რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?, დიაკვან ანდრია კურეავის ცდომილების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?, დიაკვან ანდრია კურეავის ცდომილების შესახებ |
nk44 |
Nov 20 2011, 01:38 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
ციტატა ქრსტე არის ერთი პირი ორი ბუნებით, სრული ღმერთი (საღვთო ბუნებით) და სრული კაცი (კაცობრივი ბუნებით) ხოდა რომელს მოშივდა?? -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
afxazi |
Nov 20 2011, 01:41 PM
პოსტი
#22
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
nk44
ციტატა ხოდა რომელს მოშივდა?? ვაიმეეეეეე კარგი მაშინ სხვანაირად აგიხსნი: შიმშილი, განყენებულად, არის ბუნების თვისება, რითაც (ამ ნიშნით) ეს თვისება საერთოა ყველა ადამიანისათვის, მაგრამ სიტყვა მოშივდა ცხადყოფს უკვე პიროვნებას, რადგან თვისება "შიმშილი" გამოთქმით "მოშივდა" უკვე ამოქმედებულია, ამოქმედება თვისებისა კი არის ჰიპოსტასის თვისება. ამიტომ ვამბობ, რომ მოშივდა ჰიპოსტასს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
nk44 |
Nov 20 2011, 01:45 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
nk44 ვაიმეეეეეე კარგი მაშინ სხვანაირად აგიხსნი: შიმშილი, განყენებულად, არის ბუნების თვისება, რითაც (ამ ნიშნით) ეს თვისება საერთოა ყველა ადამიანისათვის, მაგრამ სიტყვა მოშივდა ცხადყოფს უკვე პიროვნებას, რადგან თვისება "შიმშილი" გამოთქმით "მოშივდა" უკვე ამოქმედებულია, ამოქმედება თვისებისა კი არის ჰიპოსტასის თვისება. ამიტომ ვამბობ, რომ მოშივდა ჰიპოსტასს. კაცო ნუ ცხარობ მე გეკითხები კონკრეტულად და შენ კი მიკიბულ მოკიბული მპასუხობ, ანუ მოშივდა ძეს ხო??? -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
afxazi |
Nov 20 2011, 02:35 PM
პოსტი
#24
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
nk44
ციტატა შენ კი მიკიბულ მოკიბული მპასუხობ, აა, თურმ მე გპასუხობ მიკიბულ-მოკიბულად? სიტყვა მოშვიდა გულისხმობს პიროვნებას, მეთანხმები თუ არა? ყველაშემთხვევაში ეს ასეა. შესაბამისად როდესაც მეკითხები რომელს მოშივდა, უკვე გულისხმობ ორს. ციტატა ანუ მოშივდა ძეს ხო??? მოშივდა ქრისტეს, ერთ ჰიპოსტასს ორი ბუნებით. ასე ძნელია ამის გაგება, თუ არ გესმის საერთოდ? კარგი ასე ვიტყვი, მოშივდა განკაცებულ ღმერთს ადამიანური ბუნებით და არა ასე: მოშივდა ადამიანურ ბუნებას. კიდევე რთხელ ვამბობ, განყნებულად შიმშილი არის ბუნების თვისება, მაგრამ მოშივდა უკვე გულისხმობს ჰიპოსტასს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
nk44 |
Nov 20 2011, 06:52 PM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
nk44 აა, თურმ მე გპასუხობ მიკიბულ-მოკიბულად? სიტყვა მოშვიდა გულისხმობს პიროვნებას, მეთანხმები თუ არა? ყველაშემთხვევაში ეს ასეა. შესაბამისად როდესაც მეკითხები რომელს მოშივდა, უკვე გულისხმობ ორს. მოშივდა ქრისტეს, ერთ ჰიპოსტასს ორი ბუნებით. ასე ძნელია ამის გაგება, თუ არ გესმის საერთოდ? კარგი ასე ვიტყვი, მოშივდა განკაცებულ ღმერთს ადამიანური ბუნებით და არა ასე: მოშივდა ადამიანურ ბუნებას. კიდევე რთხელ ვამბობ, განყნებულად შიმშილი არის ბუნების თვისება, მაგრამ მოშივდა უკვე გულისხმობს ჰიპოსტასს. ციტატა კარგი ასე ვიტყვი, მოშივდა განკაცებულ ღმერთს ადამიანური ბუნებით გასაგებია ასე გეთქვა მანამდეც მეც მაგას ვფიქრობდი რომ მოშივდა ადამიანურ ბუნებით -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
A.V.M |
Nov 20 2011, 08:13 PM
პოსტი
#26
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
თუ არ ვცდები ამ თემაში იყო არა-არქიმანდრიტ რაფაელს რაში არ ეთანხმებითო ხო?
ხოდა თუნდაც იმ აზრში რომ-იესო ქრისტემ თავისი კაცობრივი ვუნებით მეორედ მოსვლის დრო არ იცის. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
nk44 |
Nov 20 2011, 09:40 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
თუ არ ვცდები ამ თემაში იყო არა-არქიმანდრიტ რაფაელს რაში არ ეთანხმებითო ხო? ხოდა თუნდაც იმ აზრში რომ-იესო ქრისტემ თავისი კაცობრივი ვუნებით მეორედ მოსვლის დრო არ იცის. კი მაგრამ ამას ხომ თავად ქრისტე ამბობს?!! 36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან მათე 24.36 -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
Hercules |
Nov 20 2011, 10:08 PM
პოსტი
#28
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 26-July 11 წევრი № 11,371 |
მე წაკითხული მაქვს ბატონი ედიშერის აღნიშნული ნაშრომი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე და აფხაზს ვთხოვ რომ ამიხსნას. თუ ერთი პიროვნება შეიძლება იყოს ხრწნადიც და უხრწნელიც, რატომ არ შეიძლება იყოს მცოდნეც და არმცოდნეც? იესოს ტვინი ხომ თანდათანობით ვითარდებოდა?
არქმიმანდრიტი რაფაელის პასუხი მგონი არ არსებობს, რადგან ''გიო ხომასა'' ამდენი ხანია მაგ წიგნის დადებით იმუქრება, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს |
afxazi |
Nov 20 2011, 10:38 PM
პოსტი
#29
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
nk44
ციტატა 36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან ამ ციტატის გაგებას ელემენტარული მონდომება, სახარების განმარტებათა ხელში აღება და წაკითხვა ჭირდება. ციტატა მე წაკითხული მაქვს ბატონი ედიშერის აღნიშნული ნაშრომი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე და აფხაზს ვთხოვ რომ ამიხსნას. თუ ერთი პიროვნება შეიძლება იყოს ხრწნადიც და უხრწნელიც, რატომ არ შეიძლება იყოს მცოდნეც და არმცოდნეც? იესოს ტვინი ხომ თანდათანობით ვითარდებოდა? არქმიმანდრიტი რაფაელის პასუხი მგონი არ არსებობს, რადგან ''გიო ხომასა'' ამდენი ხანია მაგ წიგნის დადებით იმუქრება, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს ბატონმა ედიშერმა განმარტა ეს ყოველივე, თუმცა მამა ლაზარემ ამის გამო მწვალებლობა დააბრალა მას, არადა წყარო იოანე დამასკელია. როდესაც თვისებებზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა გვქონდეს გარკვეულობა რა ტიპის თვისებებზეა საუბარი. უყვედრელ ვნებულებებს (რომელშიც ერთიანდება ხრწნილება), რაც ცოდვის შედეგი იყო ვერ გავათანაბრებთ ისეთ თვისებებთან, რაც არის უმეცრება, მონობა, არაცხოველმყოფელობა, არამეუფება. წმ. იოანე დამასკელი ამბობს: "გვმართებს ვიცოდეთ, რომ უფალმა მიიღო უმეცრებითი და მონური ბუნება, რადგან ადამიანური ბუნება, ერთი მხრივ, მონაა მისი შემქმნელი ღვთისა და, მეორე მხრივ, არც სამომავლოთა ცოდნა აქვს მას. ამიტომ, თანახმად გრიგოლ ღვთისმეტყველისა, „თუ ხილულს გავმიჯნავთ გონებითისგან“ (30-ე სიტყვა), მონურად და უმეცრად ითქმის ხორცი, მაგრამ ჰიპოსტასისეული იგივეობისა და განურღვეველი ერთობის გამო გამდიდრდა უფლის სული სამომავლოთა ცოდნით, ისევე როგორც დანარჩენი ღვთივნიშნებით. მართლაც, ისევე როგორც ადამიანთა ხორცი საკუთარი ბუნების მიხედვით არ იყო ცხოველმყოფელი, მაგრამ უფლის სული, ჰიპოსტასურად შეერთებული თვით ღმერთ-სიტყვასთან, თუმცა არ განდგომია იგი ბუნებისეულ მოკვდავობას, ცხოველმყოფელი გახდა სიტყვასთან ჰიპოსტასური ერთობის გამო და არ ძალგვიძს თქმა, რომ არ იყო და არის იგი მარადის ცხოველმყოფელი, ამგვარადვე, ადამიანური ბუნება არსობრივად არ ფლობს სამომავლოთა ცოდნას, მაგრამ უფლის სული ღმერთ-სიტყვასთან ერთობისა და ჰიპოსტასისეული იგივეობის გამო გამდიდრდა, როგორც ვთქვი, დანარჩენ ღვთივნიშნებთან ერთად სამომავლოთა ცოდნითაც. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ არც მისი მონად თქმა ძალგვიძს, რადგან მონობისა და მეუფეობის სახელი ნიშნეულობაა არა ბუნებისა, არამედ - მიმართებითობათა, როგორც, აგრეთვე - მამობისა და ძეობის სახელი, რამეთუ ესენი გვიცხადებს არა არსებას, არამედ მოთვისეობას. ამიტომ, როგორც უმეცრებასთან დაკავშირებით გვითქვამს, თუკი დაწვრილმანებული განჩხრეკით ანუ გონების ფაქიზი წარმოსახვებით განვყოფთ ქმნილს უქმნელისგან და თუ ხორცი არ იქნება შეერთებული ღმერთ-სიტყვასთან, მაშინ მონა იქნება იგი; მაგრამ ერთგზის ჰიპოსტასურად შეერთებული როგორღა იქნება მონა? მართლაც, ერთია რა ქრისტე, არ შეიძლება, რომ თავისი თავის მონა იყოს ის, ვინც უფლად ჰგიეს. ესენი ხომ მიმართებითნი არიან და არა მარტივად ნათქვამთაგანნი3. ამიტომ, ვისი მონა იქნება იგი? მამისა? მაგრამ თუ იგი მამის მონაა, თავისი თავისა კი - არანაირად, მაშ ყოველივე, რაც მამას აქვს, არ ყოფილა ძისა. ანდა, როგორღა ამბობს მოციქული ჩეენს შესახებ, რომლებიც ქრისტეს მიერ ვართ ძეობილნი, რომ: „აღარ ხართ მონა, არამედ ძე“ (გალატ. 4,7), თუ თვითვეა მონა?" ამასთან გთხოვ დაკვირვებით წაიკითხო გარდამოცემის 91 თავი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Hercules |
Nov 20 2011, 11:03 PM
პოსტი
#30
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 26-July 11 წევრი № 11,371 |
დიდი მადლობა პასუხისთვის. ახლა სრულიად გასაგები გახდა
|
afxazi |
Nov 20 2011, 11:15 PM
პოსტი
#31
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
წმ. იოანე დამასკელი 91-ე თავში მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან ისეთ თვისებებს, როგორიცაა შიმშილი, წყურვილი, ხრწნილება და ა.შ. და თვისებებს, როგორიცაა უმეცრება, მონობა, არაცხოველმყოფელობა, მეუფება.
ამ თავში ვკითხულობთ: თავი ოთხმოცდამეთერთმეტე ქრისტეს მიმართ თქმულთა შესახებ Γ. შეერთების შემდეგ სათქმელნი სამი სახისაა: 1. პირველია ის, რაც განგებულებითად იქმნა და ითქვა მის მიერ შესაბამისად ბუნებისა, როგორც მაგალითად: ქალწულისგან შობა, ასაკობრივად ზრდა, წარმატება, შიმშილი, წყურვილი, დამაშვრალობა, ცრემლი, ძილი, ლურსმნებით დახვრეტა, სიკვდილი და სხვა ამგვარი, რაც კი ბუნებისეულ და უყვედრელ ვნებულებას წარმოადგენს, რადგან ყველა მათგანში არის შეზავებულობა ღვთიურისა ადამიანურთან. 4. მეოთხეა ის, რაც გამომდინარეობს წარმოდგენისეული გამიჯვნიდან, რადგან თუ წარმოდგენაში გავმიჯნავთ ჭეშმარიტად განუყრელთ, ე. ი. [თუ გავმიჯნავთ] ხორცს სიტყვისგან, მაშინ ითქმება იგი „მონადაც“ და „უმეცრადაც“, რადგან მონური და უმეცრებითი ბუნებისაც იყო და რომ არ შეერთებოდა ღმერთ-სიტყვას ხორცი, მონური იქნებოდა ის და უმეცარი, მაგრამ, ღმერთ-სიტყვასთან ჰიპოსტასური შეერთების გამო, აღარც მონა იყო და აღარც უმეცრებდა. ამგვარადვე უწოდა მან, აგრეთვე, მამას თავისი ღმერთი. მე მგონი ყველაფერი ცხადია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
lasha_k |
Nov 21 2011, 12:04 AM
პოსტი
#32
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
afxazi
გაიხარე აფხაზ მართლა სიტყვის გადმოცემის ოსტატი ხარ *** მე არ მესმის როგორ შეიძლება ქრისტიანმა კაცმა იესო ღმერთად აღიარო და ამავდოულად უმეცრად გამოიყვანო ...ეს ხომ ყოვლად წარმოუდგენელია |
A.V.M |
Nov 21 2011, 12:42 AM
პოსტი
#33
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა კი მაგრამ ამას ხომ თავად ქრისტე ამბობს?!! 36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან მათე 24.36 ეჰ.... მერამდენედ ხდება იმ სიტყვების გამეორება რაც მე უნდა დავწერეო... მაგრამ არა უშავს. ეხლა დაინახავთ ბატონო,რომ მაგ საკითხსი დიდად პატივცემული არქიმანდრიტი რაფაერი ცდებს. დავიწყოთ წმ.მამათა განმარტებებით ამის შესახებ.და უპირველესად ვთქვათ თეოფილე ბუკგარელის სიტყვები: ,,სურს რა მოთოკოს მოწაფეთა ცნობისმოყვარეობა უკანასკნელ დღესა და საათზე, უფალი ეუბნება, რომ არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ არ იციან ამის შესახებ. მას რომ ეთქვა, მე ვიცი, მაგრამ არ მსურს გაგიმხილოთ, ასეთ შემთხვევაში დაანაღვლიანებდა მათ. ახლა კი, როცა ამბობს, რომ არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც მე არ ვიცით, - იგი ფრიად ბრძნულად იქცევა და მთლიანად თოკავს მათ სურვილისგან გაიგონ და თავი მოაბეზრონ მას. ამის გაგებას მაგალითი შეძლებ. პატარა ბავშვები, როდესაც დაინახავენ რაიმეს მამის ხელში, ხშირად სთხოვენ მას და თუკი მამებს არ სურთ მიცემა, ისინი ვერ იღებენ რა რაც ითხოვეს, იწყებენ ტირილს. ასეთ შემთხვევაში მამები მალავენ საგანს, რომელიც ხელში ეჭირათ და უჩვენებენ ბავშვებს ცარიელ ხელებს, რათა შეაკავონ მათი ცრემლები. ასევე უაფლმა, ექცევა რა მოციქულებს როგორც ბავშვებს, დაფარა მათგან უკანასკნელი დღე. სხვაგვარად, რომ ვთქვა, მე ვიცი, მაგრამ არ გეტყვით, - ისინი დამწუხრდებოდნენ, რადგან მას სურდა მათთვის თქმა. ხოლო ის, რომ უფალმა იცის უკანასკნელ დღესა და საათზე, ეს ნათელია, რადგანაც თავად შექმნა საუკუნენი. მაშ, როგორღა არ იცის ის, რაც თავადვე შექმნა? ამისთვის, ჩვენი სარგებლისათვის ღმერთმა დაფარა როგორც საყოველთაო აღსასრული ცხოვრებისა, ისე თითოეული ჩვენგანისა, კერძოდ, რათა ჩვენ, ამ აღსასრულის არცოდნის პირობებში, განუწყვეტლივ ვიღვწოდეთ, ველით და გვეშინია რა, რომ მოუმზადებლებს არ მოგვისწროს. მაგრამ თქმული სხვა მხრივადაც განვიხილოთ. საღამოს დგება აღსასრული, როდესაც ვინმე მოხუცებულობაში კვდება; შუაღამისას - როდესაც შუახანს მიაღწევს, მამლის ყივილისას - როდესაც ჩვენში განსჯა იღვიძებს არაცნობიერის ძილისაგან იწყებს მოქმედებას და გაგებას, მასში თითქოსდა მამალი იწყებს ხმობას. დაბოლოს, დილა სულ მთლად ბავშურ ასაკს აღნიშნავს. ამრიგად, ყველას მართებს სიცოცხლის დასასრულზე ფიქრი. ჩვილი რომ ჩვილია - მასზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ მოუნათლავი არ მოკვდეს. ამას ამცნებს უფალი ზოგადად ყველას - საერთო ხალხსაც და განდეგილებსაც. ასე რომ ჩვენ მღვიძარებაში უნდა ვიყოთ და ვილოცოთ, აღვასრულოთ ერთიცა და მეორეც, რადგან მრავალნი, თუმცა კი მღვიძარენი არიან, მაგრამ ღამეებს ლოცვაში კი არ ატარებენ. არამედ ცუდ საქმეებში. დააკვირდი იმასაც, რომ ახლა ქრისტეს არ უთქვამს: მე არ ვიცი, როდის დადგება აღსასრულის ჟამი, არამედ „არ იცით“, რადგანაც ჩვენი სარგებლობისთვის დაფარა ეს ჟამი. თუკი ჩვენ არ ვიცით რა აღსასრულის ჟამი, მტრობა გვაქვს ერთმანეთს შორის, რას აღარ ჩავიდენდით აღსასრულის ჟამი რომ არ ვიცოდეთ? მაშინ სიცოცხლის მთელ დროს, სიკვდილამდე, უკიდურესად ცუდ საქმეებში გავატარებდით. ხოლო უკანასკნელ დღეს, გამოვხატავდით რა სინანულს, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებოდით. ეხლა წმ.ევლოგის აზრი ვნახოთ: ”ზოგთა სიტყვით, როდესაც უფალმა თქვა, რომ არ იცის უკანასკნელი დღე, ამით მან ცხადყო და წარმოაჩჳნა ის ნიშნულება, რაც საკუტრივ ადამიანური ბუნებისათვისაა თვისობრივი, არათუ იმ აზრით, რომ თვითვე იყო უმეცარი (განიგდოს ეს, რადგან ვინც დაუშვებს, რომ უმეცრება ჰქონდა მას ან ღვთიურად ან ადამიანურად, ასეთი ვინმე ვერ იქნება თავისუფალი მცდარი კადნიერებისგან), არამედ - იმ აზრით, რომ, როგორც ამბობს ნეტარი კირილე, თუ დაწვრილმანებული აზრებით ანუ გონების წარმოსახვებით, განხილვის წესისამებრ, გავაცალკევებთ თითოეულ ბუნებას, დავინახავთ მათთვის თვისობრივ და თავ-თავის ნიშნეულობებს, ან კიდევ, თანახმად გრიგოლ ღვთისმეტყველისა, რაჟამს წარმოდგენაში დავაშორიშორებთ ბუნებებს, გაიმიჯნებიან სახელებიც, ხოლო თვისობრივი ნიშნეულობა ლიტონი ადამიანობისა არის უმეცრება. სწორედ ამ კუთხით შეიძლება იტქვას, რომ ქრისტეს კაცებასთან, როგორც უბრალოდ კაცებასთან, დაკავშირებით დაინახება უმეცრება” ეხლა წმ.გრიგოლ დიდს მოვუსმინოთ: ,,რადგან განკაცდა მხოლოდშობილი ძე და გახდა იგი ჩვენს გამო სრული კაცი,იცოდა კიდეც მან დღე და საათი განკითხვისა თავისი კაცობრივი ბუნებით." ამ ეტაზე ეს ვიკმაროთ და შემდეგ გავაგრძელოთ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
gio_xomasa |
Nov 21 2011, 10:42 AM
პოსტი
#34
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 17-November 11 წევრი № 11,771 |
Hercules
ციტატა გიო ხომასა'' ამდენი ხანია მაგ წიგნის დადებით იმუქრება, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს ხელით იკრიფე ტექსტი იმ წიგნიდან და ამიტომ არ ხერხდება ჯერ-ჯერობით დადება,ვეცდები უახლოეს მომავალში დავდო. |
afxazi |
Nov 21 2011, 10:49 AM
პოსტი
#35
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
gio_xomasa
არადა მე მგონი სულ ტყუილად წვალობ, არაფერი ახალი მაგ წიგნში არ წერია. ვისაც სკანერი აქვს იქნებ დაასკანეროს და შემოგვთავაზოს. მე წიგნი კი მაქვს, მაგრამ სკანერი არ მაქვს. ერთიცაა, კარგი დავდეთ ეგ წიგნი, რა მერე. შენ შეგნებული გაქვს ის საკითხები რაც მასშია განხილული? ვეჭვობ რომ არა და აბა მითხარი რა აზრი აქვს საუბარს. აბა მიდი 29-30 გვერდები აკრიფე და დადე, ვნახოთ როგორ ესმის არქ. ლაზარეს მაცხოვრის ცხოველმყოფელობა და განვიხილოთ ეს ყველაფერი კირილე ალექსანდრიელის 11- ანათემისა და მისი განმარტების, აგრეთვე წმ. იოანე დამასკელის (რომლის ციტატაც აბსოლუტურად უადგილოდ მოყავს) სწავლებათა ფონზე. თუმცა მე არ მესმის რატომ უნდა წამოიწიოს საზოგადოდ ეს დაპირისპირება. კარგი იქნება გვესაუბრო ჩვენ პირადად და არა ედიშერ ჭელიძის ანდა არქ. ლაზარეს სახელით, ეს ყველაფერი ისტორიაა და არ მგონია სწორი იყოს ყველაფრის ხელახლა განახლება. მეც შემიძლია უამრავი ნაშრომი დავდო, მიგითითო, მაგრამ რა, მე თუ არ ვიცი რა წერია ამ ნაშრომებში რა ხეირია? მე თუ არ მაქვს შეგნებული საკითხი, რისთვის მოვიტანო ციტატები, მხოლოდ იმიტომ რომ არ შევრცხვე? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
gio_xomasa |
Nov 21 2011, 10:53 AM
პოსტი
#36
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 17-November 11 წევრი № 11,771 |
afxazi
მოთმინება, დასკანერება შემიძლია მაგრამ, აკრეფილი მირჩევნია, ასე რომ როცა დამთავრდება აკრეფა დავდებ და მაშინ ვისაუბროთ ამ თემაზე. ოსიპოვის თემაში გკითხე და აქაც გკითხავ რასაც ეხება ეს თემა (რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?) იზიარებ დიაკვან ანდრია კურაევის აზრებს რაც ზემოთ მოყვანილ სტატიაში წერია? |
nk44 |
Nov 21 2011, 02:06 PM
პოსტი
#37
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
ციტატა 36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან ციტატა ამ ციტატის გაგებას ელემენტარული მონდომება, სახარების განმარტებათა ხელში აღება და წაკითხვა ჭირდება. ხოდა დაწერე მერე რატომ ბრაზობ?/ მგონია რომ ვიღაცას ებრძვი და უნდა მოიგო რაღაც ომი. დაწყნარდი ნუ მეჩხუბები. -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
afxazi |
Nov 21 2011, 02:50 PM
პოსტი
#38
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
nk44
აგერ არის ყველაფერი კარგად დაწერილი, მათ შორის შესაბამისი მუხლების განმარტებანი: http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=en -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
nk44 |
Nov 21 2011, 03:04 PM
პოსტი
#39
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
nk44 აგერ არის ყველაფერი კარგად დაწერილი, მათ შორის შესაბამისი მუხლების განმარტებანი: http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=en შენ არ შეგიძლია შენი სიტყვებით ახსნა?? თორე ეგ წაკითხული რომ მაქვს მაგიტომ მაქვს კითხვა ამის მომხრესთან. ანუ შენ ვერ მეტყვი?? -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
afxazi |
Nov 21 2011, 03:13 PM
პოსტი
#40
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
nk44
უკაცრავად მაგრამ იქნებ როდესაც რამეს წერ ჩამოაყალიბო ხოლმე რას მოითხოვ. მე ვთქვი, რომ მითითებული სახარებისეული სიტყვების გაგებას ელემენტარული ქმედება ჭირდებოდა, განმარტებათა წიგნის ხელში აღება და ნახვა ამ განმარტებებისა. შენ დამიწერე: ციტატა ხოდა დაწერე მერე რატომ ბრაზობ? ხოდა რადგან ამ ციტატების ელ. ვერსია არსებობს, ვამჯობინე მიმეთითებინა ლინკი, რომ თავიდან ამეცილებინა უსარგებლო შრომა. ეხლა მოითხოვ, რომ ჩემი სიტყვებით გადმოვცე. ხოდა იქნებ ჩამოაყალიბო ხოლმე რა გინდა და მერე მოითხოვო. ქრისტეს პიროვნებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდი? პრობლემა არ მაქვს, სიამოვნებით ვისაუბრებ შენთან, მაგრამ იმას რასაც ქრისტეს შესახებ ამბობდი, ცოტა დამაბნია, რადგან ისიც კი არ ვიცი როგორ გესმისი სწავლება მისი პიროვნების შესახებ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 01:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი