქალს დედათა წესის დროს , ღმრთის ტაძარში შესვლისა და ზიარების მიღების უფლება არა აქვს.
დიონისე ალექსანდრიელის მე-2 კანონი

ეკლესიაში წაკითხული უნდა იქნეს მხოლოდ კანონიკური, საყოველთაოდ მიღებული წიგნები.
კანონის მიერ მოხსენიებულ წიგნთა გარდა, ეკლესიაში არ უნდა იკითხებოდეს არაფერი საღმრთო წერილის სახელით. კანონის მიერ მოხსენიებული წიგნებია შემდეგი: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა, ისო ნავეს ძისა, მსაჯულთა, მეფეთა ოთხი წიგნი, ნეშტთა ორი წიგნი, იობის წიგნი, ფსალმუნნი, სოლომონის სამი წიგნი, წინასწარმეტყველთა თორმეტი წიგნი: ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ტობია, ივდითი, ესთერი და ეზდრას ორი წიგნი.
ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება, მოციქულთა საქმის წიგნი ერთი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრეს ორი ეპისტოლე, იოანე მოციქულის - სამი, იაკობ მოციქულის - ერთი, იუდა მოციქულის - ერთი, იოანეს გამოცხადება - ერთი წიგნი
კართაგენის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი

საღმრთო წერილი ახსნილი და განმარტებული უნდა იყოს წმიდა მამათა ნაწერებიდან შეთანხმებით
VII მსოფლიო კრების მე-19 კანონი

საღმრთო წერილის წინააღმდეგნი არავინ გადარჩენილა ღმრთისაგან დაუსჯელი
კართაგენის კრების მე-5 კანონი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 28 2006, 09:27 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



განდგომილებისა და სარწმუნოების უარყოფის შესახებ


გაჭირვების, მონაგებთა მიტაცების, ტყვეობის ან სხვა რაიმე ამგვარის გარეშე თუ ვინმე გადაუდგა და უარყო სარწმუნოება, კრებას მიაჩნია, რომ საჭიროა მათ მიმართ გამოვიჩინოთ მოწყალება, თუმცა, ისინი ღირსნი არ არიან კაცთმოყვარეობისა. თუ მოინანიებენ გულმოდგინედ,, სამი წელი მსმენელებთან ერთად დაჰყონ, შვიდი წელი შევრდომით ილოცონ, ხოლო ორი წელი მლოცველებთან იდგნენ და შემდეგ ეზიარონ.
ნიკეის I მსოფლიო კრება.

ვისაც შეეშინდა მხოლოდ ტანჯვის მუქარის და შენაძენი ქონების დაკარგვის, გადასახლების და ამის გამო უარყო ქრისტიანობა და შემდეგ მოისურვა მოქცევა, საჭიროდ მიგვაჩნია მათი მსმენელებად შეწყნარება აღდგომამდე, აღდგომის შემდეგ სამი წელი შვრდომით განკანონება და ზიარება სიწმიდეთა გარეშე. ამგვარად უნდა მივიდნენ ისინი სრულ ზიარებამდე, როდესაც სრულყოფენ ექვს წელს. თუ ვინმეს ელის დიდი გაჭირვება და სიკვდილი სნეულებით ან სხვა მიზეზით, ასეთები დროზე ადრე უნდა შეიწყნარონ.
ანკირიის კრების მე-6 კანონი.

ვინც არა მხოლოდ თვითონ განდგება (მსხვერპლს შეწირავს კერპს), არამედ, აიძულებს სხვებსაც, ან იძულების მიზეზი გახდება, იმათ სამი წელი მსმენელთა ადგილი უნდა მიიღონ და შემდეგ ექვსი წელი შეუვრდებოდნენ, ხოლო შემდეგ ექვსი წელი სიწმიდეთა გარეშე უნდა ეზიარებოდნენ ლოცვებს. ათი წლის შესრულების შემდეგ ისინი მიიღებენ სრულ ზიარებას. ამ წლების განმავლობაში საჭიროა მათი ცხოვრების სხვა მხრივაც გამოძიება.
ანკირიის კრების მე-9 კანონი.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Sep 29 2006, 02:01 AM
პოსტი #12


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ამ დროში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ძნელია სჯულისკანონით ცხოვრება...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 29 2006, 02:06 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



guja
ციტატა
ამ დროში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ძნელია სჯულისკანონით ცხოვრება...

გეთანხმები


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 29 2006, 10:50 AM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



მეც გეთანხმებით, მაგრამ, ჩემი აზრით, არც სხვა დროში იქნებოდა მაინცდამაინც ადვილი. ცოდნით მაინც ვიცოდეთ და ვეცადოთ, იქნებ ცოტა რაღაც მაინც მოვახერხოთ, ღვთის წყალობით.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fea
პოსტი Oct 1 2006, 12:18 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 30-September 06
მდებარ.: georgia, tbilisi
წევრი № 237



გადავხედე სჯულის კანონს და აქ სულ მხოლოდ ქალის, ცოლის ღალატის შესახებ არის საუბარი, მაგრამ კაცის ღალატისა და მრუშობის შესახებ არაფერია ნათქვამი...
ალექსანდრე
ძალიან მაინტერესებს იმ კანონების წაკითხვაც რაც კაცს ევალება ქორწინების მერე... რადგან ხშირ შემთხვევაში კაცის ღალატის შედეგად ინგრევა ოჯახი და არა ქალის! იქნებ ეს გაგვეთვალისწინებინა....smile.gif

ციტატა
მაგრამ არ ისე ადვილი იქნება ეგრეთი ქალის პოვნა რომელიც ზემოთ მოხსენებულ ყველა კანონს მიღებს, ისე თუ ვინმე მაინც გამოჩდა მე დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი

shota
დღეს დღეობით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი კაცის ნახვა უფრო რთულია ვიდრე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქალის და ახლა არ გვინდა ამაზე კამათ.... wink.gif


--------------------
"დღეგრძელი იყო და კეთილი გეყოს შენ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თეკლა
პოსტი Oct 1 2006, 02:37 PM
პოსტი #16


დაკარგული :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 238
რეგისტრ.: 22-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 105



QUOTE(fea @ Oct 1 2006, 01:18 PM) *

გადავხედე სჯულის კანონს და აქ სულ მხოლოდ ქალის, ცოლის ღალატის შესახებ არის საუბარი, მაგრამ კაცის ღალატისა და მრუშობის შესახებ არაფერია ნათქვამი...
ალექსანდრე
ძალიან მაინტერესებს იმ კანონების წაკითხვაც რაც კაცს ევალება ქორწინების მერე... რადგან ხშირ შემთხვევაში კაცის ღალატის შედეგად ინგრევა ოჯახი და არა ქალის! იქნებ ეს გაგვეთვალისწინებინა....smile.gif
shota
დღეს დღეობით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი კაცის ნახვა უფრო რთულია ვიდრე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქალის და ახლა არ გვინდა ამაზე კამათ.... wink.gif

სრულიად გეთანხმები


--------------------
გამითბეთ გული, გამიღიმეთ და გულში ჩამიკარით...ღმერთო ყოვლისმომცველი სიყვარულით ამავსე...
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 1 2006, 04:55 PM
პოსტი #17


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(fea @ Oct 1 2006, 08:18 AM) *

გადავხედე სჯულის კანონს და აქ სულ მხოლოდ ქალის, ცოლის ღალატის შესახებ არის საუბარი, მაგრამ კაცის ღალატისა და მრუშობის შესახებ არაფერია ნათქვამი...
ალექსანდრე
ძალიან მაინტერესებს იმ კანონების წაკითხვაც რაც კაცს ევალება ქორწინების მერე... რადგან ხშირ შემთხვევაში კაცის ღალატის შედეგად ინგრევა ოჯახი და არა ქალის! იქნებ ეს გაგვეთვალისწინებინა....smile.gif
shota
დღეს დღეობით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი კაცის ნახვა უფრო რთულია ვიდრე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქალის და ახლა არ გვინდა ამაზე კამათ.... wink.gif


მე ვერ დაგეთანხმები...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 1 2006, 05:13 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ეხლა არ გინდათ ამაზე კამათი ამაში გეთანხმებით თუ გინდათ იკამათეთ ოღონდ ჯანსაღად rolleyes.gif
ისე თანამედროვე კაცს უფრო გამძაფრებული რო აქვს ვნებები ამას ისიც მოწმობს რო დღეს უმრავლესობისთვის ბუნებრივია " საყვარელი " ქალის ყოლა ოჯახი გყავს თუ არა ეს არ არის მრუშობა ?და რატოა ეს ბუნებრივი კაცისთვის rolleyes.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 1 2006, 05:17 PM
პოსტი #19


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



liliana

არ ვკამათობთ...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 1 2006, 05:17 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა(guja @ Oct 1 2006, 05:17 PM) *

liliana

არ ვკამათობთ...

იყოს ნება შენი არც მე rolleyes.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 10:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი