IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი?
Ismail
პოსტი Feb 25 2008, 07:26 PM
პოსტი #61


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ახლა გამოაცხადეს რომ თურმე დიდი მოურავის ახალი სურათი აღმოუჩენიათ. აქამდე მხოლოდ კასტელის ნახატი არსებობდა, რომელსაც თურმე ნანახიც არ ჰყოლია სააკაძე.


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2008, 12:59 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოურავი ჭეშმარიტად გულადი, ღონიერი, ტანით სპილოს მსგავსი, იშვიათი ვაჟკაცი და დევის ღონის მქონე..."

მუსტაფა ნაიმა
(თურქი მემატიანე)




გიორგი სააკაძის სურათზე

ვაჟა-ფშაველა


ცალკერძ შენა ხარ და შენს პირისპირ

მეორე სახე მე მეხატება

შენის ქვეყნისა საქართველოსი,

რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება:

თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,

კარგი შვილები რად გვებადება?

შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს,

ნამდვილ მშობელსა ეს ეკადრება?

ცრემლები მახრჩობს, ვეღარას ვამბობ,

კარგის დაღუპვა რად გვენატრება,

ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?!

ვეღარას ვიტყვით, ვთრთი, მეხათრება,

ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,

არ გეკადრება, არ გეკადრება!...



ციტატა(Ismail @ Feb 25 2008, 07:26 PM) *

ახლა გამოაცხადეს რომ თურმე დიდი მოურავის ახალი სურათი აღმოუჩენიათ.


ზურა, სად მოისმინე ეს ინფორმაცია და რამდენად მართალია? ძალიან დავინტერესდი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
danela
პოსტი Mar 12 2008, 08:55 PM
პოსტი #63


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 12-March 08
წევრი № 4,154



გიორგი სააკაძე არ იყო მოღალატე. შადიმანები და სხვა თავადები იყვნენ მოღალატეები. გიორგის საქართველოს გაერთიანება უნდოდა რაც თავადების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მათ არ უნდოდათ ერთიანი და ძლიერი საქართველო. წინდა ლუარსაბ მეფეც მოატყუეს, სააკადძეს მოღალატეობა დააბრალეს და მეფეც იძულებული იყო დაერბია გიორგის მამული. ყველაზე სამწუხარო ფაქტი ბაზალეთი იყო მაგრამ ეს ნაბიჯიც საქართველოს გაერთიანების მიზნით გადადგა ამ დიდმა მამულიშვილმა!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 13 2008, 06:00 PM
პოსტი #64


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



danela
ციტატა
ყველაზე სამწუხარო ფაქტი ბაზალეთი იყო მაგრამ ეს ნაბიჯიც საქართველოს გაერთიანების მიზნით გადადგა ამ დიდმა მამულიშვილმა!!!

huh.gif blink.gif როგორ? თეიმურაზს შეებრძოლა, რადგან კახეთი უნდოდა შემოერთებინა ქართლისთვის? და ერთიან სამეფო ტახტზე ვინ დაჯდებოდა? dry.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2008, 02:22 PM
პოსტი #65


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გიორგი სააკაძე


საქართველოსთვის გულმაშვრალო, ალალ-მართალო,

გკორტნიდნენ ძმანნი, სანუკვარი ქართული ცის ქვეშ.

მათი ქიშპობით გაქცეულო, დიდო სარდალო,

ნაცად ღალატით აღესრულე თურქეთის ცის ქვეშ.

დიდო სარდალო! ნიშნად შენი დიდი ღვაწლისა

შენს სალოცავად აღგავლინეს ფრესკების გვერდით,

თუ კასპს, მშობლიურს, შენი ნახვა ვეღარ ეღირსა,

ისიც ბედია, რომ სტამბოლში აღსდექი მკვდრეთით.

/ფრიდონ გელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Feb 18 2009, 08:12 PM
პოსტი #66


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



დაასაბუდეთ თქვენი აზრი სხვაგვარად არ მიიღება.

არა გმირი - თუნდაც იმიტომ რომ 2 ჯერ შეიცვალა რელიგიური ორიენტაცია . dry.gif


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
diletanti1
პოსტი Feb 23 2009, 01:02 AM
პოსტი #67


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 121
რეგისტრ.: 22-February 09
წევრი № 6,542



მე გმირი ვთვლი იმტომ რომ თუნდაც მარბდის და მარტყოფის ბრძოლებზე შEიძლება მავანმა თქვას რომ სხვა გმოსავალი არ ჰქონდა მაგრამ მან თავადები რომ არ დასჯა და აპატია ამის გამო ჩემთვის გმირია და მისი ყოველი ნაბიჯი სამშობლოს სასიკეთოდ რომ იყო მიმართული დარწმული ვარ


--------------------
საქართველო
მადლობ ღმერთო, რომ ქართველად დამბადე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Feb 25 2009, 04:24 PM
პოსტი #68


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ბაზალეთი?? მარაბდა , მარტყოფი და ტაშისკარი ამ ბრძოლებში ვერავის შევედავები.

ვერც იმაში რომ გაბედა ყარჩიხა-ხანის მოკვლა და პაატა გაწირა რომ საქართველო ეხსნა მაგრამ არის ისეთი რაღაცეებით რაც არის სამარცხვინო ლაქა სააკაძის ცხოვრებაში . მთლად გმირიც არ არის გმირი რომ იყო საჭიროა დაიცვა სამშობლო და , რელიგია რაც მან არ დაიცვა sad.gif( სამწუხაროდ იგი არაა წმინდანად შერაცხული იმიტომ რომ არ დააკმაყოფილა წმინდანის მოთხოვნები თუმცა პაატა არის წმინდანად შერაცხული.


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Feb 25 2009, 04:35 PM
პოსტი #69


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



Belief
ციტატა
ბაზალეთი??

აბა მოჰყეი ბაზალეთზე.
შენეული ანალიზიც დაურთე. წინაპირობები და მტყუან-მართალი გაარჩიე.

ციტატა
გმირიც არ არის გმირი რომ იყო საჭიროა დაიცვა სამშობლო და , რელიგია რაც მან არ დაიცვა

გმირი არაქრისტიანები არ გვყავს დავიჯერო? biggrin.gif
სამშობლო როდის არ დაიცვა სააკაძემ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი Feb 25 2009, 07:31 PM
პოსტი #70


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



ციტატა
სამშობლო როდის არ დაიცვა სააკაძემ?

როცა სამშობლოს მტრებს დაუდგა სამსახურში.
როგორც მხედართმთავარი მაგარი იყო, როგორც პოლიტიკოსი სუსტი. საერთო ჯამში უბედური ადამიანი გამოდის, მაინც წაგებული დარჩა. ამიტომ უფრო არა გმირი. იმიტომ რომ მომავალმა თაობებმა გმირებისგან უნდა აიღონ მაგალითი. გიორგი სააკაძის ცხოვრება კი მაგალითისათვის არ გამოადგება მომავალ თაობას. ამიტომ არა გმირი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
diletanti1
პოსტი Feb 25 2009, 11:59 PM
პოსტი #71


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 121
რეგისტრ.: 22-February 09
წევრი № 6,542



ციტატა(bekas @ Feb 25 2009, 07:31 PM) *

როცა სამშობლოს მტრებს დაუდგა სამსახურში.
როგორც მხედართმთავარი მაგარი იყო, როგორც პოლიტიკოსი სუსტი. საერთო ჯამში უბედური ადამიანი გამოდის, მაინც წაგებული დარჩა. ამიტომ უფრო არა გმირი. იმიტომ რომ მომავალმა თაობებმა გმირებისგან უნდა აიღონ მაგალითი. გიორგი სააკაძის ცხოვრება კი მაგალითისათვის არ გამოადგება მომავალ თაობას. ამიტომ არა გმირი.

ისე გმირებზე რომ ვჯელობთ ნუ ............
გმირია საქრთველო! ნუ დავყენბთ მის მაგლა ნუ რავის!


--------------------
საქართველო
მადლობ ღმერთო, რომ ქართველად დამბადე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 26 2009, 12:09 AM
პოსტი #72


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



მეჩვიდმეტე საუკუნიდან მაგაზეა დავა და ვნახოთ თუ გადაწყვტთ რამეს smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 26 2009, 09:27 AM
პოსტი #73


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



Belief
შვილი გყავთ? smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Feb 26 2009, 03:04 PM
პოსტი #74


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



kato_Bato
არა


egri3
შენი ტესტები არ მომწონს . კი ბატონო მოგიყვები მაგრამ თემა ოფდება


1626 წელს მოხდა ეს ბრძოლა . თეიმურაზ 1 სა და გიორგი სააკაძეს შორის. ეს დაპირისპირება გამოიწვია სააკაძის ქმედებამ მისმა ურთიერთობამ სპარსეთთან . ბრძოლის დროს თეიმურაზს გაჰვა ზურაბ ერისთავი ( არაგვის ) და იოთამ ამილახვარი , და სააკაძესთან დარჩა მისი ერთგული ქაიხოსრო მუხრან ბატონი და მისი სიძე იესე ქნის ერისთავი . ბრძოლა თეიმურაზმა მოიგო თუმცა ჩემი აზრით ამ ბრძოლას გამარჯვებული არ ჰყავდა . უფრო დეტალურად თუ გინდა მითხარი.


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Feb 26 2009, 03:08 PM
პოსტი #75


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ეგ რა შუაშია, მარა გამახსენდა, პირველი სასმართლო დუელი ქართულ სამართლის ისტორიაში დაფიქსირებულია ფარსადან გორგიჯანიძესა და გიორგი სააკაძეს შორის, მავანნი დამემოწმება a075.gif
თუ ოფია წაშალეთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Feb 26 2009, 03:10 PM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ციტატა
თუ ოფია წაშალეთ

ბატონი ეგრი იფიქრებს რომ არ ვიცი ბაზალეთის ბრძოლ.

თემო
კი მართალი ხარ გიორგიზე უამრავი რამის თქმა შეიძლება , ბაზალეთის ბრზოლის დროს ოსმალეთის ჯარი რომ დაიხმარა? არა სულ არ არის მოღალატე და სულ ქვეყნისთვის იბრძოდა ...


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 26 2009, 03:54 PM
პოსტი #77


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგი სააკაძის განდიდება, როგორც ფეოდალიზმში მდაბიური გვარიდან აღზევებული ადამიანისა და დიდგვაროვანთა მიერ ჩაგრულისა, პირდაპირ არის დაკავშირებული საბჭოთა ხელისუფლებასთან და მისი დაკვეთით 1943 წელს გადაღებულ ფილმთან.

მისი სახელი არც ისე პოპულარული იყო იქამდე, ამას მოწმობს თავად ისტორია.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 26 2009, 04:09 PM
პოსტი #78


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



კანონისტი
blink.gif
ვააავა, რაებს წერთ ხალხო!

პირდაპირ მეზარება კითხვა და პასუხის დაწერა...



--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 26 2009, 04:13 PM
პოსტი #79


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გმირი - არა გმირი არ ვიცი, მაგრამ "რაღაც" იდეებს რომ კაცი შვილს შესწირავს, ნიშნავს რომ ეს იდეები მეტად ღირებულია მისთვის ...

პ.ს. საწყალი პაატა cray.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 26 2009, 04:40 PM
პოსტი #80


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



staywhite
ციტატა
გმირი - არა გმირი არ ვიცი, მაგრამ "რაღაც" იდეებს რომ კაცი შვილს შესწირავს, ნიშნავს რომ ეს იდეები მეტად ღირებულია მისთვის ...

პ.ს. საწყალი პაატა

ამასაც ვიზიარებ და ამასაც:

ციტატა
გიორგი სააკაძის განდიდება, როგორც ფეოდალიზმში მდაბიური გვარიდან აღზევებული ადამიანისა და დიდგვაროვანთა მიერ ჩაგრულისა, პირდაპირ არის დაკავშირებული საბჭოთა ხელისუფლებასთან და მისი დაკვეთით 1943 წელს გადაღებულ ფილმთან.

მისი სახელი არც ისე პოპულარული იყო იქამდე, ამას მოწმობს თავად ისტორია.

მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ ვიცით რას გავაკეთებდით მის ადგილზე მე მგონი მისი განსჯა არ იქნება სწორი, ისევე როგორც ერეკლე II სთან დაკავშირებით. თუმცა ისტორიის აგდასახედიდან ობიექტურად რომ განვიხილოთ არც ისეთი დადებითი პიროვნება ჩანს გიორგი სააკაძე როგორც ის ბოლო პერიოდამდე იყო, მაგრამ კიდევ ერთXელ ვამბობ განსჯა არამართებულია, ნანას ვეთანხმები შვილი შვილია და არა მგონია ის მთლად პირადი ინტერესებისთვის გაეწირა, თუმცა რა ვიცი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th April 2024 - 12:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი