თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ალავერდი და იყალთო

პოსტის ავტორი: ბოლქვაძე თარიღი: Oct 15 2007, 05:51 PM

მე დავდებ ალავერდისა და იყალთოს სურათებს

ალავერდში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია (მგონი ეზოში რადგან შიგნით არაფერი დამინახია შეკეთებული)


ალავერდი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

იყალთო

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



და ვისაც შეგიძლიათ იქნებ დაწეროთ ალავერდისა და იყალთოს ისტორია (მოკლე თუნდაც)

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 15 2007, 05:58 PM

ალავერდი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი და საკათედრო ტაძარი, ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის რაიონი), თელავიდან 20 კმ-ზე.

ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.


ისტორია: - ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.

ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-VII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, ა.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.


არქიტექტურა: - ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მ-მდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთს ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები. საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნის დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით. ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის აგებულება - ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში.

ტაძარი უმთავრესად გარე და შიგა პირი კი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი, შემორჩენილია აგრეთვე წარწერები.






http://www.monument.ge/info_geo/alaverdi_geo.htm


პოსტის ავტორი: ბოლქვაძე თარიღი: Oct 15 2007, 06:22 PM

გმადლობ ჩემო დაო (სულიერო და ხორციელოც) biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 15 2007, 09:08 PM

ალავერდი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 15 2007, 09:09 PM

იყალთო, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. იყალთო ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.

კომპლექსიდან შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.



IPB-ს სურათი
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი. VI-XIII საუკუნეების საერთო ხედი




IPB-ს სურათი
იყალთოს ფერისცვალების მონასტერი. VIII საუკუნე

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 15 2007, 09:09 PM



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Oct 16 2007, 11:26 AM

ამ კვირას მივდივართ ალავერდი - იყალთოში -
ორი ასურელი მამის საფლავია იქ....

http://church.ge/index.php?showtopic=2700&st=220

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Oct 19 2007, 05:39 PM

მაკუნა

მესამე ფოტო სვეტიცხოვლისაა და არა ალავერდის... (მგონი არ მეშლება)

ციტატა
ალავერდში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია (მგონი ეზოში რადგან შიგნით არაფერი დამინახია შეკეთებული)


ახლა ფრესკებს ვერ გადაღებავენ და მცირე სამუშაოები შიგნიტაც ჩატარდა, რაც საჭიროა იმის შესანარჩუნებლად რაც აქამდე შემორჩა.

გარდა ამისა ალავერDი შენდება სიძველეთ-საცავი. თანამედროვე აპარატურით სადაც შესაძლებელი იქნება საეკლესიო სიძველეების დაცვა-გამოფენა. აშენდა ასევე უზარმაზარი მარანი, რომლითაც ადრე განთქმული ყოფილა ალავერდი... და ა.შ.

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 19 2007, 06:05 PM

ამ ზაფხულს გადავიღე ეს ფოტოები smile.gif

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=503&i=dscf3806tj3.jpg

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=503&i=dscf3797fz5.jpg

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=503&i=dscf3799he4.jpg

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 13 2007, 03:32 AM

IPB-ს სურათი

თელავის დასავლეთით, 7-8 კმ-ზე, მდებარეობს იყალთოს მონასტერი, რომელიც დაარსდა VI საუკუნის მეორე ნახევარში, ერთ-ერთი ასურელი "მამათაგანის" - წმიდა ზენონის მიერ. მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. აქ დაარსდა უმაღლესი სკოლა-აკადემია, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ, რომ აკადემიის მთავარი შენობის ირგვლივ არსებობდა მრავალი სახელოსნო, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობანი და სხვა მრავალი სათავსოები.
იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვ. აღნიშნული თეორიული კურსების გარდა მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვ. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეკლესია: ღვთაების, ყველაწმიდისა და სამების. მთავარ, ღვთაების ეკლესიას აქვს ბერძნული ჯვრის ფორმა. იგი აშენებულია უფრო ძველი ეკლესიის ადგილზე, სადაც დაკრძალულია მისი დამაარსებელი ზენონი. ზემოთ აღნიშნული ეკლესიები მრავალჯერაა რესტავრირებული და ამჯერად მათი თავდაპირველი სახე ძლიერ შეცვლილია. იყალთოს აკადეიამ დიხანს იარსება, მისი როლი დიდია საქართველოს განმანათლებლობის საქმეში. 1616 წელს შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ აკადემია ცეცხლს მისცეს და მან თავის არსებობა შეწყვიტა.
http://kakheti.net/ikalto/ikalto_geo.html

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
ასურელი მამის -
წმინდა ზენონ იყალთოელის საფლავი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 13 2007, 10:34 PM

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი
იყალთოს აკადემიის კედლები


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Dec 29 2007, 11:28 PM

http://imageshack.us
ალავერდი ზაფხულში

პოსტის ავტორი: N10a თარიღი: Jun 14 2008, 02:10 PM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=364&i=cool058to9.jpg

პოსტის ავტორი: beso777 თარიღი: Sep 16 2011, 12:07 AM

ციტატა(mari-mari15 @ Sep 16 2011, 01:06 AM) *

მე არ გამომენთებაbiggrin.gif არ შემოსულა კაი ხანია
არ გამოვა...გეტყობა არ იცი რა ამბებია ჩვენთან გაცდენებზეbiggrin.gif
ნინი გამოენთო ბესოს და შავი დღე აყარაbiggrin.gif იმის მერე წყნარად ლაპარაკობსbiggrin.gif

აბა დაიდე გულზე ხელი რომ მართალს ამბობ,ნინი მე გამომენთებოდა ?ისე შეიძლება ორივეს ერთად უფრო გამოგვენტოს ახლაა tongue.gif

პოსტის ავტორი: Æther თარიღი: Aug 10 2015, 07:10 PM

გამარჯობა, შეგიძლიათ მითხრათ ალავერდის მონასტერში რამდენი ბერია ამჟამად?
დიდი მადლობა წინასწარ!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2015, 01:18 PM

"როგორც კი დიდებულ ალავერდის ტაძარში შევდგი ფეხი, არ ვიცი, რატომ და, ვინატრე, ნეტავ სვეტად მაქცია ან ტაძრის კედელში ვიყო სადმე ჩატანებული-მეთქი, რათა მუდამ დავმტკბარიყავი იმ საკვირველი მადლით, რომელიც იქ არის დავანებული".

/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2015, 09:35 PM

ალავერდი

დღეს ალავერდი ისე ახლოა,
რომ როგორც სითბო შემოდის ჩემში,
აქ, ალბათ, თოვლის სამოსახლოა,
მე ალავერდის სითეთრე შემშლის.

ათასი წლის წინ მოსული თოვლი
მე გამოვტაცე წარღვნას და ხანძარს,
ათასი წლის წინ მოსული თოვლი
ალაზნის ველზე აღვმართე ტაძრად.

მოდის გუმბათთა წყება და წყება,
ებჯინებიან ჟამდაკრულ კედლებს,
და ალავერდი წინ მიუძღვება
გუმბათებს _ მზისკენ გაფრენილ მტრედებს.

მე ყველა ტაძარს შევფერავ თეთრად
და ავიტაცებ ბავშვივით ხელში,
მერე ზურგს ვაქცევ სულყველას ერთად
და ალავერდის სითეთრე შემშლის!

პაატა ნაცვლიშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2022, 12:43 PM

"საქართველოში ჭიდაობის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ ალავერდის ტაძრის ფრესკაზე შემორჩენილია XV საუკუნის ჭიდაობის სცენა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 441/



უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)