"ტყე შეუნახე შვილებსა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ტყე შეუნახე შვილებსა" |
marine |
Jan 31 2018, 11:35 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატრიარქი ბრძანებს, რომ უპირველესი საზრდო სულიერებისა - ეს არის ტყე და ულამაზესი გარემო, რასაც ბუნება ქმნის. ტყეში, ამ ხელთუქმნელ ბუნებრივ გარემოში ყველაფერი ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან: მიკროორგანიზმები, ნიადაგი, ბალახი, ფრინველი, ნადირი, ხე, ბუჩქი...
ტყე იყო და არის ხელოვნების, მუსიკის, პოეზიის, მხატვრობის შთაგონების წყარო. ჩვენი პატრიარქი უდიდესი ქომაგია ბუნებისა. მას განსაკუთრებით უყვარს კვიპაროსი - მწვანე სანთლებს უწოდებს. ერის ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ბუნებისა და ტყის მიმართ. თუნდაც საპატრიარქოს ეზო გახლავთ მცირე ზომის ბოტანიკური ბაღი, რომელიც უზარმაზარი სითბოთი და რუდუნებით არის შექმნილი. შემთხვევითი არც ის გახლავთ, რომ ეკლესია-მონასტრები ძირითადად ისეთ ადგილებშია გაშენებული, რომლებიც მშვენიერი ბუნებით და ტყის საფარით გამოირჩევა. შეიძლება პირიქითაც იყოს. ქართველი კაცი ეკლესიის მიმდებარე ტყეებში ერიდებოდა გარკვეულ სამეურნეო საქმიანობას, ეს ხელს უწყობდა ამ ტერიტორიების გატყევებას. ამიტომაც იმ ადგილებში, სადაც ეკლესიები შენდებოდა, ნელ-ნელა ხდებოდა ტყის წარმოქმნაც. ტყეებში დღესაც შემორჩენილია ეკლესიათა და სალოცავთა ნაშთები, ნანგრევები, ომიანობის დროს მოსახლეობის უმრავლესობა თავს ტყეს აფარებდა. ქართული სულიერებიდან გამომდინარე, ქართველი კაცი თავის საცხოვრისთან, ტყეში აგებდა ნიშას, ეკლესიას და ა.შ." /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გაგოშიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 2 2018, 10:07 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემმა მეხსიერებამ აქამდე შემოინახა ასეთი სურათი: ზამთარია. ცა რძისფერია. ხეები თოვლში ჩაძირულან და უზარმაზარ ყვავილებს ჰგვანან. სიჩუმეა. ფეხქვეშ თოვლი ხრაშუნობს. თუ შემთხვევით მოხვდები ტოტს, ხეებიდან თოვლი თეთრ წვიმასავით ცვივა. თოვლი ცეცხლივით გწვავს სახეს.
სული გრძნობს განსაკუთრებულ მშვენიერებას თეთრი ფერისას, როგორც სიმბოლოს მარადისობისა და უსაზღვრო სივრცისა, როგორც სიმბოლოს სულიერი სისპეტაკისა და მყუდროებისა, და გგონია, რომ სპეტაკი ყველაზე მშვენიერია და ყველაზე ღრმაა ფერთა შორის. ბილიკზე დგას მონაზონი ანგელინა, მუხლს გვიდრეკს და მზერით მოგვაცილებს. მე ის ტყის დიასახლისს მაგონებს, რომელიც თავისი კოშკიდან სტუმრებთან გამოსამშვიდობებლად გამოვიდა." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 11 2018, 06:35 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1918 წელს, უნივერსიტეტის გახსნისთანავე, ივ. ჯავახიშვილმა და პეტრე მელიქიშვილმა მოიწვიეს პოლონეთიდან ბ-ნი სოლომონ ქურდიანი, რომელსაც თავის დროზე გერმანულ ენაზე ჰქონდა განათლება მიღებული პეტერბურგის სატყეო ტექნიკურ აკადემიაში.
30-იან წლებში ლავრენტი ბერიამ ამ უდიდეს მეცნიერს ჰკითხა აზრი ენგურის საქაღალდე კომბინატისა და სხვა მერქნის გადამამუშავებელი გიგანტების მშენებლობის თაობაზე, - შესაძლებელია ჩვენი ტყეების ბაზაზე ამხელა კომბინატების ფუნქციონირებაო? სოლომონ ქურდიანმა, რომელიც აბსოლუტურად აპოლიტიკური პიროვნება გახლდათ, ბერიას უპასუხა: - საქართველოში ჩვენ სამრეწველო ტყეები არ გაგვაჩნიაო. ბატონი სოლომონი ტყეში მხოლოდ მერქანს არ ხედავდა. იგი ტყის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ფუნქციიდან გამომდინარე მსჯელობდა ასე. ამის შემდეგ იგი დახვრიტეს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური გაძლიერების მოწინააღმდეგე." /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გაგოშიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 16 2018, 11:49 AM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ადამიანის გადარჩენა, როგორც რელიგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, მდგომარეობს იმაში, რომ დაუბრუნდეს ბუნებას, თავის ფესვებს.
ჩვენი პატრიარქი ერის მამაა, იგი უკეთ გრძნობს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ქართველი კაცის გაუცხოებას ბუნებასთან, მიწასთან, სოფელთან. ამიტომაც მოგვიწოდებს, რომ დავუბრუნდეთ მიწას, ბუნებას, სოფლის მეურნეობას. ეს უკანასკნელი კი წარმოუდგენელია ტყის გარეშე. იქ, სადაც ტყეს ნიადაგდაცვითი ფუნქცია აქვს მოშლილი, არც ადამიანი ცხოვრობს და არც სოფლის მეურნეობა წარმოებს. ტყის გარკვეული ტერიტორიებისადმი უდიერმა დამოკიდებულებამ გამოიწვია საქართველოში ეკოემიგრანტების სიმრავლე. ხშირად ადამიანი იმ ტოტს ჭრის, რომელზეც თვითონ ცხოვრობს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 16 2018, 08:41 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ისევე, როგორც ყანა ვერ გაიზრდება, თუ ერთხელ მაინც არ გაიმარგლა, ტყესაც სჭირდება გამოხშირვა. მაგრამ მეტყევეებს აქვთ ერთი ოქროს კანონი - მოჭერი იმდენი, რამდენსაც ყოველწლიურად შეიმატებს. გარდა ამისა, არსებობს "სანიტარული ჭრები", რომლის დროსაც იჭრება ძირითადად დაავადებული, გადაბერებული ხეები, რომლებიც ხვალ და ზეგ შეიძლება ტყის ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუარესების მიზეზი და საფუძველი გახდეს.
არის "მოვლითი ჭრები", რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტყეების აღზრდას და მიყვანას იმ კონდიციამდე, როდესაც უკვე შეიძლება მთავარი სარგებლობის ჭრების ჩატარება. თუ ყველა ეს ჭრა ჩატარდა ისე, როგორც საჭიროა, ამით საქართველოს ტყეებს არ მიადგება არავითარი ზიანი და მერქნით სარგებლობის საშუალებაც მოგვეცემა." "ეკლესია-მონასტებსაც ჰქონდა საკუთარი ტყეები, რომელთაც ხატის ტყეები ეწოდებოდა. ქართველ კაცს გენში ჰქონდა გამჯდარი, რომ "ხატის ტყეში" ერთი ძირი ხეც კი არ უნდა მოეჭრა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 13 2018, 08:16 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შვილებივით გაუფრთხილდით ტყეს, თითოეული ხე ადამიანს გადაარჩენს".
"გადასარჩენად თავი მთებსა და ტყეებს შეაფარეთ". /წმ. კოზმა ეთოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 25 2018, 07:47 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დაქარვებული ტყეები და ოქროვანი ბაღები..."
/გოგლა ლეონიძე/ "შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე, დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი... როგორ ეკვრება ცას მუქი ჩრდილი, როგორ ირხევა გაძარცვული ტყე..." /გალაკტიონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 29 2018, 05:52 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ტყე ქორფა და მწვანე იყო, ყველგან ბალახი ხასხასებდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 11 2018, 04:48 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...ტყესთან საუბარი, ხეებთან დაძმობილება, ბუნების ამ უტყვი ენის ათვისება..."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 13 2019, 03:59 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მსოფლიოს მთელი გეზი გატყევებისკენაა მიმართული, რათა რამენაირად შევინარჩუნოთ დედამიწა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 15 2019, 04:08 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ტყემ ძალიან ბევრი ოჯახი გადაარჩინა, მაგრამ ახლა ტყე შველას ითხოვს. ტყეში უნდა ჩაიდოს ინვესტიცია და მასიურად უნდა გაშენდეს ტყე"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 17 2019, 10:02 PM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყველაზე მეტად ხეები მიყვარდა, მათი ყურება შვებას მგვრიდა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 12 2019, 04:31 PM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შემდგომ დავათვალიერეთ [ჰერეთში] სოფლის თავში, გაშლილი მინდვრების შუაში პატარა, უღრან ტყედ ქცეული "წმინდა ტყე". მას დღესაც პატრონობენ ბედინაშვილები"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 18 2020, 07:28 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თავიდანვე ბუნების დიდი მტრფიალე ვიყავი, მაინც მთებისა. ტყეც მიყვარდა, მაგრამ იგი ჩემთვის დიდი, მწვანე დუმილი იყო. მისი ჩუჩუნიც მესმოდა, მაგრამ ვერ ვგულისხმობდი"
"ჯერ იყო და კოდალა შემოქოთქოთდა ტყეში. ბარათას თავზე ხემაღალს შემოჰკრა ნისკარტი, წისქვილის სარაკუნასავით აახმიანა" "კარგა ხანს ვიბადუნე ტყეში" "არც ერთი ხე არ დამირგავს, არც მომიჭრია, მაგრამ არც დამირგავს!" /ლევან გოთუა, "ნისლი ნახატარის ტყეში"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 18 2020, 08:59 PM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წავალ, ტყეს მივხედავ... არ გამიჩეხონ... ახლა ყველა აშენებს რაღაცას, ყველას სჭირდება მასალა, რას დაგიდევენ, რომ ტყე ისპობა... ასეა ცხოვრება მოწყობილი - ზოგი ჭრის, ზოგი იცავს... ზოგი კი ახალს ნერგავს!"
"დავიცვათ ტყე, ჩვენი "მწვანე დედა". /ლევან გოთუა, "ნისლი ნახატარის ტყეში"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 24 2020, 06:55 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ტყეს მრავალი მავნებელი ჰყავს"
"მაღალ ფერდებზე გადმომდგარი ნაძვები კი ზეციდან დაკიდებულებს უფრო ჰგავდნენ" "ტაშისკარს აქეთ უღრანი კი არა, ბნელი ტყე ყოფილა!" "მატარებელი უკვე შეჩრდილულ ტყეში მიგუგუნებდა" /ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 24 2020, 07:19 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დალომთათებული ნაძვები მაშვრალ დედებივით დაჰყურებდნენ ახალგაზრდა ხეკოპწიებს"
"ნაძვნარი, დიდებული, უძველესი, უკეკლუცესი აღმოსავლური ნაძვი, ხომ ბორჯომის ტყის შნო და ლაზათია! აბა გახედეთ ამ ლიანდაგის მარჯვნივ თუ მარცხნივ, რა მუქმწვანე ხავერდად ჩამწკრივებულა, უსწორმასწორო კედელ-ფარდად დგას და ოდნავ ირხევა. ზვიად ტანოვანთა და ახოვანთა თავის არეუბეში მსუყე და სურნელოვანი ჩრდილი შეუტბორებია და თითთქოს წიწვის ზღვაური ყველაფერს ფარავს და ფერავს. "არა, ტყე მარტო ხეთა სიხშირე არ არის, ისე, როგორც ერი მარტო კაცთა სიმრავლე! არსებითად მეტია და თვითმყოფადი სამყაროს ნიშანს ატარებს!" /ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 24 2020, 07:33 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ტყე უპატრონო, თქვენი სადოვლათო ხომ არ გგონიათ?!"
"აქ მეხსიერება და მოგონება უფრო მიმძაფრდება. ტყე ხომ ძირეული გრძნობების დედაბუდეა!" "რას ემსაგვსებოდა დედამიწა, მას რომ ტყე არ ამშვენებდეს?" /ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 24 2020, 07:48 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გვალვა ტყეში - ეს მისი უხილავი ხანძარია. იცვლება ტყის ყოველი ბიოსაწყისი, თავს იჩენს ათასი მიყუჩებული სატკივარი, ვერ ნამრავლი ჭიაღუა, მავნე მწერი წაესევა ტყეს. ტევრი ვეღარ სუნთქავს, წყალ-მინერალური შიმშილი იწყება"
"გაგამ იცოდა, თხზულისა და სინამდვილის ზღვარზე ცნობილი - რომ გედი სიმღერით კვდება, რომ ბამბუკი მხოლოდ ერთხელ, სიკვდილის ჟამს ჰყვავის, ჩანს, ნაძვი სიკვდილის სარეცელზე უფრო აკმევს სურნელს! ტყემ ფიქრის დახვევა იცის". "როდესაც სასწორზე ტყეა, განა მარტო ტყეა მაშინ სასწორზე!" /ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 24 2020, 10:15 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ტყეც ბუნების სასწაული და ტაძარია, შიგ განურჩევლად ყველა ნაჯახიანის შეშვება არ შეიძლება!"
"ჯერ ტყეს უნდა დაცვა! ჯერაც და უპირველს ყოვლისაც!" /ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი