IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> სტალინის ფენომენი
vaxushti13
პოსტი Mar 20 2013, 08:41 PM
პოსტი #1


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



საზოგადოებაში აზრი სტალინზე ასე თუ ისე ორად არის გაყოფილი, ზოგს იგი დიად ადამიანად მიაჩნია ზოგს უღირსად...(რასაც ვერ ვიტყვით მისნაირ ბელადებზე იქნება ეს ჰიტლერი, ლენინი) რომელიღაც ხატზეც კი არის გამოსახული, როგორც მახსოვს რუსი წმინდანია გამოსახული იქ და დაჩოქილი სტალინი რაღაცას ეუბნება... თქვენი აზრი მაინტერესებს ფორუმელებო ამ კაცის შესახებ ...

http://ucnauri.com/101093/%E1%83%A0%E1%83%...83%9C%E1%83%98/

http://netgazeti.ge/GE/105/Life/16821/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 20 2013, 11:40 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



vaxushti13
ერთ-ერთი უდიდესი და უსასტიკესი დიქტატორი რომელსაც უმოღვაწია დედამიწაზე.
არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ მწყინდეს , რომ ქართულ მიწაზე გაიზარდა.
ისიც ფაქტია რომ გენიოსი იყო და რაღაც დადებითი საქმეებიც გააკეთა.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 20 2013, 11:54 PM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ჩვეულებრივი დიქტატორი იყო : )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Mar 21 2013, 12:29 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



http://1tv.ge/video/3931
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Mar 21 2013, 01:08 AM
პოსტი #5


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ადრე ვიღაცამ თქვა, იმდენად სძულდა საქართველო და რცხვენოდა რომ ქართველი იყოვო რომ მარტო მაგის გამოც კი შეუერთებდა საქართველოს რუსეთს რომ აღარ ეარსება საერთოდ ჩვენს ქვეყანასო.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 21 2013, 10:48 AM
პოსტი #6


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(ქევანა @ Mar 20 2013, 11:54 PM) *

ჩვეულებრივი დიქტატორი იყო : )

+1 ვეთანხმები ჩვეულებრივი დიქტატორი იყო თანაც ნიჭიერი


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Mar 21 2013, 11:32 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



ციტატა
ადრე ვიღაცამ თქვა, იმდენად სძულდა საქართველო და რცხვენოდა რომ ქართველი იყოვო რომ მარტო მაგის გამოც კი შეუერთებდა საქართველოს რუსეთს რომ აღარ ეარსება საერთოდ ჩვენს ქვეყანასო.


ეს ნამდვილად არაა სწორი.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 21 2013, 02:21 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Atm@n
ციტატა
ეს ნამდვილად არაა სწორი.

thumbs.gif

მე მაგრად მიყვარს ეს კაცი და ეტალონადაც კი მიმაჩნია... პიროვნული შეხედულებაა და ნუ განმსჯით ამის გამო.
უდიდესი პიროვნება, რომელსაც შეეძლო მთელი მსოფლიო დაემორჩილებინა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Mar 21 2013, 02:32 PM
პოსტი #9


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



უცნაურია, გერმანელებს ბევრად უფრო მეტი მიზეზი აქვთ უყვარდეთ ჰიტლერი, ჰიტლერმა ბევრად მეტი გაუკეთა გერმანელებს სიკეთე, ვიდრე სტალინმა ქართველებს. მაშინ რა უნდა მიყვარდეს მასში? ის რომ ერთი ჭკვიანი, განდიდების მანიით შეპყრობილი და სასტიკი ადამიანი იყო? ჭკვიან-ობაც პირობითი ცნებაა, ჭკვიანი ბევრია, მაგრამ საკმარისად გამბედავი და სასტიკი, არც ისე.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Mar 21 2013, 11:50 PM
პოსტი #10


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



Atm@n
ციტატა
ეს ნამდვილად არაა სწორი.

რატომ? ეხლა არ თქვა უყვარდა საქართველო და კარგი სურდა ჩვენი ქვეყნისთვისო.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Mar 22 2013, 01:50 AM
პოსტი #11


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



კაცმა საკუთარი სამშობლო იარაღით დაიპყრო და ქართული გენოფონდი გაწყვიტა საერთოდ! ძალიან მაინტერესებს იმ ხალხის აზროვნება ვისაც ეს კაცი მოსწონს. რა უნდა მომწონდესვერ ვხვდები.


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 22 2013, 02:12 AM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



k@the
ციტატა
უცნაურია, გერმანელებს ბევრად უფრო მეტი მიზეზი აქვთ უყვარდეთ ჰიტლერი, ჰიტლერმა ბევრად მეტი გაუკეთა გერმანელებს სიკეთე, ვიდრე სტალინმა ქართველებს. მაშინ რა უნდა მიყვარდეს მასში? ის რომ ერთი ჭკვიანი, განდიდების მანიით შეპყრობილი და სასტიკი ადამიანი იყო?

+100%

ციტატა
ჭკვიან-ობაც პირობითი ცნებაა, ჭკვიანი ბევრია, მაგრამ საკმარისად გამბედავი და სასტიკი, არც ისე.

აფორიზმი გამახსენდა:
,,ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის , ჭკვა ცოდნით მოიხმარების''!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jun 6 2013, 03:35 AM
პოსტი #13


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



იმ ადამიანებმა, რომელთაც სტალინის მიმართ უარყოფითი აზრი აქვთ, აუცილებლად უნდა გაიცნონ ისტორიული ფაქტები: 1. სტალინმა გაანადგურა ლენინური გვარდია: ტროცკი, კამენევი, ზინოვიევი, ბუხარინი, ეიხე, კოსიორი, ტუხაჩევსკი იაგოდა და სხვები. ამ "ადმიანებმა" (ლენინურმა გვარდიამ) მოაწყო რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება, თავის ოჯახთან ერთად დახვრიტა მირონცხებული მეფე ნიკოლოზ მეორე, შექმნა წითელი ტერორი, შექმნა ხელოვნური შიმშილი, რომელთაც ოც მილიონამდე ადმიანი ემსხვერპლა-მოაწყო მართლმადიდებელთა გენოციდი (იხილე ამავე გვერდზე განთავსებული დოკუმენტური ფილმები). სახელმწიფო გადატრიალების პირველივე დღეებში შექმნა ოჯახის ინსტიტუტის განადგურების და ამოძირკვის და უკიდურესი გარყვნილების დამკანონებელი ნორმატიული, იურიდიული აქტები, მოაწყო ეკლესიის არნახული დარბევა - ძარცვა-გლეჯა და სასულიერო პირთა გენოციდი, რომელსაც ასი ათასობით სასულიერო პირი ემსხვერპლა. დაამყარა უკიდურესი ათეისტური რეჟიმი. შექმნა საკონცენტრაციო ბანაკები, გააყალბა მართლმადიდებელი ქვეყნების ისტორიები - ამ ქვეყნებს საკუთარი მეფეები და წმიდანები და გამოჩენილი ადამიანები წურბელებად, ექპლუატატორებად, სისხლის მსმელებად და ხალხის მტრებად წარმოუჩინა. დაუდგინა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „არჩევნები“, რომელიც არც საყოველთაო იყო, არც პირდაპირი და არც ფარული (თავადაზნაურობას და მათ ნათესავებს, ეკლესიის მსახურებს და მათ ნათესავებს, მეფის არმიის ოფიცრებს და მათ ნათესავებს, ინტელიგენციას, მაშინდელი ბიზნესის მქონე ხალხს და მდიდარ გლეხებს და მათ ნათესავებს არ ქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მათ ეძახოდნენ ეგრეთ წოდებულ „ლიშენცებს“. ესენი იყვნენ მაშინდელი რუსეთის მოსახლეობის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწილი. არჩევნები არ იყო ფარული, არამედ ხელის აწევით ხდებოდა საუთარი ნების გამოხატვა და ვინც ლენინური გვარდიის წინააღმდეგ გაბედავდა ხელის აწევას, ადგილზე ხვრეტდნენ).
სტალინმა გაანადგურა ლენინური გვარდია, გააუქმა ოჯახის წინააღმდეგ მიმართული და გარყვნილების დამაკანონებელი ნორმატიული საკანონმდებლო აქტები, აკრძალა აბორტი და სოდომური ცოდვები, აკრძალა ისტორიის გამყალბებელი სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები და მართლმადიდებელი ქვეყნების დიდ მეფეებს, წმიდანებს, მწერლებსა და პოეტებს, საზოგადო მოღვაწეებს დაუბრუნა თავიანთი საკადრისი ღირსება და პატივი. გააუქმა ლენინის და ტროცკის ბოროტმოქმედი კონსტიტუციები, გააუქმა „ლიშენცების“ სისტემა, არჩევნები გახადა საყოველთაო, პირდაპირი და ფარული. აი ამ კონსტიტუციის გამო ლენინურმა გვარდიამ დაიწყო ქვეყანაში ტერორი, იმიტომ, რომ ხალხს ისინი ჭირივით სძულდა და არავინ არ აირჩევდა მათ. ლენინურმა გვარდიამ დაიწყო შესაძლო კონკურენტების მასიური განადგურება მთელ რუსეთში. მათ სტალინს წაუყენეს ულტიმატუმი, რომ ქვეყანაში ამოქმედებულიყო „ტროიკათა“ სისტმა. თუკი სტალინი ამას არ მიიღებდა, მაშინ მას დაემუქრენ რომ ცკ-ს პირველივე პლენუმზე გენერალური მდივნობიდან გადაირჩევდნენ, რასაც თავისთავად მოყვებოდა სტალინის ფიზიკური ლიკვიდაცია და ლენინური გვარდიის საბოლოოდ დარჩენა ხელისუფლების სათავეში. სტალინმა დათმო და ერთი წლის შემდეგ მოაწყო ისე, რომ ამ მასობრივი ტერორების ყველა ორგანიზატორი საჩვენებელი სასამართლოებით გაასამართლა და დახვრიტა - თავიანთ ტერორს გადააყოლა.
როგორც ცნობილია ლენინური გვარდია (მეხუთე კოლონა) მთლიანად იმართებოდა ევრო ამერიკული ალიანსიდან. დოკუმენტალურად დადასტურებულია რომ რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს და მათ აფინანსებდნენ ამერიკის, გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთის და ევროპის სხვა ქვეყნების ბანკები და ხელისუფლებები. ამ დაფინანსებათა კოორდინატორი იყო ოდიოზური ფიგურა - პარვუსი (გელფანდი). ხოლო ლენინი, ტროცკი და სვერდლოვი პარვუსის ინსტრუქციებს ასრულებდნენ.
ამავე პერიოდში სტალინი თანდათან აჩერებს ეკლესიის დევნას და ლენინური გვარდიის - მეხუთე კოლონის განადგურების შემდეგ იწყებს ეკლესიის აღორძინებას. ათავისუფლებს ციხეებში მყოფ სასულიერო პირებს და მორწმუნე ხალხს, სამამულო ომის დროს რუსეთის ეკლესიას აურჩევს პატრიარქს, ხსნის ოცდაერთი ათასამდე ეკლესიას, მონასტრებს, სემინარია აკადემიებს. მისი უშუალო ჩარევით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სცნობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც ქართველი ერისათვის თავისთავად ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტია. ამავე პერიოდში სტალინი დე გოლს და საფრანგეთის მთავრობას საქართველოში უკლებლად აბრუნებინებს მენშევიკების მიერ გატანილ და იმ დროისათვის ფაქტიურად უკვე დაკარგულ, ეროვნულ განძს. სტალინი ამარცხებს ფაშიზმს, ანადგურებს და აუქმებს ყველა -პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ინტერნაციონალებს და კომინტერნს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აუქმებს ბრესტის უნიას და რომის პაპის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში მითვისებულ ასიათასამდე სამრევლოს და ეკლესიებს გადასცემს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. აყალიბებს ანტიკათოლიკურ, ანტიპროტესტანტულ და ანტიეკუმენისტურ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების ერთიან ფრონტს. აძევებს დოლარს თავისი იმპერიის ფინანსური არეალიდან, და თანდათან ამზადებს კომუნისტური პარტიის ლიკვიდაციას, რომელსაც აშკარად განაცხადებს კომუნისტური პარტიის მეცხრამეტე ყრილობაზე 1952 წლის ოქტომბერში, რასაც მოყვება მისი ვერაგული მოკვლა იმ ძალების მიერ, რომლებმაც შექმნეს, დააფინანსეს და რუსეთში შემოაგზავნეს ლენინური გვარდია და მათი ბოლშევიზმი (კომუნიზმი).

აქ იხილავთ ისტორიას რომელიც გვამცნობს სიმართლეს სტალინზე და წარმოაჩენს მას როგორც იმსახურებდა ეს ადმიანი.
მოხარული ვიქნები თუკი გაეცნობით ამ მასალებს და ამის შემდეგ გააკეთებთ ისეთ კომენტარებს რომელიც შეეფერება ადამიანებს რომლებმაც ზედმიწევნით იციან ისტორია.

https://www.facebook.com/pages/სიმა...571656649528270


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jan 26 2014, 11:30 AM
პოსტი #14


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ევროპის სასამართლომ ყალბად ცნო „დოკუმენტები“, რომლებიც მიუთითებს, რომ კატინთან ათობით ათასი პოლონელი ოფიცრის დახვრეტაში დამნაშავე სტალინია! ლიბერალები დუმან...

საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. 2012 წლის 18 ივნისს ევროპის სასამართლომ სენსაციური გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, რომ გორბაჩოვისა და ელცინის დროს წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც კატინთან ათობით ათასი ოფიცრის დახვრეტაში დამნაშავედ სტალინსა და საბჭოთა მხარეს მიუთითებდა, ყალბია.
დუმს ლიბერალური რადიოსადგური „ეხო მოსკვი“, „გრანი“, „ნოვაია გაზეტა“. არადა, ეს ხომ მსოფლიო დონის ტოპ-სენსაციაა. და რა ვუყოთ ახლა ამ ყველაფერს?
რუსეთს არ ეკისრება პასუხისმგებლობა კატინში პოლონელი ოფიცრების მასობრივ დახვრეტაზე - ასეთია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სენსაციურია: გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა ბოლო 20 წლის განმავლობაში ინანიებდა დანაშაულს, რომელიც 40-იან წლებში ვიღაც სხვამ ჩაიდინა. გამოდის, რომ დოკუმენტები კატინის შესახებ, რომლებიც 80-იანი წლების ბოლოს სკკპ ცკ-ის პოლტბიუროს წევრმა ალექსანდრე იაკოვლევმა გამოაჩინა, სრულებით ყალბია - სასამართლომ ისინი განსახილველადაც კი არ მიიღო.
ვიღაცას სსრკ-ის პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვის გარემოცვაში სამამულო ისტორიისა და პირადად იოსებ სტალინის კომპრომეტირება დასჭირდა ზედ სსრკ-ის დაშლის წინ. ეგებ სწორედ ამიტომაც, სრულებით ერთმნიშვნელოვნად ფორმულირებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთში ორგვარად განმარტავენ - აქაოდა, მკვლელები მაინც ვერ დაადგინეს და იქნებ ეს მაინც სტალინი იყოო?..
2007 და 2009 წლებში პოლონელი ოფიცრების ნათესავებმა სტრასბურგს საჩივრით მიმართეს იმის გამო, რომ ქვეყანამ 2004 წელს შეწყვიტა კატინის საქმის გამოძიება. საუბარი ეხებოდა 21857 პოლონელი ტყვის დახვრეტას.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ საჩივარი განსახილველად მიიღო. ევრომოსამართლეები ხმამაღალ საჯარო განცხადებებს კი არა, დოკუმენტებს ეყრდნობიან, დოკუმენტური მტკიცებულებები კი არსად ჩანდა. სასამართლოს გააწყვეტილება ასეთი გახლდათ: ჩვენს ქვეყანას არ ეკისრება პასუხისმგებლობა მასობრივ დახვრეტებზე კატინში. რუსეთისთვის ეს დასკვნა ნიშნავს შემდეგს: მატერიალური კომპენსაცია - 2 მლრდ დოლარი, რომელზეც მალულად ოცნებობდნენ დახვრეტილთა შთამომავლები, ქვეყანამ არ უნდა გადაიხადოს.
ძირითადი დასკვნიდან გამომდინარეობს სხვა დასკვნაც: საარქივო დოკუმენტები, რომლებიც კატინის დახვრეტას ეხება, დაუყოვნებლივ რევიზიას საჭიროებს, 40-იანი წლების სამამულო ისტორია კი, რომელიც 90-იან წლებში დაიწერა, პირწმინდად უნდა გადაიწეროს.
2010 წელს სახელმწიფო დუმის დეპუტატ ვიქტორ ილიუხინისა და ექსპერტ-ისტორიკოსების სერგეი სტრიგინისა და ვლადისლავ შვედისთვის ცნობილი შეიქნა, თუ როგორ მზადდებოდა ბერიას 1940 წლის მარტის #794/ბ წერილის ფალსიფიკაცია, სადაც საუბარი იყო 20000-ზე მეტი პოლონელი სამხედრო ტყვის დახვრეტაზე.
„1943 წელს გებელსმა, რომელიც აბტიჰიტლერული კოალიციის დაშლასა და სსრკ-ისა და აშშ-ის წაკიდებას ცდილობდა, გაავრცელა სიცრუე იმის შესახებ, თითქოს სტალინმა და ბერიამ 10.000 პოლონელი ოფიცრის დახვრეტის ბრძანება გასცეს, - წერდა ილიუხინი, - ამ სიცრუეს მხარი აუბა ემიგრაციაში მყოფმა პოლონეთის ხელისუფლებამ. საყოველთაოდ ცნობილი ალექსანდრე იაკოვლევი კი ფაქტობრივად მომხრე იყო სსრკ-ის ასეთი კომპრომეტაციისა, რათა ჩვენი ქვეყნისთვის ზურგი შეექცია მთელ მსოფლიოს. ამის შემდეგ განხორციელდა სკკპ ცკ-ის საარქივო დოკუმენტების უდიდესი ფალსიფიკაცია“.


წყარო/Source: http://saqinform.ge/index.php?option=com_c...5#ixzz2rUFh2uu8

ისტორიის სახელმძღვანელოები იდეოლოგიური ნაგვისგან უნდა გაიწმინდოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში რუსეთის ისტორიის ახალ სასწავლო-მეთოდურ კომპლექსზე მომუშავე ჯგუფის წევრებს შეხვდა და მათთან საკამათო საკითხებზე იმსჯელა. სახელმწიფოს მეთაურმა სპეციალისტებს დაავალა, მომავალი სასწავლო წლისთვის მოამზადონ ახალი საკითხები ისტორიაში ერთიანი სახელმწიფო გამოცდისთვის.


ახალი მეთოდიკის შესახებ დისკუსია შეხვედრის დაწყებამდე არ შეწყვეტილა _ ისტორიკოსები ვერ თანხმდებოდნენ, 2000 წლით უნდა დასრულებულიყო სახელმძღვანელო თუ დღევანდელობით. უმრავლესობა მეორე ვარიანტს ემხრობოდა.

_ ისტორიის სწავლების ერთიანი მიდგომები არ ნიშნავს ერთიან იდეოლოგიზებულ სახელმწიფო აზროვნებას. ყველაზე დრამატული მოვლენები ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მშობლიური ქვეყნის ისტორია ჩვენი ნაციონალური იდენტობის საფუძველი, ნაციონალური კულტურის კოდია. სასკოლო კურსის ამოცანა _ ეს არის, გადმოსცეს ისტორიის საკვანძო ფაქტები ჩვენი თანამემამულეების საქმეების შესახებ. ჩვენ თვითონ, ნებსით თუ უნებლიეთ, ვაკნინებთ მას, რაც ჩვენს წინაპრებს გაუკეთებიათ. რატომ ვიქცევით ასე, გაუგებარია. საკუთარი წარსულისა და სამშობლოსადმი პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კონფერენციაზე მუშაობისას წარმოქმნილ ძირითად საკამათო მომენტებზე ისაუბრა სამამულო ისტორიის სასწავლო-მეთოდური კომპლექსის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საყოველთაო ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე ჩუბარიანმა.

მან აღნიშნა, რომ ისტორიის სახელმძღვანელოების რეგიონულ დამატებებში ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებაა, რომლებიც ფედერალურ კონცეფციას არ შეესაბამება. სპეციალისტები რუსული იდენტობისა და ძველი რუსული სახელმწიფოს წარმოშობის განსაზღვრის პრობლემებსაც შეეჯახნენ. ამ საკითხებზე პოზიცია კი უკრაინელ კოლეგებთან შეათანხმეს. ძირითადი სირთულეები წარმოიშვა მე-20 საუკუნის ისტორიის საკითხებში.

_ დიდხანს ვმსჯელობდით რევოლუციის პრობლემებზე და საბოლოოდ შემოვიტანეთ 1917 წლის მოვლენების ახალი განსაზღვრება _ რუსეთის დიდი რევოლუცია, რომელიც აერთიანებს თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციების ეტაპებს, აგრეთვე, სამოქალაქო ომს. ვმსჯელობდით, როგორ შეგვეფასებინა საბჭოური საზოგადოება. მოვძებნეთ ფორმულა 30-იანი წლებისთვის _ ეს არის მოდერნიზაციის საბჭოური ვარიანტი, _ განაცხადა ალექსანდრე ჩუბარინმა.

დსთ-ს ქვეყნების კოლეგებთან მსჯელობისას წარმოიშვა უთანხმოება მრავალეროვანი სახელმწიფოს ფორმირებისა და რუსეთთან შუა აზიისა და კავკასიის მიერთების საკითხებზე. ზოგიერთ ქვეყანაში ამ პერიოდს კოლონიზაციის პერიოდად აფასებენ. რუსეთი ასეთ პოზიციას არ ეთანხმება და ყველას მოუწოდებს, არ დაივიწყონ ამ მიერთების ეკონომიკური შედეგების პოზიტიური ხასიათიც.

ისტორიული შეფასებების შესახებ თავისი თვალსაზრისი გამოთქვა პრეზიდენტმაც. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ზოგიერთ საკითხზე კამათი შეიძლება საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ სწავლების პროცესის იდეოლოგიზაცია დაუშვებელია.

_ წარსულში, ყოფილ სისტემაში ზოგჯერ გაიპარებოდა ხოლმე ისეთი რაღაცები, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ სახეში შეფურთხება. იდეოლოგიური ნაგავი უნდა მოვიშოროთ. არის რთული თემები: პეტრესეული რეფორმების ფასი, დიდი სამამულო ომი, მაგრამ უნდა ვისაუბროთ შედეგებზე. აი, წერენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპა სტალინის რეჟიმის ბნელეთში მოექცა. ფაშიზმს რომ გაემარჯვა? ზოგიერთი ხალხი საერთოდ ვერ გადარჩებოდა, მათ, უბრალოდ, გაჟუჟავდნენ, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეხვედრის დახურულ ნაწილზე, როგორც მონაწილეებმა თქვეს, ისტორიის სწავლების პრინციპებზე იმსჯელეს და მაგალითები დიდი სამამულო ომიდან მოიყვანეს.

_ წინ წამოვწიეთ ზოგიერთი ფაქტი. ამჟამად გენერალ ვლასოვს (ანდრეი ვლასოვი _ საბჭოთა გენერალი, რომელიც ტყვედ დანებდა გერმანელებს და რომელიც მათთან თანამშრომლობდა, კოლაბორაციონისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი) ახალგაზრდობა უფრო კარგად იცნობს, ვიდრე გენერალ კარბიშევს (დიმიტრი კარბიშევი _ საბჭოთა გენერალი, რომელიც ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, მაგრამ მათთან არ ითანამშრომლა, რის გამოც საკონცენტრაციო ბანაკში აწამეს), თუმცა ორივე პიროვნების ისტორია უნდა ვიცოდეთ, _ თქვა ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის ასოციაციის მოსკოვის განყოფილების თავმჯდომარემ პავლე პანკინმა.

მოსკოვის #1741-ე სკოლის მასწავლებელმა პავლე პანკინმა სწავლების საკუთარ მეთოდებზეც ისაუბრა.

_ ამჟამინდელ სახელმძღვანელოებს არ შეიძლება ანტიმეცნიერული ვუწოდოთ. აი, 90-იანი წლების ისტორიის სახელმძღვანელოებში კი იყო ორი პოლარული თვალსაზრისი: კონსერვატიული და ლიბერალური პოზიციები, მაგრამ 2000-იანი წლებიდან ურთიერთგამომრიცხავი განსხვავებები აღარ არის, _ აღნიშნა პანკინმა.

რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის _ დიმიტრი ლივანოვის შეფასებით, ახალი სახელმძღვანელოების შექმნას 2-3 წელიწადი დასჭირდება. ჯერჯერობით კი საშუალო სკოლას გარდამავალი პერიოდი ელოდება: ისტორიის, სამართლისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება; ისტორიის სწავლება ორიენტირებული იქნება ახალ კონცეფციაზე, თუმცა უკვე ამ სასწავლო წელს ისტორიის გამოცდებში მხოლოდ ის დავალებები შევა, რომლებიც სამამულო ისტორიის ახალი კონცეფციით არის გათვალისწინებული.

ზემოაღწერილში მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოშიც, ისტორიის სწავლების თვალსაზრისით, როგორც საშუალო სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში იდეოლოგიის გავლენას ვერ ავცდით. არ შეიძლება საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში გერმანელი ფაშისტი ჯარისკაცი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კავკასიონს იყო მომდგარი და საქართველოს პირისაგან მიწისა აღგვით ემუქრებოდა, გაიგივდეს რუს ჯარისკაცთან, რომელმაც მსოფლიო «ყავისფერი ჭირისგან» იხსნა. არ შეიძლება, გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელსაც 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტოს) ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე მეორემ მოაწერა ხელი, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად განვიხილოთ და ახალგაზრდა თაობასაც ასე გადავცეთ, რადგან ამ ტრაქტატის წყალობით ქართველი ხალხი გადაურჩა სპარსეთისა და ოსმალეთის გარდაუვალ აგრესიას და სრულ გადაშენებას. აღსანიშნავია, რომ იმხანად, ანუ მე-18 საუკუნის ბოლოს საქართველოში სულ 300 ათასი კაცი ცხოვრობდა, მათ შორის 250 ათასი _ ქართველი... არც სსრკ-ის შემადგენლობაში 70-წლიანი ყოფნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური, რადგან ეს ხანა ქართველისთვის, სოციალურ-ეკონომიკური პირობების მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენს ისტორიაში. ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ამ ფაქტების ამოღება, სიმართლის დამალვა და მხოლოდ უარყოფითი მხარეების აღწერა კარგს არაფერს მოუტანს მომავალ თაობას, რადგან სწორედ წარსულის ისტორიული ფაქტების გააანალიზებით არის შესაძლებელი წინსვლა, მომავლის შენება...

P.S. დიდი ილიას თქმით: «დავიწყება ისტორიისა, მომასწავებელია ერის სულით ხორცით მოშლისა და წარწყმედისა».

და კიდევ: «აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა!»




ალექსანდრე გუსლიაროვის წიგნს «სტალინი ცხოვრებაში» წინ უძღვის ალექსანდრე ზინოვიევის, ცნობილი საბჭოთა დისიდენტის, შესავალი წერილი-ესე. უფროსი თაობისთვის ეს პიროვნება ცნობილია, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ, რომ ახალგაზრდა თაობისთვის შესახსენებელი იყოს მისი ბიოგრაფია, რამდენიმე ძირითადი შტრიხით მაინც.


კონტრასტულ შეხედულებებსა და პოზიციებზე (ურთიერთგამომრიცხავზეც კი) მდგომი მეცნიერი, მწერალი და მოღვაწე გახლდათ ალექსანდრე ზინოვიევი. თუ, ერთის მხრივ, იგი საბჭოთა სისტემის შეურიგებელ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა და სწორედ ამით გაითქვა სახელი მსოფლიოში, სიცოცხლის ბოლო წლებში გლობალური კაპიტალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ კრიტიკოსად მოგვევლინა. ასეთი ევოლუცია განიცადა მისმა მსოფლმხედველობამ.

მედავითნე არ ყოფილა: ბრძოლის გამოცდილება დიდი ჰქონდა. იბრძოდა დიდი სამამულო ომის ფრონტებზე, მამაცურად, დაჯილდოებული იყო წითელი ვარსკვლავის ორდენით, მედლებით. მაგრამ, როგორც თვითონ იხსენებს, უკვე მაშინ ჩათვალა, რომ სტალინიზმი ნამდვილი კომუნიზმის ღალატი იყო.

დემობილიზაციის შემდეგ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო კარლ მარქსის «კაპიტალის» ლოგიკა. 1952 წელს დააარსა მოსკოვის ლოგიკური წრე, რომელშიც სხვებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი; იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრის გამგე; ავტორია მრავალი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის. მისი შრომები თარგმნილია არაერთ უცხოურ ენაზე. იყო უცხოეთის მრავალი პრემიის ლაურეატი და არაერთი ქალაქის საპატიო მოქალაქე.

წიგნისთვის «უფსკრულის პირველი მწვერვალები», რომელიც ანტისაბჭოურად იქნა მიჩნეული, ჩამოართვეს ყველა ჯილდო და გაუუქმეს წოდებები, 1978 წლის ივნისში ოჯახთან ერთად გადაასახლეს დასავლეთ გერმანიაში, 1999 წელს დაბრუნდა რუსეთში.

გარდაქმნის წლებში მიჩნეული იყო საბჭოთა სისტემის ერთ-ერთ გამორჩეულ კრიტიკოსად. ამასთანავე, უარყოფითად ეკიდებოდა დასავლურ ლიბერალურ ფასეულობათა გავრცელებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბოლო დროს გამოცემულ შრომებში უკიდურესად ნეგატიურად აფასებდა საბჭოთა სისტემის დანგრევას.

გარდაიცვალა 2006 წლის 10 მაისს. ანდერძის თანახმად, კრემინირებულ იქნა და მისი ფერფლი ვერტმფრენიდან გაფანტეს მშობლიური კოსტრომის ოლქის ჩუხლომის რაიონის თავზე.

ალექსანდრე ზინოვიევს სტალინის თაყვანისმცემლად ვერავინ ჩათვლის. პირიქით, ზოგჯერ აშკარად ჩანს მისი მიკერძოებულობა, ანტიპათიაც კი. მაგალითად, ამ შესავალში იგი წერს: «არ ვიცი, იყო თუ არა სტალინი ავტორი იმ ნაწარმოებების, რომლებსაც მას მიაწერენ» (გვ. 7). ეს მაშინ, როცა უინსტონ ჩერჩილი დარწმუნებით აცხადებს: «თავის სიტყვებსა და სტატიებს სტალინი თვითონ წერდა». (იხ. ვლადიმირ სუხოდეევი, სტალინის ეპოქა, გვ. 609).

როცა ასეთი პიროვნება _ მეცნიერი, მწერალი, დისიდენტი _ იოსებ სტალინზე იწყებს საუბარს, ჩვენ, მკითხველებს, სრული უფლება გვაქვს, მივიღოთ მისი ნააზრევი ობიექტურობასთან მიახლოებულ პოზიციად, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ხრუშჩოვის მემკვიდრეთა აშკარად ცალმხრივი, პროპაგანდისტული ნაყალბევისგან.

წაიკითხეთ ალექსანდრე ზინოვიევის ესე «სტალინისა და სტალინიზმის შესახებ», რომლითაც იხსნება ევგენი გუსლიაროვის ფუნდამენტური (750-გვერდიანი) ნაშრომი «სტალინი ცხოვრებაში» (ციკლიდან «ბიოგრაფიული ქრონიკები») და, ვიმედოვნებ, რომ ინტერესით დაელოდებით ამ წიგნის ქართულ თარგმანს, რომლის პუბლიკაციასაც «საქართველო და მსოფლიო» ახალი, 2014 წლის მე-2 ნომრიდან იწყებს.

არმაზ სანებლიძე

სტალინისა და სტალინიზმის შესახებ

ამ წიგნის ხელნაწერის წაკითხვის შემდეგ სხვა არაფერი დამრჩენოდა, გარდა იმისა, რომ საერთო ხასიათის მხოლოდ რამდენიმე შენიშვნა დამემატებინა.

წიგნი, როგორც მკითხველი შენიშნავს, სტალინის უაღრესად კერძო, პირად, გარკვეული თვალსაზრისით, ინტიმური ბიოგრაფიის მომენტებს ეხება, თუკი შეიძლება ასეთის განცალკევება მისი ცხოვრების საერთო მდინარებისგან. რაც, უნდა ითქვას, ყოველთვის არ გამოსდის ავტორს. თუმცა ეს, სხვათა შორის, შეუძლებელიცაა. ისეთი ადამიანების კერძო ცხოვრება, როგორიც ე. გუსლიაროვმა მორიგი კვლევისთვის აირჩია, იმდენად მჭიდროდაა გადახლართული საზოდოებრივთან, რომ მკვეთრი საზღვრის გავლება აქ სრულიად შეუძლებელია.

მე ადრეც მიფიქრია სტალინზე, ამიტომ აქა-იქ დავუბრუნდები ჩემს იმ ნააზრევს, რომელსაც მკითხველი, განსაკუთრებით _ უცხოელი, შესაძლებელია, იცნობს.

ამგვარად, სტალინის პიროვნების შეფასება წარმოუდგენელია იმ ეპოქის შეფასების გარეშე, რომელიც განუყრელად დაკავშირებულია მის სახელთან _ სტალინიზმის ეპოქასთან.

ვინ არის სტალინი სტალინიზმის გარეშე? საშუალო სიმაღლის, სწავლადაუმთავრებელი, მცირემცოდნე სემინარისტი, ჩოფურა, ქართული აქცენტით მოლაპარაკე; იყო ცბიერი, შურისმგებელი და სასტიკი...

ძალიან წყალწყალა ხომ არ არის ასეთი შეფასება იმ ადამიანის, რომელიც დღესაც კი ბატონობს მილიონობით ადამიანის გულსა და გონებაზე?! სტალინის პერიოდის საშინელებათა მხილების ქარიშხლის გადავლის შემდეგ, რომელიც დაიწყო ხრუშჩოვის ცნობილი მოხსენების შედეგად და აპოგეას სოლჟენიცინის არანაკლებ ცნობილი «არქიპელაგ გულაგის» პუბლიკაციის კვალზე მიაღწია, სტალინის პერიოდის შესახებ დამკვიდრდა შეხედულება, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ბოროტების, ისტორიის შავი პერიოდის შესახებ, ხოლო სტალინი წარმოაჩინეს ყველაზე საშინელ ბოროტმოქმედად კაცობრიობის ისტორიაში. შედეგად დღეს ჭეშმარიტებად აღიარებულია მხოლოდ და მხოლოდ სტალინიზმის წყლულებისა და მისი სულისჩამდგმელის დეფექტების მხილება, ხოლო მეტ-ნაკლებად ობიექტური აზრის გამოთქმის მცდელობა ამ პერიოდისა და სტალინის პიროვნების შესახებ _ როგორც სტალინის აპოლოგეტიკა. და მაინც გავრისკავ, გადავუხვიო მამხილებელ-კრიტიკულ ხაზს და ობიექტურად შევაფასო არა სტალინი და სტალინიზმი, არამედ დავიცვა ობიექტურად მათი გაგების შესაძლებლობა.

ამ თემასთან დაკავშირებულმა ემოციურმა დრომ ჩაიარა. დადგა დრო არა მხოლოდ დანაშაულის მხილების, არამედ მისი ისტორიული არსისა და სათავეების დაფიქსირების...

ვფიქრობ, მაქვს მორალური უფლება, გავწიო ასეთი რისკი. ჭაბუკობიდანვე არავითარი სიმპათია არ მქონდა სტალინისა და სტალინიზმის მიმართ. ჯერ კიდევ 1939 წელს დაუფარავად გამოვედი სტალინის კულტის წინააღმდეგ, რის გამოც გამრიცხეს კომკავშირიდან და ინსტიტუტიდან, გამოსაკვლევად გამაგზავნეს ფსიქიატრიულ დისპანსერში, შემდეგ კი მიმიყვანეს ლუბიანკაზე. დისპანსერში დაასკვნეს, რომ ფსიქიკურად ნორმალური ვიყავი, რასაც არ გააკეთებდნენ ლიბერალურ პოსტსტალინურ დროში. სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ხელიდან თავის დაღწევა მოვახერხე, და ხრუშჩოვის მოხსენებამდე ჩემი ფარული მოწოდება ანტისტალინური პროპაგანდა იყო. უნდა ვაღიარო, რომ მე ერთადერთი არ ვიყავი. ხრუშჩოვის წლებში სტალინიზმის კრიტიკის საქმე ხელში აიღეს თვით ყოფილმა თავგამოდებულმა სტალინისტებმა. და მე ვპოვე მის მიმართ მშვიდი დამოკიდებულების შესაძლებლობა, ანუ არა ზიზღის, არამედ არაფრად ჩაგდების დამოკიდებულების შესაძლებლობა.

დედაჩემს კი სიკვდილამდე (იგი 1968 წელს გარდაიცვალა) სახარებაში სტალინის პორტრეტი ჰქონდა ჩადებული. მან გადაიტანა კოლექტივიზაციის, ომისა და ომისშემდგომი წლების ყველა საშინელება. დეტალურად რომ აღმეწერა ის, რაც მას გადახდა, მკითხველი ვერც დაიჯერებდა... და მაინც ინახავდა სტალინის პორტრეტს.

რატომ?

ამ კითხვაზე გაცემულ პასუხში დევს სტალინიზმის არსის გაგების გასაღები. საქმე ისაა, რომ, სტალინის ყველა საშინელებათა მიუხედავად, ეს იყო ჭეშმარიტი სახალხო ხელისუფლება. ეს იყო სახალხო ხელისუფლება ღრმა (არ ვიტყვი, რომ საუკეთესო) გაგებით, თვით სტალინი კი ჭეშმარიტად სახალხო ბელადი იყო.

ხალხის ხელისუფლება იმ პერიოდში აუცილებლად კარგს არ ნიშნავდა... და ეს სულაც არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ამავე დროს ეს ხელისუფლება ნიშნავდა ძალადობას თვით ხალხზე. სახალხო ბელადი, აუცილებელი არ არის, იყოს ბრძენი და კეთილი ადამიანი. ზოგჯერ სახალხო ბელადები ხელიდან წასული არამზადებიც ყოფილან. ზოგჯერ მათ თავად სძულთ ხალხი, რადგან უწყიან, თუ რას წარმოადგენს ხალხის მასა რეალურად და არა წიგნებისა და დოქტრინების მიხედვით.

სწორედ სტალინი (და არა ლენინი) იყო სახალხო ბელადი, რადგან ლენინს აკლდა სწორედ ის თვისებები, რომლებსაც სტალინს მიაწერენ და რომელთა მეშვეობით სახალხო ბელადი გახდა.

სტალინიზმის არსის შესახებ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, უნდა დავადგინოთ, ვის ინტერესებს გამოხატავდა სტალინი, ვინ მიჰყვებოდა მას. რატომ ინახავდა დედაჩემი სტალინის პორტრეტს? იგი გლეხის ქალი იყო. კოლექტივიზაციამდე ჩვენი ოჯახი ცუდად არ ცხოვრობდა, მაგრამ როგორი ძალისხმევით? უმძიმესი შრომის ფასად გამთენიიდან დაღამებამდე. რა პერსპექტივა ჰქონდა მის შვილებს (შვიდი შვილი ჰყავდა!)? შეიძლება გლეხები გამხდარიყვნენ, უკეთეს შემთხვევაში, ხელოსნები. დაიწყო კოლექტივიზაცია, სოფლის დაქცევა-აოხრება. ადამიანები ქალაქებში გაიხიზნენ. შედეგი? ჩვენს ოჯახში ერთი ადამიანი პროფესორი გახდა, მეორე _ ქარხნის დირექტორი, მესამე _ პოლკოვნიკი, სამნი _ ინჟინრები. მსგავსი რამ ხდებოდა მილიონობით სხვა ოჯახში.

არ მინდა აქ გამოვიყენო შეფასებითი გამოთქმები «ცუდი» და «კარგი». მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ამ ეპოქაში ხდებოდა კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო მილიონობით ადამიანის აღმასვლა საზოგადოების უმდაბლესი ფენებიდან ოსტატობამდე, ინჟინრობამდე, მასწავლებლობამდე, ექიმობამდე, მსახიობობამდე, ოფიცრობამდე, მეცნიერობამდე, მწერლობამდე, დირექტორობამდე და ა. შ. და ა. შ. მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლებოდა თუ არა, მსგავსი რამ მომხდარიყო სტალინიზმის გარეშე. პროცესის მონაწილეთათვის ეს, ფაქტობრივად, ხორციელდებოდა სტალინიზმის დროს და, როგორც ჩანდა, მისი წყალობით. მართლაც _სწორედ მისი წყალობით. აი, ეს მილიონობით ადამიანი, რომლებმაც თავიანთი განცდების სფეროში ჩაითრიეს მილიონობით სხვა, იყო კიდეც სტალინიზმის საყრდენი და დამკვრელი ძალა. რასაკვირველია, აქ არა მხოლოდ ადამიანების რეალური წარმატებები, არამედ ილუზიებიც თამაშობს გარკვეულ როლს. მაგრამ ილუზიები არა მარქსისტული ზღაპრების (მათი ნაკლებად სჯეროდათ), არამედ ძალიან უბრალო რამის: საყოფაცხოვრებო პირობებისა და ადამიანებს შორის გულითადი დამოკიდებულების გაუმჯობესების. ჩემთვის და ბევრი ჩემი თანატოლისთვის ცალკე საწოლი სუფთა ზეწრით და სამჯერადი რეგულარული კვება ოცნების მწვერვალი იყო, თუმცა ბევრ ჩვენგანს არ სჯეროდა მარქსისტული ზღაპრების, სამაგიეროდ, ვიცოდით რეალური კომუნიზმის არსი, იმედი გვქონდა, რომ ჩვენც გვექნებოდა ის ცალკე საწოლი და ყუათიანი სადილი. ეს იმედი ჯაბნიდა ჩვენს ნეგატიურ დამოკიდებულებას საზოგადოებისადმი, რომელიც მყარდებოდა. გვინდოდა თუ არა, იმედები სტალინის სახელს უკავშირდებოდა.

პიროვნების შეფასებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ არა მხოლოდ მისი სუბიექტური თვისებები, არამედ ისიც, თუ როგორ აისახება იგი გარშემო მყოფთა შეგნებაზე. გარშემო მყოფთა შეგნებაში სტალინი აისახებოდა არა ყალთაბანდის სახით, არამედ როგორც სიმბოლო ამ დიადი პროცესის. ეს იყო სერიოზული ისტორია და არა ერთი მუჭა დაუნდობელი ბოროტმოქმედების ძალადობა კეთილ და მოტყუებულ ხალხზე.

ხალხი არ იყო მოტყუებული. არ დაგავიწყდეთ, რომ სტალინის დროინდელ ყველაზე მასობრივ რეპრესიებში, რომლებმაც მილიონობით უბრალო ადამიანი დააზარალა, ერთი და იგივე ადამიანები ხშირად ჯალათისა და მსხვერპლის როლს თამაშობდნენ. ეს რეპრესიები ასევე იყო მოსახლეობის ფართო მასების თვითშემოქმედების გამოვლენა. და დღეს ძნელია გაარკვიო, ვისი წვლილია უმეტესი _ უმაღლეს ბოროტგამზრახველთა სტალინის ხელმძღვანელობით, თუ წილი ამ თითქოს მოტყუებული მოსახლეობის ფართო მასების.

ეს თემა რომ ამოვწურო, კიდევ ერთ მწვალებლურ აზრს გამოვთქვამ: სტალინიზმის მსხვერპლნი მხოლოდ ნახევარი სიმართლეა მის შესახებ. არის მეორე ნახევარიც, კერძოდ კი ის, რომ მსხვერპლნი იყვნენ თავიანთი ჯალათების თანაშემწენი და თანამონაწილენი. მსხვერპლნი იყვნენ ადეკვატურნი მათი მშობელი ეპოქის. კომუნიზმის ჩამოყალიბების ეპოქის საშინელება არა იმდენად მსხვერპლის არსებობის ფაქტია, რამდენადაც ის, რომ უპირატესობას მოიპოვებს, შეირჩევა და გადარჩება ადამიანის ტიპი, რომელიც მზად არის, გაიღოს მსხვერპლი და საკუთარ მსხვერპლად აქციოს სხვა ადამიანები.

სტალინი ამ ფსიქოლოგიური რევოლუციის უბრწყინვალესი გამომხატველი იყო. ვფიქრობ, რომ რეპრესიებმა სტალინს უფრო მეტად ღვთაებრივი თაყვანისცემა მოუპოვა, ვიდრე კვების პროდუქტებზე ფასების ყოველწლიური შემცირების განუხრელმა პოლიტიკამ.

სტალინი ლენინის მემკვიდრე იყო, სტალინიზმი კი _ ლენინიზმის. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს მათი ურთიერთობის შესახებ: ერთნი ამბობენ, რომ სტალინი ლენინის ერთგული მოწაფე და მისი საქმის გამგრძელებელი იყო. სხვები ამბობენ, რომ სტალინმა უღალატა ლენინის საქმეს. ვფიქრობ, რომ ერთნიც და მეორენიც თავისებურად მართლები არიან, მაგრამ აქ იჩენს თავს აღქმის სხვა ჭრილი, რომელიც უფრო არსებითია სტალინისა და სტალინიზმის შესაფასებლად.

მე განვასხვავებ დინების ორ მიმართულებას ცხოვრების იმ ნაკადში, რომელმაც რევოლუციის შედეგად გადაუარა საბჭოთა კავშირს, კერძოდ, კონკრეტულ-ისტორიულ ნაკადს და საერთო სოციოლოგიურ ნაკადს. მათგან პირველის დროს ადამიანები ძვრებოდნენ ჯავშანავტომობილებზე, ატრიალებდნენ მაუზერებს, ხელთ იგდებდნენ სატელეფონო სადგურებს, ხვრეტდნენ და «ვაშას» შეძახილით დაქროდნენ გაშიშვლებული ხმლებით...

ეს ჩანდა.

ამ დროს მეორე ნაკადში ჩუმად და შეუმჩნევლად ძალას იკრებდა ახალი ბავშვი _ მომავალი კომუნისტური საზოგადოება. იგი იზრდებოდა სრულიად პროზაულად: იქმნებოდა ურიცხვი დაწესებულებები და თანამდებობები, იზრდებოდა და დიფერენცირდებოდა ძალაუფლების აპარატი, რომელიც თავისი საცეცებით საზოგადოების ყველა უჯრედს სწვდებოდა, ანიჭებდნენ წოდებებს, ანაწილებდნენ მატერიალურ კეთილდღეობას...

დრამატული ისტორიის ნაკადი ისტორიაში რომ ჩაინთქა და მისით ავარდნილი მტვერი დაჯდა და დაიწმინდა, აშკარა გახდა, სინამდვილეში რის გამო წარმოთქვამდნენ სიტყვებს, ლაპლაპებდა მახვილები, გრგვინავდა «ვაშა!», რეალური ახალი საზოგადოება, ძალაუფლებისა და მართვის თავისი კირკიტა სისტემით, უკვე იშვა და ისტორიულ ასპარეზზე თავისი ჭეშმარიტი მოღვაწენი წამოსწია. ლენინი და მისი გვარდია პროცესის პირველ ნაკადს წარმოადგენდა, სტალინი, თავისი თანამზრახველებით, _ მეორეს. ლენინზე საუბრისას რატომღაც მისაღებად თვლიან სიტყვა «გვარდიას», სტალინზე ლაპარაკისას ხმარობენ სიტყვას «თანამზრახველები». ლენინის სახელთან დაკავშირებულია პარტიის რევოლუციამდელი პერიოდი და ქვეყნის გადარჩენის პერიოდი, რომელსაც ახალი საზოგადოების ბავშვი ჰყავს საშოში ჩასახული. სტალინის სახელთან კი დაკავშირებულია ახალი საზოგადოების ჩამოყალიბება, სუსტი ჩანასახის გადაქცევა ძლიერ არსებად. ძლიერში, ხაზს ვუსვამ, აუცილებელი არ არის, ვიგულისხმოთ კარგი...

ლენინი რეალური კომუნიზმის წინარე ისტორიაა. კომუნიზმის რეალური, საკუთარი ისტორია სტალინიდან იწყება. სწორედ ამით და არა უარყოფითი პიროვნული თვისებებით აიხსნება სტალინისა და მისი თანამზრახველების (არა გვარდიის, რა თქმა უნდა) გამარჯვება ტროცკიზე, ზინოვიევზე, ბუხარინსა და სხვა მოლაყბეებზე ლენინური გვარდიიდან. საქმე ის კი არ არის, რომ ერთნი უფრო ჭკვიანები იყვნენ, მეორენი კი _ სულელები, საქმე მოვლენათა დამთხვევაა. საქმე ის არის, თუ რა სოციალური ძალები გამოდიოდნენ ისტორიის ასპარეზზე და გიგანტური საზოგადოების მილიონობით უჯრედში ინიციატივას ხელთ იგდებდნენ. სტალინიზმი და არა ლენინიზმი არის ყველაზე უფრო სრული გამოვლინება კომუნიზმის არსის. ლენინიზმი მხოლოდ მომზადებაა სტალინიზმის, მისი ჩანასახია, უფრო ზუსტად კი, ადგილია, სადაც მწიფდებოდა ნაყოფი. და მას ის ბედი ერგო, რომელსაც ისტორიულად იმსახურებდა. სხვათა შორის, ამასწინათ გადავიკითხე სტალინის ზემოთ დასახელებული მოწინააღმდეგეების ზოგიერთი ნაწარმოები. მე ვერ შევნიშნე მათი ვერავითარი ინტელექტუალური უპირატესობა სტალინთან შედარებით...


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jan 26 2014, 12:45 PM
პოსტი #15


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



...ის დროა, რამდენიმე სიტყვა ვთქვათ სტალინზე, როგორც თეორეტიკოსზე. აღიარებულია, რომ სტალინმა თითქოს მოახდინა მარქსიზმის ვულგარიზება, მაგრამ დავსვათ ასეთი შეკითხვა: სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა ფილოსოფოსებმა მარქსიზმს ახალი რა შემატეს, მათთვის ჩვეულ სიტყვამრუშობას თუ არ მივიღებთ მხედველობაში? შეეცადეთ, მიუკერძოებლად უპასუხოთ ამ შეკითხვას, და შეიძლება ეჭვი დაგებადოთ, რამდენად სწორადაა ნახმარი სიტყვა ვულგარიზება. რა თქმა უნდა, მოხდა მარქსიზმის ფუძემდებლების ცალკეული მოსაზრებების ერთგვარი ვულგარიზება... არის კი ეს ნამდვილად ვულგარიზება?! ვულგარიზებაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა პირველწყაროები სიბრძნის მწვერვალებია ან სიღრმითაა გამორჩეული. მაგრამ, თუ მათ მკაცრი მეცნიერული კრიტერიუმებით გამოწვლილვით განვიხილავთ, აღმოვაჩენთ, რომ სავულგარიზებო არც არაფერი იყო. იყო ის, რაც სიტყვიერი ჩენჩოსგან უნდა გაწმენდილიყო. იყო რაღაც ისეთიც, რასაც ადვილად მოსანელებელი სახე უნდა მისცემოდა და ნორმალურ, ადამიანურ ენაზე უნდა აჟღერებულიყო. მაგრამ ვულგარიზება?! არ ვიცი, იყო თუ არა სტალინი ავტორი იმ ნაწარმოებების, რომლებსაც მას მიაწერენ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: სტალინის ნაწარმოებები იყო ის ცოცხალი თაგვი, რომელიც მარქსიზმის ტექსტების მთამ შვა. დიადი იდეოლოგიური რევოლუციის საჭიროებისთვის მათგან უკეთესი ვერ გამოდნებოდა. ძალიან დაბალი კულტურული დონის მქონე მილიონობით მოსახლეობისთვის განკუთვნილ იდეოლოგიურ ტექსტებს შორის სტალინის ნაწარმოებები იყო ყველაზე საუკეთესო, რაც მარქსიზმზე დაუწერიათ ოდესმე.

ნაშრომი «დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის შესახებ», რომელსაც სტალინს მიაწერენ, წარმოგვიდგა, როგორც მარქსიზმის იდეოლოგიის მწვერვალი. საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, დღემდე მთელ იდეოლოგიურ მუშაობას, ასე თუ ისე, საფუძვლად უდევს იდეოლოგიური რევოლუციის შედეგები, რომლებიც სტალინის სახელით განხორციელდა.

თუ გსურთ, მარქსისტული სწავლების სიღრმისეულ შინაარსს ჩასწვდეთ, წაიკითხეთ სტალინის ნაწარმოებები... რა თქმა უნდა, მარქსიზმის ფუძემდებელთა ნაწარმოებებში არის ზოგი რამ, რისი შეფასება შეიძლება, როგორც მაღალი სულიერი კულტურის მოვლენის. მაგრამ ეს «ზოგი რამ» არ არის მარქსიზმის სპეციფიკური პროდუქტი. ნასესხებია თანამედროვეთაგან და წინამორბედებიდან, უმთავრესად, მათი განადგურების მიზნით. უნდა ითქვას, რომ «პოგრომები», რომლებიც მარქსმა, ენგელსმა და ლენინმა თავიანთ ნაწარმოებებში მოუწყვეს მოწინააღმდეგეებს, აღმოჩნდა ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი, რეალურ კომუნისტურ საზოგადოებაში მოწყობილიყო «პოგრომები» მარქსიზმის იდეოლოგიური დროშის ქვეშ.

სტალინი ყველაზე უფრო ნამდვილი და ერთგული მარქსისტია. როცა მას ანიჭებენ ეშმაკის როლს ანგელოზების კრებულში, ამით რაღაც ნათელ მარქსიზმს კი არ განწმენდენ სტალინიზმის შავი ლაქებისგან, არამედ მხოლოდ ისწრაფვიან, დამალონ მარქსიზმის ჭეშმარიტი არსი, რომელიც გასაოცარი სისრულით და ნათლად წარმოაჩინეს სტალინმა და მისმა თანამებრძოლებმა.

სტალინის პერიოდში შეიქმნა კომუნიზმის სხეულის ყველა ორგანო და ზუსტად განისაზღვრა მათი ფუნქციები, შემუშავდა ყველა რიტუალი და ქცევის წესი. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რა თქმა უნდა, ზოგი რამ შეიცვალა. ხრუშჩოვი, მაგალითად, გაიტაცა სტალინისთვის უცხო უსაშინელესმა ლაყბობამ და მთელ მსოფლიოში უაზროდ ყიალმა, მაგრამ სტალინის სახე მაინც მის აზროვნებაზე ბატონობდა. ბრეჟნევს მეორე ილიჩის როლზე ჰქონდა პრეტენზია. მაგრამ ლაყბობითა და მოგზაურობისადმი მიდრეკილებით ხრუშჩოვს გადააჭარბა, თუმცა, ორატორული მონაცემებით, მას სტალინის ვარიანტი უფრო მოუხდებოდა. არ არის აუცილებელი, იყო ფსიქოანალიზის სპეციალისტი, რომ მიხვდე _ სტალინის სახემ ახალგაზრდობიდანვე დაიპყრო ბრეჟნევის სული. ხრუშჩოვმა, რა თქმა უნდა, ამხილა სტალინის დროინდელი საშინელებანი, ხოლო ბრეჟნევმა ვერ გაბედა მასობრივი რეპრესიების მოწყობა დისიდენტების წინააღმდეგ, რომელთა წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო სტალინის დროს. მაგრამ არის კი ეს მათი პიროვნული თვისებები?

ანტისტალინური განწყობილება პარტიასა და ხალხში ხრუშჩოვის მოხსენებამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა. ეს უკანასკნელი იყო შედეგი წინა ისტორიის, ვიდრე ახლის დასაწყისი. ეს იყო ახალი ისტორიის ეტაპი და არა მამოძრავებელი მიზეზი. მამოძრავებელი მიზეზები ძველი დარჩა. მათ შესახებ ლაპარაკი დისიდენტებსაც კი არ სურთ. ბრეჟნევის «ლიბერალიზმიც» არ არის მისი პირადი თვისება. ეს არის მტკიცე მონაპოვარი საბჭოთა საზოგადოების გაბატონებული ფენების, რომლებმაც მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ (ანუ სტალინის პერიოდის დამთავრების შემდეგ) თავი უსაფრთხოდ იგრძნეს.

საბჭოთა კავშირში ოფიციალურად იყო მიჩნეული, რომ სტალინის დროს ირღვეოდა პარტიულ-სახელმწიფოებრივი ცხოვრების ნორმები, რომლებიც აღმოიფხვრა შემდგომ პერიოდში. ამასთან დაკავშირებით გაისმის კრიტიკული ხმები. «მსგავსი არაფერი მომხდარა, _ ღაღადებენ ეს ხმები, _ ხსენებული ნორმები ყოველთვის ირღვეოდა». ამ ხმებს მიაჩნიათ, რომ, თუ ქვეყანაში საქმე ცუდადაა, მაშასადამე, ნორმები ირღვევა. მაგრამ, როგორც ოფიციალური შეხედულება, ასევე მისი კრიტიკა, მოცემულ შემთხვევაში, აზრსაა მოკლებული. საქმე ის კი არ არის, დაცულია თუ არა ნორმები, არამედ ის, როგორია თვით ეს ნორმები. სტალინის ეპოქა იყო ამ ნორმების გამოგონებისა და დამკვიდრების ეპოქა. საქმე ისე არ იყო, როგორც წარმოუდგენიათ: თითქოს მაშინ, სტალინი რომ მოვიდა, უკვე არსებობდა ეს ნორმები. ისინი იბადებოდა და განმტკიცდებოდა იმ საშინელ პროცესში, რომელიც შემდეგ განმარტეს, როგორც მათი დარღვევის ჟამი. არ შეიძლებოდა იმის დარღვევა, რაც ჯერ კიდევ არ არსებობდა. საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს აქვს თავისი ნორმები, რომელთა მიხედვითაც ყალიბდება წარმოქმნილი საზოგადოების ნორმები. სტალინის მთელი პერიოდი მიმდინარეობდა პირველთან ზუსტ შესატყვისობაში.

სტალინი ადეკვატური იყო იმ ისტორიული პროცესის, რომელმაც იგი შვა. მან კი არ შექმნა ეს პროცესი, არამედ თავისი ხელი დაატყო, თავისი სახელი და თავისი ფსიქოლოგია დაანათლა. ეს იყო მისი ძლიერება და მისი დიდება.

გამორიცხული არ არის, რომ ახალგაზრდობას ოდესმე მოენატრება სტალინის დრო. ხალხი (სწორედ ის, ვითომ მოტყუებული და ნამუსახდილი) უკვე დარდობს და აპლოდისმენტებით ხვდება მისი სახელის ხსენებას.

ალექსანდრე ზინოვიევი

P.S. ალექსანდრე ზინოვიევის ესე, რომელიც ეს-ესაა წაიკითხეთ, რა თქმა უნდა, სუბიექტურია (ზოგან აკვიატებამდე სუბიექტური), დისიდენტის გადმოსახედიდანაა დაწერილი. არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს მეცნიერული მიდგომის პრეტენზია. ისეთი პუბლიცისტიკაა, რომელიც გახსნილია კრიტიკისთვის.

თუმცა ღირს წასაკითხად.

ჩვენც მოგაწოდეთ, როგორც ფაქტი, დასკვნების გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია, მით უფრო, რომ წინ გიდევთ მრავალპლანიანი წიგნი სტალინის შესახებ საინტერესო ფაქტებითა და მოსაზრებებით, შეცდომებითა და უტყუარობით _ «შიშველი» ფაქტები შენიშვნებისა და კომენტარების გარეშე.

მიუკერძოებელი წიგნია, რომელიც ან გაგიმყარებთ პოზიციას, ან შეიძლება შეგაცვლევინოთ კიდეც. ვფიქრობ, რომ სტალინის მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც ერთნაირი ინტერესით წაიკითხავთ.

http://www.geworld.ge/View.php?ArtId=5542&...vrebaSi&lang=ge


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 26 2014, 10:41 PM
პოსტი #16


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



karpaki

გამარჯობა ინა, როგორ ხარ?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Jan 26 2014, 10:46 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



საერთოდ, დაკვირვებული ვარ რომ როცა რუსეთში სტალინს ლანძღავენ (სამართლიანად და უსამართლოდ ეს სულერთია ახლა) მაშინ ამ ქვეყნის საქმე ცუდად მიდის, მაგალითად ხრუშჩოვის და უფრო გორბაჩოვ-ელცინის დროს. ჰოდა ვუსურვოთ რუსეთს კიდევ ერთხელ ანტისტალინურ წრეზე წასვლას, ეგება და დაემხოს და გვეშველება კიდეც biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 26 2014, 11:32 PM
პოსტი #18


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



arcivi9
ციტატა
გვეშველება კიდეც



არ მგონია, რომ საშველი ეგ იყოს

დროებითი საშველია. განა ყველა იპერია და ბოროტისმოქედი ემხობა? ერთს მეორე ცვლის


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Jan 27 2014, 12:18 AM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 26 2014, 11:32 PM) *

arcivi9
არ მგონია, რომ საშველი ეგ იყოს

დროებითი საშველია. განა ყველა იპერია და ბოროტისმოქედი ემხობა? ერთს მეორე ცვლის

იყოს მერე დროებითი, მერე თანახმა ვარ rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jan 27 2014, 10:29 AM
პოსტი #20


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(მხევალი ნინო @ Jan 26 2014, 10:41 PM) *

karpaki

გამარჯობა ინა, როგორ ხარ?

გაგიმარჯოს )) არამიშავს გმადლობ თავად როგორ გიკითხო? ) გილოცავ ნინოობას


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 09:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი