IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ჩვენი ისტორიკოსები
marine
პოსტი Jan 30 2008, 02:07 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქართველი ისტორიკოსების სია საკმაოდ ვრცელია: ლეონტი მროველი, ჯუანშერი, ვახუშტი ბატონიშვილი, სეხნია ჩხეიძე, პაპუნა ორბელიანი და ა.შ. და ა.შ.

ამ თემაში ვისაუბროთ ჩვენს ძველ და თანამედროვე ისტორიკოსებზე, მათ ღირსებასა და ნაკლოვანებაზე.

(ნაკლოვანება იმიტომ ვახსენე, რომ ხშირად საუბარია იმაზე, რომ რომელღაც ისტორიკოსის ცნობებს არ ენდობიან ამა თუ იმ მიზეზის გამო.)


მე პირადად, ამჯერად, საუბარს დავიწებ ჯუანშერზე smile.gif

ჯუანშერი

(ივ. ჯავახიშვილი)

"ანა დედოფლის" და "მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრებაში" ერთი მინაწერი მოიპოვება, რომელიც "ქართლის ცხოვრებაში" შეტანილ თხზულებათა შესახებ ცნობებს შეიცავს. აქ ნათქვამია: "წიგნი ესე ქართველთა ცხორებისა ვიდრე ვახტანგისადმდე აღიწერებოდა ჟამით ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისაგან ვიდრე აქამომდე (ესე იგი *437-438, გვ. 215) აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან, ძმის წულის ქმარმან წმიდისა არჩილისამან, ნათესავმან რევისამან, მირიანის ძისამან"-ო (*437-438, გვ. 215). ამ მინაწერითგანა ჩანს, რომ ვახტანგისა და მის მომდევნო მეფეთა ისტორია ერთი მემატიანის დაწერილად ითვლება.

მართლაც, "ანა დედოფლის" და "მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრებაში" ვახტანგ მეფის ისტორიას განსაკუთრებული სათაური აქვს: ცხორება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა მეფისა მშობელთა და შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღვთის მოყუარისა მეფისა, რომელი უმეტესად სხვათა სახელგანთქმულად გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა" (*293-294, გვ. 117 და ანა დედოფლის ქართლის ცხოვრება, 89).

როგორც ამ სათაურიდან ჩანს, ჯუანშერს თავის ისტორიაში ჯერ ვახტანგის მშობლების შესახებ მოუყვანია ცნობები, ხოლო "შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღვთის მსახურისა მეფის" ცხოვრება და მოღვაწეობა აუწერია. თვით თხზულებაშიაც მართლაც ასეა დალაგებული მოთხრობა.

(გაგრძელება იქნება)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2008, 12:32 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჯუანშერის "ისტორიას" უეჭველია თავი და შესავალი უნდა აკლდეს: ასე ერთბაშად, როგორც იგი ახლა იწყება სიტყვებით "ვითარ იგი შეიპყრეს ქართველთა მეფედ მირდატ" (*294, გვ. 117), შეუძლებელია რომელმამე მემატიანემ დაიწყოს თხზულების წერა. ამას გარდა, ის, რაც ახლა ვახტანგ მეფის "ცხორები"-ს თავშია, ლეონტი მროველის ისტორიის ბოლოს განმეორებაა. ამიტომ ან ერთს უნდა ეკუთვნოდეს ან მეორეს, უფრო კი ვგონებ რომ მეორესი უნდა იყოს იმიტომ, რომ ვახტანგის მშობელთა თავგადასავალი, როგორც სათაურითგანა ჩანს, ვახტანგის "ცხორების" დამწერს უნდა ეკუთვნოდეს.

ზემოთმოყვანილ მინაწერში ჯუანშერი იწოდება წმიდა არჩილის ძმისწულის ქმრად, მაშასადამე, დაახლოებით ვითომც VIII საუკ. უნდა ეცხოვრა. რასაკვირველია ეს ცნობა მისი ვინაობის შესახებ მერმინდელი გადამწერის მიმატებული უნდა იყოს და ამისდა მიხედვით ზემოთ განსაზღვრულს იმ ჯუანშერს, რომელსაც ვახტანგ გორგასალის ცხოვრება უნდა დაეწერა, სრულებით არ შეესაბამება, რათგან "ცხორებას" ზღაპრული ელფერი ადევს და თვით თხზულებაშიც აქა-იქ იმგვარი ცნობები მოიპოვება, ისეთი წყაროებია მოხსენებული, რომელნიც VIII საუკ. ჯერ არ არსებობდნენ.

ჯუანშერის თხზულებაში მოთხრობილია იოანე ზედაზნელის შესახებ: "ქმნა ნიშნები და სასწაულები მრავალი მან და მოწაფეთა მისთა... დაიწერა ცხორება და სასწაულნი მათნი"-ო (*403, გვ. 187-188). ჩვენ ვიცით, რომ შიო მღვიმელის სასწაულნი აღწერილია პირველად ბასილი კათოლიკოზის მიერ X-XI ს., ხოლო იოანე ზედაზნელისა არსენი კათოლიკოზის მიერ X საუკ. მაშასადამე, ჯუანშერსაც დაახლოებით უნდა ეცხოვრა X-XI საუკუნეში.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2008, 06:24 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჯუანშერის თხზულებაში მოიპოვება ერთი მეტად საგულისხმო ცნობა,რომელიც ამტკიცებს, რომ ჯუანშერი ვახტანგ გორგასალის „შემდგომად ჟამთა მრავალთა“ ცხოვრობდა. ჩვენი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ ვახტანგის ლაშქარნი „განვიდეს პაჭანიკეთსა, რამეთუ მაშინ მუნ იყო პაჭანიგეთი მოსაზღურედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსესითასა წიაღ და ჯიქეთი მუნვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიგნი და ჯიქნი თორქთაგან, წარვიდეს პაჭანიგნი დასავლით კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკვიდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა“ (*322, გვ. 134-135 და ანა დედოფლის ქართლის ცხოვრება).

ჩვენ ვიცით სახელდობრ, რომ პაჭანიგნი X საუკუნეში ჯერ კიდევ ვოლგასა ჲაიკს შორის ბინადრობდნენ. მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში ხაზარებისა და უზებისაგან ოტებულნი პაჭანიგნი გადასახლდნენ დონისა და დუნაის შუა, მაშასადამე „მოსაზღვრედ ოვსეთისა“, როგორც ჯუანშერს აღწერილი აქვს მათი ვითომდა V საუკუნის დროინდელი ბინადრობის ადგილი. აქ ბინადრობდნენ ისინი დაახლოებით 1034 წლამდე, რომლის შემდგომ მართლაც „იოტნეს პაჭანიგნი თორქთაგან“ და იძულებულნი იყვნენ დასავლეთისაკენ მოეძებნათ ბინადრობა, ანუ როგორც სამართლიანად ამბობს ჯუანშერი „წარვიდეს პაჭანიგნი იგი დასავლეთ კერძო.“

ცხადია, მაშასადამე, რომ რაკი ჯუანშერს სცოდნია პაჭანიგთა გადასახლების ამბავი დასავლეთით, XI საუკ. პირველ ნახევრის გასულსა და მეორე ნახევრის დამდეგს უნდა ეცხოვრა. რომ ჯუანშერს მართლაც XI საუკუნეში უნდა ეცხოვრა, ეს სხვათა შორის შემდეგ, უფრო ცხადი საბუთითაც მტკიცდება.

არაბების შემოსევის შესახებ ნათქვამია, ვითომც ბიზანტიის კეისარს აფხაზთა ერისთავრისათვის შემოეთვალოს: „დაადგერით სიმაგრეთა შინა თქუენთა ვიდრემდის წარჳდეს წელიწადნი მათნი სამასნი, რამეთუ ორას და მეერგასესა წელსა განიყოს მეფობა მათი და განსრულებასა მესამ[ასი]სა წელიწადისასა მოეცეს ძალი მეფობასა ჩუენსა და შევმუსრნეთ აგარიანნი“-ო (*425, გვ. 205).

აქ ერთი სიტყვით ვითომდა წინასწარმეტყველებაა, რომ არაბთა ბატონობა საქართველოში 300 წელიწადს გასტანს. ჩვეულებრივ ამგვარი წინასწარმეტყველება ითხზება ხოლმე post factum და აქაც რასაკვირველია ცხადია, რომ როცა ჯუანშერს ეს ვითომც-და წინასწარმეტყველება თავის ისტორიაში შეჰქონდა, 300 წელიწადი არაბთა შემოსევითგან უკვე აღსრულებული და არაბთა ბატონობაც შესუსტებული იყო, ეს იგი XI საუკ. პირველ ნახევარში. ვგონებ მაინც, რომ ჯუანშერი დავით აღმაშენებლის მეფობას არ უნდა მოსწრებოდა, რადგან მას რომ დავით აღმაშენებლის ბრწყინვალე მეფობა თავის თვალით ნანახი ჰქონოდა, არა მგონია მაშინ ვახტანგ გორგასალზე ეთქვა: იგი „უმეტესად სხუათა სახელგანთქმულად გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა“-ო (*294, გვ. 117).

ყურადღების ღირსია, რომ ათონის ივერთა მონასტრის ერთ ხელნაწერში (№50) მოხსენებულია მწერალი ილარიონ ჯუანშერი: „თქუა მამამან ილარიონ ჯუანშერ: „შეუგავს ყოველსა კაცსა, რათა პირველად აღმოიღოს დირე თვალისაგან თჳსისა და მერმეღა ხედვიდეს წუელსა თვალსა შინ ძმისა თჳსისა: ამისთჳს არა კადნიერ ვიქმნები მხილებად მოყუასისა, ვინაჲთგან თჳთ უწესო ვარ“ და სხვა. სამწუხაროდ ცნობა მეტად მოკლეა, რომ საკითხის გადაწყვეტა შეიძლებოდეს, ჩვენი ისტორიკოსი და ის ილარიონ ჯუანშერი ერთი და იგივე პირი იყო თუ არა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2008, 04:14 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჯუანშერის მიერ დაწერილი „ცხორება ვახტანგ გორგასლისა“ ისეთი კილოთი არის გამსჭვალული და იმგვარ დაუჯერებელ ცნობებით არის აღსავსე, რომ ზღაპარს უფრო მიაგავს, ვიდრე ნამდვილ ისტორიას. ამიტომ გასაოცარია როდესაც ბ.თ. ჟორდანია ამბობს: თჳთ ვახტანგის ცხოვრება ისე დაწვრილებით არის მოხსენებული რომ მემატიანე თანამედროვე უნდა იყოს და თვითმხილველი მოთხრობილისა“-ო. მან კარგად იცის, რომ „ცხორება“-ში რამდენიმე ქრონოლოგიური შეუსაბამობაა და მათ შორის ცნობა პაჭანიგების შესახებ, მაგრამ იმას ჰგონია რომ ეს ამბავი „ჩაკერებულია შემდეგ დროებში“, მხოლოდ როდის, ეს კი ვერ გაუკრვევია იმიტომ, რომ „უტყუარი საბუთი არა გვაქვს იმისი, თუ როდის მოხდა გადასახლება პაჭანიგთა ყუბანის მდინარიდან დნეპრის ხეობაში“-ო. იმის საბუთად, რომ უკანასკნელი ცნობა მერეა ჩართული, ბ. ჟორდანიას ის მოსაზრება აქვს მოყვანილი, რომ ეს ცნობა ქართლის ცხოვრების სომხურ თარგმანში არ მოიპოვებაო. მაგრამ ქართლის ცხოვრების სომხური თარგმანი საბუთად არ გამოდგება იმიტომ, რომ იგი ქართული დედნის შემოკლებული თარგმანია და იქ ბევრი სხვა ცნობებიც არის შემოკლებული, ან მთარგმნელისაგან უნდა იყოს გამოტოვებული.

ზემოთ ვნახეთ, რომ პაჭანიგებს გარდა სხვა ანაქრონიზმებიც მოიპოვება ჯუანშერის თხზულებაში. ამას გარდა ცხორების მთელი მოთხრობაც არსად არ შეიცავს იმდროინდელ აღმოსავლეთ საქართველოს უტყუარს სურათს და თჳთმხილველობისა ხომ ნიშნაწყალიც არ ეტყობა. პირიქით, რაც უფრო ავტორი თავის დროს უახლოვდება, მისი ცნობები თანდათან უფრო და უფრო შინაარსიანი ხდება, თუმცა-კი აქაც მოთხრობას ნათლად ემჩნევა, რომ ავტორი ჯუანშერი არც ამ ხანის თანამედროვე ყოფილა.

ჯუანშერს როგორცა ჩანს სპარსული უნდა სცოდნოდა. მის თხზულებაში მოყვანილია ერთი სპასრული წინადადება და მისი ქართული თარგმანი: რაკი სპარსელებს ვახტანგ გორგასალის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეეძლოთ, „ვითარცა იხილიან ვახტანგ, თქჳან: „დურ აზ გორგასარი“ რომელ არს ესე „მიჰრიდეთ თავსა მგლისასა“ და მის მიერ სახელ ედვა ვახტანგ მეფესა გორგასარი“.

ავტორი საზოგადოდ უხვად სარგებლობს სპარსულ-ასურული აზროვნებით გამსჭვალულ ზღაპრულ „ნებროთის წიგნი“-თ, რომელშიაც მოთხრობილი ყოფილა, რომ მიქელ-ანგელოზი „ნებროთს ენითა სპარსულითა“ ელაპარაკებოდა, ხოლო „პირველი ენა ასურებრი იყო“-ო.

ჯუანშერს სპარსულის გარდა შეიძლება ცოტად მაინც ბერძნული ენაც სცოდნოდა, იმიტომ რომ იგი სარკინოზების სახელს ბერძნულის საშუალებით სარას ძაღლად სთარგმნის: „უფალმან მისცა აღმოსაველთი და სომხეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი [მისი] სარას ძაღლი“-ო, თუმცა სარკინოზების სახელს ამგვარად მაშინ ყველანი სთარგმნიდნენ. ამიტომ შეიძლება ჯუანშერს ეს აზრი ზეპირად ჰქონოდა შეთვისებული.

საყურადღებოა ჯუანშერის თხზულებაში მოყვანილი ცნობები მსოფლიოს, განსაკუთრებით ცის აგებულების შესახებ: ნებროთზე იქ ნათქვამია, რომ მას „ენება რათა აღვიდეს ცად და იხილნეს მყოფნი ცისანი, ხოლო ვითარცა განვლო საზღუარი ჰაერისა და შევიდა საზღუართა ვარსკულავთასა, ვერღარა უძლებდეს საქმედ მოქმედნი, რამეთუ დადნებოდა ოქრო და ვეცხლი, რამეთუ მუნითგან ვინმე არს ჴელმწიფება ცეცხლისა ეთერისა მის, ეგზების მძაფრად სამყაროს ქცევისაგან“-ო.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2008, 12:14 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იმ მცირეოდენ წყაროებს გარდა, რომელთა სათაურებიც თვით ჯუანშერსა აქვს დასახელებული, ჩვენ არა ვიცით რა, თუ რითი ხელმძღვანელობდა და სარგებლობდა იგი, როდესაც თავის თხზულებასა სწერდა. როგორც თვით თხზულებითგან ჩანს, ჩვენს ისტორიკოსს უსარგებლია: „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-თ, სუმბატის „ცხორება და უწყებით“, წმიდა შუშანიკის მარტჳლობით, ბასილ კათოლიკოზის მიერ შეკრებილ შიო მღვიმელის სასწაულთა აღწერილობით, „სპარსთა ცხორებაჲ“-თ, „ნებროთიანი“-თ და რაღაც „იჯინტონის წიგნით.“

ჯუანშერი რომ ვახტანგ მეფის მერე „შემდგომად ჟამთა მრავალთა“ ცხოვრობდა და, როცა თხზულებასა სწერდა, სანდო მასალა მის შესახებ ხელთ არა ჰქონდეს, ეს საუცხოვოდ მისი „ისტორიითა“-ცა მტკიცდებოდა: იგი ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე ისტორიას, საგმირო სახალხო ნაწარმოებს უფრო, ვიდრე უტყუარს და სანდო საბუთს.

ჩვენ მოგვეპოვება ვახტანგის შესახებ სხვა ცნობებიც და ეს ცნობები გვიჩვენებენ, რომ ვახტანგი თვალსაჩინო მეფე იყო. მაგრამ, სად ის ვახტანგი და სად ჯუანშერის დასურათებული ვახტანგ გორგასალი. ჯუანშერის ისტორია იმდენად ზღაპრული ჰანგებით არის შემკული, რომ მკვლევარს უნებლიედ აზრი ებადება, შესაძლებელია ვახტანგ მეფის ისტორიაში შეცდომით შეტანილი იყოს ის სიმღერა-თქმულებები, რომელიც გრიგოლ მაგისტროსის თქმით ღვთაება ბაჰრამ პაჰლავუნის შესახებ საქართველოში არსებობდა.

ჯუანშერის მოთხრობას მართლაც ბევრგან ზღაპრული ხასიათი აქვს და ელფერი დასდევს: ჯუანშერის სიტყვით მეფესა ჰყავდა ერთი მეომარი, რომელსაც „მრავალი ლომი ჴელითა შეეპყრა“. ხოლო როცა ვახტანგი ოსებს ეომებოდა, „იზახდეს ჴმითა აღწევნულითა სპანი ორნივე ქართველთანი და ოვს[თა]ნი, რომლითა იძრვოდეს მთანი და ბორცუნი.“ 22 წლის ჭაბუკი ვახტანგი „ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქა და დაიჭირის და ცხენი ჭურვილი აღიღის მჴართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა.“ სასაცილოა სწორედ, რომ ვახტანგის სინდთა ქვეყანაში ლაშქრობის აღწერილობაში ჯუანშერი ბრძოლის დროს სინდთა მეფესა და ვახტანგს უშველებელს ზღაპრებსა და იგავებს ათქმევინებს.

ამასთანავე, ჯუანშერის ისტორიაში რიცხვი ხშირად ზღაპრულად არის გაზვიადებული 748 000, 248 000-ით, 200 000-ით, 100 000, 56 000, 30 0000 გადადის ხოლმე!

თუმცა ჯუანშერის თხზულებაში ორიოდე საყურადღებო ცნობაც მოიპოვება, მაგალითად, რომ „წესი იყო რომელ შვილნი მთავართანი წარჩინებულთა სახლსა აღ[ი]ზ[ა]რდნიან“, ან კიდევ ვითომ იმდროინდელი დარბაზობის გულუბრყვილო აღწერილობა, რომ „განამზადა მეფემან სახლი ერთი და დაჯდა საყდართა ზედა მაღალთა, ხოლო ჯუანშერ და ეპისკოპოსნი დასხდეს სელებითა და ათასი თავნი და ყოველი ერი წარმოდგეს ზე“, ან პაჭანიგეთისა და ჯიქეთის გეგრაფიული მდებარეობა.

მეტად საგულისხმოა აგრეთვე ის ცნობა, სადაც ჩამოთვლილია თუ რა გააკეთა ვახტანგ მეფემ საეკლესიო სფეროში, რომ „მცხეთას... აღაშენა ეკლესია მოციქულთა, სუეტი ცხოველი... რომელი არს სიონი დიდი და მუნ შინა დასუეს პეტრე კათალიკოზად და სამოელ ეპისკოპოზი მცხეთასავე საებისკოპოზოსა და სხუა ერთი ებისკოპოზად კლარჯეთს ეკლესიასა ახიზისა, ერთი არტანს, ერთი ერუშეთს, ერთი ჯავახეთს წონდას, ერთი მანგლისს, ერთი ბოლნისს, ერთი რუსთავს, ერთი ნინოწმინდას უჯარმოს კარსა, რომელი ვახტანგ აღაშენა, ერთი ჭერემს მისვე აღშენებულსა და მუნ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთავე ეკლესიათა, რომელი იგი მანვე აღაშენა, ერთი ჩელთს, რომელი სოფელსა შუა აღაშენა, ერთი ხორნაბუჯს და ერთი აგარაკს, რომელი არს ხუნანის გამართებით. შემდგომად ამისა აღაშენა ეკლესია ნიქოზისა, საგზებელსა თანა ცეცხლისასა და დასუა ეპისკოპოზი“-ო.


საყურადღებოა და საერთოდ სიმართლეს უახლოვდება ჯუანშერის ცნობები ბაჰრამ ჩუბინისა, ქასრეს (ხოსროს) და მავრიკი კეისარს შორის დამოკიდებულებათა შესახებ, გუარამ კურაპალატის უძლურება ერისთავებთან შედარებით, რომ მან „ერისთავნი ქართლისანი ვერ ცვალნა საერისთავოთაგან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისაგან და ბერძენთა მეფისაგან ჰქონდეს სიგელნი მკჳდრობისანი“, - აგრეთვე ქართლის საზღვრების აღწერილობა, ცნობა ვითომც „უკუსცა კეისარმან საზღუარი ქართლისა ციხე თუხარისი და კლარჯეთი ზღვითგან ვიდრე არსიანთამდის და ჴევნი, რომელნი მოსდგმენ ღადოთა და გამოიკითხა კეისარმან საზღუარი საბერძნეთისა ქუეყანა ზღვის პირისა, რომელ არს აფხაზეთი და ჰქრუა, ეგრის წყლითგან ვიდრე მდინარედმდე მცირისა ხაზარეთისა, ესე საზღუარი არს საბერძნეთისა ალექსანდრობითგან“-ო. მაგრამ ყველა ამ მცირე-რიცხოვან ცნობებსაც მკაცრი განხილვა და დაფასება უნდა, რომ მათი ღირსება და მნიშვნელობა შესაფერისად გამოირკვეს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 29 2020, 05:22 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე - სახელი მემატიანისა, რომელმაც დავით აღმაშენებლის ძის - დემეტრე I-ის, გიორგი მესამის, თამარისა და ლაშა-გიორგის ცხოვრება აღწერა, უცნობია. მისი საისტორიო თხზულება 1222-1223 წლებში უნდა იყოს დაწერილი. მართალია, უცნობი მემატიანე საქართველოს ზემოხსენებულ მეფეთა მოკლე ცხოვრებებს იძლევა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი მოღვაწეობის შესახებ მაინც მრავალ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის. მისი თხზულება ყურადღებას იქცევს თხრობის სისხარტით. ასეთივე ლაკონურობით ახერხებს იგი ისტორიულ პერსონაჟთა დახასიათებასაც. მაგალითად, დემეტერე I-ის შესახებ წერს: "ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ხესა ღმრთივ-დანერგულსა და ცხებულიანსა".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 267/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2022, 06:16 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლეონტი მროველი, ჯუნაშერი, სუმბატ დავითის ძე, "მატიანე ქართლისაი"-ს ავტორი, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარი და "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორი - ჰქმნიან დიდ პრობლემურ ისტორიებს, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ წარსულისა თუ მათი თანამედროვეების შესწავლის საქმეში. მათ თავიანთი შრომებით განუზომელი სამსახური გაუწიეს თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიას, საქართველოს ისტორიის შესწავლას".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.457/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2022, 06:55 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XIX ს-ის და XX ს-ის დასაწყისში ქართველი ისტორიკოსების - თეიმურაზ ბაგრატიონის, დავით ჩუბინიშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, პლატონ იოსელიანის, ალექსანდრე ხახანაშვილის, მოსე ჯანაშვილისა და სხვ. ნაშრომეში წარმოდგენილია უაღრესად საინტერესო მოსაზრებანი წინაქრისტიანული ხანის საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის, სოციალურ-ეკონომიკური წყობის, ქალაქების, ქართველთა ეთნოგენეზისისა და სხვ. საკითხებზე.
XX ს-ის პირველ ათწლეულებში ქვეყნდება ახალი ქართული ისტორიოგრაფიის მამამთავრის აკად. ივანე ჯავახიშვილის ნაშრომები, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წყაროთმცოდნეობის, ეთნოგენეზისის, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური წყობის, ქართული ანბანის წარმოშობისა და სხვ. პრობლემების განხილვას. საქართველოს ძველი ისტორიის საკითხებს მიეძღვნა აკად. ივ. ჯავახიშვილის სამაგისტრო დისერტაცია, ხოლო თავის საყოველთაოდ ცნობილ "ქართველი ერის ისტორიის: I წიგნში უძველესი ისტორიის გადმოცემისას პირველმა გამოიყენა არქეოლოგიური მასალები.
საქართველოს ძველი ისტორიის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა აკად. სიმონ ჯანაშიამ, რომლის ნაშრომებში განხილულია საქართველოს ძველი ისტორიის მრავალი ასპექტი. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს აკად. სიმონ ჯანაშიას რედაქციით და ივ. ჯავახიშვილთან და ნ. ბერძენიშვილთან თანაავტორობით სასკოლო სახელმძღვანელო "საქართველოს ისტორია", სადაც ს. ჯანაშიამ არქეოლოგიური და წერილობითი წყაროების საფუძველზე პირველად წარმოადგინა ადამიანთა საზოგადოების ისტორიის განვითარება საქართველოში უძველესი დროიდან VI ს-მდე".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ. 69/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2022, 12:50 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვახუშტი ბაგრატიონის წყალობით ჩვენ ხელთ გვაქვს შესანიშნავი მეცნიერული აღწერილობანი საქართველოს ცალკეული ისტორიული პროვინციებისა და მის მიერ შექმნილი სრულიად უნიკალური ატლასი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.23/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2022, 02:29 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიაღ, ბროსე იყო მიუდგომელი, დაუღალავი მშრომელი, მან გადააჭარბა ყველა ჩვენ ისტორიკოსებს, ქართველთა ერს მან დაუდგა საუკუნო ძეგლი. ფრანგულს ენაზე გადაიღო უმეტესი ნაწილი ქართველთ მატიანეებისა და აგრეთვე მრავალნი სხვა ქრონიკანი და ქართულ-ფრანგულ ტექსტით აღბეჭდა პარიჟი. ამითაც არ დაკმაყოფილდა იგი. მოიმგზავრა მთელი საქართველო, ადგილობრივ გამოიკვლია, გასინჯა ძველებურნი ნაშთნი: სიგელ-გუჯარნი, ტაძარ-მონასტერთა წარწერანი, ციხენი, ნანგრევნი, გამოქვაბულნი, შეაგროვა ზოგიერთნი ზეპირ-თქმულებანი და ამ გზით მოპოებულნი ცნობანი, - ისტორიულნი, თუ ქრონოლოგიურნი შეადარა და შეუთანასწორა ქართველთა მემატიანეთ თქმულებათა და ცნობათა, მერე უცხო ტომთ თქმულება-ქრონოლოგიანი შეადარა მთელს ამ მასალას და ამ ნაირად უარ-ჰყო მრავალთა ცთომილი, უკუღმართი აზრი შესახებ საქართველოს ისტორიისა. მრავალის შრომით, დაუღალავის მუშაობით განსვენებულმა "ქართლის ცხოვრებას" მოუპოვა ნდობა მეცნიერებისა".

/"ივერია" 13, 1887 წ.
"კარიბჭე" N7, 2022, გვ.42/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 10:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი