IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ბოლო ინსტანცია
კანუდოსელი
პოსტი Dec 14 2006, 10:10 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მამაო დამლოცეთ.

მაინტერესებს ასეთი რამ:
როგორ ფიქრობთ როდესაც საკითხი ეხება საკმაოდ საორჭოფო, საკამათო და არცთუ ნათელ პრობლემას, ანუ ისეთს, რომელზეც ეკლესიას არა აქვს ცალსახა პასუხი, მაგრამ არის უამრავი ურთიერთ გამომრიცხავი პასუხები ცალკეული პიროვნებების მხრიდან, რას ჯობია დავეყრდნოთ (დაველოდოთ), ეკლესიის გადაწყვეტილებას, როგორც კრებითობის გამომხატველს, თუ რომელიმე თუნდაც წმინდანის პოზიციას, რომელიც შესაძლებელია მეორე ასევე წმინდანის პოზიციისგან განსხვავებულიც იყოს?

მე მეჩვენება რომ ეკლესიის პასუხი უნდა იყოს გადამწყვეტი, ხომ არ ვცდები რამეში?
დიდი მადლობა წინასწარ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 15 2006, 03:17 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



წმიდა მღვდელმოწამე ილარიონი (ტროიცკი) წერდა:
"Нельзя полагаться на официальных пастырей (епископов и иереев), нельзя формально применять каноны к решению выдвигаемых церковной жизнью вопросов, вообще нельзя ограничиваться правовым отношением к делу, а необходимо иметь духовное чувство, которое указывало бы путь Христов среди множества троп, протоптанных дикими зверями в овечьей одежде."
შევცდებით, თუ ვიფიქრებთ, რომ აქ იერარქებისადმი ურჩიბისაკენ არის მოწოდება. თავად ეპიკოპოსი არ იტყოდა ამას. ეკლესიის ცხოვრებაში დროდადრო წამოიჭრება საკამათო საკითხები, რომელთაც არ აქვთ დოგმატური მნიშვნელობა, მაგრამ იქცევიან მწვავე პოლემიკის, მრევლის დაპირისპირების და ურთიერთგაუცხოების მიზეზად. შეუძლებელია ყველაფერში მოვითხოვოთ და დაველოდოთ კრების გადაწყვეტილებებს. მსგავს შემთხვევებში არის საჭირო ის, რაც ხსენებული წმიდანის მიერ მოიხსენიება როგორც "სულიერი გრძნობა, რომელიც მიგვითითებს ქრისტეს გზას". ასეთი გრძნობის გამომუშავება კი მკაცრი შინაგნი ღვაწლის გარეშე ვერ ხერხდება.

მხოლოდ კანონები და დადგენილებები ვერ განსაზღვრავენ ეკლესიის ცხოვრებას. როცა ველოდებით კრების დადგენილებას, უნდა გავითვალისწინოთ არსებული სოციალური და პოლიტიკური გარემოც. დღეს ეკლესია შედარებით თავისუფალია. მაგარმ გავიხსენოთ, რა ხდებოდა სულ ცოტა ხნის წინ. დარწუნებული ვარ, არავის მოგვწონს საბჭოური სახელმწიფოსა და მისი ლიდერებისდმი აღვლენილი სადიდებლები. იერარქიას უწევდა გარკვეულ დათმობებზე წასვლა, რათა მთავარი შეენახა – ეკლესიის დოგმატური სწავლება და მრევლი. ვინც ვიყავით საბჭოთა ჯარში, ყველას შეგვიფიცია ერთგულება იმ პარტიისათვის, რომლის იდეოლოგია ანტიქრისტეანული იყო. მაგრამ ეკლესიას არ შეეძლო ღიად მოეწოდებინა ფიცის არმიღებისაკენ. ცხოვრებისეულ საკითხებში კრებისაგან არ უნდა მოვითხოვოთ ყველაფრის განსაზღვრა.

დოგმატიკის გარდა ეკლესიას აქვს თავისი მისტიკაც, რომელიც არის დოგმატური ჭეშმარიტების ცდისეული შემეცნება. ამ შემეცნებაში წარმტებულ ადამიანებს ჩვენ წმიდანებად მოვიხსენიებთ. როგორც ჩონჩხი უსიცოცხლო იქნებოდა ხორცის გარეშე, მაგრამ ვერც ხორც შეეძლო არსებობა ძვლების გარეშე, ასევე მარტოოდენ კანონი და დადგენილება ვერ განსაზღვრავენ ქრისტეს ეკლესიის ცხოვრებას. თვით კრებები განიხილავენ სულიერი ცხოვრების ფუძემდებლურ საკითხებს. მაგრამ იმაში, რაც არ არის გადამწყვეტი ცხოვნებისათვის ცალკეულ წმიდანებს შესაძლოა განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ.

საუბედუროდ, ცოდნით გაამპარტავნებული, მაგრამ შინაგან ცხოვრებაში ღმერთს მოწყვეტილი თანამედროვე ადამიანის ცნობიერება უმეტესად კრიტიკული გახდა. ეს არ არის თომას ურწმუნოება. გასაგებიცაა: აქეთ აღმოსავლური მისტიკა, იქეთ პროტესტანტული ეიფორია, ეკლესიაში "გამოცხადებები", თითიდან გამოწოვილი "სასწაულები" და ა.შ.. ეკლესიები ივსება, სიწმინდე კი კნინდება. ამ მდგომარეობაში წმიდა ცხოვრების ადამიანებისადმი ნდობის უნარიც გვეკარგება.

შეიძლება ბოლომდე ვერც გამოვხატე რისი თქმა მინდა. ვიტყოდი მხოლოდ იმას, რომ ფუნდამენტალურ საკითხებში, რომელთა არასწორი გააზრება ცალსახად დამღუპველია სულისათვის, კრება განსაზღვრავს ყველაფერს. ცხოვრებისეულ საკითხებში, სადაც საქმე ეხება დოგმატური ჭეშმარიტების პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოვლენას, ღირს ვუსმინოთ წმიდანებს. რამდენად შევძლებთ მათ ნდობას – ეს ჩვენი შინაგანი ბრძოლის წარმატებულობაზეა დამოკიდებული.

დასასრულს, პირადი გამოცდილებიდანაც მინდა ვთქვა (ვიცი არ არის სწორი ამაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ მაინც ვიტყვი). ერთხელ, დამიგროვდა ჩემთვის გაუგებარი საკითხები და გადავწყვიტე ისეთ ადამიანთან მისვლა, რომლის მართლმადიდებლურ ცხოვრებას და გამოცდილებას ვენდობოდი. ძნელია იმ შეგრძნების გადმოცემა: შევედი თუ არა, ყველა კითხვაზე პასუხი თავისთავად მოვიდა, სალაპარაკოც კი თითქმის არაფერი დამრჩა. სიწმიდის კეთილსურნელებას ვერაფერი შეედრება. ძნელია ამის ახსნა და გადმოცემა. მით უფრო, როცა ლოცვითი შეწევნის სასწაულებრივ ძალას იგრძნობ. კრება და წმიდათა გამოცდილება ავსებებ ერთმანეთს.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 15 2006, 03:34 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მამა ანდრია უღრმესი მადლობა.

იმედია ნამეტანი პროტესტანტული აზრების მქონედ არ ჩამთვლით smile.gif, მაგრამ ოდნავ გავაღრმავებ ჩემს კითხვას.

მე სწორედ ის მომენტი მაინტერესებს, როდესაც წმინდანებიც ვერ თანხმდებიან რაიმე საკითხზე, ანუ ერთი მამა ერთს ამბობს და მეორე-მეორეს, მაშინ როგორ მოვიქცეთ?

და დამატებითი კითხვა: თუ რომელიმე კრების მიერ არის დადგენილება გამოტანილი რაიმე საკითხზე და რომელიმე მამა კი ამბობს ოდნავ საპირისპიროს, მაშინ? (ერთი მაგალითი სწორედ შტრიხ კოდებია, ჩემი კითხვის "სტიმულიც ეგ საკითხი იყო, რომელიც ოდნავ განვაზოგადე") ერთის მხრივ ეკლესიის კრებითობას ვაღიარებთ და მეორეს მხრივ წმინდანი ადამიანის სულის განათლებას. ამ დროს ჩვენი დამოკიდებულება საით უნდა გადაიხაროს, ისე, რომ მრწამსის მუხლიც არ დავარღვიოთ: "ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესია..." და წმინდანის აზრიც არ შეურაცხვყოთ (თუ ცხადია ის ოდნავ განსხვავებულია ეკლესიის გადაწყვეტილებისგან)?

მადლობა წინასწარ
ღმერთს ებარებოდეთ

პ.ს.
ეს იმედია მე არ მეხებოდა მამაო smile.gif
"საუბედუროდ, ცოდნით გაამპარტავნებული, მაგრამ შინაგან ცხოვრებაში ღმერთს მოწყვეტილი თანამედროვე ადამიანის ცნობიერება უმეტესად კრიტიკული გახდა"


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Davithi
პოსტი Jan 6 2007, 09:41 AM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 24
რეგისტრ.: 5-January 07
წევრი № 793



გვაკურთხეთ მამა ანდრია!

ქრისტესმიერი სიყვარულით მოგესალმებით მამა დავითი.



მამა ანდრია თქვენის ნებართვით, შევეცდები ჩემი მოსაზრება გადავცე კანუდოსელს.


1.დავიწყოთ იქიდან, რომ მაცხოვარი იყვანს თორმეტ მოწაფეს,(შემდგომში მათი რიცხვი კიდევ იზრდება 70 მდე) რომელნიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათის და სოციალური წარმოშობის ადამიანები არიან( და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ერთი მათ შორის მისი გამცემი, გამყიდველია). მაგრამ ეს განსხვავებული ადამიანები, ერთიანდებიან უფალი იესო ქრისტეს სიყვარულით და მისი სიყვარულის ყოვლის მომცველი ძალით- ურთიერთსიყვარულით.
ანუ მოციქულები უფალთან ერთად, განასახიერებენ ახალი აღთქმის ეკლესიის სახეს და ახორციელებენ საღმრთო დოგმატურ ფორმულას--ჩვენ იესო ქრისტეში და იესო ქრისტე ჩვენში.



2.განა უფალს თავისი ღვთაებრივი არსით არ შეეძლო, შეერჩია ერთი აზროვნების, ერთი ყაიდის და მეტიც, საკითხის სიცხადისათვის, ერთნაირი გარეგნობის მქონე ადამიანები, რომლებიც უფლის სიტყვას იდენტურად, შეიძლება ითქვას მანქანური სიზუსტით გაიმეორებდნენ?.... რა თქმა უნდა შეეძლო და უფრო ადვილიც იქნებოდა , სარწმუნოებრივი დიქტატი... მაგრამ ეს უფლისმიერი გზა არ არის..

თითოეული ადამიანი ინდივიდია და განუმეორებელი უნიკალური შინაგანი სამყარო გააჩნია, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. ვინ თუ არა შემოქმედმა, ყველაზე კარგად იცის, თითოეული ადამიანის ფსიქოლოგიური სახის განსხვავებულობა და ამიტომ ცხადია უფალი დაუშვებს მასთან მისასვლელი, განსხვავებული გზების არსებობას. ანუ მოციქულთა განსხვავებულება, არის მასთან მიახლოვების განსხვავებული გზების არსებობის უფლება.

ამიტომ უფალი ეკლესის საწყისშივე უშვებს, აზროვნებისა და შეხედულებების განსხვავებულობას, როგორც საშუალებას თითოეული ინდივიდისათვის მასთან უკეთ მიახლოვებისა, მაგრამ ამასთანავე იძლევა ყველასათვის საერთო, დოგმატურ სწავლებას, რომლის საშუალებითაც ერთ მიზნამდე მისვლაა შესაძლებელი.

იუდას არსებობაც ღვთისმიერი სწავლების ნაწილია ანუ ეკლესიის წიაღში არსებობდნენ და დღესაც არსებობენ მსგავსი ანტიპოდები, რომელთა დანიშნულება, ჩვენი გამოფხიზლებაა... ესეც ადამიანური ბუნების ნაწილია, როცა ხედავ უარყოფითს, დადებითის აღქმა გიადვილდება.


ზემოთ ნათქვამი, რომ კარგად გავიაზროთ, მოვიყვან ერთ შედარებას (უფალო მომიტევე კადნიერება).

3.წარმოვიდგინოთ მაღალი მთა, რომლის მწვერვალზეც, უფალ იესო ქრისტეს ღვთაებრივი ტახტი დგას.
მთის სხვადასხვა მხრიდან მწვერვალისაკენ, გზები მიემართება. ზოგი გზა ფართე და ადვილი გასავლელია, ზოგი დაკლკნილი და რთული, ზოგი ნაკლებად შესამჩნევი და ა. შ. ამ სხვადასხვა გზას, ადამიანები თვითონვე ირჩევენ და მწვერვალისაკენ მიემართებიან. ხოლო უფალი, მიუხედავად მათ მიერ განვლილი გზისა თუ მათში იმ სიყვარულს დაინახავს რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ყველას მიიღებს!!!

განმარტებისთვის- განსხვავებული გზები, წმინდანებია განსხვავებული სწავლებებით.
ჩვენი მწვერვალზე ასვლა ამ გზებით, იმ წმინდანების სწავლების შერჩევაა, რომელიც ჩვენს ინდივიდუალობას პასუხობს.

ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად შტრიხკოდს, მისი არ მეშინია, რადგან ჯერ ერთი ვთვლი , რომ არ უნდა მიიღო ანტიქრისტე და მისი ბეჭედი შეგნებით და ნებაყოფილებით და მეორეც საჭმელსაც და საგნებსაც მათ გამოყენებამდე ვაკურთხებ.(ასე რომ, ტრაპეზის წინ ლოცვა თქვით და საგნები მათ გამოყენებამდე მოძღვარს აკურთხევინეთ).



შენდობას ვითხოვ, მამაო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th September 2019 - 08:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი