პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
marine |
Dec 25 2015, 07:54 PM
პოსტი
#181
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვ ე დ რ ე ბ ა
მუზა გამიწყრა, გამიმეტა, დამტოვა სახტად... ვედრების ხატი დამისვენა სტრიქონის ზღურბლთან, როს მიძღვნა, ოდენ, სასოების მდუღარე ცრემლით ამოლექსება რეკვიემის სულიდან მსურდა... უფალო, გვედრი, ზეციურო ს ა მ ა რ ი ტ ე ლ ო, სამკაულებად მომასხურო ცის საკმეველი... და მაცხო ზეთად ძოწი შენი - წვეთებით სისხლის, ჯვარს დაფენილი, მილურსმული თეთრი ხელების... იესოვ, გვედრი, კვართის სხივით მინათო ხვედრი შენთვის მლოცველი, ვაზის ჯვარით დაწინდულ ქვეყნის... სასოწარკვეთილს, ობლის კვერი დაუცხო ქართველს, თამარის დროშით ადავითო ივერთა გენი !.. ზურმუხტის წვიმა, მიწის ლალი ა მ ა რ გ ა ლ ი ტ ო... საქართველოსი - ხელაპყრობილ ხანძთელი ბერის... ქართველს ქართველი შეაყვარო ს ა მ ა რ ა დ ი ს ო დ, გადაურჩინო მას სამშობლო, შენივე ნებით !.. უფალო, გვედრი !.. უფალო, გვედრი !.. უფალო, გვედრი !.. მეგი მოლოდინი /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 27 2015, 02:18 PM
პოსტი
#182
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
უძღებო თვალო, ვით ვერ დაგხარეს, სად მიხმობ გულო, გზებო ნათელო, _იქ, ოკენის მეორე მხარეს, მეძახის ჩემი მზე_საქართველო! /ნანა მეფარიშვილი/ /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 30 2015, 10:47 PM
პოსტი
#183
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვერ დამაჩოქებ
მე რა წამაქცევს საქართველოს მიწიდან ვიშვი, ვერ დამაჩოქებ, რახანია გამიქრა შიში, მე რა ჩამაქრობს წმიდანების მარგუნეს ჯიში, როს მამულში მაქვს ზეციური სინათლის ნიში. ვერ გავჩუმდები იავნანით გაზრდილი შვილი, მე დედის ძუძუ მიწოვია თაფლივით ტკბილი, დღეს იქნებ მომკლა, მაგრამ კვირტებს ამოყრის ძირი და ყველა მათგანს ხვალ სიცოცხლის ექნება წილი. მე რა წამაქცევს მიწაში მაქვს ჯანმრთელი ფესვი, ისეთი სისხლი გადამისხეს, მასკდება მყესი, სხვა ადათი მაქვს ქართველობის და სულ სხვა წესი, რას გამაჩუმებ გულს სიმღერად ამოსდის ლექსი. ჩემო სამშობლოვ შეგიცნობენ ოდესმე მჯერა, რა დაადუმებს შენს მონაგარს, არა და ვერა, ის ტყვია ჯერ არ მოგონილა ჩაგვიკლას რწმენა, ვინ მოჰკლავს ქართველს, გული უძგერს სამშობლოს ხელა. ნანა მეფარიშვილი /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 20 2016, 12:39 PM
პოსტი
#184
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჯერ სამშობლო, დანარჩენი მერე...
*** გეფერები, გელექსები ჩემო, შენს მიწაზე ანგელოზნი მღერენ, ჩემს ტკივილზე აბა როგორ ვწერო, ჯერ სამშობლო, დანარჩენი მერე. ღვთისმშობელის გაფარია კალთა, ის გიფანტავს ტკივილიან ფერებს, გეფარებით გადაგვირჩე რათა, შენ სამშობლოვ, დანარჩენი მერე. სთქვი სად გტკივა,გენაცვალო დაღლილს, გემსხვერპლები ჩემო, დამიჯერე, სხვა რამ ნატვრა სათქმელადაც არ ღირს, ჯერ სამშობლო, დანარჩენი მერე. ბილიკ–ბილიკ დაგირბინო უნდა, მოვიფერო მთა, წყარო თუ ღელე, ოცნებებიც ნუ ახდება თუნდა, ჯერ მამული, დანარჩენი მერე. არად მიღირს სხვა რამ აღმა–ფრენა, არც ის ჩემო, რაც ლექსებად გწერე, ჯერ უფალი და ღმერთების ენა, ჯერ სამშობლო, ყველაფერი მერე! /ნანა მეფარიშვილი/ /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 10 2016, 12:30 PM
პოსტი
#185
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მამულს არ დაგითმობ ვფიცავ!
სევდა და ვარამი ვერსად ჩავატიე, კმარა ეს მარაზმი კმარა, შვილი რომ მომიკლა ვფიცავ გაპატიებ, მამულს თუ მომიკლავ არა! ხვალე, ხვალე მინდა ძალზე ბედნიერი, რწმენა გვჭირდება და ძალა, ვფიცავ გაპატიებ გულში თუ დამჭერი, მამულს თუ დამიჭრი არა! მოდი დამიშანთე მკერდი ანთებული, დამაქვს საქართველოს ფარად, გინდა? თან წაიღე მსხვერპლად ჩემი გული, მამულს არ დაგითმობ არა! დარდში მერამდენე ღამე გავათიე, მე ჩემს საქართველოს ვიცავ, მოყმის დედა ვარ და ძის სისხლს გაპატიებ, მამულს არ დაგითმობ ვფიცავ! /ნანა მეფარიშვილი/ /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 14 2016, 04:05 PM
პოსტი
#186
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მამულისადმი
დაბადებიდან სულ შენს ვალს ვიხდი ჩემი წინაპრით და მისხის-მისხით, მე უკვე მივხვდი, მე უკვე მივხვდი, გჭირდება ჩემი ოფლიც და სისხლიც. თუ ვეღარ გნახო, მზე მოფარფაშე ჩემს სამზეოზეც ჩანდეს დახრილი, მკვდარს ნუ დამარქმევ, მიწის ქარქაშში ჩამაგე ისე, როგორც მახვილი. /მანანა ჩიტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 2 2016, 11:26 AM
პოსტი
#187
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საღამო ქართლში
ქარი - ბებერი, ბუზღუნა მნათე, მტკვარი - ოლარი, ნაქარგი მთვარით, ისევ ანათებს ზედაზნის კალთებს ქალწულის თმებით შეკრული ჯვარი. გულო, თუნდ ჩაქრე, აქ აენთები, ეს მზეკაბანი ცამ დაგირწია... ყივჩაღის სისხლის ცხელი წვეთებით მუხრანთან ვარდნი ისევ იწვიან. ნელა ედება ქსნის ციხეს ბინდი და ყანისპირზე ყვავის სოსანი - ღვთისმშობელივით სათნო და მშვიდი, თვალები ლურჯი - იესოსავით. თვლემს ქართლი, ასგზის დანახანძრები, ახლა იით და შროშნით ფენილი და ქედნებივით ჩანან ტაძრები, - ქრისტეს უბიდან ამოფრენილი. /მანანა ჩიტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 8 2016, 11:02 AM
პოსტი
#188
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მაინც საქართველო ერქვა
ვინ აცლიდა ლექსს და მღერას, ზედ აკლავდნენ კავს და ერქვანს, სისხლის ბევრი ნაკადული ზღვამ და ხმელმა დაილექა. ვეფხის წიგნით ანცვიფრებდა თურმე მედინას და მექას, ღმერთი მარჯვენს უკურთხებდა მაღლით ბეშქენსა და ბექას. ურიცხვ მტრისგან გათელილი, როგორც ალვანური თექა, მაინც პირჯვარს ისახავდა, მაინც საქართველო ერქვა! /მანანა ჩიტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 15 2016, 08:38 PM
პოსტი
#189
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სიმღერა
ვაჟა-ფშაველას ხმაზე ჩემო ნაჩეხო ქვეყანავ, მზეო, მიწაო, წვიმაო, ამ ავ სენს შენ ვინ შეგყარა, ასე ვინ გაგაწბილაო, რაიც ვიარეთ, ვიწამეთ, ნათელიც არ ჩანს წინაო, მაგ უზნეობის კუბოში ნებით ვინ ჩაგაწვინაო. ვინ, ვინ აგყარა აბჯ არ ი, ცემა ვინ დაგიპირაო, ასე რა რიგად დაჟანგდა შენი მახვილის პირაო, რაიმე ცუდს არ ვიგებდეთ, ისე არ გავა კვირაო. ჩემო ნატანჯო მამულო, თამარის ბროლის პირაო, ვითომ იცინი, გვაცინებ, ჩვენ კი რამ აგვატირაო, შეიფრთხიალე, გვაღირსე, ცად კვლავ შეჰკარი ირაო და შენი მტრები უფსკრულში ჩასჩეხე ყირა-ყირაო. თენდება, ვითომ, ჩვენ კი რა, დღეებს მივათრევთ წვალებით, შენი მომავლის მომზირალთ ჩამოგვექანცა თვალები, ჯავრს ფარავს გულის საკინძე, ისევ სავსე ვართ ვალებით, ვინაც შენ გამოგაღვიძებს, მე იმ გმირს ვენაცვალები. /მურად მთვარელიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 29 2016, 12:06 PM
პოსტი
#190
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
საქართველოში ჰყვავის უკვე ტყემალი თეთრად, წაკიდებია გაზაფხული ქართულ მთა-გორებს. სიცოცხლედ მიღირს, სიყვარულად და გულის ფეთქვად, წამი, რომელიც საქართველოს სურნელს მაგონებს. ღიღინებს ახლა მტკვართან ერთად თბილისის ღამე, შეციებული მიწის გული სისველეს აშრობს, ჩამოკიდულა ნამგალივით რიყეზე მთავრე და იასამნის სურნელებით მეფურად ვახშმობს. კეკლუცობს თეთრი გაზაფხული თბილისის გულზე, აკვირტებული სილამაზის იკრებს ძალ-ღონეს, მშვენიერებას ცრემლიანი სიზმრებით ვუმზერ, თვით გაზაფხულიც, მე სამშობლოს სუნთქვას მაგონებს. უმასპინძლობას თუ დამწამებს ალბათ აპრილი, მიკვირვებს ცრემლებს, თუმც იმედობს,არ იშლის ღიღინს, მეკი საბრალოს მძაგს სხეული სულთან გაყრილი, უსაქართველოდ, გაზაფხულიც არაფრად მიღირს. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 21 2016, 11:09 AM
პოსტი
#191
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სააღდგომო ნატვრა
ღმერთო, სცანი, აზიარე, აზეიმე სამართალი, საქართველო ამზიანე ავსულისგან ნაავდრალი!.. ვარდების ბაღს აძინებდეს ბულბულების იავნანა, მომღერალი და თან მშვიდი საქართველო მინდა, რადგან ; ათი მცნება ხელმწიფობდეს, პატივს სცემდნენ უფალს თვისას... ზარბაზნის ხმა არ ისმოდეს, პოეზიის ჰანგი ისმას... პოეტები მეგობრობდნენ, სიყვარულის უკვდავ ხატთან, რუსთველის და მზე თამარის საქართველო მინდა, რადგან!.. ვერთგულებდეთ სახარებას ლოცვით, შრომით ქართველები და ემრავლოთ ივერთ ძეთა იისფერის გათენებით... ღმერთო, ჰქმენი საოცრება, აამღერე ტალღა ზღვაში, აფხაზთა და ოსთა კრება ქართველთ ხმობდეს სამთა ხმაში!.. ემხვარი და შერვაშიძე ქორწილობდნენ დადიანთან, ერთიანი და ძლიერი საქართველო მინდა, რადგან; გორგასლიან მზის ქალაქზე ღვთის სამება ზეცით ენთოს, ქაქუცა რომ ოცნებობდა, ის ქვეყანა ჰქმენი....ღმერთო!.. მეგი მოლოდინი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 15 2016, 10:03 PM
პოსტი
#192
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
უსაქართველო ქართველი
ის სიმი ჩამწყდა რომელზეც, ფანდურს უკრავდნენ ძველები, ქართველობდნენ და კაცობით, ზეცას აღაპყრეს ხელები, ის მიწა მტკივა რომელზეც, მუხლი უყრიათ წინაპრებს, ვინაც ურჯულო ცხოვრებთ, ერთხელ სიკვდილი ინატრეს, არ დასთმეს ენა,მამული, მამა პაპათა ტაძრები, უსაქართველო სამშობლოს, უამბეს ძველი ამბები, იმ კაცს ვადიდებ ღმერთამდე, ლოცვით ატარა სანთელი, ეწამა რჯულის უგმობლად, და მაინც მოკვდა ქართველი. /გიორგი რამაზაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 26 2016, 10:38 AM
პოსტი
#193
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო, რამე იმნაირი გამაგონე, გული დაკოდილი გავამთელო. კაი მექართულე ვეღარა ვარ, მაგრამ სული მიდუღს იმოდენა, რომ შიგ სიტყვა მარად მშობლიური, როგორც გაზაფხული, იტოტება. მითხარ, როგორაა მემლექეთი, ჩემი სანატრელი საქართველო, რამე იმნაირი გამაგონე, გული დაკოდილი გავამთელო." /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 5 2016, 09:40 PM
პოსტი
#194
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მიძინებული საქართველო
გძინავს, საქართველოვ... მზეს, მაგრამ მთვარიანს, რარიგ მენატრები... მღიმარი, თვალღია... ღვთისფრად გარინდულა წარმტაცი სხეული, დარი რომ გშვენოდა, ღვთისმშობლისკაბიანს... გძინავს საქართველოვ, ვით ფშავის მინდიას, გძინავს, ვით სისხლშემხმარ შუბლნათელ ილიას, სუდარა გითბია ქეთევან დედოფლის, თამარის ვარსკვლავი ტკბილ ღაწვზე გინთია... გძინავს შვლის ნუკრივით ბალახზე, ვაჟას ცრემლს, ვით კაბადოკიელს, ვაზის ჯვრად გადამწნელს, აკაკის ,,გამზრდელს'' და მოკვეთილ ალუდას, მაია წყნეთელს და დაცემულ მარაბდელს... გძინავს გულსაკლავად, მწყაზარსახიანო, მყინვარწვერს დარდი ტეხს, უშბაც ნაღვლიანობს... გთხოვ, მიწა იგრძენი და ზეცას ახედე, მოწყენილ ზღვის ტალღებს უხმე, მადლიანო... გძინავს, საქართველოვ, მზის ტანი დაგღლია, რარიგ მენატრები... მღიმარი... თვალღია... მეგი მოლოდინი 5. 6. 2016. /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 26 2016, 10:50 PM
პოსტი
#195
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქ ა რ თ ვ ე ლ ს
იფიცე ქართული, ვინც არის, რაც არის... გიყვარდეს კაი ყმის დუდუნი ფშავიდან, ადიდე ყოველი, რაც კი რამ აქ არის და რაც კი შობილა ოდითგან, ,,ადრიდა''... იფიცე ივერთა ენა და მამული, გახსოვდეს, ვინც ქმნიდა ამიერს, იმიერს, ვინც აგო ტაძარნი და ხარკით წარსულის ევნო სვეტიცხოველს, ვით უფალს, მიწიერს... იფიცე ქართული, რაც კი რამ შეგზრდია და რითაც ამაყობ, ანიდან ჰოემდე ... გიყვარდეს ბაგრატი, გრემი და ბედია, რომ ჯიხვს ქარაფები არასდროს მობეზრდეს!.. იფიცე ქართული ქართველმა ქართულად, ადიდე ვარძიის ლაჟვარდთან თენება, უშბასთან ნამღერი ლილეო სვანურად, ილიას მოხევის ნათქვამი გერგეთთან... გახსოვდეს კოლხების ულაყთა მარულა, შავი ზღვის ტალღებთან მთვარით მოისართა, სადაც სერობები შეფიცულთ დათქმულა, სადაც საქართველო სისხლით მოინათლა... იფიცე ქართველი, ვინც შესვა სასმისი, გრაალის ფესვებით შორს ნაოცნებარმა, ადიდე მამული... და რაც კი არ თქმულა, თქვი და წინ გასწიე, მომავლის მხედარმა!.. მეგი მოლოდინი /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 27 2016, 03:31 PM
პოსტი
#196
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სამშობლო
მიყვარს მე სამშობლოს მინდორი და მდელო, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს ჩემი საქართველო. მიყვარს რიონი და ტირიფების ჩერო, რაზე ფიქრობ ნეტავ შენ, ალაზნის ველო?! მიყვარს იავნანა დედის სასიმღერო, მიყვარს აქაური ლილეო და რერო, მიყვარს ის წარსული შენი, სასახელო, რამდენ ვაჟკაცს იტევ შენ, კრწანისის ველო. მიყვარს შენზე თქმული ყველა სადღეგრძელო, მიყვარს სანუკვარი დედა საქართველო, მიყვარს მე სამშობლოს მინდორი და მდელო, ღმერთო, სიყვარული ეს არ გამინელო! /ნინა სირაძე "კარიბჭე" N22, 2010, გვ.36/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 10 2016, 12:08 PM
პოსტი
#197
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დომენიკო ვარ,უძღები შვილი,
მამადაკარგულს მწიხლავს სოფელი. ილიას მკვლელი,ბერბიჭაშვილი და ქრისტეს რჯულის უარმყოფელი. არც ღმერთი ვიცი,ლაჩრად ვიქეცი. მოღალატე ვარ, ტაძრის მნგრეველი. მკვლელად და ფლიდად გადავიქეცი. სისხლისმსმელი და ჯვარის მტვრეველი. შადიმანი ვარ, დედოფლის მკვლელი. მოძმის მოძულე,ძმა ვარ ძიძია. საფარბეგობას გადაჩვეული, თითქოს განგებამ,შური იძია. მაგრამ ვიცი რომ,არაგველი ვარ, ცხრა ძმიდან ერთი,ვარ მეომარი. ლურჯა ცხენებზე შემოჩვეული. ტატოს მოკეთე და მეგობარი. აფხაზეთი ვარ და საინგილო. მაჩაბლის მიწის,მტანჯავს ტკივილი. ტაოდან კლარჯეთს გადახვეწილი. დაობლებული სისხლის ყივილი. ვაჟას შვილი ვარ,ხმელი წიფელი. მთაწმინდის მთვარის,ველი დადგომას, რჩეულიშვილის ალავერდობის და ფიროსმანის,ვეტრფი აღდგომას. ანტონ გაგუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 10 2016, 08:01 PM
პოსტი
#198
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყაყაჩოები ქართლის ველებზე
სანამ იმერეთს და რაჭას მოვივლიდე, მანამ ქართლის ველთა ელვა დამაჩოქებს - დილის სხივ-ნიავში ნაზად მოლივლივეს მშვიდად ვეფერები ულევ ყაყაჩოებს. თვალწინ მომავალთა რწმენად გაიქროლეს შინდის-კარალეთმა-ფხვენის-ვარიანმა, თუმცა მტკივნეული სევდა გავიყოლეთ, გული გაგვიშალა მხარემ დარიანმა. ყაყაჩოები კი მართლა იმდენია, წამით გვავიწყდება ყველა გასაჭირი, მეტს რომ გვპირდებიან, ქართლის მინდვრებია მტრისგან უმოწყალოდ წელზე გადაჭრილი. ნიქოზს მოშრიალე დიდი ნიგვზებია, კიდევ სიზმრებია მთამდე ასულები, ჩვენი მიზნებია, აქ რომ იზრდებიან ლაღი ვაჟები და ანცი ქალწულები. ისევ სამერმისო იმედს დავიგულებ, რადგან არ ვიკადრებ ბედთან შევაჭრებას... გამოვიყოლებდი ლამაზ თაიგულებს, მაგრამ შენს ნახვამდე ხელში შემაჭკნება... გივი ჩიღვინაძე 21 მაისი, 2016 წელი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 17 2016, 08:12 PM
პოსტი
#199
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
გვყავდნენ მეფენი, მეტიც, გვყავდნენ მეფეთ-მეფენი, ვცხოვრობდით ისე, ძველთაძველ ერს როგორც შეჰფერის. დღეს ხელგაწვდილი ვაკაკუნებთ ვიღაცის კარზე, კარსაც არ გიღებს ის, ვიზედაც მეტი ხარ ასჯერ. და ეს ქვეყანა- მოცახცახე ლერწამის ღერი, მკერგაგლეჯილი წევს და მაინც სხვის ჰანგზე მღერის. მე კი იანვრის ღამესავით მკლავს ეს ფიქრები: დღეს კიდევ ჰა და, ხვალ ნეტავი ვინღა ვიქნებით? /მურად მთვარელიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 17 2016, 11:03 AM
პოსტი
#200
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
* * *
ძლიერი ტკივილით ამტკივდა სამშობლოს მოჭრილი ნაწილი, ჰერეთის, ტაოს და კლარჯეთის დაჭრილი მხარი ვარ არწივის. მაღონებს ტკივილი ცხინვალის, სოხუმის, გაგრის და რიწისა, ვარ შვილი დაჭრილი სამშობლოს მრავალჯერ წართმეულ მიწისა. ზ.ნავროზაშვილი /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი