IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> უცხოეთში მცხოვრებ პატარა ქართველთათვის, იდენტობის რამდენიმე, მნიშვნელოვანი ფრაგმენტი
Georg
პოსტი Sep 16 2006, 11:05 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პატარა ქართველთათვის - იდენტობის რამდენიმე, მნიშვნელოვანი ფრაგმენტი იხილეთ საიტზე: http://children.iatp.ge/main_blue.htm


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Andria
პოსტი Oct 2 2006, 07:25 AM
პოსტი #2


God bless Georgia
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 29-August 06
მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA
წევრი № 120



საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების უმეტესობას, რთულად თუ ამოიცნობს კაცი, რომ ქართველები არიან


--------------------
IPB Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Oct 2 2006, 12:35 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების უმეტესობას, რთულად თუ ამოიცნობს კაცი, რომ ქართველები არიან


გეთანხმები!

საქართველოში მცხოვრებ ქართველების უმეტესობას თუ გვეტყობა ქართველობა?

ვფიქრობ არა!

ამიტომაა, აქაც და იქაც, ულევი პრობლემები ჩვენთვის!

ვფიქრობ ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ზნეობასა და ქართული იდენტობის ფუნდამენტურ პრინციპებს არ დავუბრუნდებით!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Andria
პოსტი Oct 3 2006, 11:00 PM
პოსტი #4


God bless Georgia
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 29-August 06
მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA
წევრი № 120



მართალია...
ერთს დავამატებ: ასე იქნება სანამ ქრისტიანობას არ დავუბრუნდებით (ნამდვილ ქრისტიანობას და არა მოჩვენებით ქრისტიანობას)


--------------------
IPB Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Oct 4 2006, 12:41 AM
პოსტი #5


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



ციტატა(Andria @ Oct 2 2006, 03:25 AM) *

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების უმეტესობას, რთულად თუ ამოიცნობს კაცი, რომ ქართველები არიან



unsure.gif unsure.gif
მართლაც ძალიან სამწაუხაროა და ყველაზე დიდი პრობლმა ეგაა, ჩემი აზრით, მომავალი თაობა, რომელიც უცხოეთში იბადება, დაკარგულია, ძალიან ცოტამ იცის ქართული sad.gif sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Andria
პოსტი Oct 7 2006, 04:32 AM
პოსტი #6


God bless Georgia
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 29-August 06
მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA
წევრი № 120



ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ ყველაფერთან ერთად ერთმანეთის პატივისცემა დავკარგეთ, მე ამერიკაში ვსწავლობ და 3 კვირის წინ საქართველოს საელჩოს აშშ იმეილი გავუგზავნე, შევეკითხე თუ არსებობს მეთქი, რაიმე ქართული სათვისტომო ოჰაიოში (ჩემს შტატში) და ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, რომ ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ პასუხიც კი არ მაღირსეს...
როცა სახელმწიფოს ფეხებზე ჰკიდია თავისი მოქალაქეები აბა რაღაზეა იმ სახელმწიფოში ბაზარი...
მაგრამ არ გეგონოთ ჩემ საყვარელ საქართველოზე გავბრაზდი, არა, მე უბრალოდ ჩემი თანამემამულეების უგნური საქციელი მაბრაზებს, იმიტომ რომ ძაან მიყვარს ისინი


--------------------
IPB Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BO-BO
პოსტი Nov 15 2006, 11:26 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 15-November 06
წევრი № 482



საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების უმეტესობას, რთულად თუ ამოიცნობს კაცი, რომ ქართველები არიან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნა
პოსტი Nov 19 2006, 03:57 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-November 06
წევრი № 494



ციტატა(Georg @ Sep 16 2006, 10:05 PM) *

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პატარა ქართველთათვის - იდენტობის რამდენიმე, მნიშვნელოვანი ფრაგმენტი იხილეთ საიტზე: http://children.iatp.ge/main_blue.htm


ბრწყინვალე საიტია ბავშვებისათვის და არა მარტო, ბევრი რამ მშობლებმაც არ იციან არა მც თუ ბავშვებმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2006, 01:49 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



http://www.televeziri.org.ge/ ამ საიტზე პატარებს შეუძლიათ თავისი ნახატების განთავსება smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Dec 3 2006, 04:37 PM
პოსტი #10


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



უმეტესობა აქ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა ხომ არამართმადიდებლურად იზრდება სამწუხაროდ. მართმადიდებლური ეკლესიების სიმცირეცაა თითქოს და მიზეზიც.თან გარემო, რომელშიც ისინი იზრდებიან, სადაც რელიგია და სარწმუნოება საერთოდ ბოლო პლანზეა გადაწეული ან ინტერესს საერთოდ აღარ წარმოადგენს საზოგადოებისას.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Andria
პოსტი Dec 3 2006, 09:40 PM
პოსტი #11


God bless Georgia
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 29-August 06
მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA
წევრი № 120



QUOTE(iako @ Dec 3 2006, 04:37 PM) *

უმეტესობა აქ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა ხომ არამართმადიდებლურად იზრდება სამწუხაროდ. მართმადიდებლური ეკლესიების სიმცირეცაა თითქოს და მიზეზიც.თან გარემო, რომელშიც ისინი იზრდებიან, სადაც რელიგია და სარწმუნოება საერთოდ ბოლო პლანზეა გადაწეული ან ინტერესს საერთოდ აღარ წარმოადგენს საზოგადოებისას.


ეგ მართალია, მაგრამ პიროვნებაზე და მერე ოჯახზეც ბევრია დამოკიდებული, იმიტომ რომ იმ ოჯახში სადაც მატერიალისტურად განწყობილი ხახლი ცხოვრობს, ბავშვიც მატერიალისტი იზრდება. თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობა უფრო უმჯობესდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მაგალითად ამერიკაში ისეთი საზიზღარი სიტუაციი, რომ ნერვები დამაწყდა ამათი ცქერით... საშინელებაა აქ (განსაკუთრებით ჩემს სკოლაში, სადაც პროტესტანტი ქრისტიანიც კი რომ ცოტაა), მეც ვხვდები რომ სულიერებაში მაგრად ვსუსტდები და არც კი ვიცი ა ვქნა... ერთი სული მაქვს როდის მოვა ზაფხული, რომ საქართველოში დავბრუნდე.


--------------------
IPB Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Dec 4 2006, 07:59 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა(iako @ Dec 3 2006, 04:37 PM) *

უმეტესობა აქ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა ხომ არამართმადიდებლურად იზრდება სამწუხაროდ. მართმადიდებლური ეკლესიების სიმცირეცაა თითქოს და მიზეზიც.თან გარემო, რომელშიც ისინი იზრდებიან, სადაც რელიგია და სარწმუნოება საერთოდ ბოლო პლანზეა გადაწეული ან ინტერესს საერთოდ აღარ წარმოადგენს საზოგადოებისას.


iako! მოგესალმები! მგონია, ყველა ადამიანი თავისუფლებას თავად ანიჭებს თავს, საკუთარი ზნეობის შესაბამისი რაოდენობით, რწმენის ხარისხიც და რაოდენობაც, უფლისგან ნაჩუქარი ზნეობის ადექვატურია, ისე რომ თუ ვინმეს უნდა, რომ საკუთარი შვილი, ეთნოიდენტობის გარემოში აღზარდოს, საქართველოს ფარგლებს გარეთ(ან, თვით საქართველოში), არა მგონია ეს გადაულახავი წინააღმდეგობა იყოს; ყოველთვის ვარჩევ ხოლმე კონკრეტულ საუბარს, ზოგად მტკიცებულებებს, მაგალითად: გერმანიაში მცხოვრებ ქართველთათვის საინტერესო მგონია წმიდამღვდელმოწამე არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის ცხოვრების რამოდენიმე ეპიზოდის შეხსენება ან მოყოლა(ვისაც არ სმენია ამ წმიდა მამაზე): 1922 წელი - გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და იქ 1925 წლამდე სწავლობდა, იმავე 1925 წლიდან გრიგოლმა სწავლა ბონის უნივერსიტეტში განაგრძო, 1926 წლის თებერვლის ბოლოს გრიგოლ ფერაძემ ბონში წარადგინა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ქართული ბერმონაზვნობის ისტორია მისი დასაწყისიდან 1064 წლამდე". ამ ნაშრომოსათვის მას 1927 წლის 17 დეკემბერს ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.

წმიდამღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძეს მრავალი ნაშრომი აქვს რამდენიმე ენაზე დაწერილი, მათ შორის გერმანულ ენაზე.
ქართველ ემიგრანტთათვის(და განსაკუთრებით ყრმათათვის) კი ყველაზე საინტერესოდ(ეთნოიდენტობის აღქმის საწყისი ეტაპისთვის) მიმაჩნია წმიდა გრიგოლის გამოკვლევათა ციკლი, რომელსაც ზოგადად, მისი ერთ-ერთი სტატიის სათაური ("შოთა რუსთაველის რელიგია") შეიძლება წარვუმძღვაროთ . ეს მასალები გამოქვეყნებულია ჟურნალ არტანუჯის 2003 წლის, სპეციალურად წმიდამღვდელმოწამე არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისადმი მიძღვნილ ნომერში.
ზოგადად, სურვილის შემთხვევაში, წმიდა გრიგოლ ფერაძის გერმანულ ენაზე შესრულებული ნაშრომებიც შეიძლება მოიძიოს, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა, თუნდაც საკუთარი ან მისივე პატარების სულის სიჯანსაღისა და ეთნოიდენტობის შენარჩუნებისათვის!

უფალს ებარებოდეს საქართველო და შვილნი მისნი შინ და გარეთ!

P.S. iako! არტანუჯის დეფინიციაზეც მინდა მოგწერო და "დაგანებებ თავს" biggrin.gif
არტანუჯი - სამხრეთ საქართველოშია, ერთ დროს დიდი სატახტო ქალაქი იყო. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. მისი სახელწოდება კოლხურ(ლაზურ) მოსახლეობაზე მიგვითითებს. იგი ორი სიტყვისაგან შედგება: არტაანიშ და ყუჯი. არტაანი სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონს ერქვა, ყუჯი კი "ყურ" სიტყვის კოლხური ფორმაა. ამრიგად , არტანუჯი ნიშნავს "არტაანის ყურეს"!

უფალს ებარებოდე!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2006, 02:19 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



http://ciskara.iatp.org.ge/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Dec 6 2006, 04:46 PM
პოსტი #14


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



გეორგ დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.
თუ ადამინს სურს, რა თქმა უნდა შეუძლებელი არაფერია. თუნდაც ინტერნეტის მეშვეობით უამრავი ინფორმაცია შეუძლია მიიღოს წმინდანებზე და სარწმუნოებაზე. მე მხოლოდ გარემოზე ვსაუბრობ, მადლობა უფალს საქართველოში ადამინები თანდათანობით უბრუნდება დედა- ეკლესიას.მხოლოდ აქ ცოტა რთულად არის მდგომარეობა. თან უკვე სკოლებშიდაც დაშვებულია რელიგიის სწავლება.
ბაღში სადაც ჩემი ძმისშვილი დადის მასწავლებლებმა მოთხოვეს ჩემს რძალს ბავშვისთვის ჯვრის მოხსნა, ვითომცდა უსაფრხოების მიზნით, რომ ბავშვი ან თვითონ არ დაზიანებულიყო ან სხვას არ წაერთმია.რათქმა უნდა არ დაეთანხმა, მაგრამ მე გარემოს აღვწერ. ეკლესიაც ახლოში არ არის, რომ ზიარება შესაძლებელი იყოს. და კიდევ ბევრი სხვა პრობლემებია. მართალია მშობლებზე ვევრია დამოკიდებული, მაგრამ უმეტეს დროს აქ ბავშვები ან ბაღში ან სკოლაში ატარებენ, ასე რომ მათ აღზრდაზე ის გარემო დიდ გავლენას ახდენს. ძალიან დიდი ძალისხმევა არის საჭირო, რომ ბავშვი ჭეშმარიტი სარჭმუნოებით აღზარდო.



--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2006, 01:50 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



http://www.diasp.ru/georgia/tales/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MoSaDa
პოსტი Dec 8 2006, 04:46 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 8-December 06
წევრი № 656



Andria ბარო ანდუშ როგორ ხარ??? ანდრო დედამ ჰოსტები ჩამოუვიდნენო :-D


Andria ანდრო .....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2006, 03:12 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ პატარა ბავშვები გვეკითხებიან ეშმაკზე ანდა ბოროტი სულების რეალობაზე, უმჯობესია თავი ავარიდოთ ამ კითხვებს, უბრალოდ ვუთხრათ, რომ მათ იმაზე დიდი ყურადღება, ვიდრე სიზმრებს, არ უნდა მივაქციოთ. საერთოდ, ბავშვების გონება ქრისტესკენ, წმინდანებისკენ და ანგელოზებისკენ უნდა მივმართოთ.
რაც ჩენ უნდა აღვზარდოთ ბავშვებში, ეს ჯოჯოხეთის შიში კი არ არის, არამედ ღმრთის სიყვარულია.
ჩვენ უნდა შევძლოთ შევუქმნათ წარმოდგენა (და ის არ იქნება ყალბი), რომ სამოთხე უკეთესია, ვიდრე ყველაფერი, რაც კი ჩვენ საერთოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tati87
პოსტი Dec 20 2006, 02:49 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 10-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 666



ციტატა

მართლაც ძალიან სამწაუხაროა და ყველაზე დიდი პრობლმა ეგაა, ჩემი აზრით, მომავალი თაობა, რომელიც უცხოეთში იბადება, დაკარგულია, ძალიან ცოტამ იცის ქართული



ეს ისევ მათი მშობლების ბრალია!!! არ მინდა ძალიან კრიტიკული ვიყო, მაგრამ ჩემი აზრით ასეთი ბავშვების მშობლებიც დაკარგულია საქართველოსთვის! თუ ადამიანს თავისი სამშობლოს სიყვარული აქვს და ნოსტალგია ტანჯავს იგი ოჯახში უცნო ენაზე კი არა მშობლიურ ენაზე ილაპარაკებს! და მაქსიმალურად ეცდება საკუთარი შვილი თავისი ქვეყნის ტრადიციებზე აღზარდოს! მგონი ასეთი ჟინი ფესვებს განშორებულს უფრო უნდა ჰქონდეს! მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ზოგი ფესვებს კი არ შორდება, არამედ სამუდამოდ წყდება!!! ეს მართლა დიდი სატკივარია საქართველოსთვის, მითუმეტეს მაშინ, როცა აქ დარჩენილი ქართველობის ნაწილიც ძნელად თუ ამოიცნობა!!!


--------------------
იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leli
პოსტი Jan 26 2007, 10:18 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 9-December 06
წევრი № 661



ეხ ძალიან ცუდია რომ ქართველები ქართველობას ივიწყებს, რათქმაუნდა ეს მშობლების ბრალია და ამ ოხერტიალი ცხოვრების... იცი, როგორ მიხარია ემიგრანტები ,რომ ლექსებს წერენ ისეთი სიყვარულია მათში ....

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jan 27 2007, 02:22 PM
პოსტი #20


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



აი მოასმენიეთ პატარებს,თან გაერთობიან თან ქართულს გაიწაფავენ:
http://kids.gpb.ge/tamashebi.html


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 09:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი