საქართველოს პატრიარქი , უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დელეგაციითურთ მოსკოვს ეწვია, რათა დასწრებოდა "მართლმადიდებლური ენციკლოპედიის" 13 ე ტომის პრეზენტაციას, რომელშიც სხვა მასალებთან ერთად შევიდა ინფორმაცია საქართველოს ეკლესიის შესახებ.
პატრიარქმა აღნიშნა რომ წიგნში შეტანილია მთელი რიგი უზუსტობები, რაც შემდგომ გადამუშავებას მოითხოვს.
რეალურად კი რუსულმა ეკლესიამ გამოსცა წიგნი მოძმე საქართველოს ეკლესიაზე, რომელშიც ჩვენთვის მთავარი, ანუ რუსეთის წმინდა სინოდის მიერ ივერიის ეკლესიის პირწმინდად განადგურება არაა შეტანილი.
ქვემოთ მოგაწვდით ფაქტებს, რომელიც 1907 წელს რუსი ავტორის მიერ იქნა გამოქვეყნებული:
"რუსეთის სინოდმა აუწერელი ვნებისა და ბოროტების მეტი არაფერი მისცა ქართულ ეკლესიას.მისთვის ეს ეკლესია ნამდვილი ბარბაროსული ქვეყანის ეკლესია იყო. სინოდის მოხელეებმა მტკვარში გადაყარეს ყველა კანონები და დადგენილებანი, რომელნიც ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა,დასწვეს აუარებელი უძველესი საეკლესიო დოკუმენტი,რაც დარჩა პეტერბურგში წაიღეს და ბოლოს ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია წაართვეს.
(ერთი ცნობით ეს დოკუმენტები მოგვიანებით ლენინმა დააბრუნა, მაგრამ გზაში ეშელონს, "შემთხვევით" ხანძარი
გაუჩნდა და გადაიბუგა)
გაანადგურეს მრავალი ძველი მონასტერი და ქართული საეკლესიო მამულებიც ხაზინას გადასცეს.
გარყვნილი ეგზარხოსი ფეოფილაქტი (საუბარია რუსეთის "წმინდა" სინოდის მიერ მოვლინებულ მიტროპოლიტზე)
პირდაპირ ახრჩობდა ქართველებს და იქამდის მივიდა, რომ შეეხო წმინდა ნინოს საფლავსაც, მაგრამ ღმერთმა აღარ დააცალა და იქვე საფლავთან ამოართვა სული. ეგზარხოსმა ევგენი ბაჟენოვმა, მონასტრები და ეკლესიები დაქურდა,ისიდორემ ქართულ ეკლესიებს მამულები წაართვა, ეგზარხოსმა ევსევი ილინსკიმ, რომელიც მეტად გახრწნილი, თავაშვებული და ქალის მოყვარე იყო,გაყიდა ქართველ კათალიკოსთა უძვირფასესი სამოსელი,
ხატებსა და სამოსლებს ძვირფასი თვლები ჩამოხსნა და მონაწილეობა მიიღო გელათის მონასთრის სამოსლების დატაცებაში. ეგზარხოსმა ევსევიმ,რამდენიმე ასი ათასი მანეთი იშოვა.იმის ეგზარხოსობის დროს, კი ქართულ ეკლესიას 2 მილიონი მანეთის ნივთები დაეკარგა.
ეგზარხოსი პავლე, კაცი ფიცხელი, გადარეული და მხეცის მსგავსი, რომელმაც ბესარაბიაში მართლმადიდებლობა დააქცია, ამავე საშვილიშვილო მოღვაწეობისთვის საქართველოში გადმოიყვანეს.რათქმაუნდა მან ივერიის ეკლესიაშიც ჩვეული არეულობა შემოიტანა. კიშინიოვიდან მას დეკანოზი ჩუდეცკიც გამოაყოლეს სემინარიის რექტორად, რომლის მეუღლესთან ეგზარხოსს სამარცხვინო კავშირი ჰქონდა. რექტორი ტფილისში ქართველმა სემინარიის ნამოწაფარმა, პირადი ანგარიშის გამო მოჰკლა და მისი ანდერძის აგებაზე ეგზარხოსმა მთელი ქართველი ერი დასწყევლა, რის გამოც თავად აზნაურთა წინამძღოლმა,დიმიტრი ყიფიანმა 1887 წლის 8 ივნისს ეგზარხოსს წერილი მისწერა და შეუთვალა, რომ ბოდიში მოეხადა ქართველი ერის წინაშე. მაგრამ საქმე სხვანაირად დატრიალდა, დონდუკოვ-კორსაკოვმა ეგზარხოსის თხოვნით, ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლა. მალე ყიფიანი პეტერბურგში გაიწვიეს საქმის გამოსაკვლევად, მაგრამ იგი მოკლეს იმ სასტუმროში, რომელშიც ცხოვრობდა, მოსყიდული მკვლელი ვერ იპოვნეს.
1870 წლამდე გელათის მონასტერს აუარებელი სიმდიდრე ჰქონდა. იმ დროს გელათში ინახებოდა: უძველესი, 11 ესაუკუნის ქართული სახარება ოქროს ყდით, იშვიათის საუცხოო ტიხრული მინანქრით.ეს სახარება ეგზარხოსის ნებართვით წაიღო ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა,რომელმაც ოქრო ჩამოხსნა და სანაცვლოდ ვერცხლის ყდა გააკეთებინა.ეხლა წინანდელი ოქროს ყდა ინახება პეტერბურგის სტროგანოვის მუზეუმში, რომელსაც იგი გრაფმა პანინმა გადასცა.
ამ ყდაში ინგლისელები იძლეოდნენ 1 მილიონ მანეთს. ამავე ეკლესიაში ინახებოდა იმერეთის კატალიკოსთა საპატრიარქო სამოსელი,რომელიც სტამბოლის აღებამდის იყო გაკეთებული და ზალიან ძვირი ღირდა. ამ სამოსლიდან გადაადნეს 8 გირვანქა ოქრო,ხოლო მარგალიტებიდან და ფირუზებიდან, ქალებს სამკერდულები გაუკეთეს. გელათის მონასტერი გაძარცვეს პანინმა და ლევაშოვმა ეგზარხოსის ნებართვით. ამავე ხანებში ამავე ეგზარხოსის ნებართვით სიონის უძვირფასეს ტაძრიდან დაიკარგა აუარებელი სიმდიდრე: ოქრო,რამდენიმე ფუთი მარგალიტი, ფირუზი და სხვა ძვირფასი ქვა. ასეთივე დღე დააყენეს მცხეთისა, ალავერდისა, ბოდბისა, ნინოწმინდისა, იოვანე ნათლისმცემლისა,ჯუმათისა, შემოქმედისა და სხვა მონასტრებს და ტაძრებს.
რამდენიმე წლის წინად სიონის ტაძრიდან გრაფმა ბობრინსკიმ ეგზარხოსის ნებართვით მრავალი ძველი ხელნაწერი წაიღო,გელათის მონასტრიდან დაიკარგა საპატრიარქო თვალ მარგალიტით შემკული მიტრა, რომელსაც ამშვენებდა მეფე ვახტანგის გვირგვინის ბრილიანტის ჯვარი.პავლეს დროს მეტეხის ტაძრიდან დაიკარგა ხუთი ატას თუმნად ღირებული მეტეხის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც წინათ სამკლიტურში ინახებოდა.1891 წ.ეს ხატი ამავე ეკლესიის სახურავ ქვეშ იპოვნეს,მაგრამ ზედ აღარაფერი ჰქონდა.ამავე ეგზარხოსის დროს სიონის ტაძრიდან დაიკარგა ძვირფასი ნინოწმინდის ღვთისმშობლის ხატი.პალადიმ ერთ სომეხ მხატვარს ნება დართო საქართველოს მონასტრებიდან მრავალი ხატი წაეღო და გაეყიდა.
ამ ჟამად ქართულ საეგზარხოსოზე იხარჯება 809000 მანეთი. აქედან 200000 მანეთი იხარჯება ბერძენ და რუს სამღვდელოებაზე და "ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოებაზე" (ეს იყო დანგრეული ქართული ეკლესიის ,რუსული ეკლესიით ჩანაცვლებისთვის მოღვაწე ორგანიზაცია, რომელმაც რათქმაუნდა ნაყოფიერად იმუშავა.) მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო ის არის, თუ რამდენი სახალხო ქონება წაიღო რუსეთის მთავრობამ საქართველოდან.... (აქ მოდის გრძელი ნუსხა, რომელსაც გამოვტოვებ).
ამრიგად რუსეთის მთავრობამ ქართველ ერს 150 მილიონი მანეთი წაართვა.მერე იცით რას ნიშნავს ერთი მუჭა ხალხისთვის 150 მილიონი მანეთი? ამ აუარებელი ქონებით, სულ ცოტა წელიწადში 15 მილიონი მანეთი წმინდა შემოსავალი ექნებოდა.
საყურადღებო ის არის რომ სომხებს 1905წ. მთავრობამ უკანვე დაუბრუნა საეკლესიო მამულები, საქართველოს საეკლესიო მამულების შემოსავალი კი,რომელიც წელიწადში 10 მილიონ მანეთს უდრის, დღესაც ხაზინას მიაქვს და ამ ფულიდან ქართულ ეკლესიაზე 3-4% ი იხარჯება....
... ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, რომელნიც ზემო ქართლის გულს შეადგენენ, ქართველებისთვის სამუდამოდ დაიკარგნენ, სომხებმა კი იქაურობა გაავსეს. მრავალი მონასტრები და ეკლესია,უძველესი სიმდიდრე ქართველი ერისა, აუარებელი მინგრეულ მონგრეული სოფელი და სამშობლო შოთა რუსთაველისა, სულ უფასოდ და მუქთად შერჩათ ოსმალეთიდან გადმოსულ სომხებს...
....რუსეთის მთავრობამ ქართველებს დასახლება და მიწის შეძენა აუკრძალა სოხუმის ოლქში, სადაც ქართველ მეფეებს რამდენიმე ასწლეულის განმავლობაშისასახლეები ჰქონდათ და სადაცმე 17 საუკუნემდე არსებობდა სახაზინო იმერეთის კათალიკოსთა კათედრა...
ივერიის ეკლესიის საქმეებში ერეოდა არა მარტო რუსეთის სასულიერო კოლეგია (სინოდი) , არამედ კავკასიის სამოსწ. ოლქის მზრუნველი იანოვსკი და ზავადსკიც ხშირად ეჩხირებოდნენ. იანოვსკი წუხდა რომ საქართველოში4 ქართველი ეპისკოპოსია, ეს ხომ მთავრობის მიზნისთვის ძლიერ საშიშიაო.მათი აზრით ეპისკოპოსებს არ უნდა სცოდნოდათ ის ენა რომელზეც საწმყსო ლაპარაკობდა.(რათა დაჩქარებულიყო ღვთისმსახურების სლავურ ენაზე გადასვლა).
1811 წლიდან დაობლებულ ივერიის ეკლესიას სათავეში ედგა კაცი, რომელსაც ქართული ენის არაფერი ესმოდა.
საქართველოს ეგზარხოსი ნიკონი თავის სამწყსოს ვერ ეჩვენება შიშით, მას შემდეგ რაც თბილისში ჩამოვიდა, გარეთ იშვიათად გამოდის და თუ გამოვა ყაზახების თანხლებით.
სტატს სეკრეტარის ამხანაგი ზვენიგოროდსკი,რომლის კოლექციას ეხლა 1 200000 მანეთად ჰყიდიან მემკვიდრენი,
პალადის წერილით დადიოდა ქართულ ეკლესიებში და უვიცი ბერებისგან ძვირფას ნივთებს ყიდულობდა. ევსევის დროს ხახულის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც მოციქულ ლუკას მიერ იყო დაწერილი, ჩამოხსნეს 4 უშველებელი და 7 პატარა ლალი. ეს ძვირფასი თვლები ერთ დროს ეკუთვნოდა თამარ მეფეს და თითო ლალს საკუთარი სახელი ჰქონდა: "ობოლა", "კედელა" და "მედეგა". ყველა ქართველმა იცის ისტორიული ლეგენდა ამის შესახებ, თუ როგორ და რა მიზნით შესწირა თამარ მეფემ ეს ძვირფასი ქვები გელათის მონასტერს და ვის ჩაუვარდა ხელში შემდეგ ეს ძვირფასი ისტორიული ნაშთი.
ეგზარხოს ევსევის შიშით, ერთმა ქართველმა არქიმანდრიტმა უძველესი ქართული ხელნაწერები მიწაში ჩაფლა და დაალპო. აუარებელი სიმდიდრე გაიტანა ბარონ დე ბაიმ.დაწვას ისევ სჯობია რომ ეს სიმდიდრე საზღვარგარეთის მუზეუმებში ეწყოს, ეგზარხოსი პავლე კი ამ სიმდიდრესა და ძველ ნაშთებს კიშინიოვშიაც სწვავდა და ტფილისშიაც.
1895 წელს სინოდალურმა კანტორამ აფხაზეთში ქართული წირვა ლოცვა და სწავლა აკრძალა, თუმცა იქ 40 000
ქართველი და მხოლოდ 3 420 რუსი ცხოვრობდა.1906 წელს ეპისკოპოსმა კირიონმა დაიბრუნა ეს უფლება, მაგრამ
კოვნოში ვიკარის ადგილი მისცეს და საქართველოდან გაისტუმრეს.
...გაბრიელს ,ამ იშვიათ გმართლმადიდებელი ეკლესიის განათლებულ მწყემსთავარს და უაღრესად წმინდა ცხოვრების კაცს სდევნიდა რუსი ეგზარხოსი ევსევი,კაცი მეძავი, რომელიც საქართველოდან 1877 წელს გააძევეს.
აი რას წერდა მას 1875 წელს ეპისკოპოსი გაბრიელი: " იმის მაგივრად რომ ყურადღება მიაქციოთ ჩემ თხოვნას, თქვენო მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობავ, ჩემი წერილი ჩემი გულის ტკივილის გასაორკეცებლად გამოიყენეთ.
რადგან წამკიდეთ მეზობელ (გურიის) ეპისკოპოსს, რომელთანაც მუდამ მეგობრული დამოკიდებულება მქონდა.
აგერ უკვე 15 წელიწადია რაც თქვენი მაღალ ყოვლად უსამღდელოესობა მდევნით მე და ყოველი შემთხვევით სარგებლობთ რამე მაწყენინოთ, ან ცუდი სიტყვა მომახვედროთ. არ არის ისეთი ცილისწამება და ჭორი, რაც თქვენ არ მიგეღოთ და არ გერწმუნოთ ჩემს შესახებ. ყოველივე ამას მე ვითმენ, არ ვჩივი, გარნა მხოლოდ თქვენთან, მაგრამ ვერაფრით ვერ შევძელი თქვენი გულის მორბილება. ღმერთი იყოს მსაჯული ჩვენ შორის."
ბოლო დროს როგორც ვიცით, საქართველოს სასულიერო სასწავლებლების ზედამხედველების და მათი თანაშემწეების ადგილებზე მხოლოდ რუსებს ნიშნავენ. ისინი კი ქართველების შეურაცხყოფაზე და შევიწროებაზე აშენებენ თავიანთ კარიერას და მერე საუკეთესო ადგილებს შოულობენ რუსეთში. ამ გეგმას ადგია ახლანდელი რუსი ეგზარხოსი კირნიკონიც.
.... ქართველებზე უფრო უბედური ერი ქვეყანაზე არ მოიძებნება... ამნაირად არავინაა ივერიის ეკლესიის ქომაგი,
პატრიოტი სულაც არ არის ის რუსი, ვინც უცხო ერის ძალმომრეობაზე და შევიწროვებაზე თავიანთ პირადობის განსადიდებელ გზას კაფავს და ჩინ ორდენებით გულ მკერდ იმშვენებს.
ჭეშმარიტ მართლმადიდებელს ერთ წამსაც არ უნდა ავიწყდებოდეს მოციქულის მცნება,რომ ქრისტეს ეკლესიაში არაა არც ურიაობა,არც წარმართობა,,რომ სიყვარულზე უდიდესი ქვეყანაზე არაფერია.ეს ღვტაებრივი ბრძანება,რომ დავიწყებული არ ქონდეთ საქართველოს რუსიფიკატორებს, მუდამ რომ ახსოვდეთ მეფური აღთქმა ეკატერინე მეორისა,პავლე და ალექსანდრე პირველისა ქართველი ერის შესახებ, ქართველების ერთგულებაში ეჭვის შემოტანასაც ადგილი არ ექნებოდა.
ჩვენმა საერო და სასულიერო ბიუროკრატიამ ამ მრავალტანჯული ერისადმი სიყვარული სიძულვილად შეცვალა, უფლება- უკანონობად და ზალმომრეობად, სიმართლე- შეწუხებად და შევიწროებად."
ზემოთ მოტანილი მძიმე ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ მიჩნდება რამდენიმე კითხვა:
ვიყავით თუ არა რუსეთთან შეერთების მომენტში, რაიმე გარეგნული ან შინაგანი ნიშნით ესოდენ საზიზღარი და ამაზრზენი ერი, რომ წმინდა და განათლებული რუსეთი ასე პირუტყვულად მოგვექცა?
თუ არა, მაშ იყო თუ არა 19 ე საუკუნის რუსეთი სასულიერო და საერო ელიტით (რითაც გამუდმებით ამაყობენ)
მუსულმან ან თუნდაც მონღოლ მოძალადეებზე უკეთესი, ჩვენი ტანჯული ერისთვის?
ზემოთ მოყვანილი ტექსტი ეკუთვნის ეროვნებით რუსს, ერთ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის წევრს,ომელმაც არასრული მაგრამ ნათელი სურათი დახატა.
ცხადია რომ რუსული ეკლესიის სინოდი ამა ქვეყნის მეუფის, ეშმაკის მსახურებაში იყო, მაგრამ რატომ დუმდნენ დიდი რუსი წმინდანები, რომლებიც სასულიერო და საერო ელიტის მიერ აღიარებულ წარმოჩინებულნი იყვნენ სიცოცხლეშივე და ყველაფერი კარგად იცოდნენ რაც იმპერიაში ხდებოდა. რატომ დუმდა მათი წმინდა სინდისი და განათლებული გონება, მაშინ როცა მათ თვალწინ ღვთისმშობლის წილხვედრ წმინდა საყდარს ანადგურებდნენ?
და როგორი განწყობით წავიკითხო დღეს მათივე შეთხზული ტომები მაღალსულიერი სწავლებებით?(რუსების საყვარელი ტერმინი რომ ვიხმარო: მათ ხომ ახალი ველოსიპედი არ გამოუგონიათ, არამედ მეათასედ გაიმეორეს ადრეული მამების მემკვიდრეობა , რომელსაც მათი ეგზარხოსები აქტიურად ანადგურებდნენ ძველი ქართული ხელნაწერების სახით) ანდა რა განწყობით ვილოცო მათი ხატების წინაშე?როდესაც ვიცი რომ მათი ძმური სიყვარული იქ მთავრდებოდა სადაც იწყებოდა ველიკოდერჟავულ მესიანისტური იდეები.
(ყური მაქვს მოკრული რომ იყო გამონაკლისიც, მაგრამ არსად ამის დამადასტურებელი წყარო არ შემხვედრია, გარდა კულუარული საუბრისა, თუ ვინმეს რაიმე დოკუმენტი გაქვთ გთხოვთ დადოთ).
რატომ არავინ არ აანალიზებს დღევანდელ "სულიერ" რუსეთში ისტორიულ შედეგებს, რომ ბოლშევიკური ბნელეთის მიერ მათი ეკლესიის დაქცევა და შუაზე გახლეჩა სწორედ მათივე ჩადენილი საქმეების ლოგიკური შედეგი იყო? და ნიშანდობლივია რომ ანტიქრისტეს რჩეული იოსებ ჯუღაშვილი სწორედ საქართველოდან მიევლინათ?
ისტორია ხომ ციკლურად მეორდება და თუ გამოცდილებიდან დასკვნა არ გააკეთე ,პოტენციურად იგივე პრობლემის წინაშე დგები.
დაბოლოს რატომ არ კეთდება ამ მწარე წარსულის , ისტორიული, ეკლესიოლოგიური და საღვთისმეტყველო
ანალიზი ჩვენი მეცნიერების და სასულიერო პირების მიერ? რათა დასაბუთებულად წარედგინოს რუსეთის მხარეს
მოთხოვნა მიყენებული სულიერი მორალური და მატერიალური ზარალის კომპენსაციისთვის, ან თუ ეს არარეალურია უბრალოდ ,როგორც დოკუმენტური , ისტორიული მასალა. (ჩვენი საგანძურის ნაწილი ხომ დღესაც რუსეთის საცავებშია გაფანტული.)
მაშინ როდესაც არც ერთი სინანულის თუ ბოდიშის ფრაზა მათი მხრიდან , პირიქით აგრესიული მაყვედრებელი მზერა, თითქოს ჩვენ მათ საქართველოს სამწყსო დავაკარგინეთ და "წმინდა რუსეთის", მართლმადიდებლობის უკანასკნელი ბურჯის ,მტრებს მივეკედლეთ.
მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისტორიის გამეორების შემთხვევაში რუსები მსგავსად და უფრო სასტიკად გაგვისწორდებიან. ხოლო თუ ესე დავსვამთ საკითხს თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ჩვენზე ამგვარი განსაცდელი,რა უძღოდა ამას წინ ქართულ სინამდვილეში, მეფე თეიმურაზის დროიდან მოყოლებული, ნამდვილად მართებულად საკვლევი საკითხი იქნება.(რამეთუ ყველაფრის სხვაზე გადაბრალება არასწორია, მტერი და მომხდური ყოველთვის შინაურის დახმარებით მოქმედებდა).
დაბოლოს ზემოთ მოყვანილი ავტორის ციტატით დავასრულებ:
"ზიზღისა და გაკიცხვის ღირსი იქნება ქართველი სამღდელოება და ერი, თუ მან მედგრად არ მოითხოვა დაბრუნება იმ უფლებისა, რომელიც მას ძალმომრეობითა და უსამართლოდ წაართვა რუსეთის მთავრობამ."
მძიმე წასაკიტხია, შენი შეკითხვებიც სამართლიანია, მაგრამ ეგ მოთხოვნები რომ წამოვაყენოთ ახლა რელაურად ისედაც დაძაბული სიტოაცისა უფრო გაურესებას მივიხებთ, თანაც როგორც შენ უკვე ახნიშნე ცოდვები მაგათაც დაუბრუნდათ, ღმერთი არავის არ არჩენს ცოვებს.
აქა მშვიდობა,
ზოგადად ცნობილი მიზეზების გამო, ამ თემაზე საუბარი მსგავს უარყოფით ემოციებს იწვევს/იწვევდა ჩემშიც;
რასაც შესაბამისად: წყრომა, რისხვა და განსჯის მეტი არაფერი მოუტანია...
მადლობა უფალს, რომ მეხმარება ვნებათა დაძლევაში და მისი ნებით,
ემიგრაციაში ქართულ ეკლესიას მოკლებულს,
რუსულ ეკლესიაში სიარული და ყოველ საღვთო ლიტურგიაზე
რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ლოცვა მიწევს.
უფალო შეგვიწყალე.
სწორედ ეს არის ჩვენი სიძლიერე, რომ მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ის რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, საშინელებაა, მაგრამ არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე უფლის დაშვების გარეშე. ეს კი ნიშანდობლივი უნდა იყოს ჩვენთვის. ეს ტყუილად არ მომხდარა. საერთოდ არაფერი ხდება ტყუილად ამ ქვეყანაზე. მთავარია რა გაკვეთილს მივიღებთ ჩვენ ამისგან. ჩემი აზრით, არაა გამართლებული მტრის ხატის შექმნა, მიუხედავად ასეთი საშინელი ქმედებებისა, ჩვენს მიმართ.
ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო!
ზურა
მეც შენ მდგომარეობაში ვარ, და ყოველთვის ასეთი თემების წაკითხვის შემდეგ რახაცნაირად თითქოს დილემის წინ ვდგებოდი რომ მეთვითონაც რუსული ეკლესისი მრევლი ვარ, მაგრამ კაი და ცუდი ყველგან არის, და რაც მოხდა ჩვენი ცოდვების გამოც იყო გამოწვეული
ლეონტი
ჩვენ მამა გიორგიმ მოწამეთაში საინტერესო რაღაცეები მოგვიყვა და ასევე გვთხოვა რაც ცუდი გვიქნეს რუსებმა დაივიწყეთო. ისინიც მართლმადიდებლები არიან და როგორც ჩვენი თავი ისე უნდა გვიყვარდესო
მე ზოგადად ვიტყვი რომ ხშირად არასწორი მიდგომა გვაქვს რუსეთის მიმართ ხშირად მთელი რუსეთი გვგონია ჯირინოვსკები,მიტროფანოვები,ზ
ატულინები და სხვა რომლებიც მეც არ მეხატება გულზე.არამედ ის ჩვეულებრივი ხალხი რომლებსაც არც რამე დაუშავებიათ ჩვენთვის და არც მათ აზრს იზიარებენ ასეთი კი 160მილიონ კაცში მრავლადაა.ამიტომ მე ვანსხვავებ ერთის მხრივ იმპერიალისტური იდეებით შეპყრობილ მთავრობას და მის მომხრეებს და ჩვეულებრივ ხალხს და თუ არ გვეყვარება ის ერთმორწმუნე ჩვეულებრივი ხალხი აბა ვინღა უნდა გვიყვარდეს.
შოთა
ლეონტი - ეს ტექსტი - რუსულად ხომ არ გაქვთ ან საიტზე ხომ არ გინახავთ სადმე? იმ რუსი-ოპოზიციონერის გვარს ხომ ვერ მეტყვით, ვინც ეს ყველაფერი დაწერა?
დურნოვოს ეს ტექსტი არ წარმოადგენს სამეცნიერო ნაშრომს, პამფლეტის სტილშია. კათოლიკოს კირიონის Краткий очерк истории Грузинской Церкви и Экзархата в XIX веке რომ წაიკითხოთ (დაიბეჭდა თბილისში 1901 წ.), ცოტა სხვანაირი სურათი წარმოგიდგებათ. ნამდვილად არ არის საჭირო ცუდზე თვალის დახუჭვა, მაგრამ რუსეთის ეკლესიას მარტო ნეგატივი არ მოუტანია ჩვენთვის.
Sotiris
გეთანხმები, არ ღირს შავის უფრო შავად წარმოჩენა, თვარა მალე თეთრიც შავად მოგვეჩვენება
ნაპატიები არ აქვთ? მათი ნახელავიდან მარტო ის კმარა რომ უამრავი სიმდიდრე გაიტანეს და უძველესი ფრესკები გაათეთრეს!
ხახულის ხატზე არაფერი წერია - ხომ არ გახსოვთ იმ ჩინოვნიკის გვარი - ხატის მინანქარი ჩექმებით რომ დალეწა?
პეტრე პირველის დროიდან მოყოლებული რუსეთს თვითონ არ ჰყავდა პატრიარქი და ეკლესია სიმპერიის დანამატად და იარაღად იყო ქცეული. საკუთარი ეკლესიის გამანადგურებელი იმპერიისაგან სხვა არაფერი იყო მოსალოდნელი.
საქართველოს და რუსეთის ეკლესიებმა 1917 წელს ფაქტიურად ერთად მოიპოვეს დამოუკიდებლობა, თუმცა ახლადგათავისუფლებულ რუსულ ეკლესიას რუსული იმპერიის ამბიციები გადმოჰყვა.
1811 году, Россия упразднила автокефалию Грузинской православной церкви и место патриархов церков пр
Автор betaneli.ge
26.03.2008 г.
1811 году, Россия упразднила автокефалию Грузинской православной церкви и место патриархов церков правили Российские экзархи
Варлам Еристави 1811-1817 гг.
Феофилакт Русанов 1817-1821
Ионна Василевский 1821-1832
Моисей Богданов-Платонов 1832-1834
Евгении Бажанов 1834-1844
Исидор Никольский 1844-1858
Евсеви Илинский 1858-1877
Иоаник Руднев 1877-1882
Павел Лебедев 1882-1887
Паладии Раев 1887-1892
Владимир Богоявленский 1892-1898
Флабиан Городецкий 1898-1901
Алексии I Опоцкий 1901-1905
Николай Налимов 1905 1906
Никон Софииский 1906-1908
Инокентии Беляев 1909-1913
Алексии II Молчанов 1913-1914
Питирим Покнов 1914-1915
Платон Рождественский 1915-1917
რუსები რომ არა ქართველობის იდენტიფიკაციას ხაჭაპურზე დასმული ჯვრით მოვახდენდით,ა
sandro40
ნი პონიალ, ტი კჩემუ კლონიშ ?
თერალ ი
რა ეშმაკობაა ჩადებული პირველად ეგზარხოსად ქართველია, ხალხი რომ არ აბობოქრებულიყო. რომ შეგვაჩვიეს შემდეგ სულ რუსებია.
აბო.
არ მიყვარს ეგ ნაცია და არც ვაფასებ...
"ეგზარქოსები ძარცვავდნენ ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათეს ნიმუშებს და რუსეთში გაჰქონდათ. მოიშალა საეკლესიო კათედრები. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები რუსულით შეიცვალა. სულ რაღაც ორიოდე წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე აშენებდა".
/"კრიალოსანი" N1, 2015, გვ.5/
ცხინვალში რუსული ეკლესიის მშენებლობა გააპროტესტეს
05/08/2015
ავტორი: Orthodox Theology
473e2d8ad51c1422c183eb25281_prev
რუსული ეკლესიის მშენებლობის დაწყებას ცხინვალში პროტესტი და დაპირისპირება მოყვა
ცხინვალში რუსულ მართლმადიდებლურ ტაძრის საძირკველი ჩაყარეს , ავრცელებს რუსული სააგენტო ინტერფაქსი .
გუშინ, 4 აგვისტოს ცხინვალში დაიწყო მოსკოვის საპატრიარქოს სამების სახელობის ეკლესიის მშენებლობა, ეკლესია აშენედება ე.წ. რესპუბლიკის ბიბლიოთეკისა და მე 2 საშ. სკოლის ტერიტორიაზე. ცხინვალის “მერის” განცხადებით ტაძრის პროექტი ბიზანტიური სტილისაა. ცხინვალშ ტაძრის მშენებლობის საკითხი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” თვითმარქვია “პრეზიდენტმა” გასული წლის სექტემბერში განიხილა რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას და ა.წ. 2 ივლისს ცხინვალში ჩასულ მოსკოვის საპატრიარქოს ვლადიკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოსი ზოსიმეთან ერთად. მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობის დასრულება ცხინვალში 2018 წელს იგეგმება.
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” საინფორმაციო სააგენტოს “ოსინფორმის” მიერ, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის საპატრიარქოს ვინმე მღვდელ სერგეი კოკოევს, რომელიც ესწრებოდა რმე-ს ტაძრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას, ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია იმ რამოდენიმე ადამიანისათვის, რომლებმაც გააპროტესტეს რუსული ეკლესიის მშენელობა ცხინვალში, რადგან ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე ვრცელდება საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქცია, ამ არგუმენტს მღვდელმა კოკოევმა უპასუხა: “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩვენ არ გვჭირდება საქართველოს პატრიარქის ილია მეორის უფლება, არამედ მხოლოდ ღმერთის.”
რელიგიის საკითხებში “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის” მრჩეველმა ქ-ნმა სონე ხუბაევამ აღნიშნა, რომ ვინც აპროტესტებდა ტაძრის მშენებლობას მათი მიზანი იყო დაპირისპირება “სამხრეთ ოსეთის ეპარქიისა” და ჩრდილოეთ ოსეთის ეპარქიის მხარდამჭერებს შორის; “მრჩეველი” თვლის, რომ “სამხრეთ ოსეთის” საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ნაცვლად “სამხრეთ ოსეთში” მღვდელმსახურებს შეუძლიათ მოიხსენონ მხოლოდ რუსეთის პატრიარქის კირილე ან ვლადიკავკაზის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე.
http://www.orthodoxtheology.ge/churchoccupation/
„აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი არის ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე. ირღვევა საეკლესიო კანონიკური ნორმებიც, როდესაც სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები ჩვენთან შეუთანხმებლად და ჩვენი ნებართვის გარეშე ჩადიან აფხაზეთი ეპარქიაში, რომელიც, ცხინვალის რეგიონთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის განუყოფელი ნაწილია“
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
“უფლის ციხე“ N3, 2014, გვ.9/
"ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია სახელმწიფოებრივი და საეკლესიო დამოუკიდებლობის დაკარგვას. XIX საუკუნის I ნახევარში 1802 წლის კახეთის აჯანყებით დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. 1819-20 წლების იმერეთის საეკლესიო ამბოხი მიმართული იყო საქართველოს ეგზარქოსის თეოფილაქტე რუსანოვის მძარცველური პოლიტიკის წინააღმდეგ. იმერეთის აჯანყების მოთავეთა, დოსითეოზ ქუთათელის და ექვთიმე გაენათელის რუსეთის ხელისუფალთაგან სამაგალითოდ დასჯამ საქართველოში საბოლოოდ დაამსხვრია ერთმორწმუნეობის დოგმებზე აღმოცენებული რომანტიკული მეგობრობისა და ქრისტიანული სათნოების ილუზიები. ქართველი ერი მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, ან უნდა დაევიწყებინა ყოველივე ქართული და გარუსებულიყო, ან ებრძოლა რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა არჩევანი მეორის სასარგებლოდ გააკეთა".
/"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 მარტი, გვ.160-161/
"ამ დადგენილებამ პროვინციელ უვიც ბოლშევიკ აქტივისტებს ხელ-ფეხი გაუხსნა საეკლესიო სიწმინდეთა დატაცებისა და განადგურებისაკენ. ისინი ოქრო-ვერცხლით მოჭედილ ხატებს, ბარძიმ-ფეშხუმებს "ეკლესიებში ტყუილ-უბრალოდ დაყრილ ოქრო-ვერცხლს" უწოდებდნენ".
/წმ. ამბროსი ხელაია
"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 მარტი, გვ.219/
"მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი და კავკასიის განათლების ოლქის მზრუნველი იანოვსკი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქართველობას დაევიწყებინა თავისი წარსული, აწმყო და არ ეფიქრა მომავალზე".
/"თვენი" წიგნი 11, 11აპრილი - 20 აპრილი, გვ.133/
"პოლიტიკურ თავისუფლებადაკარგულმა საქართველომ სულიერი დამოუკიდებლობაც დაკარგა".
/"თვენი" წიგნი 11, 11აპრილი - 20 აპრილი, გვ.128/
"ერთადერთი დღე, როცა სიონში ქართულად წირავდნენ, იყო ძველი სტილით 14 იანვარი - წმ. ნინოს ხსენების დღე".
/"თვენი" წიგნი 11, 11აპრილი - 20 აპრილი, გვ.129/
"ხელმრუდეთა კვალი ახლაც ატყვია შემოქმედის მონასტერში დაცულ ხატებს: ზოგს თვალი აქვს დათხრილი, ზოგსაც ბუდიდან თვალმარგალიტი აქვს ამოგლეჯილი."
/"კარიბჭე" N4, 2006, გვ.33/
"ბოლშევიკთა აგრესიული, დიდმპყრობელური მისწარფებები"
/"კარიბჭე" N20, 2017, გვ.47/
"რუსეთმა XIX ს-ში რომ დაგვიპყრო, ახლაც იგივეს აგრძელებს და ჩვენც სიძულვილით თუ ვუპასუხებთ, მაშინ განსხვავება აღარაფერი იქნება ჩვენს შორის. ბოროტებით არ უნდა მივუზღათ, განსაცდელში სიყვარულის გრძნობა უნდა შევინარჩუნოთ"
/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)
"კრიალოსანი" N10, 2008, გვ.24/
"ერთხელ კომუნისტი აქტივისტები მამა ვასილის [ფირცხელავა] სახლში შეჭრილან და ხატების დარბევა დაუწყიათ. განსაკუთრებით აქტიურობდა ორი ქალი. მამა ვასილის დედას, მარიამს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი შეუმჩნევლად გულში ჩაუკრავს.
შინ დაბრუნებულ მამა ვასილს უთქვამს: ხატების შეურაცხმყოფელებს ღვთის რისხვა არ ასცდებათ, ისე დაეშლებათ ძვლები, როგორც ხატები დაიშალაო. ეს სიტყვები წინასწარმეტყველური გამოდგა: ორიოდე თვის შემდეგ ის ქალი (მანამდე სრულიად ჯანმრთელი), რომელიც ხატების შეურაცხყოფისას განსაკუთრებით აქტიურობდა, მძიმედ დაავადდა და მალე სწორედ ძვლების დაშლით გარდაიცვალა. მძიმედ დაავადებულ მეორე ქალს ბერისგან შენდობა უთხოვია. იგი გადარჩენილა".
/"კრიალოსანი" N7, 2009, გვ.39/
"სამწუხაროდ, საბჭოთა სახელმწიფოს სტალინის გარდაცვალების შემდგომ, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, კომუნისტურმა ხელისუფლებამ ახალი ძალით შეუტია მართლმადიდებელ ეკლესიას და კვლავ დაიწყო მართლმორწმუნე ქრისტიანთა და სხვა სარწმუნოების აღმსარებელთა დევნა და შევიწროება. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ამ დროს უფრო მეტი ეკლესია და წმინდა ხატი განადგურდა, ვიდრე მთელ მანამდელ საბჭოთა პერიოდში!"
/"კარიბჭე" N7, 2020, გვ.46/
"ქართულ სუფრას თავისი საიდუმლო და თავგადასავალი აქვს. სხვათა შორის, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და ქართველ ხალხს - ეკლესიაში სიარული, სასულიერო პირებს კი მღვდელმსახურება აუკრძალეს, ქართულმა სუფრამ ადრინდელზე მეტი დატვირთვა შეიძინა - ის თითქმის წმინდა ტრაპეზად იქცა, სადაც ქართველებს დაუფარავად შეეძლოთ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულის გამოხატვა, ხოლო სადღეგრძელო - ლოცვად".
/"კარიბჭე" N1, 2022, გვ.32/
"1818 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია. ამას ემატება ქართული ეკლესია მონასტრების ძარცვა. ნაძარცვი ათეულობით მილიონ მანეთს შეადგენს. ხაზინამ წაიღო 150 მილიონ მანეთად ღირებული ქართული საეკლესიო ქონება. გელათის მონასტრის საეკლესიო სალაროში 1870 წლამდე ინახებოდა მილიონებად ღირებული განძეულობა, მათ შორის იყო ოქროთი მოჭედილი, ტიხრული მინანაქრით გაწყობილი მე-11 საუკუნის უძვირფასესი სახარება, რომელიც გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა ეგზარქოს ევსევის ნებართვით. ოქროს მოჭედილობა ინახება პეტერბურგში სტროგანოვის მუზეუმში, სადაც გრაფ პანინის მიერ იქნა ჩატანილი. ინგლისელები ოქროთი მოჭედილ სახარებაში ასი ათას ფუნტ სტერლინგს იძლეოდნენ.
გატანილია ოქრომკერდით მოქარგული და მსხვილი მარგალიტით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისგან შეკერილი იმერეთის პატრიარქის შესამოსელი. ეს ძვირფასი შესამოსელი კონსტანტინეპოლის დაცემამდე იყო დამზადებული, მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოადინეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოყენებული იქნა გულქანდების დასამზადებლად...
ზუსტად ასე გაქრა აურაცხელი ძვირფასეულობა, ოქროს ჯვრები, ოქროს ჭურჭელი და სხვა განძეულობა მცხეთის, ალავერდის, ბოდბის ნინოწმინდის და სხვა საკათედრო ტაძრებიდან. ამათ მოჰყვა განძეულობა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდან, ჯუმათის, შეიმოქმედის და სხვა მონასტრებიდან" - წერდა ნიკოლოზ დურნოვი
/"კარიბჭე" N2, 2022, გვ.38/
"1923 წლის გაზაფხულზე საქართველოში არ დარჩენილა თითქმის არცერთი კუთხე, ქალაქი და სოფელი, სადაც არ სდევნიდნენ ქრისტიანებს. იმავე წლის აპრილში 600-მდე ეკლესია-მონასტერი დაიკეტა. იგივე კომპარტიის მიერ იყო დაპატიმრებული 15-16 წლის 6 გოგონა იმის გამო, რომ მათ ეკლესიის კედლებიდან ჩამოგლიჯეს წითელი ალმები".
/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 34/
"წმინდა სინოდის მსახურნი საქართველოში სისტემატურად ეწეოდნენ ქართული ეკლესია-მონასტრების ძარცვას, ქართველი ერის განძეულის გატანას, ესწრაფოდნენ ერის სულიერ გარყვნას, მის გარუსება-გადაგვარებას".
/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 21/
"მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში ახალგაზრდული თეატრი იყო, წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ფოლკლორის საღამოები იმართებოდა, ანჩისხატი ერთ ცნობილ მოქანდაკეს საკუთარ სახელოსნოდ ჰქონდა გადაქცეული".
/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 102/
"მაცხოვრის ეკლესიის სალოცავ ტერიტორიაზე შემოდიოდა: გაგური, აკეთი, ჭანჭათი, ზემო აკეთი, აცანა, ვანი, ზომლეთი. ცნობილია, რომ მშენებლობაზე მუშაობდნენ ჭანჭათლები: იონა და ათანასე ვადაჭკორიები. ეკლესია მოხატული არ ყოფილა, მაგრამ ძვირფასი ხატები და ნივთები მრავლად ჰქონდა, მე-19 საუკუნის შუა პერიოდში სამჯერ გაიძარცვა ეკლესია. კომუნისტებმა ტაძარი მინერალური სასუქის საწყობად აქციეს"
/"კარიბჭე" N6, 2022, გვ.46/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)