IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მემკვიდრეობითი ცოდვა
Iona
პოსტი Feb 6 2007, 07:33 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



გამარჯობათ მამაო, დამლოცეთ გულითადად.

რამდენიმე წუთის წინ აღმოვაჩინე ეს განყოფილება ამ საიზე, გამეხარდა და გადავწყვიტე რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ.


1) ძველ აღთქმაში ნათქვამია რომ მამის ცოდვის გულისთვის შვილი არ ისჯება----შესაბამისად გამიჩნადა შეკითხვა თუ როგორ უნდა გავიგოთ ადამის ცოდვა.

2) რა იგულისხმება სიტყვებში "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან მომკლას მე" ვის უნდა მოეკლა კაენი?

3) რა მნიშვნელობა აქვს ლოცვის ამ სიტყვებს "არცა მტერთა შენთა ვუთხრა საიდუმლო შენი"


წინასწარ გიხდით მადლობას


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 25 2007, 01:50 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



1) ადამიას ცოდვა არ იყო უბრალოდ გარეგნული საქციელი. მისი შეცოდებით დაზიანდა კაცობრივი ბუნება, გახდა მიდრეკილი ცოდვისაკენ, ადამიანი გახდა მოკვდავი. ეს დაცემულობა მემკვიდრეობად ერგება ყოველ ადამიანს. ჩვენ ვისჯებით დაცემულობასთან თანხმობისა და უბრძოლველობისათვის. მითუფრო, როცა ჩვენი ხსნისათვის ქრისტე მაცხოვარი ჯვარსეცვა.

2) კაენის ეს სიტყვები გამოხატავენ შიშს, გამოწვეულს უფლის სიტყვებით: "წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა. რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა" (დაბ.4,11-12). იცის კაენმა თავისი ცოდვის სიმძიმე; იცის ისიც, რომ ღმრთის წყალობას მოკლებული, მოუძლურდება და ნებისმიერს შეეძლება მისი მოკვლა, რომლის ღირსიც არის. მაგრამ უფალმა აღუთქვა, რომ ვინც გაბედავდა კაენის მოკვლას, შვიდგზის მიეგებოდა. როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, "დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა" (დაბ. 4,15), რათა ყველას წინაშე განცხადებულიყო მისი ცოდვა, რომელიც ფარულად ქმნა, და რათა ყველა მის მნახველს ენახა, რა შედეგი მოჰყვება ცოდვას.

3) ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი იოანეს სახარების მეექვსე თავის განმარტებისას ბრძანებს, რომ იუდა მიდიოდა ჰურიებთან, ცილსსწამებდა მაცხოვარს, უყვებოდა მათ უფლის მიერ მოწაფეთთვის საიდუმლოდ თქმულს. ქრისტეანულ სწავლებაში ჩვეულებრივი მიწიერი გაგებით არაფერია საიდუმლო. მაგრამ მისი მიღება საჭიროებს შინაგან მომზადებას. ის რასაც დაიტევდნენ მოციქულები, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ უარყვეს მიწიერი, გაუგებარი იყო სხვებისთვის, და ასეთ საგნებზე საუბარი ნიშნავდა ჰურიებში დაცინვის ან მკრეხელობის პროვოცირებას. სწორედ ამას აკეთებდა იუდა. ლოცვის სიტყვებით "არა მტერთა შენთა ვუთხრა საიდუმლოჲ შენი" ჩვენ აღუთქვამთ უფალს, რომ არ გავიმეორებთ იუდას ცოდვას, არ ვაქცევთ მაცხოვრის სიტყვებს დასაცინად და საგმობად, არ ვიქნებით მისი მოღალატეები.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 01:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი