მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
KAIROS |
Feb 2 2009, 08:59 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება მეცნიერულ სამყაროში, გვქონდეს ახალი აღმოჩნების შესახებ ინფორმაცია და მიღწევებსაც ვეცნობოდეთ, ჩვენს რიგებში არიან უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერები, სხვადასხვა დარგში , ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. ბევრი საკმაოდ კარგადაა ჩახედული ამ საქმეებში და ნამდვილად წაგვადგება ერთმანეთისათვის ამ სიახლეების მიწოდება და მათზე საუბარი.
ახლა პირველს თავადვე დავწერ, იმდენად უცნაურად მომხვდა ყურში, რომ ლამის ალოგიკურადაც ჟღერდა ქრისტიანისათვის, ნუ ახლა თეოლოგიას შევეშვათ და მეცნიერულად ასეა, რომ აღმოაჩინეს... მედუზა , რომელიც ფაქტობრივად არ კვდება, ანუ უკვდავი მედუზა ახლა ამ უკვდავებას სულის უკვდავების რანგში ნუ გავიგებთ, ამას ქვია "ბიოლოგიური უკდავება", ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ ამ 4-5 მილიმეტრიან დიამეტრის მედუზას Turritopsis nutricula ახასიათებს მითიური გაახალგაზრდავების თვისება, Smithsonian ინსტიტუტის და ლეჩეს მეცნიერულ-საკვლევი უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით ეს გაახალგაზრდავება ხდება ბიოლოგიური ციკლის უკუცვალებადობის ხარჯზე... Cheating deth: the immortal life cycle of Turritopsis http://8e.devbio.com/preview_article.php?ch=2&id=6 რას გვეტყვიან საქმეში ჩახედული ხალხი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
A.V.M |
Jan 11 2014, 10:19 PM
პოსტი
#121
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
კვანტურმა ფიზიკამ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა დაამტკიცა
საინტერესოოთხშაბათი, 27 ნოე 2013 14:46 ამერიკის შეერთებული შტატების ფიზიკოს-თეორიტიკოსი, რობერტ ლანცა ამტკიცებს, რომ სიკვდილი ადამიანის სიცოცხლის დასასრული არ არის. გარდაცვალების შემდეგ იგი გადადის პარალელურ სამყაროში და განაგრძობს სიცოცხლეს. მისივე აზრით, ამის შესახებ წარმოდგენები არსებობს იმიტომ, რომ ანტიკური საბერძნეთის თანამედროვეებმა ბიოცენტრული თეორია შეიმუშავეს, რის თანახმადაც სიცოცხლე ქმნის სამყაროს და არა პირიქით. საკუთარი ჰიპოტეზის დამტკიცებისას ლანცმა მიმართა კვანტურ ფიზიკას და იუნგის ინტერფერენციულ ექსპერიმენტს, რომელიც ამტკიცებს, რომ სინათლის წყარო-ტალღაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავზომოთ სივრცე. მას შეუძლია ერთდროულად გავიდეს ორ ხვრელში, ამის შემდეგ კი თითოეული სხივი გაიყოს კიდევ ორ სხივად. მეცნიერის სიტყვებით, როგორც ეს სინათლეზე ექსპერიმენტით დამტკიცდა, სიცოცხლეს შეუძლია შექმნას სამყარო და სიკვდილის გავლით გადავიდეს პარალელურ სამყაროში, სადაც სიკვდილი აღარ არსებობს. http://geonews.ge/?page=24&news_id=196132 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ლოგიკⒶ |
Dec 17 2014, 06:24 PM
პოსტი
#122
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 29-August 14 წევრი № 13,805 |
დაამტკიცა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია ეგ რომ დამტკიცდეს ყველაზე ხშირად განხილვადი თემა იქნება და ყველა ამის ირგვლივ იმსჯელებს იმიტომ რომ გადატრიალება მოხდება კაცობრიობის ისტორიაში
ეგ არის უბრალოდ ჰიპოთეაზა რომელიც მორგებულია კვანტურ კანონებს თუმცა დამტკიცებისთვის გაცილებით მეტი რამაა საჭირო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th May 2024 - 07:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი