IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V « < 23 24 25  
Reply to this topicStart new topic
> ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა.
marine
პოსტი Feb 15 2018, 12:52 PM
პოსტი #481


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქორწინება, დაე, იყოს უფლის მიერ, - ბრძანებს წმინდა იოანე კრონშტადტელი, - ანუ შვილების ქრისტიანული შობისა და აღზრდისთვის, იმისთვის, რომ ცოლის სახით გვყავდეს მეგობარი და შემწე, და არა ხორიელი და არაწმინდა მიზნებისთვის - დასაკმაყოფილებლად ვერცხლისმოყვარეობისა და სიძვისმოყვარეობის ვნებებისა".

"მრავალთა გამოცდილებით ჩანს, რომ ისინი, ვინც ვნებებით ქორწინდებიან, ბედნიერები არ არიან". ვნებები ცხრება და სიყვარულიც ქრება. უნდა აირჩიოთ შესაფერისი მეწყვილე გონებით, ღვთისმოშიში განზრახვითა და უფლისადმი ლოცვით, რათა იცხოვრონ სიმშვიდით, თანხმობითა და სიყვარულით", - გვასწავლის წმინდა მაკარი ოპტელი."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2018, 11:32 AM
პოსტი #482


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ცოლ-ქმარს შორის ნამდვილი, ძვირფასი, სულიერი სიყვარულია, მაშინ თუ ერთ-ერთი მათგანი კარგავს ერისკაცულ თვისებებს, ეს არათუ აშორებს, არამედ უფრო მტკიცედ კრავს მათ.

მაგალითად, როცა მხოლოდ ხორციელი სიყვარულია და ცოლი შეიტყობს, რომ მისი ცხოვრების მეგზურმა სხვა ქალისკენ გაიხედა, თვალებში მჟავას შეასხამს და დააბრმავებს, ხოლო თუ ქმარი წმინდა სიყვარულით უყვარს, მის გამო უფრო დიდ ტკივილს განიცდის, ფაქიზად ცდილობს, კვლავ დააბრუნოს იგი მართალ გზაზე. ამგვარად მოევლინება მათზე მადლი ღვთისა", - ბრძანებს პაისი მთაწმინდელი."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 29 2018, 05:44 PM
პოსტი #483


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქმრო საცოლეს საკუთარი დასავით უნდ სცემდეს პატივს. თუკი მომავალი მეუღლეები ქორწინებამდე თავს უბიწოდ შეინახავენ, მაშინ ჯვრისწერის საიდუმლოს შესრულებისას, როდესაც მღვდელი მათ გვირგვინებს დაადგამს თავზე, ისინი უხვად მიიღებენ ღვთის მადლს, რადგან, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ჯვრისწერის საიდუმლოს გვირგვინი განცხორმაზე გამარჯვების სიმბოლოა".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2018, 09:23 PM
პოსტი #484


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა კაცმა უამბო მამა ხარლამპეს:

- მამაო, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, რაც ჩემს თავს მოხდა. მე შევიყვარე ჩემი მომავალი მეუღლე და დავქორწინდით. თავიდან, როგორც სამოთხეში, ისე ვცხოვრობდით. მერე კი, არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ მისი დანახვა აღარ მინდა. მისადმი რაღაცნაირი წინააღმდეგობის, ანტიპათიისა და მტრობის გრძნობა გამიჩნდა. როცა ის მიყურებს, ასე მგონია, წინ მტერი მიზის. ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად მექცა. რა ვქნა? გავეყარო?

- გესმის, რას ამბობ, შვილო? ქორწინება ჩვენი ეკლესიის ერთი შვიდ საიდუმლოებათაგანია, შენ ღვთის წინაშე აღთქმა დადე, რომ ცოლთან ერთად სიკვდილამდე იტვირთავდა ცოლქმრობის უღელს. იქნებ ხუმრობით დაქორწინდით, როგორც არტისტები სცენაზე?

- კარგი, მამაო, მაგრამ ყოველდღიურად ამდენი ოჯახი რატომღა იყრება?

- აბა, რა გითხრა? თუ ადამიანების უმეტესობა ჭკუიდან გადავიდა და მათი რწმენა სხვა არაფერია, თუ არა მოდა... ჩვენ რა, მათ კვალს უნდა გავყვეთ? თუ სოფელმა გადაწყვიტა, თავის მოდასთან ერთად უფსკრულში ჩავარდეს, ჩვენ რა, რაც არ უნდა დაგვიჯდეს, მათ უნდა მივყვეთ? შენ ახლა ამბობ, რომ ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად გექცა. ასე რომ, იმ საშინელ, საუკუნო ცეცხლში, რომელიც მოსწვავს მრუშებს, მეძავებს და ცოლქმრული კავშირის ყველა დამრღვევს, შენთვის ახალს ვერაფერს ნახავ.

- რა ვქნა, მამაო?

- ნუთუ ვერ ხვდები, რომ ის, რაც შენს თავს ხდება - ეშმაკის ხრიკებია? რომელიღაც "სარკმელი" ღია დაუტოვე და ისიც შემოძვრა.

ამგვარი წამლების მსგავსი დარიგებების მიცემის შემდეგ მოძღვარმა უთხრა: - კარგი იქნება, თუ მალე ჩემთან კვლავ მოხვალ. მე კი ჯერჯერობით შენ და შენს მეუღლეს ყოველდღიურად წირვაზე მოგიხსენიებთ და თქვენთვის სკვნილზე ვილოცებ.

ახალგაზრდა კაცმა დაუჯერა მამა ხარლამპეს. მალე ის სასიხარულო ამბით დაბრუნდა - როგორც იქნ,ა თვალი ამეხილაო. მოძღვართან შეხვედრის მერე, მამა ხარლამპეს ლოცვით, დაუბრუნდა ცოლის მიმართ ძველებური პატივისცემა და სიყვარული."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2018, 05:01 PM
პოსტი #485


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მატრონას [მოსკოველი] ერთმა ქალმა შესჩივლა, - ძალით გამათხოვეს და უსიყვარულოდ ვცხოვრობ ქმართანო. ნეტარმა მკაცრად უთხრა: "მერედა, ვინ არის დამნაშავე? შენა ხარ. იმიტომ, რომ ჩვენი თავი უფალია, უფალი კი მამაკაცის სახით არის და ჩვენ, დედაკაცები, მამაკაცებს უნდა დავემორჩილოთ. შენ შენი გვირგვინი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ატარო. თავად ხარ დამნაშავე, რომ ცუდად ცხოვრობ ქმართან!"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2018, 10:18 PM
პოსტი #486


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მამა პაისი მონაზონს შეეკითხა:

- დედაო, მისწერე დიმიტრის საქორწილო მილოცვა?

- მივწერე, გერონდა.

- მომეცი ბარათი და დავუმატებ: "დე, იყოს თქვენთან ქრისტე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი! დიმიტრი, გაძლევ კურთხევას, ეჩხუბო თუდნაც მთელ ქვეყანას, ოღონდ მარიამს - არა! მარიამსაც ასევე ვაკურთხებ - ყველას ეჩხუბოს, შენ გარდა". აბა, ვნახოთ, მიხვდებიან თუ არა, რას ვგულისხმობ."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2018, 04:53 PM
პოსტი #487


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ დედაკაცი თავის ქმარზე უფროსობს, ეს დიდი სირცხვილია. ცოლი ქმარზე რაგინდ უმჯობესი და უგონიერესი იყოს, მაინც მას უნდა დაემორჩილოს; ეს ოჯახის წარმატებასა და კეთილდღეობას ხელს არ შეუშლის, ქმრის პატივისცემა და მორჩილება ოჯახურ ზრუნვასა და შრომასთან შეიძლება კეთილად შეერთდეს"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V « < 23 24 25
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th October 2018 - 03:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი