IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!, ქრისტე იშვა ბეთლემს შინა
A.V.M
პოსტი Jan 6 2013, 09:28 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი

ქრისტეს შობა

დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა: „მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს“. მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.

ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.

ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.

გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება.

პირველები, ვინც ახლადდაბადებულ მხსნელს თაყვანისცეს, მწყემსები იყვნენ, ბუნების ჭეშმარიტი შვილები, რომლებსაც მაცხოვრისათვის მხოლოდ თავიანთი გულის საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ, გულის საგანზე - სავსე უბრალოებით, რწმენით და მორჩილებით. უკვე მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან. ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ გულის უბრალოებას და ღრმა კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე. მხოლოდ პირველი გზა პირდაპირია, მოკლე და უფრო სარწმუნო, ვიდრე მეორე. მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევდნენ.

http://orthodoxy.ge/tserili/mamebi/shoba.htm

IPB-ს სურათი



გილოცავთ ყველას ამ დღესასწაულს!
მრავალს დაესწარი!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nikanuka
პოსტი Jan 6 2013, 10:55 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 16-March 11
წევრი № 10,689



ვუერთდები მილოცვას, შეეწიოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის დღესასწაულის ძალა და მადლი.

აქვე ვიკითხავ

თუ იცით, დილით რომელ ტაძარში იქნება 7 იანვარს წირვა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 6 2013, 11:01 PM
პოსტი #3


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



IPB-ს სურათი


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 6 2013, 11:29 PM
პოსტი #4


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



გილოცავთ kiss1.gif

ჩემს თავს კი ვუსურვებ ერთი ჩემი მეგობარი მენახოს ხშირად, გორშია :უსერ:



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Jan 7 2013, 12:10 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ქრისტე შობას გილოცავთ! უფალი შემოსულიყოს ჩვენს გულებში და მოგვცეს სიყვარული , სიმდაბლე და ცოდვების განცდა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Jan 7 2013, 01:05 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



გილოცავთ შობის დღესასწაულს. ამ დღესასწაულის სიხარული სუფევდეს სულ თქვენს გულებში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 7 2013, 09:32 PM
პოსტი #7


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



გილოცავთ ყველას. უფალმა გააძლიეროს სრულიად საქართველო და დაიცვას ხილული და უხილავი მტრებისაგან.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ემილი
პოსტი Jan 7 2013, 09:49 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 58
რეგისტრ.: 28-December 10
წევრი № 10,181



გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ებარებოდეთ უფალს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 8 2013, 02:44 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყველას გილოცავთ!!!!!!!!!! ღმერთმა მრავალი შობა-ახალი წელი გაგვითენოს მშვიდობით, სიხარულით, სიყვარულითა და უფლის რწმენით სავსე!!! wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 09:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი