![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3041
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 40,828 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ ჩემთან, მაღაზიაში, სამხედრო პირი შემოვიდა, იგი თესალონიკში მიემგზავრებოდა. შემიყვარდა ეს კაცი და ვუთხარი: „ევედრე უფალს, რომ ნაკლები მწუხარებები გქონდეს“. მან მიპასუხა: „მე ვიცი ლოცვა. ომში ვისწავლე, ბრძოლებში ყოფნისას. ვევედრებოდი ღმერთს, ცოცხალი დავეტოვებინე. გარშემო ტყვიები ცვიოდა, ჭურვები ფეთქდებოდა, ცოტა ვინმე თუ გადაურჩა სიკვდილს, მე კი, თუმცა ბევრ ბრძოლაში ვარ ნამყოფი, უფალმა დამიფარა და გადავრჩი“. მან მიჩვენა, როგორ ლოცულობდა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით ჩანდა, რომ მთლიანად ლოცვაში იყო ჩაფლული. ასე ლოცულობდა ეს კაცი იმ ომში, სადაც ადამიანს მხოლოდ ხორციელი სიკვდილი ემუქრება. ჩვენ კი, მონაზვნებს, სულ სხვა ომო გვაქვს, ის ჩვენს შიგნით მიმდინარეობს და დამარცხებამ შეიძლება სულის წარწყმედაც მოგვიტანოს. ამიტომ არა მარტო ხანდახან უნდა მივაშუროთ ხოლმე უფალს, არამედ მუდამ მასთან ერთად ვიყოთ. როგორც ანგელოზები მსახურებენ ღმერთს განუწყვეტლივ, მონაზონიც გონებით მუდამ ღმერთში უნდა იყოს და დღედაღამ საღმრთო სჯულში განისწავლებოდეს“.
/ღირსი სილუანე ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th March 2021 - 07:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი