IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> მიზეზი საქართველოდან წასვლისა...
ბექა
პოსტი Jul 6 2007, 05:11 AM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ამ თემაში ყოველთვის ვცდილობ არ შემოვიდე და თავი ავარიდო, მაგრამ არ შემიძლია, და რასაც მე დავწერ ეხლა არ ეხება მარტო ქეთის ან მარტო კაიროს ეს ეხება ყველა ემიგრანტს სადაც არ უნდა იყოს ყველას! cray.gif
წავიდა....
ის უკვე თვითფრინავში ჯდება, მიდის მაგრამ ნაძალადევად, ფეხები ნაბიჯებს ძალად დგავენ, გული აქ რჩება, ოჯახო, მეგობრები, ნათესავები მაგრამ ეს დაწყევლილი ცხოვრება იძულებულს ხდის დატოვოს მიწა, რომელიც მისთვის ერთია და ვერავინ შეუცვლის გზად ქართული მიწა, ხატები და ლოცვანი მიაქვს, მას იქ უცხო მიწაზე ხომ არავინ დაახვედრებს, მიაქვს იმიტომ რომ ნოსტალგიებით მაინც მოიგონოს საქართველო, რომელიც ესოდენ ტკბილია და ასევე ესოდენ მწარეა, მიწა რომელმაც გარიყა იგი და უცხო მიწაზე განამწესა, მაგრამ მას არ წყენია ესმის მისი, საქართველოსაც ხომ უჭირს და პირიქით იმ იმედით მიდის რომ ოდესღაც ჩამოვა და დაეხმარება დაჭრილ საქართველოს. საქართველოს რომელსაც ყოველთვის ჰყავდა მტერი, მაგრამ იგი გადარჩა და მასაც იმედი რჩება რომ როცა ჩამოვა ისევ "ცოცხალი" დახვდება მშობლიური მიწა, მაგრამ ჩამოვა რო? ორად გაყოფილა ერთი "მე" ეუბნება: "რა დაგრჩენია იმ დასაწვავ მიწაზე, იმან ხომ გაგრიყა და გამოგაგდო" მეორე "მე" კი ეუბნება:"აუცილებლად უნდა დაბრუნდე, შენ მას ჭირდები თითოეული ქართველი სჭირდება და შენ ღალატობს მაას? ესეთ ფიქრები აწვალებდა მთელი გზის განმავლობაში და გაგიჟებამდეც კი მიჰყავდა იგი, მაგრამ გაუძლო და არჩევანი მომავლისთვის გადადო, როგორც იქნა ჩავიდა იმ მიწაზე, სადაც არავინ ელის და სადაც ყველა უცხოა მისთვის, მაგრამ რა უნდა ქნას ცხოვრება ვეშაპია რომელიც ყველაფერს ყლაპავს გზად და ისე უნდა მოახერხო რომ მის ყბაში არ მოხვდე ზუსტად ამ იმედით ჩავიდა ის იმ მიწაზე, იმ იმედით რომ იგი სამშობლოს რაღაცით დაეხმარება და "დაჭრილ" საქართველოს და რაღაცით მაინც მოუშუშებს ერთ ჭრილობას მაინც რომელიც ესოდენ ტკივა საქართველოს და მისწრება იქნება მისთვის.

ნათლიაჩემიც გერმანიაშია 13 წელია და მისგან ვიცი თქვენი მდგომარეობა ანუ ემიგრანტების მდგომარეობა ყველა ერთნაირად მიყვარხართ ემიგრანტებო და მეც მტკივა ისე არა როგორც თქვენ, მაგრამ არც ჩამოგივარდებით, ნატრვად მართლა ის გამიხდა ყველა საქართველოში იყოთ არა და ალბათ მართლა როგორ ეშველებოდა საქართველო ყველა შვიდ მილიონ ნახევარი ერთად რომ ვიყოთ (ბოლო მონაცემებით ამდენი ქართველია ოფიციალუი ცნობებით საქართველოს ცათვლით მსოფლიოში) გაიხარეთ იდღეგრძელეთ უფალი გფარავდეთ და ღმერთს ებარებოდეთ ყველანი და იმ პატარა ჩანახატს გიძღვნით დიდი არაფერია მაგრამ გულის ამოძახილია. გენაცვალეთ ყველას მიყვარხართ wub.gif 2kiss.gif 2kiss.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 6 2007, 07:56 AM
პოსტი #42


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



სერიოზული აჩქარება მიიღო ამ თემამ...

თავი მოვალედ ჩავთვალე მეც დამეწერა, დასვენებებით და შესვენებებით, ფაქტიურად 8 წელია საქართველოში არ ვარ.

ამის მიზეზი ის არაა, რომ საქართველოში არ დამედგომება, ან არ მიყვარს ქვეყანა. პირიქით, საქართველოს რა სჯობია, მაგრამ სანამ ნავთობი არ აღმოუჩენიათ ჩვენს დალოცვილ მიწაზე, მომიწევს ასე მუშაობა.

ნავთობის სფეროს უსაფრთხოების სპეციალისტი ზოგადად თავის ქვეყანაში არასოდეს მუშაობს. თავდაპირველად კი, მაგრამ როგორც კი ხელმძღვანელის დონეს მიაღწევ, "საერთაშორისო" მუშაკი უნდა გახდე. (დაახლოებით როგორც ფეხბურთშია). ასეა მიღებული, პროექტები ბევრია, მუშახელს ეძებენ და ერთხელ თუ სისტემაში მოხვდი, მერე მოდის მოწვევები.

რაო, უარი ვთქვათ? smile.gif

რაც მთავარია საქართველოს პატივისცემა (პირველ რიგში) ემიგრანტებში უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში მყოფი ქართველებში. მეცინებოდა კაიროსმა რომ აღწერა, ყოველი გაფრენა ეგრეა, ფეხები მართლა უკან გრჩება, და ხარ მარტო (ოჯახის წაყვანა ყველა ქვეყანაში არ შეიძლება და არცაა მიზანშეწონილი). საქართველო, რომელსაც ბუნებრივი რესურსები არც ისე უხვად აქვს (მანდარინიო, არ მითხრათ რა) უნდა გამოიკვეთოს როგორც კვალიფიციური მუშახელის ექსპორტიორი. მე ვიცი რომ მთავრობა ამას არ იხილავს პრიორიტეტად, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ აქ დიდიპოტენციალი აქვს ქართველს და ამის გაუთვალისწინებლობა დიდი შეცდომაა.

ინგლისურისადმი და დასავლური ლოგიკისადმი უფრო ახლო დგომა, შრომისმოყვარეობა, ნიჭი რაც მთავარია, ქართველებს გაცილებით მაღლა აყენებს ვიდრე ყოფილ საბჭოთა ქვეყენების მოქალაქეებს, მაგრამ სწავლაა საჭირო და არა მხოლოდ ჰუმანიტარული დარგებისა. ამის გაკეთება არის სავალდებულო. უნდა შევეჩვიოთ, რომ მალე ბევრი ქართველი იმუშავებს საზღვარგარეთ, როგორც სპეციალისტი, თუმცა არც იმათი დაცინვა-განკითხვა მგონია კარგი საქმე, ვინ პიზერიაში ჭურჭელს რეცხავს ან მოხუცს უვლის. ადვილი საქმე არააამ სამუშაოების შესრულება, ასე ნუ გავრიყავთ ამ ხალხს.

მთავარია, ჩემი აზრით, ემიგრანტებმა რამე საქართველოსმიერი გატაცება მოძებნონ. მე ისტორია და მეფეთა ჩამომავლობა მოვძებნე. ეს ინტერესი ნამდვილად მეხმარება საქართველოსთან კავშირის არდაკარგვაში. ფორუმი და ინტერენეტი ხომ მშვენიერი მოგონებაა, მაგრამ ბევრი ფორუმი გამოვიცვალე და მაინც ვერსად ვნახე ჯერჯრობით "მშობლიური" გარემო. აი, ერთი თვეა რაც აქ დავიწყე წერა, და იმედი მაქვს აქ შევრჩები. smile.gif

თუ დაინახავთ რომ ორი-სამი კვირა არ შემოვედი ფორუმზე, ე.ი. საქართველოში ვარ! smile.gif smile.gif


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Jul 6 2007, 02:33 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



Lenus
მართალი ხარ.
ჩემი ძმა მაგალითად 16 წელია რუსეთში ცხოვრობს და არც აპირებს აქეთ ცხოვრებას,იქ მიაღწია ყველაფერს და უკვე აწყობილი აქვს თავისი საქმე,ზოგჯერ თუ ჩამოვა ხოლმე როცა ცალია.მართალია მენატრება ხოლმე მაგრამ ვიცი რომ კარგად არის


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Jul 6 2007, 03:55 PM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



აგერ ორი კვირაა რაც მანჩესტერში ვარ, ძალიან ძნელია აქ ცხოვრება, თვენახევარი უნდა ვიყო კიდევ და დავბრუნდები...

მიზეზი ბიზნესსკოლაა, ჩამოვედი მანჩესტერის ბიზნესსკოლის სანახავად, გავეცანი აქაურობას, 2 წლის მერე ვაპირებ რომ სადმე ნორმალურ ბიზნეს სკოლაში გავაგრძელო სწავლა...

მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ ორი წელი რა გაჩერდება საზღვარგარეთ გული მისკდება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jul 6 2007, 09:35 PM
პოსტი #45


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



stch
ციტატა
მარა შემოიჭყიტე მე მეკუთვნოდა თუ არა ვერ გავიგე

მე კიდე მგონია ჩემო კარგო,რომ ეს სიტყვები ქეთის გარდა ყველას გვეკუთნოდა, და ძალიან სამწუხაროა,როცა ასე ირონიულად წერენ:
ციტატა
k@the

ფსევდოპატრიოტიზმი

ციტატა
არა ეს 'ემიგრანტები' მაინც რა პოპულარულები ვართ. ყველას გული შესტკივა ჩვენზე

მით უმეტეს,რომ არ იციან სხვის გულში რა ხდება sad.gif sad.gif

Lenus
ციტატა
სერიოზული აჩქარება მიიღო ამ თემამ...

გეთანხმები ლენუს.
მგონი ვერც გამიგეს ამ თემის გახსნის მიზანი,მხოლოდ განაწყენებული დარჩნენ sad.gif ხალხო რატო ვართ ერთმანეთის წაკბენაზე? sad.gif sad.gif
მე უბრალოდ მინდოდა პრობლემაზე გვესაუბრა და ასევე ემიგრანტებს ესაუბრათ თავიანთ თავზე...

di onise
ციტატა
stch
ჯიგარ აქ დაპოსტვა არ შეიძლება
ნუ რასაც შენ წერ ყოველ შემთხვევაში იმის

პ.ს. აღარ მინდოდა აქ დაპოსტვა, მაგრამ "პატარა ბავშვის" გულმა ვერ გამიძლო

შენა კიდო დაწყნარდი,ონისე ბიჭო biggrin.gif biggrin.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Jul 7 2007, 01:01 AM
პოსტი #46


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



sofi89
ციტატა
მე კიდე მგონია ჩემო კარგო,რომ ეს სიტყვები ქეთის გარდა ყველას გვეკუთნოდა, და ძალიან სამწუხაროა,როცა ასე ირონიულად წერენ:


მე მეგონა მეც მეკუთვნოდა რატომღაც ჩემი ნიკი ეწერა თავზე biggrin.gif
რატო გაოფებას აპირებთ და მოდერი არაო იქო biggrin.gif

ციტატა
როცა ასე ირონიულად წერენ


ირონიულიც გამხადე ხოო? sad.gif IPB-ს სურათი

sofi89 IPB-ს სურათი
ციტატა
მით უმეტეს,რომ არ იციან სხვის გულში რა ხდება


ჩემ გულში ვერ გამიგია რა ხდება და სხვის გულში ეეეჰ sad.gif biggrin.gif





ციტატა
გეთანხმები ლენუს.
მგონი ვერც გამიგეს ამ თემის გახსნის მიზანი,მხოლოდ განაწყენებული დარჩნენ
მე უბრალოდ მინდოდა პრობლემაზე გვესაუბრა და ასევე ემიგრანტებს ესაუბრათ თავიანთ თავზე...

რატომ? ძალიან ნორმალური მსვლელობა აქვს ამ თემას და მშვენიერი თემაცაა, განაწყენება და კბენა რა შუაშია, ზოგადად ყველა თავის აზრს აფიქსირებს! unsure.gif


რა კბენა ხალხო ნუ ვართ დაძაბულები, biggrin.gif
ხო სხვათაშორის წინა გვერძე ასეთი რამ ეწერა მგონი :
დაფიქრდით და ნუ განიკითხავთ, არავინ არ იცის ვინ რა გულისტკივილს და მონატრებას დაატარებსდა გახსოვდეთ რომ ჩვენ ქართველებმა ბოლოს და ბოლოს უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გატანა და დავანებოთ თავი ამ განკითხვას!

ეს ყველას ეხებოდა IPB-ს სურათი


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 7 2007, 01:43 AM
პოსტი #47


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



sofi89
ჩემი ნათქვამის ციტატაც მოიყვანე და მეც გაგცემ პასუხს.
მართალია ჩემს პოსტში ერია ირონია, ვაღიარებ. მაგრამ არა კბენა და ასე შემდეგ... ჩემი ირონია შენ არანაირად არ შეგხებია, ეს იმ ხალხს ეკუთვნოდა, რომლებიც ამ თემაში წერენ, ემიგრანტებზე, ისე თითქოს მართლაც იცოდნენ ვის გულს რა ცეცხლი უკიდია. smile.gif თანაც ლამაზად რომ მიაყოლებენ ხოლმე, ''აი მე ოქროს მთები და გორები რომ დამიდგათ საქართველოდან წამსვლელი არ ვარო, მარა არ იფიქროთ ემიგრანტებს ვკიცხავდეო''- ეგ ცოტა არ იყოს მოქმედებს ჩემზე და ირონიულადაც ამიტომ ვწერ. smile.gif)
ასე რომ sofi89, შენი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა 2kiss.gif
თემაც ძალიან კარგია. ყველამ პირადი გამოცდილებიდან ილაპარაკოს smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 7 2007, 02:24 AM
პოსტი #48


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ხო კაია მე ჩემი ნათქვამი ჩემი გამოცდილებიდან გითხარით საზღვარგარეთ რო ვყოპილვარ და არა ერთხელ და ვიცი რაც არის სამშობლოს გარეთ ყოფნა თუმცა მე შეჯიბრებზე მივდიოდი ცოტა ხნით ამიტომ გამართლებული მაქვს smile.gif


და ჩემი წყენინება თუ გინდათ მასე მარტივი ირონიით შორს ვერ წახვალთ biggrin.gif მასე მარტივად არ მწინს და თანაც გლეხი კაცი ვარ მაგდენს ვერ ვხვდები smile.gif

რო არ აგეხსნა არც ვიცოდი თუ ირონიულად თქვი smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Jul 7 2007, 02:30 AM
პოსტი #49


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ინტრიგებს ნუ დავხლართავთ, არავის არავის წყენინება არ გვდომებია!
გავითავისოთ რომ ეს არის ფორუმი!


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 7 2007, 03:33 AM
პოსტი #50


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



არავის წყენინება არ მინდოდა!
გაიხარეთ თავადებმაც და გლეხებმაც! გლეხი ვარ მეც biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jul 7 2007, 03:22 PM
პოსტი #51


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
ხო სხვათაშორის წინა გვერძე ასეთი რამ ეწერა მგონი :
დაფიქრდით და ნუ განიკითხავთ, არავინ არ იცის ვინ რა გულისტკივილს და მონატრებას დაატარებსდა გახსოვდეთ რომ ჩვენ ქართველებმა ბოლოს და ბოლოს უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გატანა და დავანებოთ თავი ამ განკითხვას!

ეს ყველას ეხებოდა

რავი ქეთ,თუ ჩემს ამ პოსტში განკითხვა შეამჩნიე,მე მაპატიე,ეს არც მიფიქრია... მე უბრალოდ გულისტკივილი გამოვთქვი ამის გამო...

k@the
ციტატა
ასე რომ sofi89, შენი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა

უი,არა,ნამდვილად არ მწყენია... smile.gif 2kiss.gif

მოდი კინკლაობის გარეშე გავაგრძელოთ ეს თემა,მე ვიქნები ეს,stch,di onise,ქეთი კვადრატში biggrin.gif თუ პავლე laugh.gif

გენაცვალეთ თქვენა a025.gif a025.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Jul 7 2007, 06:28 PM
პოსტი #52


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა
რავი ქეთ,თუ ჩემს ამ პოსტში განკითხვა შეამჩნიე,მე მაპატიე,ეს არც მიფიქრია... მე უბრალოდ გულისტკივილი გამოვთქვი ამის გამო...


სოფი შენს პოსტში კი არ შევამჩნიე განკითხვა, პირიქით ის რაც დავწერე ყველას ეხებოდა და აგრეთვე მეც მეთქი და არავისთვის არც "მიკბენია" და არც არავის წყენინება მდომებია თქო IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 7 2007, 09:04 PM
პოსტი #53


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ვერ გავიგე ვერაფერი მე კიდე smile.gif ჯერ არაფერი მეგონა და თურმე ვიღაცეებს მწარედ ვუკბინე მერე თურმე მეგონა რო არაფერი ისევ და ვიღაცა იყო ირონიული და თან რატომღაც ჩემზე არა და ისე ზოგადად იყო და ახლა კიდე ირკვევა რო ვკინკლაობ smile.gif

საინტერესოა პირდაპირ ბრაზილიური სერიალია smile.gif

მე არავისთან არ მიკინკლავია აშკარად თუ რამეა პირდაპირ ვჩხუბობ არ მერიდება მე ეგეთები smile.gif ხოდა თუ ვინმეს ჩემი წყენა გინდათ ნამიოკები არ მოქმედებს ხისთავიანი ქიზიყელი ვარ biggrin.gif

მე არავიზე არ ვარ ნაწყენი და არც მგონია რო აქ ვინმე მედავებოდა საერთოდ და რას მოყვა ესენი არ ვიცი smile.gif ჩემ აზრში რამე არ მოგეწონათ? თუ კი მომწერეთ რა PMში და ვნახოთ ვინაა მართალი თუ თქვენ აღმოჩნდებით შევასწორებ ჩემს პოსტებს არ მიჭირს ეგენი smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jul 8 2007, 12:06 AM
პოსტი #54


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



შეხვეწილი დაბრუნდა? blink.gif blink.gif laugh.gif


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Jul 8 2007, 04:06 AM
პოსტი #55


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(ნიკოლოზ_V @ Jul 7 2007, 04:06 PM) *

შეხვეწილი დაბრუნდა? blink.gif blink.gif laugh.gif

რააა? აბააა?


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natiko
პოსტი Jul 8 2007, 12:42 PM
პოსტი #56


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 335
რეგისტრ.: 22-August 06
წევრი № 103



ეჰ, სამწუხაროდ დღევანდელ დღეს საქარველოში რომ უჭირთ, ყველას სურვილი ამოძრავებთ საქართველოდან წასვლისა. sad.gif მერე კი უმრავლესობას ისევ საქართველოში ურჩევნიათ ცხოვრება.
მე თავად არასოდეს ვიყავ სამშობლოს ფარგლებს გარეთ წასვლის მსურველი, რადგანაც ვიცოდი სულიერად ძაან გამიჭირდებოდა იქ ცხოვრება, მარა სამწუხაროდ მშობლებს ხათრი არ გავუტეხე და მეც სამუშაოდ გავემგზავრე.
ხოლო და ახლა თავს ძაან ცუდად ვგრძნობ, თავისუფლებას ვერ ვპოულობ, 003.gif და თავს აქ სულ განმარტოებულ ვგრძნობ.
5 წელია უკვე საქრთველოს მოცილებული ვარ, ხოდა ზოგჯერ ან რამე ქართული გალობლის(ან სიმღერის) მოსმენისას ან რამე თბილისის ან საქართველოს სურათების ნახვის მერე, მონატრებისგან ცრემლები მომასხამს ხოლმე თვალებზე. როგორც ასე სანამ, საქართველოში-თბილისში არ ჩამოვალ, ალბათ სულ ყოველთვის ეგრე ვიქნები.IPB-ს სურათი
ეჰ ჩამოსვლაც ეგრე ადვილი რომ ყოფილიყოს, აქამდის კი ვიქნებოდი ჩამოსული. აი როცა ჩამოვალ, ეგ იქნება ჩემი დიდი სიხარული. rolleyes.gif
მთელი სული და გული ჩემს საქართველოსკენ მიმიწევს , მართლა არფერი სჯობია სამშობლოში ცხოვრებას.

ღმერთსა და ყოველივე ქართველ წმინდანს ვთხოვ, რომ ჩვენ გაფანტული ქართველები მალე და მშვიდობით დაგვაბრუნონ ღვთისმშობლის მიერ კურთხეულ, ჩვენს დალოცვილ მიწაზე - საქართველოში ამინ!
IPB-ს სურათი


--------------------
<< ვიყუარებდეთ ურთიერთას, რათა ერთობით ვაღიარებდეთ უფალსა >>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jul 8 2007, 10:03 PM
პოსტი #57


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



stch
ციტატა
ვერ გავიგე ვერაფერი მე კიდე

ხოდა ნუღა ეწვალები ტყუილად,თავი გაანებე biggrin.gif
ციტატა
ჯერ არაფერი მეგონა და თურმე ვიღაცეებს მწარედ ვუკბინე

ციტატა
და ახლა კიდე ირკვევა რო ვკინკლაობ

ნეტა ვიცოდე,რაებს დააბრეხვებ ხოლმე? biggrin.gif ვინ გითხრა,რომ შენზე იყო საუბარი? კინკლაობას რაც შეეხება,ეგ ისე ავღნიშნე,არა აქვს მნიშვნელობა რომელი ვიქნებით-მეთქი,თორემ პირადად შენ არ მიგულისხმიხარ smile.gif სხვათაშორის,არც პავლეს უკინკლავია biggrin.gif laugh.gif
ციტატა
საინტერესოა პირდაპირ ბრაზილიური სერიალია

შენა,გატყობ,ბრაზილიური სერიალები ძალიან უნდა გიყვარდეს tongue.gif biggrin.gif
ციტატა
მე არავისთან არ მიკინკლავია აშკარად თუ რამეა პირდაპირ ვჩხუბობ არ მერიდება მე ეგეთები ხოდა თუ ვინმეს ჩემი წყენა გინდათ ნამიოკები არ მოქმედებს ხისთავიანი ქიზიყელი ვარ

მე არავიზე არ ვარ ნაწყენი და არც მგონია რო აქ ვინმე მედავებოდა საერთოდ და რას მოყვა ესენი არ ვიცი ჩემ აზრში რამე არ მოგეწონათ? თუ კი მომწერეთ რა PMში და ვნახოთ ვინაა მართალი თუ თქვენ აღმოჩნდებით შევასწორებ ჩემს პოსტებს არ მიჭირს ეგენი

ხოდა, ჩემო კარგო,გასარკვევი და pm-ში მისაწერ-მოსაწერი არაფერიაsmile.gif
არც ვიღაცას სურს და არც ცდილობს შენს წყენას,გაღიზიანებას და გაბრაზებას,ასე რომ დაწყნარდიიიი smile.gif

natiko
user.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 10 2007, 12:09 AM
პოსტი #58


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



საქმის გასარჩევად მომწერეთ თქო კი არ ვთქვი ჭეშმარიტების დასადგენად მინდოდა smile.gif

და მე რამეს მოვეშვა და თავი დავანებო ეგ არ მახასიათებს მე მარტო ბრძოლა ვიცი biggrin.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Jul 10 2007, 12:27 PM
პოსტი #59


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



natiko
ემიგრანტად ყოფნა ბევრისთვის ძალიან დიდი ტკივილია. ზოგჯერ უბრალოდ მიყუჩდება ხოლმე და მერე ისევ მთელი სიმძაფრით გახსენებს თავს.
მაინც როგორმე უნდა მოახერხო იმ გარემოში ცხოვრება სადაც გიწევს, ისე რომ შენი მეობა არ დაკარგო. ცხოვრების დინებას უბრალოდ არ გაჰყვე არამედ რაღაც სარგებელიც ნახო მისგან.
შეგეწიოს უფალი.

sofi89

ამ ტემას რაც შეეხება ძალიანაც საინტერესოა. მხოლოდ ვეცადოტ ერთმანეთის გულისტკივილს მოვერიდოთ.ადრეც დავწერე, ამ პოსტებით მიხვდება საქართველოში მყოფნი, რომ ჩვენი ქვეყანა არც ჩვენ გვიყვარს ნაკლებად და მის ტკივილს ძალიან განვიცდით და მისი სიხარული გვიხარია.
ან წამოსვლის მსურველი რა პრობლემების წინაშე დგება რომ მომზადებული შეხვდეს ან სულაც გადაიფიქროს.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alilo
პოსტი Jul 11 2007, 02:19 AM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 303
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,393



მეც გეტყვით რატო მოდიან სქრთველოდან ხალხი აქით იმოტმ რო მანდ უჭირთ ვერაფერს აკეთებენ ზოგი ზარამცია.საქრთველოში მიწა რო გაადამუშაოს კაცმა და მიწაზე იმუშაოს ძალაინ კარგიად მოეწყობა დამიანი მაგარმ ხალხს უნდა მერსედესები ბეევნე და სხვა და სხვა სპორტული მანქანები და ბევრი სიმდიდრე.ზოგი აქ რო პულს დაიანხვს საქართველო აგარ უნდა ერთს ვეკითხები საქტველოში ბრუნდები მეთქი არაო ასე მიტხრა რატო მეთქი აქა რასაც გავაკეთებო იქ ვერაო ჩვენ თიუ არ დავბრუნდით და საქრთველოს ხელი თუ არ შეუწყეთ ისე საქრთველოში ვერასსოდეს გააკეთებ ვერაფერს .ისევ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ რომ საქრთველოში მეტის გფაკეთება შეგვეძლოს არა სამუდამომდ დარჩენა აქ იმიტომ რო გეშინოდეს საქრთველოში დაბრუნებისა და სიღარიბისა.ჩემო ემიგრანტებო დავბრუნდეთ სამშობლოში და ჩვბენი განათლებით გავაბრწყინოთ საქრთველო და უფლის შეწევნითაც (რაც პირველ რიგში საჭიროა) ღმეთი შეეწიოს ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიას და გფარავდეთ უფალი,მეოხი იყოს თქვენ დედა ღვთისა უფლის მიმართ.


--------------------
კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 08:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი