IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ბერმუდის სამკუთხედი
მხევალი ნინო
პოსტი Jan 9 2007, 05:20 PM
პოსტი #1


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



დაგვლოცეთ მამაო. მაინტერსებს თქვენი აზრი ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით. ხშირად აღმოუჩენიათ გემები სადაც ჭკუიდან შეშლილი ადამიანები მსხდარან, ან უმიზეზოდ ქრებიან გემები და თვითმფრინავები, რამოდენიმე წლის შემდეგ ასევე უმიზეზოდ ჩნდებიან, ხშირად ასეთ გემებზე ხალხი აღარ ზის. თითქოს ხალხიც მოგზაურობს დროში, ხვდებიან რამოდენიმე საუკუნის წინანდელ ქალაქებში, შემდეგ ისევ ბრუნდებიან. ასეთ ადგილებს გეოპათეგონერ ზონებს უწოდებენ. ძალიან გთხოვთ, გამცეთ პასუხი, ამასთან დაკავშირებით როგორია ეკლესიის პოზოცია.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 6 2007, 10:04 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ბერმუდის სამკუთხედი მართლაც არის მომეტებული საფრთხის ადგილი, სადაც ჩვეულებრივზე მეტი კატასტროფა მოხდა. ეს არის ტერიტორია რომელიც მილიონზე მეტკვადრატულ კილომეტრს მოიცავს, ფსკერის ძალიან ჭრელი რელიეფით, სადაც გოლფსტრიმის გარდა რამოდენიმე დინება ბატონობს და ამინდს ნაკლებად პროგნოზირებადს ჰქმნის. ერთი სიტყვით ხასიათდება მძიმე სანავიგაციო პირობებით. მაგრამ ის რაც დაიწერა და ითქვა ნამდვილად აჭარბებს ყოველგვარ რეალობას. ამ ადგილს განსკუთრებული ყურადღება მიექცა მას შემდეგ, რაც 70-იან წლებში გამოქვეყნდა ჩარლზ ბერლიტცის წიგნი "ბერმუდის სამკუთხედი". სწორედ ამ წიგნმა გახადა ეს ადგილი ესოდენ პოპულარული და ნამდვილ ფაქტებთან ერთად პოპულარული გახადა ლეგენდებიც. სინამდვილეში კი არაერთი ადგილი არსებობს დედამიწაზე, რომელიც გაცილებით მეტი სახიფათობით გამოირჩევა. ამ ფაქტს ყველაზე უკეთ დიდი სადაზღვევო კომპანიების პოლიტიკა ცხადყოფს, რომლებიც არცთუისე დიდად ზრდიან სადაზღვეო გადასახადს ბერმუდის სამკუთხედის ზონაში გამავალი ტრანსპორტისათვის. ამ თემაზე BBC–ს ფილმიც კი აქვს გადაღებული (მისი პოვნა ინტერნეტშიც შეიძლება). რა ახდება ასეთ ადგილებში გაუგებარია ჩვენთვის. ეკლესიის პოზიცია კი იმაში გამოიხატება, რომ მოგვიწოდებს ვილოცოთ მგზავრობის წინ (ამისთვის საგანგებო პარაკლისიც კი არსებობს) და ვიქონიოთ ღმრთის შიში და იმედი. ყველაზე საშიშად კი საავტომობილო ტრანსპორტი ითვლება, თუმცა შეჩვეულობის გამო ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 03:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი