IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოძღვარი
Sotiris
პოსტი Jul 31 2007, 02:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან, სადაც მოძღვრობისთვის მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ქიროტესიაა საჭირო (ე.ი. ჴელთდასხმა, ან კანონისტის საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ხელდება) და არც ყველა მღვდელზეა ეს ქიროტესია აღსრულებული. ბერძნების ლოგიკა ის არის, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს მღვდლის ასაკს, სულიერ გამოცდილებიას, მოძღვრად ყოფნისთვის საჭირო ნიჭს და ა.შ.

აი რას წერს ე. კოჭლამაზაშვილი (დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002, გვ. 72):

მოძღვარი ამჟამად ყველა მღვდელმსახურს ეწოდება, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წეს-განგებანი) ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, სულიერი რეკომენდაციების მიცემა ძმათათვის და ა.შ.), ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული, და ყველა მღვდელმსახური მოძღვარი ვერ გახდებოდა. მღვდლის მოვალეობა იყო მხოლოდ მღვდელმოქმედების აღსრულება, სწავლა-მოძღვრება კი, სულიერი მოძღვრის დონეზე, მის კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც მონაზონთა, ისე ერისკაცთა კრებულის სულიერი წინამძღვრობისთვის ინიშნებოდა საგანგებო მოძღვარი. მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას აბარებდა აღსარებას. ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისთვის. ამით თავიდან იყო აცილებული ”მრავალმოძღვრება”, იაკობ მოციქულის ანდერძისამებრ - ”ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო” (იაკ. 3,1).

აქვე შევნიშნოთ, რომ მონასტერში მრავალმოძღვრიანობა აკრძალულია აგრეთვე რუის-ურბნისის კრების მიერ. მე ვერ დავეთანხმები კოჭლამაზაშვილს, რომ მოძღვრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონაზონი, ეს თეთრი სამღვდელოებისთვის შესაძლებლადაც მიმაჩნია, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ სავარაუდოდ ადრე ბერძნული პრაქტიკა იმისა, რომ ყველა მღვდელს არ შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, ჩვენშიც იყო გავრცელებული.

მოძღვრად კურთხევის წესი ჩვენთან მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ორ ხელნაწერშია შემორჩენილი, Q 658-ში და H 1719-ში, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ამ წესის აღსრულება პატრიარქის პრეროგატივა ყოფილა საქართველოში და შესაბამისად კურთხევანის ყველა ხელნაწერში არავინ შეიტანდა პრაქტიკული გამოუყენებლობის გამო. მომყავს ჴელთდასხმის ამ წესისთვის წამძღვარებული ვრცელი შესავალი კოჭლამაზაშვილის გამოცემის მიხედვით (იხ. იქვე, გვ. 73-74):

მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძრურად ჴელთდასხმად.

ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძულეთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისაჲთა მრავალჟამ წურთილი.

დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამოს, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა დამოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდა სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა ”ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი”, ”პირველითგანი” და ”ანდერძნი” სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: ”ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა”. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ.


ამას მოსდევს საკუთრივ ჴელთდასხმის წესი.

მოკლედ დაწერეთ საკუთარი (არგუმენტირებული) აზრი იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   მოძღვარი   Jul 31 2007, 02:22 AM
marine   "ვისაც ღვთის გზაზ...   Oct 21 2015, 05:47 PM
marine   "უფალი აყენებს სრ...   Oct 21 2015, 06:01 PM
marine   „ეს ეპიზოდი ხელსაყ...   Nov 4 2015, 11:52 AM
marine   "ჩემს მოძღვარს თა...   Nov 4 2015, 03:35 PM
marine   „კონსტამონიტის მო...   Nov 4 2015, 10:20 PM
marine   "ვინც მოძღვრის და...   Nov 7 2015, 10:43 PM
marine   "ხიბლშია ის, ვინც ...   Nov 7 2015, 10:58 PM
marine   "წმინდა მამები ამ...   Nov 9 2015, 11:13 PM
marine   "მღვდლობა არის ში...   Nov 10 2015, 11:53 AM
marine   "როდესაც ადამიან...   Nov 16 2015, 08:21 PM
marine   მღვდლობის პატივზე,...   Nov 27 2015, 10:27 PM
marine   „შენ აღასრულებ უდი...   Nov 27 2015, 10:43 PM
marine   „ქრისტეს მსახური ი...   Nov 28 2015, 11:27 AM
marine   „თქვენი ცხოვრება ს...   Nov 28 2015, 11:38 AM
marine   „ილოცე მათზე [სამწ...   Nov 28 2015, 12:27 PM
marine   „მღვდელი, რომელიც ...   Nov 28 2015, 02:22 PM
marine   "ამბობენ ხოლმე: ი...   Nov 28 2015, 09:44 PM
marine   "ყოველი ღვთისმსა...   Dec 1 2015, 11:15 AM
marine   "როცა რაიმე საეკლ...   Dec 1 2015, 11:29 AM
marine   "მოძღვარი შინაგა...   Dec 7 2015, 02:42 PM
marine   "როცა სულიერი მამ...   Dec 8 2015, 11:32 AM
marine   "როცა კაცი, რაც არ ...   Dec 10 2015, 09:01 PM
marine   "მსახურებაში იყო ...   Dec 10 2015, 10:47 PM
marine   "თუ მოძღვრის არყო...   Dec 21 2015, 12:04 PM
marine   "შენი შრომა კურთხ...   Dec 25 2015, 11:42 AM
marine   "მამა ხარლამპე თი...   Dec 25 2015, 06:03 PM
marine   „ცოლოსანი მღვდლებ...   Dec 25 2015, 06:19 PM
marine   "ჩემო საყვარელო მ...   Dec 29 2015, 01:00 PM
marine   „წადი, - ეტყოდა მოძღ...   Dec 29 2015, 01:13 PM
marine   "მამაო, ღმერთი არ ...   Dec 29 2015, 01:31 PM
marine   "ადრეც ეუბნებოდა ...   Dec 30 2015, 12:49 PM
marine   "უცხოს განკითხვა...   Dec 30 2015, 01:15 PM
marine   „მოძღვარმა გითხრა,...   Dec 30 2015, 01:51 PM
marine   „ის ამ მხრივ ძალზე ...   Dec 30 2015, 02:02 PM
marine   "არსებობს მრავალ...   Dec 31 2015, 11:12 AM
marine   „წყარო მშვიდობისა,...   Dec 31 2015, 11:24 AM
marine   "მოძღვარი ჩვენი ს...   Jan 29 2016, 01:13 PM
marine   "რადგანაც მოძღვა...   Feb 1 2016, 12:50 PM
marine   "საწყობივით ვარ, ...   Feb 3 2016, 12:27 PM
marine   "როდესაც გაგიღიმ...   Feb 3 2016, 07:17 PM
marine   „მასთან შეხვედრას ...   Feb 3 2016, 09:21 PM
marine   "ადამიანს ვერ მოა...   Feb 17 2016, 07:38 PM
marine   „თუ ადამიანი არ გი...   Feb 17 2016, 07:58 PM
marine   "ასე რომ, მავანთა...   Feb 18 2016, 11:45 AM
marine   "წმინდა ანატოლი ო...   Feb 21 2016, 04:43 PM
marine   „წმინდა ბარსანოფი ...   Feb 21 2016, 07:44 PM
marine   „წმინდა ამბროსიმ, ...   Feb 21 2016, 08:56 PM
marine   „მამაო, ვიცით, რომ ჩ...   Feb 21 2016, 09:14 PM
marine   „სულიერი მამა მეგო...   Feb 21 2016, 09:27 PM
marine   "მამა საბა ოსტაპე...   Feb 22 2016, 08:31 PM
marine   "მეოცე საუკუნის დ...   Feb 23 2016, 05:06 PM
marine   "როგორც ცხვარს არ...   Feb 24 2016, 10:36 PM
marine   "შენი რწმენა და ს...   Feb 25 2016, 11:42 AM
marine   "ყველაზე მეტად მა...   Mar 2 2016, 05:18 PM
marine   "ვისაც ქრისტე უყვ...   Mar 15 2016, 10:31 AM
marine   "ჩვენ მეტად ვართ ...   Mar 15 2016, 10:49 AM
marine   "გიყვარდეთ მოძღვ...   Mar 15 2016, 11:48 AM
marine   "მღვდლების მიმარ...   Mar 15 2016, 07:04 PM
marine   "ნეტარი მამა სული...   Mar 28 2016, 02:47 PM
marine   "მოძღვარი სულიერ...   Mar 29 2016, 04:52 PM
marine   "ჩვენ, მოძღვრებმა...   Mar 29 2016, 09:54 PM
marine   "ერთ სულიერ შვილს...   Mar 30 2016, 06:13 PM
marine   "ყოველი მოძღვარი ...   Apr 8 2016, 02:58 PM
marine   "მოძღვარი ლოცვის...   Apr 8 2016, 03:24 PM
marine   "მოძღვარი ხომ მრე...   Apr 9 2016, 01:51 PM
marine   "ყოველ მოძღვარს უ...   Apr 10 2016, 02:40 PM
marine   "მოძღვარია კეთილ...   Apr 24 2016, 10:54 PM
marine   "ამგვარად, სული ჩ...   Apr 27 2016, 11:46 AM
marine   „ორი წლის შემდეგ უ...   Apr 27 2016, 12:10 PM
marine   "მორწმუნე უნდა მი...   May 7 2016, 11:22 AM
marine   "განსაკუთრებით ა...   May 10 2016, 11:19 PM
marine   "ფიზიკურად ვერ ვა...   May 16 2016, 09:37 PM
marine   "რაც უფრო მეტი ჭა...   May 18 2016, 11:38 AM
marine   "მე შემიძლია ყველ...   May 25 2016, 12:39 PM
marine   "წმიდა იოანე კრონ...   May 26 2016, 10:56 AM
marine   "თუ ჩემი მოძღვარი...   May 29 2016, 01:28 PM
marine   "იგი იყო მშვიდი ნ...   May 30 2016, 09:53 PM
marine   „მისი რბილი მოძღვრ...   May 30 2016, 11:17 PM
marine   „ვინც მას არ იცნობ...   May 31 2016, 10:44 AM
marine   „მღვდლობა ადამიან...   Jun 4 2016, 02:16 PM
marine   "ზოგჯერ ღმერთი სუ...   Jun 5 2016, 01:37 PM
marine   "გისურვებთ, რომ თ...   Jun 22 2016, 03:30 PM
marine   "სულიერი მამა გვე...   Jun 23 2016, 11:04 AM
marine   "ერთი მოხუცი არქი...   Jun 24 2016, 07:53 PM
marine   "უამრავმა ადამია...   Jun 25 2016, 10:20 PM
marine   "მან ქუხილივით ქა...   Jul 24 2016, 09:12 PM
marine   "თუ ცოდვილია მღვდ...   Jul 27 2016, 11:19 AM
marine   "აქ ხალხი უფრო სუ...   Jul 29 2016, 11:32 AM
marine   "ვინც მოძღვრის და...   Jul 29 2016, 09:12 PM
marine   "მკაცრი სიტყვით მ...   Jul 29 2016, 09:33 PM
marine   "ჭეშმარიტ მოძღვა...   Jul 30 2016, 10:59 AM
marine   "ჭეშმარიტი მასწა...   Jul 31 2016, 09:50 PM
marine   "მოძღვარი სულიერ...   Aug 3 2016, 01:47 PM
marine   "კაცს არ ძალუძს, ს...   Aug 9 2016, 10:26 PM
marine   "მოძღვარი ყურადღ...   Aug 10 2016, 07:48 PM
marine   "მოძღვრობის ხელო...   Aug 10 2016, 10:31 PM
marine   "თუ არ არის მოძღვ...   Aug 17 2016, 07:52 PM
marine   "მოძღვართან სიახ...   Aug 17 2016, 09:38 PM
marine   "რა ვარ მოძღვრის ...   Aug 17 2016, 09:49 PM
marine   "ძალიან შთამბეჭდ...   Aug 25 2016, 10:17 AM
8 გვერდი V < 1 2 3 4 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 05:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი