IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> შეკითხვა სენატს, რა მეთოდით ხდება სენატორების არჩევა?
ლანა
პოსტი Nov 5 2009, 06:14 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 137
რეგისტრ.: 21-July 08
მდებარ.: qaris qveyana
წევრი № 5,372



xokaido
გეთანხმები,აბსოლიტურად მართალი ხარ smile.gif


--------------------
ნარკომანი მხოლოდ ის როდია,ვინც წამალს იკეთებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Nov 5 2009, 06:24 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(xokaido @ Nov 5 2009, 06:08 PM) *

damiane80

ჩემი სახელი კუნზულ ხოკაიდო-სთან ასოცირებული არ არის...
ხო კაია დო? ( დო - კარაქის ან ყველის დამზადების შემდეგ დარჩენილი მასა)... ;-)
ქართველი გახლავართ პატივცემულო ჩემი თიკუნითაც კი.. :-D

მაპატიეთ, მე მიმაჩნია, რომ ჩემი პოზიცია საკმარისად ნათლად ჩამოვაყალიბე.
შემდგომი ბედი ამ აზრისა ჩემზე უკვე აღარ არის დამოკიდებული.
გმადლობ ყველას გამოხმაურებისა და ყურადღებისთვის...


გაიხარე,

არც მიფიქრია რომ იაპონელი იქნებოდი biggrin.gif

შენი აზრი გასაგებია და არც მე ვიჩემებ რომ მე ვარ მართალი 100%-ით, მეც ჩემ აზრს ვამბობ და + ცემს მცირე გამოცდილებას. მე მგონია, რომ მართლმადიდებლურად მონათლული ადამიანების უდიდესმა უმრავლესობამ ელემენტარულ დოგმატურ დონეზეც კი არ ვიცით ჩვენი რელიგია, რაც არა მგონია კარგი იყოს.

რა ტქმა უნდა მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მთავარია "უბრალოი ხელითა და წმინდაი გულითა" იყოს კაცი და ასე სწამდეს ღმერთი, მაგრამ არა მგონია, რომ თუ მართალს გულს და რწმენას ცოტა ცოდნასაც მივუმატებთ, ამით რაიმე დაშავდეს, მე მგონი პირიქით და ეს აუცილებელია...

ეს ჩემი პირადია აზრია და თუ ვცდები ან გაბრკოლებთ ვინმეს smile.gif, შენდობას გთხოვთ smile.gif

სიყვარულით,

დამიანე

ციტატა(ლანა @ Nov 5 2009, 06:14 PM) *

xokaido
გეთანხმები,აბსოლიტურად მართალი ხარ smile.gif

ლანა

სიტყვა "როფი" რას ნიშნავს???

შენს დევიზში, მე მგონი უნდა იყოს სიტყვა "როდია" ანუ ნარკომანი მხოლოდ ის "როდია".

გასაგებია რომ ეთანხმები, ხოკაიდოს, მაგრამ შენ პირად მაგალითზე მაინტერესებს, დაბრკოლდი შენ რამეში????
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 5 2009, 06:34 PM
პოსტი #23


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



xokaido
ციტატა
მწვალებლური მოძღვრების მიმდევარია...



იმეიდა იცი რა არის მწვალებლობა....

იქნებ, შენ არ იცი რაღაც სწორად და გეჩვენება.

მე ისიც არ ვიცი, შენ მწვალებლობად რა მიგაჩნია.



--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 5 2009, 06:37 PM
პოსტი #24


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კი მაქვს შეკითხვა სენატთან მაგრამ მერიდება... unsure.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Nov 5 2009, 06:38 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



მოძღვრებმა უნდა მოძღვროს აქ ხალხი და არა ვიღაც გაურვკვევლი სულიერების მქონე ადამიანებმა.

მოძღვრების დეფიციტია!

რა არის აქ გაუგებარი?

მე მაბრკოლებს პირადად აქ დაწერილი რაღაც მოდრნისტული და ახლისმეტყველი იუზერები

არ შეიძლება ამის გამო ხმა გავიღო?
ბანი და ვორნი უნდა მაშინებდეს მის სათქმელად რომ მოძღვრების უნდა გახდეს ეს ფორუმი?

რა უნდა ვისწავლო მე ადამიანისგან,რომელიც უბრალო შენიშვნაზე,ქალივით წიოკობს და თავი ანგელოზი გონია?
უცდომელი გონია?
რა უნდა მასწავლოს მე იმან,ვინც მამა გაბრიელს უდიერად მოიხსენიებს?

იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება და ვაკვირდები,კიდევ რა უნდა მოხდეს საიმისოდ,რომ რაღაც დასკვნამდე მივიდეთ.


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 5 2009, 06:38 PM
პოსტი #26


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Atman
ციტატა
მაგრამ მერიდება...



მერე იტყვიან ეს ფორუმი აბრკოლებსო, აგერ კაცი მორიდებუკლიც კი გახდა :, რასაც ადრე მასზე ვერ იტყოდი biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 5 2009, 06:40 PM
პოსტი #27


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მხევალი ნინო

ეგ რომ გკითხოთ სამუდამო ბანი მელის, ასე რომ ისევ ფორუმზე ვზრუნავ tongue.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 5 2009, 06:47 PM
პოსტი #28


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



იცი რა ხოკაიდო, მე გამიხარდება ქ თუ დარცები და პირადად გაიცნობ ჩვენს ფორუმელებს. აზრი შეგეცვლება როცა მსჯელობებს გაყვები და ფორუმელებს გაიცნობ, მაგრამ შენ თუ ასე ადვილად ბრკოლები და ადვილად ირყევა შენი რწმენა, მაშინ ეგებ სხვა გზა მოგეძებნა.

ამ ფორუმზე ამ წუთას სულ ორი მოძღვარია, მეტი არა. იქნება თუ არა მეტი რ ვიციტ. თუ ბრკოლედები, იცოდე აქაური სოტუაცია და შესაბამისად მოიქეცი. მე მგონი მიხვდი რასაც ვამბობ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Nov 5 2009, 06:57 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(b-a-r-b-a-r-e @ Nov 5 2009, 06:38 PM) *

მოძღვრებმა უნდა მოძღვროს აქ ხალხი და არა ვიღაც გაურვკვევლი სულიერების მქონე ადამიანებმა.

მოძღვრების დეფიციტია!

რა არის აქ გაუგებარი?

მე მაბრკოლებს პირადად აქ დაწერილი რაღაც მოდრნისტული და ახლისმეტყველი იუზერები

არ შეიძლება ამის გამო ხმა გავიღო?
ბანი და ვორნი უნდა მაშინებდეს მის სათქმელად რომ მოძღვრების უნდა გახდეს ეს ფორუმი?

რა უნდა ვისწავლო მე ადამიანისგან,რომელიც უბრალო შენიშვნაზე,ქალივით წიოკობს და თავი ანგელოზი გონია?
უცდომელი გონია?
რა უნდა მასწავლოს მე იმან,ვინც მამა გაბრიელს უდიერად მოიხსენიებს?

იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება და ვაკვირდები,კიდევ რა უნდა მოხდეს საიმისოდ,რომ რაღაც დასკვნამდე მივიდეთ.


რაში გამოიხატა შენი დაბრკოლება, შეგეცვალა აზრი რამეზე?

კითხვას პასუხს თავადვე სცემ, რადგან იმ ხალხის უმეტესობაც ვინც აქ საუბრობს ჩვეულებრივი იუზერებია (და არა მოძღვრები), ჩვენს სიტყვასაც იმაზე მეტი ძალა არ აქვს, ვიდრე ქუჩაში ერთი რიგითი ადამიანის მიერ ნათქვამ სიტყვას, დამაბრკოლებელი ამაში რა არის არ მესმის???

ციტატა
მოძღვრების დეფიციტია


გეთანხმები ორივე ხელით, ამის გამოსწორებაზე ზრუნავს ეს ხალხი და ეს აუცილებელია ფორუმის განვიტარებისათვის

ციტატა
რა უნდა ვისწავლო მე ადამიანისგან,რომელიც უბრალო შენიშვნაზე,ქალივით წიოკობს და თავი ანგელოზი გონია?
უცდომელი გონია?


და ნუ ვისწავლით ასეთისაგან, გვაძალის ვინმე...

საერთოდაც ამ ფორუმზე მქადაგებელი და მასწავლებელი რელიგიურ საკითხებში მართლაც მარტო მოძღვრები არიან, დანარცენი მოკვდავი იუზერები მხოლოდ საკუთარ აზრს გამოვხატავთ, კითხვას სვამთ იმაზე, რაც არ გვესმის და ვცდილობთ პასუხი მივიღოთ. მე ესე მესმის ამ ფორუმის მიზანი.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ მომხრე ვარ წესების გამკაცრებისა პირად შეურაცხყოფების, ან მართლმადიდებლური ან ნებისმიერი სარწმუნოების შეურაცყოფის მიმართ და ასევე ოფებთან დაკავშირებით. მოკლედ ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ, როგორც ყველა საქმეში...

სიყვარულით

დამიანე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Nov 5 2009, 07:13 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ციტატა(damiane80 @ Nov 5 2009, 06:57 PM) *

რაში გამოიხატა შენი დაბრკოლება, შეგეცვალა აზრი რამეზე?
კითხვას პასუხს თავადვე სცემ, რადგან იმ ხალხის უმეტესობაც ვინც აქ საუბრობს ჩვეულებრივი იუზერებია (და არა მოძღვრები), ჩვენს სიტყვასაც იმაზე მეტი ძალა არ აქვს, ვიდრე ქუჩაში ერთი რიგითი ადამიანის მიერ ნათქვამ სიტყვას, დამაბრკოლებელი ამაში რა არის არ მესმის???
გეთანხმები ორივე ხელით, ამის გამოსწორებაზე ზრუნავს ეს ხალხი და ეს აუცილებელია ფორუმის განვიტარებისათვის
და ნუ ვისწავლით ასეთისაგან, გვაძალის ვინმე...
საერთოდაც ამ ფორუმზე მქადაგებელი და მასწავლებელი რელიგიურ საკითხებში მართლაც მარტო მოძღვრები არიან, დანარცენი მოკვდავი იუზერები მხოლოდ საკუთარ აზრს გამოვხატავთ, კითხვას სვამთ იმაზე, რაც არ გვესმის და ვცდილობთ პასუხი მივიღოთ. მე ესე მესმის ამ ფორუმის მიზანი.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ მომხრე ვარ წესების გამკაცრებისა პირად შეურაცხყოფების, ან მართლმადიდებლური ან ნებისმიერი სარწმუნოების შეურაცყოფის მიმართ და ასევე ოფებთან დაკავშირებით. მოკლედ ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ, როგორც ყველა საქმეში...სიყვარულით
დამიანე


რაშიც დამაბრკოლა აქ ვერ დაგიწერ,არაა ლამაზი მითუმეტეს არ მსურს აქ ისევ ნაგვის ქექვა დავიწყო.
მაგრამ ერთს კი გეტყვი
სამი უძლიერესი მოძღვარი იბრძოდა ჩემი გადარჩენისთვის,და ჯერ კიდევ გრძელდება ეს ბრძოლა.
ვიცი რომ ისინი ჩემს თავს არ დათმობენ არ ც მე დავთმობ ქრისტეს არასგზით,მაგრამ ეჭვები მიჩნდება და ამას ვებრძვით.ეს ბრძოლა მიმდნარეობს გონებაში შემოსული აზრების საშუალებით და არა ფიზიკური ანგარიშსწორების გზით.იმედია ხვდები სადაც მივიღე დაზიანება,ეს მძიმე დარტყმა იყო,ძალიან მძიმე.არც მეგონა ისე ვიდქი რომ როდისმე წავიქცეოდი,მაგრამ წავიქეცი.და ეს აქ მოხდა ზუსტად ამ ფორუმზე.

არ გინდა ახლა იმის უარყოფა
რომ რაც აქ იწერება მიზანი არ იცი.
მიზანი ერთია,მოხდეს სულიერების შეცვლა და ფასეულობათა გადაფასება,აქცენტი ახალგაზრდობაზეა აღებული.
მოძღვრის გარეშე
არცერთი თემა არ უნდა არსებობდეს!
გადამწყვეტი სიტყვა
მოძღვრისა უნდა იყოს და არ უნდა მოხდეს მისი პასუხების დაზუსტება.
მოძღვარი უნდა იქნეს შერჩეულიც.
ამ ფორუმზე არ არიან მქადაგებელი მოძღვრები!
აქ მხოლოდ კითხვებს სცემენ პასუხებს და რასაც ვერ პასუხობენ დავინახე ძალიან კარგად რასაც შვებიან და არ გვინდა ამაზე დაწვრილებით,არც ვიკადრებ ამის განხილვას აქ.
რაც შეეხება შეურაცხყოფებს
ვინც მე შურაცხმყოფს,რატომ არ ითველბა ის შეურაცხყოფად? smile.gif
ეს ფაქტია და მე აბსტრაქტულად საუბარს არ ვაპირებ,მე ფაქტებით გესაუბრები.
არაა მიკერძოება ხომ თქვენი თვალით შემჩნეული?
მე ვამჩნევ და მაწუხებს ეს ამბავი.


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 5 2009, 07:16 PM
პოსტი #31


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



damiane80


შენი დამოკიდბულება ძალიან მომწონს. ამ ფორუმზე ბევრი რამეს სწავლა შეიძლება. აქ ბევრი ვისწავლე დაგავიგე. რაც მტავარია ვნახე რომ, ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანიც კი (პატრიარქი), რომელიც გამორცეული პიროვნებაა და გგონია, რომ ის ყველას უყვარს და პატივს სცემს, არაა ერნაირად საყვარელი ყველასთვის.

მე ვფიქორბ რომ ოცნებებში და ილუზიებში ცხოვრებას და იმის ტქმას რომ ყველაფერი კარგადააო, ჯობს რელობას გავუსწოროთ თავლი და ვნახოთ , სინამდვილეში, რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ, როგორია ამ საზოგადოების (თუნდაც მრევლის) დამოკდიებულება ეკლესიისადმი, მოძღვრებისადმი, ზოგიერტI სწავლებისადმი. თუ გაიგებ, სამომავლოდ როცა რაღაც წინააღდეგობას ააწყდები, ამისტვის მზად მაინც იქნები და გული მაინც არ გაგისკდება სხვა თუ არაფერი. გარდა ამისა, მათი აზრიც იცვლება ამ ფორუმზე, მატი დამოკიდებულებაც, იქნებ, უკეთესისკენაც.

აქ ბევრ საურობენ მამა გაბრიელზე და მამა გიორგიზე. არ არის მათ მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება, მაგრამ ეს მწვალებლობა არაა ხოკაიდო. მწავლებლობა სხვა რამეა, რაც ამ ფოურმზე ნამდვილად არ ხდება. აქ ჩვენი დოგმატები, ცვენი ღვთისმეტყველება თუ კანონიკა, სწორედ ისე ისწავლება და იმარტება, როგოც ამას წმინდანები განმარტავდნენ( მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაშI), რაც შეეხება რიგი პიროვნებების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას, კიდევ ერტხელ ვიმეორებ, თუ ეს შენ სასინელ დღეში გაგდებს, თუ გირყევს რწმენას, მაშინ იცოდე,ა ქ ბევრია განსხვავებული აზრი და გააკეთე არჩვენაი. ან შეეცადე მოსუმინო განსხვავებულ აზრს და გაიგო, რომ ასეთი აზრის ადამიანებიც ცხოვრობენ, ან დატოვე ფორუმი.

მე მინდა რომ დარცე, მაგრამ ლოზუნგებს, რას ჰქვია მართლმადიდებლები გქვიათ, მწავლებელი ხართ, ეხლავე მამაო მომიყვანეო, არ გირცევ. არ მოგწონს, წადი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 5 2009, 07:18 PM
პოსტი #32


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



xokaido
იქნებ გვითხრა ასე ვინ გვმოძღვრავს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Nov 5 2009, 07:28 PM
პოსტი #33


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



მხევალი ნინო
ციტატა
იცი რა ხოკაიდო, მე გამიხარდება ქ თუ დარცები და პირადად გაიცნობ ჩვენს ფორუმელებს

მეც!...
ციტატა
შენ თუ ასე ადვილად ბრკოლები და ადვილად ირყევა შენი რწმენა, მაშინ ეგებ სხვა გზა მოგეძებნა

მე ვეძებ!...

მართლმადიდებლობა არ არის "დემოკრატიული", ის არ იძლევა უფლებას ჩვენებური ინტერპრეტირების, არ უნდა იყოს დაშვებული მსგავსი რამ აქაც, ამ ფორუმზე!...

afxazi
მოძღვრება არის როდესაც ადამიანი "ჭეშმარიტების" პოზიციიდან საუბრობს..
მე კი მხოლოდ ჩემი აზრის დაფიქსირებით შემოვიფარგლე აქ...
მე არ მქონია პრეტენზია "უცდომელობის"...

მხევალი ნინო
ციტატა
აქ ბევრ საურობენ მამა გაბრიელზე და მამა გიორგიზე. არ არის მათ მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება, მაგრამ ეს მწვალებლობა არაა ხოკაიდო


მწვალებლობაში მე მესმის იდეურ-იდოლოგიური მოძღვრება, რომელიც განზრახ ან შემთხვევით ეწინააღმდეგება (ან შეუთანხმებლობაში მოდის) მართლმადიდებლურ სწავლებასთან... და არაფერ შუაშია აქ შეხედულებები მამა გიორგისა და ბერ გაბრიელზე.


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 5 2009, 07:29 PM
პოსტი #34


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



xokaido
ციტატა
მართლმადიდებლობა არ არის "დემოკრატიული", ის არ იძლევა უფლებას ჩვენებური ინტერპრეტირების,



დემოკრატია ინტერპრეტირება არაა, არამედ, სიტყვის თავისუფლება.

ჩვენი რელიგია არ არის ბნელი და არ გაჭრის ტავს იმისტვის, რომ წიგნი წაიკიტხე და დასვი შეკიტხვა. პირიქით, იმდენი სწავლება აქვს, იმდენი რამ დაიწერა... მე მგონი ეს ყველაფერი ჩვენთვის არის დაწერილი, აბა ღმერთს ღვთისმეტყველება რაში სჭირდებოდა. ჩვენ გაგვაცნო, ჩვენ გაგვიმჟღავნა. წმინდა წერილიც ჩვენთვის შეიქმნა, წმინდანებმაც ჩვენთვის განმარტეს. ანუ, უნდა წავიკიტხოთ და ვისწავლოთ, მაგრამ თუ ეჭვი შეგეპარა, შეკიტხვა უნდა დასვა, რადგან ყველაფერს აქვს ტავისი ახსნა. გულში მიჩქმალვას, ჩაკეტვას და ეჭვისთვის პირში ბურთის ჩაჩრას ჯობია, სეკიტხვა დასვა, რადგან ეს სწავლება ჭეშმარიტია და დასამალი არაფერი აქვს.

თუ რაიმე სწორად ვერ გაიგე და ეჭვი გეპარება დასვი შეკითხვა, იკამათე, ეგებ მიხვიდე სწორ დასკვნამდე. მოუსმინე რას გეტყვიან, წაიკიტხე რა დაწერეს წმინდანებმა

ხოკაიო, ნებისმიერი აღორძინების პერიოდი რომ ნახო, ყველა იმიტაა ცნობილი, რომ პირველ რიგში იტარგმნებოდა სასულიერო ლიტერატურა, სარVტისმეტყველო სწავლებები, იხსნებოდა სასულიერო სასწავბლებლები. ყველა მონასტერში იყო ასეტი გახსნილი და რაც მეტი იყო სწავლება, მით მეტად ვთვლით იმ პერიოდს (და ასეცაა) აღორძინებად. სწავლების ნუ გეშინია. ნურც საწინააღმდეგო აზრის, ყველა ერთნაირად ვერ იფიქრებს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 5 2009, 07:30 PM
პოსტი #35


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
დანარცენი მოკვდავი იუზერები მხოლოდ საკუთარ აზრს გამოვხატავთ, კითხვას სვამთ იმაზე, რაც არ გვესმის და ვცდილობთ პასუხი მივიღოთ.


ვინაა შენი მოკვდავი იუზერი?
g.gif umnik3.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Nov 5 2009, 07:30 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(b-a-r-b-a-r-e @ Nov 5 2009, 07:13 PM) *


მაგრამ ერთს კი გეტყვი
სამი უძლიერესი მოძღვარი იბრძოდა ჩემი გადარჩენისთვის,და ჯერ კიდევ გრძელდება ეს ბრძოლა.
ვიცი რომ ისინი ჩემს თავს არ დათმობენ არ ც მე დავთმობ ქრისტეს არასგზით,მაგრამ ეჭვები მიჩნდება და ამას ვებრძვით.ეს ბრძოლა მიმდნარეობს გონებაში შემოსული აზრების საშუალებით და არა ფიზიკური ანგარიშსწორების გზით.იმედია ხვდები სადაც მივირე დაზიანება,ეს მძიმე დარტყმა იყო,ძალიან მძიმე.არც მეგონა ისე ვიდქი რომ როდისმე წავიქცეოდი,მაგრამ წავიქეცი.და ეს აქ მოხდა ზუსტად ამ ფორუმზე.



დაბრკოლება და ეჭვები და დაცემა უცხო არ არის ქრისტიანისათვის და არც პირადად ჩემთვის. მე პირადად ერთი ლექსი მახსენდება ხოლმე ამაზე:

"არადა არა არ უნდა შედრკე,
დაგცენ, ხელახლა წამოხტი ფეხზე,
კვლავ დაგცენ? კვლავაც წამოხტი ფეხზე
და კიდევ ერთხელ... და არა ერთხელ,
სატანას კვერთხი სახეში ხეთქე,
არა და არა, არ უნდა შედრკე!!!"

ღმერმა გაგაძლიეროს, ისე თუ შენი სურვილია, შემიძლია სამი უძლიერესი მოძღვრის ხმას ჩემი ლოცვაც შევაწიო და მოგიხსენებ დილა საღამოს ლოცვებში მაინც (თუ სახელს მომწერ პ.მ-ში), მართლა ვამბობ, იმიტომ რომ ვიცი დაცემა ძალიან მტკივნეულია და რაც უფრო მაღლა ხარ (ან გგონია რომ ხარ), მით უფრო დიდია დაცემა.

პავლე მოციქულის სიტყვები ხომ გახსოვს" ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესე აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი"

გაგაძლიეროს მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ.

სიყვარულით

დამიანე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 5 2009, 07:31 PM
პოსტი #37


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



xokaido
ციტატა
მე კი მხოლოდ ჩემი აზრის დაფიქსირებით შემოვიფარგლე აქ...

მოთხოვნა არაა აზრის დაფიქსირება. მე მგონი ეს აშკარად ცხადია. გადავხედე და უამრავი პირდაპირი გაგებით მოთხოვნაა წამოყენებული. დაფიქრდი აბა, ეს ნორმალურია? თან იმ ფონზე, როცა რეალურად არ იცი აქ რა ხდება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Nov 5 2009, 07:40 PM
პოსტი #38


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



მხევალი ნინო
ციტატა
დემოკრატია ინტერპრეტირება არაა, არამედ, სიტყვის თავისუფლება.


დემკრატია სიტყვის თავისუფლება კი არა "demos cratos" - ხალხის მმართველობაა...
სიტყვის თავისუფლება განსხვავებული კატეგორიაა საერთოდ...


ციტატა
მე მგონი ეს ყველაფერი ჩვენთვის არის დაწერილი, აბა ღმერთს ღვთისმეტყველება რაში სჭირდებოდა


ესეთი სახით ღმერთის მოხსენიება მე ცოდვა მგონია...
ციტატა

ხოკაიო, ნებისმიერი აღორძინების პერიოდი რომ ნახო, ყველა იმიტაა ცნობილი, რომ პირველ რიგში იტარგმნებოდა სასულიერო ლიტერატურა, სარVტისმეტყველო სწავლებები, იხსნებოდა სასულიერო სასწავბლებლები

აღორძინების, ჰუმანიზმის ეპოქა დასაბამია ჩემი აზრით ცოდვათა გამრავლების...

ციტატა
ყველა ერთნაირად ვერ იფიქრებს.


შეიძლება ყველამ ერთნაირად ვერ იგრძნოს, მაგრამ ყველამ ერთნაირად უნდა იფიქროს... არაფერია "სხვანაირად ფიქრი"-ს საბაბი მართლმადიდებლობაში...
მართლმადიდებლობა სწორხაზოვანი და მართალია... ერთი მიმართულებით, მხოლოდ ერთი გაგებით, ჭეშმარიტებით...


damiane80
ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ მეც..
მეც თუ მომიხსენიებ შენს ლოცვებში უდიდეს დახმარებას გამიწევ მეც...


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 5 2009, 07:42 PM
პოსტი #39


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



xokaido
ციტატა
დემკრატია სიტყვის თავისუფლება კი არა "demos cratos" - ხალხის მმართველობაა



დემოკრატიული მმართველობა იცნობს სიტყვის ტავისუფლებას. მაშინ ასე ვტქვა თ biggrin.gif

ციტატა
ესეთი სახით ღმერთის მოხსენიება მე ცოდვა მგონია...


ხომ არ გეწყინა რომ გითხრა, ძალიან შორიდან მოდიხარ ტქო? რა ვთვი ეხლა ისეთი, რამაც ცდვაში ცამაგდო?

ხოკაიდო, რამდენი ხანია რაც ეკლესიაში დადხიარ? მე მგონი არც ისე დიდი ხანი, რადგან ისე როგორც შენ იქცევი, უფრო ახალმოსულები იქცევიან.


ციტატა
აღორძინების, ჰუმანიზმის ეპოქა დასაბამია ჩემი აზრით ცოდვათა გამრავლების...



შვილოოოოოოოოოოო, სულიერების აღორძინება ვიგულისხმე. ქვეყნის აღორძინება ვიგულისხმე. ეჰ, ჩვენს ისტორიას გადახედე ხოკა.

წაიკიტხე რა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება სხვა თუ არაფერი, ვააა, მაოცებ პირდაპირ.

ციტატა
მაგრამ ყველამ ერთნაირად უნდა იფიქროს



ეუფ, რა კარგად ტქვი biggrin.gif რა უნდა იყოს ეს ერთია, მაგრამ რა არის რეალურად, ეს სხვაა. ყველა ერთნაირად ვერ იფიქრებს და არც ფიქორბს.

რაღაც მოტხოვნები გაქვს ხოკაიდო, ამ დროს რეალობა სხვაა, გაიხედე ქუჩაში sad.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Nov 5 2009, 07:42 PM
პოსტი #40


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



afxazi
ბევრი ადამიანი მსაყვედურობს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვსო...
ვერ ვიდავებ ეს ასე არ არის თქო...
მაგრამ უმეტესობა მათი სიტყვას უკან იღებენ როცა გამიცნობენ...
განსხვავებული საუბარი მახასიათებს, ეს არის მგონი საბაბი რატომაც გონიათ რომ
დიდი წარმოდგენა მაქვს თავზე...
სხვანაირი რიტმი და სტილია ჩემს ნაწერებში, ვეცდები თქვენც დაგანახოთ ჭეშმარიტი მნიშვნელობა ჩემი სიტყვების... როგორც ჩანს სწორად ვერ ვაყალიბებ აზრს...


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი