მამა გიორგი ბასილაძე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გიორგი ბასილაძე |
KAIROS |
Dec 15 2009, 12:47 PM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ატმანს შევახსენებ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველი არის ჭეშმარიტება, მე არ ვაკრიტიკებ მამა გიორგის, მემილიონჯერ ვიმეორებ, უნდა ისწავლოთ განსხვავება პიროვნების კრიტიკასა და აზრების კრიტიკას შორის, გიმეორებთ ისევ "მამაოები " (ქართულად მამები ანუ მოძღვრები სწორი ფორმით) რას ამბობენ იმაზე კი არაა საუბარი, არამედ
ციტატა 1. წიგნები გამოცემულია ყოველგვარი ნებართვის (მისი ეპარქიის და საპატრიარქოს აუცილებელი რეცენზიის) და გასწორების გარეშე. რაც მთავარია 2. წიგნი შეიცავს უამრავ შეცდომას ესაა ფაქტი, და იონას ბრალდებები როგორც ხშირად უსაფუძვლოა, პროვოკაცია არა ვულკანიზაცია ცრუობ ბ.ნო იონა, რადგან ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ აკრძალულია ეგ წიგნი მის ეპარქიაში და მეტიც არაა ეს წიგნი ნებარდართული არც საპატრიარქოს სარეცენზიო საბჭოს მიერ, რომლის ბეჭედის არ ქონა არის ამის დამადასტურებელი. და გაიგეთ ქართული უამრავი შეცდომებია შიგნით, ჩემს მაინც არ მიიღებთ ვინც აქ პოსტავთ აბსოლუტური უმრავლესპბა (იზი ბარტს არ ვგულისხმობ ), თქვენ ბატონებო ჩემი მარადიული გადაკიდებული ოპოზიცია ხართ, ამიტომ კითხეთ აფხაზს და ის გიპასუხებთ, არც ის დაივიწყოთ რომ აფხაზმა ორჯერ დაკეტა ეს თემა და ატმანს უფლება არ ქონდა ახალი პროვოკაციის დაწყებისა, რადგან თემა იწვევს კამათს და ჩვენ კი კამტს უნდა მვოერიდოთ, როცა მას მხოლოდ დაძაბულება მოაქვს. ჭეშმარიტება ყველაზე მაღლაა; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
Dec 15 2009, 12:50 PM
პოსტი
#22
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
KAIROS
ციტატა ატმანს უფლება არ ქონდა ახალი პროვოკაციის დაწყებისა, რადგან თემა იწვევს კამათს და ჩვენ კი კამტს უნდა მვოერიდოთ, როცა მას მხოლოდ დაძაბულება მოაქვს. ჰოდა ნუ კამათობ და იქნება სიწყნარე მე პირადად ვწყვეტ ამ თემაში კამათს და სხვებსაც მოვუწოდებ -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნანინა |
Dec 15 2009, 01:02 PM
პოსტი
#23
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
მე როგორც ვიცი მამა გიორგი ბასილაძე თავად უარყოფს იმ ცდომილებებს რაც მის წიგნშია, რაზეც ადრე იყო აქ საუბარი და რაც არამართლმადიდბლურია. მე როგორც ვიცი ეს წიგნი არაა გამოცემული მამა გიორგის მიერ, არამედ სხვების მიერ. ვინც იყო მამა გიორგისთან ალბათ მათ ჩაწერეს მისი აზრები + რაღაცეები მიუმატეს და დაამახინჯეს... რა ვიცი...
მოკლედ ნუ იკამათებთ ამაზე და ჯობია დახუროთ თემა -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
lingvo |
Dec 15 2009, 01:05 PM
პოსტი
#24
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
მეც ვემხრობი თემის დახურვას.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
izi-bartki |
Dec 15 2009, 01:19 PM
პოსტი
#25
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
მე არ მინდა ამ თემის დახურვა,. არც კამათი და არც თმების წიწკვნა...
-------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
izi-bartki |
Dec 15 2009, 01:36 PM
პოსტი
#26
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
ციტატა ჰოდა ნუ კამათობ და იქნება სიწყნარე მე პირადად ვწყვეტ ამ თემაში კამათს და სხვებსაც მოვუწოდებ +1 -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
Iona |
Dec 15 2009, 01:49 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა ჰოდა ნუ კამათობ და იქნება სიწყნარე მე პირადად ვწყვეტ ამ თემაში კამათს და სხვებსაც მოვუწოდებ მეც არ ვაპირებ კამათს - დაიწყება კამათი - დაიხურება თEმა როგორ ხდება ხოლმე. პ.ს ვისაც არ უნდა ნუ დაპოსტავს - ვალდებულება ხომ არაა?! -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
b-a-r-b-a-r-e |
Dec 15 2009, 02:09 PM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
დაგიჩოქებთ და ისე გთხოვთ
გევედრებით კაიროს არ ვარ მე შენი ოპოზიცია გთხოვ გადი ამ თემდან,სადაც იწვევ კამათს. ნუ კამათობ კაიროს გევედრები გვაცადე გვიყვარდეს მამა გიორგი. არ შეგითანხმებ არც შენ და არც არავის,რომელ მოძღვარს ავირჩევ და ვცემ პატივს,არც მე და არც არავინ. ამოტომ ნუ გვიშლი ამას. ნუ კამათობ და ურევ ყველაფერს არ ეთანხმები,გავიგეთ,დაგვანებე ახლა თავი. როცა საპატრიარქო აუკრძალავს მამა გიორგის ქადაგებას,მერე აგვიკრძალეთ ჩვენც აქ მისი ქადაგებების დადება. თამარს ვთხოვ ეს თემა გაასუფთავოს. -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
KAIROS |
Dec 16 2009, 12:30 AM
პოსტი
#29
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა გევედრები გვაცადე გვიყვარდეს მამა გიორგი ბარბარე, მე შენთან იცი შენ რატომაც არ შემოვდივარ კამათში, მაგრამ შენს და აქ მპოსტველთა ჩემს ოპონენტთა გასაგონად გიმეორებთ, მე თქვენზე მეტად მიყვარს მამა გიორგი, მასზე მეტად ეკლესია, ყველაფერზე მეტად ქრისტე. ამიტომ ეს სიყვარული არ მაძლევს საშუალებას, გავჩუმდე იქ სადაც ვინმე არამართლმადიდებელი, რომელიც აქ საერთოდ არ უნდა წერდეს რელიგიურ თემებზე ფორუმის წესებიდან გამომდინარე ავრცელებდეს წიგნებს, სადაც მძიმე შეცდომებია, როგორც ითქვა თურმე მამა გიორგისაც დაუგმია ეს შეცდომები, ჰოდა აშენებულებო, თუ ასეა, მაშინ რატომ ულახავთ იმ პატიოსან და მართლა მართალ კაცს სახელს ამ საშინელი შეცდომებით და ყოველგვარი კანონდარღვევით გამოცემული წიგნების გავრცელებით? საპატრიარქოს არ მიუცია ნებართვა ამ წიგნების გამოცემაზე და მგონი მართლმადიდებლური ფორუმი არაა საპატრიარქოს მიერ ნებართვა არ დართული წიგნების გავრცელების ადგილი. გავუფრთხილდეთ ჯერ მამა გიორგის, მერე ეკლესიის და მერე მართლმადიდებლობის სახელს; არავინა აქ მტერი, დაიხსომეთ ეგ; კაიროსი! ციტატა მე როგორც ვიცი მამა გიორგი ბასილაძე თავად უარყოფს იმ ცდომილებებს რაც მის წიგნშია, რაზეც ადრე იყო აქ საუბარი და რაც არამართლმადიდბლურია. მე როგორც ვიცი ეს წიგნი არაა გამოცემული მამა გიორგის მიერ, არამედ სხვების მიერ. ვინც იყო მამა გიორგისთან ალბათ მათ ჩაწერეს მისი აზრები + რაღაცეები მიუმატეს და დაამახინჯეს... რა ვიცი... მოკლედ ნუ იკამათებთ ამაზე და ჯობია დახუროთ თემა + სრულიად ვეთანხმები, ბევრი თქვენგანი აზრზე არაა, მამა გიორგისადმი ჩემი ძალიან კარგი დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ ეს წიგნები შეურაცხყოფს პირველ რიგში სწორედ მამა გიორგის, ამიტომაც ვუერთდები ამ თხოვნას. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
newbie |
Dec 16 2009, 01:13 AM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
მეც ვეთანხმები რომ სიფრთხილეა საჭირო ამ წიგნებთან..
ვიცი რომ მამა არჩილმა გაუგზავნა წერილი მამა გიორგის რომელშიც კითხა ამ წიგნში არსებული არამართლმადიდებლური სწავლებების შესახებ დაწვრილებით, მამა გიორგის პასუხი ასეთი იყო, მგონი კასეტაზეც ჩაიწერა მრევლმა, რომ არ იყო ეს აზრები მისი დაწერილი არამედ დამახინჯებული, თვითონ გამომცემლების მიერ თუ არვიცი , მოკლედ მამა გიორგიმ უარყო რომ ამ წიგნებში დაწერილი ერეტიკული აზრების ავტორია.. |
maZiebeli |
Dec 16 2009, 01:54 AM
პოსტი
#31
|
დავითი ჯგუფი: Members პოსტები: 1,094 რეგისტრ.: 16-August 06 მდებარ.: თქვენთან წევრი № 67 |
მგონი მშვიდობისკენ მივდივართ.
შევირგოთ ერთი მხრივ მამა გიორგის სითბოთი, სიყვარულით და საღმრთო მოშურნეობით განმსჭვალული სიტყვები, მეორე მხრივ კი იმ წიგნში გაპარული აზრების კრიტიკა, რომელიც საპატრიარქოს კომისიასთან და (როგორც ვასკვნით) თვით მამა გიორგისთან შეუთახმებლად არის წიგნში. ამ კრიტიკისთვისაც მხოლოდ მადლიერნი უნდა ვიყოთ მათი, ვასაც არ ეზარება, დაკვირვებით კითხულობს, მერე წერს და გვიცავს უნებურად არასწორი შეხედულებების გავლენისგან, რომელიც წიგნშია და არა თვით მამა გიორგიში. -------------------- "...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33. "აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21. |
b-a-r-b-a-r-e |
Dec 16 2009, 09:07 AM
პოსტი
#32
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
ბარბარე, მე შენთან იცი შენ რატომაც არ შემოვდივარ კამათში, მაგრამ შენს და აქ მპოსტველთა ჩემს ოპონენტთა გასაგონად გიმეორებთ, მე თქვენზე მეტად მიყვარს მამა გიორგი, მასზე მეტად ეკლესია, ყველაფერზე მეტად ქრისტე. ამიტომ ეს სიყვარული არ მაძლევს საშუალებას, გავჩუმდე იქ სადაც ვინმე არამართლმადიდებელი, რომელიც აქ საერთოდ არ უნდა წერდეს რელიგიურ თემებზე ფორუმის წესებიდან გამომდინარე ავრცელებდეს წიგნებს, სადაც მძიმე შეცდომებია, როგორც ითქვა თურმე მამა გიორგისაც დაუგმია ეს შეცდომები, ჰოდა აშენებულებო, თუ ასეა, მაშინ რატომ ულახავთ იმ პატიოსან და მართლა მართალ კაცს სახელს ამ საშინელი შეცდომებით და ყოველგვარი კანონდარღვევით გამოცემული წიგნების გავრცელებით? საპატრიარქოს არ მიუცია ნებართვა ამ წიგნების გამოცემაზე და მგონი მართლმადიდებლური ფორუმი არაა საპატრიარქოს მიერ ნებართვა არ დართული წიგნების გავრცელების ადგილი. გავუფრთხილდეთ ჯერ მამა გიორგის, მერე ეკლესიის და მერე მართლმადიდებლობის სახელს; არავინა აქ მტერი, დაიხსომეთ ეგ; კაიროსი! + სრულიად ვეთანხმები, ბევრი თქვენგანი აზრზე არაა, მამა გიორგისადმი ჩემი ძალიან კარგი დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ ეს წიგნები შეურაცხყოფს პირველ რიგში სწორედ მამა გიორგის, ამიტომაც ვუერთდები ამ თხოვნას. ეს არის ჩვეულებრივი წიგნი ასე აღიქვით და მორჩა. თანაც ატმანი არის მართლმადიდებელი კაცი,ნაზიარები და ასე შემდეგ. ასე რომ ჩემი თხოვნაა აღარ მოიხსენიო ის არამართლმადიდებლად,(დაბნეული ა კაცი და ვაპატიოთ ახლა)რა საჭიროა ეს განზოგადება და ასე შემდეგ? მამა გიორგი გიყვარს? მას უფრო მეტად უყვარხარ შენ,ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია,როცა მას თვალებში ჩახედავ,ტირილს დაიწყებ,იმიტომ რომ ასეთი მადლი აქვს მას,უსიტყვოდ გატირებს. როცა ჩამოხვალ აქეთ,ვისურვებდი რომ გაგეცნო მამა გიორგი და მხოლოდ ამის მერე გესაუბრა მასზე. მე ვფიქრობ,რომ ვინც მას პირადად არ იცნობს,არ აქვს უფლება მას ზე ისაუბროს. ეს წიგნებიც სხვა არაფერია,თუ არა ისეთი წერილები,კამათის თემაში რომ დავდე მე,მამა გიორგის მისამართით. მოდი და მე შემომედავე,ტელეფონი გაქვს ჩემი და იმ ადამინების ტელეფონიებიც არის მითითებული იქ. ჩვენ ვიგონებთ მამა გიორგის და ვერავინ ვერ დამიშლის ამის დაწერას და მერე გამოქვეყნებას. წიგნზე ყველა უფლება დაცულია. სანამ დაუწყებთ გარჩევას წიგნში მოცემულ ცნობებს,იქნებ წახვიდეთ მამა გიორგისთან და კითხოთ,მე ასე ვფიქრობ და თქვენ რას მეტყვითო,ეს ზრდილობის ამბავია,სხვა თუ არაფერი,ამ ხნის მოძღვარია ბოლოსდაბოლოს. მე გთხოვთ,რომ ნუ იკამათებთ,სანამ არ გაიცნობთ მას პირადად,სანამ არ შეეკითხებით მას პირადად რაც გაწუხებთ. -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
Atman |
Dec 16 2009, 09:53 AM
პოსტი
#33
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
მე ვარ მართლმადიდებელი! ოღონდ ჩემი ჭეშმარიტება და სიმართლე განსხვავდება ბევრის სიმართლისგან
ეს წიგნები მაინც არაფრისმომტანია იმათთვის ვინც ჭეშმარიტებას არ ეძებს და გონია რომ იპოვა ჭეშმარიტება, ხოლო ის ვინც ეძებს მაინც მიაგნებს გინდ აქ, გინდ სხვაგან. აბსოლუტური ჭეშმარიტება არც ამ წიგნში წერია და არც სხვაში, რადგან ჭეშმარიტება ცოცხალი სიტყვაა პირველ რიგში და გულიდან გულში გადაეცემა და არა გონებიოდან გონებაში (თუნდაც ბრწყინვალე იყოს ეს გონება). კაიროს, შენ კი ისევ გიმეორებ (ხუმრობით რა თქმა უნდა) ბნელი მწიგნობარი ხარ, თუმცა გამოსწორების გზაზე ხარ, რადგანაც უმეტესობა ამით ვიწყებთ ტაძრის მთავარი არსი გუმბათზე რომ ჯვარია ისაა, მაგრამ თვალი ჯერ ტაძარს ხედავს და მერე ადის ზემოთ, ჯვრისკენ... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
b-a-r-b-a-r-e |
Dec 16 2009, 10:09 AM
პოსტი
#34
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
მამა გიორგის
ხორცი, შიშისგან თავისუფალი იხარებს სულის გახარებითა სულის ძალითა სასუფეველი იიძულების სახარებითა. ცოდნის გარეშე ცხოვრება კაცთა წუთისოფელში არის ამაო და კიდევ ბევრი გესწავლოს ჩვენთვის მადლით მოსილო წმიდა მამაო! მერაბ ცინცაძე -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
afxazi |
Dec 16 2009, 10:52 AM
პოსტი
#35
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
იქნებ დაწყნარდეთ ჰა. უკვე პატარა ბავშვებს ვემსგავსებით, რომლებმა არ იციან რაზე ჩხუბობენ. რა ვქნა ეხლა ყველა განყოფილება დავხურო ხოლმე იმის შიშით, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენოთ? არ შეიძლება ასე, ასე ფორუმი ვერ განვითარდება. მოკლედ ასე მოვიქცეთ, ეს თემა გადამაქვს ღვთისმეტყველებაში და ვაძლევ იმ ადამიანებს უფლებას, ვისაც აღნიშნული მოძღვრის ირგვლის სურს საუბარი, ისაუბროს მშვიდად, სხვებს კი მოვუწოდებ მიუხედავად ჩვენთვის მიუღებელი აზრებისა, ნუ შევლენ და ნუ დააფიქსირებენ საკუთარ შეხედულებებს ამ თემაში, რათა არ შექმნან კომფლიქტური სიტუაცია. ყველას აქვს უფლება საკუთარი შეხედულება გააჩნდეს. ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდად ავუხსნათ ერთმანეთს ის თუ რაში ვცდებით ან რაში ვართ მართლები, ასე იყოს. წესების გამკაცრება კი სამწუხაროდ ისეა საჭირო, როგორც არასდროს. ამის პირობასაც გაძლევთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Iona |
Dec 16 2009, 11:00 AM
პოსტი
#36
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
"საპატრიარქოს არ მიუცია ნებართვა ამ წიგნების გამოცემაზე და მგონი მართლმადიდებლური ფორუმი არაა საპატრიარქოს მიერ ნებართვა არ დართული წიგნების გავრცელების ადგილი. "
nebartvis micema saero piristvis gaugebaria ratom unda ikos sachiro - wigni xom ubralod mogonebebis saubrebis da interviuebis krebulia. xolo dagmobit aravis ar daugmia - garna ramdenime mwignobrisa da mgvdlisa ---- mitumetes opicialurad - tu ar varga da margla eretikuli azrebi vrceldeba martmadideblobis saxelit ratom dums sapatriarqo da ratom ikideba wigni eklesiebshi? - rad ar igeben xmas ?- dumili tanxmobis nishania - ese igi araperi eretikuli mand araa . rodis aket gaxda erti kacis xma eklesiis xma? ra uplebit gvikrdzalavs es adamiani am wiignis kitxva-gavrcelebas chemtvis gaugebaria. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
Atman |
Dec 16 2009, 11:05 AM
პოსტი
#37
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
afxazi
ღირსეული თავმჯდომარე ხარ! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
b-a-r-b-a-r-e |
Dec 16 2009, 12:02 PM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
ვინც კი იცნობს მამა გიორგის, ყველა დამეთანხმება, რომ ის არის ძალიან დიდი სიყვარულის მატარებელი პიროვნება, გულისხმიერი და კეთილი, მაგრამ ის მაინც მკაცრი პიროვნებაა. ის მკაცრია მაშინაც, როცა გულიანად იცინის და თბილად გესაუბრება...
მთელი კვირა ემზადები მასთან შესახვედრად, გეგმებს აწყობ, რა ჰკითხო, როგორ მოიქცე, მაგრამ მიხვალ თუ არა მასთან – შენს თავს აღარ ეკუთვნი. აღარაფერი გახსოვს, რაც რამ მოამზადე, ბრინჯივით დაბნეული დგახარ მის წინ. ენით აღუწერელი მორიდება და კრძალვა შემოდის შენს სულში, მაშინაც კი, როცა მხიარულად შემოგეგებება. როგორც კი შემოგხედავს მამაო, სულს თითქოს რაღაც ემართება, თითქოს გრძნობ, რომ სული გაქვს... რაღაცნაირად პატარავდები, გრძნობ შენს უბადრუკობას, უმწეობას და უღირსობას. შენგან დამოუკიდებლად, გონებაში წამებში გაიელვებს ჩადენილი ცოდვები, ცუდი და მანკიერი თვისებები... როგორი მობილიზებულიც არ უნდა მიხვიდე, როგორადაც არ უნდა გაიმხნევო თავი, მამაოს რომ დაინახავ, ისე იბნევი, შენდაუნებლიედ თვალებში ცრემლი ჩაგიდგება. დგახარ და არ იცი, როგორ მიესალმო, როგორ მოიქცე, რა მოიმოქმედო. სანამ დაჯდომას შემოგთავაზებს, ერთიანად გაიწურები. ისევ წამებში გაგონდება, რაც ამ ერთი კვირის მანძილზე ჩაგიდენია, რაც გიფიქრია, რაც გითქვამს. მერე ცოტა ხანში რაღაც მოგეშვება. მერე მამაო გეტყვის: დაჯექი, რას დგეხარ... გაგესაუბრება. თავს შინაურულად იგრძნობ. მამაო უბრალო ენით გესაუბრება და ამით გიადვილებს მასთან ურთიერთობას. მაგრამ შენი სული შენდა უნებურად გრძნობს, რომ ძალიან დიდი არსება გესაუბრება... საუბარში ისევ გრძნობ ძალის ზემოქმედებას. თავი არ მოგწონს, ჯდომა გიჭირს, რა ქნა არ იცი. ამასობაში მამაოს სახე ხან კეთილად შეიცვლება, ხან კი შიშის მომგვრელი, მკაცრი იერი გადაჰკრავს... მერე იწყებს ხუმრობას, თითქოს გრძნობ, რომ ახლა არის ხელსაყრელი მომენტი შეკითხვის დასასმელად, მაგრამ არა, პირს ვერ აღებ, ისევ მუნჯად, დაძაბული ზიხარ. მამაო აგრძელებს საუბარს... ერთი-ორი სიტყვა შემოდის სულში, და გრძნობ, რომ ეს სიტყვები შენ გეხება. როგორც კი ყურადღებით მიადევნებ გულისყურს მამაოს საუბარს, ხვდები, რომ პასუხი მოგცა იმ შეკითხვაზე, რომელიც გაწუხებდა, მაგრამ ვერ დაუსვი. მერე მამაო გიმასპინძლდება, მაგრამ არ იცი, რა ჭამო და როგორ... ადამიანი გრძნობს: რომ არა მამაოს სიკეთე, მის შინაგან სიმართლესა და სიმკაცრეს წამითაც ვერავინ გაუძლებს (თვითონაც ხშირად უთქვამს, `მე ძნელად ასატანი კაცი ვარო~), ეს უნდა განიცადო... ამას ვერ აღწერ და ენით ვერ გადმოსცემ. მამაოს უდიდესი ძალა აქვს. ის აკონტროლებს მის ირგვლივ ყველასა და ყველაფერს. ეს არაერთხელ შეგვინიშნავს. ადამიანი გრძნობ იმას, თუ რა უძლური ხარ და რა ყოვლისშემძლეა ღმერთი. რეალურად გრძნობ, რომ მართლაც ბალახიც არ შეტოკდება ღმერთის გარეშე და თვალსაც ვერ გაახელ შენს ნებაზე... ეს შიშისმომგვრელი განცდაა, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი სიხარულის მომნიჭებელიც. რადგან ცოცხლად გრძნობ ღმერთს და არა გადმოცემით, არა წიგნებით, არამედ შენი პირადი განცდებითა და გრძნობით. ამას შენით ხედავ და გწამს. ხედავ, რა ახლოსაა ღმერთი შენთან და გრძნობ: თუ იცხოვრებ მის მოსაწონად, რა სიხარულის მონიჭება შეუძლია ღმერთს და თუ არადა, მისი სიახლოვე ჯოჯოხეთად გექცევა და ერთი წამით ვერ გაუძლებ მის სიდიადეს, მის სიმართლეს!.. აი, ასეთ დაძაბულ ყოფას მამაო რაღაც წუთებში შეცვლის, სული შენდაუნებლიედ მშვიდდება და მოეშვები. მამაო კი ისეთი ახლობელი და უბრალო ხდება შენთვის, ზოგჯერ კი სულ ბავშვივით საყვარელი, რომ არც შიში, არც შეზღუდვა არ მოდის მისგან. ლაპარაკში ისე `შეხურდები~, თითქოს თანატოლს ესაუბრებოდე. ერთი სულის მოთქმით იტყვი, რაც შენში დაგროვდა, რისი გაზიარებაც გინდოდა. მაგრამ ისევ იცვლება იქაურობა, ისე რომ მამაო სახის გამომეტყველებას არ შეიცვლის... -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
abo |
Dec 16 2009, 12:12 PM
პოსტი
#39
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
რა თქმა უნდა ვადევნებ თვალს ამ თემაში წამოჭრილ ძალით შექმნილ გაუგებრობას
ფორუმს აქვს თავის წესები, რომელიც ზოგადად ყველა ფორუმზე ვრცელდება. აქ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება და ეს აზრი შეიძლება არასწორი იყოს. აქ არავის არ აქვს უფლება ვინმეს დაუშალოს ამ აზრის დაფიქსერება, ბატონო არ გჯერა ჩემი ქამოთქმული აზრის? ამიხსენი და გავიგებ... მაგრამ რას მაიძულებ მაინდამაინს შენ დაგიჯერო?თქვი შენი და ვინც დაგიჯერებს კაი და ვინც არა გაეცალე. რატომ ცდილობ ამ შენი სწორი აზრის ჩემზე მოხვევას თუ მე რაღაც საეჭვო დავინახე ამ შენ აზრებში? თუ დეგენერატად მთვლი რომ არ გიჯერებ? ცდებით თქვენც მეტნაკლებად ისევე როგორც წმინდანებიც(ისე ამაში უფრო მეპარება ეჭვი ) თუ გარანტია გაქვს რომ სწორს ამბობ? სახელებს არ ჩამოვთვლი ახლა მაგრა აქ ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება სპეციალურად რომ დაავალებ ადამიანს ერთი ამ ფორუმს მიმიხედე ვინმემ ღობის იქეთ არ გადაიხედოს თუ არა და ეცი და თუ არ დაგიჯერებს ძალით დააჯერე, ან ფანატიკოსი და ერეტიკოსი უძახეო, ქრისტიანს ერესი უნდა დააბრალო რომ დაიმორჩილოო. მოკლედ აქ მართალია ახალგაზრდები შემოდიან, მაგრამ ისინი საკმაოდ ნაკითხები და ზრდასრულები არიან, ყველას ყავს თავის მოძღვარი და მათგან გაიგებენ სიმართლეს. დაანებეთ ამ ვირტუალურ ამბიონს თავი თუ არა სულ გავვირტუალურდებით. ასე რომ ადამიანს უნდა სურდეს ჯერ რომ რაღაც ნახოს შენ ნათქვამში და შემდეგ უფრო დაგიჯერებს. ვერ ითმენ ? თქვი და შენი და გაირე. ბრიყვი მიუშვი სნებასა თვით შეეყრება ვნებასა. ისეთი საკითხი ხდება ხანდახან აქ საპოლემიკო, აგერ 1500წელიწადია ჩვენზე ბევრად დიდებმა ვერ გაარკვიე სიმართლე, ახლა ჩვენ ხომ ვერ მივალთ სწორ დასკვნამდე? და რომც მივიდეთ იქნება ის კი სწორი? იქნებ არა? ამიტომ თქვენი ე.წ. სწორი აზრები ყველამ თავისთვის შეინახოს და თვით იაროს ამ აზრებით(აბა ჩემი აზრით ხომ არ ივლის) სწორი ფონს გავა და არასწორი გვიან მაინც მიხვდება სიმართლეს. რასაც მამა გიორგიზე წერენ აქ შეიძლება გაპარებული იყოს რაიმე ხარვეზი, მაგრამ ამიტომ არ წავიკითხოთ წიგნი თუნდაც იგი არ იყოს ნაკურთხი? რაც ლიტერატურა მაქვს წაკითხული 0.2% იქნებოდა ნაკურთხი მაგრამ დანარჩენი არ წავიკითხოთ? წმინდა ბუნაგში, ალ ნეველის ცხოვრება, წიგნები ჯვაროსნულომებზე და იკვიზიციის საქმეები, სულ არ არის ნაკურთხი მაგრამ ხომ ვკითხულობთ? და ვხემძღვანელობთ კიდეც მისით თუ რამეს ამოღმოვაჩენთ მასში ჩვენთვის სასარგბლოს. ას რომ იYუჩეთ ხალხო და ერთმანეთს აცალეთ აზრის გამოთქმა. მე არ მჯერა ახალი სტილის და ვემხრობი ჩემი ეკლესიის აზრს ამის შესახებ არა მაქვს უფლება? ცდომილებას მე რას მიმტკიცებ ამ ექიმ კაცს, წადი ვისაც ხელეწიფება მასზე ღრმად მსჯელობა იმას დაუტკიცე და დააჯერე. მერე იქნებ მან უფრო მოხერხებულად ამიხსნას. რა თქვენ კურთხევა გაქვთ იმისი რომ აქ იძულებით დაგიჯერონ? არა ხომ? აბა რა გინდა მე თუ არ ვდგავვარ სწორ აზრზე და შენც ვერ მიმტკიცებ არგუმენტირებულად მე ბრიყვივით წამოგყვე? ბრიყვივით ეკლესიას არ მივყვები შენ რატომ მაიძულებ? მოკლედ აქ მე არავის და ყველას მივმართავ, მათ შორის ჩემ თავსაც ვღებულობ მხედველობაში. და რაზეც მინდა იმაზე ვისაუბრებ ფორ წესებიდან გამომდინარე. ნუ დასდევხართ ერთმანეთს "სალდატკი პრიჩინებზე", ეს სიკეთეს არცერთ მხარეს არ მოუტანს. დავიწყებ ახლა მე ჩიპებზე და შეთქმულებებზე და ათასგვარ მართლმადიდებლობისათვის მიუღებელ რამეებზე საუბარს და რამეების მტკიცებას. აქეDან ბევრი სწორი და არასწორი შეიძლება იყოს, მაგრამ ვინ არის ერთი ის რომ ამიკრძალოს ამაზე საუბარი? მაშინ მე უკრაძალავ იმას შემეწინააღმდეგოს. რა რითი გამოდის ჩემი პოზიცია იმისაზე ნაკლები?ასე რომ ვაცალოთ ერთმანეთს აზრის გამოთქმა, არასწორს აუხსნათ თუ არ გვიჯერებს წავიდეს თავის გზაზე შენ რა გინდა? დამიჯერეთ არ წააგებთ აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
კანუდოსელი |
Dec 16 2009, 12:16 PM
პოსტი
#40
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მოკლედ აქ მე არავის და ყველას მივმართავ, მათ შორის ჩემ თავსაც ვღებულობ მხედველობაში. და რაზეც მინდა იმაზე ვისაუბრებ ფორ წესებიდან გამომდინარე. ნუ დასდევხართ ერთმანეთს "სალდატკი პრიჩინებზე", ეს სიკეთეს არცერთ მხარეს არ მოუტანს. დავიწყებ ახლა მე ჩიპებზე და შეთქმულებებზე და ათასგვარ მართლმადიდებლობისათვის მიუღებელ რამეებზე საუბარს და რამეების მტკიცებას. აქეDან ბევრი სწორი და არასწორი შეიძლება იყოს, მაგრამ ვინ არის ერთი ის რომ ამიკრძალოს ამაზე საუბარი? მაშინ მე უკრაძალავ იმას შემეწინააღმდეგოს. რა რითი გამოდის ჩემი პოზიცია იმისაზე ნაკლები?ასე რომ ვაცალოთ ერთმანეთს აზრის გამოთქმა, არასწორს აუხსნათ თუ არ გვიჯერებს წავიდეს თავის გზაზე შენ რა გინდა? დამიჯერეთ არ წააგებთ აბო. ჯიგარი ხარ აბო პ.ს. ბოდიში ჟარგონიზა პ.პ.ს. ისე, ჯერ ჯეელები არიან, სისხლი უდუღთ...ერთი-ორ აკრძალვას შემოაგდებენ, მერე მიხვდებიან რომ ფორუმი ძალიან მოწესრიგდა, ოღონდ უფრორუმელებოდ და ისევ ბულ'კები გახდებიან პ.პ.პ.ს. მიდი გახსენი ჩიპზე...უნდა დაგცხო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი