IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

107 გვერდი V « < 105 106 107  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 30 2018, 01:12 PM
პოსტი #2121


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„რამდენიმე ხნით ადრე მამა ეფრემს [კატუნაკელი] უფლისგან ეუწყა იმ სნეულების შესახებ, რომელიც მამა ნიკიფორეს შეეყარა. როცა მამა ნიკიფორეს სნეულების პირველი სიმპტომები გამოაჩნდა, მამა ეფრემმა უფალს შესთხოვა, მოძღვრის ავადმყოფობა მისთვის შეეყარა. მართლაც, რამდენიმე დღე მამა ნიკიფორე თავს ჩინებულად გრძნობდა, მისი მორჩილი ეფრემი კი უკუნმა სიბნელემ მოიცვა. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღით შეისმინა მისი უფალმა.

თანდათანობით მამა ნიკიფორემ მეხსიერება დაკარგა, მხოლოდ ეფრემსღა ცნობდა. ხშირად თითქოს პროსკომიდიაზე იხსენიებდა ათანასიას და სოტირისს, თავის მშობლებს. მამა ეფრემი ამის გამო ძალზე წუხდა, ბევრს ლოცულობდა, თავისსა და მოძღვრის საბერო კანონს მოუკლებლად აღასრულებდა. მას მოძღვრის კელიაში იატაკზე ეძინა და როცა ლიტურგიას ატარებდა, საკურთხეველში შეჰყავდა.

ადრეც ეუბნებოდა მამა ნიკიფორე, რომ მისი მზრუნველობით კმაყოფილი იყო, ახლა კი აღაპყრო ხელნი და მამა ეფრემს მიმართა: "უფალმა გაკურთხოს! უფალმა გაკურთხოს! კაცი კი არა, ანგელოზი ხარ!" ნაცნობი ბერები ამბობდნენ: "მამა ეფრემი დიდი ხანი ელოდა ამ კურთხევას თავისი მოძღვრისა და მიიღოო". აქვე გვინდა ავხსნათ, თუ რას ნიშნავს "მოძღვრის კურთხევის მიღება". სიკვდილის წინ, როცა მოძღვარი ხედავს, რომ მორჩილი მოსაგრეა (სათნოა) და მის მცნებებს ასრულებს, აკურთხებს თავისი მორჩილის დარჩენილ სიცოცხლეს. მაგალითად, ეტყვის: "როგორც მე შენ მემსახურე, ისე გემსახურონ ანგელოზებიო".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2018, 11:17 AM
პოსტი #2122


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




"მონაზონი, რომელიც რადიოთი უსმენს მუსიკას, ვერ შეიქმნება ღირსი ზეციურ ანგელოზთა გალობის მოსმენისა".

/ლავრელი მამა ამბაკუმი (+1978)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2018, 09:45 AM
პოსტი #2123


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ჭეშმარიტი ერთსულოვნების მაგალითი მიწაზე არის მონასტრული ცხოვრება, რომელსაც ტყუილად როდი უწოდებენ "სამოთხეს დედამიწაზე". მონასტერში ადამიანები არ იყოფიან ქონებრივი, ასაკობრივი, წოდებრივი და სხვა რაიმე ნიშნით. აქ ყველას ერთი სულისკვეთება, ერთი მიზანი ამოძრავებს - ახლოს იყოს ღმერთთან და ღვთაებრივ ჭეშმარიტებასთან.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 2 2018, 03:27 PM
პოსტი #2124


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტრის გარშემო ყველა თაობის ადამიანია შემოკრებილი, თუმცა მთავარია ის, რა მიაქვთ აქედან - იმედი და სურვილი - დაამყარონ პიროვნული ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. მონასტრული ცხოვრება მაგნიტივით არის, გიზიდავს, გენატრება სიმშვიდე, საკუთარი თავი ისეთ, როგორიც აქ იყავი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება წახვიდე და დაიკარგო, მწამს, უფალი ბოლოს მაინც მოგიყვანს, თუნდაც დაცემულს, წაქცეულს, მაგრამ მაინც დაგიბრუნებს".

/მღვდელ-მონაზონი ანუბი (მენაღარიშვილი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2018, 10:40 AM
პოსტი #2125


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნუ შეუდგები მონაზვნობას, თუ ეს გულით არ გინდა, თორემ არაფერი გამოგივა".

/მამა პაისი მოსაგრე (+1994)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2018, 10:29 AM
პოსტი #2126


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მახსოვს, ბრმა ბერდიდი ავქსენტი გრიგორელი ხელის ცეცებით როგორ მიუყვებოდა მონასტრის ეზოს გალავანს და თავისი კელიიდან ეკლესიამდე მოუკლებელი ლოცვით მიდიოდა, ანდა გზაში ღვთისმშობლის აკათისტოს ლოცულობდა. ეამბორებოდა თავის საყვარელი ხატებს, თავის სტასიდიაზე დადგებოდა და იდგა, ვითარცა სვეტი, ლოცვით ცეცხლშემოდებული“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 5 2018, 10:33 AM
პოსტი #2127


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი ცხოვრების წესია მხოლოდ მარტომყოფობა, მონაზვნობა, უქორწინებლობა, აღთქმის დადება. ჩვენი ადგილსამყოფელი არის მონასტერი და ვალდებულები ვართ, მორჩილებით ვიცხოვროთ. მორჩილება გვაქვს წინამძღვრისა და ღვთის წინაშე ლოცვა-კურთხევის აღსრულება გვაკისრია.

მაგრამ მარტო მონაზონი ვერაფერს გახდება, თუ არა ის ძმა, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობს, ის წინამძღვარი, რომელიც მარადის მღვიძარებს ჩემთვის, ის მოძღვარი, რომელიც ჩემთან ერთად ლოცულობს, ბერი, რომელიც ჩემთან ერთად დგას, მორჩილი, რომელიც ჩენმთან ერთად ლუკმას იყოფს.

ჩვენ ერთი ცხოვრება გვაქვს, ერთი გული, ერთი სული, ერთი აზროვნება, ერთი გასაჭირი. ანგელოზებრივი სქემა მუდმივ მსახურებას, მუდმივ ლოცვას გვავალდებულებს. ბერს შეიძლება ლოცვის წიგნი არ ეჭიროს, სხვა მორჩილებას ასრულებდეს, მაგრამ იგი მუდმივ ღმერთთან ერთობაშია. მას ერთი წამით არ გამორჩება ღმერთზე ფიქრი, უფლისთვის აქვს თავი გადადებული. ერში უკვე სხვა საზრუნავებია, რომლისთვისაც ლოცულობს მონაზონი.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2018, 10:55 AM
პოსტი #2128


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზონი დღეში იმდენჯერ უნდა მოკვდეს, რამდენჯერაც მოითხოვს მისგან მორჩილება".

/მამა იოაკიმე, წმინდა ანას სკიტელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2018, 10:15 AM
პოსტი #2129


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა ნიკიფორე 1973 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა. მეორე დღეს მამა ეფრემმა ერთ-ერთ სულიერ შვილს მისწერა: "გწერ ამ წერილს, თუმცა ჩემგან უსულო სხეულიღა დარჩა. ჩემმა მოძღვარმა, ჩემმა კეთილმა მოძღვარმა შეისვენა. გუშინ ის დავკრძალეთ. ნუ დაიზარებ და ეს ამბავი მის ახლობლებს შეატყობინე".

ერთი სულიერი შვილი სალონიკში ზღვის პირას სეირნობდა. დაინახა ათონისკენ მიმავალი იალქნიანი გემი. ბაზარში გაიქცა და უგემრიელესი ვაშლით სავსე ყუთი გაუგზავნა მამა ეფრემს. მალე მან მისგან მადლიერებით აღსავსე წერილი მიიღო. თურმე მამა ნიკიფორეს ორმოცის აღსანიშნავად აღაპის სუფრა გაეშალა და ამ ვაშლით გაუმასპინძლდა კატუნაკელ მამებს (ვაშლი კი იშვიათი ხილი იყო იმ დროის კატუნაკისთვის).“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2018, 10:26 AM
პოსტი #2130


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ვისაც მონაზვნობა სურს, მან თავი უნდა არიდოს ხალხთან შეხვედრას. ცოტას უნდა საუბრობდეს და მდაბალი იყოს“.

/მამა ქრისანთე/



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2018, 01:20 PM
პოსტი #2131


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ღირსი პეტრე ათონელის მღვიმე

“დღეს ამ მღვიმის ადგილმდებარეობა უცნობია. XIX საუკუნის ბოლომდე ამ ადგილს მომლოცველნი არ აკლდა. შემდგომში აქ სახლდებოდნენ მონაზვნები, რომელთაც საკმარისი სულიერი ძალა არ ჰქონდათ და ამის გამო ჭკუიდან იშლებოდნენ. უპირველესი მონასტერი - დიდი ლავრა იძულებული გახდა, მღვიმე ამოექოლა. ძველად აქ ერთი ძლიერი სულის დაყუდებული ბერი ცხოვრობდა. მღვიმეში მოწყობილი იყო პატარა ეკლესია, როგორც წერდა 1904 წელს ესთიგმენელი განსწავლული მონაზონი, მამა გერასიმე (სმირნაკისი) თავის "ათონის ისტორიაში".

კელიის გვერდითაა კალივა, სადაც ორი ძმა ცხოვრობს - მოძღვარი და მისი მორჩილი. ხმაურისა და ცოდვის სამყაროსგან მოშორებულნი, ნამდვილი მეუდაბნოენი, ესაუბრებიან უტკბეს უფალს და მოელიან სიცოცხლის ბოლოს, როცა გადავლენ წამიერიდან საუკუნოში და უდაბნოდან ანგელოზთა უკვდავ კრებულს შეუერთდებიან. მღვიმეზე როცა ვკითხე, ამ კელიის მამამ მითხრა, რომ ის სადღაც ახლოსაა, უფრო ალბათ ტაძრის საკურთხევლის ქვემოთ მდებარეობს. როცა მღვიმე ღია იყო, აქ მოდიოდნენ და სახლდებოდნენ რუსი მოსაგრეები. ხან სინესტის გამო, ხანაც ეშაკების შემოტევისა - ყველა იხოცებოდა და გარდაცვლილებს პოულობდნენ მომლოცველები. ამიტომაც დიდი ლავრა იძულებული გახდა, მღვიმე ამოექოლა.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2018, 10:32 AM
პოსტი #2132


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური ცხოვრება მძიმეა! უნდა იმარხულო, ილოცო, რასაც გიბრძანებენ, ყველაფერი შეასრულო და მონაზვნობის უღელი სიყვარულით უნდა იტვირთო, ვიდრე სიკვდილამდე“.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2018, 10:44 AM
პოსტი #2133


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“როცა სიმონ-პეტრას ახალბედა მორჩილი ვიყავი, ურთიერთობა დავამყარე ჩემს ახალ თანამოსაგრეებთან. ერთ-ერთს, ღამის დარაჯს, იოანეს ეძახდნენ. ერთხელ მოზილეს ცომი, გაახურეს ღუმელი. ცერცვის შეჭამანდის სურნელმა თავგზა დამაკარგვინა, ვთხოვე ძმას, კერძის დასხმა და მალულად შევჭამე.

შემამჩნია ნეტარსახსენებულმა მამა იერონიმემ, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, დუმილი არჩია. მაგრამ საღამოს მწუხრის მერე ვეღარ გავუძელი სინდისის მხილებას და ჩემი ცოდვა ვაღიარე მის წინაშე. მითხრა: "ამიერიდან ყურადღებით მოიქეცი. როგორც ამბობს ამბა ესაია: "ისინი, ვისაც სურს მონაზვნური ტიპიკონის დაცვა და მონასტერში ყოფნა, უნდა გაექცნენ ხშირ მეგობრულ ურთიერთობებს".

ხშირი მიზიდულობა განხრწნის ახალგაზრდა სულებს და აღარ იციან, რა გააკეთონ მონასტერში. გინახავს, ოდესმე მოძღვარს ფარულად ყურძენი მოეცა? დაგინახავს როდისმე, რომ არქონდარიკის მმართველს, რომლის თანაშემწეც იყავი, სხვისი ტრაპეზიდან რამე ეჭამა და შენთვის ერთი ქლიავი მაინც მოეწოდებინა? მას კი ჰქონდა ამის უფლება. ამიტომაც, თუკი ცხონებისთვის ისწრაფვი, არ დაუჯერო თვით მღვდელსაც კი, თუნდ ჩაის კოვზით წანდილი შემოგთავაზოს.

განეშორე, თუ ძმა სულიერი საკითხების განსჯისკენ გიბიძგებს - თუ რა არის მონასტრული ცხოვრება, ლოცვა, ჭეშმარიტი დაყუდება და სხვა, თორემ გაკადნიერდები. აღარც სირცხვილი გაგახსენდება და აღარც მორჩილება; დაგიძახებს ძმა, წახვალ მასთან კელიაში, დაივიწყებ მორჩილებას, მონაზვნური ცხოვრების კანონებს და ყველაფერი უკუღმა წავა.

ამიტომ, როგორც ბრძანებს ღირსი ეფრემი, ფხიზლად იყავი, ვიდრე ახალგაზრდა ხარ. ორი ახალგაზრდა მარტო დარჩება და არაწმინდა ფიქრებიც მათთან ერთად დარჩება".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2018, 11:20 AM
პოსტი #2134


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ბევრი ილოცე და მონასტერში განსაცდელი დაითმინე”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2018, 11:36 AM
პოსტი #2135


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ჩვენი ახალგაზრდობის გამო გზაზე ხმამაღლა ვლაპარაკობდით. ბერიკაცებმა გვითხრეს, - ფხიზლად იყავით, ხმამაღლა ნუ ისაუბრებთ, თავმდაბლად ილაპარაკეთ: თქვენ ხომ მონაზვნობას აპირებთო.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2018, 10:49 AM
პოსტი #2136


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




"ერთ ერისკაცს მონაზვნობა სურდა, დედა ეწინააღმდეგებოდა. ის კი არ იშლიდა, - სულის ცხონება მინდაო. ბოლოს, დედამ თავი ანება, ვაჟი მონასტერში წავიდა და იქ უდებებით ცხოვრობდა.

გამოხდა ხანი, მოკვდა დედამისი, მცირე ხნის შემდეგ დასნეულდა ვაჟიც. ერთხელ სულით ის ჯოჯოხეთში ჩაიყვანეს, სადაც დედის სული იხილა. "შენც აქ მოხვდი, შვილო? აკი მეუბნებოდი, სულის ცხონება მინდაო?" შერცხვენილი შვილი დუმდა. ამ დროს გაისმა ღვთის ბრძანება,- წაიყვანეთ ეს ბერი უკან, რამეთუ მე სხვა მონასტერში გაგგზავნეთ სხვა ბერის მოსაყვანადო.

ის სხვა ბერი ახალი გარდაცვლილი აღმოჩნდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში ჩასული - ხორციელადაც გამოჯანმრთელდა, სენაკში დაყუდებული შეინანებდა თავის უდებებას. ისეთ გლოვას მიეცა, ზოგიერთი ეუბნებოდა, ცოტათი მაინც დაინდე საკუთარი თავიო. ის კი პასუხობდა: დედაჩემის ყვედრება თუ ვერ დავითმინე და პასუხი ვერ გავეცი, რას ვეტყვი ქრისტეს და მის წმინდანებს მე უდებიო."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2018, 10:22 AM
პოსტი #2137


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამ ათი წლის წინ კავსოკალივის გავლით დიდ ლავრაში მივდიოდი. გზად ერთ სქემოსან ბერს შევხვდი. დიდხანს მიყურა, მერე კი ასე მომესალმა: "ქრისტე აღსდგა!" გამაოცა ამ შემთხვევამ, აღდგომის დღეები არ იყო. ჩანს, ბერი სალოსობდა.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 16 2018, 01:01 PM
პოსტი #2138


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტრულ ცხოვრებაში მცონარება შეიძლება გამოიხატოს როგორც ფიზიკური შრომის დაზარებაში, ასევე სულიერი ღვაწლის უგულებელყოფაში. მცონარება მონაზვნობის მტერია. მონაზვნობა ღვაწლია, შრომაა, თავდადებაა და თუ ეს ყოველივე შორსაა, არ არის ჭეშმარიტი მონაზვნობაც. ქრისტიანობა ხომ ქმედითი ცხოვრების წესია, იგი მოძრაობაა წინ, სასუფევლისკენ. უმოქმედობა კი ნიშნავს სვლას ჯოჯოხეთისკენ.

სულიერი ღვაწლის დაზარება მოწყინებას იწვევს, რომელიც, წმინდა იოანე კიბისაღმწერელის თქმით, "არის სულის სისუსტე, გონების დაუძლურება, მოღვაწეობის უგულებელყოფა. ის სუსტია ფსალმუნებში, უძლურია ლოცვაში".

მოწყინება იწვევს ძილისმოყვარეობას, სულიერ და ხორციელ მოდუნებას, გულგრილობას ცხონების საქმეში, უმოქმედობას და უგრძნობობას. "ყველა სხვა ვნება საწინააღმდეგო სათნოებით აილაგმება, მოწყინებას კი მონაზვნობისთვის ყოველმხრივ სიკვდილი მოაქვს", მაგრამ, სამაგიეროდ, თუ მონაზონს მამაცი სული აქვს, სხვა ვერაფერი მოუტანს იმდენ გვირგვინს, რამდენსაც მოწყენილობა, როცა მას არ ემორჩილება, როცა მას ეწინააღმდეგება, როცა თავს ძალას ატანს სიზარმაცის დასათრგუნად“.

/დედა ეფემია (ჩირგაძე)/



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2018, 11:56 AM
პოსტი #2139


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონასტერში ადამიანი სრულად უნდა დაიხარჯოს. ზოგმა შეიძლება უფრო მეტად იშრომოს და ილოცოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინც ნაკლებად შრომობს და ლოცულობს, მას არა აქვს ღვაწლი. შეიძლება მისი მცირედიც სრულყოფილი შესაწირი იყოს უფლისთვის.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 09:53 AM
პოსტი #2140


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




“მონასტერში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მორჩილებასა და სიმდაბლეს. მორჩილება ყველა სხვა სათნოებათა საფუძველია. ის არის განცდა საკუთარი დაცემულობისა, უარყოფა საკუთარი თავისა, საკუთარი ნებისა. მონასტერში საჭიროა სრული მორჩილება წინამძღვრისადმი, რომელიც შუამავალია უფლის წინაშე და გამცხადებელი უფლის ნებისა. ამისთვის ბრძანებს მაცხოვარი: "უარყავ თავი შენი, აღიღე ჯვარი და შემომიდეგ მე"



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

107 გვერდი V « < 105 106 107
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th September 2018 - 07:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი