IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები
mr_morrison
პოსტი Jan 11 2007, 07:07 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



კეთილო ხალხო დამეხმარეთ!!!ხალხური სიმღერების ტექსტები თუ ვინმემ იცით ატვირთეთ. ნებისმიერი სიმღერის. მადლობთ წინასწარ wink.gif


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 11 2007, 07:24 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



შატილის ასულო

შატილის ასულო, ლერწამო ტანითა,
ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა

ბორბალოს მწვერვალზე ამ მკერდით გატარებ
ავდარში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა
ცის ნამის ნაჟურით დაგიბან მაგ თოლებს
შეგამკობ პირიმზის ნაქარგი კაბითა

წარბები აფრენილ ორბის ფრთებს მიგიგავს
ეგ შენი ღიმილი ცის ელვა მგონია
თოლები, თოლები, დაგიბრმეს თოლები
ვგიჟდები რა კარგი თოლები გქონია

თუ გინდა ქალაუ, რომ გახდა შენ ჩემი
წყაროზე მარტოკა ნუ ჩახვალ ხელსურით
მოგიტაცს ქალაუ მგლის მუხლა ჩეჩენი
ან ორბის თვალება არხოტის ხევსური

შატილის ასულო, ლერწამო ტანითა,
ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Jan 11 2007, 07:26 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



მადლობ დათო smile.gif

მგონი მხევალი ნინოც გვიმზადებს რაღაცას smile.gif


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 11 2007, 07:32 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ბინდისფერია სოფელი

ბინდისფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდდება

იმასაც მოკლედ უვლია, ვის გრძლად ეგონა იარა
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს - მიწა, კაცის გულს - დარდი-იარა
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა

ლექსო ამოგთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემდა სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Jan 11 2007, 07:35 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



madlob daTo


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 11 2007, 07:58 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



სატრფიალო - იბერეთი

ქალავ შენი სილამაზე არვის არ შეადარო
მთაში შვლის ნუკრს ემსგავსები, ბარში - ბულბულს, იადონს
შენზე ფიქრში წლები გადის უშენობა მერევა
სანამ ჩემად არ გიგულებ, დარდი არ დამელევა

ცხორს გავხედავ თან წამიღებს, ქალავ, შენზე ფიქრები
სიზმრად მაინც თუ არ გნახე დარდიანი ვიქნები
ნეტავ როდის მეღირსება შენს ბაგეზე ვტკბებოდე,
არავისთვის არ მეგალოს, მარტო შენ გიმღეროდე

იალაღზე ცხორს გავშლი და გადავცქერი მთა-გორებს
ყოველ დილით მზის ამოსვლა მხოლოდ შენ თავს მაგონებს
ცხადში ვარ თუ სიზმარში ვარ, მე შენ გამო ვილევი
თუ შენ ჩემი არ გახდები, მართლა გადავირევი


P.S. ბოდიში ირაკლი, თანდათან ვკრიფავ (ერთად მაგიტომ ვერ ვდებ)
P.P.S. ქართულ ხალხურ სიმღერებს შემოევლოს ჩემი თავი!!! smile.gif

მრავალჟამიერი

მრავალჟამიერ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Jan 11 2007, 10:14 PM
პოსტი #7


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



გოგოვ გგოვ ფაციაოი ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა
თეთრი კაბა გაცვიაოი ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა
გოგოვ შენი ქმარდეი ვნახე ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა
ი რა ბლაყვი კაციაოი ნანაიდა ჯილველოი ნანაიდაა
მის: ნინაი ნანოი ნანოი ნინაი ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა_2-ჯერ

ჭამეს უკან მინარეოი ნანაიდა,ჯილველოი ნანაიდა
ფაცია ვნახე მზინარეოი ნანაიდა,ჯილველოი ნანაიდა
გოგოები ფუნდრუკობენ ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა
მოდი ვნახოტ რავარიაოი ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა
მის: ნინაი ნანოი ნანოი ნინაი ნანაიდა ჯილველოი ნანაიდაა_2-ჯერ


კარკუჭში ჩამაიყვანეს ქალი ლამაზი თმიანი,
შვიდი მაყარი თან მაიჰყვა შვიდსავე ცხენოსნიანი,
არ მოიშალა ლამაზმან შავი ტოლების Bრიალი,
წყაროს პირთან რომ მივიდნენ,დადგა ხანჯლების ტრიალი.

ქალმან თქვა ახალგაზრდასა გიმილითშავეპარები,
მავაკვლევინებ წყურვილსაი ახლოს არ გავეკარები,
მის: ბევრჯერ ვყოფილვარ მაყარში,ბევრსაც ვარ გადანაყარი,
ის კი არ გამიგონია,დედოფალს კოცნის მაყარი.

პირმან დაგლოცათ ღვთისამან, ნაწილმან ბარძიმისამან
ალავერდს წმინდა გივარგიმ, ქალაქში სივანისამან
ღმერთო ნუ მოშლი ამ სახლში ლხინსა და გახარებასა,
ვაჟების ქორწინებასდა ქალების გასტუმრებასა


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Jan 11 2007, 10:30 PM
პოსტი #8


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



შენმა სურვილმა დამლია,
შენზედ ფიქრმა და სევდმა,
შორს წასვლამ ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა_2ჯერ

ცოცხალს შენამფენ გულზედ ვარდს,
ავდარია თუ დარია,
საფლავშიც შენზედ ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ დარია


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Jan 11 2007, 10:41 PM
პოსტი #9


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



ქალს ერთი უნდა უყვარდეს,
და არა მთელი ფარაო,
მეც ერთი მიყვარს ამ ქვეყნად,
მიყვარს და არცა ვმალავო.

დილით მზე ამოსულიყო
შენ ამაუსწარ წინაო,
თუ ჩემი ნდობა არაა გაქვს,
ნეტავი მაცოდინაო.

შენ დამიტირე ლამაზო,
შენი შავისა თვალითა,
თუ ვერა გნახავ დავდნები,
როგორც მთის თოვლი ნამითა.

წარბები გადაგხატვია,
გიმშვენებს ორსავ თოლებსა,
ტანი ალვის ხეს მიგიგავს,
სახე გაბადრულმთვარესა.

აგერ იმ მთაზედ ყორნები
ბუდობენ არ იშლიანოი,
არ შამაგხედოი ქალაოი,
თოლნი არ დაიშლიანო


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 11 2007, 10:56 PM
პოსტი #10


დაურეგისტრირებელი









გაიხარეთ
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Jan 11 2007, 11:07 PM
პოსტი #11


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



დავდივარ,დაგეზებ გეზახი,
მეგზურად გამომყვა დილის მზე,
სადა ხარ შენ ჩემო პატარა,
ლამაზო ყვავილო პირიმზე.

მის:ვეძიე მინდვრებში ჭალებში,
ახლა მთებს მივყვები ბილიკზე,
სადა ხარ შენ ჩემო პატარა,
ლამაზო ყვავილო პირიმზე.

ვინ მეძებს აქა ვარ ბუჩქებში,
მზე მათბობს ნიავი მანაზებს,
მზეს სევტრფი სიცოცხლეს შევხარი,
ვუღიმი გოგონებს ლამაზებს.

მის:მივედი ალისფერ ყვავილთან,
დავხედე ვიცანი გიმილზე,
და მერე ჩურცულით ვუთხარი,
ჩემი ხარ მაკოცე პირიმზე



ვაჟკაცო მთაში გაზრდილო იალაღზედა,
დაგმშვენებია ქართული ჩოხა ტან-ზედა,
ვეფხვივით შეინავარდე მაღალ მთაზედა,
დაგეფინება ყვავილი გზა და კვალზედა.

ქალავ გაზაფხულის ვარდსა დაედარები,
შენ კი მორცხვობ და ჭაბუკსა არ ენახვები,
გაუხსენი სიყვარულსა გულის კარები,
გაეთამაშე გაშალე კოხტა მკლავები


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 11 2007, 11:07 PM
პოსტი #12


დაურეგისტრირებელი









შენ მახველ
შენ მახველ მზეც ამავიიდა,
მეც აქ მაქვს შავდი თოლვიილი,
შენ წახველ და მზეც წავაალის
ვარდი დააჭკნება ყოილიი,
მინდვრიდან მახველ შენ ქალო,
ამამავალი მზე ხაარო,
ნეტა იმ ვაჟის დედაასა
ვის სახლშიც შენაი ყვეხაარო.(გუნდი იმეორებს)
წარბები გადაგხატვიია,
გიმშვენებს ორთავ თოლეებსა.
ტანი ალვის ხეს მიგიიგავს,
პირი გაბადრულ მთვარესაა.(2 ჯერ)
ჰაიმ მთაზედა ყორნეები,
ბუდობენ არ იშლიიაანო.
არ შამაგხედავ ქალაო
თოლნი არ დაიშლიანოოო!!!

Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Jan 11 2007, 11:17 PM
პოსტი #13


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



მთაში სალამურს ვაკვნესებ,
რომ ვერა გხედავს თვალები,
დავდივარ თვალებს ვაცეცებ,
თვალსი გამიჩნდა გარები,
ჰეიდა დავდივარ თვალებს ვაცეცებ
თვალში გამიჩნდა გარები.

ცხვარს რომ გავრეკავ მთაშია,
შენ მელანდები თვალშია,
ნეტაი გამაგებინა,
რაგიზევს გუნებაშია


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 11 2007, 11:20 PM
პოსტი #14


დაურეგისტრირებელი









adamis_nekni
ეგ სიმღერა გაქ?
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 12 2007, 07:16 PM
პოსტი #15


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



აუ, რა მაგარია.მადლობა ყველას,ვინც ამის დაწერაში წვლილი შეიტანა smile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარინე
პოსტი Jan 12 2007, 09:33 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 348
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 432



გული


როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა,
ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ, სიცოცხლის სანთებელა,
რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის, სულ შენა ხარ სამიზნე,
ნურცერთ ისარს ნუ აიცდენ, გულო, სანამ გამიძლებ.
თვითონ ღმერთი, წამებული, შენ ერთს გწყალობს ისევე -
მხოლოდ გულში განისვენებს, მხოლოდ გულში ისვენებს.
გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე.
გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე.
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ,
ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ…

შოთა ნიშნიანიძე


--------------------
ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 13 2007, 07:20 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



არხოტო, სამშობლო
ჯიხვ -არწივების ბინაო
შენს მტერსამც შამაკლა
შენს მკერდზედ დამაძინაო.



--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 13 2007, 12:08 PM
პოსტი #18


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(მარინე @ Jan 12 2007, 09:33 PM) *

გული
როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა,
ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ, სიცოცხლის სანთებელა,
რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის, სულ შენა ხარ სამიზნე,
ნურცერთ ისარს ნუ აიცდენ, გულო, სანამ გამიძლებ.
თვითონ ღმერთი, წამებული, შენ ერთს გწყალობს ისევე -
მხოლოდ გულში განისვენებს, მხოლოდ გულში ისვენებს.
გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე.
გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე.
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ,
ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ…

შოთა ნიშნიანიძე



ეს ლექსი ცოტას წაუმკრეხელობებს....არა?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 13 2007, 12:18 PM
პოსტი #19


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(ქავთარაძე @ Jan 11 2007, 11:07 PM) *

შენ მახველ
შენ მახველ მზეც ამავიიდა,
მეც აქ მაქვს შავდი თოლვიილი,



აი აქ არ მესმის რას ამბობს sad.gif

მეც აქ მავშავდი მესმის

თოლვივლი რა არი, ლტოლვილს აშკარად არ ამბობენ,
აბაა?
დამეხმარეთ, თორე მთელი ენერგია მაგის გამოცნობაში მეხარჯება, და სიმღერა გვერდით ჩამივლის ხოლმეე biggrin.gif

და კიდე ვინმემ თუ იცის ტექსტი " ჩემ ტკბილ თუშეთო".. რო არიbiggrin.gif სათაური არ ვიცი და ამ ფრაზის მეტი არაფერი მესმის მაგ სიმღერიდან biggrin.gif
ერთი მღერის, დიტომ გარმონით იმღერა ჯეოსტარზე, ისე მგონი ფანდურით იმღერება...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Jan 14 2007, 01:24 AM
პოსტი #20


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



თოლვილი კი არააა biggrin.gif ''მეც აქ მავშავდი ქოლვილი

მაგრამ,მაინც დაგიდგენ ზუსტად

ვაშლი მქონდა წითელი/გადავცვალე ბიაში/ნენევ რა კარგი გოგოები ხართ/გენაცვალეთ ყიაში/ნანნანინაი ნინაი ნანოი ნანნანინაი ნინაოი_2ჯერ/ბიჭოუ ბიჭოუ ალექსაა/ნუ უყურებ ქალებსა/დიგინახვენ პატრონები/დიგიგლისვენ თვალებსა/ნანნაი ნინაი ნინაი ნანოი ნანნაი ნინაი ნინანო_2ჯერ


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი