IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ტერენტი გრანელი, ლექსები.მოგონებები,ისტორიები
Terenti_Graneli
პოსტი Feb 3 2011, 05:11 PM
პოსტი #21


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 1-February 11
წევრი № 10,407



ციტატა(Berckley @ Feb 3 2011, 12:15 PM) *

ასეთ პოეზიას ვერ ვიტან,ლექსი იმიტომ დაარქვეს რომ რაღაც ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს(რითმაში ჯდებოდეს,ხმოვნების რაოდენომა ერთი უნდა იყოს).მაგიტომ არ მიყვარს თანამედროვე პოეტები,ძველი ქართველი პოეტები კარგ ლექსებს წერდნენ,გესიამოვნებოდა წაკითხვა.ეხლა კიდე დაწერენ მოთხრობას,ხაზებზე გაშლიან და ლექსს ეძახიან
P.S - ესეთ მოთხრობებს რომ დაწერთ ხოლმე მიაწერეთ რომ ლექსია,იქნებ ისე რო შევხედოთ როგორც ლექსს მართლა დაემსგავსოს

გეთანხმები ეხლანდელი პოეტები ... ჰმ laugh.gif

ციტატა(სოფი @ Feb 3 2011, 03:48 PM) *

Terenti_Graneli

ბატო ტერენტი biggrin.gif

ტერენტი გრანელზე უკვე არსებობს თემა შესაბამის,ენა და ლიტერატურის, განყოფილებაში http://church.ge/index.php?showtopic=3415&st=0

იმედია,საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ,მას რომ მივუერთოთ თქვენი თემაsmile.gif
Otherguy

შენმა თვალებმა ააორთქლა ეტყობა,თორემ ისევ იქ არის tongue.gif

http://church.ge/index.php?showtopic=1852&st=240

მეგობარო სოფო მე გოგო ვარ ამიტომ ქალბატონო ტერენტი აჯობებს biggrin.gif


--------------------

თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად.
მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 4 2011, 11:09 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ჰა აბა როგორ მიდის ამ თემაში საქმეები, აღარ დებთ ლექსებს? smile.gif

რამე სასიყვარულო არ აქვს ტერენტის? biggrin.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მახოროგა
პოსტი Feb 5 2011, 12:36 AM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 19-July 10
მდებარ.: თბილისი
წევრი № 9,164



არ შემიძლია და მე ავად ვარ


არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.


--------------------
„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 5 2011, 01:35 AM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



მახოროგა

ეგ ვიცი, მაგრამ გალაკტიონის და მითუმეტეს ოთარ ჭილაძის ლექსებს არ შეედრება... არ იყო ეგ კაცი მიჯნური რა...

სხვები არ აქვს?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Terenti_Graneli
პოსტი Feb 5 2011, 03:14 PM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 1-February 11
წევრი № 10,407



ციტატა(Otherguy @ Feb 5 2011, 01:35 AM) *

მახოროგა

ეგ ვიცი, მაგრამ გალაკტიონის და მითუმეტეს ოთარ ჭილაძის ლექსებს არ შეედრება... არ იყო ეგ კაცი მიჯნური რა...

სხვები არ აქვს?

შენ უკეთეს ექსებს წერ სიხარულო ამას რომ აკრიტიკებ?


--------------------

თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად.
მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 5 2011, 04:26 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(Terenti_Graneli @ Feb 5 2011, 03:14 PM) *

შენ უკეთეს ექსებს წერ სიხარულო ამას რომ აკრიტიკებ?


იმ თემაზე რაზეც ზემოთ დავწერე - მე შეიძლება არა, მაგრამ სხვა პოეტები, თუნდაც რომლებიც აქ ვახსენე - ნამდვილად... smile.gif

ტერენტის თავისი სტილი ჰქონდა, კარგი ლექსებიც აქვს ნამდვილად... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Terenti_Graneli
პოსტი Feb 5 2011, 04:31 PM
პოსტი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 1-February 11
წევრი № 10,407



ციტატა(Otherguy @ Feb 5 2011, 04:26 PM) *

იმ თემაზე რაზეც ზემოთ დავწერე - მე შეიძლება არა, მაგრამ სხვა პოეტები, თუნდაც რომლებიც აქ ვახსენე - ნამდვილად... smile.gif

ტერენტის თავისი სტილი ჰქონდა, კარგი ლექსებიც აქვს ნამდვილად... smile.gif

დიახ ხათქმაუნდა ყველა პოეტი სხვადასხვა ნაირია და ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქ : )))


--------------------

თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად.
მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 25 2012, 05:20 PM
პოსტი #28


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოკლედ ახლა მინდა დავდო თემა, რომელ;იც დავწერე მეცხრე კლასში ერთ-ერთი ლიტერატურული კონკურსისთვს ჩემს უსაყვარლეს პოეტზე.
და ამ კონკურსში მომცეს მეორე ადგილირადგან არ მიიჩნიეს იგი მოსწავლის მიერ დაწერილად.

დავიწყებ რეცენზიით.

რეცენზია
წმინდა- დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის IX კლასის მოსწავლის გურამ ლურსმანაშვილის მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენციისათვის შესრულებული ნაშრომისა : ,,პოეზიისა და დემონის ბრძოლა ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და შემოქმედებაში.’’
გურამ ლურსმანაშვილის თხზულება ყურადღებას იქცევს ორიგინალური და გამორჩეული , მხატვრულის გემოვნებითა და აზროვნებით . ავტორს უტყუარი სალიტერატურო ალღო და ინტუიცია მიუძღვის მისი ასაკისთვის საკმაოდ რთული და მძიმე პოეზიის-ტერენტის გრანელის შემოქმედების სამყაროს გზამკვლევად .
გურამ ლურსმანაშვილს , ჩანს , უყვარს პოეზია , აქვს დახვეწილი სინაგანი სამყარო , ფაქიზი სული , მასალიის გაცნობა-ათვისება და მისი დაკავშირება საანალიზო ლექსებთან , მის მიერ საკვლევ თემასთან მისადაგებულ ლექსებს ტერენტი გრანელის პოეზიაში , მართლაც , გამორჩეული ადგილი აქვთ დამკვიდრებული , თუმცა ამგვარი სინაგანი წვდომა და ტერენტი გრანელის სულის ბიოგრაფიის ამოკითხვა სტრიქონებსი ნორჩი ავტორისთვის მართლაც სასახელოა.
ძნელია , ისაუბრო დემონისა და პოეზიის ბრძოლის თაობაზე ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და შემოქმედებაში ისე , რომ თვალი აარიდო პოეტის ნამუშაკევის სესწავლა-ანალიზის მრავალწლიან გამოცდილებას . მოსწავლე-მკვლევარი წარმატებით უხამებს ერთმანეთს თავის გამოკვლევაში ლიტერატურისმცოდნის , პოეზიის კრიტიკოსისა და ლექსის მეტრფის ფუნქციებს.
გურამ ლურსმანაშვილის საკონფერენციო თემა დახვეწილი , სალიტერატურო ქართულით არის დაწერილი , სასიამოვნოდ იკითხება და გიტოვებს მოლოდინის გრძნობას , რომ ამგვარი ნაშრომის ავტორი კვლავაც მრავალგზის გაახარებს ქართული მწერლობის თაყვანისმცემლებს.

თამარ ბარბაქაძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი , პროფესორი შოთა
რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლი-
ტერატურის თეორიისა და კომპარასტივისტიკის განყოფილების
წამყვანი თანამშრომელი , ივანე ჯავახიშვილის თბილისის
უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.


გამოყენებული ლიტერატურა

1-ტერენტი გრანელი-ტომი I ; ,,ქართული თეატრი’’ -1991
2-ტერენტი გრანელი - ლირიკა -,, საბჭოთა საქართველო’’ – 1972
3-ტერენტი გრანელი - რჩეული - ,,საბჭოთა საქართველო’’ – 1961
4-ტერენტი გრანელი - რჩეული - ,,საბწოთა საქართველო ‘’ -1979
5-ალიმონაკი ლერი - კვირის წირვები- ,,ნაკადული’’ – 1988
6-ბარბაქაძე თამარ - სონეტი საქართველოში- ,,უნივერსალი’’ 2008
7-ჟურნალი-ლიტერატურა ცხელი შოკოლადი’’ N 21 – 2009
8-ტიციან ტაბიძე - სონეტები.ცნობილი ლექსები . ესსემ-,,მეცნიერება’’ 1999
9-ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია- ,,ნაკადული’’ 1984


შინაარსი

1-შესავალი1
2-XX საუკუნის დასაწყისი ქართულ პოეზიაში
3--ტერენტი გრანელის ცხოვრების გზის დასაწყისი
4-ტერენტი გრანელი გზაჯვარედინზე
5-ტერენტი გრანელი და ფიროსმანი
6-ტერენტი გრანელი და გალაკტიონი
7-ტერენტი გრანელი და ციხე
8-ტერენტი გრანელი და სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო
9-ფერები ტერენტი გრანელის შემოქმედებაში
10-ტერენტი გრანელი და სიყვარული
11-ტერენტი გრანელის ცხოვრების გზის დასასრული ; დასკვნა
12-ვასილ ბარნოვი-გრანელის პოეზიისათვის.










XX საუკუნე პოეზიაში ახალი-სიმბოლისტური მხატვრული ესთეტიკური აზროვნებით შემოდის .ქართული სიმბოლიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ტიციან ტაბიძე წერს: ,,მოდერნული ხელოვნება ღვიძლი შვილია ქალაქის . მთვრალი გოლიათის სუნთქვით გაიზარდა იგი , მის აკვანზე ნიმფებისმაგიერ მოხეტიალე მემუსიკენი მღეროდნენ ნანას , ბუნებას არ უწოვებია მისთვის ძუძუ , შავი ქალაქის ნისლით იზრდებოდა , ამიტომ მოგონებისა , ქალაქის ელექტრონის ფარნებზე წარმოუდგებოდა ნანატრი წარსული . აქ იწყება მითის შექმნა , გაძარცულ სამსხვერპლოზე ჩნდებიან მითის მქმნელნი.
ძველი პატრიარქალური კულტურა ირღვევა .ეს სიკვდილი ძველი ქვეყნის , გამოიტირა ბელგიელმა პოეტმა-ემილ ვერპარნმა წიგნში : ,,სოფელნი ჩრდილნი,’’ ქალაქი მბრძანებლობს.’’(1) ქალაქსი კი სულიერი ჰარმონიის მოპოვება რთულია . მისი პირველი დამაარსებელი ხომ კაენია , რომელიც მიწისგან დაწყევლის შემდეგ იწყებს მათ გასენებას და ამ გზით სორდება მიწას . როგორც ზურაბ კიკნაძე განმარტავს-,კაენ-შეძენა ებრაულად ნიშნავს შუბს . იგი მკვიდრობს და სუბივით ჩარჭობილია ნივთობრიობაში .
რწმენის,სულიერი ჰარმონიის , საკუთარ თავში ღვთის ხატის დაკარგვის შემაძრწუნებელი განცდა სამყაროს განსხვავებულ , მოულოდნელ აღთქმის ბადებს და იქმნება ახალი სიმბოლისტური შენობა-ტაძარი პოეზიაში . ღვთის რწმენის დაკარგვა კი უმთავრესი მიზანია არსებული დისჰარმონიისა . ,,მეოცე საუკუნის დამდეგს ქრისტიანული სამყარო კარგავს ღვთის რწმენას , კავშირს კავსირს ღვთიურ საწყისთან და ამ დანაკარგს ყველაზე უწინ სწორედ სიმბოლისტი პოეტები აცნობიერებენ . პოეტს აღარ იზიდავს ხილული , მატერიალური სამყარო და ცდილობს უხილავი , ზემატერიული , მიღმიერი სამყაროს შეცნობას , მაგრამ რადგან მას დაკარგული აქვს ზემატერიალური წვდომის სარწმუნოებრივი გზა , იგი ცდილობს პოეტური შემოქმედების პოეტური სახე-სიმბოლოების მეშვეობით გაარღვიოს ნივთიერი , მატერიალური სამყაროს საზღვრები.(2)
ადამიანი ხომ უმცირესია ამ სამყაროში , მაგრამ იგი როგორც მიკროკოსმოსი , საკუთარ თავში მოიცავს მაკროკოსმოსსაც . ტერენტი გრანელი უფრო შორს მიდის და თვლის :

,, პოეტი არის ყოველთვის ერთი
პოეტიარის ყოველთვის ღმერთი.’’
(პოეტი არის)

,,ტერენტი გრანელის პოეზია, რომელიც 10-იანი წლებიდან მკვიდრდება ქართულ სინამდვილეში , გალაკტიონისა და ცისფერყანწელთა სემოქმედების დროს და სივრცეს ვერ ასცდებოდა…ეს ასეც არის , ამიტომ ტერენტი გრანელის სონეტებში არ ჭირს პოეტის სიმბოლისტური მსოფაღქმის დამადასტურებელი ხატების გამოყოფა,’’

(1) 1-ტ.ტაბიძე-სონეტები , რჩეული ლექსები , ესსე-თბილისი , ბელა წიფურია-გ.ტაბიძის ,,ლურჯა ცხენების ბაზრებისთვის.’’გვ.109
2-თ.ბარბაქაძე-,,სონეტი საქართველოში’’-ტერენტი გრანელის სონეტები.(გვ.156)

წერს თამარბარბაქაძე და იქვე დასძენს : ,,ტერენტი გრანელის პოეზიაში ნეორომანტიზმის მიმართულების მაძიებელნი (მის.ზანდუკელი) , ალბათ , გრძნობდნენ და ხედავდნენ მის ლექსებში გამუდმებულ ლტოლვას იმ მომავლისაკენ , რომელიც მხოლოდ ,,ყოფილის ნიღბით წარმოგვიდგება.’’
გიორგი კაკაბაძე წერილში-,,ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,’’ ტერენტი გრანელს ნეორომანტიკოსად თვლის და წერს : ,,მისთვის დემონურს და ღვთაებრივს , სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ზღუდე მოიშალა . ის , რაც განსაკუთრებით საგრზნობია რომანტიკოსთა და მოგვიანებით პოსტრომანტიკოსთა შემოქმედებაში , რომელთა რიგებს გრანელიც მიეკუთვნება , სწორედ დემონური ელემენტებია : იმედგაცრუება , სასაფლაოების ლირიკა , ტრაგიზმი , სასოწარკვეთილება , სიკვდილის სილამაზე , მსოფლიო ხედვა და.ა.შ’’.(1)
ჩვენ ნაწილობრივ ვეთანხმებით მკვლევარს , მაგრამ ვთვლით , რომ ამ ტანჯული პოეტის შემოქმედება შეიცავს როგორც პოსტრომანტიკულ , ისევე სიმბოლისტურ ელემენტებსაც.
ტერენტი სამსონის ძე კვირკველია დაიბადა 1898 წელს წალენჯიხასი. მან დაბადებიდანვე დაიწყო სერკინება ცხოვრების დემონთან . სულ; პატარა იყო , როდესაც დედა გარდაეცვალა :

,,არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის .’’
(არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ)

ცხოვრებაში იყო ზრდილი , თავაზიანი , გულახდილი , უშუალო და თავმდაბალი . წყნარი. ხშირად დუმდა , თუმცა საკმარისი იყო პოეზიაზე ჩამოვარდნილიყო სიტყვა , რომ თვალები ნაპერწკლებით აუელვარდებოდა . მან კარგად იცოდა , რომ პოეზია ვერასოდეს ვერ იქნებოდა ცხოვრების ილუსტრაცია . არ ყოფილა ბევრი პოეტი , რომელსაც თავისი სახელის დარჩენა ეწინასწარმეტყველებინა პოეზიაში:
,,ჩემი წმინდა სახელი , პოეზიას დარჩება ,
ჩემი გული და სისხლი , ეს მემენტო მორი-ა.’’
(მემენტო მორი)
მართლაც მემენტო მორი-გახსოვდეს სიკვდილი . მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოშორებია თავიდან პოეტს ეს სიტყვები .
მას დათმენა და მოგონება ზეციური პოეზიისა ღვთისკენ მიმავალ ერთადერთ ჭესმარიტ გზად ესახებოდა. მან კარგად იცოდა , რომ მხოლოდ ამ გზით
1-ჟ.ლიტერატურა ცხელი შოკოლადი . N.21 გვ.15
დაამარცხებდა მასზე მაგნიტივით მიკრულ დემონს .. იგი იდგა მღვდლადკურტხევისა და თვითმკვლელობის გზაჯვარედინზე , მაგრამ ვერც ერთი სეძლო და ვერც მეორე.

,, ესენინივით მოვიკლა თავი?
თუ სიცოცხლისთვის განვაგრძო ბრძოლა.’’
(რა ვქნა მტერია)

ეს კითხვა ხშირად აწუხებდა პოეტს .

,,დილიდან მოდის წვიმა . გავდივარ ქუჩასი … გადავწყვიტე არ მოვიკლა თავი და შევურიგდე ცხოვრებას და ჩემი პოეზია ისევ დარჩეს სპეტაკი . ეს იქნება დაბრუნება ცხოვრებასთან.’’(1)
სწორედ ამ დღეს დაწერა მან ლექსი-,, დაბრუნება ცხოვრებასთან.’’

,,მე ასე ვატყობ , უფრო ფრთას გავშლი ,
უფრო ივლიან თეთრი ფიქრები,
თუ ცხოვრებასთან დავიწერ კავშირს
თუ მე ცხოვრებას შევურიგდები.’’
(დაბრუნება ცხოვრებასთან)

სიცოცხლის გზაჯვარედინზე მან აირჩია მარტოობისა და თვითგვემის უმძიმესი გზა და დაადგა მას. პოეტმა გადაწყვიტა , რომ შერიგებოდა ცხოვრებას და შერკინებოდა დემონს . მან საკუთარ თავსი დაიწყო უმაღლესი სამართლიანობისა და ბედნიერების ძიება , რომელიც მიწიერ ცხოვრებაში ვერ იპოვა . არ ვიცი , ვინა ვარ ? განა ეს საკუთარი მე არ იყო ? იგი ორმაგად გაექცა ცხოვრებას და როგორც ყველა გენიოსმა , დაუმორჩილებლობისა და შეურიგებლობის გამო , ეძია და იპოვა თავისი თავი.
სიცოცხლესი პოეზია და მუსიკა იყო მისი სტიმული დემონთან ბრძოლისას . მუსიკა იყო ის ჯადოსნური ძალა , მის არსებას , მის პოეზიას რომ აზეციერებდა და ამშვენიერებდა :

,,ეს გუგუნი მუსიკის , როცა მე მიხარია ,
თან ტირილი მინდება და მკლავებზე ტრაური.’’
(ციხფერი სიხსირე)

მუსიკა ეხმარებოდა მას ამქვეყნურ ცხოვრებაში . საათობით შეეძლო მდუმარედ დამდგარიყო და მოესმინა როიალის ხმა .
ტერენტი გრანელი წრფელი , ფაქიზი ლირიკოსია . მისი შემოქმედების ძირითადი აზრია დათრგუნვა ბნელისა , დემონისა , ბოროტისა და ამაღლება უზენაეს ჰარმონიამდე . მხოლოდ პოეზია იყო დაუნჯებული მის გულში . ის იყო უმთავრესი მისთვის . პოეტური ხედვით ხედვა უნდოდა და ასეც იმზირებოდა . მას სწამდა ,რომ პოეზია ჭესმარიტი მისტიკის გარეშე და პოეტი ჭეშმარიტი მარტოობის გარეშე შევარდენის ფიტულს ჰგავს . ამიტომ მოხდა განხეთქილება მასსა და ცისფერყანწელებს შორის.
მას ცხოვრების უფრო სწორი ყოფიერება უხსობდა სიცოცხლის ხალისს , ხოლო პოეზია აგრძნობინებდა უკვდავებას.

,, და ძვირფასო მე არ მინდა მეტი
ამ სიცოცხლის და ლექსების გარდა.’’

ბევრს იგი არ მოსწონდა სწორედ თავისი პოეზიისა და ცხოვრების წესის გამო. რომ ვერ შეინიღბა , ვერ შეიმოსა თვალთმაქცობის ფერადი მანტიით და პირისპირ აღმოჩნდა ბრბოს განურჩევლობისა და გულგრილობის წინაშე.
არსად მის ლექსებში არ არის ნიღაბი , ყოველი სტრიქონი განცდილია და წარმოადგენსრაღაც მომენტს მის ცხოვრებიდან .გრანელის ცხოვრება გამოვლენაა ბოჰემის , ხოლო პოეზია მისი განცდა და ცრემლია , იგი ხომ პოეზიასი ასკეტიიყოდა ცხოვრებაში ბოჰემა . მისი პოეზია კი სიკვდილის აგონიის დასაწტისია . ჩვენ ტერენტის თავისუფლად სეგვიძლია ვუწოდოთ - ლირიკის მთვარეული.
მას ყოველთვის უჭირდა . არ იცოდა თუ სად გაათევდა ღამეს და სად ისადილებდა დილით . ილია წერდა : ,,ჰოი ბნელო ღამევ! მეჯავრები სენ მე,’’-და მართლაც ღამე ხომ დემონისაა . იმ დემონისა , რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე განუყრელად დაჰყვებოდა და ორბივით უკორტნიდა გულს.


,,მწყურიან ღამე და მოსვენება ,
მიწას მაყრიან ჩემი ხელები.’’
(სიჩუმე და სიმარტოვე.’’)

ღამე ხომ ბოროტებისთვისაა ანთება და ანატჰემა , ღამე სიზმრების სავანეა , ხოლო სიზმარი მისი ფსიქიკის თვისება:

,,და სიზმარივით მოვალ
და ნაწვიმარი დღეა.’’

ტერენტისვის სიზმარი და მოჩვენებაა საკუთარი ცხოვრება-შუაღამისას , ოთახის ყველაზე ჩაბნელებული კუთხიდან თითქოს მამის ცრდილი ამოდიოდა და ელაპარაკებოდა ხოლმე , როგორც ჰამლეტს . გრანელი მთელი ცხოვრება ნანობდა იმას , რომ მიატოვა მამა და ჩამოვიდა ქალაქსი . იგი ელოდებოდა , თუ როგორ ჩაიკრავდა სიკვდილი მას გულსი , როგორც მწუხარე მამა . თუ როგორ შეიფარებდა ფრთებქვეს გზააბნეულსა და გაწამებულ შვილს . შეიფარებდა და მის ტანჯვასაც ბოლო მოეღება .სამარადისოდ დაისვენებს ისიცა და დემონიც . იგი მამამისს ფრიდრიხ ნიცშეს ადარებდა :

,,და მამაჩემი ფრიდრიხ ნიცშეა.’’
(მამა)

ამბობდა პოეტი . იგი მამას ადარებდა იმ ადამიანს , რომელიც ამბობს : ,,ყველა ნაწერებიდან მე მომწონს ის რომელიც არის სისხლით დაწერილი . დაწერე სისხლით , მაშინ გაიგებ თუ რა არის სული.’’
,,ჩემი გული და სისხლი
ეს მემენტო მორია.’’
(მემენტო მორი)
და მართლაც . იგი დადიოდა თბილისის ქუჩებში ,,სისხლიანი რვეულით’’.იმ თბილისში , რომელიც მისი პოეზიის სტიმული იყო და რომელი პოეზიითაც დაამარცხა დემონი . მისთვის დარდის უდაბნოცაა და მეყვავილეს ედემიც . აკვანიცა და ძვალთშესალაგიც.

,,სიცოცხლე მხოლოდ თბილისში მინდა.’’
(თბილისი მინდა)

იყო და რომელი პოეზიითაც დაამარცხა დემონი.მისთვის დარდის უდაბნოცაა და მეყვავილეს ედემიც,თბილისი აკვანიცაა და ძვალშესანახი:,,სიცოცხლე მხოლოდ თბილისში მინდა.''წერდა გრანელი.იმ თბილისში უნდოდა ცხოვრება,რომელიც,საბედისწერო
მორგი იყო მისთვის,იმ თბილისში,რომელიც მისი მუზათა ქალაქი იყო:

,,თბილისი წმინდა თავშესაფარი,
თბილისი მინდა როგორც საფლავი,''

დიახ,მას სტანჯავდა თბილისი,მაგრამ სწორედ ამ ტანჯვის გამო უყვარდა იგი.
ტერენტი სულით ხორცამდე პატრიოტი იყო,არ აჰყვა რევოლუციის სენით შეპყრობილ მწერლებსა თუ პოეტებს და დაუფარავად განუცხადა ყველას სომართლე:

,,და აწვალებდა მას სიკვდილამდე,
ქართული მზე და კართული მიწა.
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.''

ტიციან ტაბიზის ეს სიტყვები ზუსტად ახდა გრანელის ცხოვრებაში,იგიც ხომ სხვა პატრიოტებსავით მიილტვოდა საქართველოს რუსეთისგან განთავისუფლებისაკენ.ტერენტიმ სამშობლოს ტკივილს ისე შეაწნა პოეზიის უმაღლესი ცნება,როგორც ვაზი ქართულ ჩუქურთმას,ვით ვაზს-ქართული საგალობელი.
მას ყოველთვის აკვირვებდა,რომ ადამიანები შეუგუარს ეგუებოდნენ და მონურად მორჩილებდნენ ბოროტს,მისთვის თავისუფლრბაც ისეთივე სიკეთე იყო,როგორც ბუნება,სიცოცხლე და მზე.გრანელი იყო ახალი ქვეყნის შემოქმედი.სამშობლო იყო მისი შინაგანი ცრემლი,ტკივილი-ნეტარებაც და დემონური ძალაც,მას ძალიან კარგად ესმოდა,რომ ზნეობრივი უცვლელობა კანონია ღვთისა,ხოლო გადასხვაფერება-სატანისა,ამიტომ იყო ყოველთვის , ყველგან სამართლიანი, და პირდაპირი,ამიტომ გაბედა და ნათლად წარმოაჩინა ქვეყნის იმდროინდელი ტკივილი;თუმცა ასეთი პატრიოტი და მამულიშვილი ქართველებმა ვერ შევიცანით და მისი ცხოვრება დაემსგავსა ფიროსმანისას.მანაც სიცოცხლის დიდი დრო კიბისქვეშ გაატარა,სიცოცხლის ბოლო წლებში იგიც მიეძალა ალკოჰოლს და კიდევ რამდენი რამ აქვთ საერთო ამ ორ დიდ განათლება მიუღებელ,მაგრამ გენიოს ადამიანს,ტერენტი ხშირად ხედავდა ფიროსმანის სახეს და უკავშირებდა თავის ცხოვრებას,ორივეს ცხოვრების მანძილზე ებრძოდა დაუნდობელი დემონი,თუმცა ორივემ თავისი გენიალური შემოქმედებით დაამარცხა იგი.
ტერენტიმ ლექსიც კი მიუძღვნა ნიკალას:

,,ფარულ კოშმარებს ატარებდი სევდის მინაში,
შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაში.''

თუმცა თავის თავზეც წერდა:

,,ბინაში ვარ და,ძვირფასო,ხშირად,
ტუსაღივით მენატრება გავლა.''

ტერენტისაც,როგორც ნიკალას ბევრ შეურაცხყოფას აყენებდნენ,მართალია იგი დამცირებას არავის არჩენდა და ყოველთვის საკადრის პასუხს სცემდა ხოლმე,მაგრამ წყენა ყოველთვის გულში რჩებოდა.
ერთხელ,ფრიდონ ნაროუშვილს ასეთი რამ უკადრებია პოეტისთვის:
,,მათხოვარია,გიჟია,გვარცხვენს პოეტებს.''
ამაზე ძალიან გაბრაზებულა პოეტი და თურმე Mმთელი კვირა აღარავის უნახავს.იგი თავის
თავში იყო ჩაკეტილი და ფიქრობდა:

,,არ ვიცი ამ ხალხს რა დავუშავე,
ჩემზე რანაირ ხმებს ავრცელებენ.''

ერთხელ სრულიად უმიზეზოდ,მან და პაოლო იაშვილმა ისე იჩხუბეს,რომ რამოდენიმე დღე ციხეშიც კი გაატარა,თუმცა პაოლომ ეს წყენა დაივიწყა და პროცესიაზე უკანასკნელი პატივი მიაგო პოეტს.თავად პოეტიც ბევრს არაფერს ითხოვდა ხალხისგან:

,,შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას.
იყავი მხოლოდ ადამიანი,''

მაგრან,როგორც დიდი ილია ამბობდა,ბევრისთვის ესეც მიუღწეველია .იმასაც ამბობდნენ,ვითომ გრანელი გალაკტიონის გავლენას განიცდიდაო;

,,გალაკტიონი ყოვეკყვის დიდი,
გალაკტიონი ზეცისკენ მიდის.''

თავად გალაკტიონი კი ამბობდა:,,ტერენტი ჩემი მეგობარია,მაგრამ არა უბრალოდ მეგობარი,არამედ უდიდესი მეგობარი,იგი ხალასი ნიჭიდა გენიაა,ბუნებით პოეტი,ჭეშმარიტი პოეტი,მე ვნანობ,მე ვდარდობ,რომ იგი განუკურნებლად ავადაა.
მაგრამ ბრბბო არც ამ განცხადების შემდეგ წყნარდებოდა და თავის აზრს ჯიუტად იმეორებდა.
ერთხელ,გრანელთან გალაკტიონი მივიდა სტუმრად,გრანელმა კი არც აცია და არც აცხელა:,,შენ თუ მოხვედი ჩემთან როგორც დიდი პოეტი პატარასთან,ძალიან შეცდი.''
სწორედ ამ ღამით დაიწერა ლექსი,,მე და გალაკტიონი''

,,ავად ვიყავი,წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია,
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.''

ამ ლექსით მას სურდა ეთქვა,რომ იგი გალაკტიონის ეპიგონი კი არ არის,არამედ-დამოუკიდებელი,საკუთარი ხმის პოეტია.
გრანელი ადიდებდა გალაკტიონის გენიას,თავად ტაბიძეც კი აღიარებდა ტერენტის ნიჭს.ამ ორი მგოსნის მეგობრობა კისიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.
ტერენტის მტრებმა,რომ დაინახეს ამ ცილისწამებიტაც არაფერი გამოუვიდათ თქვეს,რომ მისი ლექსები ძალიან პესიმისტური და მინორული იყო.ამ თემაზე კი,მურმან ლებანიძემ დაწერა ლექსი,რომელიც კარგად ასახავს,იმ დროინდელ ვაი პოეტთა დამოკიდებულებას-ჭეშმარიტ პოეტისადმი:

,,გააჩმახაო ამდენი სიკვდილებით,

ტერენტი გრანელზე იტყვიან პოეტები,
ხბოს აღტაცებით,
დამუხტული,
ხორციანი,
მხნე,
პოეტები.


თუმცა, აგრეთვე იყო ხალხი,ვუსაც აწყენინა ტერენტიმ,მიხვდნენ,რომ ეს წყენა მისი გულიდან კი არ მოდიოდა,არამედ მის გონებაში ჩასახლებული დემონისგან.ერთ-ერთი ასეთი პიროვნება იყო კონსტანტინე გამსახურდია,რომელმაც და გრანელმა ერთხელ სასტიკად იჩხუბეს.იგი წერდა:
,,ტერენტი გრანელი მოდის სისხლიანი სამარიდან,ჩვენს დროს ესაჭიროება ქრისტეს სისხლიანი სახის,დემონური შემოხედვა.''

საბოლოოდ კი ისე გამოვიდა,რომ ერთადერთი ვისთანაც მგოსანს დაპირისპირება არ მოსვლია ,,ჯეკი''იყო ჯეკი,რომელიც დაღამებისას მეგობარივით წამოუწვებოდა ხოლმე გვერძე,ხანდახან ძაღლი კაციც კი ეგონა პოეტს:

,,ჯეკი ძლიერი ხმის პატრონია,
სდუმს უმიზეზოდ არ იცის ყეფა.''

თუმცა ხშირად ჯეკი ვერ შველოდა ხოლმე,როცა იგი თავისი პირდაპირობით ბევრს დღს სინათლეზე გამოიტანდა,ისე,სხვანაირად ვერც იქნებოდა,რადგან მაშინ აქეთ ყანწელები იყვნენ,იქით ფუტურისტები,უფრო იქით-რევოლუციის პოეტები,პროლეტარი მწერლები და ცალკე-გრანელი.რადგან დემონმა ვერ ჩაითრია,იგი უხამს ფერხულში სხვისი პირით ელაპარაკებოდა ხოლმე,რამაც საბოლოოდ სავალალო შედეგი მოიტანა,ბევრჯერ იყო იგი ციხეში:

,,არ ვიცი რა ვქნა,მე ციხეში ვარ,
ირგვლივ მარტყია რკინის ფანჯრები.''

იგი სიცოცხლის დროსაც პატიმარი იყო,არაფერი ებადა,ძველი ტახტი,პატარა მაგიდა,ლამპა...ლექსები,ლექსები და ლექსები,ეს იყო მისი მთელი ავლა-დიდება რამდენჯერ მიუწერია ზოზიასათვის წერილი,თბილი თეთრეული გამომიგზავნეო,რამდენჯერ უთხოვია სხვისთვის ფული მასესხეო და არა მაჩუქეო,თუმცა არასოდეს სხვისი გაჭირვების მიმართ გულგრილი არ ყოფილა.
ერთხელ,ასეთი რამ შემთხვევია,ივანე ყიფიანს ტერენტისთვის ტანსაცმელი უჩუქებია,სამი დღის შემდეგ შეხვედრია პოეტს,რომელსაც ისევ თავისი დახეული ტანსაცმელი ეცვა,რა თქმა უნდა,გაოცდა ივანე,ტერენტიმ კი უპასუხა სხვას ვაჩუქეო და წავიდა.
გავიდოდა დრო,ვიღაცას ისევ არ შეარჩენდა შეურაცხყოფას და ისევ-ციხე:

,,ეს ციხე ჩემთვის რა საჭიროა,
როდესაც მიწა, ჩემთვის ციხეა''

ჩაჯდებოდა ხოლმე ციხეში და რამდენიმე დღეში გამოდიოდა იქიდან,მაგრამ ასეთი პატიმრობა არ ჰქონდა მას მეორე ციხეში-ფსიქიატრიულ საავადმყოPფოში,სადაც ოთხი წელი გაატარა.სურამში გატარებული ეს ოთხი წელი იყო საშინელების,
მარტოობის და წამების, რა არ გაიგონეს მისმა ყურებმა, თუმცა დახშოდა ყური სასმენად. რა არ დაინახეს მისმა თვალებმა, თუმცა დაშრეტოდა თვალები:

,,ეს საავადმყოფო კუბოს მაგონებს,
სიკვდილზე ფიქრი აქ უფრო მღალავს.''
\ეს საავადმყოფო\

სურამის ფსიქიატრიულში ერთადერთი მნახველი და პატრონი. მისი ახალგაზრდა მეგობარი გაიოზ იმედაშვილი იყო(რომელიც ხაშურის რაიონული გაზეთის რედაქციაში მუშაობდა, თუმცა ტერენტიმ ვერ გაძლო სურამში და გამოიპარა იქიდან, გამოიპარა თავისი ოცნების ქალაქში. ქალაქში, სადაც მისი პიროვნული ფსიქიკის ძირებიდან იშვა ის პოეზია, რამაც გაასათუთა და სათნოჰყო მისივე შინაგანი და გარეგანი ცხოვრება. მას სულს ღვთიური ცეცხლი ურთიერთობდა და უსპეტაკებდა, რასაც პოეზია, ღმრთისა და უკვდავების მესამე გზის ძიება ჰქვია სახელად.

,,არა სიკვდილი, არა სიცოცხლე,
არამედ რაღაც სხვა."

იგი, როგორც გოეთეს ვერტერი, გრძნობს, რომ მასში არის მისწრაფება, ამოიკითხოს, შეიცნოს ქვეყნის რაობა და მისწვდეს იდეალურ სრულქმნილებას,სამყაროს იდუმალებით გაოგნებული, ბოდლერის ალბატროსს და საბედისწერო რიცხვებს ადარებდა თავს:

,,სულის გარშემო ნელა ღამდება,
და მოდის რიცხვი საბედისწერო.''
მისთვის,პიროვნული მრწამსი პოეზიაში და პოეტური მრწამსი ცხოვრებაში იყო მთავარი:
,,პოეზია უსაზღვროა ისევ,
და გულია პოეზიის ბოლო.''

იგი ვერ გაჩერდებოდა სურამში,რადგან იყო რთული პიროვნება,ამ სიტყვის უღრმესი გაგებით და მოიცავს თავისთავში ყველა ზემოთჩამოთვლილ ღირებულებას.მას შინაგანად აწვალებდა სულისა და სხეულის ურთიერთობის პრობლემა,აწვალებდა არა თეორიულად,ესთეტიკური და მხატვრული თვალსაზრისით,არამედ წმინდა ადამიანური,პიროვნული თვალსაზრისით.
კორნელი სანაძე წერდა:

,,გაჰყევ თეთრი ქარის ქროლვას,
გიცან,ძმაო,და ვერ გიცან.''

მართლაც,ამოუცნობი იყო.მასში ბევრია ხილვა ხელშეუხებისა და შეუცნობისა,ბევრი ვერც კი ხვდება თუ რატომ ეშინოდა მას სიკვდილის და,რატომ მოელოდა მას ასე სულმოუთქმელად.ალბათ იმიტომ ეშინოდა რომ ცხოვლად უყვარდა იგი,რადგან სიცოცხლეც არ ანიჭებდა სიხარულსა და ბედნიერებას,იმიტომ რომ თანმხლები დემონი არ ასვენებდა მას.ტერენტის თავისი პოეზიით უნდოდა დაემარცხებინა დემონი და ეღიარებინა გულისა და გრზნობის უპირატესობა:
,,აკეთებენ სადღაც ჩემთვის კუბოს, ნელა მივალ და გულია ღერძი''
ან:
,,გულია ღერძი,რა ქნას ხელებმა?''
იგი ატყობდა, რომ სიკვდილში არის რაღაც მშვენიერი,რადგან არ არსებობს ბედნიერება უბედურების გარეშე:

,,ზეცა მწყურია და მიწა მშია,
ვფიქრობ გაწყვეტილ სიმზე.''
/ზეცა მწყურია/

სწორედ ამ ბედნიერების ძებნას შეალია მთელი თავისი სიცოცხლე,ბედნიერების ნიჭი და უნარი.იმ ბედნიერების ძიებას რომლის მოპოვებაში ერთნაირად უშლიდნენ ხელს დემონებიცა და ადამიანებიც'
დიადი ილია ამბობდა:,,როცა ხორცი ჭლექდება მაშინაა ზეობა სულის''
აი, ეს სიტყვები ზედმიწევნით ზუსტად ახდა პოეტზე,რომლის შემოქმედებაც მდიდარია ზეციური სამყაროს ელემენტებით,მის პოეზიაში მრავლადაა გამოყენებული ცისფერი-როგორც სიმბოლო ზეციური ბედნიერების,მწუხარე მშვენიერებით სულიერების უკვდავობით:
,,და ცისფერი ყვავილი,გამოჩნდება სულიდან.''
ლურჯი-როგორც სიმბოლო ოცნების,ხსნისა და იმედის,
თეთრი-როგორც სიმბოლო სრულქმნილების,შიშისა,უბიწოებ
ის და სიჩუმის:
,,დღესაც ბაღში გემალები, როგორც თეთრი მდუმარება"
ან როგორც:

,,ჩემს სულს სწყურია თეთრი სავანე,
ჩემს სულს სწყურია უსაზღვროება.''
შავი-როგორც სიმბოლო წარმავალობის,სიბნელის,მწუხარ
ების,მარტოობის, და გულწრფელობის:
,,ბოროტება მიცქერის როგორც შავი ყორანი''
,,ფიქრს ცეცხლი მოსდევს და დროა შავი''
და ყვითელი,როგორც სიმბოლო სიკვდილისა,გარდაცვალების და კვდომის მოახლოების:
,,მე თანდათან ვყვითლდები, და ჩემი თმაც ძირს სცვივა.'' მართლაც ასე მოხდა,ყველა ეს სიმბოლო გამართლდა მის ცხოვრებაში,დემონმა ისე გააკეთა ყველაფერი რომ თითოეულ საქმეში ხელი მოეცარა,სიყვარულშიც კი.მან მხოლოდ ერთხელ შეიყვარა ქალი ნამდვილი სიყვარულით და ისიც დაენგრა:

,,მე შენ გიმზერდი,ეს იყო წინათ, მას შემდეგ ახლა არ ვიცი სად ხარ.''


მას გამუდმებით დევნიდა დემონი,მხოლოდ ლექსი იყო მისი თავშესაფარი,ამიტომ მნიშვნელოვანია მის სევდის ბაღში აყვავებული იები და მიმოზები;

,,ახლა შენსავით მეც ვიმოსები, და სევდის ბაღში ისევ აყვავდა იები,ვარდი,და მიმოზები.'' \ნისლიანი ბაღი\
აი ასე განვლო თავისი ტანჯული ცხოვრება,უდიდესმა ქართველმა პოეტმა და ორი დარდიც წაიყოლა თან; ,,შემეძლო მეტის მოცემა მე დავსნეულდი უდროოდ'' და მეორე ის რომ მიატოვა მამა და წამოვიდა ქალაქში ბედის საძებრად;
,, მას მოაგონდა მოკლული შვილი და ჩემს წინ ცრემლი გადმოანთხია.'' \მამა\
ტერენტი გრანელმა მეტეორივით გაირბინა ქართული პოეზიის ცაზე,მაგრამ წარუშლელი კვალი მაინც დატოვა,როგორც დიდმა ლირიკოსმა და ჭეშმარიტმა პოეტმა.ჩვენ უFფლება არ გვაქვს დავიწყებას მივცეთ რომელიმე შემოქმედი თუკი მას რაიმე თუნდაც უმცირესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის მშენებლობაში,ჩვენ უფლება არ გვაქვს დავივიწყოთ უზენაესი განცდების ლირიკოსი,რომელიც იმდროინდელ პოეტებს შორის, რომლებიც სულ ბოლო დროს გამოჩნდნენ პოეზიის ასპარეზზე, ტერენტის უსათუოდ ეტყობოდა ჭეშმარიტი ნიჭი, მას საკუთარი, პოეტური ხმა გააჩნდა, სწორედ ამ ხმით მიჰგვარა ბევრს მწუხარება, ბევრს შური, ამ ხმით იწინასწარმერტყველა თავისი აღსასრული, მან კორნელი სანაძეს უთხრა, რომ არ მოჰყოლოდა მას, რადგან უფსკრულში გადაჩეხვის პირას იდგა. იგი ან თავს მოიკლავდა, ანდა, ჭკუიდან შეშლილი, დატოვებდა წუთისოფელს.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Aug 29 2012, 07:38 PM
პოსტი #29


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



AVM
ძალიან საინტერესოა გრანელის ცხვრება და მისი სუბიექტური ხედვით გადმოცემაც .. წავიკითხავ კარგად, ჯერ ბოლომდე არ უნდა დაწერო?
ციტატა
ეს წინასწარმე

?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 29 2012, 08:39 PM
პოსტი #30


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



კონკრეტულად არ ვიცი რაზე ამბობ.

თუცა მექანიკური შეცდომეები არაერთი იქნება.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Aug 29 2012, 09:13 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



AVM
ციტატა
. იგი ან თავს მოიკლავდა, ანდა, ჭკუიდან შეშლილი, დატოვებდა წუთისოფელს. ეს წინასწარმე

შეცდომაზე არ ვამბობ, ამის მერე არ ჩანს.. გაგრძელებაზე მაინტერესებდა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Aug 29 2012, 09:52 PM
პოსტი #32


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



AVM

შენ როგორც მოგეხერხება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მახოროგა
პოსტი Aug 29 2012, 10:36 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 19-July 10
მდებარ.: თბილისი
წევრი № 9,164



----------------------------------------------------------


--------------------
„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Aug 31 2012, 02:40 AM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



AVM
გაიზარდე )
ბოლომდე არ გადმოაქვს ხედავ შენ, არაუშავს პრინციპში დასკნითი ნაწილია ალბათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 12:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი