IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მემთვრალეობა
marine
პოსტი Sep 2 2021, 06:54 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნუ მოიძულებ ღვინოს, არამედ მოიძულე მემთვრალეობა!"

/წმ. იოანე ოქროპირი/


ვისაც მემთვრალეობის ცოდვის დაძლევა გსურთ, წაიკითხეთ ქვემოთ:



"ერთხელ ყაზარმაში ჩაფიქრებული ვიჯექი. უცებ ეკლესიისთვის შემოწირულობის წიგნით ვიღაც მონაზონი შემოვიდა. ვისაც რამდენიც შეეძლო, მისცეს. ის მომიახლოვდა და მკითხა:

- რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი?

ჩემი გასაჭირი [ლოთობის სენი] ვუამბე. მონაზონს შევეცოდე და მითხრა:

- ზუსტად იგივე სჭირდა ჩემს ძმას, და იცი, რა დაეხმარა? მისმა სულიერმა მამამ სახარება მისცა და მკაცრად უბრძანა, როგორც კი ღვინო მოუნდებოდა, მყისვე, დაუყოვნებლივ წაეკითხა სახარებიდან ერთი თავი, თუ კიდევ მოუნდებოდა - შემდეგი თავი. ჩემი ძმა ასეც მოიქცა და მალე სმის ვნება მასში გაქრა. აი, უკვე თხუთმეტი წელია, რაც წვეთსაც არ იკარებს. შენც ასევე მოიქეცი და სარგებელს ნახავ. მე მაქვს სახარება, მოგიტან.

ეს რომ მოვისმინე, ვუთხარი:

- რას მიშველის შენი სახარება, როცა ვერანაირმა მცდელობამ, ვერანაირმა წამალმა ვერ შემაკავა?! - ეს იმიტომ ვთქვი, რომ სახარება არასდროს წამეკითხა.

- ასე ნუ ლაპარაკობ, - შემომედავა მონაზონი, - გარწმუნებ, სარგებელს ნახავ.

მეორე დღეს მონაზონმა მართლაც მომიტანა აი, ეს სახარება. გადავშალე, გადავხედე, წავიკითხე და ვეუბნები:

- არ გამოგართმევ! აქ რას გავიგებ? თანაც საეკლესიო ლიტირატურის კითხვას არ ვარ დაჩვეული.

მონაზონი მაინც მარწმუნებდა:

- თავად სახარების სიტყვებს აქვს მადლმოსილი ძალა, რადგან მასში დაწერილია ის, რასაც თვითონ ღმერთი ამბობდა. არა უშავს, თუ არ გესმის, მხოლოდ გულდასმით წაიკითხე. ერთმა წმინდანმა თქვა: "თუ შენ არ გესმის ღვთის სიტყვები, ეშმაკებს ესმით, რასაც კითხულობ და ძრწიან". მემთვრალეობის ვნება კი, უეჭველია, ეშმაკებისგანაა შთაგონებული. ერთსაც გეტყვი: იოანე ოქროპირი წერს, რომ ბნელეთის სულებს ის ადგილიც კი აძრწუნებს, სადაც სახარება ინახება და მათი ხრიკებისთვის მიუწვდომელიაო იგი.

არ მახსოვს, რაღაც მივეცი იმ მონაზონს და სახარება გამოვართვი. სხვა ნივთებთან ერთად სკივრში ჩავდე და დავივიწყე. გარკვეული ხნის შემდეგ დალევის დროც მოვიდა. უღვინობას სიკვდილი მერჩია. სასწრაფოდ გავხსენი სკივრი, ფული რომ ამეღო და დუქანში გავქცეულიყავი. პირველი, რაც თვალში მომხვდა, სახარება იყო. ცხადად გამახსენდა მონაზვნის ნათქვამი. გადავშალე და მათეს პირველი თავის კითხვა დავიწყე. ბოლომდე წავიკითხე. ვერაფერიც ვერ გავიგე. [მაგრამ მომაგონდა, მონაზონმა რომ მითხრა, არა უშავს, თუ ვერ გაიგებ, მხოლოდ გულდასმით წავიკითხო. "მოდი, მეორე თავსაც წავიკითხავ!" - გავიფიქრე მე]. წავიკითხე, შედარებით გასაგები იყო. "მესამესაც წავიკითხავ!" - როგორც კი კითხვა დავიწყე, მაშინვე ყაზარმაში ზარის ხმა გაისმა - დაწილის დრო იყო. მაშასადამე, გარეთ გასვლა უკვე აღარ შეიძლებოდა. ...და ასე დავრჩი.

დილით ავდექი, ღვინის მოტანას ვაპირებდი, მაგრამ გავიფიქრე: "რა მოხდება, სახარებიდან ერთ თავს წავიკითხავ?!" წავიკითხე და აღარ წავედი. კიდევ მომინდა ღვინო. ისევ წავიკითხე და აღარ წავედი. კიდევ მომინდა ღვინო. ისევ წავიკითხე და დავმშვიდდი. ამან გამამხნევა და როცა კი ღვინო მომინდებოდა, სახარებიდან ერთ თავს ვკითხულობდი. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, მით უფრო ადვილი იყო ყველაფერი. როგორც კი ოთხივე მახარებლის კითხვა დავასრულე, სმის ვნებამაც სრულიად გამიარა და მის მიმართ ზიზღი გამიჩნდა. აი, უკვე ოცი წელია, რაც საერთოდ არ დამილევია.

ჩემი ასეთი გარდაქმნა ყველას აოცებდა. სამი წლის შემდეგ ოფიცრის წოდება დამიბრუნეს. შემდეგ სხვა წოდებებიც მომცეს და ბოლოს მეთაურიც გავხდი. დავქორწინდი, კარგი ცოლი შემხვდა. შევიძინეთ ქონება. მადლობა უფალს, ვცოცხლობთ. ღარიბებს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით, უცხოებს ვმასპინძლობთ. ჩემი ვაჟი უკვე ოფიცერია, კარგი ბიჭია.

ყური მიგდე! მას შემდეგ, რაც ლოთობისგან განვიკურნე, პირობა დავდე, მთელი ჩემი ცხოვრება, ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედავად, ყოველდღე ვიკითხო სახარება, დღე-ღამეში - ერთი მახარებელი. ასე ვიქცევი. თუ სამსახურში ბევრი საქმე მაქვს და ძალზე ვიღლები, მაშინ ცოლს ან შვილს ვაკითხებ მთელ მახარებელს. ასე უშეღავათოდ ვასრულებ ჩემს კანონს. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად და მის სადიდებლად სახარება ვერცხლით მოვაჭედვინე და ყოველთვის უბით დამაქვს.

სიამოვნებით მოვისმინე კაპიტნის ნაამბობი. ვუთხარი:

- მსგავსი რამ მეც მინახავს: ჩვენთან სოფლად, ფაბრიკაში თავის საქმეში მეტად გაწაფული ერთი ხელოსანი იყო. კარგი და ძვირფასი ოსტატი, მაგრამ, საუბედუროდ, სვამდა, თანაც - ხშირად. ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა ურჩია, როცა ღვინო მოუნდებოდა, წმინდა სამების პატივსაცემად და იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ოცდაცამეტი წლის აღსანიშნავად ოცდაცამეტჯერ ეთქვა იესუს ლოცვა. ოსტატმა დაუჯერა, მის შესრულებას შეუდგა და მალე სავსებით დაეთხოვა სმას. და აი, კიდევ რა - სამი წლის შემდეგ მონასტერში წავიდა".

/"უფალო, შემიწყალე" წიგნი 3, გვ.38-41/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Apr 11 2024, 04:19 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,928
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საკვები დღესაც ძლიერ ზემოქმედებას ახდენს სულზე, რაც განსაკუთრებით აშკარაა ღვინის სმის დროს. საკვების ასეთი ზემოქმედება იმით არის გამოწვეული, რომ იგი სხვადასხვაგვარად აღაგზნებს ხორცსა და სისხლს, აგრეთვე იმით, რომ საკვების გაზი და და ორთქლი კუჭიდან ტვინში ადის და გონებაზე ახდენს გავლენას.

ამიტომ მოღვაწეს ეკრძალება ყველა მათრობელა სასმელი, განსაკუთრებით კი ხორბლისაგან დამზადებული, რადგან სასმელი სიფხიზლეს უკარგავს გონებას და ამით სტაცებს გამარჯვებას სულიერ ბრძოლაში. ძლეული გონება, მით უფრო, გემოთმოყვარეობის გულისსიტყვებით ძლეული და ამ გულისსიტყვებით ტკბობას მიცემული, კარგავს სულიერ მადლს. მრავალი შრომითა და ხანგრძლივი ღვაწლით მოპოვებული წარმატება სულს რამდენიმე საათში ან რამდენიმე წუთშიც კი ერთმევა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   მემთვრალეობა   Sep 2 2021, 06:54 PM
marine   "რასაც ფხიზელი არ...   Sep 7 2021, 08:32 PM
marine   "თუკი ადამიანი ეშ...   Sep 9 2021, 09:44 PM
marine   "ლოთი არაფრისთვი...   Oct 25 2021, 05:40 PM
marine   "კვამლი შორს დევნ...   Oct 26 2021, 05:08 PM
marine   "მთვრალ ადამიანს ...   Oct 26 2021, 09:09 PM
marine   "გეშინოდეს ძლიერ...   Oct 30 2021, 05:27 PM
marine   "სმა კი არაა აკრძ...   Oct 30 2021, 07:23 PM
marine   "ღვინო ღვთიური სა...   Oct 31 2021, 06:13 PM
marine   "მთვრალი, უყურებს...   Oct 31 2021, 06:53 PM
marine   "ლოთი არაა ღირსი ...   Nov 1 2021, 07:22 PM
marine   "მემთვრალეობა ყვ...   Nov 1 2021, 08:45 PM
marine   "როდესაც მთვრალს ...   Nov 2 2021, 04:12 PM
marine   "უფლის სიტყვა უშვ...   Nov 2 2021, 04:38 PM
marine   "მთვრალები! - სხვ...   Nov 2 2021, 07:41 PM
marine   "ძველი ბერძნების ...   Nov 12 2021, 11:25 AM
marine   "ერთხელ ერთი ერის...   Jan 17 2022, 07:22 PM
marine   "ქალიშვილების მი...   Feb 14 2022, 11:12 PM
marine   "მეორე საშინელი კ...   Feb 15 2022, 04:33 PM
marine   "არ დატკბე ღვინით...   Feb 26 2022, 10:01 PM
marine   "მამაჩემს, რომლის...   Mar 1 2022, 02:39 PM
marine   "ვეწყობი ღვინოს, ...   Mar 10 2022, 09:28 PM
marine   "პირუტყვებიც კი ა...   Apr 3 2022, 04:23 PM
marine   "საერთოდ, ქართული...   Apr 18 2022, 07:54 PM
marine   "ადამიანმა "უჯე...   Apr 19 2022, 07:59 PM
marine   "იოანე ბატონიშვი...   Apr 20 2022, 08:31 PM
marine   "ვისაც დალევა უყვ...   May 3 2022, 08:33 PM
marine   "როცა მანქანით მგ...   May 5 2022, 10:02 PM
marine   "როდესაც ეკლესია ...   May 8 2022, 10:04 PM
marine   "სისტემატური ლოთ...   May 13 2022, 12:55 PM
marine   "წმიდა ეგნატე [ბრ...   May 14 2022, 12:11 PM
marine   "მრავალთაგან მსმ...   Jul 3 2022, 08:21 PM
marine   "განვაგდოთ ჩვენგ...   Jul 4 2022, 04:20 PM
marine   "სამი ჭიქა რომ და...   Aug 8 2022, 07:18 PM
marine   "გაზულუქებული, გა...   Aug 13 2022, 06:58 PM
marine   "მემთვრალეობაც ნ...   Aug 15 2022, 06:30 PM
marine   "ლოთობა უღმერთობ...   Aug 16 2022, 11:25 AM
marine   "გვაფრთხილებს პა...   Aug 16 2022, 06:32 PM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Sep 22 2022, 09:25 PM
marine   "ღვინის ზომიერი ს...   Oct 29 2022, 09:58 PM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Oct 31 2022, 08:43 PM
marine   "გალეშილებს ავიწ...   Nov 3 2022, 04:28 PM
marine   "ოჰ, ეს რუსები! ს...   Nov 19 2022, 04:15 PM
marine   "ღვთის მოყვარენი ...   Dec 3 2022, 09:04 PM
marine   "თუ ხშირად სვამ ს...   Dec 11 2022, 08:29 PM
marine   ლოთი და მეგობრები ...   Dec 20 2022, 09:58 PM
marine   "გადამეტებული თრ...   Jan 12 2023, 09:59 PM
marine   "მე ვიცნობდი ერთ ...   Jan 14 2023, 02:11 PM
marine   "ერთ-ერთი ეპისკოპ...   Mar 29 2023, 05:22 PM
marine   "სიმთვრალეც ამძა...   Mar 30 2023, 09:09 PM
marine   "საშინელი ცოდვაა ...   Apr 3 2023, 08:46 PM
marine   "არის კოზელსკში ო...   Jun 11 2023, 07:13 PM
marine   "დიახ, ერთიც და მე...   Jun 27 2023, 07:47 PM
marine   "აი, ჩემი რჩევა შე...   Jul 10 2023, 08:37 PM
marine   "საბრალო X-ი. ისევ ...   Aug 4 2023, 08:17 PM
marine   "როგორ სვამს შენი...   Aug 5 2023, 09:30 PM
marine   "თუ ხშირად სვამ ს...   Oct 5 2023, 04:05 PM
marine   "მეუფე ვასილი მომ...   Oct 31 2023, 08:05 PM
marine   "ადრე შედედებული ...   Nov 10 2023, 05:48 PM
marine   "მრავალი ადამიან...   Nov 24 2023, 11:17 AM
marine   "წმინდა იოანე [კრ...   Dec 5 2023, 01:35 PM
marine   "მთვრალი ადამიან...   Dec 14 2023, 07:02 PM
marine   "მემთვრალეობა, გა...   Dec 14 2023, 08:53 PM
marine   "... ზემოთქმულთან დ...   Dec 15 2023, 10:54 AM
marine   "ნურასოდეს ნუ დავ...   Dec 15 2023, 09:01 PM
marine   "იმ ოჯახებში, სად...   Dec 16 2023, 12:20 PM
marine   "ნებისმიერი მემთ...   Dec 16 2023, 07:46 PM
marine   "წმ. მამათა შეგონ...   Dec 17 2023, 10:48 AM
marine   "სიხარული მოაქვს ...   Dec 20 2023, 05:47 PM
marine   "თუ მაგალითად, ზე...   Dec 26 2023, 09:03 PM
marine   "თქვენც ნურასოდე...   Jan 21 2024, 08:03 PM
marine   "მავანი თავის ნაც...   Jan 27 2024, 12:45 PM
marine   " - ღვინის სმა თუ შ...   Mar 10 2024, 11:21 AM
marine   "ჩვენც არასგზით, ...   Mar 31 2024, 04:00 PM
marine   "საკვები დღესაც ძ...   Apr 11 2024, 04:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 10:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი