ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
გლახა |
Nov 17 2006, 11:07 AM
პოსტი
#181
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
შეხვეწილი
ციტატა ხო, რაც მთავარია, ახლა ნოსტალგიით შეპყრობილებმა რომანტიკულად არ დაუწყოთ ჩვენებურ ცას ცქერა და არ გააზვიადოთ ქართული ცის ამბები იმერულად. ანდრო ბიჭი ქართლელია ქართლელი... |
ლეონტი |
Nov 17 2006, 09:28 PM
პოსტი
#182
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
რომელია მანდ ფიზიკოსი?
დამეთანხმება რომ მთიან მასივებში ჰაერი უფრო გამჭვირვალეა,რადგან მაღლა ხარ,ჰაერი გაიშვიატებულია,ორთქლი მოწმენდილ ამინდში ნაკლები,ობსერვაღორიებსაც სწორედ მთებში აშენებენ. ამერიკა #1 გამომბოლქვავია მსოფლიოში, ამიტომაა მათი ცა მეტად დაბურული.ისე როგორც მსოფლიო ურბანისტულ ცენტრებში. ჩვენი ზეცა კი საბჭოეთის დაშლის მერე საერთაშორისო ავიამაგისტრალად იქცა. თბილისის ცაზე ზაფხულში ღამით რომ აიხედოთ შეგეშინდებათ ისეთი ინტენსიური ფრენაა, მაგრამ ეს ხდება ძალიან მაღლა (ალბათ 10 კმ). ეს როგორ იმოქმედებს ჩვენ ვარსკვლავიან ცაზე და კლიმატზე არ ვიცი. მაგრამ ჯერ ჯერობით ვარსკვლავეთის თაღი გვადგას. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
iako |
Nov 18 2006, 08:31 PM
პოსტი
#183
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
გერმანიის ცა ნამდვილად არ მინახავს ისეთი მოჭედილი ვარსკვლავებით, როგორც საქართველოში. თუნდაც ძალიან მოწმენდილ ცაზე და კარგ დარში.
ეს კითხვა ჩემს ნაცნობ გერმანელ ფიზიკოს უნდა დაუსვა, საინტერესოა რა პასუხს გამცემს. ისე კი მშობლიური ცა სხვა არის ისე როგორც მიწა ხომ გაგიგონიათ და ყველას თავისი უყვარს და მოსწონს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
ანნა |
Nov 19 2006, 04:11 AM
პოსტი
#184
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 19-November 06 წევრი № 494 |
მარადიული თემა, მარადიული ტკივილი, მარადიული ნოსტალგია. . . საქართველო ყოველთვის ელოდა თავის შვილებს, ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებიც მეგრულ "ნანას" და გურულ "კრიმანჭულს" ნატრულობდნენ, იქ სადღაც ცრემლი ყოველთვის იღვრებოდა, იქ სადღაც დასალიერში ქართველი სამშობლოს უნახავად კვდებოდა, მაგრამ გულში ყოველთვის ისმოდა ხმა "მე შვილი ვარ საქართველოსი" და ახლაც ისტორიულმა ბედკრულობამ, ეკონომიკურმა დუხჭირმა თუ ოჯახურმა პირობებმა ქართველი მოწყვიტა თავის მიწას და სადღაც დასალიერში დაასახლა. . . მაგრამ იქ სადღაც სამშობლოს სიყვარულის ცეცხლი კვლავ გიზგიზებს. . . ეს ადამიანები სიყვარულს ელიან, ყოველგვარი ქართულის მონატრებით და დიდი პატრიოტიზმით. გაიხარე მათე ესეთი თბილი სიტყვებისტვის დიდი მადლობა |
შოთა |
Nov 21 2006, 02:22 AM
პოსტი
#185
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
ეს ლექსი შემთხვევით ვნახე, არ ვიცი ვისი დაწერილია, მაგრამ ძალიან გულზე მომხვდა და მომეწონა , ვფიქრობ სხვა ემიგრანტებსაც მოეწონება .. როცა დავშორდი საქართველოს დავკარგე ძალა და მადლი მისი, მე მირჩევნია ჩემი ღარიბი ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი სჯობს ღარიბობა ჩემს სამშობლოში სჯობს რომ მესმოდეს ენა ქართული ისეთი სწრაფად მიფრინავს წლები თითქოს თამაშით ვიყო გართული როდესაც გავხდი მე ემიგრანტი შევიწროვება ვიგრძენი მაშინ უცხო კანონებს ვემორჩილები დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი ჩემს ქვეყანაში მე ფრთები მესხა და პატრიოტი ქართველი მერქვა მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა სადაც ვიქნები სულ მეყვარება ჩემი მთები და ჩემი ბუნება რაც მთავარია მემახსოვრება ”ენა მამული სარწმუნოება” როცა დავშორდი ჩემ საქართველოს დავკარგე ძალა და მადლი მისი მე მირჩევნია ჩემი ღარიბი ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
mogzaura |
Nov 21 2006, 02:50 AM
პოსტი
#186
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
გუშინ იყო ქართული კინო ფესვები ძალიან მიყვარს ეგ კინო,ამით იმის თქმა მინდა რომ იქ ერთ მომენტში ასეა ნათვქმი ჩვენ დაგვაგვიანდა საქართველოში წასვლაო, ეს სიტყები მუდამ მახსოვს მგონი დასაფიქრებელია,ნუ დაკარგავთ საქართველოს სიყვარულს გფარავდეთ უფალი!
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
Andria |
Nov 22 2006, 02:39 AM
პოსტი
#187
|
God bless Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 71 რეგისტრ.: 29-August 06 მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA წევრი № 120 |
ლექსი მართლა მაგარია შოთა, მეც მაგრად მომხვდა გულზე...
-------------------- |
teo.. |
Nov 23 2006, 10:40 PM
პოსტი
#188
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
გაიხარე, ამ სიტყვებისთვის. საქართველოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გადმოგეხუროთ საფარველად უცხოობაში მყოფებს ყველას, მათ შორის ბიძაჩემსა და ნათლიაჩემს! ველი დანარჩენ მერცხლებს: აბა დაპოსტეთ, როგორია მანდაური ცა? წყვარამი და კუნაპეტი, თუ კავკასიონურად გაკაშკაშებული. ხო, რაც მთავარია, ახლა ნოსტალგიით შეპყრობილებმა რომანტიკულად არ დაუწყოთ ჩვენებურ ცას ცქერა და არ გააზვიადოთ ქართული ცის ამბები იმერულად. მე ობიექტური პასუხები მაინტერესებს! შენს მიერ ნათქვამ მერცხლებზე გამახსენდა საოცარი რა არის იცით ?? მე 1998 წლიდან ამერიკაში ვცხოვრობ და არც ფლორიდაში და არც ნიუ-იორკში მერცხალი თვალით არ მინახავს. ყოველ გაზაფხულს (ჩვეულებისამებრ ) ველი მერცხლების მოფრენას მაგრა... გაზვიადებად არ ჩამომართვათ მაგრამ არც ცა არ არის ისეთი, როგორიც საქართველოშია, მანდ მყოფები ვერ ამჩნევთ რა საოცრად ახლოა ცა საქართველოს თავზე, როგორი კამკამაა და ვარსკვლავებიანი... აქ ისეთივე შორია ცა და ვარსკვლავები როგორც საქართველო... და ისე მენატრება მერცხლის ჭიკჭიკი როგორც მშობლიურ ენაზე მოსმენილი საგალობელი... ეს გაზვიადება არ არის, ეს სიმართლეა, ისევე როგორც დიაგნოზი: - ქართველ ერს თანდაყოლილი დაავადება აქვს, ამ დაავადებას - "ნოსტალგია" ქვია ამ ლექსებს თქვენ გიძღვნით ჩემო უცხოეთში მცხოვრებო საქართველოს შვილებო (ქართველებო და საქართველოზე შეყვარებულო არაქართველებო) ჩემო თბილის ქალაქო მე შენს ქუჩებს,ფეხშიშველი შემოვირბენ, ჩემო თბილის-ქალაქო, ჩემო ჭაღარა მთაწმინდავ, სასუფეველო წმინდანთა,ჩემო სულის მალამო ვენაცვალე, შენს მთა-ველებს, სილამაზე, თვალს მეტი რა ვანახვო, უცხოეთის ცის ქვეშეთშიც, მონატრებად მოვლენილო ზღაპარო... უფლის წმინდა ტაძრებად და სალოცავად აღმართულო ალამო, მითხარ! შენი სილამაზე, გულში ჩუმად, როგორ უნდა ვატარო, როცა იქნეს მივიცვალო, ჩემი ნეშტი, შენს თბილ მიწას, მინდა, რომ მიაბარო, ჩემი სული, საქართველოს, ცის ლაჟვარდზე ატარო, მე შენს ქუჩებს, ფეხშიშველი შემოვირბენ, ჩემო თბილის-ქალაქო, უცხოეთის ცის ქვეშეთშიც, მონატრებად მოვლენილო ზღაპარო... 08.03.1998 თეა კანდელაკი მ ა შ ი ნ, რ ო დ ე ს ა ც . . . ახლა, სამშობლოს მოწყვეტილი, ვემსგავსე კუნძულს - ვრცელ ოკეანის შუაგულში უსასოდ შთენილს. მაშინ, როდესაც, მზეც კი კარგავს მცხუნვარე სხივებს, მაშინ, როდესაც, მთვარის სირმა ცის ტატნობს კვეთავს... ჩემი ფიქრები, უერთდება შორით ტატნობებს... ჩემი სხეული, გათანგული, უძრავი ხდება და მხოლოდ, ლოცვად გარდაქცეულს, შევიცნობ ჩემს სულს, იქ, სადაც ცათა ტალანები წყალს უერთდება... და ჰორიზონტზე, იბადება ტკივილი მწველი, სულს ჩაბუდრული მონატრება მიდაღავს სხეულს... მე, საქართველოს ნაწილი ვარ, ის სისხლის წვეთი, დილის ცვარად რომ პოულობენ, ხან ნისლად ქცეულს... თავს ჩამოწოლილ - ბუმბერაზი მთების ქედებზე, ხან, კი, მივყვები ქარიშხალთა უსაზღვრო ქროლვას, ხან, დავიბურავ, ყაყაჩოთა წითელ სამოსში - თვალებს ცრემლიანს და მანდილით ვიფარავ თრთოლვას... მაშინ როდესაც, მზეც კი კარგავს მცხუნვარე სხივებს, მაშინ, როდესაც, მთვარის სირმა ცის ტატნობს კვეთავს... მთელი არსებით, საქართველოს ნაწილი ვხდები, ჩემი სხეული, გათანგული, უძრავი ხდება... 03.18.05 თეა კანდელაკი თქვენის ნებართვით ამ ლექსებსაც პოეზიის გვერდზე გადავიტან -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
iako |
Nov 24 2006, 02:48 PM
პოსტი
#189
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
თიკა შენი ლექსები სხვა ფორუმზეც მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს. გამიხარდა აქაც რომ გიპოვე. მგონი იგივე თიკა ხარ.
ერთი შეკითხვა მაქვს შენთან ''ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები'' გადმოვიწერე ადრე სხვა ფორუმიდან მაგრამ ავტორის მიწერა დამავიწყდა. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
teo.. |
Nov 26 2006, 01:34 AM
პოსტი
#190
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
თიკა შენი ლექსები სხვა ფორუმზეც მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს. გამიხარდა აქაც რომ გიპოვე. მგონი იგივე თიკა ხარ. ერთი შეკითხვა მაქვს შენთან ''ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები'' გადმოვიწერე ადრე სხვა ფორუმიდან მაგრამ ავტორის მიწერა დამავიწყდა. გამარჯობა იაკო, გამახსენდა შენი ნიკი რახან ეს ნაწარმოები წაგიკითხავს ესე იგი ის თიკა ვარ " ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები"- ც ზუსტად საქართველოს მონატრებამ დამაწერინა და იმ გულისტკივილმა რომელიც მისგან წამოსულ ვაი-ქართველებში დავინახე სამწუხაროდ. თუ ავტორის მიწერა გინდა მიაწერე ჩემი სახელი და გვარი. გაზაფხულზე თუ ღმერთი ინებებს წიგნის გამოცემა მაქვს დაგეგმილი და პრეზენტაციაც საქართველოში ჩატარდება ალბათ, თუ სურვილი გექნებათ ამ ფორუმიდან ყველას დიდი სიამოვნებით დაგპატიჟებთ, მანამდე კი საკმაო დროა, მაგრამ პირობა არ მავიწყდება. სიყვარულით თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
gio23/05 |
Nov 26 2006, 08:41 AM
პოსტი
#191
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 23-November 06 წევრი № 510 |
გამარჯობათ
მართალი ხართ მართლა ძნელია საქართველოდან შორს ყოფნა მე თვითონ ვარ და ძალინ მიჭირს და ძალიან მიხარია რომ ეს საიტი აგმოვაჩინე მადლობა გმერთს რომ ბევრი ქართველი დაადგა ჭეშმარიტ გზას გაიხარეთ და გმერთმა დაგლოცოთ |
iako |
Nov 26 2006, 01:31 PM
პოსტი
#192
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
თეა
შენს ლექსებს ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. საოცარი სულია მათში ჩაქსოვილი. მოუთმენლად ველი შენი წიგნის გამოცემას. გამიხარდა რომ აქაც გიპოვე. gio23/05 ქართველი კაცისთვის ყოველთვის ძალიან ძნელი იყო სამშობლოს დატოვება. უფალმა გაგაძლიეროს.მისი ნების გარეშე არაფერი არ ხდება. ყველაფერი ხომ მაინც ჩვენს სასიკეთოდ არის მოვლენილი. და როგორც ჩემმა მოძღვარმა დამლოცა: იქ და ისე ემსახურე უფალს, სადაც და როგორც იგი მოგიწოდებსო. ისევ უფალს შევთხოვოთ დახმარება ამის განსახორციელებლად. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
marine |
Dec 6 2006, 04:59 PM
პოსტი
#193
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,034 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ეს მოთხრობა ემიგრანტის ცხოვრებაზეა და კონკურსში "ალუბლობა" გაიმარჯვა (www.alubloba.org.ge). ძალიან გულშიჩამწვდომია, ამიტომ მსურს რომ აქ განვათავსო და ჩვენმა ემიგრანტებმა წაიკითხონ.
მარიამ ნატროშვილი /თბილისი. დაბ. 1987/ თბილისის დროით ნიუ-იორკში მე არსად გავქცეულვარ. მე, უბრალოდ, წავედი. აჭრელებული ხის კარი ნაცნობი ჭრიალით დამემშვიდობა. არაფერში შემეშლება ეს გულისწამღები ხმა. გულგრილად ჩავუარე ცარცის კედელზე ოდესღაც ამოფხაჭნილ ჩემ სახელს. გულგრილად შევედი ყავისფერკარიან ლიფტში და ღილაკისთვის თითი არ მიმიჭერია, ისე დავეშვი დაბლა, მიწისკენ. აჩქარებული ნაბიჯით გავიარე ავტოფარეხებით სავსე ეზო და წავედი. არსად გავქცეულვარ. უბრალოდ, წავედი. ბარგი არ მქონდა. მხოლოდ ერთი ხელჩანთა მეჭირა. შიგ კედლის საათი მედო, სამზარეულოს წითელი, მრგვალი კედლის საათი, რომელსაც გულდასმით დაეთვალა ჩემი ბავშვობის, ჩემი ცხოვრების ყოველი წამი. ახლაც კეთილსინდისიერად ასრულებდა მოვალეობას და ვინ იცის, უკვე მერამდენედ წრე მოეხაზე თავისი შავი, მომრგვალებული, მსხვილი ისრებით... გულისცემასთან შერწყმული წიკწიკით მახსენებდა, რომ ჩემს განუყოფელ ნაწილად ქცეულიყო. თორმეტი საათი ოკეანის თავზე ვიფრინე. ნელა მივფრინავდი. ფიქრით მივფირნავდი. ჩუმად მივფრინავდი. ხმისამოუღებლად ვიჯექი დიდ "რკინის ჩიტში." თორმეტ საათში ოკეანე გადავიფრინე. უხმოდ გადავლახე აბობოქრებული, უძირო წყალი. თვითმფრინავის ილუმინატორიდან ვხედავდი, როგორ ღრიალებდა, ბღაოდა, ცდილობდა ტალღებით მომწვდომოდა. უკან მოვიტოვე, უკან - წარსულში. აი, უკვე აქ ვიყავი, შორეულ ნიუ-იორკში. უზარმაზარში, ხმაურიანში, გადავსებულში. გარეუბანში ბინა ვიქირავე, ერთი ოთახი, უფრო სწორად ერთი ოთახი ერთი საწოლით, ერთი მაგიდით, ერთი სკამით. მონაცრისფერო-მოყავისფრო-მომწვანო ოთახი. კედელზე ჩემი საათი დავკიდე - მრგვალი, წითელი. სამსახურს ხან სად ვპოულობდი, ხან - სად. ჯერ მიმტანად ვიმუშავე რომელიღაც აჭრელებულ, გულისამრევ fast food - ში. მერე ეგრეთ წოდებულ "ბეიბისითერად", გაზეთებსაც ვყიდდი "საბვეის" ჯიხურში. ვუცქერდი ამერიკელების გაღიმებულ, ცარიელ სახეებს. ვუცქერდი, მაგრამ ვერ ვხედავდი. თბილისში ნაყიდ ამერიკულ ჯინსებში "გახვეული" დავდიოდი ნიუ-იორკის ქუჩებში. ახლა უკვე აქ ვიყავი - ოცნებების, თავისუფლების ქვეყანაში, ოკეანის მიღმა. მეცინებოდა, რადგან ახლა ოცნებებისა და თავისუფლების ქვეყანად ჩემთვის შორეული, ჩაბნელებული საქართველო ქცეულიყო... ყოველ საღამოს, სამსახურის შემდეგ, ქანცგაწყვეტილი ვბრუნდებოდი ჩემს ოთახში. ჩემს წითელ საათს კი ერთი უცნაურობა დასჩემდა - მერამდენედ ვაყენებდი აქაურ დროზე, დილით კი მაინც თბილისის დროს მიჩვენებდა... სახლში დავბრუნდებოდი თუ არა, საათს ვასწორებდი, მერე იაფფასიანი ვისკის ბოთლით ხელში სახურავზე ავდიოდი. ვუყურებდი გაბრდღვიალებულ, გაჩახჩახებულ მანჰეტენს. მერ დიდხნას ვაკვირდებოდი აქაურ ცას და ვცდილობდი, ის შორეული ოცნება მეპოვნა მასში, რომელმაც აქამდე მომიყვანა. ვერ ვპოულობდი... გარეუბნის ნაცრისფერი კორპუსები უფრო მახსენებდა თბილისს, შორს, ჭუჭყიანს, მაგრამ ჩემსას. სასმელით გაბრუებული ოთახში ვბრუნდებოდი, ცარიელი ბოთლით ვსრესდი ფანჯრის რაფაზე მოკალათებულ ტარაკანს და ვიძინებდი. უქმ დღეებში ქუჩებში დავეხეტებოდი უმიზნოდ. შავ, დიდ შარფში გახვეული, თითებში სიგარეტით, მივაპობდი ხალხის ტალღას, უსასრულო, ერთფეროვანი სახეების მასას, მღვრიე ნიაღვარს. ღერს ღერზე ვეწეოდი, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი, რაღაცას ვეძებდი, მაგრამ ამოად. დღის ბოლოს ვისკის ბოთლითა და ერთი კოლოფი მარლბოროთი შეიარაღებული სახურავზე მივცოცავდი და ვცდილობდი შორეული საქართველოს ცა დამენახა. მერე, ძილის წინ, ჯიუტად ვაყენებდი ჩემს წითელ საათს აქაურ დროზე და ვცდილობდი, სიზმარში მაინც მომეკრა თვალი ჩემი ქვეყნისთვის. ყოველ დილით მეტროსთან ერთი დაძონძილი, უსინათლო ბომჟი მხვდებოდა და ამდენ ხალხში მაინცდამაინც მე მეკითხებოდა დროს. მეც, მომვალეობის მოხდის მიზნით, გავხედავდი ხოლმე ცათამბჯენზე მიმაგრებულ ელექტრონულ საათს და გულგრილად ვპასუხობდი: - რვა საათია. იქ კი საღამოს ცხრა იქნება ალბათ... - ვამატებდი ჩემდაუნებურად. დიდ ყურადღებას არც ვაქცევდი ამ ბრმა, უსახლკარო მოხუცს. უგზოუკვლოდ რომ დაძრწოდა უზარმაზარი ქალაქის ახლართულ, ლაბირინთივით ქუჩაში, მაგრამ მისი კითხვა: "რომელი საათია?" - რაღაცაზე მიმანიშნებდა, თავად არ ბომჟშიც რაღაც ნაცნობსა და ძალიან ახლობელს ვხედავდი. ამაზე ფიქრის დრო მხოლოდ მატარებლის ჩამოდგომამდე მქონდა. მერე ჭრელი რეკლამები ფიქრებს მირევდა, მიფანტავდა. შესვენებაზე ვსვამდი კოკა-კოლას, ვეწეოდი მარლბოროს და ვფიქრობდი საქართველოზე. და დრო გადიოდა... გადიოდა ჩუმად, ხმისამოუღებლად, თვითონაც დღეში მხოლოდ რამდენიმე სიტყვას თუ ვამბობდი, ისიც ამერიკულად. საათი კი ისევ არ მემორჩილებოდა. ყოველ დილით თბილისის დროს მიჩვენებდა, თითქოს რაღაცის შეხსენება უნდოდა ჩემთვის. როგორც იქნა, დრო გამოვძებნე და მესაათეს წავუღე. მექანიზმი არ იყო დაზიანებული. ვერაფერი გაუგეს. ბოლსო ერთ მოხუც მესაათესთან გამაგზავნეს: ის თუ გაუგებს რამეს, მაგ კაცს საათების ენა ესმისო. ძლივს მივაგენი სახელოსნოს. საათი ვუჩვენე. გახსნა, შეამოწმა. მტვრიანი, ნაოჭებს შორის ჩაკარგული თვალებით ამომხედა და დამტვრეული, უცნაური ამერიკულით: "მე ამ საათს ვერაფერს ვუშველი, ამ საათის სული მექანიზმს არ ემორჩილებაო", - მითხრა. ხმა არ ამომიღია. მან კი მხოლოდ "წადი" დაამატა, ისე, რომ აღარც შემოუხედავს ჩემთვის. სადღაც შორს იყურებოდა, პლასტმასის, შუში ცივ შენობებს მიღმა. უკან გამოვბრუნდი. სახლში საღამო ხანს მივედი. სახურავზე ავბობღდი. ცას ჩავაშტერდი. ცა ცათამბჯენებს დამხობოდა და უღრუბლო იყო. ცა - ცარიელი. მივხვდი, სახლში მინდოდა, ჩემს ნამდვილ სახლში. ოთახში ჩასულმა საათი აღარ გავასწორე. თბილისში თენდებოდა... მეორე დღეს ბილეთი ავიღე. კედლიდან საათი ჩამოვხსენი და ჩანთაში ჩავდე. ბარგი არ მქონდა. კარი მოვიხურე და აჩქარებით ჩავუყევი ჭუჭყიან კიბეს. მეტროსთან ნაცნობი ხმა მომესმა: - რომელი საათია? ელექტრონულ საათა ავხედე, ოთხს უჩვენებდა, თბილისში კი ღამე იყო, ღამის სამი საათი ალბათ. ღამეა-მეთქი, სამი საათი, - ვუპასუხე და გავუღიმე. მანაც გამიღიმა. მერე უკვე შორიდან გამოვხედე, იდგა და მიყურებდა. - მშვიდობით! - დამიძახა ქართულად. - მშვიდობით! - ვუპასუხე მეც. მშვიდად ვიყავი, ისიც დამშვიდებულიყო, ოკეანეც აღარ ღელავდა. მე არსად გავქცეულვარ. მე, უბრალოდ, წავედი. შინ მეჩქარებოდა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
iako |
Dec 6 2006, 06:27 PM
პოსტი
#194
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
დიდი მადლობა. იმედია ჩვენი საათიც მალე დარეკავს.
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
marine |
Dec 7 2006, 12:38 PM
პოსტი
#195
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,034 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
iako
მეგობარი მყავს პორტუგალიაში, უკვე 5-6 წელია იქ ცხოვრობს და ეს მოთხრობა რომ გავუგზავნე და წაიკითხა, ინატრა: ნეტავი მასეთი საათი მეც მქონდესო.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
შეხვეწილი |
Dec 7 2006, 06:47 PM
პოსტი
#196
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
Andria |
Dec 9 2006, 10:44 AM
პოსტი
#197
|
God bless Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 71 რეგისტრ.: 29-August 06 მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA წევრი № 120 |
ფორუმელებო თქვენი დახმარება მჭირდება ძაან, ჩემი მეგობარი შობასთან დაკავშირებით პრეზენტაცის მართავს ამერიკაში და უნდა რომ ქართულ ალილოზე გააკეტოს power point-ი ხოდა ვისაც რაიმე ინფორმაცია გაქვთ ალილოსთან დაკავშირებით (საიდან მოდის ეს ტრადიცია და ასე შემდეგ). ან თუ სურათები გაქვთ, იქნება ამ მისამართზე გამომიგზავნოთ: anadiradze@yahoo.com
-------------------- |
leli |
Dec 9 2006, 08:32 PM
პოსტი
#198
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 9-December 06 წევრი № 661 |
ნამდვილი ქართველები მართლაც განიცდია საქართველოდან სიშორეს.
|
Andria |
Dec 11 2006, 01:05 AM
პოსტი
#199
|
God bless Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 71 რეგისტრ.: 29-August 06 მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA წევრი № 120 |
ნამდვილი ქართველები მართლაც განიცდია საქართველოდან სიშორეს. ეგ მართალია -------------------- |
tati87 |
Dec 15 2006, 04:09 PM
პოსტი
#200
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
იცი რა არის სალო ცნობილი პრაქტიკაა "ჩვენგან წავიდნენ რადგან არ ყოფილან ჩვენთაგანნი" ეს ადამიანები მართლა წავიდნენ, აი ადამიანი რომელიც გულში საქართველოს სიყვარუსლ ატარებს და ფეხში ქართული მიწა უყრია, აქედან არ წასულა, იგი აქაა. . . და ზუსტად ეგეთი ადამიანი ზომავს ხის სიმაღლე ფესვებიდან !!! -------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 05:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი