IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი...
q-e-T-i
პოსტი Mar 2 2008, 09:29 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



დედაშვილური სიყვარულის არსი... wub.gif

საგალობელი დედებს
დიდება დედას,
ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,
ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,
ვინც უსახელოდ დაბადებულს
თითო ბავშვს უძლურს
სამშობლოს უზრდის
რუსთაველად,
ვაჟად,
ილიად!

მე ვლოცავ იმ ქალს,
ვინც არ იცის,
რა არის შიში,
ვისი თვალებით
გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი,
ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს,
მარჯვენა მისცა
აღემართა სვეტიცხოველი!

დიდება დედებს,
ვინც ცრემლებით
მიწა აავსო,
ძუძუ აწოვა
მკლავდაკუნთულ სამას არაგველს,
მადლობას ვუხდი
დიდ წინაპრებს,
შვილი სამასი
სამშობლო მიწის
ჭრილობებს რომ წამლად დაადეს.

მადლი იმ დედებს,
უკვდავება ვინც გაინაღდა,
ვისი სახელიც
ხალხის გულში
ჩუმად სანთელობს,
დიდება იმ ქალს,
ვინც რწმენისთვის
დაწვეს ჩირაღდნად,
ვისაც საფლავში
დღესაც სცივა უსაქართველოდ.

მე ვლოცავ დედებს,
ვინც ელოდნენ
დილას ხვალინდელს,
ვინც შვილის საფლავს
უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ,
ჩუმად იცრემლეს,
ამ ქვეყნიდან
ჩუმად წავიდნენ,
ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!

დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს
ლომის ბოკვრები,
და თუ მოგვიხმობს
საქართველოს მიწა ბებერი,
სამშობლო მიწის
დასახსნელად ისე მოვკვდებით,
ქართველი დედის სიამაყეს
როგორც შეჰფერის!

მედეა კახძე








აკაკი წერეთელი-დედის სიმღერა
ცხრა თვეს მუცლით დატარებდი,
"ვაით"გშობე,"უით"გზარდე,
და რად გიკვირს ყოველ ქალზედ
უფრო დედას რომ უყვარდე?
ქალი მამას ქმარში გაცვლის,
ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;
მაგრამ დედას შვილის ტრფობა
სამარეში თან ჩაჰყვება!
ახლოს გული მისთვის უძგერს,
შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება:
უფიქრელად თავს შესწირავს,-
დედა თვის შვილს ენაცვლება!..
მაგრამ შვილი ხშირად დედას
გასცვის ხოლმე სიყვარულში!..
არ იცის,რომ მოტყუებულს
სხვისი სატრფო რჩება ხელში!..
მაგრამ ნება ბუნებისა
ეს არის და ასე იყოს:
დედამ უნდა შვილისათვის
თავის-თავი დაივიწყოს!..
რა მოგშორდი,შვილო,შემდეგ
შავი ფიქრი გულს მიბურავს...
ვაჰ,თუ გშია!ან გწყურია!
ან გცივა და არა გხურავს!
ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ,
გულს გასვია მტრის ისარი
და,რომ წყლული შეგიხვიოს,
დედა -შენი არსად არი!..
ვაი, თუ შენს ლამაზ თვალებს
ყვავი ჰკორტნის და ყორანი,
და უნაგირთ უპატრონოდ
დაგხვიხვინებს თავს მერანი!..
ვაჰ,თუ შენსა ხუჭუჭ თმასა
ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?
მაშინ დედა_შენიც ჩიტად
გადაიქცეს,შენსკენ ჰფრენდეს!..


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
22 გვერდი V « < 20 21 22  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(420 - 424)
marine
პოსტი Jan 21 2024, 07:26 PM
პოსტი #421


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი კაცი ამბობდა: "დედაჩემის ყოველი სიტყვა, - ეს ოქროს მონეტაა"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2024, 08:28 PM
პოსტი #422


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მომაკვდავი წყნარი ჩურჩულით წარმოთქვამს იმქვეყნად წასულთა სახელებს; უფრო ხშირად კი სიტყვას - "დედა". ალბათ დედა სიკვდილის შემდეგაც შვილისათვის ყველაზე ახლობელ არსებად რჩება, თუმცა შვილიც ღრმად მოხუცდა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2024, 02:56 PM
პოსტი #423


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დედას!

"მზეს ამზეურებ შენი კისკისით,
შენში ავკინძე სუნთქვის საწყისი,
ღმერთს დაულოცავს შენი ივლისი,
ხარ ყვავილობის დიასახლისი.
დედა, შენ სულის ხარ საფიცარი,
"დედიკოს" ძახილს მეც დავუღლივარ,
მადლობა უფალს, დედად გიცანი,
ჩემი სამყაროს მხატვრის ფუნჯი ხარ.
მზეს ამზეურებ შენი კისკისით,
შენში ანგელოზს მინდა ვკოცნიდე,
ქარსაც უსიტყვოდ გადამიცვლიდი,
გთხოვ, მშობლის მადლით მარად მლოცვლიდე".

/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 05:53 PM
პოსტი #424


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იგავი დედობრივ სიყვარულზე

"რუსულ სტეპში ერთმა უზნეო შვილმა დააბა დედამისი კარვის წინ, თვითონ კი კარავში ლოთობდა თავის ტოლებთან და ცუდი ყოფაქცევის ქალებთან ერთად. ავაზაკთა ბანდა თავს დაესხა ამ ადგილს და როდესაც ნახეს დედა შეკრული, გადაწყვიტეს სასწარფოდ შური ეძიათ მის გამო, მაგრამ მან მთელი ხმით დაიყვირა და ასე გააფრთხილა უბედური შვილი, რომ საშიშროება ელოდა. შვილი გადარჩა, ავაზაკებმა კი შვილის ნაცვლად დედა აჩეხეს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 08:27 PM
პოსტი #425


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღე და ღამე განავითარე, ვაჟო, შენში, დედის თაყვანისცემა, ვინაიდან მხოლოდ ასე დაისწავლი ყველა სხვა დედის პატივისცემას დედამიწაზე"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V « < 20 21 22
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 07:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი