საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, დეტალები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, დეტალები |
ირგე |
May 28 2007, 04:50 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
afxazi
ციტატა მოლაპარაკებათა შედეგად, რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია. 31 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში მისი უწმიდესობის კალისტრატეს თანამწირველი იყო მთავარეპისკოპოსი ანტონი, რაც იმას მანიშნებელი იყო, რომ ამ ორ ეკლესიას შორის ევქარისტიული კავშირი აღდგა. რაც ვერ განხორციელდებოდა უდიდესი ქრისტიანის ი.ბ. სტალინის პირადი ჩარევის შედეგად. მეთანხმებით? |
afxazi |
May 28 2007, 04:56 PM
პოსტი
#22
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ირგე
სტალინი ჯერ ეს ერთი უდიდესი ქრისტიანი კი არა საერთოდ არ იყო ქრისტიანი (ვხვდები რომ გაიხუმრე). და მეორეც სტალინს ჭირდებოდა რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია გვერდში ყოლოდა, ასე რომ ვთქვათ გამოეყენებინა ხალხის ერთი იდეოლოგიით გასაერთიანებლად გერმანიის წინააღმდეგ. პატრიარქმა კალისტრატემ სიტუაციით ისარგებლა და მოითხოვა რუსეთის ეკლესიისგან ავტოკეფალიის ცნობა და ეს უკანასკნელიც იძულებული იყო (რა თქმა უნდა ხელისუფლების ჩარევით) დათმობაზე წასულიყო. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ირგე |
May 28 2007, 05:33 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
afxazi
ციტატა ვხვდები რომ გაიხუმრე სერიოზული ეჭვები გამიქარვე ამ ფრაზით. ციტატა და მეორეც სტალინს ჭირდებოდა რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია გვერდში ყოლოდა, ასე რომ ვთქვათ გამოეყენებინა ხალხის ერთი იდეოლოგიით გასაერთიანებლად გერმანიის წინააღმდეგ. იყენებდა კიდევაც, მაგრამ ეს ფაქტს არ ცვლის. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა მხოლოდ სტალინის უშუალო ზეწოლის შემდეგ მოხდა. შესაძლოა ეს ფაქტი ისედაც მომხდარიყო, მაგრამ უეჭველი დაიგვიანებდა. ეხლა ერთი შეკითხვა მაქვს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს რუსეთის სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ (და ბოლო დროს მგონი შიგნითაც) მოქმედი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. შესაძლოა სახელი მეშლება, მაგრამ რევოლუციის შემდეგ გაქცეულ ეკლესიას ვგულისხმობ. ვინმემ ხომ არ იცით აი ეგ მეორე ეკლესია თუ აღიარებს ჩვენის ავტოკეფალიას და საერთოდ რა ურთიერთობა გვაქვს მაგ ეკლესიასთან? |
afxazi |
May 28 2007, 05:41 PM
პოსტი
#24
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ირგე
ციტატა ეხლა ერთი შეკითხვა მაქვს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს რუსეთის სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ (და ბოლო დროს მგონი შიგნითაც) მოქმედი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. შესაძლოა სახელი მეშლება, მაგრამ რევოლუციის შემდეგ გაქცეულ ეკლესიას ვგულისხმობ. ვინმემ ხომ არ იცით აი ეგ მეორე ეკლესია თუ აღიარებს ჩვენის ავტოკეფალიას და საერთოდ რა ურთიერთობა გვაქვს მაგ ეკლესიასთან? ეს ემიგრანტული ეკლესია სულ რამდენიმე დღის უკან დაუბრუნდა რუსეთის საპატრიარქოს, ანუ გაერთიანდნენ. და ეს ემიგრანტული ეკლესია, უფრო სწორად ყოფილი, იქნება რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია ამერიკაში. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლია იხილო patriarchia.ru ზე, მე მგონი თვის შუაში მოხდა ეს ამბავი. კი მაგრამ სტალინის ქრისტიანობისა საიდან გჯეროდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ირგე |
May 28 2007, 05:52 PM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
afxazi
ციტატა ეს ემიგრანტული ეკლესია სულ რამდენიმე დღის უკან დაუბრუნდა რუსეთის საპატრიარქოს, ანუ გაერთიანდნენ. და ეს ემიგრანტული ეკლესია, უფრო სწორად ყოფილი, იქნება რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია ამერიკაში. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლია იხილო patriarchia.ru ზე, მე მგონი თვის შუაში მოხდა ეს ამბავი. ჰოო. ეგ არ ვიცოდი. ციტატა კი მაგრამ სტალინის ქრისტიანობისა საიდან გჯეროდა. არა შენ სხვა ეჭვი გამიქარვე. |
afxazi |
May 28 2007, 08:08 PM
პოსტი
#26
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ირგე
ციტატა არა შენ სხვა ეჭვი გამიქარვე. რა ეჭვი? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ირგე |
May 28 2007, 11:20 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
afxazi
ციტატა რა ეჭვი? რომ იუმორი აკლდა ფორუმს. |
afxazi |
May 29 2007, 10:46 AM
პოსტი
#28
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ირგე
ციტატა რომ იუმორი აკლდა ფორუმს. ამ გადაკრული ფრაზით რას მივხვდე? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ulvashi |
May 29 2007, 11:44 AM
პოსტი
#29
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ციტატა მე გეთანხმები. "უდიდესობისა" რა მოგახსენოთ, და ქრისტიანი რომ იყო, რად უნდა ამას დავა. მის ბოლო ბიოგრაფიაში, მან განსაკუთრებით ჩაასმევინა სიტყვა მართლმადიდებლური, როდესაც აღწერდნენ მის მიერ დამთავრებულ სემინარიას არ მჯერა მაგის ქრისტიანობის. სტალინის შესახებ მსგავსი ფაქტის დამტკიცება-არდამტკიცება შეუძლებლად მიმაჩნია, ჰოდა იმაზეასაკითხი, გჯერა თუ არა. მე არა |
ulvashi |
Jun 21 2007, 04:59 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
Lenus
მონათლული ბევრს არ ნიშნავს სხვათაშორის, მაშინდელ სემინარიაზე და სწავლებაზე და ასე შემდეგ საინტერესო გადაცემა იყო ერთ-ერთ რადიოში, რომ სწორედ იმიტომ ხდებოდნენ სემინარიის დამამთავრებლები ყველაზე დიდი მტრები ქრისტიანობისა, რომ საშინელი და უვარგისი სწავლება იყო იქ. ფაქტობრივად მესამედასელების უმრავლესობა, სოციალისტების, მენშევიკის, გინა ბოლშევიკების უმრავლესონბა სასულიერო სემინარიაში სწავლობდე ან სხვაგვარ სასულიერო განათლებას ღებულობდა |
GOKA |
Jun 28 2007, 03:22 AM
პოსტი
#31
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 28-June 07 წევრი № 2,317 |
ციტატა ავტოკეფალიის აღდგენა" (1943 წელი და შემდგომი მოვლენები) ბატონო ლენუს 1943 წელს მოხდა საქართველოს ავტოკეფალიის ცნობა რუსეთის საპატრიაქოს მიერ. ეს არ ნიშნავს ავტოკეფალიის აღდგენას არდგენა მოხდა გაცილებით ადრე 1917 წელს და რუსეთი ცნობდა თუ არა ამ ფაქტს ეს მისი საქმეა. ძალიან გთხოვთ ნუ აურევთ ერთმანეთში ამ ორ მოვლენას ერთია ავტოკეფალიის აღდგენა და მეორეა მისი ცნობა რუსეთის მიერ. |
GOKA |
Jun 30 2007, 12:39 AM
პოსტი
#32
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 28-June 07 წევრი № 2,317 |
ეჰ რა ვქნა ეხლა თქვენ თუ ვერ ხვდებით აღდგენა და აღიარება რა არის მე ხომ არ დაგიწყებთ იმის ახსნას რომ ეს სხვადასხვა მცნებებია. ეგ ლოგიკა არაფერში არ გამოგადგებათ დაიკარგა ავტოკეფალია იმიტომ რომ საკუთარ კათალიკოს ვეღარ ვირჩევდით და საკუთარ საქმეებს ვეღარ განვაგებდით აღდგა იმიტომ რომ ავირჩიეთ საკუთარი კათალიკოსი და საკუთარ სააქმეებს ჩვენთვითონ განვაგებთ და რუსეთი ამას აღიარებს თუ არა ეს დიდიად არ მაინტერესებს მთავარია რომ მე ჩემით სხვისგანდამოუკიდებლად განვაგებ საკუთარ საქმეებს. აი ეს არის ბატონო ლენუს აღდგენა მაგრამ თქვენ არ გინდათ ეს გაიგოთ რადგან "საქართველოს დიად შვილს" სტალინს გინდათ მიაწეროთ აღდგენის პროცესი. კომკავშირული აღტკინება გვერძე გადადეთ და ისე საღი გონებით შეხედეთ თუ რა არის ღდგენა და რა არის აღიარება.
|
დათიკო |
Jun 30 2007, 02:43 AM
პოსტი
#33
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
GOKA
ციტატა ეჰ რა ვქნა ეხლა თქვენ თუ ვერ ხვდებით აღდგენა და აღიარება რა არის მე ხომ არ დაგიწყებთ იმის ახსნას რომ ეს სხვადასხვა მცნებებია. ეგ ლოგიკა არაფერში არ გამოგადგებათ დაიკარგა ავტოკეფალია იმიტომ რომ საკუთარ კათალიკოს ვეღარ ვირჩევდით და საკუთარ საქმეებს ვეღარ განვაგებდით აღდგა იმიტომ რომ ავირჩიეთ საკუთარი კათალიკოსი და საკუთარ სააქმეებს ჩვენთვითონ განვაგებთ და რუსეთი ამას აღიარებს თუ არა ეს დიდიად არ მაინტერესებს მთავარია რომ მე ჩემით სხვისგანდამოუკიდებლად განვაგებ საკუთარ საქმეებს. მცდარი შეხედულება გქონიათ ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა ერთი ისტორია გავიხსენო: “დაცემული ბიზანტიის ნანგრევებზე დაფუძნებულ ოსმალეთის იმპერიას სახელმწიფო შენებისთვის მრავალი პრობლემის გადაჭრა მოუხდა. რელიგიური საკითხი მან ეთნო რელიგიური თემების, “მილეთის” ჩამოყალიბებით მოაგვარა. კერძოდ, საგანგებო კანონმდებლობით იმპერიაში დაკანონდა ბერძნულ-მართლმადიდებლური, იუდეური, კათოლიკური (ფრანგული) და სომხური თემები. ოსმალებმა იმპერიის სხვადასხვა ერები სარწმუნოებრივი ნიშნით დააჯგუფეს. ეთნიკური ჯგუფები ერთ ეკონომიკურ და სამართლებრივ კანონებს დაუქვემდებარეს და ერთ ეკლესიაში გააერთიანეს. მართლმადიდებელი სერბები, ვლახები, მოლდოველები, ბულგარელები, ბერძნები და სხვა მართლმადიდებელი ეთნოსები ერთ ბერძნულ ეთნო რელიგიურ თემში გააერთიანეს და მათ მეთაურად კონსტანტინეპოლის ბერძენი პატრიარქი დაუნიშნეს. (ამის მსგავსად გააერთიანეს ერთმორწმუნე თემებში სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებიც). კონსტანტინეპოლის პატრიარქი, რომელიც ოსმალეთის სულთის წინაშე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის უმაღლეს წარმომადგენლად ითვლებოდა ეწოდებოდა “მილლეთ ბაში”, ფლობდა დიდ უფლებებს სასულიერო, სამოქალაქო და ეკონომიკურ სფეროებში, მაგრამ რჩებოდა ოსმალეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ და პირადად იყო პასუხისმგებელი თავისი სამწყსოს ლოიალობისა სულთნის ძალაუფლებისადმი (Православная энциклопедия Том 5, стр. 627) ბულგარელების ეკლესიურ დაქვემდებარებას კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსადმი თან სდევდა ბერძნული გავლენის გაძლიერება ბულგარეთის მიწაწყალზე. კათედრებზე ინიშნებოდნენ ბერძენი მღვდელმთავრები, რომელნიც ეკლესიებსა და მონასრებში ბერძენ მღვდლებს ნიშნავდნენ, რის შედეგადაც წირვა-ლოცვა ბერძნულენოვანი ხდებოდა, რაც გაუგებარი იყო მრევლის დიდი ნაწილისათვის. ამის მიუხედავად, ოსმალეთის ბატონობის პირველ საუკუნეებში ბულგარელებსა და ბერძნებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე მტრობა არ წარმოშობილა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბულგარელმა მრევლმა და იერარქიამ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან ავტოკეფალიის მოპოვება გადაწყვიტა. 1871 წელს მათ სულთანს მიმართეს და ბულგარეთის საეგზარხოსოს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსაგან დამოუკიდებლად ცნობა მოსთხოვეს. ერთი წლის შემდეგ სულთნის კარმა ნება დართო ბულგარელებს, თავიანთი ეკლესიის ეგზარხოსი აერჩიათ. 1872 წელსვე ბულგარეთის ეგზარხოსმა, ანთიმოზ პირველმა სულთნისაგან მიიღო “ნებართვა ბარათი”, რაც მის კონსტანტინეპოლისაგან დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაურად აღიარებას ნიშნავდა. ამ მოვლენების საპასუხოდ 1872 წლის 13-15 მაისს შედგა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდის სხდომა, რომელმაც ბულგარეთის ეგზარხოსს ანთიმოზ პირველს წოდება და კათედრა ჩამოართვა. რამდენიმე ბულგარელი ეპისკოპოსი ეკლესიიდან განკვეთეს. საეკლესიო სასჯელი დაედო ყველა იერარქს, საულიერო და საერო პირებს. იმავე წლის 29 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე კონსტანტინეპოლშივე შედგა კრება კონსტანტინეპოლის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების, ასევე კვიპროსის, ელადისა და ოსმალეთის იმპერიაში შემავალი სხვა ოცდახუთამდე მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მონაწილეობით, რომელზეც განხილულ იქნა ბულგარელთა ქმედება და იგი ფილეტიზმის (ეთნიკურ ტომობრივი განსხვავების) საწყისებზე დაფუძნებულად შეფასდა, ეს ქმედება დაგმეს და მასში მონაწილეები სქიზმატებად გამოაცხადეს. (стр. 633). კრების თვალსაზრისით საეკლესიო კანონები მოითხოვდა, რომ ერთ სახელმწიფოში ყოფილიყო ერთი მართლმადიდებელი ეკლესია და რამდენიმე “ეთნიკურ-ტომობრივი” ნიშნით წარმოქმნილი ეკლესიის არსებობა ერთ სახელმწიფოში არაკანონიკურად მიიჩნეოდა. Aამიტომაც ოსმალეთის იმპერიაში, სადაც ყველა ეთნოსისა და ტომის ხალხის მართლმადიდებელი მოსახლეობა ქმნიდა ერთ ეკლესიას ერთი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მეთაურობით, ბულგარელი იერარქატის მცდელობას ეთნიკური ნიშნით გამოყოფოდნენ ამ ეკლესიას და ახალი ჩამოეყალიბებინათ - “ეთნოფილეტიზმი” ეწოდა, მისი შემოქმედები კი სქიზმატიკებად გამოცხადდნენ (მოგვიანებით, ოსმალეთისაგან ბულგარეთის გამოყოფისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების კვალდაკვალ, როგორც კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ, ისე ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო ბულგარეთის ავტოკეფალური ეკლესიის არსებობა). მაშასადამე “ეთნოფილეტიზმი” ნიშნავს ერთ სახელმწიფოში რომელიმე ეთნიკური ჯგუფის (ეთნოსის) მცდელობას, ეთნიკური ნიშნის მიხედვით ჩამოაყალიბოს საკუთარი და გამოეყოს ამ სახელმწიფოში უკვე არსებულ ერთიან მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას. საქართველოს ეკლესიაც, როგორც განუყოფელი ნაწილი ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა, რა თქმა უნდა გმობს ამ მოვლენას. როგორც ვხედავთ, ჩვენს მიერ თვითნებურად ავტოკეფალიის გამოცხადება ეთნოფილეტიზმის ბრალდების საშიშორების წინაშე დაგვაყენებდა (ეს კი დაიგმო 1872 წელს კონსტანტინოპოლში). შენ კი ამბობ რომ სულ არ გაინტერესებს რუსეთი რას იტყოდაო, მაგრამ მასე არ არის. შენ უნად გცნონ დამოუკიდებლად და ავტოკეფალურად, რომ მართლა სამართლებრივი იყოს შენი ავტოკეფალია. |
GOKA |
Jun 30 2007, 11:09 PM
პოსტი
#34
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 28-June 07 წევრი № 2,317 |
ბატონო ლენუს მაგ ფრაზიდან " ეგ სტალინმა გააკეთა " რა დასკვნა უნდა გამოვიტანო ხომ შეიწლება რომ პატრიარქს ეთქვა აღიარება სტალინმა გააკეთა და არა აღდგენა. მეორეც რა ჭეშმარიტებაზე მელაპარაკებით რა არის ჭეშმარიტება რომ სტალინმა აღადგინა საქართველოს ავტოკეფალია?
მაშ თქვენი აზრით კირიონ II ვინ იყო ? თუ თქვენ უარყობთ იმ ფაქტს რომ კირიონ II გამოაცხადა ავტოკეფალიის აღდგენა. ეს არის ჭეშმარიტება და სხვა არაფერი გადახედეთ საქართველოს ეკლესიის ნებისმიერ ვებ გვერდს და ნახავთ თუ რა თარიღით აღინუსხება ავტოკეფალიის აღდგენა საქაღთველოში. თქვენ ხომ ჭეშმარიტებაზე უარს ვერ ამბობთ სტერეოტიპების გამო და ვნახავ ერთი რა ჭეშმარიტების მქადაგებელი ხარ. თქვენი მოსაწონი ნუ დამიჭირვოს ღმერთმა რამე თორემ მეც სტალინს უნდა მივაწერო საქართველოში ავტოკეფალიის აღდგენა რაც ჭეშმარიტებასთან ახლოსაც კი არ არის. |
ზვარე |
Mar 18 2008, 11:56 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
ისე სტალინის დიდი ქრისტიანობის მტკიცებას ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა მისი როლი ავტოკეფალიის აღიარებაში ნამდვილად დიდია. სხვა თემაა მოტივი, თუ რატომ გააკეთა მან ეს.
სხვათა შორის სწორედ მისი დამსახურება უნდა იყოს ისიც, რომ რუსეთში გამოცემულ კალენდრებში დიპტიქტში რუსეთის შემდეგ ვართ, სხვა მართლმადიდებლორ ქვეყნებში კი - ბულგარეთის შემდეგ, რაც გაცილებით დაბალი მდგომარეობაა. -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
marine |
Apr 5 2016, 08:30 PM
პოსტი
#36
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ისტორიიდან იცით, რომ საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია V საუკუნეში მოიპოვა. ისეთი დიდი კანონისტი, როგორიც იყო ვალსამონი, მსოფლიო კრების ერთ-ერთი მუხლის განმარტებისას ამბობს ასეთ სიტყვებს: "ამბობენ, რომ ანტიოქიის ეკლესიის კრებამ მიანიჭა თავისუფლება და ავტოკეფალია საქართველოს და კვიპროსს". ეს ისტორიული წყარო არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის არსებობას ამტკიცებს V საუკუნიდან".
/ილია II "საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2016, გვ.3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 17 2016, 12:45 PM
პოსტი
#37
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სწორედ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გახდა ის საფუძველი, რაზეც ჩვენი კულტურა და ლიტერატურა აშენდა. ავტოკეფალია იყო ის საფუძველი, რომელზე საქართველოს ეკლესიის მთელი ისტორია დაფუძნდა".
/ილია II "ქვაკუთხედი" N4, 2016, გვ.6/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 27 2016, 10:58 AM
პოსტი
#38
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩამონათვალის ბოლოს პატრიარქ ეფრემს განსხვავებული მელნით მიუწერია: "ცნობად: ეგზარქოსი პლატონით დასრულდა რუსეთის ეკლესიის ბატონობა საქართველოს ეკლესიაში. მთავარეპისკოპოსი პლატონი ეგზარქოსობდა 1915-1917 წლებში. 1917 წლის მარტის 12 (25)-ს ავტოკეფალია აღდგენილ იქნა რევოლუციის წყალობით".
/"კარიბჭე" N22, 2010, გვ.51/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 1 2017, 05:18 PM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...ქართველებმა დაასაბუთეს, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია, აგრეთვე ის, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს..."
/"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 აპრილი, გვ. 37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 2 2017, 10:13 PM
პოსტი
#40
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...რუსეთის ხელისუფლებამ ქართველებს ისევ ქართველი რენეგატები [მოღალატეები] დაუპირისპირა: ეპისკოპოსი ექვთიმე ელიაშვილი, ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე. ამ უკანასკნელმა ასე გაახმოვანა ხელისუფლების პოზიცია: "დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე... საქართველოში ავტოკეფალია აღარავის გაახსენდებაო"
"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 მარტი, გვ.163/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 05:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი