თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ დაუსვით კითხვა მოძღვარს _ მართლმადიდებელი გავხი

პოსტის ავტორი: PeterPaul თარიღი: Oct 12 2020, 12:50 AM

დავიბადე საქართველოში და გავიზარდე, სტუდენტობის მერე უცხოეთში წავედი, წარამტებული კარიერა ადრეულ ასაკში, etc.

რამდენიმე თვის წინ თითქოს ქრისტემ გამომაფხიზლა ჩემი "ჩაძინებული" ცხოვრებიდან, მას შემდეგ ვცდილობ მის შესახებ რაც შეიძლება მეტს გავეცნო, ვკითხულობ უდაბნოს მამებს, თითქმის თანამედროვე ბერძენ და რუს მამებს და თეოლოგებს, ოღონდ ინგლისურად რაც არის თარგმნილი, რადგან სამწუხაროდ მხოლოდ ინგლისური ვიცი, საბედნიეროდ საბერძნეთის და რუსეთის ეკლესიები ძალიან დიდი რაოდენობით თარგმნიან წიგნებს ინგლისურ ენაზე.
სამწუხაროდ აქ ქართულად თარგმნილ წიგნებზე ხელი არ მიმიწვდება.

ჩემი პირველი კითხვაა, ამ ზღვა მასალიდან რაც მართლმადიდებლურ ეკლესიას გააჩნია რის წაკითხვას მირჩევთ?
სახარებებს ვკითხულობ მართლმადიდებელი მამების განმარტებების დახმარებით.

მეორე კითხვა, რა თქმა უნდა კარგია, ვიკითხო და გავეცნო, მაგრამ ეს მხოლოდ ქრისტეს "შესახებ" სწავლა გამოდის და მინდა რომ ის ჩემში ვიგრძნო, ვიცი რომ შორი და ძნელი გზაა, რას მირჩევთ რა გავაკეთო?

ქართული ეკლესია ვნახე აქ და ლიტურგიაზე ყოველ კვირა დავდივარ, ასევე მინდა ვეზიარო ხშირად მაგრამ არ ვიცი როგორ მოვიქცე, ვისთან მივიდე, რა უნდა გავაკეთო? რადგან მე რასაც ვხედავ ძირითადად მხოლოდ ბავშვებს აზიარებენ ხოლმე, მეც მინდა ვეზიარო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ჩემი კითხვაა, ეკლესია მხოლოდ კვირას არის ღია, ვისთან უნდა მივიდე, ვის რა უნდა ვკითხო. etc?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)