IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 6 7 8  
Reply to this topicStart new topic
> სტალინიადა, რაც შეეხება სტალინს
marine
პოსტი Jan 14 2018, 06:02 PM
პოსტი #141


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,737
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამაჩემი გრიგოლ ნოდია მომღერალი იყო, ნოკო ხურციას ანსამბლში მღეროდა. იმ დროში ძალიან ცნობილი მომღერალი იყო. სტალინთან ნამღერიც აქვს. სიმღერის შემდეგ ნოკოს თურმე სტალინმა უთხრა, რა გაჩუქოო. მხოლოდ ის ფანქარი მაჩუქეთ, რითიც კონსტიტუცია დაწერეთო. მართლაც აჩუქა".

/"კარიბჭე" N1, 2018, გვ.44/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 6 2018, 09:56 PM
პოსტი #142


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,737
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...მაშინ კონსერვატორიაში ვსწავლობდი. მე და ჩემი ჯგუფელები, შემდგომ ცნობილი კომპოზიტორები - შალვა მშველიძე, ალექსანდრე ბუკია, ვალერიან ცაგარეიშვილი და სხვები, ქართული სიმღერებისა და სოლფეჯიოს უკეთ შესასწავლად მომღერლებად შევედით ქართულ აკადემიურ გუნდში, რომელიც კოტე ფოცხვერაშვილმა ჩამოაყალიბა. იმხანად ეს იყო თბილისში ერთადერთი გუნდი, სადაც სიმღერებს ნოტებით სწავლობდნენ. კოტე ფოცხვერაშვილმა ამ გუნდში დასავლეთ საქართველოს სიმღერების შესატანად ბათუმიდან მოიწვია ხალხური საკრავების ცნობილი ლოტბარი ავქსენტი მეგრელიძე. მან გუნდის მომღერალი რამდენიმე ქალისგან შეადგინა ჯგუფი და დაგვაწყებინა სმენით ჩონგურზე დაკვრა. მე, როგორც უმაღლესი მუსიკალური განათლების მქონე, მის მოადგილედ დამნიშნეს. მაშინ ავქსენტი ცოლს გაშორებული, ხნიერი კაცი იყო, ხუთი ქალიშვილის მამა. ერთად მუშაობამ თანდათან დაგვაახლოვა. ბოლოს ვეღარ შევეწინააღმდეგე მის დაჟინებულ თხოვნას, ცოლადაც გავყევი და ერთად შევუდექით ხალხურ საკრავებზე დაკვრის კულტურის აღდგენას. დღენიადაგ ვეძებდით ხალხში და ნოტებზე გადაგვქონდა მივიწყებული საჩონგურო სიმღერები, ზოგსაც თავად ავქსენტი ამუშავებდა ან თხზავდა ხალხურ ყაიდაზე. გასტროლები გვქონდა სომხეთში, აზერბაიჯანში.

ახლოვდებოდა 1937 წელი და დაიწყო რეპრესიები, რომელსაც რუსთაველის თეატრის მრავალი მსახიობი შეეწირა, მათ შორის ჩვენი ანსამბლის ზოგიერთი წევრიც. ჩამოგვაშორეს სანდრო ახმეტელიც, რომელიც მუდამ მხარში გვედგა.

მაშინ უნდა ჩატარებულიყო მოსკოვში ქართული ხელოვნების პირველი დეკადა და დაიწყო მზადება. საქართველოს მთავრობის მეთაური ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა დეკადისთვის კოლექტივების შერჩევასა და მზადებას. მისი განკარგულებით გადაწყდა, დეკადაზე მოსკოვს გაეგზავნათ ორი ხალხური კოლექტივი: ერთი დასავლეთ საქართველოს გუნდი კირილე პაჭკორიას ხელმძღვანელობით, მეორე უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ საქართველოს გუნდი, რომლის ხელმძღვანელად, ბერიას ბრძანებით, სანდრო კავსაძე დაინიშნა. სანდრო გორის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა სტალინს. ერთხელ სტალინს მოუკითხავს კიდეც, - ნეტავ სად არის კავსაძე, კიდევ მუშაობს თუ არაო. მაშინ კავსაძე ჭიათურაში ხელმძღვანელობდა გუნდს. სასწრაფოდ გამოიძახეს ჭიათურიდან თავისი ვაჟებითურთ და აღმოსავლეთ საქართველოს გუნდის ხელმძღვანელობა დაავალეს.

ერთ დღეს იმჟამინდელ ძერჟინსკის კლუბში თათბირზე მიიწვიეს მუსიკოსები, კომპოზიტორები, შემსრულებლები. დაიბარეს ავქსენტიც. გაჭედილი დარბაზის სცენაზე ისხდნენ ბერია და კომისია, რომელთაც საცეკვაო პროგრამა უნდა შეედგინათ. სცენაზე ასულ ავქსენტის ბერიამ უთხრა, - გადავწყვიტეთ, თქვენი ანსამბლით დასავლეთ საქართველოს გუნდს შეუერთდეთ და კირილე პაჭკორიასთან ერთად იმუშაოთო. იგი მოულოდნელად აენთო - ჩემი ანსამბლით სხვასთან არ ვიმუშავებო. დარბაზის ბოლოს, გასასვლელთან, დიმიტრი არაყიშვილი იჯდა. ავქსენტი, რას შვრები, კაცო, არ გაბედო უარის თქმა, თორემ ამაღამვე გაგაქრობსო, - უთხრა ჩურჩულით. დაწყნარდა ავქსენტი, დაბრუნდა დარბაზში, მივიდა ბერიასთან და უთხრა, - თუ ეს თქვენი ბრძანებაა, კი ბატონო, დაგთანხმდებით, თუ არადა მე დამოუკიდებლადაც კარგად ვმუშაობო. ჩვენც ეს გვინდოდა. ნამუშევარს არ დაგიკარგავთო, - უპასუხა ბერიამ და დამშვიდებული გამოისტუმრა შინ. ბერიას ბრძანებით, ქართველი ქალები ლამაზები იყვნენო და ლამაზმანების შერჩევა დაიწყეს. ქალები მართლაც ლამაზები შემოგვამატეს, მაგრამ ხმა და ნიჭი ნაკლებად ჰქონდათ. ვინც თვალში არ მოუვიდათ, გაგვირიცხეს ანსამბლიდან. მათ შორის მოჰყვა ანიკო კოროშინაძე (სულიკო კოროშინაძის დედა), რომელიც კარგი მოკრიმანჭულე იყო და გურული სიმღერებიც დიდებულად იცოდა, ნინო მილორავა (შოთა მილორავას დედა) და სხვები.

ბერიამ სტალინის საყვარელი სიმღერების მომზადება შეგვიკვეთა. "სულიკო" უყვარდა, ბათუმის ციხეში რომ იჯდა, მღეროდაო. მისი უსაყვარლესი სიმღერა ყოფილა "ნინა, ნინა, ჩემო ნინა". ჩვენც შევუდექით მისი დავალების შესრულებას. ავქსენტიმ დეკადისათვის შეთხზა ახალი სიმღერა - "პატაკი ბელადს". მოვამზადეთ აგრეთვე "ახ, ტრაქტორო". აღმოსავლეთ საქართველოს გუნდს სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა, მაგრამ იმას მაშინ ყელის კიბოს ნიშნები გამოაჩნდა და ხმა აღარ ჰქონდა. სიმღერების შესწავლა უჭირდა და შვილი, დათაშკა ეხმარებოდა.

მოსკოვს მატარებლით გავემგზავრეთ. მეორე დღეს ხალხური გუნდების გამოსვლა იყო დანიშნული დიდ თეატრში. ქალაქში გაკრულ აფიშებში ავქსენტი მეგრელიძის ხსენებაც არ იყო.

კონცერტს მრავალი ადამიანი მოაწყდა. სცენის გვერდზე, მთავრობის ლოჟაში სტალინი იჯდა, აქეთ-იქიდან ვოროშილოვი და მოლოტოვი ესხდნენ. სტალინს ხელში კალამი და წიგნი ეჭრა და დროდადრო რაღაცებს ინიშნავდა. ჩვენი გამოსვლა ძალიან კარგი იყო და ყველა სიმღერის შესრულება ძალზე მოსწონებია. ბერია დიდი ამბით მოვიდა და ხელი ჩამოართვა ავქსენტის. "ხომ გითხარით, ამაგს არ დაგიკარგვთო", - უთხრა. მერე კრემლში მიგვიწვიეს, დეკადის მონაწილეთა საერთო ბანკეტზე. აღმოსავლეთ საქართველოს ცეკვებს ილიკო სუხიშვილი ხელმძღვანელობდა.

სუფრა მალე მოთავდა და ზეიმი მეორე - გიორგის სახელობის დარბაზში გაგრძელდა. სტალინი თვითონ უსხამდა სასმელს მას, ვის სადღეგრძელოსაც სვამდა. წინა რიგში თამარ ციციშვილი იდგა თამარ ჭავჭავაძესთან ერთად. როგორც ჩანს, სტალინს მისი სახიერება მოეწონა და ჰკითხა: - თქვენ ვინ ბრძანდებითო. თამარ ციციშვილიო, - უპასუხა. რომელი ციციშვილისაო? გიორგისაო. თამარის სადღეგრძელოც დალია. ავქსენტის ერთ ძველ სიმღერაზე ჰკითხა, "ბათუმის ციხეში ვმღეროდით და თქვენ, როგორც ხნიერ კაცს, ალბათ გეცოდინებათო" და დასაწყისი წაიმღერა კიდეც. მერე იქვე მდგომ სანდრო კავსაძეს მიუბრუნდა: - კაცო, შენ რა დაგემართა, პაჭკორიამ უნდა გაჯობოსო?

მესამე დღეს საპატიო ორდენებით დაჯილდოებულები სტალინმა თავის აგარაკზე მიიწვია. "ზის სტალინი ბუხართან და ჩიბუხს ეწევა (ეს ამბავი ავქსენტიმ თავად მიამბო, - იხსენებს მისი მეუღლე). დაიწყო ლაპარაკი და სანდროს მიმართა: - კაცო, სანდრო, რა დაგემართა შენა? ამ სიმღერებს სკოლაში რომ გვასწავლიდი, ახლა რამ შეგცვალა, ხალხური სიმღერები გააქალაქურეო? რა ვქნა, შენი ჭირიმე, - უპასუხა თურმე, - ვინც კარგი, ნამდვილი ხალხური მომღერლები მყავდა, დამიჭირეს და ვიღა უნდა წამომეყვანა, მეტი წილი ქუთაისელი ხალხი შემრჩა ხელშიო. ვინ არის დაჭერილიო, - უკითხავს სტალინს და ორი ტაში მაგრად დაუკრავს. მაშინვე ბერია გამოვარდნილა, - ეს რა გიქნია, ვინ დაგიჭერია იქაო? ტერორისტებიო. რაო? ჯიღაურმა მე უნდა მომკლას? ჯიღაური შარშან ხუთი დღე იყო ჩემთან, დღედაღამ ვმღეროდით, მოკვლა თუ უნდოდა, მაშინ ვერ მომკლავდა? ამწუთას გამოასწორე შენი შეცდომაო.

თბილისში რომ დავბრუნდით, ბერიას ბრძანებით დაჭერილი კახელი მომღერლები სადგურში დაგვხვდნენ - გაეთავისუფლებინათ.

1940 წლამდე იმუშავა ამ გუნდში ავქსენტიმ. მერე ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

პირველ მუსიკალურ სასწავლებელში 1949 წლიდან ვმუშაობდი. მაშინ ავქსენტიმ მითხრა, - მე უკვე აღარ შემიძლია, ახლა შენ მოკიდე ხელი ამ საქმესო. სასწავლებელში ხალხურ საკრავთა ანსამბლი ჩამოვაყალიბე და იქ შევიტანე პირველად სანოტო სისტემით ჩონგურ-ფანდურის სწავლება. მერე ბევრ ადგილზე ვიმუშავე - სასწავლებელში (ჩემი მოსწავლეები იყვნენ: ანზორ ერქომაიშვილი, ომარ კელაპტრიშვილი, თეიმურაზ ქევხიშვილი და სხვები), რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი ავქსენტი იყო და იქ მისი საქმე გვაგრძელე..."

/"კარიბჭე" N11, 2010, გვ.47/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2019, 04:46 PM
პოსტი #143


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,737
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი დავით (ანტონ) აბაშიძე (1867-1942)] იყო თბილისის იმ სემინარიის ინსპექტორი, სადაც სტალინი სწავლობდა და, როცა ამ დადგრომელ მოსწავლეს დანაშაულებრივი ქცევისათვის კარცერში კეტავდნენ პურისა და წყლის ამარა, ჩუმად უგზავნიდა ხოლმე საზრდოს.

შემდგომშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მიმოწერაც კი ჰქონდათ. ეს დაუფასა საბჭოთა ბელადმა - საეკლესიო პირთა დევნის ჟამს მისი ბრძანებით ხელი არ უხლიათ არქიეპისკოპოსისათვის. მონაზონ სერგის ცნობით, მეუფე ანტონი სტალინისთვის ლოცულობდა. ვინ უწყის, რაგვარად შეეწეოდა მას ეს ლოცვა!"

/"კარიბჭე" N7, 2019, გვ.20/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 6 7 8
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th October 2019 - 05:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი