თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ნათლისღების საიდუმლო

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 10 2010, 02:48 PM

რადგან კატეხიზაციის შესახებ თემა არსებობს, გადავწყვიტე გამეხსნა თემა საეკლესიო საიდუმლოთა შორის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოს შესახებ. ვისაუბროთ ნათლისღების შესახებ მისი რეალური არსის გათვალისწინებით და არა იმ ფსევდო შეხედულებიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ დღეს მკვეთრად შეიგრძნობა.

დავწეროთ ეკლესიის მამათა ნაწერები ამ კუთხით.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 10 2010, 02:54 PM

afxazi

ნათლისღება მხოლოდ წყლითაა შესაძლებელი?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 10 2010, 03:03 PM

ნონა

ციტატა
ნათლისღება მხოლოდ წყლითაა შესაძლებელი?

ეს საკითხიც შედის ნათლისღების საიდუმლოს შესახებ მოძღვრებაში.

ზოგადი დებულებით ცხადია მხოლოდ წყლით, მაგრამ ეკლესიის ისტორიას ახსოვს მაგალითად ქვიშით ნათლობაც.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 10 2010, 03:25 PM

ციტატა(afxazi @ Jan 10 2010, 04:03 PM) *

ნონა

ეს საკითხიც შედის ნათლისღების საიდუმლოს შესახებ მოძღვრებაში.

ზოგადი დებულებით ცხადია მხოლოდ წყლით, მაგრამ ეკლესიის ისტორიას ახსოვს მაგალითად ქვიშით ნათლობაც.

ნათლისღების საიდუმლოს შესახებ მოძღვრებაც რომ დადო კარგი იქნება დათო

ზოგადი დებულებიდან ეგ გამონაკლისი რა პრინციპით დაიშვება?
მოკლედ გამონკლისებზე მაინტერესებს დათო და იქნებ მომაწოდო ინფორმაცია

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 10 2010, 04:11 PM

ნონა

ციტატა
ზოგადი დებულებიდან ეგ გამონაკლისი რა პრინციპით დაიშვება?მოკლედ გამონკლისებზე მაინტერესებს დათო და იქნებ მომაწოდო ინფორმაცია

ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი მაცხოვრისაგან აღსრულებული ნათლისღების შესახებ.

"ექვს იანვარს იოანესაგან ნათლისღების მიმღებმა უფალმა თავად აღასრულა მდინარე იორდანეში ახალი აღთქმის ნათლობა, ნათლობა წყლითა და სულით, რითაც მან მონათლა მთელი კაცობრივი ბუნება, ახალი აღთქმის გამომხსნელობითი ნათლისღების მადლი მიანიჭა მას, პირველ რიგში კი მიანიჭა იგი სწორედ იოანეს და ძველი აღთქმის მართალთ, ადამსა და ადამის მართალ ნაშიერთ, თუმცა მაცხოვრ5ისაგან შესრულებული მაცხოვნებელი ნათლისღების მადლი პიროვნულად ძველი აღთქმის მართლებზე სრულ მოქმედებას იწყებს გოლგოთის მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როდესაც კაცობრივი სულით ჯოჯოხეთში ჩასული უფალი ცთომილებისა და ტყვეობის ბორკილებისგან ყოვლითურთ ათავისუფლებს საუკუნითგან შესვენებულებს და ზეცად აღიყვანს მათ თავისი ყოვლადბრწყინვალე აღდგომის ჟამს. საკუთრივ იოანე უფლისაგან ინათლება სწორედ სულიწმიდით, სწორედ ახალი აღთქმის ნათლისღებით, ისევე როგორც იმავე იორდანის ნაკადულებში უფალი ნათელსცემს ანუ ახალი აღთქმის ნათლისღების მადლით სრულყოფს პირველ რიგში სწორედ ძველი აღთქმის მართალთ, მეორედ შობის, პირველცოდვისგან და ყველა სხვა ცოდვისაგან გამოხსნის საიდუმლოს ასრულებს მათზე, თუმცა 6 იანვარს შესრულებული ნათლობის საიდუმლოს მადლი ძველი აღთქმის მართლებზე პიროვნულად სრულ მოქმედებას იწყებს მხოლოდ გოლგოთის მსხვერპლის გაღების შემდეგ.

დავძენთ იმასაც, რომ ეკლესიის უცვალებელი დოგმატით, ვერცერთი მართალი ძველი აღთქმისა ვერ შევიდოდა სასუფეველში ქრისტესეული (იგივე ახალი აღთქმისეული ანუ წყლითა და სულით აღსრულებული) ნათლისღების მადლის გარეშე,, რადგან უფლის ცნობილი სიტყვები ("უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა". იოანე. 3,5), საეკლესიო დოგმატით, განეჩინება მთელ კაცობრივ ბუნებას, მათ შორის ძველი აღთქმის მართლებს. სწორედ იმ საღვთო განგებულებით, რომ ძველი აღთქმის მართალნი როგორც უნათლავნი არ დარჩენილიყვნენ სასუფევლის გარეთ, - დიახ უპირველესად სწორედ ამ მიზნით, - უფალმა სათნოიჩინა იორდანის განწმენდა და მასში წყლითა და სულით ნათლისცემა ჯოჯოხეთში მყოფი მთელი ძველი აღთქმის მართალთა კრებულისა".

ედიშერ ჭელიძე

ამას მოსდევს უამრავი არგუმენტი, რომელთაც ასევე შემოგთავაზებთ.


პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 10 2010, 04:36 PM

მცირე შესავალს გავაკეთებ. რამდენიმე წლის წინ ჩვენთან იყო დავა იმის შესახებ თუ რა აღასრულა მაცხოვარმა ნათლისღების ჟამს. ზოგიერთები მიიჩევდნენ, რომ მაცხოვრის მიერ აღსრულებული ნათლობა არაფრით განსხვავდებოდა იოანეს მიერ აღსრულებული ნათლისღებისგან, ანუ ისიც სინანულისმიერი იყო. ამის შესახებ ედიშერ ჭელიძემ დაწერა პატარა პუბლიკაცია სადაც მრავალი არგუმენტის დამოწმებით გააბათილა ეს ცრუ შეხედულება. აი ამ წიგნიდან მინდა მოვიყვანო ეს არგუმენტები.

ციტატები ლიტურგიკული ძეგლებიდან.

"დღეს წყლითა და სულითა წმიდითა, ქრისტე ღმერთო, ბუნებაი კაცთაი დაძუელებული ცოდვისაგან, განაახლე" (ნათლისღების საგალობლები, იხ. უძველესი იადგარი, თბ. 1981 წ., გვ. 28-30).

"დღეს ნათლისღებითა შენითა, ქრისტე, უფროისად ქველისმოქმედ მაცხოვარო ჩუენო, ბუნებაი წყალთაი განსწმინდე და მას შინა ნათელღებულნი გიღაღადებთ, კაცთმოყვარე" (იქვე, გვ. 38. 33-35).

"რომელმან განსწმინდე, ქრისტე, წყალთა ბუნებაი და მას შინა მორწმუნენი სულისა წმიდისა თანაზიარ ჰყვენ" (იქვე, 48. 31-32).

"დღეს განაახლე ყოველი ბუნებაი კაცთაი ნათლისღებითა შენითა" (იქვე, 50. 37-38).

პირველ საუკუნეთა ძეი, თანადიდებული მამისაი და სულისა წმიდისაი იორდანედ მოხუედ დღეს ნათლისღებად იოანეისგან განშიშულდი ხორცითა, აცხოვნე პირველშექმნული ადამი" (იქვე, 51. 5-7).

"რომელმან დასჯილნი ცოდვითა, ბნელსა შინა მსხდომარენი, ჭეშმარიტითა ნათლისღებითა შენითა განათავისუფლენ, ქრისტე მეუფეო, გადიდებთ შენ" (იქვე, 53. 40-42).

"შენ მაცხოვარ, მოხუედ იორდანედ განთავისუფლებად დასაბამითგან დამონებულთა ცოდვათა" (იქვე, 55. 18-19).

"წყალთა მიერ იორდანისათა მეორედ შობაი აჩუენა" (იქვე, 62. 10-11).

"რომელმან იორდანეს ნათელი მოიღო და განანთლა ნათესავი კაცთაი, უფალსა უგალობდეთ" (იქვე, 65. 17-18).

"მაცხოვარი ჩუენი, მო-რაი-ვიდა იორდანესა, ნათელ-იღო იოვანესგან და განანთლნა მყოფნი ბნელისანი" (იქვე, 65. 26-27).

"დღეს განთავისუფლდა ადამ და განიხსნა კრულებისაგან ნათესავი კაცთაი, რამეთუ შემუსრა უფალმან წყალთა მათ შინა თავები ვეშაპისაი ნათლისღებითა" (იქვე, გვ. 68. 3-5).

"იორდანისაგან განსწმინდე სოფელი ცოდვათაგან, მეორედ შობაი მოჰმადლე და სული წმიდაი მიანიჭე" (იქვე, 69. 24-25).

"დაძუელებული ადამ იორდანისა წყლითა განაახლე" (დღესა ნათლითა შემოსილსა დასდებელნი, მიქაელ მოდრეკილის იადგარი, წიგნი II, თბ. 1978, გვ. 153.11).

"დღეს იორდანისა წყალნი იხარებენ ნათლისღებასა შენსა, მაცხოვარ, და იშუებენ მადლით, რამეთუ ბუნებაი წყალთაი იკურთხა სულითა წმიდითა" (იქვე, 154. 2-3).

"განშიშულებული იხილვე იორდანეს, რომლითაცა შეჰმოსე ადამს, განხრწნილსა ურჩებითა, სამოსელი უხრწნელი, ნათელი შეუქმნელი ნათლისღებითა შენითა იორდანეს" (იქვე, 161. 26-27).

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 10 2010, 05:03 PM

"ნათელი ნათლისაგან შობილი, სიტყუაი მხოლოი, ხორცითა ნათლისღებად მოვალს დღეს იორდანეს იოვანესა, რომლისა ხილვითა იხარებდეს მთანი წინაშე პირსა მეუფისასა, რომელი მოვიდა განთავისუფლებად ადამისა ყოვლით ნაშობით მისით, რაითა წმიდა-მყვნეს და განმანათლნეს წყლითა და სულითა" (იქვე, 161. 34-37).

"ტყავისა სამოსელსა განიძარცვავს დღეს ადამ იორდანესა შინა და შეიმოსს ნათლისაა სამოსელსა საღმრთოითა მით მადლითა, სულისაგან და წყლისა განახლებულსა. მდინარე მადლისაი და საშუებელი სულისაი მასუ ჩუენ ნათლისღებით შენითა დღეს, ძეო მხოლოდშობილო, და განბანაი ცოდვათაი მომანიჭე, სახიერ, ნათლისღებითა" (იქვე, 162-163).

"რაჟამს შთაჰხედ ხორცითა იორდანისა წყალთა, განშიშულებულმან შეჰმოსე ადამს პირველგანხრწნილსა უხრწნელებისა მადლი და მაცხოვნენ ჩუენ" (იქვე, 163. 29-30).

"იოანესებრ იხსენ სიღრმეთაგან ბნელისათა, ქრისტე, ადამ პირველშექმნული და მიჰფინე ნათელი მიუაჩრდილებელი ნათლისღებითა" (იქვე, 167. 1-2).

"დღეს სიონი შვილმრავალ იქმნების მეორედშობითა ზეგარდამოითა" (იქვე, 170. 4-5).

"წმიდა არს უფალი, რომელსა ჰნებავს დღეს განწმენდაი წყლითა სიწმიდისაითა მწინკულსა ადამის ურჩებისასა და შემოსად ნაშობთა მისთა მადლი სულისაი" (იქვე, 173. 98-99).

"... შობითა მის ზეგარდამოითა წყლისაგან და სულისა, სიონო, შეიმოსე დღეს ნაცვლად უსუპისა მის და მატყლისა მეწამულისა სამოსელი ბრწყინვალეი, სულისაგან განახლებული" (იქვე, 174. 8-10).

"ნათელს-იღებს დღეს ქრისტე და აღმოსვლასა მისსა მიერ წყლით, აღმოიყვანებს ურჩებით დაბნელებულსა მას კაცთა ბუნებასა და განუხუამს მათ ბჭეთა სამოთხისათა, რომელნი-იგი დაეხშენ გარდასვლითა მცნებათაითა" (იქვე, 187. 25-27).

"ნათელ-იღო იორდანისა წყალთა და მაცხოვნნა ყოველნი" (იქვე, 149.18).

"წყლისა მიერ და სულისა აღბეჭდავს დღეს და ჰყოფს მათ ერ საზეპურო" (იქვე. 188. 36-37).

"პირველ ადამისა აღთქუმული საწადელი აღმისრულე ჩუენ, ქრისტე, სახიერებით, რამეთუ ღმერთ-ჰყავ ადამი ნაშობითურთ, რაჟამს თავადი კაც-იქმენ კაცთა მხსნელად და განმაახლენ განხრწნილნი განბანითა" (იქვე, 193.6-7).

"შეაძრწუნე წყალთა ბუნებაი, უფალო, მოსლვითა შენითა და მოგუეც მათ მიერ მეორედ შობაი მადიდებელთა შენთა" (იქვე, 199. 28-29).

"ყოველნი ბუნებანი კაცობრივნი იორდანისა წყალთა განაახლნა მაცხოვარმან" (იქვე, 202. 4-5).

"შენ, უფალო, მოხუედ ახოცად ცოდვათა პირველთა იორდანეს ნათლისღებითა დღეს ადამ მამისა ჩუენისათა" (იქვე, 202. 15-16).

"მსხდომარეთა ბნელსა იხილეს ნათელი ნათლისღებითა მაცხოვრისაითა" (იქვე, 206. 6-7).

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 10 2010, 05:22 PM

როგორც აბსოლუტურად აშკარაა, ექვსი იანვრის უფლის ნათლისღება ესაა მის მიერ კაცობრივი ბუნების მონათვლა "წყლითა და სულითა წმიდითა", ესაა ნათლისღება - "წყალთა ბუნების განმწმენდელი", "კაცთა ყოველი ბუნების განმაახლებელი", "პირველშექმნული ადამის მაცხოვნებელი", "ცოდვით დასჯილთა და ბნელსა შინა მსხდომარეთა განმათავისუფლებელი", "მეორედ მშობელი", "კაცთა ნათესავის განმანათლებელი", "ადამის განმათავისუფლებელი", "დასაბამითგან ცოდვით დამონებულთა განმათავისუფლებელი", "კაცთა ნათესავის კრულებისაგან განმხსნელი", "წყალთა შინა ვეშაპის თავების შემმუსვრელი", "მეორედ შობის მომმადლებელი და სულიწმიდის მომნიჭებელი", "ცხორებად საუკუნოდ მეორედ მშობელი", "დაძუელებული ადამის განმაახლებელი", "ადამისთვის უხრწნელი სამოსელის, შეუქმნელი ნათლის შემმოსველი", "განმათავისუფლებელი ადამისა ყოვლით ნაშობით მისით", "განმანათლებელი წყლითა და სულითა", "სულისაგან და წყლისა განმაახლებელი", "ზეგარდამო მეორედმშობელი", "ადამის ნაშობთა სულის მადლით შემმოსველი", "ზეგარდამო მშობელი წყლისაგან და სულისა", "სამოთხის ბჭეთა განმხუმელი", "წყლისა მიერ და სულისა აღმბეჭდელი", "ერ საზეპურო მყოფელი", "ღმერთმყოფელი ადამისი ნაშობითურთ", "განხრწნილთა განმაახლებელი განბანით", "მეორედშობის მომცემელი", "ცოდვათა პირველთა ამხოცელი".

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jul 12 2010, 05:18 PM

კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.)

ნათლისღებისათვის



ნათლისღების საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ უინტერესო არ უნდა იყოს 18-ე საუკუნის ქართლის კათალიკოსის, ბესარიონ ორბელიშვილის ანტილათინური (ანტიპაპისტური) თხზულებიდან ("გრდემლი") 20-ე თავი, რომელიც ეძღვნება ლათინურ, წყალგადავლებით, წყალსხურებით "ნათლობას". ამ თავს ეწოდება:


თუ ვითარ ჩუენ, მართლმადიდებელნი მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსილ მამათასა სამგზის ემბაზსა შინა შთაფლვითა და წყალთაგან აღმოშობითა სახელსა ზედა წმიდისა სამებისა ნათელვიღებთ ხელითა მღუდელთასა, ხოლო ლათინნი არა ესრეთ, არამედ ყოველითურთ წინააღმდეგობასა იქმენ, არც ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვით, არცა მხოლოდ მღუდელთაგან, არამედ ვინაცა დახუდეს ერისკაცთა და დედათა მიერ ნათელს სცემენ.



"სოფლის ნათელმა ქრისტემ ინება რა ხსნა კაცთა მოდგმისა, გარდამოხდა დაუსაბამო და უხილავი მამის უხრწნელი წიაღიდან და, ცოდვის გარდა, ყოველივეში შეიქნა მსგავს ჩვენდა და გამოჩნდა, ვითარცა კაცი ორბუნებოვანი, ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებით, რათა ადამი აღადგინოს პირველსავე პატივში და ჩვენც ყოველნი, ადამის ცოდვით დასჯილნი, გვაცხოვნოს.

ხოლო ხელი და თავი ჩვენი გამოხსნისა სხვა არა არის რა, თვინიერ ნათლისღებისა, იგივე მეორედ შობა წყლისა და სულისგან, სახელითა წმიდისა სამებისა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, რამეთუ გარეშე ამისა არა იქმნების ცხოვრება ჩვენი.

ამიტომ, თავად უფალმა, შემდგომად უხრწნელად შობისა, მიწიერი ცხოვრების ოცდამეათე წელს კვლავად თავს იდვა და უცოდველმა და ყოველი სიბილწისგან თავისუფალმა წყლით განიბანა. განშიშვლებული ჩავიდა მდინარე იორდანეში და იოანე ნათლისმცემელის ხელით ნათელიღო, რასაც თვით დაუსაბამო მამა ესწრებოდა უხილავად, რომელმაც ზეციდან თქვა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი" და ხმა იგი მტრედის სახით მოსულმა სულიწმიდამ დაამტკიცა და ამით ჩვენც წესად დაგვიდო, რათა განშიშვლებულნი შთავხდეთ წყალში და მღვდლისგან ნათელვიღოთ წმიდა სამების: მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.

და ვითარცა ხორციელად შიშველნი დავიბადეთ დედის მუცლითგან, ასევე მეორედ ვიშვათ სულიერად წყლისა და სულისგან. როგორც უთხრა მან ნიკოდიმოსს - რჯულის მოძღვარს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს". ნიკოდიმოსმა უთხრა მას: "როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუკი მოხუცია? ნუთუ შესძლებს თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?" მიუგო იესუმ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული. ნუ გაგიკვირდება რომ გითხარი: თქვენ ხელახლა უნდა იშვათ-მეთქი, ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი".

ნიკოდიმოსმა მიუგო და უთხრა მას: "როგორ შეიძლება მოხდეს ეს?" მიუგო იესუმ და უთხრა მას: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი?" (იოანე 3:3-10). რატომ ეუბნება ღმერთი ნიკოდიმოსს: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი?" როდის ეხილა ან სმენოდა ნიკოდიმოსს სჯულის მიხედვით ნათლისღება, გარდა იოანესმიერი ნათლისცემისა, რომელსაც ვერ ხელეწიფებოდა სულიწმიდის მონიჭებ, არამედ როგორც თავად იოანე ეუბნებოდა ებრაელებს: "მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით".

და მაშინ მოციქული პავლე "მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ:"თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?" - მათ კი მიუგეს: "არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა". უთხრა მათ: "რიღათი მოინათლეთ?" მათ უპასუხეს: "იოანეს ნათლისცემით". თქვა პავლემ: "იოანე ნათლავდა სინანულის ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი ანუ იესუ ქრისტე". ხოლო მათ, რომ ესმათ, მოინათლნენ უფალ იესუს სახელით".

როდესაც პავლემ დაასხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და გაქადაგდნენ". ყოველივე ეს ვთქვი იმსთვის, რომ ნიკოდიმოსს სხვაგვარი ნათლობა ისრაელთა შორის არ ეხილა და ისიც იყო არა სულიწმიდის მომნიჭებელი, არამედ მხოლოდ წყლით ნათლისღება სინანულისა.

რატომ ეუბნება ქრისტე ნიკოდიმოსს: "შენ ხარ მოძღვარი ისრაელისა და ესე არა უწყი?" ძველთაგანვე წინასწარმეტყველთაგან მოსწავებით ცნობილი, რომ არ ყოფილიყო ყოველივე, რად ეტყოდა უფალი ნიკოდიმოსს: "შენ ხარ მოძღვარი ისრაელისა და ესე არა უწყი?" იმგვარი ნათლისღება, როგორსაც ლათინნი აღასრულებენ - წყლის სხურებით ან მცირედი შეხებით და არა განშიშვლებულად წყლისგან აღმოშობით - სჯულის მიხედვით, რომ როდისმე აღსრულებულიყო, აღარც უფალი უბრძანებდა "მეორედ უნდა იშვათო", აღარც თვითონ უფალი აღმოიშობოდა განშიშვლებულად წყლისგან, და არც ნიკოდიმოსს ეტყოდა: "ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ცათა სასუფეველში"- ო.

ახლა კი სულიწმიდის ძალითვე ვთქვათ თუ როგორ მოასწავებდა ძველი სჯული და როგორ სმენოდა ნიკოდიმოსს, განა ნათელი და უცხადესი სახე არ იყო ნათლისღებისა და წყლისგან აღმოშობისა, რაც დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანისას განაპო მეწამული ზღვა და მთელი სიმრავლე ებრაელთა განიყვანა მასში. როგორც განმარტავს და იტყვის თავად მოციქული პავლე: "არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში. და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს, და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ხოლო ის კლდე იყო ქრისტე".

ეს იყო ცხადი, მეორედ შობა წყლითა, რამეთუ მთელმა სიმრავლემ ისრაელისა ისე განვლო ეს გზა განპობილ წყალში, რომ ფეხით თავამდე და მრავლად უმაღლეს თავისა იყო წყალი. ასევეა დავითის მიერ თქმული: "გულის ხმა ჰყავ, ვითარმედ უფალმან წყლით რღვნა დაამკვიდროს და დაჰდის უფალი მეუფედ უკუე". რა უნდა იყოს წყლით რღვნა, რომელიც დაამკვიდრა უფალმა? რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ნათლისღება, რამეთუ მით წარიხოცება ყოველგვარი სიბილწე ცოდვისა, რაც ქრისტეს თანამკვიდრად გვხდის და გვანიჭებს ღვთისშვილობას. რანაირად იქნება წყლით რღვნა, თუკი თუკი ადამიანი წყლისგან არ აღმოიშვა, არამედ წყალი ისხურა ან იცხო ერთი რომელიმე ასოთაგანზე, ხოლო სხეულის უდიდესი ნაწილი დარჩა წყალს მიუახლოვებელი? წყლით რღვნა იმას ეწოდება, რომ კაცი სრულად ჩავიდეს წყალში და აღმოიშობოს მისგან, რომლის დროსაც წმიდა სამების სახელით სულისა და ხორცის ყოველგვარი სიბილწე წარიხოცება. როგორც სხეულის ბიწი ვერ განიწმინდება მთელი სხეულის დალტობის გარეშე, ასევეა სულიც სულიწმიდის გარეშე. ყოველი საიდუმლო ხილული მხარით განმტკიცდება, ხოლო უხილავი მხარე სრულყოფს მას.

აგრეთვე განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, ელისეს მიერ წყლის სიღრმეთაგან რკინის ამოღება, რამეთუ, მცირედი წყლის გარეგანი შეხება ან სხურება კი არა, არამედ მხოლოდ წყალსა შინა სრულად დაფლვა და მისგან აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვლობას. აგრეთვე, ელისეს სიტყვით, ნეემან ასურელის განშიშვლებულად იორდანეში ჩასვლა და კეთრისგან განწმენდა, განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, რამეთუ წყალი კი არ იცხო ან ისხურა სხეულის მცირე ნაწილზე, არამედ განშიშვლებული ჩავიდა მდინარეში და ამგვარად აღმოიშვა წყლისგან.

მრავალი ამგვარი მაგალითის შესახებ წაეკითხა ნიკოდიმოსს და ამიტომაც ეუბნებოდა უფალი: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არა იცი?" და ყოველივე ამის ჭეშმარიტებით მცოდნე იოანე ნათლისმცემელი ებრაელებს განშიშვლებული ნათლავდა მდინარე იორდანეში და ეტყოდა: "ვინც მომავლინა, მანვე მიბრძანა, რათა ეგრე ვქმნა".

ასევე წმიდა მოციქულთა წიგნები გვასწავლიან წმიდა სამების სახელით წყალში განშიშვლებულად სამგზის ნათლისღებას. როგორც წერილ არს, ფილიპეს მიერ საჭურისის ნათლისცემის შესახებ, ფილიპე და საჭურისი ორნივე ჩავიდნენ წყალში. აგრეთვე წმ. მოციქული პეტრე განშიშვლებულთ ნათლავდა, როგორც წმ. კლიმენტის ცხოვრებაშია მოთხრობილი - კლიმენტის დედ-მამა და სხვა მრავალნი განშიშვლებულნი მონათლა მდინარეში.

ასევე პეტრე მოციქულის მოწაფის პანკრატ მოციქულის ცხოვრება მოგვითხრობს თუ როგორ ნათლავდა ურიცხვ განშიშვლებულ ხალხს მდინარეში. ამის შესახებ მრავლადა გვაქვს მაგალითი წმიდა მოციქულთა ცხოვრებიდან და წმიდა წერილთაგან, თუ როგორ ნათლავდნენ განშიშვლებულებს; ყოველი მათგანის მოხმობა შეუძლებელია, აღვწერ მხოლოდ მცირედს მათგან, რათა ცხადი შეიქნეს ჭეშმარიტება. ასევე გრიგოლ პართეველმა, სომხეთის განმანათლებელმა, განშიშვლებულთ ნათელსცა მეფე თრდატსა და ერსა მისსა, რომლის შესახებაც ვრცლადაა მოთხრობილი მისსავე ცხოვრებაში.

ამიტომაც მოციქულთა მიერ განეწესა ეკლესიაში, ემბაზში ან მდინარეში სამგზის შთაფლვითა და აღმოშობით ნათლისღება სახელითა წმიდისა სამებისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისათა, რაც წმ. მთავარმოციქულთა პეტრესა და პავლეს ბრძანებით აღწერა კლიმენტიმ. იგივეს ამტკიცებს ნიკეის პირველი კრება, რომელსაც ესწრებოდა სამას თვრამეტი წმიდა მამა: "ვინაც არა ნათელსცეს წმ. სამების - მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით სამჯერ შთაყოფითა, იყავნ იგი შეჩვენებულ". ამასვე ამტკიცებს ყოველი კრება, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესუში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომაც თანა დავეფლენით მასთან სიკვდილში ნათლისღებით". განა წყალში დაფლვაზე არ მიგვანიშნებს მოციქული, ან იქნებ მცირედი წყლის ცხებასა ან სხურებაზე? ნუ იყოფინ.

ასევე დიდი რომის პაპი სილიბისტრო ემბაზში ნათლავდა მრავალს, ისევე, როგორც დიდ კონსტანტინესა და მის მთავრებს ემბაზშივე ნათელსცა. იგივე და კიდევ სხვა უდიდესი ემბაზი დღევანდლამდე დგას მოციქულთა იმავე ეკლესიაში სარცხვენელად და პირის დასაყოფელად მათდა, რომელნი გარდადიან წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილ მამათა განწესებას.

ახლა კი ვკითხოთ პაპის მოსავთ თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით, თუ რატომ ნათელსცემენ არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც, რის გამოც მათგან ნათელღებულთ ნათლის მინიჭების მაგიერ, სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში, და ეს მაშინ, როცა წმიდანი მოციქულნი, წმ. მამანი, მოციქულთა მიმბაძავნი რომის პაპი სილიბისტრო ნათელსცემდნენ ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვითა და აღმოშობითა და შვიდივე მსოფლიო კრებანი იგივეს განაწესებენ. ქრისტეს მოძღვრების თანახმად, რომელმაც თვითონ განშიშვლებულმა იორედანეში ნათელიღო იოანე ნათლისმცემლის ხელით, რომელიც იყო ზაქარიას ძე, სამღვდელოთა ტომისგან. არცა სადმე წერილა, არცა ვისმე სმენია, რომ ჩვენს მიერ მოხსენებულისგან განსხვავებული ისეთი ნათლობით, ისე, როგორც ამას პაპის მოსავნი აღასრულებენ, ვინმეს ნათელ ეღო, რითაც ისინი არღვევენ რჯულს და გარდავლენ წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილთ მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და არაგულისხმაჰყოფენ ღმრთის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს: "ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირესს მცნებათგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში".

აი, როგორი შეურაცხყოფილი, უპატიო და დასჯილი იქნება მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს საყდრის წინაშე, რამეთუ, ოქროპირის განმარტებისამებრ, თავის მეორედ მოსვლას უწოდა უფალმა სასუფეველი. და თუკი ამ უმცირესისადმი ესოდენ დიდ სასჯელს განაწესებს ღმერთი, რომელიც მცნებაა ან ამაზე უაღრესი და უპირატესი, რომელიც თავად უფალმა აღასრულა, რაჟამს თავი თვისი გამოუცხადა ქვეყანას და საქმით გვასწავლა განშიშვლებულთა ნათლისღება წყალთა შინა და ნიკოდიმოსსაც კანონად დაუდვა: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში". ამას ყოველივეს არღვევენ და გარდახდებიან, სასჯელისა კი არ ეშინიათ, არ კი რცხვენიათ ესოდენ უწესობათა გამო და ამბობენ: "თუკი სხეულის რომელიმე ასოს შეეხება წყალი, მთელი სხეული განიწმინდებაო".

ამას ყოველივეს საღვთო სიტყვის გარეშე ამბობენ. არავინა ჰყავთ მოწმე ამგვარი ქცევის გამმართლებელი. არცა ვისმეს სმენია, რომ ამგვარად ვისმეს ნათელეცა ან იგავით მაინც ვინმეს მოესწავებინა. არამედ თვითონვე დაარღვიეს ეს სამეუფო რჯული და განაწესეს ამგვარი უწესო მოძღვრება. "ვაი სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვა ბოროტი, ჰგონებდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს".

ვინაიდან წყლისა და სულისაგან მეორედ შობა გვიბრძანა უფალმა, როგორც ყრმა იშვება დედის მუცლიდან, ასევე გვევალება მეორე შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ეერთ რომელიმე ასოთაგანის დალტობა წყლით, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა. განა შესაძლებელია სხეულის ერთი, რომელიმე ასო, გინდ თავი ან რომელიმე სხვა იშვას დედის მუცლისგან, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხეულისა მუცელშივე დარჩეს. თუმცა შობა კი ერქმევა, მაგრამ განა იქნება იგი სიცოცხლის შემძლებელი სრული კაცი? ასევე შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ერთ ასოს შეეხოს წყალი, სხეულის დანარჩენი ნაწილის განუბანელად და შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, რამეთუ ამგვარად შეუძლებელია მეორედ შობის აღსრულება.

ასე გარდადიან და არღვევენ წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან განწესებულ კანონებს. არცა ემბაზსა შინა ნათელსცემენ სამგზის და ისიც არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც და ვგონებ, რომ ამგვარი რამ არავის არსად სმენია, რამეთუ საქმე საეჭვო რჯულად არ განწესდება, არამედ ქრისტესი, მისთა მოციქულთა და მათ მიმბაძავ ღვთისმეტყველ მამათა რჯულია მტკიცე და უცვალებელი. რამეთუ იგი ბრძანებს: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტი ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა. მათი აზრით, ქრისტეს ამ ბრძანების დარღვევა შეიძლება, ხოლო პაპის სიტყვისა კი არა, რომელიც დღითი დღე ცვლის და გარდადის წმ. მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და მათ საწინააღმდეგოდ თავისი რჯულდებით მოძღვრავს ყოველთა მისთა მოსავთა".

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 20 2011, 10:43 PM

ერთ-ერთ გაზეტში, სასულიერო პირი ამბობს, რომ ბავშვის განბანის შემდეგ, მისი პირველი მიმრქმელი არის ნამდვილი ნათლია. დანარცენები მხოლოდ მოწმეები. ასეთი რამე პირველად გავიგე. ეგებ თქვენც დაწეროთ რა იცით ამის შესახებ.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 20 2011, 10:52 PM

მხევალი ნინო
მსგავსი არც ერთი მოძღვრისგან არ მომისმენია...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 20 2011, 10:59 PM

ციტატა
მსგავსი არც ერთი მოძღვრისგან არ მომისმენია...

რადგან ლელუაშვილს არ მოუსმენია,არც მე ვიცი. biggrin.gif biggrin.gif

(არა ართლა არ გამიგია) 003.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 20 2011, 11:09 PM

მხევალი ნინო

ციტატა
ერთ-ერთ გაზეტში, სასულიერო პირი ამბობს, რომ ბავშვის განბანის შემდეგ, მისი პირველი მიმრქმელი არის ნამდვილი ნათლია. დანარცენები მხოლოდ მოწმეები. ასეთი რამე პირველად გავიგე. ეგებ თქვენც დაწეროთ რა იცით ამის შესახებ.


და სიმართლე გაიინტერესებს როგორც ასეთი ნათლია მხოლოდ სასულიერო პირია, რადგან ნათლის მიმცემი ისაა (უფლსმიერი ნათლის, ცხადია). ძველად მიმრქმელს ნათლია არ ეწოდებოდა და არც დღეს უნდა ეწოდოს, თუმცა საზოგადოდ უკვე დამკვიდრებულია ეს ტერმინი. მიმრქმელი არის არა ნათლის მიმცემი, არამედ თანამშობელი, რომელიც მშობლის მოვალეობას უწევს იმას, ვისი მიმრქმელიცაა, ცდილობს მის სულიერ აღზრდას. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ითვლება მიმრქმელად მაშინ როცა ერთზე მეტია ის, ცხადია ის, ვისის ახელიც მოიხსენიება ნათლისღების მსახურების დროს და არა ის, თუ ვის ეჭირება ბავშვი. მოწმე არის მეჯვარე (თუმცა მეჯვარეს სხვა ფუნქციას აქვს, რასაც ტერმინი თვითონ კარგად გამოკვეთს), მაგრამ ნათლობას არანაირი მოწმე არ სჭირდება, მას სჭირდება მოსანათლი და მიმრქმელი. ზოგადად მიმრქმელი აუცილებლად ისეთი პიროვნება უნდა ყოფილიყო, რომელიც გარკვეული იქნებოდა საღვთო სჯულში, რადგან ადამიანი, რომელიც მოინათლებოდა, ცხადია ის ახალშობილი იყო სულიერად და მას ესაჭიროებოდა სულიერი აღზრდა. სწორედ ამ ფუნქციას ასრულებდა და უნდა ასრულებდეს მიმრქმელი. ზოგადად ბევრი ადამიანის მიმრქმელობა არ არის წესი, მაგრამ ის, რომ ერთი ითვლება მიმრქმელად და სხვები არა, ეს არასწორია, ყოველშემთხვევაში იმ საუბრებში, რაც ბატონ ედიშერს ქონია ნათლისღების შესახებ და რაც მე წამიკითხავს, მსგავსი რამ არსად არ წერია. კარგი იქნებოდა, თუკი მოძღვარი წყაროს მიუთითებდა.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 21 2011, 06:11 PM

afxazi

ციტატა
კარგი იქნებოდა, თუკი მოძღვარი წყაროს მიუთითებდა.



წყარო არაა მითითებული.

აი რას წერს ერთ-ერთი მოძღვარი :_ ნათლია პირდაპირი სულიერი გაგებით, არის ის მღვდელი, რომელიც ნათლავს ბავშვს, დანარჩენი მოწმეები არიან, ანუ მიმრქმელები. მიმრქმელი კი, ყოველთვის ერთია, ანუ ის, პირველი მიირქვამს ბავშვს. როცა მოხდება წმინდა სამების საელზე ფორმულის გამეორება და ბავშვის ნაკურთხ წყალში შთაფვლა, ვინც პირველი მიიღებს ბავშვს, ანუ მიირქვავს, ის არის მიმრქმელი. დანარჩენები კი პირდაპირი გაგებით მოწმეები არიან. შეიძლება ნათლობის მოწმობაში ორი-სამი ნათლია ჩავწეროთ, მაგრამ სინამდვილეში ბავშვს ჰყავს ერთი მიმწქმელი-ის, რომელიც მას ემბაზიდან პირველი მიირქვავს და ამ რიტუალური ქცევით, პასუხიმგბელობას აცხადებს იმაზე, რომ ის იქნება ამ ბავსშვის მზურნველი.

მოკლედ, გადასახედი ამქვს ნათლულების რიცხვი. არც მახსოვს ვინ და რომელი ბავშვის მიიქრვა პირველად biggrin.gif გამოდის, რომ არც პატრიარქი ყოფილა ამ ბავშვების ნათლია, არც ის მიირქვავს პირველად. რაღაცას ვერ ამბობს ეს კაცი ლოგიკურს, სხვა შემთხვევაში, რა საჭიროა ამდენი ,,ნათლია,,. ამას, ათასჯერ იტყოდნე უკვე, მაინც არ ხართ ნათლიებიო. მე ისიც კი მახსოვს, რომ მირონს ვინც ჩამობანდა, ისიც კი ნათლიად მიითვლებოდა. დღეს, მირონს სასულიერო პირი ბანს.

პოსტის ავტორი: puskuu თარიღი: Sep 21 2011, 09:36 PM

მე როგორც გმიგია მომაკვდავი ადამინის მონათვლა შენც შეგიძლია მაგრამ მისი გადარჩენის შემთხვევაში მოძღვარმა უნდა გააგძელოს საიდუმლოს აღსრულება, ზუსტად არ ვიცი როგორ არის მაგრამ ასე მაქ გაგონილი

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 18 2013, 12:56 AM

puskuu
აუცილებელია ყოველი ადამიანი მოინათლოს ეკლესიური წესით და სამღვდელო სასულიერო პირის მიერ, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ადგილმდებარეობის მიზეზით, ან სიჩქარის გამო არ ხერხდებოდეს მომაკვდავისათვის მღვდლის მოყვანა და მომაკვდავი ითხოვს, ან ჩვენს შეკითხვაზე თანახმაა, რომ მოინათლოს, მაშინ შესაძლებელია და აუცილებელიც, რომ მომაკვდავთან მყოფმა საერო ადამიანმა, ნებისმიერი ასაკის კაცმა ან ქალმა (მხოლოდ მონათლულმა) დაეხმაროს და მონათლოს მომაკვდავი, რომელიმე წმიდანის სახელის დარქმევით და ნათლობის შემდეგი ფორმულის დაცვით:

ნათელს იღებს მონა ღვთისა (ან მხევალი) სახელითა მამისათა (დავასხამთ თავზე წყალს) ამინ. და ძისათა, (დავასხამთ თავზე წყალს) ამინ. და სულისა წმიდისათა, (დავასხამთ თავზე წყალს) ამინ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შესაძლებელია აგონიაში მყოფი მომაკვდავიც მოინათლოს, თუ კი გვსმენია, რომ მას ჰქონდა სურვილი ნათლობისა.

ასეთი ნათლობის შემდეგ, თუ მომაკვდავი გარდაიცვალა ის ითვლება მონათლულად, ხოლო გადარჩენის შემთხვევაში აუცილებელია მღვდელმა დაასრულოს ნათლობის წესი.

ხშირად ჩვენს თვალწინ იღუპებიან მოუნათლავი ადამიანები და არ ვიცით უმთავრესად რითი დავეხმაროთ. ზემოთხსენებული ცოდნისა და გულისხმიერების საფუძველზე კი მრავალი ადამიანი შეიძლება აშორდეს მარადიულ სატანჯველს. ჩვენ კი მომაკვდავის დახმარება დიდ სიკეთეში ჩაგვეთვლება. http://orthodoxy.wanex.net/skhva/natloba.htm

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 18 2013, 01:39 AM

ალბათ წინააღმდეგი არავინ იქნება, პირიქით, სასიხარულოც იქნება, რომ ნათლისღების წინ, როგორც ადრეულ ხანებში იყო, ეკლესიამ მოსანათლად განმზადებულთათვის კატეხიზატორული სკოლა, სკოლები დააფუძნოს... განსწავლოს (მოძღვარმა) ნათლისღების მსურველი თითოეული პიროვნება, აუხსნას, თუ რას ნიშნავს ნათლისღება, ვის იღებს (უერთდება) ამ საიდუმლოთ, რა პასუხისმგებლობაა ეს და ა.შ.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 18 2013, 01:43 AM

კიი კათაკმევლობა ისევ რომ იყოს კარგი იქნებოდა და კიდევ მიმრქმელს, ახლანდელ დროში ნათლიად წოდებულსაც თუ კარგად შეასწავლიან ან შეაგნებინებენ თავის პასუხისმგებლობებს კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 18 2013, 01:45 AM

აკაკი
მშვენიერი იქნება...
და რაღაც იურიდიული პროცესის ფორმაც აღარ ექნება ამ უდიდეს საიდუმლოს...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 18 2013, 01:46 AM

მე ჩემი ნათლია თვა;ით არ მინახავს აგერ უკვე 21 წელი გავიდა მგონი
ეს ზევითა პოისტისთვის უნდა მიმეწერა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 27 2014, 01:46 AM

ჩემი ნათლული - ალექსანდრე , ნათლობისას :
,, რაოდენთა ქრისტეს მიერ , ნათელგვიღებიეს და ქრისტე შეგვმოსიეს , ალილუია .''

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 27 2014, 09:50 AM

A.V.M
ჰეჰ გურამ აწი შენ იცი როგორი ნათლია იქნები biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 28 2014, 01:09 AM

G_saxva
ვნახოთ ...
ნათლული განგებ არ ამყავდა აქამდე . აქ კი სხვა გზა არ მქონდა...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 28 2014, 09:19 AM

A.V.M
ისე პირველი ნათლულიც ეგეთი უნდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 29 2014, 03:21 PM

A.V.M
არ მინდოდა ნათლულის ყოლა , მარა უარი ვერ ვთქვი...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 31 2014, 10:22 AM

A.V.M
რათა უნათლულო კაცი რა კაცია biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 10:37 PM

"ღვთაებრივი ნათლისღებისას ცოდვები მოგვეტევება, წინაპართა შეფიცულისგან ვთავისუფლდებით და სულიწმინდის გარდამოსვლით ვართ ნაკურთხნი"

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 10:09 PM

"ანასტასიმ მთაწმინდაზე წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ პონტოური ტრადიციით, ერთი ნათლული მაინც უნდა ჰყოლოდა, რომ მომავალში ქრისტეს არ განეკითხა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2016, 03:27 PM

"უბრალო წყალი გახდა წყალი - განსაკუთრებული, რომელსაც ვერას დააკლებს დრო და ჟამი".

/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2016, 07:11 PM

"იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემელთან ერთად შევიდა მდინარე იორდანეში. ნათლობის წინ ხალხი ცოდვებს აღიარებდა ამ დიდი წინასწარმეტყველის წინაშე. იესო უცოდველი იყო, ამიტომ სათქმელი არაფერი ჰქონდა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, იოანე, ხალხს რომ ნათლავდა, წარმოთქვამდა: "ნათელს გცემთ ჩემს შემდგომ მომავალი მესიის სახელით". როდესაც მის წინაშე თვითონ მესია დადგა, იოანეს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. ამის შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2016, 07:11 PM

"იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემელთან ერთად შევიდა მდინარე იორდანეში. ნათლობის წინ ხალხი ცოდვებს აღიარებდა ამ დიდი წინასწარმეტყველის წინაშე. იესო უცოდველი იყო, ამიტომ სათქმელი არაფერი ჰქონდა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, იოანე, ხალხს რომ ნათლავდა, წარმოთქვამდა: "ნათელს გცემთ ჩემს შემდგომ მომავალი მესიის სახელით". როდესაც მის წინაშე თვითონ მესია დადგა, იოანეს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. ამის შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 12:29 PM

"ნათლისღების დროს მან გვიჩვენა სიმდაბლის მაგალითიც - ღმრთის ძემ ადამიანისგან ნათლობა ინება. მაშ, საღმრთო სიმართლე ისაა, რომ ვიმსახუროთ სიმდაბლით".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 12:44 PM

"ქრისტე იესუმ როდესაც ნათელ-იღო, იყო შუაღამე. ისე, როგორც ქრისტეშობა მოხდა შუაღამიდან ცისკრის გარდასავალზე. რათა ამით ეჩვენებინა, რომ ქრისტე როდესაც მოვიდა, წყვდიადი იყო ცოდვების გამო დედამიწაზე, ხოლო მან ნათელი მოჰფინა მთელს დედამიწას, მთელს ქვეყნიერებას როგორც შობით, ესრეთ ნათლისღებით".

/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 01:21 PM

"დღეს კვლავ ხდება ჩვენ თვალწინ დიდი სასწაული - უბრალო წყალი გახდება წყალი-განსაკუთრებული, რომელსაც ვერას დააკლებს დრო და ჟამი"

/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 07:09 PM

"ყველაზე მძიმე შებღალვა, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ეს არის ფურთხი, ჩვენ კი ნათლობისას სამგზის შევაფურთხებთ ეშმაკს. ამას არასოდეს გვაპატიებს, ამიტომ უნდა შევიჭურვოთ ქრისტეს მცნებათა დაცვით, მისდამი სიყვარულითა და ნდობით. შეუძლებელია ადამიანის გადარჩენა მოთმინებითი ჯვრის გარეშე".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 07:39 PM

"და ვიდრე დაჰფლავს ძველ ადამს, წმინდა მამა გვასწავლის, მანამდე უნდა აკურთხოს იოანეც, უნდა აკურთხოს იორდანეც და მერმეღა აღმოშობს ახალი ადამი, ახალი ადამიანი და ამას ჩვენ ვუწოდებთ წმინდა მამათა მიერ მეორე შობას, მეორე დაბადებას"

/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 10:51 PM

"და გარდამოხდა და დაადგრა ტრედის სახით". რატომ სწორედ ტრედის სახე მიიღო? რადგან ტრედი ფრინველთა შორის ყველაზე სუფთაა, არაწმინდა ადგილას არასოდეს დაჯდება, უმანკო და უბოროტო ფრინველია. ყოვლადწმიდა სამება გამოხატავს, რომ სული მამისა არის წმიდა და უმნაკო. ალბათ, ამ ტრედმა მოგაგონათ ის მტრედიც, რომელიც წარღვნის შემდეგ გამოჩნდა ნოეს კიდობანთან და ზეთისხილის რტო მოუტანა ნიშნად იმისა, რომ წყალმა დაიწია და ღვთის რისხვა შეწყდა".

/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2016, 12:34 PM

"ძველი ადამიანი, რომელმაც ღვთისგან ბოძებული სრული ნათელი, სრული სიხარული და სრული ბედნიერება მიიღო, რომლისთვისაც შეიქმნა ადამი და რაც შემდგომ მანვე დაკარგა, ემბაზში იძირება და კვდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2016, 01:27 PM

"ნათლისღების ემბაზში უბრალო წყალი კი არ არის, არამედ ქრისტეთი აღსავსე წყალია"

/წმ. კირილე იერუსალიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2016, 10:50 AM

"უფალი წყალში ინათლება, წყალს თავად მიანიჭებს მადლს, ნათელს. წყალი საოცარი სტიქიაა. წყალში შექმნა პირველი სიცოცხლე ღმერთმა და წყლითვლე მოახდინა წარღვნა. იგი სიცოცხლის მომნიჭებელი არის ერთი მხრივ, განმწმენდელიც, განმბანელიც და ამავე დროს, ძალზე საშიშიც, თუ ადამიანის წინააღმდეგ აბობოქრდა".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 02:01 PM

"საეკლესიო სამართლის სფეროში ნათლობას აქვს ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც სახელმწიფო სამართალში - ფიზიკურ დაბადებას (დაბადება არის იურიდიული აქტი, რომ გახდე ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქე. ასევე სულიერი შობა არის იურიდიული აქტი, რომ გახდე ეკლესიის წევრი)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 02:22 PM

"მართლმადიდებელი ეკლესია გმობს კათოლიკეთა პრაქტიკას: მოუნათლავის მიერ ნათლობის "აღსრულებას" და თვითნათლობას. დაუშვებელია არაქრისტიანისგან ნათლობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2016, 10:47 AM



"სამგზის ამოშობა წყალში".

/ბაჩანა რაზიკაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2016, 10:36 AM

"კონსტანტინე [დიდი] სიკვდილის წინ, მალვიის ბრძოლიდან ოცდახუთი წლის შემდეგ მოინათლა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 07:38 PM

"ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ, ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთ-ორი დღე".

/დიდაქე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2017, 12:27 PM

"სახელი, იოანეც, ზეცამ შეურჩია მომავალ წინასწარმეტყელს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2017, 02:49 PM

"ნათლობის მიღების მსურველები იოანეს მდინარე იორდანეში შეჰყავდა, აქ იღებდა მათგან აღსარებას და ღმერთს ევედრებოდა მათი ცოდვების მიტევებას. ამის შემდეგ იგი წარმოთქვამდა: "გნათლავთ მომავალი მესიის სახელით", - გვაუწყებს საეკლესიო გადმოცემა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2017, 03:31 PM

"მდინარე იორდანე ერმონის მთისწინეთიდან დაახლოებით, 1000 მ. სიმაღლიდან ჩამოედინება და ხეობით მკვდარი ზღვისკენ მიედინება, თითქმის კილომეტრნახევრის მანძილზე ეშვება, რის გამოც მიიღო სახელწოდება "იორდანე" - ვარდნილი, დაშვებული, ჩამოსული. უფლის ნათლისღების ადგილზე მლოცველებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ უშვებენ - 18 იანვარს. რადგან ეს ადგილი სასაზღვრო ზონაა, აქ იკრიბება უამრავი მართლმადიდებელი. ამ დღეს მორწმუნენი დიდი სასწაულის მომსწრენი ხდებიან - იორდანე იწყებს აღმა სვლას. ბუნების კანონები იცვლება, რათა ადამიანებმა გულისხმაჰყონ ძალი ღმრთისა და თაყვანი-სცენ მას, რაც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი.

უფლის ნათლისღების დღეს იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს და მასში სამგზის შთაფლავს ჯვარს. ჯვრის მესამედ შთაფვლისას მდინარე იორდანე ჩერდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში წყალი საპირისპირო მიმართულებით მიედინება, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდება მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ეძლევა. და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება"
.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2017, 04:13 PM

"ნათლულზე ისე უნდა ვფიქრობდეთ, როგორც საკუთარ შვილზე".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2017, 07:49 PM

" - რამდენად საპასუხისმგებლოა ნათლიობა?
- ნათლია უნდა იყოს ის, ვინც სულიერად ცოცხალია და განუცდია სულიწმინდის მადლის მოქმედება. მას შეუძლია "ატაროს ჩვილი მღვრიე წყლებში".
ნათლულის მშობლების გარდაცვალების შემთხვევაში, ნათლიამ მშობლის ფუნქცია უნდა იტვირთოს.
ნათლია მოწოდებულია, სასუფევლის კარამდე მიიყვანოს თავისი ნათლული".

/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2017, 11:09 PM

"ეკლესიის დევნის წლებში კომუნისტური ხელისუფლება ცდილობდა, მღვდლებს ნათლისღების საიდუმლო არ აღესრულებინათ. მამებს ზოგჯერ უხდებოდათ ღვთის საქმის აღსრულება ისე, რომ მის მოსალოდნელ შედეგებზე არ ეფიქრათ.

ერთხელ ახალგაზრდა მღვდელმონაზონ იოანესთან (კრესტიანკინი) საიდუმლო მისიით მივიდნენ. ვინმე მაღალჩინოსნის 6 წლის გოგონას მონათვლა მოსურვებია. საიდან შეიტყო მან ნათლისღების შესახებ, საიდუმლოდ დარჩა. გოგონამ ტირილითა და სიჯიუტით აიძულა მშობლები, მისთვის დაეთმოთ. მამა იოანემ უარი ვერ უთხრა. მათთან შინ შუაღამისას მივიდა. გოგონასთვის თეთრი პირსახოცი მოეფარებინათ, ქერა თმაზე დიდი თეთრი ბაფთა მოეკრათ. პატარა ზეციურ ქმნილებას ჰგავდა. ძილი ერეოდა, მაგრამ ჯიუტად ებრძოდა, ყველა სმენად იყო გადაქცეული.

საიდუმლო აღსრულდა. მაგრამ ეს ამბავი შეუმჩნეველი არ დარჩენია ხელისუფლებას. ვინ მონათლაო, - კითხულობდა ხელისუფლება. იზმაილოვის ეკლესიის მღვდელმაო. რომელმაო. მამა იოანე ცოტა ხნის გარდაცვლილმა ტაძრის წინამძღვარმა "გადაარჩინა" - მის ახალთახალ საფლავთან მიიყვანეს გამომძიებელი. გარდაცვლილმა მღვდელმა უჩუმრად აიღო თავისი თანამოძმის "დანაშაული" და საქმეც ამით დაიხურა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2017, 10:00 PM

"ნათლისღებისას ჩვენ შთავეფლებით იმ წყალში, რომელსაც შეეხო ქრისტე თავისი სიწმინდით და ამიტომ ღვთაებრივი ცეცხლით აღსავსე წყალი წვავს სიკვდილს. ამდენად, უნდა გვახსოვდეს, რომ ნათლისღებისას ადამიანი წყალში შთაფვლით სიმბოლურად კვდება და ისევ აღდგება.

ადამიანი თავით რომ ჩააყუდო წყალში, ხომ კვდება? და ნათლობისას, როცა თავით წყლის ქვეშ აღმოვჩნდებით, უნდა ვიგულისხმოთ, რომ დაგვიდგა სიკვდილის ჟამი და ამ სტიქიიდან მხოლოდ ღვთის ხმა თუ გამოგვიყვანს. შემდეგ ხდება წყლიდან გამოსვლა, რაც წარმოადგენს სიმბოლურად აღდგომას. სუნთქვას ახლებურად ვიწყებთ, ჩვენ განწმენდილნი ვართ ჩვენი პირველშობილი ცოდვისგან - ღვთისგან განდგომისგან, ღმერთთან გაუცხოებისგან. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახლა უკვე ვართ ქრისტიანები. უკვე ჩვენში ვატარებთ ქრისტეს სიწმინდეს უკვდავებასთან ერთად, რომელიც მოგვეცა."

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 13 2017, 11:02 PM

საინტერესოა, რომ ნათლობა შიძლეაბა აღსრულდეს ქვიშის გარდა, სისხლითა და აღმსარებლობით, ასევე ცრემლებით ))

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2017, 11:29 PM

ციტატა(Elzaa @ Feb 14 2017, 12:02 AM) *

საინტერესოა, რომ ნათლობა შიძლეაბა აღსრულდეს ქვიშის გარდა, სისხლითა და აღმსარებლობით, ასევე ცრემლებით ))


გამოუვალ შემთხვევაში, უდაბნოში ქვიშითაც აღსრულებულა ნათლისღება smile.gif

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 13 2017, 11:36 PM

ციტატა(marine @ Feb 13 2017, 11:29 PM) *

გამოუვალ შემთხვევაში, უდაბნოში ქვიშითაც აღსრულებულა ნათლისღება smile.gif

დიახ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2017, 11:37 PM

"იუდეველი თეოდორე ქრისტიანებთან ერთად ალექსანდრიიდან ასურეთში მიდიოდა. როცა ასურეთის უდაბნოში შევიდნენ, ცუდად გახდა, ფეხის გადადგმა აღარ შეეძლო. თანამგზავრებმა გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ და წასულიყვნენ. თეოდორემ მათ შესტირა: - გაფიცებთ ცისა და ქვეყნის შემოქმედს, დედამიწაზე კაცთა სახსნელად მოსულს. ნუ დამტოვებთ იუდეველთა რწმენაში, მომნათლეთ და ისე გააგრძელეთ გზაო. მათ უთხრეს: არაფერი შეგვიძლია, არც მღვდლის ხარისხი გვაქვს და წყალიც არსად არისო. თეოდორემ კიდევ ერთხელ სთხოვა. მათ თეოდორეს ტანთ გახადეს, ძალისძალობით ფეხზე დააყენეს. ერთმა მათგანმა ხელით ქვიშა აიღო, თეოდორეს თავზე გადააყარა და თქვა: "ინათლება მონა ღვთისა თეოდორე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". "ამინ", - დაუმოწმეს სხვებმა. როგორც კი ეს უცნაური ნათლობა დასრულდა, თეოდორემ თავი ჯანმრთელად იგრძნო და ქრისტიანებთან ერთად გზა გააგრძელა.

ალექსანდრიაში მივიდნენ ეპისკოპოს დიონისესთან. მან კრება მოიწვია და თეოდორეს ქვიშით მონათვლის ამბავი მოუთხრო. "ვინც არ იშვას წყლისა და სულიწმინდისგან, არ შეუძლია ღვთის სასუფეველში შესვლაო", - თქვეს მღვდელმთავრებმა და თეოდორე მოსანათლად მდინარე იორდანეზე გაგზავნეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2017, 12:00 PM


"ნათლისღების ემბაზში უბრალო წყალი კი არ არის, არამედ ქრისტეთი აღსავსე წყალია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2017, 01:50 PM

"ერთხელ 350-კაციან ჯგუფში ერთი ნათელღებული ქალი გამოვარჩიე. ვიკითხე, ვინ არის-მეთქი. თურქია, რომელმაც წმინდა ნათლისღება მიიღოო. სახე უბრწყინავდა. მის გვერდით ყველა ბარბაროსად ჩანდა".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2017, 02:10 PM

"მუხლმოყრილს ბევრი რამ შემითხოვია ჩემი ნათლიის, მეუფე გრიგოლის საფლავზე და ასრულებულა კიდეც. თუ არ ასრულებულა, მივუხვედრებივარ, რომ ეს თხოვნა არ ყოფილა ჩემი სულისთვის სასარგებლო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2017, 01:53 PM

+

"დღესაც ნათლისღებისას მთელ მსოფლიოში წყლის სტიაქია მაკურნებელ ძალას იძენს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2017, 02:06 PM

"ხევში სტუმრობისას მეუფე იობის ნათლია, ქალბატონი მზია ნავროზაული გავიცანი. როგორც კი მითხრა, მეუფის ნათლია ვარო, ინტერესმა მძლია და შევეცადე, ბევრი რამ გამეგო მათი ნათელმირონობის შესახებ.

- მეუფე იობის ნათლია ვარ, - ვენაცვალე იმასა. 1963 წლის 5 ოქტომბერს მყავს მონათლული ვლადიკავკაზში სამწელ-ნახევრისა. მაშინ ოცი წლისა ვიყავი. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი ნათლული მყავსო, - მითხრა ქალბატონმა მზიამ.

- იფიქრებდით, რომ თქვენი ნათლული ეპისკოპოსი გახდებოდა?

- არა, რას წარმოვიდგენდი! ისე, თავიდანვე ჭკვიანი ბავშვი იყო. ნათლობისას ახალგაზრდა მღვდელმა მკითხა, - რას დაანათლავო. მე არაფერი გამაჩნია და ჩემს ნიჭს დავანათლავ-მეთქი. რას ვიფიქრებდი, ელგუჯაი მაგას მიაღწევდა. დიდად ნასიამოვნები ვარ, რომ ჩემი ნათლული უფალს და ხალხს ემსახურება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2017, 09:50 PM

"როგორც მიწისქვეშა წყლები კვებავენ მცენარეთა ფესვებს და ეს წყლები არასდროს დაშრება სამყაროს აღსრულებამდე, ისე ნათლობის დროს მიღებული სულიწმინდის მადლი არასდროს დაკნინდება. რაც უნდა დიდი ცოდვა ჩაიდინოს ადამიანმა, მადლი მაინც მოუწოდებს სინანულისკენ, სიკეთისკენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2017, 11:21 AM

"წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გამოყოფს იმ ადგილს, სადაც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ნათელიღო. წმინდანის სწავლებით, იესომ ნათელიღო იქ, სადაც ისუ ნავემ, ძველი აღთქმის მამამთავარმა, ილოცა, გამოსახა ნიში პატრონი ჯვრისა და უკუიქცა იორდანე და გამოჩნდა ხმელეთი, როგორც მანამდე მკვდარმა ზღვამ დაიხია უკან მოსეს ლოცვით და ისრაელი ფარაონის რისხვას გადაურჩა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 05:14 PM

"აიღე საღმრთო წიგნები და ნახავ, რომ დიდია და მთავარი წყალი და ოთხ გამორჩეულ წესთაგან უმჯობესი. ანგელოზთა სამკვიდრებელია ცა და წყალთაგან არის. ქვეყანა ადამიანთა სამკვიდრებელია და წყალზეა დაფუძნებული, და ყოველივეს შექმნამდე სული ღვთისა იქცეოდა წყალთა ზედა (დაბ. 1.2). ქვეყნის დასაბამი წყალია, სახარების დასაბამი იორდანეა. ისრაელის გათავისუფლება ფარაონისაგან ზღვით მოხდა და ცოდვათაგან გავთავისუფლდებით სიტყვით, წყლით განბანვით (ეფეს. 5. 26). სადაც კი ვინმეს აღთქმა მიეცა, იქ უთუოდ წყალიც იყო: წარღვნის შემდეგ დაიდვა შჯული ნოეს მიმართ, ისრაელს სჯული წყლით სხურების შემდეგ მიეცა... ილია ზეცად ამაღლდა, მაგრამ ჯერ იორდანე გიარა. აარონი ჯერ განიბანა და შემდეგ გახდა მღვდელთმოძღვარი."

/წმ. კირილე იერუსალიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2017, 09:21 AM

"მამა იაკობ ევბეელზე ამბობდნენ, იმდენად წმინდა და განკრძალული იყო, რომ ხელით საკუთარ სხეულსაც არ ეხებოდაო. ვინ იცის, რამდენი ბავშვი მოუნათლავს, მაგრამ არასოდეს უცქერდა მათ. მამა იაკობი თვითონვე ამბობდა, - არასოდეს მინახავს, როგორ გამოიყურება ბავშვის სასქესო ორგანოებიო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2017, 01:20 PM

"ხორციელ წინადაცვეთას ტკივილი და წყლულები ახლავს, სულიერ ნათლისღებას კი - ცუარი სიცოცხლისა და კურნება გულისა."

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2017, 11:38 AM

"741 წელს ლეონ III გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ძე, ფანატიკოსი ხატმებრძოლი კონსტანტინე V. მტრულად განწყობილ წრეებში მას კოპრონიმს უწოდებდნენ - აქაოდა, მონათვლისას ემბაზში ჩაისვარაო, და მიუხედავად იმისა, რომ არაბებთან ბრძოლაში არაერთი გამარჯვება მოიპოვა, ბიზანტიური წყაროები მასზე უარესად არც ერთ იმპერატორს არ იხსენიებდნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2017, 04:40 PM


"ნათლისღების მარგალიტი უნდა ამობრწყინდეს ჩვენს გულში".

/დეკ. ლუკა ბუცხრიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 11:06 AM

"- რამდენად საპასუხისმგებლოა ნათლიობა?

- ნათლია უნდა იყოს ის, ვინც სულიერად ცოცხალია და განუცდია სულიწმინდის მადლის მოქმედება. მას შეუძლია "ატაროს ჩვილი მღვრიე წყლებში".

ნათლულის მშობლების გარდაცვალების შემთხვევაში, ნათლიამ მშობლის ფუნქცია უნდა იტვირთოს.

ნათლია მოწოდებულია, სასუფევლის კარამდე მიიყვანოს თავისი ნათლული".

/სქიმარქიმანდრიტი იოაკიმე პარი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 11:48 AM

"- შეიძლება თუ არა მოვნათლოთ ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგალითად, დედა და შვილი, დედმამიშვილები და ა.შ. ან ჩვენი წინაპრის მიერ მონათლული ადამიანის შთამომავალი?

- ერთმა ადამიანმა შეიძლება მონათლოს ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი, ასევე შეიძლება მოვნათლოთ ჩვენი წინაპრის მიერ მონათლული ადამიანის შთამომავალი, მაგრამ ნათელმირონობის შებრუნება არ უნდა მოხდეს უშუალოდ ნათლიისა და ნათლულის ოჯახებს შორის, მაგალითად, ჩვენს მიერ მონათლულმა ადამიანმა არ უნდა მონათლოს ჩვენი შვილი."

/მამა გიორგი რევიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:17 AM

ნათლისღების საღმრთო საიდუმლოშიც მამა ვისაც ნათლავს, ის ძითაც ინათლება და იკურთხება, და ვინც ძით ინათლება, ის სულიწმინდის მიერ ნათლდება და იკურთხება საღმრთო მადლის ზემოქმედებით, რამეთუ წმინდა სამების ქმედება ერთიანია.

/წმინდა ათანასე ალექსანდრიელი/



"ნათლისღების ემბაზში უბრალო წყალი კი არ არის, არამედ ქრისტეთი აღსავსე წყალია."

/წმ. კირილე იერუსალიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:34 AM

"ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას წყალში სამგზის შთაფლვით თქვენც სამგზის კვდებოდით და სამგზისვე ხელახლა იშვებოდით, ასე რომ, ნათლისღების მაცხოვნებელი წყალი საფლავადაც შეიქმნა თქვენთვის და მშობელ დედადაც. მაგრამ ეს უბრალო მოგონება როდია უფალ იესო ქრისტეს სამდღიანი სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომისა, ეს სრულიად ახალი და უჩვეულო საქმეა. ჩვენ სინამდვილეში როდი ვკვდებით და ასევე სინამდვილეში როდი დავეფლვით, არც ნამდვილადვე ვეცმებით ჯვარს და შემდგომ მკვდრეთით აღვდგებით, - არა, არამედ ეს მიმსგავსება უფლის ვნებასა და მკვდრეთით აღდგომასთან მხოლოდ სახისმიერია, ხატოვანია, ჩვენი ხსნა - ცხონება კი ჭეშმარიტად, ნამდვილად აღესრულება."

/წმ. კირილე იერუსალიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:47 AM

"ნათლისღებით ჩვენ ვხდებით ქრისტეს სხეულის ნაწილები და როცა ვცოდავთ, ამით ვხდებით ღვთის მკვლელები და ისევ უარვყოფთ ქრისტეს, მას შემდეგ, რაც შევუერთდით. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა."

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 09:55 AM

"მირიანმა ბრძანა ხალხის ქრისტიანული განათვლა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 10:00 AM

"სრული სახით ღმერთი გამოჩნდა ნათლისღების დროს, ამიტომაც არის ნათლისღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. წმინდა სამება მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა რა იყო. ამ დღეს კი ნახა - მამა ზეციდან, ძე - წყალში მდგომარე და სულიწმინდა მტრედის სახით გადმოსული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:21 PM

"მახსოვს, ბეთანიაში ახალი მისული რომ ვიყავი, იქ რამდენიმე ხანდაზმული ქალბატონი ამობრძანდა, დაემხნენ მამა იოანესა და მამა გიორგის საფლავზე - მათი მონათლულები ვართო. ნათლიებისადმი ასეთი სითბო და სიყვარული არსად მინახავს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2018, 11:04 AM



"ნაკურთხი წყალი არის საღვთო მადლის ხატი: იგი განწმედს მორწმუნე ადამიანებს სულიერ სიბილწეთაგან, განანათლებს და განამტკიცებს მათ მაცხოვნებელი ღვაწლისათვის."

/მამა თავმას ჩოხელი/

"წმინდა მამების თქმით, ერთ-ერთი უდიდესი მღვდელმოქმედება, რომელიც ქვეყნიურ სტიქიებზე აღესრულება, არის წყალკურთხევა"

"წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ წმინდა ღვთივგანცხადებული ნაკურთხი წყალი მრავალი წლის განმავლობაში უხრწნელი რჩება, არის ახალი, სუფთა და სასიამოვნო დასალევი, თითქოსდა ახალი ამოხაპული იყოს კამკამა წყაროდან. ეს არის საღვთო მადლის მიერ აღსრულებული სასწაული, რომელსაც ახლაც ცხადად ხედავს თითოეული ჩვენგანი!."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 08:08 PM

"იოანე დაემორჩილა და მონათლა იესო. ზეციერმა მეუფემ მდაბლად დაუხარა თავი თავის მონას, შემოქმედმა - თავის ქმნილებას".

"კაცობრიობის ნათლისღება და ამასთანავე მთელი ბუნების კურთხევა მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე გაგრძელდება, ხოლო ამის შემდეგ განადგურდება ახლანდელი სამყარო და ახალი მიწა შეიქმნება, სადაც მხოლოდ ღვთის სიმართლე დაივანებს".


"წყლის ბუნების" განათლება"

"წყლის კურთხევისას მასში ჯვრის სამგზის შთაფვლა სიმბოლურად მიანიშნებს უფლის სამგზის შთაფვლაზე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისგან ნათლისღების ჟამს".

"დიდ აიაზმად იწოდება ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხი წყალი, დიდი აიაზმა იკურთხება ვნების შვიდეულშიც. მცირე აიაზმა კი ეწოდება პარაკლისებსა და სხვა საეკლესიო მსახურებათა დროს ნაკურთხ წყალს. მცირე აიაზმის კურთხევა მოძღვარს ნებისმიერ დროს შეუძლია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 01:45 PM

"ნათლობა პირადი სულთმოფეონობაა. ნათლობის დროს ჩვენზე გადმოდის სულიწმინდა და მისი მადლი. სულიწმინდა გარდამოდის მტრედის სახით, თუმცა ჩვენ, ადამიანები, ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ იყვნენ ადმიანები ეკლესიის ისტორიაში, ვინც ეს დაინახეს ნათლობისას.

არამარტო ეკლესიის ისტორიაში ყოფილა ამგვარი შემთხვევა, უბრალო ადამიანებიც მინახავს, ვისაც დაუნახავს მტრედის სახით ადამიანზე გადმოსული სულიწმინდა. ჩემს მრევლში იყო შემთხვევა, როცა ბავშვზე მონათვლისას ფრთები დაინახე, ფოტოც კი არის გადაღებული. ანუ, მფარველი ანგელოზი შევიდა მასში და ფრთები გამოაჩინა სამი წლის ბავშვთან. თუმცა ასეთ ხილვებს უნდა ვერიდოთ და უნდა ვირწმუნოთ უხილავი ღმერთი".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 02:45 PM

"ჯვარი, რომელიც მიუტანეთ თქვენს ნათლულს და ღვთისმსახურმა ჩამოჰკიდა მას - თქვენსა და თქვენს ნათლულს შორისაა. ღმერთმა დაგიფაროთ, რომ რომელიმემ უარყოს ან არ ატაროს იგი, თქვენ - თქვენი ნათლიის მიერ ბოძებული, მან კი - თქვენ მიერ ბოძებული. თქვენ, ნათლიას, მოგეკითხებათ ნათლულის რელიგიური ზნეობა. ამისათვის უდგებით თქვენ მას ნათლობის მამად, ე.ი. სულიერ მამად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2018, 09:36 PM

"სამჯერ წყალში შთაფლვა მოასწავებს ქრისტეს სამი დღე დაფლვას და შემდეგ მკვდრეთით აღდგომას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 05:14 PM

"ნათლისღების დღესასწაულზე, ზუსტად შუაღამისას, წყალი ყველგან იწყებს ღელვას, ნიშნად იმისა, რომ ამ დროს იორდანეში შებრძანდა მაცხოვარი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 01:47 PM

"ნათლობის შემდეგ ადამიანს ენიჭება ახალი სიცოცხლე. იგი არის ეკლესიის წევრი და ეკლესიის ცოცხალი უჯრედი. მონათლული ადამიანი არის დაცული და არ არის ადვილად მისაწვდომი ბოროტი არსებისათვის. იგი ხდება დაცული მფარველი ანგელოზით, რომელიც მხოლოდ მონათლულ ადამიანს ჰყავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 06:15 PM

"ნათლისღება არ არის სასურველი საიდუმლო, ეს არის სავალდებულო, ასევე განუმეორებელი საიდუმლოება. არ შეიძლება ადამიანმა ნათელ იღოს და რაღაც არ მოეწონოს, ან მღვდელი, ან ნათლია, ან თავისი განწყობილება და მეორედ მოინათლოს".



"თანამედროვე ნათლიას თავის მოვალეობად მიაჩნია, უყიდოს ნათლულს ჯვარი, შესაწირავი შესწიროს მოძღვარს, სადღესასწაულო ტრაპეზზე შესვას ღვინო, ნათლულის ჯანმრთელობის სადღეგრძელო, შემდეგ გაუჩინარდეს გარკვეული ვადით. ნათლულს კი სალაპარაკოდ დარჩეს: "ესა და ეს კაცია ჩემი ნათლია, ოქროს დიდი ჯვარი მაჩუქა" და ა.შ. როგორც ვხედავთ, ყოველივე ეს საკმაოდ ადვილი, შინაარსით კი ცარიელი საქმეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 03:49 PM

---

"ნეტარი თეოფილაქტე იესოს ნათლობის შესახებ წერდა: "ამით გვასწავლის, რომ განსაცდელებს განსაკუთრებით ნათლობის შემდეგ უნდა ველოდოთ". ასე რომ, შეცდა, ვისაც ეგონა, რადგან მოინათლა, ყველაფერი წესრიგშია. ომი მხოლოდ ახლა იწყება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 03:22 PM

"მხოლოდ ნათლობა არაფერს ნიშნავს, თუკი მას ქრისტიანული ცხოვრება არ დაერთო".

/მამა საბა ბიკაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 09:29 PM

"ნათლობა ეშმაკის გამოწვევაა და ომიც მაშინვე იწყება."

/მღვდელი ოლე სტენიაევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 10:55 AM

"სააიაზმე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2019, 05:52 PM


"ამ საიდუმლოს არსზე თვით სახელიც მიგვითითებს - ბნელში მყოფი იღებს ნათელს".


"ამგვარად, ნათლისღების შემდეგ ჩვენზე გადმოდის ნათელი უფლისა და შეგვიძლია, მისი მეოხებით ვებრძოლოთ ბოროტს. მანამდე კაცს არ მფარველობს უფლის ძალა, - ძალა, რომლითაც შეიძლება, ეშმაკს სძლიო, - ნათლისღებისას კი ღმერთი ადამიანს უბოძებს ანგელოზს, რომელიც იცავს მას და ყველანაირად ეხმარება ბოროტებისგან გათავისუფლებაში.

თუმცა აქაც თავისუფალია ადამიანი; მას შეუძლია, ნათლისღების შემდეგ კვლავ ბნელში ჩაინთქას ან, პირიქით, ამ ნათლის წვეთით იაროს მთელი ცხოვრება, ნათელი, რომელიც მასში შემოვიდა, უნათებდეს ყოველივეს თავის გზაზე".

/მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 05:11 PM

"ოცდაათი წლის ასაკამდე იესო ნაზარეთში ცხოვრობდა. ოცდაათი წლისა კი გაცხადდა კაცობრიობის წინაშე, როდესაც მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემელთან მივიდა და მოინათლა. ნათელიღო იესომ და აჩქარებით ამოვიდა წყლიდან, ხელები ზეცად აღაპყრო და დაიწყო ლოცვა ზეციური მამის წინაშე, რათა მას დაელოცა ძის მოღვაწეობა ცოდვილი კაცობრიობის გადასარჩენად. მაშინ იესოს თავზე გაიხსნა ცა ელვის ძლიერი ნათებით და იხილა იესომ სულიწმინდა, მტრედის სახით გარდამომავალი, რომელიც დააჯდა მხარზე. და იყო ხმა ზეციდან: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო-ვიყავ".

წმინდა იოანე ოქროპირი ნათლისღების ამ ეპიზოდს ასე განმარტავს: "ეს არის ჩემი საყვარელი, მხოლოდშობილი ძე, ჩემგან საუკუნეების უწინ შობილი და დაუსაბამო, "რომლისგანაც ყოველი შეიქმნა", ჩემი სწორი ძალაში, ხელმწიფებასა და დიდებაში.

ეს არის ჩემი ძე, მასშია ყოველი ჩემი ნება-სურვილი, სისრულე მთელი ჩემი სახიერებისა, ვისგანაც ხალხზეც გადმოვა ჩემი სიყვარული. ასე საზეიმოდ განუცხადა მამა ღმერთმა არა მარტო იოანეს, არამედ ყველას, ვინც იწამებს ქრისტეს, რომ ნათელღებული იესო ჭეშმარიტი მესიაა, ქრისტე მაცხოვარი ქვეყნისა.

და რომ არ ეფიქრათ, ხმა ზეციდან იოანეს ეკუთვნოდაო, სულიწმინდა თავისი გარდამოსვლით თითქოს თითით ანიშნებდა როგორც იოანეს, ასევე იქ მყოფთ, რომ ეს სიტყვები იესოს მიმართ წარმოითქვა. მაშინ ალბათ იკითხავენ - რატომ არ ირწმუნეს იუდეველებმა იესო ქრისტე? თავიანთი გულქვაობის გამო", - გვპასუხობს წმინდა იოანე ოქროპირი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2019, 08:56 PM

მდინარე იორდანე

"მკვდარი ზღვა ხმელეთის უდაბლეს ადგილას - ზღვის დონიდან ოთხასი მეტრით დაბლა მდებარეობს და იგი ერთგვარი სიმბოლოა ადამიანთა სულიერი სიკვდილისა. მის მახლობლად, მდინარე იორდანეში, ნათელ-იღო მაცხოვარმა.

მდინარე იორდანე ერმონის მთისწინეთიდან დაახლოებით ათასი მეტრის სიმაღლიდან ჩამოედინება და ხეობით მკვდარი ზღვისკენ მიედინება. მდინარე თითქმის კილომეტრნახევრის მანძილზე ეშვება, რის გამოც მიიღო სახელწოდება "იორდანე" - ვარდნილი, დაშვებული, ჩამოსული.

უფლის ნათლისღების ადგილზე მლოცველებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ უშვებენ - 18 იანვარს, რადგან ეს ადგილი სასაზღვრო ზონაა. აქ იკრიბება უამრავი მართლმადიდებელი. ამ დღეს მორწმუნენი დიდი სასწაულის მომსწრენი ხდებიან - იორდანე იწყებს აღმა სვლას. ბუნების კანონები იცვლება, რათა ადამიანებმა გულისხმაყონ ძალი ღვთისა და თაყვანისცენ მას, რაც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 10:49 PM

"კითხვა: ჩემი შვილი 18 იანვარს არის დაბადებული, როდესაც მძიმე მარხვა ემთხვევა. შეიძლება ამ დღეს დაბადების დღის აღნიშვნა?

პასუხი: თუ აღნიშვნაში სუფრის გაშლას გულისხმობთ, უმჯობესია, ეს საქმე გადადოთ, მით უფრო, რომ საბაბიც გეძლევათ – მეორე დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 01:35 PM

"კითხვა: მინდა, რომ ჩემს შვილს რამდენიმე ნათლია ჰყავდეს. ეკლესიურად არის თუ არა განსაზღვრული ნათლიების რაოდენობა?

პასუხი: უპირველესად, გაითვალისწინეთ, რომ ნათლიობა არა მხოლოდ ოჯახების დანათესავება, არამედ ნათლიის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ნათლულის წინაშე. ნათლიამ მუდმივად უნდა იზრუნოს ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე. ამ მოვალეობის შესრულება ერთ ადამიანსაც შეუძლია, თუმცა შეგიძლიათ, ბავშვი რამდენიმესაც მოანათვლინოთ. ეცადეთ, აქაც, ისევე როგორც ნებისმიერ საქმეში, ზომიერება დაიცვათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 10:51 PM

"კითხვა: ჩემი ნათლია, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. როგორ უნდა წარვმართო ჩემი სულიერი ცხოვრება მომავალში?

პასუხი: ნათლიის დანიშნულებაა ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა. ზრდასრულ ადამიანს ეკლესიის გზით და წმიდა მამათა სწავლების მეოხებით აქვს ჭეშმარიტებასთან ზიარების საშუალება, რასაც იგი, თუ მოინდომებს, ნათლიის გარეშეც შეძლებს. რაც შეეხება თქვენს დამოკიდებულებას ნათელმირონობისადმი, მუდმივად უნდა ილოცოთ თქვენი ნათლიის სულისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2019, 11:27 AM

"კითხვა: მართლა ეპატიება თუ არა ნათლობის დროს ადამიანებს მანამდე ჩადენილი ყველა ცოდვა?

პასუხი: ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას ადამიანს მიეტევება მანამდე ჩადენილი ყველა ცოდვა, თუმცა ქრისტიანები, როგორც წესი, 40 დღისა უნდა მოინათლონ. პატარა ასაკში მონათვლა აუცილებელია, რადგან მხოლოდ უფალმა უწყის, როდის დასრულდება ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება და ნათლობის გარეშე ის ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს."



"კითხვა: უნდა მოინათლოს თუ არა ადამიანი ხელმეორედ, როდესაც იეღოველების სექტიდან ისევ მართლმადიდებლობას უბრუნდება?

პასუხი: ნათლობის საიდუმლო ერთხელ სრულდება, ამიტომ თუ ადამიანი შეცდა, გახდა სექტანტი და მიიღო მონაწილეობა სექტანტების რიტუალებში, მართლმადიდებელი მოძღვარი მას დაუწესებს ეპიტიმიას (საეკლესიო სასჯელს). საერთოდ, ასეთი საკითხებისთვის უმჯობესი იქნება თუ ეპისკოპოსს მიმართავთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 07:02 PM

"კითხვა: ჩემი ნათლია, სამწუხაროდ, იეღოველი გახდა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ეს მართლაც სამწუხარო ამბავია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თქვენი ნათლობის საიდუმლო აღსრულებულია და თქვენ უფლის მფარველობაში იმყოფებით. როგორც წესი, ნათლია ვალდებულია, იზრუნოს ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე, მაგრამ რადგან თქვენი ნათლია შეცთომილია, ამჯერად, თქვენ აღასრულეთ ქრისტიანული ვალი და ილოცეთ მისთვის. ესაუბრეთ და შეაგონეთ, რომ მცდარია მისი ნაბიჯი. თუმცა ეს სიყვარულითა და მოთმინებით გააკეთეთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2019, 03:22 PM

"მისი უწმიდესობის კურთხევით მოვნათლე ქალბატონი თამარ ჩოფიკაშვილი-ვესტი თავის ვაჟებთან ერთად. საოცარი სიძე გვყავს - რიჰარდ ვესტი, მსოფლიო მნიშვნელობის ასტრონომი, რომელმაც ცა "ქართული ვარსკვლავებით" შეავსო. იგი თავის აღმოჩენილ ვარსკვლავებს ქართველთა სახელებს არქმევს"

/დეკ. ამირან ამირანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2019, 03:59 PM

"კოლაში სათავეს იღებს მტკვარი სხვადასხვა წყაროებიდან და მისი ერთ-ერთი სათავე იწოდება აიაზმად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2019, 05:55 PM

"შევიდა ანგელოზთა მეუფე იორდანეს ზვირთებში და აკურთხა წყლის ბუნება, რითაც განკურნა კიდეც მთელი სამყარო"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2020, 03:48 PM

-------------

"ნაკურთხი წყალი დიდი წყურვილით მიიღე, სულისა და ხორცის განსაწმენდად; არ დაივიწყო დალევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2020, 02:31 PM

"არსებობს მცდარი აზრი! - თითქოს იმდენი უნდა მონათლო, რამდენიც გთხოვს და არ შეიძლება უარის თქმა. სინამდვილეში რამდენსაც ეპატრონები, იმდენის მონათვლა შეგიძლია და თუ შენ გეეჭვება, მაშინ სხვა მონათლავს, ვინც ეპატრონება და შენ პასუხისმგელობა აგცილდება"

/წმ. გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2020, 08:46 PM

"ნათლობის დროს დიდი მადლი გადმოდის ნათლიაზე და ასევე დიდი პასუხისმგებლობაც ეკისრება მას თვის ნათლულის ცხოვრებაზე"

/წმ. გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

"სულიწმინდის ბეჭდით არის დაბეჭდილი შენი სულის ყოველი შესასვლელი, მირონცხების ბეჭდით იბეჭდება მთელი შენი სხეული"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2020, 10:04 PM

"მამა იერონიმე სტრიდონელი წერდა: "თავისი შობით ძე ღვთისა ქვეყნიერებას საიდუმლოდ მოევლინა, ხოლო ნათლისღებით - სრულყოფილად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 03:49 PM

"თვით უფლისათვის ნათლისღება იყო მისი კურთხევა მსახურებისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2020, 06:34 PM

"წყალი ასველებს მხოლოდ სხეულს, ღვთის სული კი განმსჭვალავს სულსაც და სხეულსაც"

/წმ. კირილე იერუსალიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2020, 07:38 PM

"ქრისტიანული ნათლობა, ეს არის სიკვდილი ცოდვისა, ხელახალი შობა სულისა, სამოსელი ნათელი. ღვთის ხატების პირველსახის აღდგენის დასაწყისი ცოდვით დაცემულ ადამიანში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2020, 01:24 PM

"ადამიანთა მოდგმა უკვე აღარ არის მიწას მიჯაჭვული, არ დახოხავს, როგორც ქვეწარმავალი, არამედ როგორც ფრთოსანი ჩიტი, გამოდის ნათლობის წყლებიდან. ამიტომ იყო, რომ სულიწმიდა ნათლობის წყლებზე გამოცხადდა, როგორც ფრინველი, რათა კიბის გარეშე აეყვანა ცაზე ნათლობის ემბაზით შობილი თავისი ბარტყები. იგი მოუწოდებს თავის ბარტყებს საფრენად. აი, ასეთ ახალ სამყაროს ქმნის ღმერთი. ყოველი ადამიანი, შობილი წყლითა და სულით, არის ზეციური ბარტყი მას შემდეგ, რაც იესო შევიდა წყალში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2020, 10:46 AM

"თუ ხორციელი შობით ადამის შთამომავლები ვართ, ნათლისღებით, სულიწმიდის მადლით ახალი ადამის - უცოდველი იესო ქრისტეს შთამომავლები ვხდებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2020, 06:06 PM

"გილოცავთ ნათლისღებას. ნათლისღების მადლი შეგეწიოთ! დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ! დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი სულისა წმინდისა მოეფინება და განიდევნება ბოროტი სული. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2020, 08:44 PM

"ღვთის განცხადება - ეს არის შეხვედრა ღვთისა და ადამიანისა. ამ დღეს ადამიანები შეხვდნენ ყოვლადწმიდა სამებას"

"დასაბამი ქვეყნიერებისა წყალია, დასაბამი სახარებისა - იორდანე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2020, 08:34 PM

"ჟამი ნათლისღებისა - ადამიანთა მთელი ცხოვრებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 10:07 PM

"ნათლობა ბეჭედია რწმენისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2020, 07:25 PM

"ქრისტიანობის კარიბჭე ნათლობაა"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2020, 07:40 PM

"ნათლობის დროს ემბაზში ადამიანი ხელახლა იბადება, იცვლება მისი არა მარტო სულიერი თუ მშვინვიერი, არამედ ხორციელი სამყაროც. ადამიანი იძენს იმ თვისებებს, რომლებიც აქამდე არ ჰქონდა. ეს არის განღმრთობის, თეოზისის დასაწყისი, ეს არის პირადი სულთმოფენობა. ნათლობისას უფალი მადლს გარდამოავლენს ჩვენზე, გვაძლევს პოტენციალს ვნებათა დამარცხებისა, საკუთარი თავის უარყოფისა და ქრისტეს შედგომისა."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2020, 02:02 PM

"საყოველთაოა ასევე ნათლისღება სამოციქულო ეკლესიისა, რადგან ემბაზი, რომელშიც ნათლობა აღესრულება, "სულიერი საშოა" - მასში უნდა იშვას და განახლდეს სულიერად თითოეული ადამიანი. ერთია ჭეშმარიტი ნათლისღება, რადგან ერთია მამა, ძე და სულიწმინდა. წყალში სამჯერ შთაფლვით (მამის, ძის და სულიწმინდის სახელით), ზეთის, მირონის ცხებითა და თმის შეკვეცით აღესრულება მისი ხილული სახე, ხოლო უხილავად ადამიანის სული იშვება, იბადება ქრისტეში, ივსება, იმოსება სულიწმინდის მადლით და იკურთხება მამა ღმერთის მიერ საოცარი კეთილსურნელებით, მაცოცხლებელი ძალით, ნათელი გონებით მდიდრდება ახალმონათლულის სული, რომელიც სამარადისო აღდგომის, ხორციელი განახლებისა და მისით ამაღლებისთვის კარს უხსნის, ამზადებს მას. ამინ!"

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2020, 10:14 PM

შაჰადა და ნათლისღება

"მუსლიმის ხუთი ძირითადი მოვალეობიდან პირველია "შაჰადა" ("მოწმობა"), რაც ფაქტობრივად ნიშნავს, იყო მუსლიმი. ეს არის მუსლიმური რწმენის აღიარება. შაჰადა გამოიხატება ფორმულით: "მე ვადასტურებ, რომ არ არის სხვა ღმერთი, გარდა ალაჰისა და მუჰამედია მისი მოციქული". ეს ფორმულა არ არის ყურანში, მაგრამ იგი მუსლიმთა თვითშეგნების საფუძველია და მისი წარმოთქმა სავალდებულოა ყოველი მუსლიმისთვის. ის უნდა გამოითქმოდეს სრული შთაგონებითა და დარწმუნებით. შაჰადას ხშირი განმეორება ნიშნავს მის აღიარებასაც, რაც თავისთავად გამოხატავს პიროვნების მუსლიმობის დადასტურებასაც. ეს კი ისლამურ რწმენაში ყველაზე სწორი გზაა სამოთხისკენ - არა მარტო კეთილ მუსლიმს, არამედ ცოდვილსაც შეიძლება ჰქონდეს სამოთხეში განცხრომის იმედი, მაშინ როცა არამუსლიმთ ჯოჯოხეთის მარადიული წამება უწერიათ. როდესაც არამუსლიმი შაჰადას წარმოთქვამს მაჰქამაში, ყადის წინაშე, მუსლიმი მოწმეების თანდასწრებით, ის მუსლიმი ხდება.

ქრისტიანად გახდომის პირველი აუცილებელი პირობა რწმენით ნათლისღებაა, რადგან თავად მაცხოვარი ბრძანებს: "რომელსა ჰრწმენეს და ნათელიღოს, ჰსცხონდეს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯეს" (მარკ. 16,16). ნათლისღების საიდუმლო ერთ-ერთია შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან. მართლმადიდებლური სწავლებით, ნათლისღებაში მორწმუნე განმართლდება და განიწმინდება როგორც პირველქმნილი, ისე პირადი ცოდვებისგან, რომლებიც ჩაუდენია ნათლისღებამდე. აღსანიშნავია, რომ ნათლისღების ჟამს მოსანათლი (ან მიმრქმელი ნათელღებადის მაგივრად) კითხულობს "მრწამსს". მრწამსი ანუ რწმენის სიმბოლო არის მოკლე გადმოცემა იმ ძირითადი სარწმუნოებრივი დებულებებისა, რომელთა აღიარება და შესრულება ყოველი ქრისტიანისთვის აუცილებელია. ნათელღებადის მიერ მრწამსის წაკითხვა ნიშნავს იმას, რომ ის ეთანხმება, აღიარებს და ინათლება იმ ჭეშმარიტებების მიმართ, რაც მრწამსშია გადმოცემული.

ისლამისგან განსხვავებით, მართლმადიდებლობაში, ქრისტიანი რომ გახდე, საკმარისი არაა მხოლოდ ნათლისღება და მრწამსის აღიარება. რწმენა საქმით უნდა დაამტკიცო. ამის შესახებ წმინდა წერილი გვასწავლის: "საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით, რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე" (იაკ. 2,24-26).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 10:22 PM

"- ქრისტიანული სწავლებით, მშობლებმა შვილი ეკლესიურ ცხოვრებას ბავშვობიდანვე უნდა მიაჩვიონ. დღეს ამას ზოგი თავისუფალი აზრის აღკვეთად მიიჩნევს და თვლის, რომ ყველამ თავად უნდა მიაგნოს საკუთარ მრწამსს, თავად გადაწყვიტოს, რომელი ეკლესიის წევრობა სურს...

- მართლაც, არსებობს რელიგიური მიმდინარეობები, რომელთა მიმდევრები ბავშვს არ ნათლავენ - მის სრულწლოვანებას ელიან, რათა თვითონ გადაწყვიტოს, სურს თუ არა ამ რელიგიის აღიარება. ძველად არც ქრისტიანები ნათლავდნენ ჩვილებს. მორწმუნენი 30 წლისანი ინათლებოდნენ. მაგრამ ბევრი ამ ასაკს ვერ აღწევდა და ამ ქვეყნიდან მოუნათლავი მიდიოდა, ამიტომაც კართაგენის საეკლესიო კრებაზე დადგინდა, რომ ჯეროვანი იყო ყრმათა და ჩვილთა მონათვლა. ნათლობა ნათლიების რწმენის საფუძველზე ხდებოდა (ამიტომაც იყო და არის ნათლიობა უდიდესი პასუხისმგებლობა, ვალდებულება ღვთის წინაშე).

ამრიგად, ყრმათა მონათვლა მართებულია, რათა ადამიანის სულში ბავშვობიდანვე ჩაითესოს კეთილი თესლი, რომელმაც კეთილი ნაყოფი უნდა გამოიღოს. ეს თავისუფალი ნების შეზღუდვა არ არის. თუ ადამიანი მოინდომებს, მერეც შეუძლია სხვა რელიგიის არჩევა. მშობელი კი მოვალეა, შვილი ეკლესიურად აღზარდოს. ბავშვი, რომელიც ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებზე იზრდება, გაცილებით ჯანსაღად ვითარდება. მისი ნორჩი გული აღარ ირყვნება ათასგვარი გახრწნილებით, სუფთა და სპეტაკი რჩება."

/მამა ირაკლი კუთხაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2020, 08:29 PM

"ნათლია ვალდებულია, იყოს სამაგალითო ადამიანი ნათლულისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2020, 08:41 PM

"ნათლისღების დროს, ყოველი ადამიანის დაცემულ ბუნებაში მყოფი სატანა, ადამიანისგან განიდევნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2020, 01:27 PM

"ნათლისღებამდე ადამიანი ცოდვის შხამს, მთელი თავისი შედეგების სიმძიმით თავის თავში ატარებს. ის... სატანის ზეგავლენას განიცდის, რომელიც მასზე მბრძანებლურად მოქმედებს... ნათლისღება ადამიანს ყველა ამ ბოროტებისაგან ათავისუფლებს... ის (ადამიანი) სატანის ბატონობისაგან თავისუფლდება, და ახლა უკვე მას ადამიანზე ძალაუფლება და მასში თვითნებურად მოქმედების ძალა ეკარგება".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2020, 01:43 PM

"საიდუმლოების ლოცვებიდან აშკარად ჩანს, რომ თუ დადებითი თვალსაზრისით, ნათლობა ქრისტესთან შეკავშირების მეშვეობით ადამიანის სულიერ აღორძინებას წარმოადგენს, უარყოფითი მხრივ ნათლობა, უწინარეს ყოვლისა, არის მონათლული ადამიანის ეშმაკის მონობისგან განთავისუფლება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 09:44 PM

"სიტყვა აიაზმა მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან "აგიოს", რაც წმინდას, განწმენდილს ნიშნავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 02:55 PM

"ჩვენი პატრიარქისგან მომისმენია, - იმ დროის ნაკურთხი წყალი მაქვს, როდესაც დავიბადე და დღემდე უხრწნელიაო".

/დეკ. დავით ქვლივიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2020, 08:18 PM

"ნათლისღებისას სულიწმინდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმინდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს".

/დეკ. დავითი (ხაჭაპურიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2021, 08:42 PM

"საერთოდ, ნათლობის დროს ხდება ჯვარცმა, როდესაც ადამიანი ინათლება, ის ემსგავსება ჯვარცმად გამზადებულ იესო ქრისტეს. ნათლისღების დროს ემბაზი წარმოადგენს ქრისტეს საფლავს. წყალში სამგზის შთაფლვა განასახიერებს ქრისტეს სიკვდილს და სამ დღე საფლავში დაფლვას, - ქრისტე სამი დღე იყო დაფლული საფლავში და მესამე დღეს აღდგა. წყლიდან ამოსული ადამიანი ემსგავსება იესო ქრისტეს, ამიტომაც ნათლობა არის მიმსგავსება ჯვარცმისა. იესო ქრისტეს ჯვარცმას ნათლისღებასაც ეძახიან: იცით ნათლისღებით ნათლისღება, რომლითაც მე? - ბრძანებს უფალი ჯვარცმის წინ, ამიტომაც არის რომ ახალ აღთქმაში ნათლისღება ჯვარცმის განსახიერებას წარმოადგენს".

/დეკ. დავით ქვლივიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2021, 09:30 PM

"ქრისტეს მიერ წყლის გაწმენდაზე ეშმაკთაგან ერთი ასეთი გადმოცემა არის გაზეთის "საფარა N1" ფურცხლებზე. იგი მოუძიებია წმიდა ექვთიმე თაყაიშვილს და ასე წარმოგვიდგება: როცა ევას კაენის მშობიარობის ვადა მოუახლოვდა, ხშირად ტიროდა, რადგანაც სიკვდილისა ეშინოდა. ერთხელაც მასთან გაჩნდა სატანა და ჰკითხა ტირილის მიზეზი. როცა კითხვაზე პასუხი მოისმინა, სატანამ უთხრა, რომ იგი გადაარჩენდა ევას სიკვდილისგან თუ მიჰყიდდა ყველა მისი შთამომავლის სულს. ევა მაშინვე დაეთანხმა. სატანამ მოიტანა ერთი ქვა, დაწერა მასზე ევას პირობა და ცოლ-ქმარს მოაწერინა ხელი, შემდეგ კი ეს ქვა იორდანეში გადააგდო, რათა სამუდამოდ დაფარული ყოფილიყო იგი ადამიანთა თვალთაგან. ამ ქვას თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ და დარაჯობდნენ ეშმაკები, რომ შემთხვევით არ ამოეღო ადამიანს თავისი საჭიროებისათვის. ნათლისღების დროს ქრისტე სწორედ ამ ქვაზე დადგა, რომელზეც ადამისა და ევას პირობა ეწერა. ქვა მაშინვე გადაიქცა მარილად, დაიფშვნა და შეჭმული იქნა თევზების მიერ. ასე გახეთქა იესო ქრისტემ "ხელით წერილი" ადამისა და ევას მიერ სატანისათვის მიცემული და პირველი ადამიანების შთამომავლობა გამოხსნილი იქნა სატანის კლანჭებისაგან. (ეს გამოხსნა სრულყოფილ იქნა ჯვარზე.) სწორედ ამით შემუსრა წყალში მიმალული ყველა ეშმაკი, გაწმინდა წყალი და მიანიჭა მას ის სულიერი ძალა, რომელიც მას აქვს ნათლობისას".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2021, 08:17 PM

---------------------

"მონათლულს გულზე ჰკიდებენ ჯვარს იმისათვის, რომ მუდამ ახსოვდეს: არ შეიძლება ცხონება, თუ არ სწამს ჯვარცმული ქრისტე და თუ არ დაიცავს მის მიერ ბოძებულ მცნებებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 10:22 PM

"დაახლოებით ათი წლის წინ აჭარიდან ახალგაზრდა დამიკავშირდა.
თქვენთან შეხვედრა მსურს, მუსლიმ ოჯახში დავიბადე, მაგრამ ქრისტიანობას კარგად მინდა გავეცნო, მერე მოვინათლებიო...
ვერ მოვისვენე, ზაფხული იდგა, დავადექი გზას აჭარისკენ...
შევხვდი, ზღვის სანაპიროზე გავედით. უამრავი ვისაუბრეთ... აზროვნებით, მენტალობით, შინაგანად ქრისტიანი იყო...
ორი-სამი დღე დავრჩი... ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს, ვსაუბრობდით, ბევრს ვსაუბრობდით...
მეოთხე დღეს ის ჩემი ნათლული გახდა, პეტრე დავარქვი...."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

"სინათლის მიღება ყველას არ შეუძლია. ვინც სიბნელეს დიდი ხნით მიეჩვია, მას მზის სხივი უფრო მეტად აბნელებს...
ნათლისღება კი აუცილებელია მარადიული სიცოცხლისთვის!...
გ ი ლ ო ც ა ვ თ !.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2021, 08:52 PM

"თუ სულიერი მშობლები ვართ ვინმესი, ანუ ნათლობის საიდუმლოს თანაზიარნი, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თუ საქმის ვითარება არ გვაძლევს უფლებას მივიღოთ უშუალო მონაწილეობა ჩვენი ნათლულების აღზრდაში, ვალდებულები ვართ, ვილოცოთ მათთვის. მაგრამ ჩვენ არც ვლოცულობთ სათანადოდ და თუ ისინი ღმრთის მგმობელები გაიზრდებიან, ან თუნდაც ურწმუნონი, ამაში მშობლებთან ერთად ჩვენც ვიქნებით დამნაშავენი".

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2021, 05:37 PM

"ნაკურთ წყალს უდიდესი მოწიწებით უნდა მოვექცეთ. უდიერად მოპყრობის შემთხვევაში გაიხრწნება. არ შეიძლება ბაგით შევეხოთ ბოთლს, რომელშიც ნაკურთხი წყალია, ან თავდაუხურავი დავტოვოთ".

/დეკ. დავით ქვლივიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2021, 08:32 PM

"მოციქულთა ზოგიერთი თანამედროვე წერს, რომ იესო ქრისტემ მონათლა პეტრე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, პეტრემ კი ყველა დანარჩენი მოციქული".

/ბერი ექვთიმე ზიგაბენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2021, 08:24 PM

" - რატომ გამოიყენება წყალი ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დროს?
- მაცხოვარი პირდაპირ ამბობს, - ვინც არ იშვების წყლითა და სულით, მას ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფევლისა ღვთისა, ანუ წყალი არის სულიერი შობის ერთ-ერთი იარაღი, როგორც ხორციელი შობის იარაღია დედა და მამა, ასევე არის სულიერი შობის იარაღი - სული და წყალი, სულიერი შობა სულიწმიდით და წყლით ხდება. ეს პირდაპირ უფალმა დააწესა, უფალმა დაადგინა".

/დეკ. დავით ქვლივიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2021, 08:40 PM

"ნათლობის წმინდა ემბაზი "საფლავიცაა" და "დედა ეკლესიის წიაღიც": აქ კვდება ძველი ადამიანი, იბადება ახალი, იგი უარყოფს განხრწნადს - იღებს უამრავ უხრწნელ სიკეთესთან მიახლების უფლებას! ამიტომაცაა, რომ ეს საიდუმლოება "ცოდვათა მიტევების" საიდუმლოდ კი არ სახელდება, არამედ "ნათლისღების", "მეორედ შობის" საიდუმლოდ, "კვალად შობის საბანელად"!

/არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2021, 09:20 PM

"წმიდა ნათლისღების წყალობით ცოდვას ადამიანზე ბატონობის ძალა ჩამოერთმევა"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 08:50 PM

"ეკლესიაში მონათლულ ადამიანს, ნათლობისას საიდუმლოდ ენიჭება მადლი, რომელიც მასში დაფარულად მკვიდრობს; შემდეგ კი იმისდა მიხედვით, თუ როგორ აღასრლებს ის მცნებებსა და შინაგანად სასოებს უფალს, ეს მადლი უკვე თავს იჩენს მორწმუნე ადამიანში".

/ღირსი მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 08:30 PM

"ვინაიდან ადამიანი ორი ნაწილისგან შედგება - სულისა და სხეულისგან, ამიტომ განწმენდაც ორნაწილედია: უსხეულო - უსხეულოსთვის და სხეულებრივი - სხეულისთვის. წყალი წმენდს სხეულს, სულიწმიდა კი სულს ბეჭდავს, რათა უფალს შევუდგეთ წმინდა წყლით განბანილი სხეულითა და მოსხურებული გულით"

/წმ. კირილე იერუსალიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2021, 08:15 PM

"ნათლისღება არის ადამიანის ეკლესიის წევრად ჩარიცხვის საიდუმლო, ქრისტეს ძალით მამა ღმერთისათვის მისი შვილების გზით. ამგვარად, ნათლობა ეკლესიის საერთო საქმეა და ზეიმია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2021, 06:22 PM

"წმინდა კირილე იერუსალიმელის სიტყვით, კურთხევის შემდეგ მოსანათლისთვის წყალი "კუბოდ და დედად" იქცევა. კუბოდ იმიტომ, რომ ემბაზში ჩასვლით ადამიანი მსგავსებით უერთდება ქრისტეს სიკვდილს; დედად იმიტომ, რომ სანათლავი სიკვდილის მიერ მისი ხელახალი დაბადება ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2021, 08:24 PM

"იორდანეში ჩასვლით უფალმა იესო ქრისტემ წყალიცა და მასთან ერთად სამყაროს ყველა სტიქია და საერთოდ მატერია აკურთხა. ამ მოვლენის შემდეგ მთელმა ბუნებამ კვლავ შეიძინა ძალა მადლისმიერ ნიჭთა მიღებისა და გარკვეულწილად მადლის შენახვისა. ამაშია წყლისა და სხვა სტიქიათა და საგანთა კურთხევის საფუძველი. წყალი ძველთაგან იყო განწმენდის, ხოლო მასში შთაფლვა - სინანულის სიმბოლო. ამასთანავე, როგორც სიცოცხლისათვის აუცილებელი, იგი სიცოცხლის სიმბოლოც იყო"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2021, 08:43 PM

"ყველა ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ ნათლისღების საიდუმლოში ბოძებული ტალანტი, საწინდარი ახალი ცხოვრებისა, პირადი ძალისხმევით, ზოგერ კი მთელი მცხოვრების ღვაწლით მრავლდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2021, 09:02 PM

"უკვე თვით ნათლისღების საიდუმლოს განსაზღვრება მეტყველებს იმაზე, რომ იგი ადამიანის ცხოვრებაში ძირეულ გარდატეხასთანაა დაკავშირებული. ქრისტიანად გახდომა მხოლოდ მრწამსის ან თუნდაც ცხოვრების წესის შეცვლას არ ნიშნავს, იგი სრულ გარდაქმნას, ახალ ადამიანად გადაქცევას გულისხმობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 02:19 PM

"ნათლისღება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე წყალში სამგზის შთაფვლისა და მის მნათლავის მიერ ყოვლადწმიდა სამების, მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელის მოწოდების დროს, ხორციელი, ცოდვილი ცხოვრებისათვის კვდება და სულიწმიდის მიერ სულიერ და წმინდა ცხოვრებაში აღდგება. ამით ახალმონათლული ეკლესიაში შედის და მისი წევრი ხდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 10:30 PM

"თუ წყალში არის გარკვეული მადლი, მაშინ ეს წყლის ბუნებაში კი არ არის, არამედ სულის მყოფობაშია. რადგან ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით, არის არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინდისის სწრაფვა ღვთისაკენ".

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 02:06 PM

"ვინც ინათლება, თავისუფლდება და განიწმინდება ყოველი ცოდვისაგან - არა მხოლოდ სიტყვისა და საქმისაგან, არამედ ვნებიანი აზრებისაგანაც".

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2021, 05:10 PM

"ემბაზის წყალი უბრალო სითხე არ არის, ეს წყალი სულიწმიდის მადლით არის გაჯერებული"

/მღვდელი დანიელ სისოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2021, 06:24 PM

"მონათლული სხეულს კი არ განიშორებს, არამედ ცოდვილიან შებილწულ სამოსს"

/ნეტარი თეოდორიტე კვირელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 08:31 PM

"კურთხეულნო ქრისტიანენო, საჭიროა, რომ მათ, ვინც ნათლისღება წმინდა სამების სახელით მივიღეთ, თავი დავიცვათ ეშმაკის ყველა საქმისა და მანქანებისაგან, რათა არ წავბილწოთ ჩვენი ცოდვებით წმინდა ნათლობის მადლი და არ დავარღვიოთ ჩვენი აღთქმა, რომელიც მივეცით ქრისტეს"

/წმ. ანთიმოზ ივერიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 10:36 PM

"როგორც ცნობილია, ნათლისღებისას ადამიანში თავად ღვთის ძე ეკვრება ჯვარს, რადგან ჩვენი ხორცი სხვაგვარად, ქრისტე იესოს მიმართ ჯვარცმის გარეშე, ვერ განშორდება ცოდვას, როგორც დაწერილია: "ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლეთ" (რომ. 6.3)".

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 08:02 PM

"ნათლისღების" - შეიმეცნეთ, რომ მონანიებას მოსდევს ნათლობა. რადგან მონანიება თავისთავად ვერ განგვწმენდს, ამიტომ ვინათლებით, რომ ყველაფერი ქრისტეს მადლის საქმე იყოს"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 08:30 PM

"უფალი ერთხელ მოკვდა და აღდგა, სიკვდილს აღარ აქვს ძალა მაზე. ასე რომ, არ არსებობს მეორედ ნათლობა, როგორც არ არსებობს მეორედ ჯვარცმა"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 07:41 PM

"ეკლესიაში თითოეული მონათლულის სახით მარადიულად იბადება ქრისტე"

/წმ. ანდრია კესარიელი/

--------------------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 12:18 PM

---------------------

"როცა ვამბობთ: "ინათლება მონა ღმრთისა" - ბავშვი ქრისტიანი ხდება, და ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი უკვე მონათლულია, ის ქრისტიანია. მისი გულიდან და მთელი არსებიდან გადის დემონური ენერგია, ის განიძარცვება ძველი კაცისგან და ქრისტეს შეიმოსავს, მის გულს მადლი დაფარავს და ის ერთი მთლიანი ხდება ქრისტესთან".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 05:27 PM

"მახსოვს, ათონის წმინდა მთაზე, ახალ სკიტში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, რამდენიმე ებრაელი გვესტუმრა, სამი თუ ოთხი კაცი. ერთ-ერთ მათგანში რაღაც განსაკუთრებული იგრძნობოდა. როცა ამის შესახებ ვკითხეთ, გვითხრა, რომ იგი ოცდაშვიდი წლისაა და ყრმობისას მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. რა მოხდა მერე? დედა კვიპროსელი ჰყავდა, ებრაელს გაჰყვა ცოლად. როცა ბავშვი შეეძინა, მონათლა. ორი წლის მერე დედა ქმარს გაშორდა და შვილი მამას დაუტოვა. ანუ, ფქტობრივად, დედა ნანახი არ ჰყავდა, მაგრამ იცოდა, რომ ის ქრისტიანი ქალის შვილი იყო და მონათლული. დანარჩენით კი ჩვეულებრივი ებრაელი გახლდათ: დადიოდა სინაგოგაში, არ სწამდა ქრისტე და ბერძნული ენაც არ იცოდა. მაგრამ, რადგან მონათლული იყო, შიგნით მადლს ატარებდა".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2022, 01:33 PM

"თუ სულიერი მშობლები ვართ ვინმესი, ანუ ნათლობის საიდუმლოს თანაზიარნი, განა ვასრულებთ ჩვენ მოვალეობებს ნათლულის მიმართ? თუ მხოლოდ მონათლულის მშობლებთან უფრო მჭიდრო მეგობრული კავშირის დასამყარებლად ჩავიდინეთ ეს? ვეხმარებით თუ არა მშობლებს მათი შვილის აღზრდაში? ჩვენ ხომ ემბაზთან ფიცით უარვყავით და განვაგდეთ ეშმაკი და განუვდექით ყოველთა საქმეთა მისთა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თუ საქმის ვითარება არ გვაძლევს უფლებას, მივიღოთ უშუალო მონაწილეობა ჩვენი ნათულების აღზრდაში, ვალდებულები ვართ, ვილოცოთ მათთვის. მაგრამ ჩვენ არ ვლოცულობთ სათანადოდ და თუ ისინი ღმრთის მგმობელები გაიზრდებიან, ან თუნდაც ურწმუნონი, ამაში მშობლებთან ერთად ჩვენც ვიქნებით დამანშავენი".

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2022, 02:06 PM

"მივიღეთ რა ნათლისღების საიდუმლო, უარვყავით რა ეშმაკი და ყოველივე მისი საქმენი, პირობა დავდეთ, რომ ქრისტერსთან შეერთების შემდეგ მას ვემსახურებით მთელი ჩვენი ცხოვრებით, მაგრამ რამდენჯერ დავარღვიეთ ეს აღთქმა! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 07:29 PM

"როგორც წარღვნის წყალმა მთელი დედამიწისაგან წაშალა ყველა ცოდვა და უსჯულოება, წმინდა ნათლისღების წყალიც წმენდს მთელ კაცობრიობას როგორც პირვანდელი ცოდვის, ასევე ბოროტი ნებით ჩადენილი პირადი ცოდვებისაგან".

/წმ. ანთიმოზ ივერიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2022, 09:08 PM

"ნათლობის საიდუმლოებაში კათოლიკური და მართლმადიდებლური ტრადიციების განსხვავება ნათლობის ფორმულაში და ამ საიდუმლოს აღსრულების წესში გამოიხატება. მოციქულთა კანონების 49-ე წესიდან ამოღებული სიტყვების ნაცვლად "ინათლება მონა ღვთისა სახელითა მამისათა, ამინ და ძისათა, ამინ და სულისა წმიდისათა, ამინ: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ"; კათოლიკე მღვდელი წარმოთქვამს ფორმულირებას, რომელშიც მისი პირადი თანამონაწილეობაა გამოხატული: "მე გნათლავ შენ სახელითა მამისათა და ძისათა და სუისა წმიდისათა, ამინ".
კათოლიკურ ტრადიციაში მირონცხების საიდუმლოს კონფორმაცია ეწოდება და მას ეპისკოპოსი მირონის ცხებითა და ხელდასხმით აღასრულებს, როდესაც მონათლული სრულწლოვანებას, როგორც წესი, 14 წელს მიაღწევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2022, 12:01 PM

"სამოციქულო წესი ამბობს: "ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, რომელიც მონათლულს ხელახლა მონათლავს, განკვეთილ იყოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2022, 07:46 PM

"ხალხში ხშირად ამბობენ: "ნათელ-მირონობა სისხლით ნათესაობაზე მტკიცეაო". ეს ნიშნავს, რომ "ნათლიად" მოკიდებული ოჯახები ერთმანეთის მიმართ ნათესავებად ითვლებოდნენ და მათ შორის საქორწინო ურთიერთობის დამყარება დაუშვებელი იყო. ნათელ-მირონიც ცხრა თაობის ფარგლებში მოიაზრებოდა. ნათლიად უმეტესად მეჯვარე ხდებოდა. თუმცა შეიძლებოდა იგი სხვაც ყოფილიყო. მეჯვარედ, ნათლიად ამჯობინებდნენ არანათესავს. სამეგრელოში ნათლიას "მორდუ" ჰქვია, გურიაში - "ბუდუა", სხვა კუთხეებში კი - "ნათლია".
ტრადიციულად ქართველი კაცი მშობლებისა და და-ძმების (დედმამიშვილის) შემდეგ, ახლობლად მეჯვარეს, ნათლიას მიიჩნევდა. ნათლიმამასა და ნათლიდედას სულიერ მშობლებად რაცხდა. იმერეთში (ოკრიბაში) წესი იყო, ნათლულს ნათლია წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოენახულებინა და ძღვენითა და საპატიო მისართმეველით, ცხრა დასახელების მოსაკითხით, ასევე იქცეოდა ნათლიაც ნათლულის მიმართ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 288/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 12:13 PM

"ნათლისღების წყალი შინაგანად უზმოზე გამოიყენება, ხოლო გამონაკლის, კრიტიკულ შემთხვევაში - ნებისმიერ დროს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 08:11 PM

" - რატომ ნათლავენ ქრისტიანები ადამიანს ბავშვობის ასაკში?

- ბავშვებს პატარაობის ასაკში იმიტომ ნათლავენ, რომ გამოყონ ისინი ურწმუნოთაგან და ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს შეუერთონ; ასევე, რათა ისინი იზრდებოდნენ პირველქმნილი ცოდვის გარეშე, უფლის მადლით მოსილნი; რათა მივსდიოთ მორჩილებით ქრისტეს შეგონებას: "აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი". კიდევ იმიტომ, რომ წმიდა ნათლისღებამ დაიკავა ძველი აღთქმის წინადაცვეთის ადგილი, რომელიც, აგრეთვე, ბავშვობის ასაკში ხდებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2022, 02:11 PM

"ქრისტიანულმა ეკლესიამ კიდევ უფრო გააფართოვა იმ პირთა წრე, რომელთა შორისაც ქორწინება ნათესაური კავშირის გამო იკრძალებოდა. ქრისტიანობამ შემოიღო ნათესაობის ახალი სახეობა, ე.წ. "სულიერი ნათესაობა", რომელიც ნათელმირონობით მყარდებოდა. საეკლესიო სამართლის სფეროში ნათლობას იგივე მნიშვნელობა ენიჭებოდა, როგორც სამოქალაქო სამართლის მიხედვით დაბადებას. შეიქმნა შეხედულება, რომ "სულიერი ნათესაობა" ქორწინებისათვის ისეთსავე დამაბრკოლებელ გარემობას წარმოადგენს, როგორც სისხლითი, ვინაიდან ეს არის სულიერი კავშირი შექმნილი უშუალოდ ღმრთის შუამდგომლობით"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.254/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 09:49 PM

"ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2022, 01:13 PM

"მონათლული ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, ყოველი ძველი, ცოდვისგან წამხდარი ფერი განიძარცვოს და ახალი, განათლებული მადლით შეიმოსოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 08:28 PM

"ნაკურთხი წყლით შეიძლება დაიზილოთ მტკივნეული ადგილები, აკურთხოთ ნივთები, საკვები, საცხოვრებელი სახლი, ეზო და ა.შ. თავის ან სხვა ტკივილის დროს შეიძლება გამოვიყენოთ ნაკურთხ წყალში დასველებული კომპრესები; უძილობის ან ცუდი სიზმრების დროს შეგვიძლია საღამოსაც მივიღოთ მცირე დოზით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2022, 07:39 PM

"ქრისტეს მიერ წყლის გაწმენდაზე ეშმაკთან ერთი ასეთი გადმოცემა აის გაზეთის "საფარა N1" ფურცლებზე. იგი მოუძიებია წმიდა ექვთიმე თაყაიშვილს და ასე წარმოგვიდგება: როცა ევას კაენის მშობიარობის ვადა მოუახლოვდა, ხშირად ტიროდა, რამეთუ სიკვდილისა ეშინოდა. ერთხელაც მასთან გაჩნდა სატანა და ჰკითხა ტირილის მიზეზი. როცა კითხვაზე პასუხი მოისმინა, სატანამ უთხრა, რომ იგი გადაარჩენდა ევას სიკვდილისაგან თუ მიჰყიდდა ყველა მისი შთამომავლის სულს. ევა მაშინვე დაეთანხმა. სატანამ მოიტანა ერთი ქვა, დაწერა მასზე ევას პირობა და ცოლ-ქმარ მოაწერინა ხელი, შემდეგ კი ეს ქვა იორდანეში გადააგდო, რათა სამუდამოდ დაფარული ყოფილიყო იგი ადამიანთა თვალთაგან. ნათლისღების დროს ქრისტე სწორედ იმ ქვაზე დადგა, რომელზეც ადამისა და ევას პირობა ეწერა. ქვა მაშინვე გადაიქცა მარილად, დაიფშვნა და შეჭმული იქნა თევზების მიერ. ასე გახეთქა იესო ქრისტემ "ხელით წერილი" ადამისა და ევას მიერ სატანისათვის მიცემული და პირველი ადამიანების შთამომავლობა გამოხსნილი იქნა სატანის კლანჭებისაგან. (ეს გამოხსნა სრულყოფილ იქნა ჯვარზე). სწორედ ამით შემუსრა წყალში მიმავალი ყველა ეშმაკი, გაწმინდა წყალი და მიანიჭა მას ის სულიერი ძალა, რომელიც აქვს მას ნათლობისას".

/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია" გვ. 46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2022, 03:40 PM

"მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში 9 მაისს მივიდა ერთი ვეტერანი და სთხოვა, მაშინვე მოენათლათ. არადა არც ერთი მღვდელი არ იყო ადგილზე და არც მობილური ტელეფონები იყო ხელმისაწვდომი, მოსკოვი კი დიდი ქალაქია. მოხუცს ურჩიეს, მეორე დღეს მოსვლა, მაგრამ ის ძალიან სთხოვდა, რომ იმავე დღეს მოენათლათ, რადგან ვიღაცამ ძილში უთხრა - დღესვე წადი ტაძარში და მოინათლეო.

მოხუცის ხილვას ბახუსს ვერ დააბრალებდნენ - ის სრულებით ფხიზელი იყო. მისი ასაკისა და საბრძოლო ჯილდოების პატივისცემის გამო დაიწყეს მოძღვრების ძიება და ერთს მიაწვდინეს ხმა. ის მოვიდა, მონათლა მოხუცი, სცხო მირონი და შეიყვანა საკურთხეველში, როგორცაა წესი მამრობითი სქესის ახლად ნათელღებულის შემთხვევაში. საკურთხეველში მოხუცმა პირჯვარი გამოისახა, დაიხარა და... გარდაიცვალა.

მან დიდი ცხოვრების გზა განვლო და გარდაიცვალა ზუსტად ნათლობის შემდეგ - ანგელოზებრივი სისუფთავით და თანაც ტაძრის ყველაზე უფრო წმიდა ადგილას - საკურთხეველში. რა დამსახურების გამო ეღირსა ის ასეთ ჯილდოს? - ეს მხოლოდ ღმერთმა იცის".

/მონაზონი ნატალია (კავერზნევა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2022, 08:41 PM

"ერთი ადამიანის ნათლულებს შორის ქორწინება დაუშვებელია. ეს იგივეა, რომ ხორციელმა და-ძმამ იქორწინოს. მაგალითად, საბერძნეთში აქვთ ასეთი წესი, თუკი ადამიანი პირველად მონათლავს გოგოს, მთელი ცხოვრება გოგონებს ნათლავს, თუ ბიჭს - შემდგომ მხოლოდ ბიჭებს. ასევე, საბერძნეთში ძირითადად ერთი ნათლია ჰყავთ, მაგრამ თუ ორი ნათლია ეყოება, მაშინ ორივე უნდა ერთი სქესის - ან ორივე ქალი, ან ორივე კაცი. ასეთი წეს-ტრადიციები თავისთავად გამორიცხავს, რომ ერთი კაცის ნათლულებმა იქორწინონ და ერთი ბავშვის ნათლიები დაქორწინდნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2022, 08:54 PM

"სახლში მუდამ უნდა გვქონდეს საკმაო ნაკურთხი წყალი და ვიყენებდეთ მას ყოველგვარი საჭიროების დროს - როცა ავად ვართ, ან სადმე მივემგზავრებით, თუკი სიმშვიდე გვაქვს დაკარგული, როცა მოსწავლეები გამოცდაზე მიდიან. კარგად იქცევიან ისინი, ვინც ყოველდღე ჭამამდე სვამენ მცირეოდენ ნაკურთხ წყალს. იგი განამტკიცებს ჩვენს სულიერ ძალებს, რასაკვირველია, თუ ამას ლოცვითა და მოწიწებით ვიქმთ და არა მექანიკურად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2022, 05:27 PM

"ჯვარი, რომელიც მოუტანეთ ნათლულს და ღვთისმსახურმა ჩამოჰკიდა მას - თქვენსა და თქვენს ნათლულს შორისაა. ღმერთმა დაგიფაროთ, რომ რომელიმემ უარყოს ან არ ატაროს იგი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2023, 05:53 PM

"იღუმენი პავლე მოგვითხრობს:

"ერთხელ ნათლობის მსახურების შესრულების რიგმა მომიწია, მაგრამ აი, რამ დამაბნია: მერიის მაღალი თანამდებობის პირი მოვიდა ცოლთან ერთად კინოკამერის თანხლებით, ქალს კი არ სურდა წყალში შთაფლვა, რომ კინოგადაღებისთვის საგანგებოდ გაკეთებული ვარცხნილობა არ გაეფუჭებინა. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მამა ვასილიმ [ოპტინელი] შემომთავაზა, შეგცვლიო, ნათლობის წინ იქადაგა და ისე, რომ ქალს გული აუჩუყდა და ვარცხნილობაც გადაავიწყდა. სხვათა შორის, შევნიშნე, რომ ნათლობის წინ ყოველ ჯერზე ქადაგებას ახლებურად ამბობდა. ის ამბობდა იმას, რასაც სული უკარნახებდა იმ ჟამს და რისი თქმაც სურდა იმ კონკრეტული ადამიანებისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2023, 08:18 PM

"კარგად ვიცით, რომ მართლმადიდებლობა იწყება ეკლესიით, ეკლესიაში აღესრულება პირველი საფეხური - ნათლობა უფალთან მიახლოებისა, რომელიც ღვთაებრივს ხდის ადამიანს. ამიტომ ნათლობის დროს ყველა ცოდვა არის მიტევებული. ადამიანი განწმენდილია და შემდეგი ეტაპია, როდესაც ადამიანი ფეხს უწყობს ცოდვას. ღმერთმა აქაც მოგვცა საშუალება, განწმენდა აღსარებით, სინანულით და მარხვით. ამისთვის ადამიანი მოდის სწორედ იმ სულიერ საავადმყოფოში, რომელსაც ეკლესია ჰქვია და განიწმინდება თავისი ცოდვებისაგან"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2023, 04:51 PM

"ბევრს ჰქონდა შემჩნეული, რომ მამა გიორგის [ბეთანიელი] წინასწარმეტყველებანი ზედმიწევნით სრულდებოდა. ერთხელ მონასტერში უცნობი ახალგაზრდა კაცი მივიდა. უცებ მამა გიორგიმ სახელით მიმართა მას, თუმცა არც კი იცნობდა. გაოცებულ სტუმარს მამა გიორგიმ უპასუხა, - როცა შენ გნათლავდნენ ამა და ამ ეკლესიაში, მეც იქ ვიყავიო. მაგრამ საქმე ის იყო, რომ ეს ამბავი 30 წლის წინ მომხდარიყო, როცა ის კაცი 2 თვის ყრმა იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2023, 02:24 PM

ნათლისღების დღესასწაულზე წყალი მთელ მსოფლიოში ნაკურთხია

"მთელ რუსეთში სახელგანთქმულ ერთ მოძღვარს ჰკითხეს, მრავალწლიანი პატიმრობისა საღმრთო ლიტურგიას როგორ აღასრულებდიო, რაზეც ხუცესმა მიუგო:

"მღვდლების უმრავლესობამ ლიტურგიის ტექსტი ზეპირად იცოდა. პურს, თუმცა არა ხორბალს, ადვილად ვშოულობდით, ღვინოს შტოშის წვენით ვანაცვლებით, ტრაპეზად, რომელზეც ლიტურგია სრულდება, რომელიმე ბეჭბრტყელ პატიმარ მღვდელს ვირჩევდით ხოლმე. ის წელზევით შიშვლდებოდა, დაწვებოდა და ლიტურგიას სწორედ მის მკერდზე ვასრულებდით - ბანაკში ხომ ყველანი მოწამეები და აღმსარებლები იყვენენ და ნებისმიერ წუთს ქრისტესთვის თავის გასაწირად იყვნენ გამზადებულნი.

"მამაო, ნათლისღების დროს წყალს როგორღა აკურთხებდით? ლიტურგიას ხშირად აღასრულებენ და ამიტომ მისი დაზეპირება ადვილია. სამაგიეროდ, წყალკურთხევის ლოცვები გრძელია და თანაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ იკითხება".

"ამ ლოცვების ზეპირად ცოდნა არც იყო საჭირო, რადგან თუ იმ დღეს დედამიწაზე ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში მაინც აღესრულება წყლის კურთხევის დიდი საიდუმლო, მაშინ, ეკლესიის ლოცვით, რომლის დროსაც ყველა წყლის ბუნება იკურთხება, მსოფლიოს ყველა წყლის ბუნება იკურთხება, მსოფლიოს ნებისმიერი წყალსატევი ნაკურთხი წყლითაა სავსე. ჰოდა, ჩვენც წყალს ნებისმიერი წყაროდან ვიღებდით, რადგან ის უხრწნელი, მადლისმიერი და ნაკურთხი იყო და, ყველა სხვა ნაკურთხი წყლის დარად, წლობით ინახებოდა".

ანტირელიგიური პროპაგანდის სპეციალისტები სულ ცოტა ხნის წინ გვიმტკიცებდნენ, ნაკურთხი წყალი წლობით იმიტომ არ ფუჭდება, რომ მღვდლები მასში უჩუმრად ვერცხლის ზოდებს, ჯვრებსა და ფულს ყრიანო. ამის პასუხად ეკლესიის მრევლის ერთმა გონებამახვილმა წევრმა შემდეგი თავსატეხი მოიგონა: ვერცხლის რამდენი იონი იქნება საჭირო ერთ ლიტრ ნაკურთხ წყალზე, თუკი კურთხევა ჩატარდება ვოლგის შუაგულში მდებარე ყინულჭრილში, სადაც მდინარის სიგანე ერთი კილომეტრია, სიღრმე - შვიდი მეტრი, დინების სიჩქარე - საათში ხუთი კილომეტრი, ხოლო ჯვარი, რომლითაც წყალკურთხევას ღარიბი ტაძრის მღვდელი ჩაატარებს, სულაც ხისა იქნება?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2023, 08:13 PM

"[ღირსი ბესარიონ მეგვიპტელი] ყოველგვარი არაწმინდებისაგან თავს ლოცვით და ხორცთა თრგუნვით იმარხავდა და ცდილობდა, წმინდა ნათლისღებით მიღებული სულიერი სამოსი არ შეებილწა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2023, 02:49 PM

"ძალიან უყვარდა [მონაზონ პელაგია ქსოვრელს] ნათლისღების დღესასწაული. წირვის შემდეგ, მდინარეზე ჩავდიოდით, ყინულს ჯოხით ჩაამტვრევდა და, ასაკის მიუხედავად, წყალში აუცილებლად განიბანებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2024, 04:49 PM

"პარასკევს, [2024 წლის] 19 იანვარს მსოფლიო პატრიარქი იულიუსის კალენდრით ნათლისღების დღესასწაულზე პრუსიის სამიტროპოლიტოს დაბა ტრიგლიას წმინდა ბასილი დიდის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრო...

მსახურების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქი, მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები ოფიციალურ პირებთან და მრევლთან ერთად სანაპიროზე გავიდნენ, სადაც მსოფლიო პატრიარქმა ჯვრის "წყალში შთაფლვის" რიტუალი აღასრულა.

ჯვრის ამოსატანად წყალში ექვსი მორწმუნე გადახტა. ბატონი ვიქტორ გალიფ იავუზი პირველი მიცურდა ჯვართან. მსოფლიო პატრიარქმა მას გულსაკიდი ჯვარი გადასცა, რის შემდეგაც კიდევ რამდენიმე სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. მგალობლებმა ნათლისღების კალანდა და სხვა სადღესასწაულო სიმღერები შეასრულეს".


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)