მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, რომელი მეტია? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, რომელი მეტია? |
კანონისტი |
Nov 3 2006, 02:19 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან საინტერესო თემა გამახსენდა და მინდა თქვენს გაგიზიაროთ
საქმე ისაა, რომ ჩემ წიგნში ("საეკლესიო სამართლის საკითხები") იერარქიაზე საუბრისას ეს საკითხები ვრცლად და მკაფიოდ არ მაქვს განხილული უპირველესად სახელწოდებები: მთავარეპისკოპოსი, ანუ არქიეპისკოპოსი (ბერძნ. αρχί.. - მთავარი, επί.. - ზემოთ, ზედა, σκόπος - მხედველი) მიტროპოლიტი (ბერძნ. μητρός - დედისა πολίτης - ქალაქური) ჩვენში დღეს არსებული წესით მიტროპოლიტი უფრო მაღალი ხარისხია, ვიდრე მთავარეპისკოპოსი თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსული ეკლესიის გავლენა საქმე ისაა, რომ ბერძნულენოვან ეკლესიებში (და უწინ ჩვენს ეკლესიაშიც) უმაღლესი სამღვდელმთავრო ხარისხი არის მთავარეპისკოპოსი, შემდგომ იყო მიტროპოლიტი, ხოლო ყველაზე დაბალი - ეპისკოპოსი. ეს შემორჩენილია უძველეს ეკლესიათა სამეთაურო ტიტულატურაში - მსოფლიო პატრიარქი და კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი და ა.შ. მიტროპოლიტები, როგორც წესი ჰყავდა ბიზანტიის იმპერიაში შემავალ სამთავროთა ეკლესიებს, მათ სამიტროპოლიტოები ერქვა. სამიტროპოლიტოებში გაერთიანებული იყო საეპისკოპოსოები. სამიტროპოლიტოები კი, თავის მხრივ, ქმნიდნენ სამთავარეპისკოპოსოს. სამთავარეპისკოპოსო ზოგ შემთხვევაში ერთ ავტოკეფალურ ეკლესიაში რამდენიმე იყო (მაგ. მსოფლიო საპატრიარქოს კონსტანტინოპოლის, კრეტის, ელადის (ამჟამად ავტოკეფალური) სამთავარეპისკოპოსოები), ან მხოლოდ ერთი (მაგ. მცხეთის სამთავარეპისკოპოსო). როგორც წესი მცირემრევლიან ეკლესიებში სამთავარეპისკოპოსო პირდაპირ საეპისკოპოსოდ იყოფოდა (მაგ. ჩვენში). მიტროპოლიტის აღმატებული ხარისხი უკავშირდება რუსეთის ეკლესიას. ამ ეკლესიის მეთაური ისტორიულად იყო კიევის მიტროპოლიტი. რამდენადაც ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტის ტიტულს ატარებდა, ეს "ჩაითვალა" აღმატებით ხარისხად, ვიდრე მთავარეპისკოპოსი. ამიტომაც, სლავური ტრადიციის ყველა ეკლესიაში მიტროპოლიტები ითვლებიან ყველაზე მაღალი სამღვდელმთავრო ხარისხის პირებად და მათ აქვთ პატივი თეთრი ფერის კუნკულ-ბარტყულის ტარებისა. თუ დავაკვირდებით ავტოკეფალურ ეკლესიათა სამეთაურო ტიტულებს, ბერძნული ტრადიციის ეკლესიებში (კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი, საქართველო, კვიპროსი, საბერძნეთი, ალბანეთი) შეინიშნება შავი ფერის კუნკულ-ბარტყული და მთავარეპისკოპოსის ტიტული, ხოლო სლავური ტრადიციის ეკლესიებში (რუსეთი, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, ამერიკა) თეთრი ფერის თავსაბურავი და მიტროპოლიტის ტიტული. ერთი მცირედი კურიოზიც მოხდა აღნიშნულთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენი ეკლესიის დელეგაცია საბერძნეთში იმყოფებოდა და უწმიდესმა გააცნო ადგილობრივ მეთაურს ჩვენი მიტროპოლიტები და მთავარეპისკოპოსები, ბერძნებმა თავისთავად მთავარეპისკოპოსები უფრო საპატიო ადგილას დააყენეს... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Jan 11 2007, 05:00 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა სლავურში აქვს - კლობუკი. ხოოოდა, მანდ არის რაცხა არეული, საინტერესოა ძველ ქართულში რა შესატყვისი ქონდა. . . რაცხა 'ბარტყული' ვერ წარმომიდგება არაქართულად -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
stch |
Jul 10 2007, 08:16 PM
პოსტი
#3
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 448 რეგისტრ.: 3-July 07 მდებარ.: შორს უფლისგან :( წევრი № 2,381 |
ბურტყული მგონი ძველქართულს ძალიანაც გავს
-------------------- და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
|
მართა |
Jul 10 2007, 10:27 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
მიტროპოლიტი უფრო მეტია ვიდრე მთავარეპისკოპოსი!ამასწინად ივერიაზე ხომ აჩვენეს თუ როგორ აკურთხა უწმინდესმა ეპისკოპოსები და თუ არ ვცდები ერთ-ერთი მთავარეპისკოპოსიც კი იყო მიტროპოლიტებად!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ზებედე |
Jul 10 2007, 10:47 PM
პოსტი
#5
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მიტროპოლიტი უფრო მეტია ვიდრე მთავარეპისკოპოსი!ამასწინად ივერიაზე ხომ აჩვენეს თუ როგორ აკურთხა უწმინდესმა ეპისკოპოსები და თუ არ ვცდები ერთ-ერთი მთავარეპისკოპოსიც კი იყო მიტროპოლიტებად! საბერძნეთში პირიქითაა -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მართა |
Jul 10 2007, 11:32 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
საბერძნეთში პირიქითაა ჰოო არ ვიცოდი სხვათა შორის,მე ისე საერთოდ არ მიყვარს ამ წოდებებზე ყურადღების მიქცევა თუმცა შენთან ვაპირებდი იმის დაპოსტვას რომ მეუფე კალისტრატე ერთ-ერთი პირველთაგანი გახდა მიტროპოლიტი. -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ზებედე |
Jul 11 2007, 01:01 AM
პოსტი
#7
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
რატო ცუდია მიტროპოლიტობა? აუ მეთქი შევახარბებთქო რავა არაფერში არ მიმართლებს აჰა შენ და დამანებე თავი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
inkvizitor |
Jul 27 2007, 12:07 AM
პოსტი
#8
|
ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო. ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-May 07 მდებარ.: თბილისი. წევრი № 1,896 |
მიტროპოლიტიც და მთავარეპოსკოპოსიც, ერთი მადლის მატარებლები არიან.(სამღვდელმთავრო)
ასევე, დეკანოზიც და არქიმანდრიტიც მადლით ერთნი არიან.(სამღვდელო) ხოლო მღვდელმთავართა სხვადასხვა ტიტულს არა აქვს დიდი მნიშვნელობა. -------------------- ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
|
zaz |
May 6 2008, 03:07 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
საინტერესო საკითხია. მაგრამ ჩვენს ეკლესიაში უკვე დამკვიდრებული ტრადიციაა მიტროპოლიტის მთავარეპისკოპოსზე აღმატებული ხარისხი.
საინტერესოა, სანამ ჩვენი ეკლესია ავტოკეფალიას დროებით დაკარგავდა, თუნდაც მე-17, მე-18 საუკუნეებში როგორ იყო მღვდელთმთავართა იერარქიული წყობა საქართველოში? |
ილია |
May 6 2008, 09:20 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ციტატა ერთი მცირედი კურიოზიც მოხდა აღნიშნულთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენი ეკლესიის დელეგაცია საბერძნეთში იმყოფებოდა და უწმიდესმა გააცნო ადგილობრივ მეთაურს ჩვენი მიტროპოლიტები და მთავარეპისკოპოსები, ბერძნებმა თავისთავად მთავარეპისკოპოსები უფრო საპატიო ადგილას დააყენეს... საბერძნეთში პატრიარქი რო აირჩიეს ორივე კანდიდატი მიტროპოლიტები იყვენ როგორც ვიცი ხო? ესეგი იიქაც მიტროპოლიტია აღმატებული... -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
agmsarebeli |
May 9 2008, 08:52 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
ადრე მთავაეპისკოპოსი უფრო მეტს ნიშნავდა(III_IVს.). მერე შეიცვალა თანდათანობით რამ გამოიწვია ზუსტად ეს ძნელი სათქმელია.
|
lch |
May 15 2008, 10:19 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
იქნებ სქიმისა და დიდი სქიმის განმარტებაც დაწეროთ რა...
-------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
KAIROS |
May 21 2008, 09:55 PM
პოსტი
#13
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
იდეაში უცილობლად მთავარეპისკოპოსი!
რადგან მიტროპოლიტი არის ეპისკოპოსი მეტროპოლისა, დიდი ქალაქის, ხოლო მთავარეპისკოპოსს კი იმიტომ ეწოდება მთავარი, რომ მთავარია უფროსია თუმცაღა პატივით, სამწუხაროდ რუსებმა შეცვალეს და მერე ჩვენ ვინ შეგვეკითხა ისე იქნა გადმომღერებული და ასეა რომ ჩვენთან პირიქითაა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
rarara |
Sep 24 2008, 02:15 AM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 6-March 07 წევრი № 1,277 |
"კანონისტ"-ს სერიოზულად ესმის საკითხი!!! მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი ხარისხი არ არის!!!! მხოლოდ ტიტულია და არანაირ წოდებრივ უპირატესობას არავის ანიჭებს!!! ყველანი ეპისკოპოსები არიან, მათ შორის პატრიარქიც - უპირატესი თანასწორთა შორის!!! ნუ აუკუღმართებთ საქმეს!!! 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, მიტროპოლიტის ტიტული საერთოდაც არ ფიგურირებდა ეკლესიაში!!!
|
KAIROS |
Sep 24 2008, 03:55 AM
პოსტი
#15
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი ხარისხი არ არის!!!! მხოლოდ ტიტულია და არანაირ წოდებრივ უპირატესობას არავის ანიჭებს!!! რათქმაუნდა არ არის ხარისხი, მაგრამ არის პატივი იმ ხარისხში ხომ დაიწერა? ციტატა მთავარია უფროსია თუმცაღა პატივით, განა პატრიარქიც და ახალნაკურთხი ეპისკოპოსიც თანაბარი ეპისკოპოსებია? სუპერ ინტერ პარეს ჩემო კარგო აქაც მუშაობს ისე რაღაც ანერვიულებული ჩანხარ, რა იყო აქ სანერვიულო? რაც შეეხება მიტროპოლიტის შემოსვლის თარიღს, ნამდვილად საინტერესოა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
rarara |
Sep 24 2008, 11:00 AM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 6-March 07 წევრი № 1,277 |
დიახ, თანაბარი ეპისკოპოსები არიან!!! ხოლო პატივისა და დიდების ძიება ამა სოფლიური საცდურია . . . ისე, თქვენ მართლა ნუ ნერვიულობთ!!!
|
KAIROS |
Sep 24 2008, 12:46 PM
პოსტი
#17
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ხოლო პატივისა და დიდების ძიება ამა სოფლიური საცდურია ის რომ პეტრემ ილაპარაკა როგორც სულთმოფენობის შემდეგ, ასევე პირველ კრებაზე, ის რომ ის იყო თავი მოციქულთა, და მისი სახით ჩააბარა მოციქულებს უფალმა სამწყსო "სიმონ იონასო... მწყსნე ცხოვარნი ჩემნიო" რითი ახსნი? საერთოდ აქ პატივი-ს სხვა გაგებაა მეგობარო, ის ამქვეყნიური კი არა, არამედ სხვა, აი წარმოიდგინე არიან 12 ძმები სხვადასხვა ასაკის, აქედან მხოლოდ ერთია უფროსი,ჰოდა, პატივით ისაა აღმატებული, ეს ნიშნავს რომ ის არაა მამა, ანუ არაა სხვა აღმატებული იერარქიის, არამედ არის უფროსი ძმა, და ესაა საპატივცემულო, პატივი გვავალდებულებს ასევე განსაკუთრებული მოწიწებით მოვექცეთ სრულიად უცხო მოხუცებულ ან უბრალოდ ასაკით უფროსს ადამიანს. მიუხედავად იმისა არის ის თუ არა ჩვენი ნათესავი... ამ ყველაფერს კი არაფერი აკავშირებს რაიმე "პატივ-დიდებასთან"... ეკლესიისათვის იერარქია ისევე ბუნებრივია, როგორც აბსოლუტურად ყველა ქმნილისათვის, ანგელოზებიდან დაწყებული , იერარქია კი არის ხარისხობრივი და არის პატივით,ანუ როცა ხარისხი ერთიდაიგივეა ( უკვე გავიგეთ, რომ ეს სიტყვა არ უკავშირდება მიწიერ "პატივს და დიდებას"), ეკლესიაში ასეთი ტრადიციაც არსებობს, როდესაც ერთად დგებიან თუნდაც ხარისხით ერთიდაიგივე მთავარეპისკოპოსები, წინ ის დგება, ვინც უფრო ადრე ეკურთხა ( თუნდაც ერთიდაიგივე დღეს, მაგრამ მაინც პირველი ) .... ვფიქრობ ახლა უფრო გასაგებია რაზე გესაუბრები იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
rarara |
Sep 25 2008, 12:40 AM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 6-March 07 წევრი № 1,277 |
იერარქია გასაგებია!!! ხარისხიში ყველა ეპისლოპოსი თანაბარია!!! პატრიარქიც ეპისკოპოსია, რომელიც კრებამ აირჩია პატრიარქად!!! ძნელი გასაგებია???
|
მნათე |
Sep 25 2008, 12:48 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
rarara
ძახილისნიშნებით რას გამოხატავთ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
Sep 25 2008, 02:05 AM
პოსტი
#20
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ხარისხიში ყველა ეპისლოპოსი თანაბარია აშკარად ნაწერიდან აზრის გამოტანა მაგრად გიჭირს ციტატა ნ თუნდაც ხარისხით ერთიდაიგივე მთავარეპისკოპოსები, წინ ის დგება, ვინც უფრო ადრე ეკურთხა ( თუნდაც ერთიდაიგივე დღეს, მაგრამ მაინც პირველი ციტატა წარმოიდგინე არიან 12 ძმები სხვადასხვა ასაკის, აქედან მხოლოდ ერთია უფროსი,ჰოდა, პატივით ისაა აღმატებული, ეს ნიშნავს რომ ის არაა მამა, ანუ არაა სხვა აღმატებული იერარქიის, არამედ არის უფროსი ძმა, და ესაა საპატივცემულო პ.ს. გამოცდილება მეუბნება ( შენი სასვენი ნიშნების სიხშირე-სიზედმეტიდანაც, და ბოლო დროს ქცევა-ვორნებიდანაც ჩანს), რომ ვერ გაიგებ მაინც, ჰოდა, მნათე ეტკბილსიტყვავე აწი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი