დაფარული მესიჯი იესოს გენეალოგიაში (დაბ. 5) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაფარული მესიჯი იესოს გენეალოგიაში (დაბ. 5) |
აკაკი |
Aug 31 2010, 06:25 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
სახარება შესაქმეში
ხშირად ვიყენებთ სიტყვას "სახარება" როგორც კეთილი უწხება, ვნახოთ სად არის ბიბლიაში პირველად ეს უწყება მოცემული? ვნახოთ! მაცხოვარი ბრძანებს: ციტატა ნუ ჰგონებთ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. (მთ. 5-17,18) გადავხედოთ შესაქმის წიგნის V თავს აქ წარმოდგენილია გენეალოგია ადამთგან ვიდრე ნოეთმდე, აქ ჩამოთვლილია ებრაული სახელები, მოდით ვნახოთ რას ნიშნავს ქართულად ეს სახელები. =წარღვნა სახელი მათუსალა შედგება ორი სიტყვისაგან "მათ" რომელიც ნიშნავს სიკვდილს და "შალახ" რომელიც ნიშნავს "მოიტანს" (მოტანას) ან "გაგზავნას". ასე, რომ სახელი მათუსალა გვეუბნება "მისმა სიკვდილმა უნდა მოიტანოს" მათუსალას მამას მიეცა წინასწარ-უწყება წარღვნის შესახებ, წინასწარმეტყველება მას უცხადებდა, რომ სანამ მისი შვილი ცოცხალი იქნებოდა წარღვნა არ მოხდებოდა და როდესაც იგი გარდაიცვლებოდა სწორედ ეს მოიტანდა წარღვნას დედამიწაზე. და მართლაც იმ წელს როცა მათუსალა გარდაიცვალა დედამიწაზე წარღვნა მოვიდა. აღსანიშნავია, რომ მათუსალას ცხოვრება სიმბოლოა ღვთის მოწყალებისა, რადგან იგი იყო გაფრთხილება, რომ ახლოვდებოდა წარღვნა. მათუსალას ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია რაც კი აღნიშნულა ბიბლიაში, რაც ასევე მეტყველებს ღვთის დიდ მოწყალებაზე. = სხვა სახელები ადამი - ნიშნავს კაცს, ანუ როგორც პირველი კაცი, სჩანს საკმარისია! სითი - ასე ეწოდა ადამის მესამე ძეს, რომელიც ნიშნავს "აღთქმულს" ე.ი "წინასწარ დანიშნულს, დადგენილს ან განსაზღვრულს" ევამ თქვა: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ. ენოსი - ასე ეწოდა სითის ძეს, რომელიც ნიშნავს "მოკვდავს". წარმოდგება სიტყვისაგან "ანაშ", რომელიც ნიშნავს უკურნებელს, დავადების, უბედურების, და ა.შ კაინანი - ასე ეწოდა ენოსის ძეს, რომელიც ნიშნავს "დარდს", "მწუხარებას-წუხილს" მალელეილი - ასე ეწოდა კაინანის ძეს, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან "მელელე" ნიშნავს "კურთხეულს" ან "დიდებულს" და "ელ" კი ღვთის სახელს ნიშნავს. ასე, რომ მალელეილი ნიშნავს "კურთხეულ ღმერთს" იარედი - ასე ეწოდა მელელეილის ძეს, სახელი შედგება ზმნისაგა "იარად", რომელიც ნიშნავს "ქვე გარდამოვიდეს" ანუ "გადმოვიდეს, ჩამოვიდეს ქვემოთ" ენოქი - ასე ეწოდა იარედის ძეს, რომელიც ნიშნავს "სწავლებას" ან "დასაბამს, დასაწყისს". ენოქის უძველეს წინასწარმეტყველებას ციტირებს იუდა (არა ისკარიოტელი) მოციქული თავის კათოლიკე ეპისტოლეში, რომელიც ეხება ქრისტეს მეორედ მოსვლას (იუდა 14, 15) მათუსალა - იყო ენოქის ძე, ვის შესახებაც მცირედ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ენოქმა მიიღო წინასწარმეტყველება, რომ ვიდრე მისი ძე არ მოკვდებოდა წარღვნა არ იქნებოდა. ენოქის შესახებ ვიცით, რომ იგი არ მომკვდარა, არამე "გარდასცვალა ღმერთმა" ლამექი - ასე უწოდა მათუსალამ თავის ძეს, რომელიც ნიშნავს "გულისტკივილს", "გოდებას", "ტირილს" ნოე - ნიშნავს "განსვენებას", "შვებას", "ნუგეშს" = მოდით ჩამოვთვალოთ სახელები: ადამი - კაცი სითი - აღთქმული ენოსი - მოკვდავი კაინანი - მწუხარება / დარდი მალელეილი - ღმერთი კურთხეული იარედი - ქვე გარდამოვიდეს / გადმოვიდეს, ჩამოვიდეს ქვემოთ ენოქი - სწავლება / დასაბამი მათუსალა - მისი სიკვდილი მოიტანს ნოე - განსვენება / შვება ========= კაცი [არს] აღთქმულ მოკლვად [და] გოდებად, [ხოლო] ღმერთი კურთხეული ქვე გარდამოვიდეს მასწავლელად (დასაბამად), [რათა] სიკვდილმან მისმან მოსცის განსვენებაი. კაცი დანიშნულია მოსაკლავად, გლოვად, [მაგრამ] კურთხეული ღმერთი ქვევით ჩამოვა მასწავლებელად [რომლის] სიკვდილმაც უნდა მოიტანოს შვება, განსვენება. |
terra |
Aug 31 2010, 06:32 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ვა, საინტერესოა
-------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ikanosi |
Aug 31 2010, 06:59 PM
პოსტი
#3
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა გაოგნებული ვარ: რა წიგნია ბიბლია!!!! მადლობა ღმერთს, დიდი რამ მოგვცა უფალმა მეც, შეიძლება ითქვას ყბა ჩამომივარდა -------------------- ფარით ან ფარზე
|
damiane80 |
Aug 31 2010, 07:22 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ციტატა არ დაიჯერებთ, რომ გითხრათ ებრაელმა რაბინებმა სწორედაც, განგებ "შეთხზეს" რომ დაემალათ "ქრისტეს სახარების" ეს გენალოგია მათი საპატივცემული წიგნი თორა! ეს ვერ გავიგე რას გულისხმობდი, იქნებ განმარტო |
აკაკი |
Aug 31 2010, 07:43 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
damiane80
ეს მე ვთარგმნე მართალი გითხრა ეს მეც ვერ გავიგე... ავტორი რას გულისხმობდა. ნუ რაღაც გამოიგონეს, რომ დაემალათ ეს ყველაფერი. |
ikanosi |
Aug 31 2010, 08:03 PM
პოსტი
#6
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
თორა (תורה) -- ებრაულად სწავლება, დარიგება, კანონი. თორა არის თანახის (תנ"ך) ნაწილი, რომელიც ქრისტიანული ბიბლიის ძველ აღთქმას შეესაბამება. თორა შედგება მოსეს 5 წიგნისაგან:
დაბადება Genesis (ბერეშით בראשית) - მოსეს I წიგნი გამოსვლათა Exodus (შემოთ שמות) - მოსეს II წიგნი ლევიტელთა Lexitikus (ვაიკრა ויקרא) - მოსეს III წიგნი რიცხვთა Numeri (ბემიდბარ במדבר) - მოსეს IV წიგნი მეორე რჯულისა Deuteronomium (დვარიმ דברים) - მოსეს V წიგნი და რა შეთხზეს? ეს ხომ ისედაც შედის ბიბლიაში? -------------------- ფარით ან ფარზე
|
ქევანა |
Sep 2 2010, 10:19 AM
პოსტი
#7
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ეზოთერიკა
რა საჭიროა ქრისტეს მოსვლაზე ასეთი დაშიფრული ტექსტების ჩადება გენეალოგიაში, როცა რამდენი ებრაელი წინასწარმეტყველი სიტყვით ამბობდა და ამოწმებდა იესოზე და არ ესმოდა ხალხს -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მხევალი ნინო |
Sep 2 2010, 10:28 AM
პოსტი
#8
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ქევანა
ციტატა ეზოთერიკა გუშინ მინდოდა ტქმა, მაგრამ თავი შევიკავე. ვერ ვიტან ამ დაშიფრებს და განშიფვრებს. არაფერს არ მალავს ღმერთი და არ შიფრავს, პიორდაპირ ტქვა, რაც სათქმელი იყო და მაინც არ ირწმუნა ხალხმა. ჩვენი რელიგია მე პირადად უფრო მარტივი და ადვილად გასაგები მგონია და სუფთა ამ დაფარული და საიდუმლო რაღაცებისგან. ძალიან სამწუხაროა, რომ კაიროსი, კანუდოსა, კანონა და აფხაზი ვეღარ იცლიან და ეს ფორუმი რაღაც მარაზმს დაესმგავსა რეები იწერება -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ქევანა |
Sep 2 2010, 10:59 AM
პოსტი
#9
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
მხევალი ნინო
ციტატა კაიროსი, კანუდოსა, კანონა და აფხაზი მართალი ხარ. ძალიან ცუდ დროს დაგვეკარგნენ. ამათ რომ იციან მაგდენი ვინ იცის -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
.zakaria. |
Sep 2 2010, 11:13 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
-------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
m16 |
Sep 2 2010, 06:18 PM
პოსტი
#11
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
ვერაფერი გავიგე
-------------------- :)
|
afxazi |
Sep 3 2010, 12:47 AM
პოსტი
#12
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ორიოდ სიტყვას მეც ვიტყვი ამ საკითხის ირგვლივ. იმედია არ მიწყენს თემის ავტორი, თუკი ვიტყვი, რომ ქრისტიანობა ამგვარი მსჯელობებისგან შორს დგას. თუკი რომელიმე პიროვნება, ეკლესიის მოძღვარი და ა.შ. აკეთებს ამგვარ გამოანგარიშებებს (ეს ყოველივე მსგავსია მეორედ მოსვლის თარიღის გამოანგარიშებასთან), ეს უფრო მისი კერძოობითი შემთხვევაა. ეკლესიური მოძღვრება არასოდეს არ იყენებდა მსგავს რამეებს, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, ქრისტიანობა შორსაა ასეთიი აზრებისგან. გნოსტიკური სექტები, რომლებიც მრავლად არსებობდნენ I-II ს-ში სხა მეტი არაფრით იყვნენ დაკავებულნი. მათ ეგონათ, რომ მხოლოდ მათში იყო რაღაც საიუდმლო, რომელსაც მხოლოდ გნოსტიკოსები ფლობდნენ, სხვა ყველანი კი მოკლებულნი იყვნენ ამ ცოდნას. ეს ცრუ სწავლება ამხილა კლიმენტი ალექსანდრიელმა და შემდგომ სხვა ეკლესიის არაერთმა მამამ.
ცოტა უცნაურია "დაბადების" ერთ-ერთი თავის მიხედვით ვისაუბროთ ამ თავში დაშიფრული ცნობის შესახებ, რომელიც უფლის მოსვლას შეეხება, მაშინ როცა მთელი ძველი აღთქმა მომზადებაა უფლის განკაცებისთვის. ეკლესია იყენებს მხოლოდ ალეგორიულ მიდგომას და არა რაღაც შიფრის გასახსნელ ამოცანებს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
shavlegi |
Sep 3 2010, 03:14 AM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 117 რეგისტრ.: 7-July 09 წევრი № 7,229 |
მეც სრულიად გეთანხმებით!სწორედ ასეთი ლოგიკისა და არასწორი მსჯელობის საფუძველზეა შექმნილი ამდენი სექტა. ჩემი აზრით არ იყო დასამალი ის, რომ უფალი უნდა განკაცებულიყო.
ციტატა ეზოთერიკა რა საჭიროა ქრისტეს მოსვლაზე ასეთი დაშიფრული ტექსტების ჩადება გენეალოგიაში, როცა რამდენი ებრაელი წინასწარმეტყველი სიტყვით ამბობდა და ამოწმებდა იესოზე და არ ესმოდა ხალხს მეც სწორედ ამის თქმა მინდა! |
აკაკი |
Mar 15 2011, 06:13 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
|
კანონისტი |
Mar 15 2011, 06:56 PM
პოსტი
#15
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
სრულად ვეთანხმები აფხაზს.
ქრისტიანული რწმენა ღრმა და ამავე დროს, მარტივია. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
აკაკი |
Mar 15 2011, 07:29 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
რავიცი მე მხოლოდ ვთარგმნე
|
კანონისტი |
Mar 15 2011, 08:10 PM
პოსტი
#17
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აკაკი
გასაგებია. არანაირი პრობლემა ისე აღვნიშნეთ ჩვენც. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
saba11 |
Mar 15 2011, 11:23 PM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 8-March 11 წევრი № 10,623 |
ეს არასწორია და ეკლესიისათვის მიუღებელი. ასე ამიხსნეს და რავიცი......
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი