თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ dzilshi dacema

პოსტის ავტორი: ocneba თარიღი: Nov 23 2012, 10:43 PM

მაინტერესებს ძილში დაცემა ისაა როდესაც გესიზმრება რო მრუშობ? სხვადასხვანაირი განმარტებები წერია ყველგან და თქვენგან მაინტერესებს დაზუსტებით და იმ დღეს სიწმინდეზე შეხება არ შეიძლება თუ მთხვევა?

პოსტის ავტორი: giorgi1998 თარიღი: Nov 24 2012, 12:20 AM

ძილად დაცემა ნიშნავს როდესაც სიზმარში ანუ ძილში მრუშობ და ამას მოსდევს სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესი.ძილად დაცემის დღეს არ შეიძლება ხატებზე მთხვევა,ნაკურთხი წყლის დალევა,სახარებაზე შეხება და ა.შ.ეს იმას ნიშნავს რომ არ უნდა გაეკარო სიწმინდეს,ამის შემდეგ ასრულებ 50 მეტანიას(მუხლმოდრეკას და მთხვევას) და ამის შემდეგ ამბობ ბასილი დიდის ლოცვას ძილსა შინა დაცემისას.

პოსტის ავტორი: ocneba თარიღი: Nov 24 2012, 12:25 AM

ანუ თუ მხოლოდ დაგესიზმრა რო მრუშობ და არ მოსდევს ამას ფიზიოლოგიური პროცესი ძილში დაცემა არაა?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 24 2012, 12:53 AM

ocneba
ძილი ეს ისეთი საკითხია რომ ყველა "ეცემა"...
მთლად მსჯავსრ ნუ დაადებინებ გულზე...მოინანიე და განაგრძე ცხოვრება..
მაგაზე დარდმა ნერვების გაფუწება იცის...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 24 2012, 01:43 AM

ocneba
რაზეც ახლა ვსაუბრობთ მაგას აუცილებლად პროცესი უნდა ახლდეს რომ დაცემად ჩაითვალოს.
მოძღვრის კურთხევით კი მაგ დღეს არათუ სიწმინდეებთან მიახლება,არამედ საკურთხეველში შესვლა და ლიტურგიაზე მსახურებაც შეიძლება.

პოსტის ავტორი: ocneba თარიღი: Nov 24 2012, 09:39 AM

დიდი მადლობა პასუხისთვის kiss1.gif A.V.M სამების სტიქაროსანი ხარ?

პოსტის ავტორი: giorgi1998 თარიღი: Nov 24 2012, 06:53 PM

ციტატა(ocneba @ Nov 24 2012, 12:25 AM) *

ანუ თუ მხოლოდ დაგესიზმრა რო მრუშობ და არ მოსდევს ამას ფიზიოლოგიური პროცესი ძილში დაცემა არაა?

დიახ თუ რაიმე ფიზიოლოგიური პროცესი არ მოჰყვა ამას ეს ძილად დაცემაში არ ჩაითვლება smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 24 2012, 08:02 PM

ციტატა
A.V.M სამების სტიქაროსანი ხარ?

არა ძმა.
ქაშუეთში ვარ მორიგე სტიქაროსანი.
giorgi1998
ციტატა

დიახ თუ რაიმე ფიზიოლოგიური პროცესი არ მოჰყვა ამას ეს ძილად დაცემაში არ ჩაითვლება

როგორაა იცი?
დაცემა ბევრ რამეს ეწოდება . (დაცემა შეიძლება ქალსაც დაემართოს ) , მაგრამ რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ , მას აუცილებლად ფიზიოლოგიური პროცესი უნდა ახლდეს თან.

პოსტის ავტორი: Tatoo თარიღი: Nov 24 2012, 09:34 PM

მეც ამ თემასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა და ბარემ აქ დავწერ... ძილში დაცემის შემდეგ გასაგებია რომ იმ დღეს არ შეიძლება სიწმიდეზე მიკარება ეს გავიგე მაგრამ, მეორე დღეს წმიდა ზიარების მიღება თუ შეიძლება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 25 2012, 01:53 AM

Tatoo
მოძღვრის კუთხევით კი ბატონო...

პოსტის ავტორი: გიორგი2581 თარიღი: Jan 15 2013, 01:23 PM

გამარჯობათ რა მაინტერესებს ძილად დაცემის დრეს სახარებას არ უნდა შევეხოთო ზემოთ წერია

მაგრამ ეს რომ ლოცვებში არ წერია ? წერია მხოლოდ რომ ნაკურთხ წყალს წინდა ხატებს და სეფისკვერს არ უნდა შეეხო

ძილად დაცემის დღეს შესაბამიი ლოცვის წაკითვის შემდეგ სახარებიდან ეღთი თავი წავიკითხე არ უნდა წამეკიტხა ეს ცოდვაა მოძღვარ უნდა ვუთხრა აღსარებაში ? წინასწარ დიდი მადლობა ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 15 2013, 02:22 PM

გიორგი2581

ციტატა
გამარჯობათ რა მაინტერესებს ძილად დაცემის დრეს სახარებას არ უნდა შევეხოთო ზემოთ წერია

ეგეც ინდივიდუალურია და მოძღვრის კურთხევისგან გამომდინარეობს.
კიდევ ვიმეორებ-საკურთხეველში მსახურებაც შეიძლება კურთხევით.
ციტატა

მაგრამ ეს რომ ლოცვებში არ წერია ? წერია მხოლოდ რომ ნაკურთხ წყალს წინდა ხატებს და სეფისკვერს არ უნდა შეეხო

როგორც ვთქვი ინდივიდუალურია ეს...
ციტატა
ძილად დაცემის დღეს შესაბამიი ლოცვის წაკითვის შემდეგ სახარებიდან ერთი თავი წავიკითხე არ უნდა წამეკიტხა ეს ცოდვაა მოძღვარ უნდა ვუთხრა აღსარებაში ?

კარგი იქნება თუ მოძღვარს შეუთანხმდები მაგ დღეს როგორ უნდა მოიქცე ხოლმე...
თავიდან აიცილებ გაუგებრობებს...
(რას გეტყვის სასულიერო პირი ვერ გეტყვი , მაგრამ პირადად ჩემთვის არაა ეგ ,,რაიმე დარღვევა.'')

პოსტის ავტორი: გიორგი2581 თარიღი: Jan 15 2013, 03:03 PM

ციტატა(A.V.M @ Jan 15 2013, 02:22 PM) *

გიორგი2581

ეგეც ინდივიდუალურია და მოძღვრის კურთხევისგან გამომდინარეობს.
კიდევ ვიმეორებ-საკურთხეველში მსახურებაც შეიძლება კურთხევით.

როგორც ვთქვი ინდივიდუალურია ეს...

კარგი იქნება თუ მოძღვარს შეუთანხმდები მაგ დღეს როგორ უნდა მოიქცე ხოლმე...
თავიდან აიცილებ გაუგებრობებს...
(რას გეტყვის სასულიერო პირი ვერ გეტყვი , მაგრამ პირადად ჩემთვის არაა ეგ ,,რაიმე დარღვევა.'')

მადლობა ამომწურავი პასუხისათვის...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 15 2013, 05:33 PM

გიორგი2581

ციტატა
მადლობა ამომწურავი პასუხისათვის...

თუ რამე დაგჭირდება შეგვეხმიანე...

პოსტის ავტორი: გიორგი2581 თარიღი: Jan 22 2013, 09:32 PM

ციტატა(A.V.M @ Jan 15 2013, 05:33 PM) *

გიორგი2581

თუ რამე დაგჭირდება შეგვეხმიანე...

უღრმესი მადლობა smile.gif ასეთი ყურადრებისათვის ... smile.gif

პოსტის ავტორი: kokhi თარიღი: Jan 23 2013, 10:23 PM

კაი კაცო ხატზე მთხვევა არ შეიძლება?sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 23 2013, 11:23 PM

kokhi

ციტატა
კაი კაცო ხატზე მთხვევა არ შეიძლება?

კურთხევის გარეშე მიზანშეწონილი არაა...


პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: Jan 24 2013, 11:19 AM

QUOTE(kokhi @ Jan 23 2013, 10:23 PM) *

კაი კაცო ხატზე მთხვევა არ შეიძლება?sad.gif



მიზანშეწონილი არაა, ხარ გაუწმინდურებული (პრინციპში ეგრეცაა ხო? სეიფგუარდი კარგია გარა მაინც tongue.gif ).......

ისე თუ გული დამდუღრულია და ისე სწყურია ხატთან მიახლება ,,სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა''............. სხვა საკითხია............ მაგრამ ჩვენ სუბიექტურები ვართ თვითშეფასებაში......... ამიტომ, ყველა ეკლესიაში არის მოძღვარი (ალბათ პირადიც გვყავს) და იგი გადაწყვიტავს რამდენად დამდუღრულია გული და რამდენად ჩესნად გწყურია......

როგორც წესი არ შეიძლება........ პირადად ვზიარებულვარ კიდეც........ მაგრამ როგორც წესი მსგავს სიტუაციაში ხატზე კი არა ტაძრის კარზე ან კედელზე მთხვევასაც ვერიდები........

ძაან რთული საფიქრალია........ გაცილებით მარტივია -- ჰკითხე მოძღვარს (ბევრ საფიქრალს მოიშორებ, მაგ. -- გავაკეთო თუ არა; უნდა გამეკეთებინა თუ არა.......)

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 25 2013, 12:00 PM

თქვენ ხალხო ისევ ძველ აღღქმაში ხართ? გადახედეთ 2 რჯულს და კიდევ სხვა წიგნებს და აღმოაჩენთ რომ რამდენ რამეს ვაკეთებ ახლა იმის საწინააღმდეგოდ რაც იქ არის ჩაწერილი..
არის საკითხები რაც წმინდა ბიოლოგიური საკითხია...ეგ არის ადამიანისთვის ღვთისგან მიცემული საშუალება ბუნებრივად განიტვირთოს იმისგან რაც მასში თავადვე ღმერთმა ჩადო...

ამიტომ ცოტა მეტი დაფიქრება გვმართებს როცა რაღაცეებს ვკრძალ;ავთ..
მაშინ ღორის ხორციც აკრძალული ჰქონდათ ებრაელებს და არ ვჭამოთ..

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Jan 25 2013, 12:59 PM

თუ გინდათ ნაკლებად დაეცეთ ძილში, რაც შეიძლება მეტად შეამცირეთ თქვენს რაციონში შაქარი (განსაკუთრებით საღამოს საათებში), ალკოჰოლი და კოფეინი. საღამოს 6-ის მერე საერთოდ თუ არ შეჭამთ მთლად უკეთესი. ძIლის წინ (ლოცვის შემდეგ) რამდენჯერმე ძალიან ნელა ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ (მსუბუქად, დაძაბულობის გარეშე).

და თუ ძილში დაცემა მაინც მოხდა, ამაზე არ ინერვიულოთ და უარესად არ დაისტრესოთ. მიიღეთ ეს ყველაფერი როგორც ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია განუხორციელებელ სურვილებზე. რაც მეტად იდარდებთ ამაზე და დაუბრუნდებით ხოლმე (წარსულში), მით უფრო ხშირად გეწვევათ.

მსუბუქი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ ეთერული სხეულის გაძლიერებაში, და შესაბამისად ამ პრობლემას უფრო ადვილად მოაგვარებთ. კარგია იოგას, ტაი-ძის, ან სხვა სახის მსუბუქი ვარჯიშები, მაგრამ უბრალოდ დილას ან საღამოს სუფთა ჰაერზე სირბილიც საკმარისია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 26 2013, 01:00 AM

sergi_glaxa

ციტატა
თქვენ ხალხო ისევ ძველ აღღქმაში ხართ? გადახედეთ 2 რჯულს და კიდევ სხვა წიგნებს და აღმოაჩენთ რომ რამდენ რამეს ვაკეთებ ახლა იმის საწინააღმდეგოდ რაც იქ არის ჩაწერილი..

მართლმადიდებლებს სჯულისკანონი გვაქვს...biggrin.gif
ციტატა
არის საკითხები რაც წმინდა ბიოლოგიური საკითხია...ეგ არის ადამიანისთვის ღვთისგან მიცემული საშუალება ბუნებრივად განიტვირთოს იმისგან რაც მასში თავადვე ღმერთმა ჩადო...

რა თქმა უნდა წმ.ბიოლოგიური პროცესია , მაგრამ სხვა რაღაცაცაა გასარკვევი.ახლა საუბარი შორს წაგვიყვანს...
ციტატა
მაშინ ღორის ხორციც აკრძალული ჰქონდათ ებრაელებს და არ ვჭამოთ..

სხვა რაღაცას ამბობ...biggrin.gif
Atm@n
შენ რა გითხარი....biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 26 2013, 11:05 AM

A.V.M
ღია ფორუმია და ყველაფერზე დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებთ..თან მოძვრის მიმართ არის კითხვა დასმული..

ებრაელებს თავიანთი რჯულის კანონი ჰქონდათ , იესომ ბევრჯერ დაურღვია- შაბათს ავადმყოფი განკურნა, მრუში ქალი არ ჩააქოლინა, შაბათ დრეს თავთავები მოკრიფეს...

ღვთის მიერ შექმნილ ადამიანის სხეულს თავისი რჯულის კანონი აქვს- ვერ გავექცევით ჭამას, მონელებას და ა.შ...

ეს საკითხიც მსგავსია..ოღონდ გააჩნია მაპროვოცირებელ ფაქტორებს..როდესაც ადამიანი პორნოგრაფიის "შემწეობით" განიცდის ამას, ეს სხვაა, მაგრამ როდესაც ძილში ბუნებრივად დაემართება, არამგონია ეს მიზეზი იყვეს იმისა, რომ ღმერთი ცოდვად ჩაუთვლის ამა თუ იმ საეკლესიო რიტუალში მონაწილეობას, თუნდაც მოძღვრის კურთხევის გარეშე...


A.V.M

არა, უსურმაგის ჭამის შესახებ სხვა რაღაცას არ ვამბობ..სეგვიძლია ამაზე სხვა ტემაც კი გავაკეთოთ და იქ გავარჩიოთ ეგ საკითხი..
ხომ იცი რჯულს თუ ასრულებ ყველაფერი უნდა შეასრულო ბოლომდე, ხოლო თუ ერთსაც დაარღვევ მთლიანი რჯულის დამრღვევი ხარ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 27 2013, 01:13 AM

sergi_glaxa

ციტატა
ხომ იცი რჯულს თუ ასრულებ ყველაფერი უნდა შეასრულო ბოლომდე, ხოლო თუ ერთსაც დაარღვევ მთლიანი რჯულის დამრღვევი ხარ.

გააჩნია რის შესახებ ვსაუბრობთ. თუ,, დოგმატური სამართლის'' შესახებ კი ბატონო . დოგმატსი ცვლილების შეტანის უფლება არ გვაქვს . ან უნდა მივიოთ როგორცაა ან საერთოდ არ ვიღებთ გამოდის , მაგრამ თუ საქმე გვაქვს კანონიკურ სამართალთან , თუ საქმე გვაქვს აკრილიასთან აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რომ მასზე იკონომიაც ,,მოსულა''.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 27 2013, 12:19 PM

A.V.M

ციტატა
მაგრამ თუ საქმე გვაქვს კანონიკურ სამართალთან , თუ საქმე გვაქვს აკრილიასთან აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რომ მასზე იკონომიაც ,,მოსულა''.


საქმე გვაქვს ქრისტესთან, რომელმაც თავდაყირა დააყენა ყველა მანამდე არსებული "ჩაბიტონებული" დოგმები და წესები, რომელსაც მაინც ვერავინ და არავინ ასრულებდა.

პოსტის ავტორი: beqa110 თარიღი: Jun 28 2013, 11:23 AM

მაინტერესებს ძილში დაცემა ხო უნებური ქმედებაა და ყველას მიეტევა ტუ არა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 28 2013, 11:26 AM

ციტატა(beqa110 @ Jun 28 2013, 11:23 AM) *

მაინტერესებს ძილში დაცემა ხო უნებური ქმედებაა და ყველას მიეტევა ტუ არა?

ძილში დაცემა ცოდვაა. ცოდვა კი მაშინ მიგეტევება თუ აღსარებას იტყვი და მოინანიებ.

პოსტის ავტორი: beqa110 თარიღი: Jun 28 2013, 11:28 AM


ძილში დაცემა ცოდვაა. ცოდვა კი მაშინ მიგეტევება თუ აღსარებას იტყვი და მოინანიებ.


ეგ რა თქმა უნდა.. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი რომ ძილში დაცემა აიცილოს ადამიანმა თავიდან???

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 28 2013, 11:33 AM

beqa110

ციტატა
ეგ რა თქმა უნდა.. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი რომ ძილში დაცემა აიცილოს ადამიანმა თავიდან???

ძალიან ბერვი ,,მეთოდია'' და ეს დამოკიდებულია – დაღლილლობაზე , საკვებზე , სამსელზე , ოთახის ტემ%

პერ

ატურაზე , ნერვიულ მდგომარეობაზე , საწოლის მასალაზე , ძილის პოზაზე , და.ა.შ. შენ მათგან რომელიც გაინტერესებს მითხარი .

თუმცა მაინც ბუნებრივი პროცესია და აუცილებელია ორგანიზმისთვის . უბრალოდ მის სიხშირეს შეამცირებ , თორემ სრულად დატევება შეუძლებეია და შესაძლებელი რომც იყოს , ერის ადამიანის ჯანმრთელობისთვის იქნება ძალიან ცუდი...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 28 2013, 11:34 AM

ამ თემასთან დაკავშირებით წმინდა მამის წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი) პასუხი.
ზოგი ამტკიცებს, რომ აღძვრა და დაცემა ძილში მხოლოდ საჭმლისგან შეიძლება გამომდინარეობდეს, მაგრამ მე მინახავს, რომ ბევრი სნეული და მძიმედ მმარხველნიც ამით შეიბილწებოდა.
ერთხელ ამის შესახებ ერთ მეტად გამოცდილ და გონიერ ბერს ვკითხე და ამ ნეტარმა მეტად გასაგებად განმიმარტა: ხდება, რომ ძილში დაცემა საჭმლის სიუხვის ან ხანგრძლივი მოსვენების შედეგია, ხშირად კი ამპარტავნებიდან გამომდინარეობს, როდესაც ჩვენ დიდხანს არ შეგვმთხვევია ამგვარი რამ და ამიტომ თავს ავიმაღლებთ. ზოგჯერ მას მოყვასის განკითხვა იწვევს. მაგრამ ბოლო ორი მიზეზის გამო დაცემა შეიძლება სნეულებს შეემთხვეთ, შეიძლება სამივე მიზეზითაც მოხდეს ეს. როდესაც ვინმე გრძნობს, რომ ყველა ზემომოტანილი მიზეზისაგან შორსაა, ამგვარი უვნებლობის გამო ნეტარია იგი, რადგან დაცემა მას ეშმაკის შურისაგან შეემთხვა და ღმერთიც შეუნდობს, რათა ამ უცოდველი განსაცდელით სიმდაბლის სიმაღლეს მიაღწიოს.
ძილში განცდილ ოცნებას დღის განმავლობაში ნურავინ გაიხსენებს. რადგან ესეც ეშმაკის განზრახვაა, რათა ჩვენი სიფხიზლე სიზმრით შებილწოს.

პოსტის ავტორი: beqa110 თარიღი: Jun 28 2013, 12:44 PM

ციტატა(A.V.M @ Jun 28 2013, 11:33 AM) *

beqa110

ძალიან ბერვი ,,მეთოდია'' და ეს დამოკიდებულია – დაღლილლობაზე , საკვებზე , სამსელზე , ოთახის ტემ%

პერ

ატურაზე , ნერვიულ მდგომარეობაზე , საწოლის მასალაზე , ძილის პოზაზე , და.ა.შ. შენ მათგან რომელიც გაინტერესებს მითხარი .

თუმცა მაინც ბუნებრივი პროცესია და აუცილებელია ორგანიზმისთვის . უბრალოდ მის სიხშირეს შეამცირებ , თორემ სრულად დატევება შეუძლებეია და შესაძლებელი რომც იყოს , ერის ადამიანის ჯანმრთელობისთვის იქნება ძალიან ცუდი...



და ზიარების წინა საღამოს რომ ჩავიდინო ეს ცოდვა ვეღარ ვეზიარები

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 28 2013, 12:51 PM

ციტატა(beqa110 @ Jun 28 2013, 12:44 PM) *

და ზიარების წინა საღამოს რომ ჩავიდინო ეს ცოდვა ვეღარ ვეზიარები

ეს ჩემი აზრიდ პირადად შენს მოძღვართან უნდა გადაწყვიტო. მოგცემს თუ არა ზიარების უფლებას.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 28 2013, 01:06 PM

beqa110


ციტატა
და ზიარების წინა საღამოს რომ ჩავიდინო ეს ცოდვა ვეღარ ვეზიარები


წმიდა ტიმოთე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის კანონიკური პასუხები

12. კითხვა: თუ სიზმარში დაბრკოლებული ერისკაცი შეეკითხება მღვდელს, უნდა დართოს თუ არა ზიარების ნება?

პასუხი: თუ გულში აქვს დედაკაცის სურვილი, ის არ უნდა დაუშვან ზიარებაზე. ხოლო თუ სატანა იმიტომ გამოსცდის, რომ ჩამოაშოროს იგი საღმრთო საიდუმლოთა ზიარებას, უნდა ეზიაროს, ვინაიდან გამომცდელი (სატანა) მანამ არ დაანებებს თავს შეტევას, სანამ არ აზიარებენ.

პოსტის ავტორი: beqa110 თარიღი: Jun 28 2013, 01:41 PM

კიდევ რამდენიმე შეკითხვა მაქვს ოღონდ ამ თემას არ ეხება და შეიძლება რომ დავსვა??

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 28 2013, 01:51 PM

http://church.ge/index.php?showtopic=2846&st=660
ამ თემაში დაწერე კითხვები და შევეცდებით გიპასუხოთ smile.gif

პოსტის ავტორი: Heaven soldier თარიღი: Nov 1 2014, 03:48 PM

ციტატა(Atm@n @ Jan 25 2013, 12:59 PM) *

თუ გინდათ ნაკლებად დაეცეთ ძილში, რაც შეიძლება მეტად შეამცირეთ თქვენს რაციონში შაქარი (განსაკუთრებით საღამოს საათებში), ალკოჰოლი და კოფეინი. საღამოს 6-ის მერე საერთოდ თუ არ შეჭამთ მთლად უკეთესი. ძIლის წინ (ლოცვის შემდეგ) რამდენჯერმე ძალიან ნელა ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ (მსუბუქად, დაძაბულობის გარეშე).

და თუ ძილში დაცემა მაინც მოხდა, ამაზე არ ინერვიულოთ და უარესად არ დაისტრესოთ. მიიღეთ ეს ყველაფერი როგორც ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია განუხორციელებელ სურვილებზე. რაც მეტად იდარდებთ ამაზე და დაუბრუნდებით ხოლმე (წარსულში), მით უფრო ხშირად გეწვევათ.

მსუბუქი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ ეთერული სხეულის გაძლიერებაში, და შესაბამისად ამ პრობლემას უფრო ადვილად მოაგვარებთ. კარგია იოგას, ტაი-ძის, ან სხვა სახის მსუბუქი ვარჯიშები, მაგრამ უბრალოდ დილას ან საღამოს სუფთა ჰაერზე სირბილიც საკმარისია.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2014, 07:06 PM

ადამიანი როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობს, სიზმრებიც ძირითადად ისეთი აქვს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2014, 08:42 PM

"დღისით კრძალულად ყოფნა შეგვიმზადებს ღამისეულ სიწმინდეს".

/მღვდელ-მონაზონი დავით კირკიტაძე/

პოსტის ავტორი: nikoladze2002 თარიღი: Aug 20 2015, 07:52 AM

ციტატა(Atm@n @ Jan 25 2013, 12:59 PM) *

თუ გინდათ ნაკლებად დაეცეთ ძილში, რაც შეიძლება მეტად შეამცირეთ თქვენს რაციონში შაქარი (განსაკუთრებით საღამოს საათებში), ალკოჰოლი და კოფეინი. საღამოს 6-ის მერე საერთოდ თუ არ შეჭამთ მთლად უკეთესი. ძIლის წინ (ლოცვის შემდეგ) რამდენჯერმე ძალიან ნელა ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ (მსუბუქად, დაძაბულობის გარეშე).

და თუ ძილში დაცემა მაინც მოხდა, ამაზე არ ინერვიულოთ და უარესად არ დაისტრესოთ. მიიღეთ ეს ყველაფერი როგორც ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია განუხორციელებელ სურვილებზე. რაც მეტად იდარდებთ ამაზე და დაუბრუნდებით ხოლმე (წარსულში), მით უფრო ხშირად გეწვევათ.

მსუბუქი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ ეთერული სხეულის გაძლიერებაში, და შესაბამისად ამ პრობლემას უფრო ადვილად მოაგვარებთ. კარგია იოგას, ტაი-ძის, ან სხვა სახის მსუბუქი ვარჯიშები, მაგრამ უბრალოდ დილას ან საღამოს სუფთა ჰაერზე სირბილიც საკმარისია.
ძალიან დიდი მადლობა <3 დახმარებისთვის ვნახოთ რა მოხდება <3

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Aug 20 2015, 12:30 PM

ციტატა(nikoladze2002 @ Aug 20 2015, 07:52 AM) *

ძალიან დიდი მადლობა <3 დახმარებისთვის ვნახოთ რა მოხდება <3


ნუ იოგას, ტაი-ძის და სხვა მისთანებს ძალიან ნუ მიეტანები... დაუკრეფავში არ გადახვიდე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 06:20 PM

"შესაძლოა, გვძაგდეს არაწმინდა (ურწმუნოება) და რომელიმე ცოდვა, მაგრამ ხშირად განცვირებულნი დავრჩენილვართ იმით, რაც ძილში ისეთი ცოდვები ჩაგვიდენია, რაც ცხადში არასდროს გაგვიფიქრებია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ განწმენდა ჩვენი სულისა ჯერ კიდევ ზედაპირულია, რომ მის სიღრმეში ჯერ კიდევ იმალება ცოდვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2016, 10:46 AM

"ერთმა ძმამ მამა ხარლამპეს (+2001 წ.) აღსარებაში უთხრა, - ღამე ძილში დავეციო. მამა ხარლამპემ: ეგ შეიძლება შეგმთხვეოდა ვინმეს განკითხვის გამოო და გაიხსენა: მას შემდეგ, რაც ბერად შევდექი, ძილში მხოლოდ ერთხელ შევიბილწე. ოდესღაც წმინდა ანას სკიტის ნავმისადგომთან განსაცდელი შემემთხვა. ერთმა კაცმა არაწმინდა განზრახვით არშიყი დამიწყო. თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარი: - გიხაროდეს, რომ ანაფორას ვატარებ, თორემ სხვანაირად მოგელაპარაკებოდი-მეთქი. იმ ღამეს, ღვთის დაშვებით, ძილში დავეცი. აცრემლებული მამა იოსებთან მივედი. "მომიყევი, დღისით რა შეგემთხვაო". მოვუყევი. მიზეზიც ეგ არისო. მას მერე უფრო ყურადღებიანი ვიყავი საუბრისას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2017, 07:41 PM

"ეკლესიური თვალთახედვით სიზმარი ადამიანის სულის ანარეკლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 05:55 PM

"როდესაც სული ძილის დროს უწმიდური ცოდვებით შეიბილწება, ეს იმას ნიშნავს, რო მან ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სრულ უბიწოებას"

/წმ. კასიანე რომაელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2023, 08:43 PM

"ეკლესიური თვალთახედვით ზოგჯერ რასაც ცხადში არ სჩადის, ერიდება, რითაც არ სცოდავს ადამიანი, იმას სიზმარში აკეთებს და ეს ხანდახან გაკვირვებას იწვევს. იმ ცოდვებით ხდება ძილში დაცემა, რასაც სიფხიზლეში ადგილი არ ექნებოდა. ეს იმას მიუთითებს, რომ ჩვენი სულის განწმენდა ჯერ კიდევ ზედაპირულია და მის სიღრმეში იმალება მიდრეკილება ცოდვისკენ. წმიდა მამათა მიხედვით მხოლოდ გულის განწმენდის შემდეგ არის სიზმრები სულ წმინდა და ნათელი"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2023, 10:01 PM

"უმეტესად საჭიროა თავის დაცვა ძილის დროს კეთილკრძალულებით, რადგან ძილი ხანმოკლე სახეა საუკუნო ძილისა, ანუ სიკვდილისა, ჩვენი წოლაც სარეცელზე უნდა გვახსენებდეს საფლავად ჩვენს დადებას"

/ღირსი ნილოს სორელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 04:20 PM

"ვინც სრულყოფილებისკენ მიდის, ის არათუ სიფხიზლეში, არამედ ძილშიც კი ღვაწლშია. აი, ამიტომ ზოგიერთი ძილშიც კი ეშმაკებს ებრძვის და ამარცხებს"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)