თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი _ ორ ლეპტიანები, ანუ ფორუმის ქველმოქმედება!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 12 2012, 08:10 PM

მოგესალმებით ფორუმელებო(კაიროსი გესალმებათ biggrin.gif ), ამ პოსტს ალბათ შემდეგ ფორუმშიც გადავიტანთ, საქმე იმაშია რომ ჩვენმა ერთობამ ბევრი კარგი შედეგი გამოიღო, შეიქმნა ბიბლიოთეკა (http://library.church.ge/) , ამასთანავე ჩვენი ცენტრიც (www.orthodoxtheology.ge) ფორუმში მომწიფდა და შეიკრა, ასე რომ ორივენი ფორუმის ერთგვარი პროდუქტებია, ინტელექტუალური პროდუქტი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს თეოლოგიური აზროვნების განვითარებაში, ამასთანავე სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩემი ჩათვლით, ბევრი ძველი იუზერი ვერ შემოდის ინტენსიურად ფორუმში, ესეც რომ არ იყოს აუცილებელია ამ ერთობას შენარჩუნება ერთის მხრივ და რეალიზირებაც მეორეს მხრივ.
ჩვენი ბოლო სამი-ოთხი შეხვედრის შემდეგ, როდესაც ასე ვთქვათ გამოვჩნდი ( smile.gif ) და გავიცანი ფორუმელების აქტიური ნაწილი, დამებადა იდეა, რომელიც ფორულებთან ერთად განვიხილეთ და საჯაროდ ახლა ვაცხადებთ, ჩვენ გვინდა რომ კვარტალში ერთხელ ჩვენ ფორუმელებმა მოვაწყოთ რაიმე საქველმოქმედო აქცია, ძველებს ემახსოვრებათ, რომ ეს ადრე ორგანიზირებული იყო ნათიას მიერ,სამწუხაროდ თანხები შეგროვებას დიდი პრობლემებიც ახლდა თან, ეს იყო რაღაც ბანკები, გადასახადები, ციფრები და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, ამ ეტაპზე ავარიდოთ თავი ამ ოფიციალურობას, უბრალოდ მოხალისეებმა შევქმნათ ჯგუფი (სახელი მე მოვიფიქრე "ორი ლეპტა" - და განხილვადია ), რომლებსაც გვექნება თითოეულს ჩვენივე სახლში გვექნება ყულაბა, რომელიც იქნება დაფარული (ანუ არ იქნება გამჭირვალე), და არც ჩვენ გვეცოდინება რამდენი დაგვიროვდა მასში და არც სხვები გაიგებენ, სამთვეში ერთხელ მოვიტანთ ამ ყულაბებს და ერთად გავაერთიანებთ (ამით მოიხსნება ე.წ. ხილვადობის პრობლემა, ანუ ვისაც ენდომება შესწირავს დიდს, და ამით მისი ანონიმურობა თავისთავად დაცული იქნება, და ვინც ვერ შეძლებს და მხოლოდ მცირეს მოუყრის თავს, მისი უხერხულობის პრობლემაც აღარ იქნება), შეგროვებული თანხით კი ერთად გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ, შეიძლება არ იყოს ისე დიდი რომ რაიმე დიდი აქცია მოეწყოს, მაგრამ წიგნების ყიდვას მაინც შევძლებთ, რომ ტუსაღებს ან ბავშვებს მაინც დავურიგებთ ახალი აღთქმის და ლოცვანის წიგნებს smile.gif ამით ფორუმელებსაც ერთმანეთთან უფრო ახლო ურთიერთობა გვექნება (ხინკალფართისა და მოგზაურობის იქით) და სიკეთეც გაკეთდება, თან თვეში ერთხელ საჭირობოროტო საკითხებზეც ვისაუბრებთ.

მაშ ასე: "ორლეპტიანელები" ( smile.gif )
- საკუთარ სახლებში ვდგამთ (ნაწილს უკვე გვაქვს) ყულაბას
- ყოველთვეს პირველ კვირას საღამოს 7:30 ვიკრიბებით
- ყოველ კვარტალში ერთხელ ვაწყობთ აქციას smile.gif
______________
სურათზე მაცხოვარი, რომელიც აკურთხევს ქვრივს, რომელმაც ორი ლეპტა შემოწირა, VI საუკუნის მოზაიკა, რავენა (იტალია)
______________

ისაუბრეთ, განიხილეთ, შემოგვიერთდით smile.gif
იხარეთ;
კაიროსი ( smile.gif )

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Sep 12 2012, 08:14 PM

აი ამ მიზანზე მქონდა საუბარი,რომ გამლახეთ ლამის user.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2012, 08:15 PM

იხაროს კაიროსმა!

biggrin.gif

ციტატა
აი ამ მიზანზე მქონდა საუბარი,რომ გამლახეთ ლამის

no.gif no.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 12 2012, 08:18 PM

ახალი დარდი მაქვს. ყულაბა ვიყიდო და იმაში გადავაგდო ფული, თუ ეგ ფული უკვე გადავდო ქველმოქმედებისთვის? : )))))


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2012, 08:20 PM

ციტატა
ახალი დარდი მაქვს. ყულაბა ვიყიდო და იმაში გადავაგდო ფული, თუ ეგ ფული უკვე გადავდო ქველმოქმედებისთვის? : )))))

არიოლ-რეშკა ააგდე...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 12 2012, 08:44 PM

მხევალი ნინო
მაგარია, მე მომწონს, შემოგეშველებით მეც, სახელიც მომეწონა. smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 12 2012, 09:03 PM

ძალიან კარგია. ეს უკვე მომწონს... ფორუმს დაუბრუნდება უწინდებური სახე. kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2012, 09:21 PM

ციტატა
ფორუმს დაუბრუნდება უწინდებური სახე.

ჯერ სადა ხარ...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 12 2012, 10:12 PM

.zakaria.

ციტატა
ეს რა უაზრობაა, და კიდე სხვა მინუსებიც ააქვს ყულაბას.

მაინც და მაინც ყულაბაზე რომ არაა საქმე, მე მგონი მშვენივრად ხვდები, ყულაბად შეიძლება ერთი ჩვეულებრივი ქილა გამოიყენო და ჩააგდო როცა შეძლებ და რამდენსაც შეძლებ, თანხის შეგროვება ხდება 3 თვეში ერთხელ. ყოველ თვეში კი შეიკრიბებიან და ისაუბრებენ. არც შეკრებებზე ყულაბით სირბილს არავის ითხოვს, შეგიძლია ამოიღო შეგროვებული თანხა და ისე წაიღო.

მხევალი ნინო
სანამ მე რეჩს ვაცხობდი, პასუხიც დაგიწერია biggrin.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 12 2012, 10:39 PM

მხევალი ნინო
ლიბერთიში გახსნი ანგარიშს, მიაბავ "ემანის" რომელზეც ყველას შეეძლება თანხის დარიცხვა ჩასარიცხი აპარატებიდან( დგას ყველა სოფელში) ამაზე მეტი დაფარული და ყულაბა რა გინდა, თვეში ერთხელ გამოიტან და ეგაა.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 12 2012, 10:41 PM

ციტატა(.zakaria. @ Sep 12 2012, 09:39 PM) *

მხევალი ნინო
ლიბერთიში გახსნი ანგარიშს, მიაბავ "ემანის" რომელზეც ყველას შეეძლება თანხის დარიცხვა ჩასარიცხი აპარატებიდან( დგას ყველა სოფელში) ამაზე მეტი დაფარული და ყულაბა რა გინდა, თვეში ერთხელ გამოიტან და ეგაა.

კი, მაგრამ მარტო თანხაზე არაა საქ2მე.
ფორუმელები აქტიურად დაიწყებენ შეხვედრებს და პირადი ურთიერთობა განსხვავდება ვირტუალურისგან, ხო?
ანუ ამ საქმესაც წაადგება.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 12 2012, 10:41 PM

.zakaria.

ციტატა
ლიბერთიში გახსნი ანგარიშს, მიაბავ "ემანის" რომელზეც ყველას შეეძლება თანხის დარიცხვა ჩასარიცხი აპარატებიდან( დგას ყველა სოფელში) ამაზე მეტი დაფარული და ყულაბა რა გინდა, თვეში ერთხელ გამოიტან და ეგაა.



ეს ბიჭი მოგზავნილია biggrin.gif


ვისაც უნდა ჩარიცხოს. ჩვენ ნაღდი ანგარიშსწორება გვინდა.

ისე, ვის ანგარიშზე ცავრიცხოთ, კაიროსის ?: )))


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 12 2012, 10:54 PM

ისე, ქუჩაში რომ დაგვინახოს ხალხმა, ამდენი იაღლიაში ამოჩრილყულაბიანი სასტავი, რაღაც მოძრაობა ვეგონებით, სექტა ან პოლიტპარტია : ))

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 12 2012, 10:59 PM

მხევალი ნინო
ხო, ეგ წარმოვიდგინე მეც biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 12 2012, 11:03 PM

tamuna m

ციტატა
ხო, ეგ წარმოვიდგინე მეც




და, კაფეში რომ სევლაგდებით ამ ყულაბებით, ხომ საოცარი სანახაობა იქნება biggrin.gif


თემის სათაური ცაასწორეთ რა. ,,ორი ლეპტიანი,, რა ქართულია : (

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Sep 13 2012, 12:12 AM

.zakaria.
ესე ფონდს ქონდა ანგარიში,მაგრამ ზედმეტი ბიუროკრატიაა, გადასახადები და ა.შ.

ამიტომ გადავწყვიტეთ,ჩვენ ჩვენთვის დავაგროვოთ ჩვენსავე სახლებში და როცა შევიკრიბებით,მივიტანოთ ეს თანხა
მე მაგალითად ეს მაწყობს,რადგან საფულეში როცა მეგულება,მეხარჯება, და როცა გადადებული იქნება,ხელს არ დავაკარებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 13 2012, 01:01 AM

tamuna m

ციტატა
მგონი ჯობია იყოს ერთი ყულაბა, სადაც ყველა მიცვა და თავის თანხას ჩაყრის.

ხოდა მაგას ამბობენ ზუსტად, იყოს ერთი, ყულაბა იქნება თუ მოზრდილი საფულე, ჩადებს ყველა თავის თანხას. არავის ავალებენ სახლში დიდი ყულაბა დაიდგით და იმ ყულაბებით იარეთ ყოველი თვის პირველ პარასკევსო biggrin.gif

ხალხნო, გადარიცხვა-გადმორიცხვა სხვა საქმეა, უნდა იყოს სპეციალური ანგარიში გახსნილი, რომ არსებობს საქველმოქმედო ფონდი და უნდა ირიცხებოდეს იქ შემოწირული თანხები, თუ ვინმემ არ იცის, ახლა მაინც გაიგოს, იყო ასეთი ფონდი ფორუმზე, რომელიც საკმაოდ დიდ პრობლემებთანაც იყო დაკავშირებული, აუცილებელი გახდა მისი დახურვა, ახლის გახსნას კიდევ ახალი დოკუმენტაცია და მთელი ამბები სჭირდება. ასევე დარეგისტრირება და უამრავი რამე, რაც დროსთანაც არის დაკავშირებული, ასეთი ფონდის არსებობას მიხედვა სჭირდება და დღეს ვერავის დაავალდებულებ ყურადღება მიაქციეო, როცა ყველას საკუთარი საქმე თავზე საყრელად აქვს.
ამიტომ ყველაზე იოლი და უპრობლემო გზაა, შეაგროვეთ თქვენთვის, ვისაც რა შეგიძლიათ, მათ კი, ვისაც თანხის მოგროვების ზედმეტი აუცილებლობა არ აწუხებთ, სურვილის მიხედვით შეუძლიათ მიიტანონ იმდენი, რამდენიც სურთ.
ვის როგორც ურჩევნია ისე გააკეთოს, არავინ, არავის, არაფერს აძალებს აქ. smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Sep 13 2012, 03:52 PM

კარგი წამოწყებაა და იმედი მაქვს უფალი აკურთხებს ამ წამოწყებას. მიხარია და მხარს გიჭერთ.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 13 2012, 10:14 PM

თემა მე გავწმინდე, ვისაც თქვენი პოსტი არ დაგხვდებათ< პრეტენზიები ჩემთან.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 13 2012, 11:48 PM

kato_Bato

ციტატა
თემა მე გავწმინდე, ვისაც თქვენი პოსტი არ დაგხვდებათ< პრეტენზიები ჩემთან.



სახელი ჩაასწორე რა.
ჯერ ორი ლეპტა მინდოდა, მერე კიდევ სხვა რაღაც და ბოლოს რა გამომივიდა, თვითონ არ ვიცი : )))



პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 5 2012, 09:38 PM

მოკლედ და კონკრეტულად ხვალ ვიკრიბებით 7 საათზე ამ ,,პროგრამის' ფარგლებში.
ნებისმიერს შეუძლია მობრძანდეს.

აი მისამართი:
Metro vaja-fshavela ,vajas zeglis ukan parkia da marcxena mxridan unda chaukvet am parkis bolomde da iqvea es restoranic :-)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 13 2012, 02:05 AM

ბოლო შეხვედრაზე ვინც იყავით ყველას გეხსომებათ კაიროსის დავალება. ვლახოსის ფსიქოთერაპიის წაკითხვისა.
ეს წიგნი მაშინაც ვთქვი რომ სახლში მაქვს და გარდა ამისა ფორუმის ბიბლიოთეკაშიცაა და ნახეთ:
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=514%3A2012-05-30-16-43-48&catid=48%3A2010-12-12-19-54-08&Itemid=68&lang=en

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 14 2012, 11:07 AM

A.V.M


სტუდენტის არ იყოს დიდი წიგნია? : ))))))))))))))))))


პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Oct 16 2012, 09:04 PM

გუშინ გურამსაც ვუთხარი და აქაც ვიტყვი, რომ მეც მინდა ამ გაერთიანებაში მონაწილეობის მიღება.

ჰოდა, შეხვედრებზე მოვიდე ხოლმე, თუ რა ვქნა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 17 2012, 02:49 AM

მხევალი ნინო

ციტატა
სტუდენტის არ იყოს დიდი წიგნია? : ))))))))))))))))))

არა მხევალ!
ზუსტად აღარ მახსოვს , მაგრამ 300 გვერდის ფარგლებსია დაახლოებით. შინდისფერი სქელი ყდით.
George Leluashvili
ციტატა
ჰოდა, შეხვედრებზე მოვიდე ხოლმე, თუ რა ვქნა?

აუცილებლად.
გუშინაც გითხარი , რომ წინა შეხვედრაზე მხევალმა პირველად ეგ მკითხა:,,გიორგი რატო არ წამოვიდა-ო''.
სადღაც ნოემბრის პირველ კვირაში იქნება.
(ჩემი დაბ.დღეა მაგ დროს და რა ჯობია სხვის ხარჯზე ქეიფს)
biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)