ერქომაიშვილები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერქომაიშვილები |
Nanio |
May 7 2007, 09:45 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
ერქომაიშვილები ხალხურ მომღერალ-მგალობელთა ტრადიციული ოჯახია, თომა, ივანე, გიორგი, გიგო და მისი 10 ქალ-ვაჟი, მათი შვილები და შვილიშვილები, გურული სიმღერის კარგი შემსრულებლები იყვნენ. განსაკუთრებით გამოსაყოფია გიგო და მისი 3 ვაჟი არტემი, ანანია და ვლადიმერი.
არტემი დაიბადა 1887 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მაკვანეთში. ის თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი და მომღერალი იყო. ურთულესი გურული სიმღერების შესრულებას დაეუფლა ბავშვობაშივე. 1911 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1924 წლიდან ხელმძღვანელობდა ხალხურ გუნდებს სოფელ მაკვანეთში, ბათუმსა და მახარაძეში (ახლანდელი ოზურგეთი). 1929 წელს მისმა გუნდმა კონცერტები გამართა მოსკოვსა და პეტერბურგში და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. გუნდის რეპერტუარის თვალსაჩინო ნიმუშები ჩაიწერეს ფონოგრაფზე. 1950 წლიდან მახარაძის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა. იგი ქართული სასულიერო გალობის უკანასკნელი შემსრულებელია იყო. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორისტიკის კათედრაზე ინახება მის მიერ შესრულებული საგალობლის ჩანაწერი. არტემი გარდაიცვალა 1967 წლის 2 თებერვალს. ანანია დაიბადა 1894 წლის 3 იანვარს სოფელ მაკვანეთში. ის თავისივე ძმის, არტემის მოწაფე იყო. ჰქონდა მოქნილი, ფართო დიაპაზონის ხმა, ოსტატურად ასრულებდა ყველა ხმას. გარდაიცვალა 1977წლის 31 იანვარს. ვლადიმერი დაიბადა 1897 წლის 23 თებერვალს სოფელ მაკვანეთში. მან მოღვაწეობა დაიწყო არტემის გუნდში. შემდეგ იყო ოზურგეთის კულტურის სახლის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის ხელმძღვანელი, შემდეგ მახარაძის რაიონის სიმღერა-გალობის სკოლის პედაგოგი. მისივე ჩამოყალიბებულია ანსამბლი ელესა. ანზორი დაიბადა 1940 წელს ქალაქ ბათუმში, მისი მამა დავით ერქომაიშვილი, იყო ბრწყინვალე ბანი, სამწუხაროდ ის ნაადრევად გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1968 წლიდან ხელმძღვანელობს ვოკალურ ანსამბ რუსთავს. მას რუსთავთან ერთად აქვს 600ზე მეტი ხალხური სიმღერა მოძიებული. ის არის ავტორი მრავალი წიგნისა. ანზორ ერქომაიშვილი დღესაც განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის. მას დიდი წვლილი მიუძღვის გალობის სკოლის გახსნაში. აქვე დავძენ რომ გურულ შემსრულებლებში ყველაზე მეტად ერქომაიშვილების სიმღერები და საშემსრულებლო მანერა მიყვარს. ჩვენ მშვიდობა - ძმები ერქომაიშვილების შესრულებით. -------------------- მეკენდარია? |
ekusia |
May 7 2007, 10:46 PM
პოსტი
#2
|
ekaterine ჯგუფი: Members პოსტები: 160 რეგისტრ.: 1-March 07 წევრი № 1,227 |
misdevs mela loms
იხარე ამ ინფორმაციისთვის! |
მნათე |
May 7 2007, 10:57 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ვაუ, მართლა აპლოდისმენტები ამ ადამიანებს... მათ ღვაწლს დაფასება არ აქვს
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Nanio |
May 7 2007, 11:32 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
კალოს ხელხვავი - არტემ ერქომაიშვილის გუნდი.
-------------------- მეკენდარია? |
Nanio |
May 7 2007, 11:53 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
შავი შაშვი - პირველი ხმა ანანია ერქომაიშვილი, მეორე ხმა ვლადიმერ ერქომაიშვილი და ბანი არტემ ერქომაიშვილი.
-------------------- მეკენდარია? |
ბექა |
May 8 2007, 02:13 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ვაა ძალიან მაგარია გაიხარე საინტერესოა ძალიან
|
ვეშაპო |
May 8 2007, 03:18 AM
პოსტი
#7
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
misdevs mela loms
ციტატა ჩვენ მშვიდობა - ძმები ერქომაიშვილების შესრულებით. გიგო ერქომაიშვილია ბანში, არტემის მამა. ვლადიმერი და ანანია 1907 წელს ღლაპები იყვნენ და მაგ გუნდში არ მღეროდნენ. აი ეს გუნდი. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
Nanio |
May 8 2007, 01:56 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
ვეშაპო
ციტატა გიგო ერქომაიშვილია ბანში, არტემის მამა. მომიკვდეს თავი. ნაღდად არ ვიცოდი მადლობა შესწორებისთვის -------------------- მეკენდარია? |
Cecxladze I |
Jun 11 2007, 09:34 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,822 |
ეს მართლაც მშვენიერი თემაა და გთხოვთ გაეცანით ერქომაიშვილებს. და იქნებ იაქტიუროთ კიდეც. ერქომაიშვილები მართლაც ბრწყინვალე მომღერალ მგალობლები იყვნენ. ულამაზესი ხმები ჰკონდათ განსაკუთრებით ძმებს.
|
G A B O |
Jun 17 2007, 06:12 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ერქომაიშვილებმა მართლაც მთელი ეპოქა შექმნეს გურულ სიმღერაში. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გიგოს გუნდი. შემდეგ არტემ ლადიკო და ანანია ერქომაიშვილი. მე პირადად ყველაზე ძაან(ნუ ეს პირობითად) ანანია მომწონს. საოცარი მომღერალი! ნებისმიერი ხმის საოცრად შესრულება შეეძლო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ჩაწერილი სიმღერები სადაც სამივე ხმას თავად მღერის. მე ეხლა დავდებ ანანიას რამოდენიმე სიმღერას, და კარგი იქნება თუ შეფასებებს გააკეთებთ.
http://www.link.ge/file/147091/Track-15.mp3.html ------ ხსამბეგურა. ანანიას გუნდი. ტრიო: ბანი ანანია ერქომაიშვილი, პირველი ხმა გარსევან სიხარულიძე, გამკივანი ზინაიდა ბერსენაძე. http://www.link.ge/file/147095/Shavi-shashvi.mp3.html ---- შავი შაშვი. სამივე ხმას მღერის ანანია ერქომაიშვილი. http://www.link.ge/file/147103/01-Grdzeli-gigini.mp3.html--- გრძელი ღიღინი. ასევე სამივე ხმას მღერის ანანია ერქომაიშვილი |
Nanio |
Jun 17 2007, 08:38 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
დარწმუნებული ხარ, რომ სამივე ხმა ანანიაა? მე ძმების ნამღერი მგონია
-------------------- მეკენდარია? |
G A B O |
Jun 17 2007, 09:00 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
არა არა სამივე ანანიააა, არტემის ბანი სულ სხვანაირია
ან სჰეიძლება ჩანაწერის დადება შემეშალა |
bato |
Sep 13 2007, 03:41 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,700 |
-------------------- ბევრ ვეცად მაგრამ,ჩემ ხვალ ყოფას,ჩემ ტკბილ თუშეთ, ვერად-ვერ გავჰყარ
|
Nanio |
Sep 14 2007, 01:14 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
bato
ციტატა გიგო,არტემ და დათიკო ერქომაიშვილები მანდ ვლადიმერ ერქომაიშვილიც არის. არტემს და გიგოს შორის დგას უკან -------------------- მეკენდარია? |
B_A_S_I_A_N_I |
Sep 14 2007, 02:45 PM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 14-September 07 წევრი № 2,739 |
პატარა ქარცივაძე მე დიდი ხანია ერქომაიშვილებზე მინდოდა თემის გაკეთება მაგამ არ მაცალე
ეს მართლაც შესანიშნავი გუნდი დახლდათ იმ დროს. მასში ყველა მომღერალი პროფესიოონალი იყო თავისსაქმეში, უნდა აღინიშნოს რომ მათ არა მარტო გურული არამედ მეგრული და აჭარული სიმღერებიც შემოგვინახეს, რომლების მარტო გიგოს გუნდთან გვხვდება. მე იმედი მაქვს რომ ამ ანსამბლს დიდი მოწონება ექნება, პატარა ქარცივადზე უნიკალურჩანაწერებს მოგვაწვდის |
N. R. |
Sep 14 2007, 08:50 PM
პოსტი
#16
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
B_A_S_I_A_N_I
ეჭვი მაქვს რომ სერგუნიააა პ.ს. მსგავსი ტიპის შეკითხვებისთვის ისარგებლეთ პმ-ით -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
bato |
Sep 16 2007, 01:38 AM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,700 |
-------------------- ბევრ ვეცად მაგრამ,ჩემ ხვალ ყოფას,ჩემ ტკბილ თუშეთ, ვერად-ვერ გავჰყარ
|
B_A_S_I_A_N_I |
Sep 22 2007, 04:30 PM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 14-September 07 წევრი № 2,739 |
27 ში არტემ ერქომაიშვილის საღამო ცჰატარდება კინსერვატორიის დიდ დარბაზში, ალბათ შესანიშნავიაღამო იქნება დამერჭმუნებით
|
N. R. |
Sep 22 2007, 06:25 PM
პოსტი
#19
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
27 ში არტემ ერქომაიშვილის საღამო ცჰატარდება კინსერვატორიის დიდ დარბაზში, ალბათ შესანიშნავიაღამო იქნება დამერჭმუნებით გერწმუნებით -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Nanio |
Sep 26 2007, 01:24 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
B_A_S_I_A_N_I
ციტატა 27 ში არტემ ერქომაიშვილის საღამო ცჰატარდება კინსერვატორიის დიდ დარბაზში, ალბათ შესანიშნავიაღამო იქნება დამერჭმუნებით სექტემბერს? -------------------- მეკენდარია? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი